ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 300310000.18(0).110.008027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
11/01/2006
სსმ, 8, 23/01/2006
300310000.18(0).110.008027
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/01/2006 - 31/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.18.011.008.027

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №9

2006 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის თანდართული წესი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა ყველა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა საქმიანობა წარმართოს ამ წესის შესაბამისად.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ასევე ეროვნული ბანკის ფილიალებმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და ზედამხედველობის პროცესში უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ამ წესის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის №269 ბრძანება.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ასევე ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 30ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის პროცედურებს.

2. პუნქტის გახსნის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. პუნქტისთვის ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმისა და გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისას მისი მოქმედება არ შეჩერდება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფართობი უნდა იყოს იზოლირებული. აკრძალულია პუნქტის სალაროში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარდა სხვა სახის საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 2. ამ წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განსაზღვრებანი

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიცენზია – არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომლითაც პირს შეუძლია განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები;

ბ) სალიცენზიო მოწმობა – არის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო და უწყებრივი) – არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, განახლებისა, ცვლილებების შეტანის და გაუქმების მონაცემთა ერთობლიობის შესახებ;

დ) ლიცენზიის მაძიებელი – არის ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;

ე) პირი – არის ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირი;

ვ) ლიცენზიის გაუქმება – არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაუქმებულად გამოცხადება, რაც ართმევს პირს უფლებას განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები;

ზ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც უშუალოდ დაკავებულია ვალუტის გადაცვლის საქმიანობით და სპეციალური ბრძანებით (ხელშეკრულებით) პასუხისმგებელია საეჭვო გარიგების იდენტიფიკაციისათვის, ინფორმაციის სრულყოფილად სისტემატიზაციისა და ანგარიშგების ხარისხიანად შედგენისათვის, ასევე დადგენილი წესით ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ ანგარიშგების წარდგენისათვის.

    მუხლი 3. შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების მოთხოვნას;

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმძღვანელობისათვის (წარმომადგენლობისათვის) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის თანდართული საბუთების ნუსხას;

ე) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს;

ვ) პუნქტის მზადყოფნის შესახებ ისეთ აუცილებელ ტექნიკურ პირობებს, როგორიცაა: ფართობი დადგენილი ოდენობით, პუნქტის დაცვა ტყვიაგაუმტარი მინის სარკმლით, რკინის კარებით და საგანგაშო ღილაკით, ასევე ინფორმაციას მისი ლუპით, საინფორმაციო სტენდით, ულტრაიისფერი გამოსხივების დეტექტორით, სეიფით, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მქონე კომპიუტერული ტექნიკით;

ზ) ნაღდი ფულადი საბრუნავი სახსრების ოდენობას ვალუტის სახეობათა მიხედვით.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთე-ბის ასლები, საკონტაქტო ტელეფონები როგორც ბინის, ისე პუნქტის ადგილსამყოფელის მიხედვით;

ბ) ინდივიდიალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირისათვის, მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, უფლებამოსილი პირის გადაწ-ყვეტილება პუნქტის გახსნის შესახებ, საკონტაქტო ტელეფონები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მოწმობის ასლი პუნქტში მომუშავე პირის ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ;

დ) დაკავებული ფართობის შესახებ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ფართობით სარგებლობის თაობაზე ( უზუფრუქტი, აღნაგობა, იჯარა, ქირავნობა და სხვ.) ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება);

ე) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ვ) დოკუმენტი ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობის) უფლების მინიჭების შესახებ.

3. თუ ლიცენზიის მაძიებელმა ვერ მიიღო ლიცენზია, მას არ უბრუნდება გადახდილი მოსაკრებელი.

