ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26/04
07/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
190040000.18.011.016059
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2012 - 21/11/2013)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №26/04

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, 48 -ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების, 50 -ე მუხლის მე -2, მე-3 და მე -4 პუნქტების და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 თებერვლის №17 ბრძანება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“.

3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია პირის საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირად რეგისტრაციის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ქადაგიძე

ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 ამ წესის მიზანია შექმნას სამართლებრივი მექანიზმი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობისათვის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა, საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით, ახორციელებს ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურებას;

ბ) პასუხისმგებელი პირი – ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების აღრიცხვაზე, ინფორმაციის სისტემატიზაციაზე, ანგარიშგების შედგენასა და დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენაზე;

გ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.

    მუხლი 3. რეგისტრაციის პირობები

1. ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1) და რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მფლობელი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის რის თაობაზეც რეგისტრაციის დროს ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.

3. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

4. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

5. საქართველოს ეროვნულ ბანკი აწარმოებს ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს და რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მასში შეაქვს ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე.

6. სარეგისტრაციო ფორმაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი წერილობით ინფორმაციას აწვდის ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და/ან შესაბამის სარეგისტრაციო რეესტში.

7. ფულადი გზავნილების განმხორციელებელ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ დადგინდა, რომ:

ა) სარეგისტრაციო ფორმა შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე ან ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დახვდა სარეგისტრაციო რეესტრში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ვერ მოხერხდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ადგილზე შემოწმება ან აღარ ფუნქციონირებს სარეგისტრაციო რეესტრში მითითებულ მისამართზე;

გ) სისტემატურად არღვევს საქართველოს კანომდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წრილობით მითითებებს;

დ) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობა.

8. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეაქვს სარეგისტრაციო რეესტრში.

9. ამ მუხლის მე -7 პუნქტში მითითებული საფუძვლებით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მფლობელი არ არის უფლებამოსილი საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში.

10. რეგისტრაცია გაუქმდება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ფულადი გზავნილების განმხორციელებელ პირი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ბ) ფულადი გზავნილების განმხორციელებელი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან გამოცხადდა გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ.

გ) განხორციელდა ფულადი გზავნილების განმხორციელებელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია;

დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

    მუხლი 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლება -მოვალეობანი

1. ფულადი გზავნილების განმხორციელებელ პირს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება ნებისმიერი სისტემის მეშვეობით;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიიღოს კომუნალური და სხვა სახის გადასახადები და გადასახდელები.

2. ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) რეგისტრაციის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინოს „ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა“;

ბ) შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები;

გ) წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველკვარტალური ანგარიშგება №2, №3 და №4 დანართების შესაბამისად, საანგარიშგებო პერიოდის დამთვრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

დ) ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით;

ე) საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №5-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.

    მუხლი 5. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ზედამხედველობა

1. ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის ზედამხედველობას, ადგილზე პერიოდული შემოწმებით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. შემოწმების პროცესში უნდა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი მონაცემების ნამდვილობა და ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის:

ა) პირი ახორციელებს თუ არა თითოეული ოპერაციის აღრიცხვას სპეციალური პროგრამული საშუალებით და ინფორმაციის დადგენილი ვადის განმავლობაში შენახვას;

ბ) მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, ახდენს თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაციას, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ევივალენტს სხვა ვალუტაში);

გ) ახდენს თუ არა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში) აღრიცხვას, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასა და მათი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადაში წარდგენას;

დ) განსაზღვრულია თუ არა ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი.

დანართი №1

ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირის სარეგისტრაციო ფორმა

I

პირველი განყოფილება

ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ხორციელებელი პირის თაობაზე

 

1

საფირმო სახელწოდება

 

2

იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

 

3

სამართლებრივი ფორმა

 

4

სახელმწიფო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

 

5

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი ან ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

 

6

მომსახურე კომერციული ბანკის (ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში (ბანკებში)

 

7

მისამართი, სადაც პირი განახორციელებს ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ ოპერაციებს

 

II

მეორე განყოფილება

ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ხორციელებელი პირის ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე

 

1

სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები:

 

1.1

კომპიუტერული ტექნიკა

 

1.2

საბეჭდი საშუალება

 

1.3

ასლგადამღები საშუალება

 

1.4

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა

 

 

ვადასტურებ ინფორმაციის უტყუარობას.

