დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.014183 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (10/02/2010 - 09/03/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.183
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №29
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
ი) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
გ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.
10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა, უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლას და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას, მათი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების და კონკურსების ორგანიზებას, საკადრო რეზერვის შექმნას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ი) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
ლ) შრომის შინაგანაწესის შემუშავებას, მის შესრულებას და შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
მ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას და აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის მისანიჭებელი საიდენტიფიკაციო ნომრის განსაზღვრას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 მარტიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები