სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

  • Word
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01-27/ნ
23/05/2012
ვებგვერდი, 24/05/2012
470230000.22.035.016145
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/05/2012 - 27/02/2014)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-27 /

2012 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

 ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-20, 43-, 45- და 55- მუხლების ,ოფიციალური სტატისტიკის შესახებსაქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:

ა) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი 1), ფორმები (დანართი 2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი 3);

ბ) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი 4), ფორმები (დანართი 5) და მათი წარდგენის ვადები (დანართი 6);

გ) საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი 7).

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა, სამედიცინო სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, უზრუნველყონ:

ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები 1 – 6);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში , დადგენილ ვადებში , უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას , დადგენილი წესის და ვადების მიხედვით.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის 101/ნ ბრძანება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი