დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 23/05/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (23/05/1998 - 25/05/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №348
1998 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური დარბევისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად შეიქმნა უმწვავესი მდგომარეობა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.
შექმნილი მდგომარეობის შესწავლისა და მისი სტაბილიზაციის, გალის რაიონის და ამ რაიონიდან დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების დარეგულირების, მათთვის გადაუდებელი დახმარების, შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაციის მიზნით:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკო ლეკიშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ გაზდელიანი - საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
დავით გვაძაბია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
მიხეილ გვიშიანი - საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ავთანდილ გორგილაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
ბაკურ გულუა - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
დავით გულუა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ვალერი ვაშაკიძე - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ზაზა შენგელია - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მალხაზ ჩაჩავა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მიხეილ ჭკუასელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ბადრი ხატიძე - საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
ბონდო ჯიქია - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის მხარეში
ავთანდილ ჯორბენაძე - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
2. გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობის უმოკლეს ვადაში შესწავლისა და შესაბამის ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭოს სახელმწიფო კომისიას საგანგებო უფლებამოსილებანი.
3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა უზრუნველყონ კომისიის გადაწყვეტილებათა ოპერატიულად შესრულება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) მოახდინოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ხაზინაში გალის რაიონის მოსახლეობის დახმარებისათვის საჭირო თანხების მობილიზაცია.
5. საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ.გვიში- ანი) გალის რაიონის მოსახლეობის პირველადი დახმარებისათვის გამოყოს 30 ტონა ბენზინის საწვავი, 10 ტონა შაქარი, 100 ცალი კარავი და 10 ათასი კონსერვი.
6. ნება დაერთოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს (ა.ჯორბენაძე) სამობილიზაციო რეზერვიდან გაჯავშნოს სამედიცინო ქონება შემდგომი სათანადო გაფორმებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები