დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016103 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2013 - 31/01/2013)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ,,კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის' ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 03.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:1902002035105016058. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21434.7 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2240.0 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16,681.4 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,777.6 ათ ლარის ოდენობით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15.841,5 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3,954.5 ათ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
პრიორიტეტები
და
პროგრამები
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. 2395,0
ათასი
ლარით
–
თავდაცვა
საზოგადობრივი
წესრიგი
და
უსაფრთხოება
(
პროგრამული
კოდი
0200)
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგად-ოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. მომუშავე პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. მნიშვნელოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კონკრეტულად ახალი შენობის მშენებლობა.
1.1. 2175,0
ათასი
ლარით
–
საგანგებო
სიტუაციების
მართვა
(
პროგრამული
კოდი
0201)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლებას, სამაშველო-საავარიო ტექნიკის სრულყოფა, ხანძრების შედეგად მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, პირადი მუშაკების კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა.
1.2. 220.0,0
ათასი
ლარით
–
ქვეყნის
თავდაცვის
უნარიანობის
ამაღლების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0203)
პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას,სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას.
2. 6136.0,
ათასი
ლარით
–
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა
,
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
0300)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამა ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი სახლების, ეზოების, დასასვენებელი პარკების, სკვერების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა.
2.1.1. 564.1
ათასი
ლარით
–
გზების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
და
მოვლა
-
შენახვა
(
პროგრამული
კოდი
030101)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მოვლა-შენახვა, შიდა მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება, გადაგება ახალი გზების გაყვანა, გრუნტიანი გზების მოხრეშვა, ბეტონის საფარის დაგება გათვალისწინებულია გორის, მცხეთის, ხუბულავას, ოდიშის, ჭავჭავაძის, მეუნარგიას, კოსტავას და სხვა ქუჩების მიხედვით ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
2.1.2. 200,0
ათასი
ლარით
–
ხიდების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
030102)
პროგრამა ითვალისწინებს დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციას, მონოლითური ხიდ-ბოგირების მშენებლობას, ახალი კაპიტალური ხიდების მშენებლობას, მოაჯირების რეაბილიტაცია, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. მოსაშვილის ქუჩაზე არსებული ფეხით სავალი, ასევე ბერიას, რიგის, ფიფიას ქუჩებზე, სოფელ ჯიხაშკარში ხიდების რეაბილიტაცია.
2.1.3. 1300,0
ათასი
ლარით
–
გარე
განათების
მოწყობა
,
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
030201)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული განათების ქსელის გაფართოება, ქუთაისის, ჯიქიას, გორკის, თათარიშვილის, გრიბოედოვის, მოსკოვის, ტაბიძის, ჩარგაზიას, ბესიკის და სხვა ქუჩების მიხედვით. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. ლესელიძეს, შარტავას, ჩიტაძის, მესხიას, ქუჩებსა და მონაკვეთებში განათების ახალი ქსელის გაკეთება.
2.2.2. 1500,0
ათასი
ლარით
–
დასუფთავების
ღონისძიებები
ა
.
ა
.
ი
.
პ
,,
ზუგდიდდასუფთავებას
“ (
პროგრამული
კოდი
030202)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება. ყოველდღიურად 40 ჰექტარამდე ფართის დაგვა-დასუფთავების და 130-150 კუბურ მეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან, მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბუნკერებიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, მაწანწალა ცხოველების დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ თავშესაფარში.
2.2.3 .100,0
ათასი
ლარით
–
ლიფტების
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
030205)
ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი კომფორტული ლიფტების შეძენა-მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებულია მაღალსართულიანი ბინების მიხედვით. აღნიშნული საქმიანობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება. გათვალისწინებულია ლიფტების რეაბილიტაცია ცოტნე დადიანის ქუჩა №2, №4 და №6 მრავასართულიან სახლებში.
2.2.4. 100,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
სასაფლაოების
მოვლა
-
პატრონობის
პროგრამ
ა
.
ა
.
ი
.
პ
,,
სასაფლაოების
მართვის
ცენტრის
“
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
030207)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შემოკავების სამუშაოების, გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე. საფლავების აღრიცხვა-განკარგვაში წესრიგის დამყარებას.