    მუხლი 4. პუნქტის სადგომის მოწყობისა და აღჭურვისათვის საჭირო მოთხოვნები

ლიცენზიის მისაღებად მის მაძიებელს უნდა ჰქონდეს:

 ა) სადგომი არანაკლებ ათი კვადრატული მეტრი ფართობის ოდენობით; იგი იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებისგან და უნდა ჰქონდეს მათგან დამოუკიდებელი არანაკლებ III კლასის სიმტკიცის თვითდაკეტვადი ორსაკეტიანი შესასვლელი კარი; ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი კლიენტებისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ტყვიაგაუმტარი სარკმლით, რომელსაც დატანებული უნდა ჰქონდეს ფულის გადასაცემი ხონჩა. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განმახორციელებელი მუშაკის სამუშაო ადგილზე დაყენებული უნდა იყოს საგანგაშო სიგნალიზაციის ღილაკი (პედალი) ხმოვანი განგაშის ადგილობრივი მექანიზმით;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების საწარმოებლად და მისი აღრიცხვისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები (კომპიუტერული ტექნიკა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, სეიფი, დეტექტორი, ლუპა);

გ) წინამდებარე წესი, ასევე ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები;

დ) ვალუტის სახეობათა მიხედვით ყიდვა-გაყიდვის კურსის საილუსტრაციო ელექტრონული ან მარტივი სტენდი, რომელიც, როგორც წესი, აუცილებლად უნდა ასახავდეს ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში პუნქტის მიერ ვალუტის სახეობათა მიხედვით ყიდვა-გაყიდვის კურსის თაობაზე ინფორმაციას მძიმიდან მარჯვნივ, მეასედის სიზუსტით;

ე) კარადა ან თაროები ამ წესით, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ დებულების მოთხოვნის შესაბამისად წლების განმავლობაში შენახვას დაქვემდებარებული დოკუმენტების განსათავსებლად.

    მუხლი 5. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან ოცი დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადო მოკვლევის განხორციელების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ პირს, რომლის მიერაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

4. ლიცენზია არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ან იმ შემთხვევაში, თუ მას ამ წესების მე-6 მუხლის ,,გ”-,,ე” ქვეპუნქტების შესაბამისად გაუქმებული ჰქონდა ლიცენზია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

5. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის განმავლობაში.

    მუხლი 6. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ ეროვნული ბანკი, იმ შემთხვევეში, თუ:

ა) ლიცენზიის მფლობელმა წერილობითი განცხადებით მიმართა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) დადგინდება, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბუთების საფუძველზე;

გ) სისტემატურად ირღვევა მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

დ) ლიცენზიის მფლობელი ამ წესით გათვალისწინებულ ვადაში ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშგებას ან ინფორმაციას განხორციელებული ცვლილებების თაობაზე;

ე) ლიცენზიის მფლობელი გარდაიცვალა ან იგი გამოცხადდა გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან არაქმედუნარიანად, განხორციელდა ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია.

    მუხლი 7. ლიცენზიის გაცემის და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების გამოქვეყნება

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობაზე პუნქტის მფლობელისთვის ლიცენზიის გაცემის და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ამავე დროს იგი უნდა გაეგზავნოს პუნქტის მფლობელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

2. პუნქტის მფლობელს ლიცენზიის გაუქმების დღიდან ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული საქმიანობა. იგი ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს ეროვნულ ბანკს.

    მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. პუნქტის მფლობელი სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს ასლის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ეროვნული ბანკი გასცემს სალიცენზიო მოწმობის ასლს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების განსახორციელებლად.

3. სალიცენზიო მოწმობის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

    მუხლი 9. ლიცენზიასა და სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანა

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის სხვა იურიდიულ პირთან შერწყმის შემთხვევაში სამართალმემკვიდრე პირი უფლებამოსილია, მისთვის გადაცემული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, შერწყმის შესახებ სათანადო დადგენილების საფუძველზე საკითხი დასვას საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე ამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის შესახებ ლიცენზიასა და სალიცენზიო მოწმობაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოცემს გადაწყვეტილებას ლიცენზიასა და სალიცენზიო მოწმობაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 10. სალიცენზიო რეესტრი 

1. საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი აწარმოებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს და ვალდებულია ლიცენზიის გაცემის და გაუქმების, მასში ცვლილების შეტანის, აგრეთვე ასლის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღეში შეიტანოს მასში.

