დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.025.016095 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2013 - 10/10/2013)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ 18.03.2011წ., ვებგვერდი 10318015) დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში - დებულება) რეგულირდება ხე-ტყის/ხე-მცენარის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 1) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები. მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა 1. მრგვალი ხე-ტყე (მორი)- ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. 2. ხე-ტყით მოსარგებლე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან ხე-ტყის მესაკუთრე, ასევე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მესაკუთრე. 3. დამზადების ადგილი – შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სოფელი, დასახლება და სხვა ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-მცენარის ჭრა ან საქართველოს ტყის ფონდის შესაბამის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი, სადაც მოხდა ხე-ტყის დამზადება. 4. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა. 5. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას. 6. გადამზიდავი პირი – პირი, რომელიც ახორციელებს ხე-ტყის ან ხე-მცენარისგან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებას. 7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირება ამ დებულებით დადგენილი წესით. 8. სპეციალური ფირნიში – დანართი 16-ით დადგენილი ფორმის შესაბამისად დამზადებული ფირნიში, რომელიც ადასტურებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში. 9. პირველადი გადამუშავების პროდუქტი – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი). 10. ფიცარი – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი. 11. ძელი – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი. 12. ძელაკი – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე. 13. შპალი – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი. 14. შავად ნამზადი დეტალი – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი. 15.ფანერა (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი. 16. საპარკეტე ფრიზა – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი. 17. ნაგვერდული – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების (დახერხვის) დროს ნაპირზე ჩამოთლილი მორის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი გვერდი: ერთი სწორი (ჩანახერხი მხარე) და მეორე დაუმუშავებელი (ამობურცული მხარე). 18. სახერხი დანადგარი – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები). 19. მოქმედი სახერხი დანადგარი – სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ან/და მოძრავი ნაწილები დამონტაჟებულია და დანადგარს მიეწოდება ელექტროენერგია. 20. უმოქმედო სახერხი დანადგარი – სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ნაწილი ადგილზეა, ხოლო მოძრავი ნაწილები დაშლილია ან გატანილია ადგილიდან და დანადგარს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 21. სახერხი საამქროს სრული დემონტაჟი – სახერხი დანადგარი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის, რომლის უძრავი და მოძრავი ნაწილები(მათ შორის, სამაგრი მოწყობილობა) არ არის დამაგრებული საქმიანობის განხორციელების ადგილზე. 22. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ხის ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი. ასევე ხის სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა განთავსების ადგილიდან გადაადგილება/გაფანტვა შესაძლებელია ქარის მეშვეობით. 23.ბუნკერი – სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის რკინაბეტონის, ხის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი (საცავი) ან ნაგებობა, რომელიც გამოიყენება გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად. 24. მდინარის ან ხევის კალაპოტი – მდინარის ან ხევის ის ნაწილი, სადაც გაედინება მდინარის ან ხევის წყალი მაქსიმალური დონის (წყალუხვობის) პერიოდში. 25. ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლი – წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული (მაქსიმალური დონის) შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია. 26. შავი ზღვის სანაპირო ზოლი – ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია. 27. მაღალმთიანი რეგიონი – ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალში არსებული დასახლება. 28. საანგარიშო პერიოდი - ყოველი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე პერიოდი. 29. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 30. მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 31. სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო. თავი II ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა, დოკუმენტის გაცემა, მათ გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები მუხლი 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, მისიფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების (მარკირების), ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების ზოგადი წესები 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე. 2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის (შეუვსებელი ფორმა) დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი. 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით, დოკუმენტში ღიად დარჩენილი რეკვიზიტები აღინიშნება ,,Z”-ით.ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა ეგზემპლიარზე გარკვევით იკითხებოდეს შესაბამისი ინფორმაცია. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დადგენილი წესით ივსება აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ დებულების №2 და №3 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ. 6. სპეციალური ფირნიშის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ დებულების №4 და №5 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში მისი გამცემი ორგანოს მიერ. 7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სამ ეგზემპლიარად (პირველი ეგზემპლიარი არის თეთრი ფერის, მე-2 ეგზემპლიარი - ღია ყვითელი ფერის, მე-3 ეგზემპლიარი - ღია სალათისფერის). 8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაბეჭდვისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაციის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით. 9. ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია: ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემები, დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა სრულყოფილად და სწორად ასახოს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და ატვირთოს მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლიარი. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყით მოსარგებლის მიერ დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა ხორციელდება ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება (მიწოდება), ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გასხვისებამდე განახორციელოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ბ) ყოველი თვის განმავლობაში შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლიარი – მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით პერიოდში წარადგინოს სააგენტოში, ხოლო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყით მოსარგებლეს. გ) არამარკირებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისებისას (მიწოდებისას), გასხვისებული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახოს შემდეგი მონაცემები: ხე-ტყის ჯიშის (სახეობის); მოცულობის (მ3); გასხისების თარიღისა და მყიდველის მონაცემების (შესაბამისი დასახელება ან გვარი და სახელი, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი) შესახებ. 10. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, მისი პირველი ეგზემპლარი გაცემიდან (შევსებიდან) არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც დოკუმენტში არსებულ მონაცემებს ჩაბარებიდან 72 საათში დადგენილი წესით ასახავს მონაცემთა ბაზაში და მატერიალური სახით ატვირთავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველ ეგზემპლარს. 11. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებია ცდომილება არა უმეტეს - 5 სმ-ით, ხოლო დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არა უმეტეს - 2 სმ-ით. 12. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის ერთ-ერთ გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში იგი ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. 13. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომრისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 14. ყველა ჩანაწერი ამ მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალში უნდა გაკეთდეს გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალების წარმოებაზე, აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს შესწორებული რეკვიზიტის ნომერი, თარიღი, ხელმოწერა, (გვარი, სახელი). 15. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში რაიმე შესწორების შეტანა დაუშვებელია. 16. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას დაშვებული შეცდომის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა შევსებულია (ხელმოწერილია) და შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის შესაბამისი დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსების უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია გამოწეროს ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი. 17. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის დამზადების ან დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების შემდგომ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების და ახალი დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტის შევსება არ ათავისუფლებს ხე-ტყით მოსარგებლეს (ლიცენზიანტს ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელს) კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 ან მე-4, ან მე-9 გრაფაში. 18. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი უნდა გადაიხაზოს ჯვარედინად და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების მიზეზის მითითებით ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტით დადგენილ შესაბამის ვადებში ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა ივსება იმავე წესით, რომელიც დადგენილია ამ დებულებით, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა, კერძოდ: ა) მე-2 რეკვიზიტში კეთდება მითითება გაუქმებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა; ბ) მე-6 და მე-8 რეკვიზიტები გადაიხაზება Z-ით; გ) მე-7 რეკვიზიტში დანიშნულების ადგილის ნაცვლად, მიეთითება ხე-ტყის განთავსების ადგილი (ფაქტობრივი ადგილმდებარეობა); დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხე-ტყით მოსარგებლის (ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის) შემთხვევაში ხორციელდება მის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად. 20. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან მონაცემთა ბაზაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი წესით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. 21. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, მისი ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების (მარკირების), ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალური წესები განისაზღვრება ასევე ამ დებულების სხვა შესაბამისი მუხლებით. მუხლი4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია: ა) სააგენტო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო); გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდეგში – აჭარის სატყეო სააგენტო); დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველო. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ორგანოები ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემენ სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე, მათ შორის ამ დებულებით დადგენილ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო, ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის შემდგომი რეგულირების მიზნით, ხე-ტყით მოსარგებლეზე (ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. 2. ხე-ტყით მოსარგებლეზე (ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემის საფუძველია შესაბამისი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, დადგენილი წესით გამოყოფილი ტყეკაფის არსებობა. 3. სააგენტო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და შესაბამისი სპეციალური ფირნიშების გაცემას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ დებულების №7 და №8 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში. 5. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული, მათ შორის დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ან სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ დებულების №9 და №10 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალში. 6. სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული, ასევე უკან დაბრუნებული და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, უნდა აისახოს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება სპეციალური ფირნიშის ამ დებულების მე-4 მუხლში მითითებულ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებზე გადაცემა შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. 8. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს მასზე გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები და სპეციალური ფირნიშები დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მათი შენახვის ადგილები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის და სპეციალური ფირნიშების შენახვაზე და დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს. 9. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის შემთხვევაში ხე-ტყით მოსარგებლემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს. 10. გაუხარჯავი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები ან/და სპეციალური ფირნიშები ტყითსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში. მუხლი 6. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობანი 1. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ხე-ტყის დამზადების ბილეთი; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის საფუძველია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა: ა) I ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით, გარდა ამ მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) I ხარისხის ხიდან მიღებული იმ მერქნული რესურსის 1 მეტრამდე დაკოტვრა, რომლის მარკირებაც არ განხორციელდა ხე-ტყით მოსარგებლის მოთხოვნით; გ) II ხარისხის ხიდან მიღებული მერქნული რესურსის 1 მეტრამდე დაკოტვრა, გარდა ხე-ტყის ცოცხალი გამწევი ძალით მორთრევისა. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) მოითხოვოს ხე-ტყის დამზადების ბილეთი, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და ხე-ტყის გადამზიდავი პირის შესახებ); ბ) შეამოწმოს ფაქტობრივად დამზადებული რესურსისა და მისი ოდენობის შესაბამისობა ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებთან; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ) დარღვეულია ხე-ტყის ათვისების ვადები; გ.გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული და ფაქტობრივად არსებული ხე-ტყის დამზადების ადგილი არ შეესაბამება ერთმანეთს; გ.დ) მოპოვებული რესურსის სახეობა (ჯიში) არ შეესაბამება, ხოლო ოდენობა აღემატება ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებს. 5. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება; ბ) რეკვიზიტები ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ბოლოს; დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში „დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლარის ხე-ტყით მოსარგებლეზე ან გადამზიდავ პირზე გადაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ. 7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყით მოსარგებლეს ან გადამზიდავ პირს. გადამზიდავი პირი ვალდებულია შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისმე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადასცეს ხე-ტყით მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 8. აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება. მუხლი 7. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსების წესი და პასუხისმგებლობა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე 1. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა. 2. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება; ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყით მოსარგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ; გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარკირებული მერქნული რესურსის სიგრძე, წვრილი თავის დიამეტრი, მოცულობა (მ3) ჯიშების მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ცხრილის შეუვსებელ თითოეულ რეკვიზიტში დაისმევა – Z. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მსხვილი ბოლოს დიამეტრის მითითება სავალდებულო არ არის; ე) არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა ჯიშების მიხედვით აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტში, მისი არ არსებობისას აღნიშნულ რეკვიზიტში დაისმევა – Z. 3. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების შევსებაზე და სისწორეზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიანტს ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელს. მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით); ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, გარდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებისა, როდესაც უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი) მისი არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგაობის სახეობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე. გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ. 2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ამ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია: ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ); ბ) შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, ჯიში (სახეობა) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება წარმოდგენილ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად. 6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება – Z-ით; ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სააგენტოში შემოსული დაინტერესებული პირის განცხადებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ნომერი; გ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; დ) დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს; ე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ. მუხლი 9. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ასევე სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა). 3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის (სადაც მითითებული უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. სააგენტოს მიერ ამ პუნქტით გაწეული მომსახურების შესაბამისი საფასურის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადახდა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 4. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის განკარგვის შემდეგ სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი), ხე-ტყის მესაკუთრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) წარმოდგენის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ იმავე ხე-ტყეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ვალდებულია: ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობითი მიმართვაში ან განცხადებაში) ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი ან ხე-ტყის ჯიში ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს. 6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) მე-3 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა.ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება; ა.ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის ნომერი, ხოლო არსებობის შემთხვევაში ასევე შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) ნომერი); ბ) მე-4 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ბ.ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ.ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის, განცხადებისა და შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) ნომერი); გ) დოკუმენტის შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება Z-ით. მე-5 რეკვიზიტში მიეთითება დოკუმენტის გაცემის (ხე-ტყის განთავსების) ადგილის მისამართი (თუ ხე-ტყის დამზადების ადგილი უცნობია). 7. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყით მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის რეგულირების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ, ამ მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს. მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა). 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი) მიმართვის საფუძველზე. 4. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობით მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში მიმართავს - აჭარის სატყეო სააგენტოს. 6. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ვალდებულია: ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი ან ხე-ტყის ჯიში ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს. 8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს სახელწოდება; ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის ნომერი), ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ჭრების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. გ) დოკუმენტის შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება – Z-ით. დ) დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. მუხლი 11. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ხე-ტყის რეგულირება 1. იმპორტირებული ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში შეტანამდე უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღება და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. იმპორტიორი ვალდებულია ამისთვის მიმართოს სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია ხე-ტყის შემოტანის თარიღის, შემოტანილი რესურსის მოცულობის (მ3), დასამარკირებელი მერქნული რესურსის რაოდენობის ჯიშის მიხედვით და მათი პირველადი დასაწყობების ადგილის შესახებ. 2. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვალდებულია: ა) შეამოწმოს იმპორტირებული ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია. გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ) იმპორტირებული ხე-ტყის ჯიში არ შეესაბამება ან/და ოდენობა აღემატება იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში გათვალისწინებულ მონაცემებს. გ.გ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 6. თუ იმპორტიორის მიერ დარღვეულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმპორტიორზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ. მუხლი 12. სპეციალური ფირნიშების მოქმედებისა და მისი გაუქმების საფუძვლები 1. დაუშვებელია სპეციალური ფირნიშის ხელმეორედ გამოყენება, აგრეთვე დაზიანებული სპეციალური ფირნიშის გამოყენება. 2. სპეციალური ფირნიშის მოქმედება წყდება: ა) სპეციალური ფირნიშით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში გადამუშავებისთანავე; ბ) თუ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების შემდგომ, სახერხ საამქროში ხე-ტყის გადამუშავებამდე დარღვეულია მისი მთლიანობა; გ) საკონტროლო ფირნიშის არარსებობისას. 3. ხე-ტყის შესაბამისი დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყისტრანსპორტირების დაწყების შემდეგ პერიოდში მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშის დაზიანების ან დაკარგვისას, ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს და წარუდგინოსკანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის შესახებ; ბ) დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის მონაცემების თაობაზე; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან დასაბუთებულ უარი ეცნობება განმცხადებელს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) მოითხოვოს შესაბამისი დაზიანებული სპეციალური ფირნიში, თუ იგი არ არის წარმოდგენილი; ბ) შეამოწმოს მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის შესაბამისობა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და შესაბამის მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) არსებულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი თანხვედრის შემთხვევაში გასცეს ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; გ) ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი შეავსოს ზოგადი წესების შესაბამისად, გარდა დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტისა, რომელშიც უნდა მიუთითოს დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის ნომერი. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი ივსება მხოლოდ იმ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე), რომელსაც დაზიანებული ან დაკარგული აქვს სპეციალური ფირნიში. დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს ან ხე-ტყის მფლობელს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა ჩაბარდეს სააგენტოს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას სავალდებულოა თითოეული შესაბამისი მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით. მუხლი 13. ხე-ტყის ტრანსპორტირების სავალდებულო მოთხოვნები, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა 1. ხე-ტყის შესაბამისი დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას თითოეული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გათვალისწინებული ხე-ტყე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. 2. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის გადამზიდავი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირებისას თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლიარები. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული არამარკირებული ხე-ტყის ,,დანიშნულების ადგილამდე” ტრანსპორტირებისთვის განისაზღვრება მისი გაცემიდან (შევსებიდან) არა უმეტეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ არამარკირებულიხე-ტყის შემდგომი ტრანსპორტირება დაუშვებელია. 3. ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ხოლო მწვანე ნარგავების ან ხე-მცენარეებიდან მიღებული არამარკირებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. 5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. 6. ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში არ ახლავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები 1. სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთოხვნებს. 2. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე; ბ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა); გ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში; დ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში; ე) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში. 3. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მანძილი იანგარიშება შესაბამისი ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე. 5. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა). 6. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე. მუხლი 15. სახერხ საამქროში დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები 1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები და ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები ქიმიურ საშუალებების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა აღიჭურვოს: ა) მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით; ბ) გამწმენდი სისტემით; 2. ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები უნდა იყოს დაცული და მიუწვდომელი უცხო პირთათვის. 3. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების განთავსება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გაიტანოს ნარჩენები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნკერის გადავსებამდე. 5. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს ტერიტორია შემოღობილია რკინა-ბეტონის ან ბეტონის არანაკლებ 2,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა განახორციელოს ბუნკერის გარეშე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული ქარის მიერ ნარჩენების შემოღობილი ტერიტორიის გარეთ გადატანა, ამასთან, გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი და დასაწყობებული ნარჩენების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ღობის კონსტრუქციის სიმაღლეს. მუხლი 16. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნები 1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის განთავსება/მონტაჟის დაწყებისთანავე ელექტრონულად დარეგისტრირდეს ვებ-პორტალზე (https://portal.anr.ge). 2. არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს ეკრძალება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და გადამუშავება. 3. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სახერხ საამქროს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით მიიღოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში – რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც წარმოადგენს სახერხი საამქროს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია რეგისტრაციის მოწმობა გამოაკრას სამუშაო ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილზე. 5. სახერხი საამქროს რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემებია: ა) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა; ბ) სახერხი საამქროს მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის დაკავებული მიწის ნაკვეთის/ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სახერხი დანადგარის სიმძლავრე, რაოდენობა; ე) სახერხი საამქროს, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის, სააბონენტო ნომერი (მისი არსებობისას); ვ) საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმძღვანელი და საკონტაქტო პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ჟურნალი. 6. სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს დამოუკიდებლად ან სააგენტოს მეშვეობით. 7. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს მფლობელს სურს სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს სააგენტოს მეშვეობით, განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით. განცხადების წარდგენის შემდეგ, ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახდენს სახერხი საამქროს დარეგისტრირებას. 8. თუ სახერხი საამქრო რეგისტრაციის გარეშე ეწევა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებასა და პირველად გადამუშავებას, სააგენტო უზრუნველყოფს მის იძულებით რეგისტრაციას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და დადგენილი წესით წარუდგენს სამართალდამრღვევს სავალდებულო ადმინისტრაციულ მიწერილობას სახერხი საამქროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 9. სახერხი საამქრო ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, თუ შეიცვალა: ა) სახერხი საამქროს მფლობელი; ბ) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა; გ) სახერხი საამქროს მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახერხი საამქროს მფლობელმა სახერხი საამქროს ხელახალი რეგისტრაცია უნდა განახორციელოს შესაბამისი ცვლილების განხორციელების მომენტიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 11. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელოს ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. 12. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხს აგებს სარეგისტრაციო მონაცემებისა და შესაბამისი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაზე, არასწორი მონაცემების წარმოდგენისათვის მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. თუ სააგენტო დაადგენს, რომ რეგისტრაციის დროსარასწორად განხორციელდა დოკუმენტების ატვირთვა ან ატვირთული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი სახერხი საამქროს მფლობელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად აძლევს 30 დღის ვადას, რომლის დინებაც იწყება შეტყობინების ჩაბარების დღიდან. თუ სახერხი საამქროს მფლობელი ამ ვადაში არ გამოასწორებს შეტყობინებაში მითითებულ ხარვეზს, სააგენტო საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას. მუხლი 17. სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღების, ხე-ტყის გადამუშავებისა და სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანის ზოგადი მოთხოვნები 1. სახერხ საამქროში გადასამუშავებლად მიიღება მხოლოდ სპეციალური ფირნიშებით მარკირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი). იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელისმიერ დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა ხორციელდება ხე-ტყის სახერხ საამქროში შეტანა, ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია სახერხი საამქროს მფლობელს გადასცეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლიარი, რომელიც სახერხ საამქროში ინახება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით. 2. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებადა გადამუშავება ასახოს ამ დებულების №11 დანართით დამტკიცებულ ფორმის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი), რომელიც უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დამოწმებული სააგენტოს მიერ. 3. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია ჟურნალის დადგენილი წესით წარმოებაზე. 4. სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს შემოწმება/დათვალიერების პროცესში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია: ა) ხელი არ შეუშალოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახერხი საამქროს დათვალიერება/შემოწმებაში; ბ) უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ჟურნალის წარდგენა მოთხოვნისთანავე; 5. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება ხორციელდება ჟურნალში რეგისტრაციის საფუძველზე. ჟურნალში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების რეგისტრაცია სავალდებულოა ხე-ტყის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე (განთავსებისთანავე). 6. სახერხი საამქრო ვალდებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისას განახორციელოს ჟურნალის სრულად შევსება. 