2.2.5. 10,0
ათასი
ლარით
–
არასასოფლო
მიწების
საკადასტრო
ნახაზების
შედგენის
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030208)
ქალაქის დაგეგმარების და პრესპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად განხორციელდება არასასოფლო მიწების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზების მომზადება.
2.3.1. 200,0
ათასი
ლარით
–
მრავალსართულიანი
სახლების
ეზოების
კეთილმოწყობა
(
პროგრამული
კოდი
030301)
აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა. ავტოსადგომის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის, გამწვანების სამუშაოები, ბავშვთა სათამაშო მოედნების, განათებისა და დეკორატიული ღობის მოწყობა. გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩა №90-ის ეზოს მოწყობის კაპიტალური სამუშაოები.
2.3.2. 200,0
ათასი
ლარით
–
ჩატარდება
შემოსასვლელის
კეთილმოწყობის
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030302)
აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის იერსახის გაუმჯობესება.
2.3.3. 1000,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალიტეტის
კეთილმოწყობის
სამუშაოები
(
ააიპ
,,
კეთილმოწყობის
ცენტრი
" (
პროგრამული
კოდი
030303)
აღნიშნული ცენტრის ფუნქციები და დანიშნულებაა ზრუნვა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისათვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მოვლა-შენახვის სამუშაოების ჩატარება,ქალაქის მწვანე ნარგავების, პარკების, სკვერების და რაბატების მოვლა-შენახვა, სანიღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. მიმდინარე მოვლითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ავარიული და გამხმარი ხეების გადაბელვა და ახლის დარგვა, შადრევნების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, საგზაო ნიშნების დამზადება-მოწყობა და აღდგენითი პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება.სადღესასწაულო დღეებში ქალაქის კეთილმოწყობა.
2.3.4. 100,0
ათასი
ლარით
–
ცენტრალური
პარკის
კეთილმოწყობა
,
სკვერების
,
ბულვარის
და
ქუჩების
გამწვანების
სამუშაოები
(
პროგრამული
კოდი
030304)
პროგრამა ითვალისწინებს ახალი ნარგავების, ხეებისა, მცენარეების და ყვავილების შესყიდვას და დარგვას,მათ მოვლა-შენახვას.
2.3.5. 67,0
ათასი
ლარით
–
ადგილობრივი
ტყეების
და
ბოტანიკური
ბაღის
მოვლა
-
შენახვის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0304)
პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი ტყეების დაცვის ღონისძიებანი, სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა, უკანონო ჭრების შემცირება-აღკვეთა. ბოტანიკური ბაღის მუნიციპალიტეტზე გადმოცემასთან დაკავშირებით მოვლა-შენახვის სამუშაოები.
2.3.6. 200,0
ათასი
ლარით
–
სანიაღვრე
არხების
მშენებლობა
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
0305)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის განხორციელება, ახალი წყალსაწრეტების გაკეთება, ქალაქის სავალი გზების და მოსახლეობის ეზოების დაცვა წვიმიან ამინდში ჭარბი წყლის დაგროვებიდან. სანიაღვრების რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია ფიფიას, კრილოვის, პუშკინის, შარტავს, ბაკურიანის, ქუთაისის, პეტრე უბერის, თამარ მეფის ქუჩებზე.
2.3.7. 100,0
ათასი
ლარით
–
მუნიციპალური
ტრნსპორტის
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0308)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ტრანსპორტის საწვავისა და მარაგ-ნაწილების ფასების ზრდის გამო, მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს. ტრანსპორტის ძირითადი აქტივების ხანგძლივად შენარჩუნების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის შეძენა.
3. 1982,0
ათასი
ლარით
-
განათლება
(
პროგრამული
კოდი
04 00)
მომავალი თაობების აღზრდის ხელშეწყობა, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება, სკოლის-გარეშე დაწესებულებათა თანადაფინანსება და ზოგადი განათლების ხელშეწყობა პროგრამის ძირითადი ამოცანებია.
3.1. 1600,0
ათასი
ლარით
–
სკოლამდელი
აღზრდა
-
განათლების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0401)
ითვალისწინებს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. სასკოლო პროგრამის დასაძლევად სათანადოდ ბავშვების, მომზადების არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ბაზის მოვლა-პატრონობა და შევსებას. სკოლამდელი დაწესებულებების შენობა-ნაგებობათა მონიტორინგის, სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების მაღალ ხარისხს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 57 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების ფინანსური უზრუნველყოფას. სკოლამდელი დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებზე მშობელთა შენატანების შეღავათების გავრცელებას.
3.2. 120,0
ათასი
ლარით
–
საჯარო
სკოლების
,
წმინდა
გიორგის
სახ
.
გიმნაზიის
და
სხვა
განათლების
დაწესებულებების
ფინანსური
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0402)
საჯარო სკოლების განათლების სხვა დაწესებულებათა ფინანსური ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების და სხვა საჭირო ხარჯებისათვის. სასულიერო და საერო პირების თანამშრომლობა, მოზარდების სულიერი და ფიზიკური წვრნისათვის,მოზარდების მართლმადიდებლური სულისკვეთებით სწავლებისა და აღზრდის პროგრამის განხორციელებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის და სხვა საჭირო პირობების შექმნის ხელშეწყობა.
3.3. 175,0
ათასი
ლარით
–
სკოლისგარეშე
საქმინობა
მოსწავლე
-
ახალგაზრდობის
სასახლის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
0403)
პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული, ღონისძიებების ხელშეწყობა, სასკოლო ოლიმპიადების, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური შემეცნებითი სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება.
3.4. 67,0
ათასი
ლარით
–
სოფლის
მეურნეობის
სპეციალისტთა
მომზადების
პროგრამა
ზედაეწერის
კოლეჯის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
0404)
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა, პროფესიონალი კადრების, სპეციალისტების მომზადება სოფლის მეურნეობისათვის. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.
3.5. 20,0
ათასი
ლარით
–
განსაკუთრებული
ნიჭის
მქონე
ახალგაზრდებისა
და
ბავშვთა
ფინანსური
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0405)
განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ-მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უზრუნველსაყოფად.
4. 3710.0,
ათასი
ლარით
–
კულტურა
,
რელიგია
ახალგაზრდული
და
სპორტული
ღონისძიებები
(
პროგრამული
კოდი
0500)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს.
4.1. 1570,0
ათასი
ლარით
–
სპორტის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0501)
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნირებში ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის გაზრდა. სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარება, ადგილობრივ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.
4.1.1. 650,0
ათასი
ლარით
-
მუნიციპალიტეტის
სპორტის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
ცენტრის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050101)
პროგრამების მიზანია სასპორტო სკოლების, სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილება საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ.
4.1.2. 170,0
ათასი
ლარით
–
სპორტული
ღონისძიებების
დაფინანსება
და
მინისპორტული
მოედნების
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
050102)
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებანი ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენების და მწვრთნელების ოსტატობის დონის ამაღლება. მიღწეული წარმატებები, სპორტული სექციებისა და კლუბების გაზრდა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, რეაბილიტაცია. მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და განვითარება, სპორტული შეჯიბრებების და მასში ჩართული ადამიანების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა, პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების გამოვლენა-შეჯიბრებებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება.
4.1.3. 150,0
ათასი
ლარით
–
მინისპორტული
მოედნების
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
05 01 02)
ქალაქად და სოფლებში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია.
4.1.4. 750,0
ათასი
ლარით
–
ფეხბურთის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050103)
შპს ,,საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდის“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანი სახეობის ფეხბურთის და ფეხბურთის გუნდის მომზადებას და განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გუნდის მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების მიხედვით ფეხბურთის გუნდების მომზადებას კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს ააიპ ,,ფეხბურთის განვითარების ცენტრი“.
4.2. 2090,0
ათასი
ლარით
–
კულტურის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
0502)
კულტურულ შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტურული ტრადიციების დაცვა-აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება.
4.2.1. 180,0
ათასი
ლარით
–
მუზეუმების
,
სამხატვრო
გალერეის
და
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050201)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მემორიალური სახლ-მუზეუმებისა ფონდის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და პოპულარიზაცია. სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და პოპულარიზება. არსებითი მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისწვდომობის გაზრდა. კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტების სახელმწიფო დაცვის გარანტიის გაზრდა. წარმოდგენილი ღონისძიებების ინტენსივობა, ხარისხი და ღირებულება.
4.2.2. 335,0
ათასი
ლარით
–
სახელოვნებო
სკოლების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050202)
სახელოვნებო პროგრამის განხორციელება ხდება №1, №2 სამუსიკო სკოლებისა და საგუნდო-სამუსიკო სკოლების ბაზაზე. მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა დაოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება.
4.2.3. 53,0
ათასი
ლარით
–
სამხატვრო
სკოლის
დაფინანსება
(
პროგრამული
კოდი
050203)
ითვალისწინებს მოზარდებში სახვითი ხელოვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების, პლენერების მოწყობას, პედაგოგების და ოსტატებისათვის მასტერკლასების მოწყობას სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდთა წარმოჩენას და პროფესიული ზრდა, მონაწილეობა გამოფენებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
4.2.4. 300,0
ათასი
ლარით
–
საბიბლიოთეკო
დარგის
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050204)
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება აიპ ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი. მკითხველთა რაოდენობის გაზრდა. წიგნის კვირეულის ჩატარება. ფოტოგამოფენების მოწყობა. უსინათლოთა პროგრამა ,,ბუს“ დანერგვა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
4.2.5. 350,0
ათასი
ლარით
–
კულტურული
ღონისძიებების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
050205)
პროგრამის მიზანი სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა, მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. წლის განმავლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება საახალწლო-საშობაო ღონისძიებები: ,,საახალწლო სოფელი“ ბავშვებისათვის საშობაო მსვლელობა ,,ალილო“; ახალგაზრდული პერფომანსი – თეატრალური პანტონიმა; შემოქმედ ქალთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ფრანკოფონის დღეები ანაკლიაში; ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის დღეს მემორიალის ყვავილებით შემკობა; დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფოტოკონკურსი,,ზუგდიდი და ზუგდიდელები“; ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ანდრია დადიანის 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონის ძიებები; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი“; სახალხო დღესასწაული,,ვლაქერნობა“; საერთაშორისო საბავშვო-საესტრადო მუსიკის ფესტივალი; ფოლკლორული ფესტივალი,,არტგენი“; საკურორტო ქალაქ ანაკლიის პოპულარიზაციისათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი „ზღვის სიმფონია“; აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის მოწყობა; მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შემოქმედებითი საღამო; გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი; პენ-მარათონი – ArtFace 2012.
4.2.6. 282,0
ათასი
ლარით
–
თეატრალური
ხელოვნების
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამა
შ
.
დადიანის
სახ
.
თეატრის
და
ჩხორიის
სამოყვარულო
თეატრის
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050207)
პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სახელმწიფო და სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება, გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება. თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. თეატრალური ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. მოზარდების თეატრალურ ცხოვრებაში ჩართვა.
4.2.7. 350,0
ათასი
ლარით
–
მუსიკალურ
ქორეოგრაფიული
ხელოვნების
განვითარების
პროგრამა
აიპ
,,
ოდიშის
"
ბაზაზე
(
პროგრამული
კოდი
050208)
ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება, უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების ხელშეწყობა, ქორეოგრაფების, ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობა, ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება. მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში, ფოლკლორის როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია,მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების, მემკვიდრეობითობის შენარჩუნება, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებები კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული სერტიფიცირების წარმატებულად გავლა. ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება.
4.2.8. 200,0
ათასი
ლარით
–
ჭადრაკის
სახლის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
ანდრია
დადიანის
სკულპტურის
პროექტირება
და
მშენებლობა
(
პროგრამული
კოდი
050209)
ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანდრია დადიანის სკულპტურის ანდრია დადიანის სკულპტურის დადგმა. ანდრია დადიანის პიროვნებისა და ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზება. მონუმენტის ხარისხისა და ესთეტიკური მხარის განსაზღვრა.
4.3. 50,0
ათასი
ლარით
–
ახალგაზრდული
პროგრამების
დაფინანსება
(
პროგრამული
კოდი
0503)
პროგრამის მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის. ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა, მათი საზოგადოებრივი აქტიურობა. ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება.
5. 1173,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
0600)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. 140,0
ათასი
ლარით
–
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
მომსახურების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0601)
პროგრამა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით და მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა ეპიდკვლევების ზედამხედველობა და კონტროლი. პრევენციულ ღონისძიებათა გატარება ეპიდსაშიშროებისას. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული ღონისძიებათა განხორციელება და ზედამხედველობა. პარაზიტულ დაავადებათა ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება.