2. სალიცენზიო რეესტრში მონაცემების შეტანა უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღეში.

3. სალიცენზიო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) სამეწარმეო რეესტრის მონაცემები პუნქტის მფლობელის შესახებ;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის თაობაზე შეტანილი მონაცემები მათი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს.

    მუხლი 11. პუნქტის საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. პუნქტისათვის ნებადართულია მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება.

2. პუნქტი კონკრეტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსს ადგენს მასზე მოთხოვნა-მიწოდების და ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული კურსის გათვალისწინებით.

პუნქტის მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად მიღებული და გაცემული თანხა უნდა აღირიცხოს მაშინვე, ოპერაციის განხორციელებისთანავე, დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი №1), რომლის ერთი პირი ეძლევა მყიდველს/გამყიდველს/, ხოლო მეორე პირი ინახება პუნქტში ექვსი წლის განმავლობაში.

3. პუნქტის მფლობელი (წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების კომპიუტერული წესით წარმოება, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს №3 დანართით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს;

გ) პუნქტის 5 დღეზე მეტი ვადის განმავლობაში არმუშაობის თაობაზე ინფორმაციის ან გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) გამოყენებით აცნობოს ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურს;

დ) საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან 7 დღის განმავლობაში წარუდგინოს პუნქტის საქმიანობის გასული თვის ანგარიშგება (დანართი №4) როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფაილის სახით საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისსა და აგრეთვე მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განთავსებულმა პუნქტებმა, ხოლო სხვა რეგიონებში განთავსებულმა პუნქტებმა ეროვნული ბანკის იმ რეგიონალურ ფილიალს, რომლისგანაც აქვს მიღებული სალიცენზიო მოწმობა;

ე) საქმიანობა აწარმოოს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით;

ვ) კლიენტებისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობის ფოტოასლი და ინფორმაცია (დანართი №5) პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობების შესახებ;

ზ) წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს სათანადო დოკუმენტების წარდგენით სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ყოველი ცვლილების შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;

თ) პუნქტის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან 10 დღეში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მოლარესთან დადებული ხელშეკრულება, ასევე უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის დელეგირების შემთხვევაში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების თაობაზე ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი;

ი) პუნქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩააბაროს სალიცენზიო მოწმობა.

პუნქტის საქმიანობისათავის გაცემული ლიცენზია, მასში მომუშავე პირისათვის/პირებისათვის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სამუშაო საათებში უნდა ინახებოდეს პუნქტის მუშაკთან.

    მუხლი 12. აკრძალვები და პასუხისმგებლობა

1. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ეკრძალება:

ა) ვალუტის მხოლოდ ყიდვის ან მხოლოდ გაყიდვის ოპერაციების წარმოება;

ბ) ოპერაციის იმავდროულად შესრულების გარეშე კლიენტისაგან თანხის ავანსად მიღება;

გ) თვითნებურად რამე შეზღუდვის დაწესება ბანკნოტებისა და მონეტების მიმართ, მათ შორის ნომინალის მიხედვით, თუ ისინი აკმაყოფილებს ვარგისიანობის განსაზღვრის დადგენილ წესებს;

დ) იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის გარეშე კლიენტისათვის მომსახურების გაწევა, თუ თანხა აღემატება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოდენობას.

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მუშაკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. პუნქტში დასაქმებული მუშაკები ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები და ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მათი შესრულებისათვის. აღნიშნული წესის არცოდნა მათ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

    მუხლი 13. პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა და სანქციები

1. პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო ეროვნული ბანკის ფილიალების მიერ ლიცენზირებული პუნქტების მიმართ – სალიცენზიო მოწმობის გამცემი შესაბამისი რეგიონალური ფილიალი. ამასთან, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერ რეგიონში განთავსებული ლიცენზირებული პუნქტი. ზედამხედველობა მოიცავს:

ა) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პუნქტების საქმიანობის ამ წესებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად, მათ პერიოდულად შემოწმებას დოკუმენტური და ადგილზე ინსპექტირების გზით.

2. ადგილზე ინსპექტირებისას უნდა შემოწმდეს პუნქტში აღრიცხვა-ანგარიშგების, ასევე ლიცენზირების პირობების დაცვის მდგომარეობა. აღნიშნულის გარდა, ზედამხედველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე: ახორციელებს თუ არა პუნქტი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში) იდენტიფიკაციას, აღრიცხვას, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვას და მათი დანიშნულებისამებრ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენას, ხდება თუ არა პუნქტში მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების განხორციელება და აქვს თუ არა შემუშავებული პუნქტის მფლობელს (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს) უკანონო შემოსავლების აღკვეთის თაობაზე შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები.

3. საზედამხედველო ფუნქციის ადგილზე ინსპექტირების განხორციელების შედეგად გამოვლენილმა დარღვევებმა და ნაკლოვანებებმა ასახვა უნდა პოვოს შემოწმების აქტში, რომლის ერთი პირი მასზე სათანადო ხელმოწერების გაფორმების შემდეგ გადაეცემა პუნქტის მფლობელს ან პუნქტში საქმიანობისათვის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე პირი შემოწმების განხორციელებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება განსახილველად არასაბანკო ზედამხედველობის განყოფილების კურატორს პუნქტის მიმართ გასატარებელი საზედამხედველო ღონისძიების თაობაზე წინადადებებთან ერთად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ბანკი ატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

5. ამ წესისა და ეროვნული ბანკის სხვა წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი სანქცია:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება, რომ პუნქტმა განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

ბ) დააკისროს ჯარიმის გადახდა;

გ) გაუუქმოს ლიცენზია.

6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება:

ა) ლიცენზირების პირობების დარღვევისათვის 1000 ლარით;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების ჩაშლისა და სალაროს მეურნეობის არწარმოებისათვის  500 ლარით;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტროლის განხორციელების თაობაზე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის  500 ლარით.

7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და დადგენილ ვადაში ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარ-დგენასთან დაკავშირებულ, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაჯარიმდება 500 ლარით.

8. დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს დაჯარიმების მიზეზების აღმოფხვრის პირობები და ვადები. დაჯარიმების მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი არ მიიღებს ზომებს დაჯარიმების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, ეროვნული ბანკი მას გაუუქმებს ლიცენზიას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათ საქმიანობის ზედამხედველობის წესი

                                                                                                                                                   დანართი 1

 

 

 

 

 

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

_____________________________________________

 

_____________________________________________

(ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი)

 

(ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი)

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრი №

 

 

 

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრი

 

 

პირის სახელი, გვარი, მისამართი

 

პირის სახელი, გვარი, მისამართი

 

პირადობის დამადასტ. დოკუმენტის                          

პირადი საიდენტიფიკაციო             

 

პირადობის დამადასტ. დოკუმენტის                

   პირადი საიდენტიფიკაციო            

 

პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი                        

 

პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი                        

 

 

 

გადასაცვლელი ვალუტის დასახელება

ვალუტის კოდი

 

თანხა

 

 

 

 

 

 

გადასაცვლელი ვალუტის დასახელება

ვალუტის კოდი

 

თანხა

 

 

გადაცვლის კურსი

გადაცვლის კურსი

 

გადაცვლილი ვალუტის დასახელება

ვალუტის კოდი

 

თანხა

 

 

გადაცვლილი ვალუტის დასახელება

ვალუტის კოდი

 

თანხა

 

 

 

 

 

ოპერაციის განხორციელების თარიღი                                              

ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა

 

ოპერაციის განხორციელების თარიღი                                 

ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა

 

 

 

 

 


ვალუტის გადამცვლელი პუნქტების

 ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის

დანართი 2

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შტამპის ფორმის ნიმუში

 

 

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და

მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის

დანართი 3

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის აღრიცხვის დავთარი

თარიღი

თანხა დღის

დასაწყისისათვის

ვალუტის სა-

ხეობების მი-

ხედვით

თანხა დღის განმავლობაში ვალუტის სახეობების მიხედვით

 

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საშუალო კურსი ლართან მიმართებაში

 

 

ხარჯები

 

ნაშთი

დღის

ბოლოს

მიღებული თანხა

გაცემული თანხა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: მე-3 და მე-4 გრაფებში მოცემული ციფრები უნდა შეესაბამებოდეს დღის განმავლობაში გამოწერილი ვალუტის გაცვლის ქვითრების მონაცემთა ჯამს.

 


 

 

 

 

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ყოველთვიური ანგარიშგება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პუნქტის დასახელება

მისამართი

 

საანგარიშგებო პერიოდი

თვე

 

რიცხვი

 

წელი

 

 

ანგარიშგების წარდგენის თარიღი

 

ტელეფონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ნაშთი თვის დასაწყისისათვის ვალუტის სახეობების მიხედვით

შენიშვნა*

1

2

3

4

1.1

ლარი

 

 

1.2

აშშ დოლარი

 

 

1.3

ევრო

 

 

1.4

რუსული რუბლი

 

 

1.5

 

 

 

2

შემოსული თანხა ვალუტის სახეობების მიხედვით

 

2.1

ლარი

 

 

2.2

აშშ დოლარი

 

 

2.3

ევრო

 

 

2.4

რუსული რუბლი

 

 

2.5

 

 

 

3

გაცემული თანხა ვალუტის სახეობების მიხედვით

 

3.1

ლარი

 

 

3.2

აშშ დოლარი

 

 

3.3

ევრო

 

 

3.4

რუსული რუბლი

 

 

3.5

 

 

 

4

ნაშთი თვის ბოლოს ვალუტის სახეობების მიხედვით

 

4.1

ლარი

 

 

4.2

აშშ დოლარი

 

 

4.3

ევრო

 

 

4.4

რუსული რუბლი

 

 

4.5

 

 

 

5

საშუალო კურსი**

 

 

5.1

ლარი

 

 

5.2

აშშ დოლარი

 

 

5.3

ევრო

 

 

5.4

რუსული რუბლი

 

 

5.5

 

 

 

შენიშვნა: *თუ პუნქტს ექნება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების გარდა, სხვა ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება, იგი უნდა გაიშიფროს და აღირიცხოს მე-4 სვეტში.                                                                         

  ** საშუალო კურსის გამოსაანგარიშებლად გამოიყენება საშუალო არითმეტიკულის მეთოდი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა

 და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის

დანართი 5

 

პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობანი

1. პუნქტს არა აქვს ცალმხრივი ოპერაციის (მხოლოდ გაყიდვის ან მხოლოდ შესყიდვის) წარმოების უფლება.

2. პუნქტს უფლება არა აქვს თვითნებურად დააწესოს რაიმე შეზღუდვა ბანკნოტებისა და მონეტების მიმართ (მათ შორის ნომინალის მიხედვით), თუ ისინი აკმაყოფილებს ვარგისიანობის განსაზღვრის დადგენილ წესებს.

3. პუნქტს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე კლიენტისათვის მომსახურების გაწევის უფლება, თუ თანხა აღემატება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულ თანხას.

4. კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს და პუნქტი ვალდებულია კლიენტს წარუდგინოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის“ წესი, ფულის ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრისა და ყალბი ფულის მოჭრისა და გავრცელების ფაქტებზე რეაგირების წესები.

5. კლიენტს შეუძლია მიღებული ფული გადაითვალოს ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაკლისის ან ყალბი ფულის გამოვლენისას, პუნქტის მიმართ პრეტენზია არ მიიღება.

6. კლიენტს შეუძლია პუნქტის მიმართ წაყენებული პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურს.