საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 06/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.007685
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
278
29/08/2005
სსმ, 105, 06/09/2005
010240030.22.023.007685
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2005 - 10/04/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.007.685

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 278

2005 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივ­­ნი­სის №50 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №60, მუხლი 526) საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერუ­ლი ჰაერის დაცვის სამსახურის თანდართული დებუ­ლება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების (საქართვე­ლოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წ., №129. მუხ.1147) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამ­მარ­­თველოს დებულება“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური (შემ­დგომში – სამსახური) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველ­ყოფს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო მართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ლოგოთი და საკუთარი დასახელებით.

3. სამსახური მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს დებულების და ამ დებულების საფუძველზე.

4. სამსახურის დაფინანსება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს ატ­მოს­ფერული ჰაერის დაცვის საკითხებში წარმოად­გენს:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითა­რების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექ­ტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შე­მუშავებაში მონაწილეობა;

დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელ­მწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგო­მარეო­ბისა და გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნე­ლობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავება­ში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება;

თ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონო­მი­კური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტა­რიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიც­ხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენ­ტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელო­ბების განხილვა და დამტკიცება კანონმდებლობით დად­გენილი წესით;

მ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფ­რქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურს უფლება აქვს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინ­ფორმაცია და მასალები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის სტატანგა­რიშგების ფორმების წარმოების წესის შემუშავებაში;

გ) წარუდგინოს მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების პროექტები მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად.

    მუხლი 4. სამსახურის კომპეტენცია

სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო მარ­თვა (ემისიათა ინვენტარიზაცია, სახელმწიფო აღ­რიც­­ხვა, ნორმირება, რეგულირება) მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთა­შო­რისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნათა შესრულების კოორდინაცია.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურში შედის ორი სტრუქტურული ქვედანა­ყოფი:

ა) ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყო­ფილება;

ბ) ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყო­ფილება.

    მუხლი 6. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფ­როსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მი­ნის­­ტრის წინაშე, მისთვის მინდობილი მმართვე­ლობის სფეროს მდგომარეობასა და განვითარებაზე.

3. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინის­ტრი.

4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობანია:

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა. აწარმოებს სამსახურის სტრუქტურული ქვედა­ნა­­ყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანე­ლობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმია­ნობაზე;

ა.ბ. ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და პასუ­ხისმგებელია მის შესრულებაზე;

ა.გ. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრო­მელთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ა.დ. აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ა.ე. წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებ­ში;

ა.ვ. პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, ხელ­მძღვა­ნელობისა და ზემდგომი ორგანოების ბრძანებე­ბის და განკარგულებების შესრულებაზე;

ა.ზ. აკონტროლებს სამსახურის კოპეტენციით გათ­ვა­ლისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებების შეს­­რულების მდგომარეობას და ანგარიშგების სის­წორეს;

ა.თ. წარუდგნს მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების პროექტებს მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად;

ბ) ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი:

ბ.ა. მონაწილეობს სამსახურის მიმდინარე სამუ­შაოთა გეგმის შემუშავებაში;

ბ.ბ. აწარმოებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილებას;

ბ.გ. ახორციელებს განყოფილების საქმიანობაზე კონტროლს და პასუხისმგებელია სამუშაოების შეს­რუ­ლებაზე;

ბ.დ. მონაწილეობს საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში;

ბ.ე. შეიმუშავებს და პერიოდულად განაახლებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევათა საინვენტარიზაციო და სააღრიცხვო დოკუმენტაციას და მათი წარმოების წესს თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით;

ბ.ვ. ითანხმებს განსახილველად და დასამტკიცებ­ლად შემოსულ გაფრქვევათა ინვენტარიზაციის ანგარიშებს და აღრიცხვის ფორმებს;

ბ.ზ. აწარმოებს ემისიათა სახელმწიფო აღრიცხვას, მიღებული შედეგების განზოგადებასა და გაანალი­ზებას და სათანადო ანგარიშის შედგენას;

ბ.თ. ახორციელებს გაფრქვევების ინვენტარიზაციი­სა და ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების დადგენის მეთოდური დოკუმენტაციის მომზადებას და მათ მუდმივ განახლებას სამამულო და უცხოური ტექნო­ლოგიების გათვალისწინებით;

ბ.ი. უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს ნორმატიული დოკუმენტაციით და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს მათ მუშაობას;

ბ.კ. ახორციელებს მონაცემთა ბანკის შექმნას და მის მუდმივ განახლებას.

ბ.ლ. ანალიზს უკეთებს შესრულებულ სამუშაოს და ამზადებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანე­ლობისადმი განსახილველად;

ბ.მ. სამსახურის უფროსისა და ემისიათა რეგული­რებისა და მართვის განყოფილების უფროსის არყოფ­ნის პერიოდში ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს.

გ) ემისიათა ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილების სპეციალისტები:

გ.ა. განყოფილების ამოცანებიდან გამომდინარე მონაწილეობენ შესაბამისი ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების პროექტების შემუშავაბაში;

გ.ბ. ასრულებენ ანალიტიკურ სამუშაოს;

გ.გ. დამოუკიდებლად აგროვებენ, განიხილავენ და ამუშავებენ სათანადო პირველად ინფორმაციას და დოკუმენტაციას;

გ.დ. ახორციელებენ მონაცემთა ანალიზს და მათ განზოგადებას მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების გაანგა­რი­შებითი მეთოდების თანახმად გაფრქვევის სხვადას­ხვა სახეობის წყაროების და წარმოების სხვადასხვა დარგების გათვალისწინებით;

გ.ე. აყალიბებენ დასკვნებს გამომდინარე სტატის­ტიკური და სხვა მასალებიდან;

გ.ვ. მონაწილეობენ მონაცემთა ბანკის შექმნაში და მის მუდმივ განახლებაში;

დ) ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყოფი­ლების უფროსი:

დ.ა. მონაწილეობს სამსახურის მიმდინარე სამუ­შაო­თა გეგმის შემუშავებაში;

დ.ბ. აწარმოებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილებას;

დ.გ. ახორციელებს განყოფილების საქმიანობაზე კონტროლს და პასუხისმგებელია სამუშაოების შეს­რუ­ლებაზე;

დ.დ. მონაწილეობს საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში;

დ.ე ითანხმებს განსახილველად და დასამტკიცებ­ლად შემოსულ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიე­რებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთან­ხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტებს და ლიმიტებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე;

დ.ვ. აწარმოებს დამტკიცებული ლიმიტების რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ.ზ. ახორციელებს მავნე ნივთიერებათა გაფ­რქვევის წყაროების და გაფრქვეულ მავნე ნივთიე­რებათა ნორმირების და რეგულირების დოკუმენ­ტაციის შემუშავებას;

დ.თ. ახორციელებს მონაცემთა ბაზის შექმნას და მის მუდმივ განახლებას;

დ.ი. ადგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეულ მუშაობაზე;

დ.კ. სამსახურის უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს.

ე) ემისიათა რეგულირებისა და მართვის განყოფი­ლების სპეციალისტები:

ე.ა. განყოფილების ამოცანებიდან გამომდინარე მონაწილეობენ შესაბამისი ნორმატიული აქტების, პროგრამების, მეთოდიკების და ინსტრუქციების პროექტების შემუშავაბაში;

ე.ბ. ასრულებენ ანალიტიკურ სამუშაოს;

ე.გ. დამოუკიდებლად აგროვებენ, განიხილავენ და ამუშავებენ სათანადო პირველად ინფორმაციას და დოკუმენტაციას;

ე.დ. ახორციელებენ მონაცემთა ანალიზს და მათ განზოგადოებას მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყა­როე­ბის გეომეტრიული და აეროდინამიკური პარამეტ­რების, ადგილმდებარეობის რელიეფის, მეტეორო­ლოგიური ფაქტორების და ფონური დაბინძურების გათვალისწინებით;

ე.ე. აყალიბებენ დასკვნებს გამომდინარე სტატის­ტიკური და სხვა მასალებიდან;

ე.ვ. მონაწილეობენ მონაცემთა ბანკის შექმნაში და მის მუდმივ განახლებაში.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დებულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.