ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ

ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 28/01/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.36.101.016145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2013 - 22/02/2013)

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-4

2013 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის  და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-12 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქ. თბილისის ტერიტორია დაიყოს 10 რაიონად:

ა) გლდანი;

ბ) დიდუბე;

გ) ვაკე;

დ) ისანი;

ე) კრწანისი;

ვ) მთაწმინდა;

ზ) ნაძალადევი;

თ) საბურთალო;

ი) სამგორი;

კ) ჩუღურეთი.

2. დამტკიცდეს ქ. თბილისის რაიონების საზღვრები თანდართული რუკის (დანართი 1) და რუკის მიხედვით „ქ. თბილისის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერის“ შესაბამისად (დანართი 2).
3. რეორგანიზებულ იქნეს არსებული 6 რაიონის გამგეობა და შეიქმნას შესაბამისი რაიონების გამგეობები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად.          
4. დაევალოს ქ. თბილისის მერიას, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ძალაში შედის 2013 წლის 1 მარტს. 
7. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი



დანართი 1
ქ. თბილისის რაიონების საზღვრების რუკა


 

 


დანართი 2
ქ. თბილისის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერა

 
„მთაწმინდის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი ვაკის რაიონთან
       საწყისი წერტილი მდებარეობს „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრისა” და თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის გადაკვეთაზე სოფ. „ახალ პანტიანის” აღმოსავლეთიდან 1კმ-ს მანძილზე და აქედან აღმოსავლეთით მიჰყვება თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზას ბეთანიის სათხილამურო ტრასამდე, სადაც ჩაუყვება ქედს ჩრდილოეთით ბეთანიის სააგარაკო დასახლების  საკადასტრო საზღვრებამდე, ხელმარცხნივ მოიტოვებს მას განაშენიანების და ტყის გამყოფ სააგარაკე გზამდე, გაჰყვება მას დასავლეთის მიმართულებით თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე, იქვე უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით სატყეო გზის გასწვრივ 130 მეტრ მანძილზე და მიუყვება წითელ ხაზებს ტყის მასივის გასწვრივ და საავტომობილო გზის პარალელურად, კვლავ თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე, კვეთს მას კოჯრის გადასახვევიდან 170 მეტრის დაშორებით და მიუყვება წყალგამყოფს, შემდგომ ხელმარცხნივ შემოუვლის “წავკისის ტბის” ტერიტორიას, ასევე  მცირე წყალგამყოფზე და კვლავ დაუბრუნდება ძირითად წყალგამყოფს, გაუყვება მას დასავლეთის მიმართულებით ქედის მწვერვალზე განთავსებულ რადიოანძამდე, რის შემდგომ ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით დაეშვება ვარაზისხევის სათავესთან, საიდანაც გაუყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება ი.ჭავჭავაძის ქუჩამდე, კვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას და დაუყვება ვარაზისხევის ქუჩას ვერეს ხეობაში გამავალი ახალი მაგისტრალის გადასახვევამდე, --------------
 
საზღვარი საბურთალოს რაიონთან
---------- აქედან ჩაჰყვება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, გადაკვეთს ესტაკადის ღერძზე გმირთა მოედანს და მიემართება თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძის გასწვრივ  მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძამდე; --------------- 
 
საზღვარი ჩუღურეთის რაიონთან
---------აქედან მოუხვევს მარჯვნივ და გაუყვება მტკვრის კალაპოტის ღერძს
ბარათაშვილის ხიდამდე------------
 
საზღვარი კრწანისის  რაიონთან  
---------------- ბარათაშვილის ხიდის ღერძის გაყოლებით გაუყვება დასავლეთით ბარათაშვილის ქუჩის ღერძს, აუყვება ხელმარცხნივ პუშკინის ქუჩის ღერძს და თავისუფლების მოედნის გავლით გაუყვება დადიანის ქუჩას, გადაკვეთს  ლადო ასათიანის ქუჩას და  გვირაბის გასწვრივ აუყვება სოლოლაკის ქედს, გადაკვეთს სოლოლაკის ქუჩას მარო მაყაშვილის აღმართიდან 460 მ-ზე, მოუხვევს დასავლეთით და გაჰყვება ბოტანიკური ბაღის საზღვარს მარო მაყაშვილის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება სამხრეთით მარო მაყაშვილის აღმართის ღერძს  წავკისის წყლის კალაპოტამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება წავკისის წყლის კალაპოტს „თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”* უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე თაბორის ქედის გადაკვეთამდე და 2.0 კმ. მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”) მიემართება „თელეთის”  ქედზე გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთამდე ----------------- 
 
საზღვარი თეთრიწყაროს და გარდაბნის რაიონთან
-------------აქედან საზღვარი უხვევს დასავლეთით და მიუყვება თელეთის ქედს 0.5 კმ-ს მანძილზე და უხვევს სამხრეთით სოფ. „ზემო თელეთამდე“, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით 1-კმ-ზე სოფ. „მუხრან-თელეთამდე“, შემდეგ მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 2.0 კმ. მანძილზე სოფ. „წალასყურამდე“, და მარნეული-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთამდე 0,5 კმ-ს დაშორებით უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და აღნიშნულ გზას პარალელურად მიუყვება 1,5 კმ-ზე, შემდეგ უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება სოფ. კუმისის საკრებულოს საზღვარს და მიდის „ჭაჭიკაანთ ხევამდე”. გაუვლის „ჭიკნაური წყაროს”, „დიდი-ქედის” დასაწყისს  სოფ. „კიკეთსა” და დაბა „კოჯორს” მოიტოვებს ჩრდილოეთით, ნანგ. „ქორ-ოღლის” ციხეს აუვლის ჩრდილოეთის მხრიდან, ამის შემდეგ საზღვარი მიემართება 9 კმ მანძილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიდის ქარაფებამდე და სოფ. „კიკეთის” დასავლეთით მიემართება სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტთან (1511,6 მ.) 3 კმ-ზე წყალგამოყოფ ქედზე ჩრდილოეთის მიმართულებით და ამის შემდეგ უერთდება საწყის წერტილს
 
-----------------------------------------------
* „თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრის” ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება  ადმინისტრაციული საზღვარი რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე     
 
„ვაკის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი მცხეთის და თეთრიწყაროს  რაიონთან
       საწყისი წერტილი მდებარეობს „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრისა” და თბილისი-ლისის საავტომობილო გზის გადაკვეთაზე.  აქედან საზღვარი 1 კმ-ზე თხინვალის გზით მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით სოფ. „თხინვალამდე”. ამის შემდეგ უვლის სოფ. „თხინვალს” დასავლეთის მხრიდან 2კმ-ზე და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (954 მ) სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. აქედან საზღვარი ჩამოუყვება თხემს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 2,5 კმ-ზე „ვერეს ხეობამდე” თბილისი-წყნეთის მაგისტრალის უკიდურეს დასავლეთ წერტილზე გამავალი მართობული ხაზის გადაკვეთამდე; აქედან საზღვარი მიუყვება  ხელმარცხნივ   მდ. „ვერეს“ ხეობის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 10 კმ-ზე, მოიყოლებს „ბეთანიის” მონასტერს და სოფ. „კვესეთთან” სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე და სოფ. „ახალ პანტიანის” აღმოსავლეთით კვეთს მას ––––––––––––––––
 
საზღვარი მთაწმინდის რაიონთან
––––––––აქედან აღმოსავლეთით მიჰყვება საავტომობილო გზას ბეთანიის სათხილამურო ტრასამდე, სადაც ჩაუყვება ქედს ჩრდილოეთით ბეთანიის სააგარაკო დასახლების  საკადასტრო საზღვრებამდე, ხელმარცხნივ მოიტოვებს მას განაშენიანებისა და ტყის გამყოფ სააგარაკე გზამდე, გაჰყვება მას დასავლეთის მიმართულებით თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე, იქვე უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით სატყეო გზის გასწვრივ 130 მეტრ მანძილზე და მიუყვება წითელ ხაზებს ტყის მასივის გასწვრივ და საავტომობილო გზის პარალელურად კვლავ თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე, კვეთს მას კოჯრის გადასახვევიდან 170 მეტრის დაშორებით და მიუყვება წყალგამყოფს, შემდგომ ხელმარცხნივ შემოუვლის „წავკისის ტბის” ტერიტორიას ასევე  მცირე წყალგამყოფზე და კვლავ დაუბრუნდება ძირითად წყალგამყოფს, გაუყვება მას დასავლეთის მიმართულებით და დაეშვება ვარაზის ხევის სათავესთან, საიდანაც გაუყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება, ი.ჭავჭავაძის ქუჩამდე,  ჰკვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას და დაუყვება ვარაზისხევის ქუჩას ვერეს ხეობაში გამავალი ახალი მაგისტრალის გადასახვევამდე, --------------
 
საზღვარი საბურთალოს  რაიონთან
------------აქედან  დასავლეთით მიუყვება ვერეს ხეობაში გამავალ ახალ მაგისტრალს მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე, გაუყვება ჩრდილოეთით თამარაშვილის ქუჩას, გადაკვეთს ვაჟა-ფშაველას, აჰყვება ფერდინანდ თავაძის ქუჩას, გადაკვეთს ნუცუბიძის ქუჩას და დელისის III ქუჩის გაყოლებით პირდაპირი ხაზით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადის ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე,  უხვევს ხელმარჯვნივ და აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება ელგუჯა ამაშუკელის ქუჩას თბილისი-ლისის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება თბილისი-ლისის საავტომობილო გზას საწყის წერტილამდე.
 
„საბურთალოს”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი მცხეთის რაიონთან
საზღვრის საწყისია ზაჰესის რკინიგზის ხიდის გადაკვეთის წერტილი მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძთან, საიდანაც საზღვარი მიუყვება დასავლეთის გზატკეცილს დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე. შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აუყვება ხეობას ქედის თხემამდე და გრძელდება დასავლეთის მიმართულებით 3,5 კმ-ზე თხემის გასწვრივ, „მუხათგვერდის” სასაფლაოს ჩრდილოეთით, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (1040,2 მ.). ეს საზღვარი დიღმის საკრებულოს საზღვარს ემთხვევა.   ამის შემდეგ მკვეთრად სამხრეთის მიმართულებით მიემართება სწორი ხაზით 1,5 კმ-ზე და უერთდება თბილისი-ლისის საავტომობილო გზას------------. 
 
საზღვარი ვაკის რაიონთან 
--------------აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება თბილისი-ლისის საავტომობილო გზას და გადის ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე,  უხვევს ხელმარჯვნივ და დასავლეთის  მიმართულებით მიუყვება ელგუჯა ამაშუკელის ქუჩას დაახლოებით 1000 მეტრის მანძილზე და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით პირდაპირი ხაზით მიემართება დელისის III ქუჩის გაყოლებით ნუცუბიძის ქუჩამდე, გადაკვეთს მას გაუყვება ფერდინანდ თავაძის ქუჩას, გადაკვეთს ვაჟა-ფშაველას, გავა მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე და გაჰყვება მას ვერეს ხეობაში გამავალ ახალ მაგისტრალამდე, მოუხვევს ხელმარცხნივ და
აღმოსავლეთის მიმართულებით გაუყვება ვერეს ხეობაში გამავალ ახალ მაგისტრალს  ვარაზისხევის ქუჩის ღერძამდე --------------------
 
საზღვარი მთაწმინდის რაიონთან
---------- აქედან ხელმარცხნივ ჩაჰყვება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, გადაკვეთს ესტაკადის ღერძზე გმირთა მოედანს და აქედან მიემართება თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძის გასწვრივ  მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძამდე; --------------- 
 
საზღვარი ჩუღურეთის რაიონთან
-------------------------------------- უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება კალაპოტის ღერძს ჩრდილოეთით ცაბაძის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე___________
 
საზღვარი დიდუბის რაიონთან 
--------- აგრძელებს მიმართულებას და გასდევს მდინარე მტკვრის შუა ხაზს დიღმის ხევამდე, შემდეგ მიუყვება დიღმის ხევს გელოვანის გამზირამდე, მისდევს მის ღერძს და გრძელდება დავით აღმაშენებლის ხეივანის გამყოფი ღერძის გასწვრივ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ მაგისტრალამდე, სადაც უხვევს აღმოსავლეთით, მთლიანად მოიცავს სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მხარეს ზედა მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძამდე და მიუყვება მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძს, ხოლო შემდგომ ხიდის ჩრდილოეთის კონტურს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზამდე;-----------------
 
საზღვარი გლდანის რაიონთან 
----------შემდგომ  მიუყვება მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს  და ზაჰესის სარკინიგზო ხიდთან გადაკვეთის წერტილში უერთდება საწყის წერტილს.
 
„კრწანისის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი  გარდაბნის   რაიონთან
საწყისი წერტილი მდებარეობს „თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრისა”* და „თელეთის ქედზე” გამავალ  „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთაზე საიდანაც საზღვარი ზიგზაგისებურად მიემართება სამხრეთ-დასავლეთის ძირითადი მიმართლებით 5 კმ-ზე, მოიტოვებს ჩრდილოეთით „თელეთის” ქედს და გადაკვეთს ტაბახმელა-წალასყურის გზას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ აუყვება თხემს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით „თელეთის” ქედამდე 971,1 მ-იან ნიშნულამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 4 კმ-ზე. აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება „თელეთის” ქედს 7 კმ-ზე. სოფ. „ქვემო თელეთამდე”. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოუყვება საავტომობილო გზას 2 კმ-ზე თბილისი-მარნეულის საავტომობილო მაგისტრალამდე. ეს საზღვარი ემთხვევა ქ. „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”, შემდეგ საზღვარი აკეთებს რკალს „სოღანლუღის” დასახლების სამხრეთით და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 2 კმ მაძილზე (460,7 მ.). ამის შემდეგ ჩამოუყვება სამხრეთის მიმართულებით 2 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის სარკინიგზო მაგისტრალს და უხვევს აღმოსავლეთით 2 კმ-ზე სოფ. „ფონიჭალას” სამხრეთით. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება „ფონიჭალის”  განაშენიანების გასწვრივ 1.0 კმ-ზე. შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. მტკვარის კალაპოტის შუა ღერძამდე--------------------------------
 
საზღვარი სამგორის რაიონთან 
--------------აქედან საზღვარი  მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ღერძს აღმა მიუყვება მდინარე ორხევის შენაკადამდე_______
 
საზღვარი  ისნის   რაიონთან  
---------------შემდეგ  საზღვარი ისევ მდ. მტკვრის კალაპოტის შუა ღერძის მიმართულებით გრძელდება ბარათაშვილის ხიდის შუა ღერძის გადაკვეთამდე-----------
 
----------------------------------------------------
* „თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრის” ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება  ადმინისტრაციული საზღვარი რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე 
 
საზღვარი  მთაწმინდის  რაიონთან
---------------- ბარათაშვილის ხიდის ღერძის გაყოლებით გაუყვება დასავლეთით ბარათაშვილის ქუჩის ღერძს, აუყვება ხელმარცხნივ პუშკინის ქუჩის ღერძს და თავისუფლების მოედნის გავლით გაუყვება დადიანის ქუჩას, გადაკვეთს  ლადო ასათიანის ქუჩას და  გვირაბის გასწვრივ აუყვება სოლოლაკის ქედს, გადაკვეთს სოლოლაკის ქუჩას მარო მაყაშვილის აღმართიდან 460 მ-ზე, მოუხვევს დასავლეთით და გაჰყვება ბოტანიკური ბაღის საზღვარს მარო მაყაშვილის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება სამხრეთით მარო მაყაშვილის აღმართის ღერძს  წავკისის წყლის კალაპოტამდე, უხვევს ხელმარცხნივ და მიუყვება წავკისის წყლის კალაპოტს „თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”* უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე თაბორის ქედის გადაკვეთამდე და 2.0 კმ. მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”) მიემართება „თელეთის”  ქედზე გამავალ „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთაზე მდებარე საწყის წერტილამდე
 