5.2.
30,0
ათასი
ლარით
–
ჯანდაცვის
სხვა
ღონისძიებათა
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
0602)
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათა გატარება. ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ავადობის პროგნოზირება და საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება.
5.3. 973,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
0603)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.3.1. 90,0
ათასი
ლარით
–
სოციალურად
დაუცველი
მოსახლეობის
კვებით
უზრუნველყოფის
პროგრამა
(
უფასო
სასადილოები
) (
პროგრამული
კოდი
060301)
ითვალისწინებს უმწეო მოსახლეობის (სარეიტინგო ქულა 0–57000) ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, მორალურ მხარდაჭერას. ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფა ცხელი სადილით დღეში ერთხელ.
5.3.2.
40,0
ათასი
ლარით
–
ომის
ვეტერანთა
სოციალური
უზრუნველყოფის
ხარჯები
(
ერთჯერადი
დახმარება
) (
პროგრამული
კოდი
060302)
მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა, ვეტერანთა ღვაწლის დაფასება და პატივისცემა. გარდაცვალების შემთხვევაში ომის ვეტერანების ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების გაწევისათვის დახმარება.
5.3.3. 173,0
ათასი
ლარით
–
ოჯახებისა
და
ბავშვების
სოციალური
დაცვა
(
ერთჯერადი
დახმარება
) (
პროგრამული
კოდი
060303)
ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილი ოჯახების, მარტოხელა პენსიონრების, მარტოხელა დედების და დედ-მამით ობოლი ბავშვების, უმწეო ოჯახების ერთჯერად დახმარებას.
5.3.4. 120,0
ათასი
ლარით
–
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
სოციალური
დაცვა
და
რეაბილიტაცია
(
პროგრამული
კოდი
060304)
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში.
5.3.5. 40,0
ათასი
ლარით
–
მარჩენალდაკარგულ
პირთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060305)
პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული ოჯახის მხარდაჭერას.
5.3.6.
10,0
ათასი
ლარით
–
ხანდაზმულთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060306)
100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.მოხუცების პატივისცემა და თანადგომა.
5.3.7. 60,0
ათასი
ლარით
–
სადღესასწაულო
დღეების
დახმარების
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060307)
გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე (ვეტერანები, ბავშვთა სახლის აღსაზდელები, უდედმამო ბავშვები, მიუსაფართა სასადილოების, სოციალური საცხოვრისების ბენეფიციართა ფინანსური მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნა, დახმარება საჩუქრებით.
5.3.8. 70,0
ათასი
ლარით
–
მოსახლეობის
ტრანსპორტით
უფასო
და
შეღავათიანი
მგზავრობის
დაფინანსებას
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060308)
საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინასება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით.
5.3.9.
150,0
ათასი
ლარით
–
უსახლკაროდ
დარჩენილთა
სოციალური
დაცვა
(
პროგრამული
კოდი
060309)
ხანძრის და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფა. მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა.
5.3.10. 30,0
ათასი
ლარით
–
დევნილთა
მხარდაჭერის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060310)
დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების ხელშეწყობა, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ხარჯები, გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დახმარების გაწევა.
5.3.11 70,0
ათასი
ლარით
–
უმწეო
ოჯახების
და
სხვადასხა
სახის
დახმარებებით
უზრუნველყოფის
პროგრამა
(
პროგრამული
კოდი
060311)
ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება.
5.3.12 120,0
ათასი
ლარით
–
სამედიცინო
დახმარების
პროგრამა
ითვალისწინებს
(
პროგრამული
კოდი
060312)
პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური და სხვა სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა მკურნალობის და მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას.
5.3.13. 20,0
ათასი
ლარით
–
სტიქიური
მოვლენების
(
მეწყერის
)
შედეგად
დაზიანებულთა
მხარდაჭერის
პროგრამა
((
პროგრამული
კოდი
0604)
პროგრამა ითვალისწინებს ასახლებასდაქვემდებარებული, დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას.
5.4. 10,0
ათასი
ლარით
–
განსაკუთრებული
პროგრამა
,,
სოციალური
საცხოვრისი
კეთილმოწყობილ
გარემოში
" (
პროგრამული
კოდი
0605)
,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ მაცხოვრებელ ბენეფიციართა საცხოვრებელ-საბინაო კომუნალური პრობლემების მოგვარება, ეზოს შემოკავება-კეთილმოწყობა, კომუნალური გადასახადის თანადაფინანსება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს ზუგდიდის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მეშვეობით.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებებთა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით 5 პროცენტის ფარგლებში, შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
3. ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ჯანდაცვის და სოციალური სფეროს ფარგლებში დაფინანსდეს:
ა
)
სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური შეფასებებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირებაში დარეგისტრირებული 57000 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი კვება ცხელი სადილით;
ბ
)
მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით;
გ
)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები მათ შორის: 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახებისათვის: 4 ბავშვზე -200 ლარით; 5 ბავშვზე - 300 ლარით და ა. შ. მესამე შვილის შეძენისას 200 ლარით; ტყუპების შეძენისას 500 ლარით; დედმამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებისათვის 100 ლარით; მარტოხელა დედებისათვის რომელთა ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი 100 ლარით; უმწეო ოჯახების და მარტოხელა პენსიონერებისათვის ქულა არ აღმატება 57000-ს 100 ლარის ოდენობით;
დ
) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები, მათ შორის: 18 წლამდე ინვალიდი და ონკოლოგიური ავადმყოფი ბავშვებისათათვის 100 ლარით; I ჯგუფის ინვალიდებისა და ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის 100 ლარით;
ე
)
მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარით, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი;
ვ
)
100 წელს გადაცილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 500 ლარით
ზ
)
უდედმამო ბავშვების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა(ადგილობრივი და დევნილი),მიუსაფართა სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სადღესასწაულო დღეები (შობა-ახალი წელი, აღდგომა, გიორგობა და სხვა) დახმარება საჩუქრებით;
თ
)
სტიქიური მოვლენების (მეწყერი) შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა ერთჯერადი 500,0 ათასი ლარის ოდენობით;
ი
)
ქალაქად მცხოვრები უმწეო კატეგორიის (57000 ქულამდე) ოჯახების გაზიფიცირება, თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100-ლარიანი დახმარება.
კ
)
საზღვრისპირა სოფელ ხურჩას მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ანაზღაურდეს სოფელ კოკის რწმუნებულისა და შპს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე;
ლ
)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტთა მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის განსახორციელებლად შეიქმნას შესაბამისი კომისია;
მ
)
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამას; დევნილთა მოსახლეობის იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის დამუშავების,დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები.გარდაცვლილი დევნილის ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით;
ნ
)
სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით;
ო
)
ხანძრის დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ერთჯერადი დახმარება(300–1000 ლ) ბინის ქირის 100-ლარიანი საზღაური ყოველთვიურად, საკუთარი საცხოვრისის არმქნე,ნ უმწეო პენსიონერების, მარტოხელა დედის, მარჩენალდაკარგული პირისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან რამდენიმე არასრულწლოვანი შვილი.
4. ნება დაერთოს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდული პირების ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 2013 წლიდან გაზარდონ საშუალოდ 35 პროცენტის ფარგლებში. საშტატო ნუსხები და თანამდებობებრივი სარგოები შეათანხმონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
5. 2013 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს – 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
7. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
8. ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოწვეულ მუშაკთა შრომის ანაზღაურება და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი ინდივიდუალურად შეთანხმდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან.
9. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობით 20%-ს.
10. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შეასაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2013 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა უზრუნველყონ 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვაზე, აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა არა უგვიანეს 1 მარტისა.
11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, 15 დღის ვადაში საფინანსო ორგანომ მოამზადოს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი – 280,0 ათასი ლარი მიიმართოს, მათ შორის:
ა
)
110.0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად;
ბ
)
120,0 ათასი ლარი – „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად;
გ
)
20,0 ათასი ლარი – „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „საქართველოს კანონით“ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად; დ) 30,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი
|
2013 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
მუხლი 13.
ვალდებულებები
|
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 2393.5 ათასი ლარით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ .
|
თავი III
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ასიგნებები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი , 07.02.2013 წ . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები