დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.10.003.016922 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (11/07/2012 - 04/08/2014)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №250
2012 წლის 11 ივლ ისი
ქ. თბილისი
სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე
მუხლი 1 . „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის შესაბამისად:
1. დადგინდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“.
2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ .
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია :
ა ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის „ე .ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა, – 5 000 000 ლარი;
ბ ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები