საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000532
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
80
31/01/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997
010220020.05.002.000532
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/01/1997 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 80

1997 წლის 31 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ

დღეს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების უნიკალური შანსი არსებობს. კავკასიის ხალხები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მშვიდობიან საერთო ცხოვრებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ დროის მოთხოვნა იყო ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასია“, სხვა წინადადებები და წამოწყებები, რასაც შედეგად ქ. კისლოვოდსკში საქართველოს, სომხეთის, აზაერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, მხარეებისა და ოლქების ლიდერების შეხვედრა მოჰყვა. შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია „კავკასიაში ერთაშორისი თანხმობის, მშვიდობის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ" დასაბამს აძლევს ხანგრძლივ და რთულ პროცესს, რომლის ჯეროვნად წარმართვისათვის თავისი პასუხისმგებლობა საქართველომაც უნდა იკისროს. კისლოვოდსკში მიღწეულ შეთანხმებათა და ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელება პროცესის მიმდინარეობის მუდმივ კონტროლს, დეკლარაციაში მოცემულ დებულებათა შემდგომ დაკონკრეტებასა და განვითარებას საჭიროებს. ეს, საბოლოო ანგარიშით, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების ხელშეწყობისა და კავკასიის ხალხებს შორის ტრადიციული ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და კულტურული კავშირურთიერთობის აღდგენა-გაღრმავების მიზანს უნდა ემსახურებოდეს. საქართველოს სათანადო უწყებებმა და სამსახურებმა ისე უნდა წარმართონ მუშაობა ამ მიმართულებით, რომ სხვებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კავკასიის ლიდერების მორიგი შეხვედრის მომზადებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ერთიანი ძალისხმევის, კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობა დგება. ამ მიზნით:

1. საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას კომისია „მშვიდობიანი კავკასია“ შემდეგი შემადგენლობით:

 გელა ჩარკვიანი – სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე

თეიმურაზ მოსიაშვილი – დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი

გიორგი ანჩაბაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი

მამუკა არეშიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი

ეთერ ასტემიროვა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, ეროვნულ ურთიერთობათა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

ვან ბაიბურთი – გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი

თამაზ გამყრელიძე – აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი

არჩილ გეგეშიძე – სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის ჯგუფის უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

ნაირა გელაშვილი – კავკასიური სახლის ხელმძღვანელი, მწერალი

ალექსანდრე გერასიმოვი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ერთაშორის ურთიერთობათა საკითხში

რევაზ დიასამიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

შოთა დოღონაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გია თარხან-მოურავი – გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი საქართველოში

კონსტანტინე კოკოევი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე

მირა კუშხოვა – იურისტი, საარბიტრაჟო სასამართლოს მრჩეველი

იმირ მამედოვი – სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მრჩეველი

ირაკლი მაჭავარიანი – ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი

გენრიხ მურადიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს სომხური კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე

გია ნოდია – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

სვეტლანა ქეცბა – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე

გივი ღამბაშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლთა კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი

კახა ჩიტაია – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე

მედინა ხანგოშვილი – არაბისტი, კავკასიური სახლის თანამშრომელი.

2. კომისიის ძირითად ამოცანად განისაზღვროს:

- კავკასიის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის გამიზნული ყველა ღონისძიების აღნუსხვა და განხილვა;

– კავკასიის რეგიონში პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა;

– მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობის პროგრამის შედგენა;

– აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოთა მეთაურების ქ. კისლოვოდსკის 1996 წლის შეხვედრაზე მიღებული დეკლარაციის დებულებათა განვითარების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა;

– კონკრეტული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

3. მშვიდობიანი კავკასიის იდეის განსახორციელებლად კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

4. საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა ამ მიმართულებით წარიმართოს კომისიასთან შეთანხმებით.

5. კომისიის სამუშაო ორგანოს ფუნქციის შესრულება დაევალოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს (თ. მოსიაშვილი).

6. დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს დამატებით გამოეყოს საშტატო ერთეული პრაქტიკული საჭიროების გათვალისწინებით. დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

7. სახელმწიფო კანცელარიამ გადაწყვიტოს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროში დამატებით შეყვანილ თანამშრომელთა განთავისებისა და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის საკითხი.

ე. შევარდნაძე