თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
600
18/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
000000000.00.00.000000
თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/1998 - 18/09/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №600

1998 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის სრულყოფისა და დეკლარაციების მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის თანდართული წესი.

2. ,,თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-13 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვა ,,მარცხნიდან“ შეიცვალოს სიტყვით ,,ზემოდან“, ხოლო სიტყვა ,,ვერტიკალურ“ შეიცვალოს სიტყვით ,,ჰორიზონტალურ“;

ბ) მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვა ,,თხუთმეტმაგ“ შეიცვალოს სიტყვით ,,ორმოცდაათმაგ“.

გ) მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებაში სიტყვები ,,თვის და რიცხვის“ შეიცვალოს სიტყვებით ,,რიცხვის და თვის“;

ე) 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის ,,თაობაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას“.

3. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებულ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილ დეკლარაციებს საინფორმაციო ბიურო არ მიიღებს.“;

ბ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;

გ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება;

დ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის, 239-ე მუხლის, მე-17 ნაწილისა და 241-ე მუხლის შესაბამისად შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობაზე და გადასცეს იგი შესაბამის სასამართლოს.“;

ე) მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

4. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის1999 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება№555-სსმIII,№46(53),24.09.1999 წ.,

მუხ.830

2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,

მუხ.550

თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს თანამდებობის პირების დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგად  საფუძვლებს, დეკლარაციების ფურცლების გაცნობის, მათი ასლების მოთხოვნისა და გაცემის ნორმებს.

2. თანამდებობის პირთა დეკლარაციების საიდუმლო გრაფების (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მე-10 ფურცლის, საფინანსო დეკლარაციის მე-11 ფურცლის); მონაცემების გაცნობის, დაცვისა და გაცემის წესი განისაზღვრება ცალკე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:

ა) თანამდებობის პირები – ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებული ის თანამდებობის პირები, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება;

ბ) ოჯახის წევრები – ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრები;

გ) სადეკლარაციო პერიოდი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში (შემდგომში – საინფორმაციო ბიურო) დეკლარაციების წარსადგენად კანონით განსაზღვრული ვადა;

დ) მორიგი სადეკლარაციო პერიოდი – ყოველწლიური სადეკლარაციო პერიოდი, როდესაც ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საინფორმაციო ბიუროში წარდგენა სავალდებულო ყველა თანამდებობის პირისათვის;

ე) რიგგარეშე სადეკლარაციო პერიოდი – სადეკლარაციო პერიოდი, როდესაც ცალკეული თანამდებობის პირებისათვის საინფორმაციო ბიუროში დეკლარაციების წარდგენა სავალდებულოა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნასთან ან შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;

ვ) ფიზიკური პირი – საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს სრულწლოვანი მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირი;

ზ) იურიდიული პირი – საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიული პირი;

თ) იურიდიული პირის წარმომადგენელი – საინფორმაციო ბიუროსაგან დეკლარაციის ფურცლების ასლების მიღებაზე იურიდიული პირის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი;

ი)(ამოღებულია);

კ)(ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის1999 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება№555-სსმIII,№46(53),24.09.1999 წ.,

მუხ.830

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 3. დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის ფორმები

საინფორმაციო ბიურო დეკლარაციების საჯაროობას უზრუნველყოფს:

ა) ფიზიკური პირების განაცხადების საფუძველზე დეკლარაციების ფურცლების ასლების გაცემით, (გაცნობით);

ბ) იურიდიული პირების განაცხადების საფუძველზე დეკლარაციების ფურცლების ასლების გაცემით;

გ) თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების ყოველწლიური ბიულეტენის გამოცემით;

დ) საჯაროობის უზრუნველყოფის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 4. დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის პერიოდი

1.დეკლარაციების საჯაროობა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეკლარაციო პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

2. დეკლარაციისა და დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე მითითება დეკლარაციის (ინფორმაციის) საინფორმაციო ბიუროში მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღეში დოკუმენტის (ინფორმაციის) დასახელების, მიღების თარიღის, დოკუმენტის (ინფორმაციის) შესაბამისად გამგზავნი ან ადრესატი საჯარო დაწესებულების (საჯარო მოხელის, ფიზიკური ან იურიდიული პირის) დასახელების მითითებით უნდა შეტანილ იქნეს საინფორმაციო ბიუროში არსებული საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

თავი II

დეკლარაციების ფურცლების (გაცნობის) ასლების მოთხოვნისა და გაცემის საერთო წესი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 5. დეკლარაციების ფურცლების  გაცნობისა და მათი ასლების მოთხოვნის სუბიექტები

დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის პერიოდში დეკლარაციების ფურცლების

გაცნობის ან/და მათი ასლების მოთხოვნის უფლება აქვთ:

ა) ფიზიკურ პირებს;

ბ) იურიდიულ პირებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 6. განაცხადი თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) თაობაზე

1. ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის ფურცლების ასლების მისაღებად (გასაცნობათ) შევსებული უნდა იქნეს თანდართული ფორმის ფიზიკური პირის განაცხადი თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) თაობაზე (დანართი № 1).

2. იურიდიული პირის მიერ დეკლარაციის ფურცლების ასლების მისაღებად შევსებული უნდა იქნეს თანდართული ფორმის იურიდიული პირის განაცხადი თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის თაობაზე (დანართი № 2).

3. ერთი განაცხადის საფუძველზე გაიცემა (გასაცნობათ დაიშვება) მხოლოდ ერთი თანამდებობის პირის მიერ ერთი სადეკლარაციო პერიოდის განმავლობაში შევსებული დეკლარაციის ფურცლების ასლები (ფურცლები).

4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განაცხადების ფორმებს გასცემს საინფორმაციო ბიურო.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 7. საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღება

1. შევსებული განაცხადი თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის

(გაცნობის) თაობაზე წარედგინება საინფორმაციო ბიუროს.

2. შევსებულ განაცხადს საინფორმაციო ბიუროში წარადგენს უშუალოდ განმცხადებელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის წარმომადგენელი.

3. შევსებული განაცხადის საინფორმაციო ბიუროში შეტანისას შესაბამისად ფიზიკურმა პირმა ან იურიდიული პირის წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მოქალაქეობის არმქონე პირმა – პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი).

4. შევსებული განაცხადის საინფორმაციო ბიუროში წარდგენისთანავე ფიზიკურ პირს (იურიდიული პირის წარმომადგენელს) განემარტება განაცხადის განხილვის ვადები და დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) პირობები.

5. ამ წესის დარღვევით შევსებული ან წარდგენილი განაცხადი საინფორმაციო ბიუროს მიერ არ მიიღება.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 8. განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება

 1. განაცხადი საინფორმაციო ბიუროში განიხილება და შესაბამისი დეკლარაციის ფურცლების ასლები გაიცემა (ფურცლები დაშვებულ იქნება გასაცნობად) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადებში და წესით.

2. დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) დადასტურების მიზნით საინფორმაციო ბიუროში შეივსება თანდართული ფორმის თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) თაობაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის განაცხადის განხილვისა და დაკმაყოფილების ცნობა (დანართი № 3). შევსებული ცნობის პირველი პირი რჩება და ინახება საინფორმაციო ბიუროში, ხოლო ასლი დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემისთანავე (გაცნობისთანავე) გადაეცემა შესაბამისად განმცხადებელ ფიზიკურ პირს ან განმცხადებელი იურიდიული პირის წარმომადგენელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 9. დეკლარაციაზე თანდართული მასალების ასლების გაცემა და გაცნობა

1. დეკლარაციის ფურცლის ასლის გაცემისას (გაცნობისას) სავალდებულოა დასაზუსტებელი მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების თაობაზე შესაბამისი თანამდებობის პირის დასკვნის ასლის გაცემაც (გაცნობაც), თუ დასკვნაში განმარტებული ან დაზუსტებული მონაცემები ასახულია დეკლარაციის მოცემულ ფურცელზე.

2. დეკლარაციაზე თანამდებობის პირის მიერ თანდართული სხვა მასალების (ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული მასალების გარდა) ასლები საინფორმაციო ბიუროს მიერ გაიცემა (გასაცნობად იქნება დაშვებული), მოთხოვნის შემთხვევაში, თუ საინფორმაციო ბიუროს მიღებული ექნება შესაბამისი თანამდებობის პირის წერილობითი ნებართვა მის მიერ დეკლარაციაზე დართული მასალების ასლების გაცემის  (გასაცნობად დაშვების) თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 10. განმცხადებლის შესახებ მონაცემების გაცემის შეზღუდვა

1. დეკლარაციების ფურცლების ასლების (ფურცლების გაცნობის) მომთხოვნი ცალკეული ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის წარმომადგენლის შესახებ მონაცემები საინფორმაციო ბიუროს მიერ არ გაიცემა.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული მონაცემების გაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ან წერილობითი მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოკვლევის ან გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის მიზნით გამოსაყენებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

თავი III

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 11. დასაზუსტებელი მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების თაობაზე დასკვნის გამოყენება

დასაზუსტებელი მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების თაობაზე დასკვნის არსებობის შემთხვევაში თანამდებობის პირის დეკლარაციის დაზუსტებული მონაცემები განიმარტება მხოლოდ მოცემული დასკვნის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

თავი IV

დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის სხვა ფორმები

    მუხლი 12. თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების ბიულეტენი

1. თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების ბიულეტენს გამოსაცემად ამზადებს და მის გამოცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო ბიურო.

2. თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების ბიულეტენი გამოიცემა ყოველწლიურად შესაბამისი წლის მორიგი სადეკლარაციო პერიოდის დასრულების შემდეგ.

3. თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების ბიულეტენში განზოგადებული სახით აისახება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის მაჩვენებლები.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 13. დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფის სხვა ფორმები

1.საინფორმაციო ბიურო შესაძლებელია დეკლარაციების საჯაროობას უზრუნველყოფდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებითაც.

2. ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად შევსებული განაცხადის საფუძველზე მომთხოვნ პირს უფლება აქვს გაეცნოს თანამდებობის პირის დეკლარაციას დედანში. დეკლარაციის დედნის გაცნობა დასაშვებია მხოლოდ საინფორმაციო ბიუროს უფლებამოსილი მოხელის ზედამხედველობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

    მუხლი 14. დეკლარაციის მონაცემებით ოფიციალური სარგებლობის საფუძველი

თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური საბუთია საინფორმაციო ბიუროში წარდგენილი, რეგისტრირებული და შენახული დეკლარაცია, აგრეთვე საინფორმაციო ბიუროს ბეჭდით  და პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერით დამოწმებული ამავე დეკლარაციის ასლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,მუხ.550

დანართი №1

ფიზიკური პირის

განაცხადი

თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის

(გაცნობის)  თაობაზე

თანამდებობის პირთა ქონებრივი და

საფინანსო მდგომარეობის

საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს

______________________________________________

მოქალაქე ____________________________________

______________________________________________

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

___________________________________________

განაცხადი

გთხოვთ,_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

(თანამდებობის პირის თანამდებობის სრული დასახელება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობს ან მუშაობდა შესაბამისი

სადეკლარაციო პერიოდის დასაწყისისათვის) _____________________________________

(თანამდებობის პირის სახელი და გვარი) მიერ ____ წლისათვის მორიგ სადეკლარაციო პერიოდში (თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით) შევსებული:

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის   __________  ფურცლები;

2. საფინანსო დეკლარაციის _____________________  ფურცლები;

განაცხადის მოტივაცია: ________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

(განაცხადის მოტივაცია შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ   განაცხადის საგანს წარმოადგენს დეკლარაციის საიდუმლო გრაფა)

განმცხადებელი ფიზიკური პირის:

ა) ხელმოწერა: _________________________________________________

ბ) მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

გ) პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი ან პასპორტის სერია და ნომერი: __________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

დ) მოთხოვნის შედგენის თარიღი: _______________________________________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღებას

______________________________________________________________________________             

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საინფორმაციო ბიუროს

თავმჯდომარე  _______________________________ (ხელმოწერა) _____________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი:

წ) დანართი № 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

                                                          „იურიდიული პირის

                                                                    განაცხადი

თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის თაობაზე

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს

თავმჯდომარეს

მოქალაქე ____________________________________________

_____________________________________________________

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

განაცხადი

გთხოვთ, _____________________________________________________________________

______________________________________________________________________________

(თანამდებობის  პირის თანამდებობის სრული დასახელება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობს ან მუშაობდა შესაბამისი სადეკლარაციო პერიოდის დასაწყისისათვის)

______________________________________________________________________________

(თანამდებობის პირის სახელი და გვარი)  მიერ ______________________ წლისათვის მორიგ სადეკლარაციო პერიოდში (თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით) შევსებული:

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის_______________ ფურცლები;

2. საფინანსო დეკლარაციის ________________________  ფურცლები

განაცხადის მოტივაცია:

______________________________________________________________________________

(განაცხადის მოტივაცია შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საგანს წარმოადგენს დეკლარაციის საიდუმლო გრაფა)

განაცხადის წარმოდგენასა და თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები –

ა) სახელი და გვარი:____________________________________________________________

ბ) ხელმოწერა:_________________________________________________________________

გ) სამსახური:_________________________________________________________________

დ) თანამდებობა:  ___________________________________________________________ 

ე) პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი ან პასპორტის სერია და ნომერი:

_______________________________________________________________________________

ვ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

განმცხადებელი იურიდიული პირის რეკვიზიტები –

ა) სრული ოფიციალური სახეწოდება: ____________________________________________

_______________________________________________________________________________

ბ) იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:

_______________________________________________________________________________

გ) მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (თუ იურიდიული პირი ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად):

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

/იურიდიული პირის ბეჭდის ადგილი/

განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ან იურიდიული პირის სახელით ხელმოწერასა და წარმომადგენ­ლობისათვის უფლებამოსილი პირის) –

ა) თანამდებობა: _________________________________________________

ბ) სახელი და გვარი: ______________________________________________

განაცხადის შედგენის თარიღი:_____________________________

ხელმოწერა: _____________________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღებას

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე 

                                         ხელმოწერა:______________________

საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი:

                                                              ______________________ “; 

ჭ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო                     

ცნობა

ეძლევა ______________________________________________________________________

____________________________________________ მასზე, რომ მისი

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი ან იურიდიული პირის სრული  სახელწოდება)

_______________________ განაცხადი __________________________

(თარიღი და ნომერი)                                              (თანამდებობის პირის თანამდებობა,

_______________________________________________________________

სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

__________________________________________________________________________      

_________ წლის სადეკლარაციო პერიოდში შევსებული დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის (გაცნობის) თაობაზე დაკმაყო­ფილებულია მთლიანად (ნაწილობრივ) და შესაბამისად გაიცა (გასაცნობად დაშვებულ იქნა):

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფურცლის ნომერი:

______________________________________________________________________________

საფინანსო დეკლარაციის ფურცლის ნომერი:

______________________________________________________________________________

განსაკუთრებული აღნიშვნები:_________________________________________________

______________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________.

დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური სრულად არის გადახდილი შემდეგი ოდენობით:______________________

(განმცხადებელს უკან დაუბრუნდა დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური შემდეგი ოდენობით: _________________________)

გაცემული ასლების დედანთან იგივეობას ვადასტურებ.

საინფომრაციო ბიუროს

თავმჯდომარე                                    ____________________________

                                                                       (ხელმოწერა)

                                                                                ქ.თბილისი

                                                                       „____“ __________________ 200 ____

                                                                                           (თარიღი)

განმცხადებელი                                   ___________________________

                                                                                   (ხელმოწერა).

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივნისის  ბრძანებულება№275-სსმIII,№60,04.07.2000წ.,

მუხ.550

დანართი № 2

იურიდიული პირის განაცხადი თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის თაობაზე

                    თანამდებობის პირთა ქონებრივი    და საფინანსო მდგომარეობის

                    საინფორმაციო ბიუროს

                    თავმჯდომარეს_______________________________________

                    მოქალაქე ____________________________________________

                    ____________________________________________________

                                                     (ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

 გთხოვთ გასცეთ ___________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(თანამდებობის პირის თანამდებობის სრული დასახელება იმ სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობის ან მუშაობდა შესაბამისი სადეკლარაციო პერიოდის დასაწყისისათვის) ______________________________________________________________________________________

_____________________________________(თანამდებობის პირის სახელი და გვარი) მიერ_______

წლისათვის მორიგ სადეკლარაციო პერიოდში (თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით) შევსებული:

        1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის _____________________________ფურცლები;

         2. საფინანსო დეკლარაციის ___________________________________________ ფურცლები:

         განაცხადის მოტივაცია: __________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(განაცხადის მოტივაცია შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საგანს წარმოადგენს დეკლარაციის მე-12 ფურცელი)

 განაცხადის წარმოდგენასა და თანამდებობის პირის დეკლარაციის ფურცლების ასლების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები

             ა) სახელი და გვარი ______________________________________________

             ბ) ხელმოწერა _________________________________________________

             გ) სამსახური ___________________________________________________

             დ) თანამდებობა ________________________________________________________________
                 ე) პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი ან პასპორტის სერია და ნომერი: _____________________________________________________________________________

         ვ) მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი:____________

____________________________________________________________________________________

         განმცხადებელი იურიდიული პირის რეკვიზიტები

        ა) სრული ოფიციალური სახელწოდება ______________________________________________

_____________________________________________________________________________________

      ბ) იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი  ______________________

_____________________________________________________________________________________

                გ) მარეგისტრირებელი ორგანოს სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (თუ იურიდიული პირი ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად): ___________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

იურიდიული პირის ბეჭდის ადგილი

 განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ან იურიდიული პირის სახელით ხელმოწერაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის)

      ა) თანამდებობა ________________________________________________________________

      ბ) სახელი და გვარი ______________________________________________________________

      განაცხადის შედგენის თარიღი _______________________ ხელმოწერა ________________

       საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღებას

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

   საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე              ___________________________ხელმოწერა)

    საინფორმაციო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი ________________________

დანართი № 3

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო  მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო

ც ნ ო ბ ა

ეძლევა ___________________________________________________________________________

___________________________________________________________________ მასზე, რომ მისი

(ფიზიკური პირის სახელი და გვარი ან იურიდიული პირის სრული სახელწოდება)

________________________განაცხადი ____________________________________________________

     (თარიღი და ნომერი)                           (თანამდებობის პირის თანამდებობა სახელი და გვარი

_____________________________________________________________________________________

                                                        საიდენტიფიკაციო ნომერი)

_____________________________________________________________________________________

წლის სადეკლარაციო პერიოდში შევსებული დეკლარაციის ფურცლების ასლების გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებულია მთლიანად (ნაწილობრივ) და შესაბამისად გაიცა:

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფურცლის ნომერი:

_____________________________________________________________________________________

საფინანსო დეკლარაციის ფურცლის ნომერი :__________________________________________

_____________________________________________________________________________________

განსაკუთრებული აღნიშვნები: _________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური სრულად არის გადახდილი შემდეგი ოდენობით: _____________________ (განმცხადებელს უკან დაუბრუნდა დეკლარაციის ფურცლების ასლების გადაღების საფასური შემდეგი ოდენობით:_________________________)

   საინფორმაციო ბიუროს

               თავმჯდომარე                                 ____________________________

                                                                                         (ხელმოწერა)

                                                                  ____ "_____________________" 199

                                                                                       (თარიღი)

          განმცხადებელი                                __________________________

                                                                           (ხელმოწერა)