„ისნის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი  კრწანისის  რაიონთან  
საზღვარი იწყება ბარათაშვილის ხიდის შუა ღერძის და მდ. მტკვარის კალაპოტის შუა ღერძის გადაკვეთაზე და დინების მიმართულებით მიუყვება მდ. მტკვარის კალაპოტის შუა ღერძს  მდინარის მარცხენა შენაკად ხევამდე _______
 
საზღვარი სამგორის რაიონთან
--------------უხვევს   ჩრდილოეთის   მიმართულებით  და  მიუყვება   მდინარის ხევის კალაპოტს,  ჩრდილოეთის  მიმ,ართულებით  ჰკვეთს   ქაქუცა   ჩოლოყაშვილის   ქუჩას  და  430 მეტრ მანძილზე უერთდება რკინისგზის ხაზს, გასდევს მას ჩრდილო-დასავლეთით 360 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი გადადის  მოსკოვის გამზირზე  და მიუყვება მას 800 მეტრ მანძილზე,  გადაკვეთს კახეთის  გზატკეცილს და ჩრდილოეთით გაუყვება ჯავახეთის ქუჩას  კალოუბნის ქუჩის გადაკვეთამდე, შეუხვევს კალაუბნის ქუჩაზე დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ გადადის შანდორ პეტეფის ქუჩაზე  და მიუყვება მას ქუჩის დასაწყისამდე, აქედან უერთდება არსებულ ხევს და  მის გაყოლებაზე უერთდება მახათას მთის წყალგამყოფ ქედს,--------
 
საზღვარი ჩუღურეთის რაიონთან
--------- წყალგამყოფი ქედის გასწვრივ გასდევს „არსენალისა” და “ელია”-ს დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, გადაკვეთს რკინიგზის ხაზს, სამრეკლოს და აბდუშელიშვილის ქუჩით ხელმარცხნივ, რაიონის გარეთ  ჩაუვლის სამების კათედრალურ ტაძარს და პრეზიდენტის სასახლეს და მიადგება ბარათაშვილის ქუჩის ფლატეს, ხელმარჯვნივ გაუყვება მას და ბარათაშვილის ხიდის ღერძის და მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძის გადაკვეთაზე უერთდება საწყის წერტილს.
 
“სამგორის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი გარდაბნის რაიონთან
საზღვრის საწყისია „თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” გადაკვეთა მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძთან, საიდანაც საზღვარი მიემართება ჩრდილოეთის მიმართულებით აუვლის გვერდს 31-ე ქარხნის აეროდრომის ტერიტორიას  და უერთდება მდ. „ლოჭინს,” ამის შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 20 კმ-ზე მდ. „ლოჭინის” ხევით „ზემო სამგორის არხამდე”. ეს საზღვარი ემთხვევა გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 2 კმ-ზე „ზემო სამგორის” არხის მიმართულებით, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე მიდის თბილისი-მარტყოფის ძველ საავტომობილო გზამდე. ამის შემდეგ საზღვარი იღებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას 3 კმ მანძილზე მთა „წელუბნამდე”, გაივლის მას, მიუყვება ტყის კონტურს 5 კმ-ზე, შემდეგ უერთდება დაბა „დიდი ლილოს“ და სოფ. „ქვიშიანის” (ყოფილი „ლენინისის“) საავტომობილო გზას და სამხრეთ-დასავლეთით მიმართულებით ზიგზაგისებურად 4 კმ-ზე უერთდება „კვირჩხობის ხევს“ 658 მ-იან ნიშნულამდე. სოფ. „ქვიშიანს” (ყოფილი „ლენინისს“) და სოფ. „წითელუბანს” მოიტოვებს სამხრეთით. ეს საზღვარი მიუყვება „დიდი ლილოს” საკრებულოს ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთის მიმართულებით 3 კმ-ზე “კვირიკობის ხევამდე”.----------------   
 
საზღვარი ნაძალადევის რაიონთან 
----------------საზღვარი მიუყვება  „კვირიკობის ხევის”  პარალელურად გამავალ შემოსავლელ  რკინიგზას, შემდეგ მიუყვება შემოსავლელ  რკინიგზას,  სამხრეთ–აღმოსავლეთის  მიმართულებით „პატარა ლილოს“-კენ მიმავალი გზის გადაკვეთამდე, უხვევს დასავლეთისაკენ  1 კმ-ს მანძილზე, კვლავ უხვევს სამხრეთისაკენ 0,5 კმ-ს მანძილზე, უერთდება „თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას და 0.5 კმ-ზე მიუყვება დასავლეთის მიმართულებით გზის ღერძს და ამავე მიმართულებით აგრძელებს გზას წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ,  კვლავ  კვეთს შემოსავლელ გზას და აქედან საზღვარი სწორი ხაზით აუყვება ფერდს სამხრეთ-დასავლეთით მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ  კონტურამდე,------------- 
საზღვარი ჩუღურეთის რაიონთან
---------- აქ საზღვარი უხვევს მარცხნივ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიუყვება მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ  კონტურს და უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ორხევის  სათავის გასწვრივ _--------------------
 
საზღვარი  ისნის   რაიონთან  
-----------აქედან უერთდება არსებულ ხევს, რომელიც ვრცელდება შანდორ პეტეფის ქუჩის დასაწყისამდე, საიდანაც საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით გასდევს კალოუბნის ქუჩას ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთამდე. სამხრეთით გაუყვება ჯავახეთის ქუჩას  გადაკვეთს კახეთის  გზატკეცილს და გაგრძელდება მოსკოვის გამზირამდე. შემდეგ სამხრეთ–აღმოსავლეთით მიუყვება მოსკოვის გამზირს 800 მეტრ მანძილზე, საიდანაც საზღვარი მიუყვება რკინიგზის ხაზს სამხრეთ–აღმოსავლეთით 360 მეტრ მანძილზე და სამხრეთით სწორხაზოვნად უერთდება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას ჯერ დასავლეთის, შემდეგ სამხრეთის მიმართულებით 430 მეტრ მანძილზე, გადადის მტკვრის მიმართულებით არსებულ მდ ორხევში და უერთდება მდ, მტკვარს-------------- 
 
საზღვარი  კრწანისის  რაიონთან
-------------- ორხევის შენაკადიდან საზღვარი  გაუყვება მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძს საწყის წერტილამდე.
„ჩუღურეთის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
  
საზღვარი დიდუბის რაიონთან
საზღვრის საწყისია თამარ მეფის გამზირის  ღერძის გადაკვეთა მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძთან, საიდანაც საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძულა ხაზს ვაგზლის მოედნამდე  უხვევს ხელმარცხნივ შემოუვლის ვაგზლის მოედანს გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, შემდეგ მიუყვება გადასასვლელი ხიდის ღერძულა ხაზს სარკინიგზო მეურნეობის საყრდენ კედლამდე,-------------- 
 
საზღვარი ნაძალადევის რაიონთან 
-------------- შემდეგ გადასასვლელი ხიდის გასწვრივ კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს და უერთდება სამგორის რაიონის საზღვრის გადაკვეთამდე--------------
 
საზღვარი სამგორის რაიონთან 
---------- აქ საზღვარი უხვევს მარცხნივ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ  კონტურს_-
 
საზღვარი  ისნის   რაიონთან 
---------------შემდეგ გადადის და მიუყვება მახათას მთის წყალგამყოფ ქედს, მის გასწვრივ გასდევს „არსენალისა” და „ელია”ს დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, გადაკვეთს რკინიგზის ხაზს, სამრეკლოს და აბდუშელიშვილის ქუჩით ხელმარცხნივ, რაიონის გარეთ  ჩაუვლის სამების კათედრალურ ტაძარსა და პრეზიდენტის სასახლეს და მიადგება ბარათაშვილის ქუჩის ფლატეს, ხელმარჯვნივ გაუყვება მას ბარათაშვილის ხიდის ღერძამდე და ბარათაშვილის ხიდის შუა წერტილიდან გაუყვება  მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძს საწყის წერტილამდე.
  “დიდუბის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი  საბურთალოს   რაიონთან  
საზღვრის საწყისია თამარ მეფის გამზირის  ღერძის გადაკვეთა მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძთან, საიდანაც საზღვარი უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით მიუყვება მდინარე მტკვრის შუა ხაზს დიღმის ხევამდე, შემდეგ მიუყვება დიღმის ხევს გელოვანის გამზირამდე, მისდევს მის ღერძს და გრძელდება დავით აღმაშენებლის ხეივანის გამყოფი ღერძის გასწვრივ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ მაგისტრალამდე, სადაც უხვევს აღმოსავლეთით, მთლიანად მოიცავს სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მხარეს ზედა მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძამდე და მიუყვება მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძს, ხოლო შემდგომ ხიდის ჩრდილოეთის კონტურს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზამდე;--------
 
საზღვარი ნაძალადევის რაიონთან
---------გადაკვეთს ხიდს შუაზე, აგრძელებს საზღვარს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გასწვრივ და დიღმის ხიდამდე 0,5 კმ-ს მანძილზე საზღვარი უხვევს  მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, უერთდება რკინიგზის ხაზს, მთლიანად მოიცავს რა მას, მიუყვება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს, თუმცა რაიონის გარეთ დატოვებს დიდუბის სადგურის სარკინიგზო მეურნეობას, შემდგომ რკინიგზის ქუჩის გასწვრივ მიუყვება სრულად მოიცავს სარკინიგზო მეურნეობის მარცხენა ნაპირს და გასდევს  რკინიგზისგან გამყოფ საყრდენ კედელს გადასასვლელ ხიდამდე_--------- 
 
საზღვარი  ჩუღურეთის  რაიონთან
-------------------აქედან უხვევს ხელმარჯვნივ, მიუყვება გადასასვლელი ხიდის შუა ხაზს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის ვაგზლის მოედანს თამარ მეფის გამზირის  ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს ხელმარჯვნივ და მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძულა ხაზს საწყის წერტილამდე.
 
„ნაძალადევის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
 საზღვარი დიდუბის რაიონთან
საზღვრის საწყისი წერტილია დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მაგისტრალის და მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გადაკვეთა, საიდანაც საზღვარი დინების მიმართულებით მიემართება მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გასწვრივ და დიღმის ხიდამდე 0,5 კმ-ს მანძილზე უხვევს  მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, უერთდება რკინიგზის ხაზს, მთლიანად მოიცავს რა მას, მიუყვება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს, თუმცა რაიონის გარეთ დატოვებს დიდუბის სადგურის სარკინიგზო მეურნეობას, შემდგომ რკინიგზის ქუჩის გასწვრივ მიუყვება სრულად მოიცავს სარკინიგზო მეურნეობის მარცხენა ნაპირს და გასდევს  რკინიგზისგან გამყოფ საყრდენ კედელს გადასასვლელ ხიდამდე--------- 
 
საზღვარი ჩუღურეთის რაიონთან 
--------------საიდანაც უხვევს მარცხნივ, შემდეგ გადასასვლელი ხიდის გასწვრივ კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს და უერთდება სამგორის რაიონის საზღვარს გადაკვეთამდე--------------
საზღვარი სამგორის რაიონთან
---------- აქედან საზღვარი სწორი ხაზით ჩაუყვება ფერდს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი უერთდება „თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას და 0.5 კმ-ზე მიუყვება აღმოსავლეთის მიმართულებით გზის ღერძს და  შემდეგ მოუხვევს ჩრდილოეთ მიმართულებით  0,5 კმ-ს მანძილზე, ისევ უხვევს
აღმოსავლეთისკენ  1 კმ-ს მანძილზე და უერთდება „პატარა ლილოს“-კენ მიმავალ გზას  შემოსავლელი რკინიგზის გადაკვეთამდე, შემდეგ მიუყვება რკინიგზას ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით, გადადის „კვირიკობის ხევზე”--------------------------- 
 
საზღვარი გლდანის რაიონთან 
უხვევს სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით და  გასდევს Kკვირიკობის ხევის ფლატის პირს უერთდება და  მდ. ხევძმარის წყალგამყოფი ქედის თხემის გასწვრივ უხვევს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით,  მიჰყვება  მას წყალსაქაჩამდე, შემოუვლის მას ჩრდილოეთის მხრიდან, შემდეგ გასდევს ნუშის ქუჩას, გადაკვეთს ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრავს თემქის დასახლებას, გაუყვება ოროგრაფიული ამაღლების თხემს, ხიზანიშვილის ქუჩამდე 540 მეტრით ადრე უხვევს ჩრდილო–დასავლეთით, და შეშელიძის ქუჩის გასწვრივ მიუყვება თხემის ძირს ხევძმარის ქუჩამდე, უხვევს მარჯვნივ და გადის შეშელიძის ქუჩაზე  და შეშელიძის ქუჩით უერთდება საწყისი წერტილს.
 
“გლდანის”  რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
 
საზღვარი გარდაბნის მცხეთის რაიონთან
      საწყისი წერტილი მდებარეობს მდ. „სააფთრეხევის სერის“ სათავის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალგამყოფზე, სადაც უერთდება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი  მიემართება ჩრდილოეთით მდ. „ნამგალხევის“ ხეობამდე 1 კმ-ზე. შემდეგ საზღვრის ხაზი უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით და მიემართება 1,5 კმ სიგრძეზე მდ. „ნამგალხევის”, სათავეებისაკენ. ამის შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება “ნასერალის” ქედს 6 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზას მდ. „გლდანისხევის“ ხიდთან. შემდეგ იგი მიემართება 5 კმ-ზე დასავლეთის მიმართულებით, უხვევს ჩრდილო-დასავლეთით, მოიტოვებს სამხრეთით სოფ. „გლდანს” და აღწევს ქალაქის საზღვრის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს (X=4634100მ.; Y=8480180მ.). ამის შემდეგ საზღვარი მოიცავს ზაჰესის დასახლებას, მოუყვება „ზაჰესის” ჰიდროსადგურის მკვებავი არხის მარცხენა სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, შემოუვლის „ზაჰესის” ჰიდროსადგურის ტერიტორიას, რომელიც მთლიანად რჩება მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე და მიემართება ზაჰესის სარკინიგზო ხიდამდე, რომელიც თავის მხრივ მთლიანად რჩება გლდანის რაიონის ტერიტორიაში; ამის შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდ. „მტკვარს”------- 
 
საზღვარი საბურთალოს რაიონთან 
----------შემდგომ  მიუყვება მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს  დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკვეთამდე ---------------------
 
საზღვარი ნაძალადევის რაიონთან 
შემდგომ მაგისტრალი მიუყვება შეშელიძის ქუჩას და ხევძმარას ქუჩამდე, უხვევს ხევძმარის ქუჩაზე 35 მეტრით   და შეშელიძის ქუჩის გასწვრივ მიუყვება თხემის ძირს და ხიზანიშვილის ქუჩამდე 540 მეტრით ადრე უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაუყვება ოროგრაფიული ამაღლების თხემს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრავს თემქის დასახლებას, გადაკვეთს ანაპის 414 დივიზიის ქუჩას, შემდეგ გასდევს ნუშის ქუჩას, უხვევს ჩრდილოეთისკენ, წყალსაქაჩს შემოუვლის ჩრდილოეთის მხრიდან და უერთდება მდ. ხევძმარის წყალგამყოფი ქედის თხემს, გასდევს მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ბოლომდე, მიადგება მდ. კვირიკობის ხევის ფლატეს და გაუყვება ფლატის პირს ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით საწყის წერტილამდე.
 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.