 

ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის

უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი   _________________________________

 

ხელმოწერა __________________________________

 

სარეგისტრაციო ფორმის საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:

 

დანართი №2

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ანგარიშგება

 

პირის დასახელება და მისამართი:

 

საანგარიშო პერიოდი

თვე

 

წელი

 

 

ანგარიშის წარდგენის თარიღი

 

ტელეფონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

2

ჩარიცხული თანხები

სხვა შემოსავალი*

2.1.

ლარი

 

 

2.2.

აშშ დოლარი

 

 

2.3.

ევრო

 

 

2.4.

რუსული რუბლი

 

 

2.5.

 

 

 

3

გადარიცხული თანხები

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

4

სხვა გასავალი და ხარჯი**

 

1.1.

იჯარის ქირა

 

 

1.2.

კომუნალური გადასახადები

 

 

1.3.

საკომუნიკაციო ხარჯები

 

 

1.4.

ბიუჯეტში გადახდილი თნხები

 

 

1.5.

სხვა გასავალი

 

 

5

ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს

 

1.1.

ლარი

 

 

1.2.

აშშ დოლარი

 

 

1.3.

ევრო

 

 

1.4.

რუსული რუბლი

 

 

1.5.

 

 

 

შენიშვნა:

*

მიღებული თანხების გარდა აღირიცხება სხვა ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება.

**

იანგარიშება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

დანართი №3

ანგარიშგება ნაღდი ფულისა და დეპოზიტების შესახებ

 

პირის დასახელება და მისამართი:

 

 

საანგარიშო პერიოდი

______თვე

_____ წელი

 

ანგარიშის წარდგენის თარიღი

 

ტელეფონი………………..

 

(ორიგინალურ ვალუტაში)

1

ნაღდი უცხოური ვალუტა სალაროში

ნაშთი პერიოდის დასაწყისში

ნაშთი პერიოდის ბოლოს

1.1

აშშ დოლარი

 

 

1.2

ევრო

 

 

1.3

რუსული რუბლი

 

 

1.4

გირვანქა სტერლინგი

 

 

1.5

სხვა(მიუთითეთ)

 

 

1.6

სხვა(მიუთითეთ)

 

 

2

დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები არარეზიდენტ ბანკებში

 

 

1.1

აშშ დოლარი

 

 

1.2

ევრო

 

 

1.3

რუსული რუბლი

 

 

1.4

გირვანქა სტერლინგი

 

 

1.5

სხვა(მიუთითეთ)

 

 

1.6

სხვა(მიუთითეთ)

 

 

 

 

 

 

    


                                                                                                                                                                                               დანართი №4

ათასი აშშ დოლარი

 

ვალუტის გამომგზავნი (მიმღები) ქვეყნის დასახელება (გთხოვთ ჩაწეროთ)

ფულადი გზავნილების სისტემები (გთხოვთ ჩაწეროთ)

 

______________

______________

______________

______________

______________

 

ჩარიც

ხული თანხა

გადარიცხული თანხა

ჩარიცხული თანხა

გადარიც

ხული თანხა

ჩარიცხული თანხა

გადარიც

ხული თანხა

ჩარიც

ხული თანხა

გადარიც

ხული თანხა

ჩარიც

ხული თანხა

გადარიცხული თანხა

 

სულ

0

0

0

0

0

0

0

0

0

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 


დანართი №5

ქალაქი –––––––––––––                                                                  „–––––” „–––––––––” 20 წ.

 

ც ნ ო ბ ა

საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შესახებ

 

 

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დასახელება ––––––––––––––––––––––

 

პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------

 

შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------

              (პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი

           

------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------

      საბუთის მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------

      ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება

 

ვალუტის დასახელება

ნომინალი

გამოშვების წელი

სერია, ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი პირის                                                    საეჭვო ფულის

ხელმოწერა:                                                                       შემომტანის ხელმოწერა:

 

ექსპერტიზის დასკვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ექსპერტის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.