7. სახერხ საამქროში ხე-ტყის სახერხ დანადგარზე განთავსებისთანავე ან თერმული დამუშავების დაწყებამდე სავალდებულოა სპეციალური ფირნიშიდან ამოღებულ იქნეს საკონტროლო ფირნიში, რომელიც შენახული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. სახერხ საამქროში ხე-ტყის პირველადი გადამუშავების დაწყებისთანავე ჟურნალში ასახული უნდა იქნეს გადამუშავების დრო და თარიღი. 9. სახერხ საამქროში სხვადასხვა პირის მიერ შეტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა დასაწყობდეს ერთმანეთისგან განცალკევებით. 10. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) გატანისას საჭიროა ჟურნალში სათანადო მითითების გაკეთება. 11. სახერხ საამქროში შეტანილი მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავება ამ დებულებით დადგენილი წესით სპეციალური ფირნიშის შეცვლამდე. 12. ჟურნალში ჩანაწერი წარმოებს ლურჯი ან შავი ფერის კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ და აკრძალულია შეტანილ მონაცემთა ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. თუ ჟურნალის რომელიმე გრაფის შევსებისას დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება კალმით ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალის წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: ,,შესწორება (გრაფის ნომერი) გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)”. 13. სახერხ საამქროში საქმიანობის განხორციელებისას ჟურნალი, საკონტროლო ფირნიშები, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი ინახება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სათანადოდ დაცულ ადგილას, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ სახერხი საამქროს მფლობელის ან მის მიერ ამ თავით დადგენილი წესით ჟურნალის წარმოებაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირისთვის. ამასთან, იგი მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 14. ჟურნალის ან საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სახერხი საამქრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. 15. სრულად შევსებული ჟურნალი მეწარმე სუბიექტების მიერ ინახება 6 წლის განმავლობაში, მიუხედავად სახერხი საამქროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტისა. ჟურნალი მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სააგენტოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოებს. 16. ჟურნალის ან საკონტროლო ფირნიშის დაკარგვა სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმე სუბიექტს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან. 17. ჟურნალში არასწორი ჩანაწერების შეტანისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმე სუბიექტს. მუხლი 18. სახერხი საამქროს ყოველთვიური ანგარიშგების მოთხოვნები 1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია ყოველთვიური ანგარიშგების მიზნით ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით სააგენტოს წარუდგინოს: ა) ანგარიში (დანართი 12) წერილობით ან ელექტრონული ფორმით (https://portal.anr.ge), რომელიც ასახავს ინფორმაციას სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებისა და საკონტროლო ფირნიშების შესახებ. ბ) საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული ხე-ტყის (მორის) საკონტროლო ფირნიში. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფირნიში სააგენტოს ბარდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც წარმოადგენს ანგარიში განუყოფელ ნაწილს. 3. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით ანგარიში (დანართი 12) იმ შემთხვევაშიც, თუ საანგარიშო პერიოდში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებისა და სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის ოპერაციები არ უწარმოებია. 4. პირველადი გადამუშავების პროდუქტის ზომის ერთეულად გამოიყენება – „მ3” გარდა ფანერისა (შპონისა), რომლის დროსაც ზომის ერთეულად გამოიყენება – „მ2”. მუხლი 19. სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმება 1. სახერხი საამქროს მფლობელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟის შემდგომ უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სახერხი საამქროს რეგისტრაცია გაუქმებულად ითვლება მონაცემთა ბაზაში მისთვის „გაუქმებულია“ სტატუსის მინიჭებისთანავე. 2. სახერხი საამქროს მფლობელის განცხადების საფუძველზე, სააგენტოს მიერ სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) განხორციელდა სახერხ საამქროში არსებული ყველა სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟი; ბ) შეიცვალა სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა; გ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ან განხორციელდა მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაცია (ან გაუქმება); დ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელი; 3. სააგენტო საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამება სახერხი საამქროს რეალურ მონაცემებს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გარდა მე-16 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს სახერხი დანადგარის სრული დემონტაჟის დამთავრებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას მონაცემების ადგილზე დაზუსტების საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს სააგენტოს განცხადება სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად შესაბამისი პროცესის დაწყებიდან 7 კალენდარულ ვადაში; 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განცხადებას თან დაურთოს სახერხი საამქროს სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები. 7. სააგენტო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახერხი საამქროს რეგისტრაციას აუქმებს განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. დანართი №1
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № 0000000000 1. ხე-ტყით მოსარგებლე: --------------------------------------------------------------------- იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში) / პირადი ნომერი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. დოკუმენტის გაცემის საფუძველი: ------------------------------------------------------------------- სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი 3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:
4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ:
5. დამზადების ადგილი: ---------------------------------------------------------------------- მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების ზუსტი მისამართი ---------------------------------------------------- ტყეკაფის № -------------------------------- 6. სატრანსპორტო საშუალება: --------------------------------------------------------------- სახეობა, სახელმწიფო ნომერი 7. დანიშნულების ადგილი: ------------------------------------------------------------------
8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: -------------------------------------------------------------- ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი 9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ---- სთ -----წთ ”------” ”------------------” 201__ წ.
10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი ------------- გვარი ------
თანამდებობა ----------------------------------------------------------------------------------- ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა ამ გრაფის შევსება ხელმოწერა: ------------------------------------ დამამზადებელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამკვეთი: ------------------------------------------------------------------ სფს-ს რეგისტრაციის № –––––––––––––––––––--------––––––––––––– დანართი №2
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №3 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის, ასევე დაზიანებული, უკან დაბრუნებული ან/და გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №4 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №5 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე სპეციალური ფირნიშის გაცემის, ასევე დაზიანებულ, უკან დაბრუნებულიან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №6 აქტი №–––– ,,-----” ,,--------------” 201–– წელი
გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის სისწორეს: ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: /-------------------------/
ადმინისტრაციული ორგანოდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი: /----------------------------/
დანართი №7 ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №8 ხე-ტყით მოსარგებლეზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №9 ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული, გაუქმებული ან/და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №10
უკან დაბრუნებული, გაუქმებული ან/და დაზიანებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
გაგრძელება –
დანართი №11 (პირველი გვერდი)
მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი საამქროს აღრიცხვის ჟურნალი № ____
„––––––” „––––––––––” 201–––– წელი
1) რეგისტრაციის ნომერი------------------------------------------------------ რეგისტრაციის თარიღი --------------
2) საწარმოს დასახელება ----------------------------------------------------------------------------------------------------
3) საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------------
3) მისამართი------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) საწარმოს მფლობელი -----------------------------------------------------------------------------------------------------
(ჟურნალის შემდეგი გვერდი)
მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში აღრიცხვის ჟურნალი
დანართი №12
სახერხი საამქროს ყოველთვიური ანგარიში
შენიშვნა: 1. პირველადი პროდუქტის - შპონის მიღების შემთხვევაში, ზომის ერთეულია - მ2 2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) და გადამუშავებული პროდუქტის ნაირსახეობის ან რაოდენობიდან გამომდინარე ანგარიშგებისას საკმარისი არ არის ანგარიშის ერთი ფორმა, ერთდროულად გამოიყენება ანგარიშის რამდენიმე ფორმა.
პასუხისმგებელი პირი: /-------------------------/
სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოში ანგარიშის წარმოდგენის თარიღი: --------------------------
დანართი №13 ინფორმაცია ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტის _________________________________მიერ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში ტყეკაფიდან გამოტანილი ხე-ტყის თაობაზე
ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------, ხელმოწერა ----------------- (გვარი, სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება).
დანართი №14 ინფორმაცია ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტის _________________________________მიერ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ტყეკაფიდან გამოტანილი გადამუშავებული და/ან გასხვისებული ხე-ტყის თაობაზე
ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------, ხელმოწერა ----------------- (გვარი, სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება).
დანართი №15
სახერხი საამქროს ანგარიში
(2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში მიღებული და გადაუმუშავებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ)
ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------, ხელმოწერა ----------------- (გვარი, სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება).
დანართი №16
მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების სპეციალური ფირნიში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“-თ (შემდგომში - დებულება) გათვალისწინებული ჟურნალის (დანართი 11) დაბეჭდვა და 2013 წლის 20 თებერვლიდან მათი უსასყიდლოდ ერთჯერადად გაცემა ამ დებულების შესაბამისად დარეგისტრირებულ სახერხ-საამქროს მფლობელებზე. |
2.
ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი, ასევე ის პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე) მიენიჭა ტყითსარგებლობის უფლება ვალდებულია მათზე დამაგრებული ტყეკაფებიდან 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ტყიდან გამოზიდული მერქნული რესურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დანართი 13-ის შესაბამისად წარუდგინოს სააგენტოს 2013 წლის 1 მარტის ჩათვლით. |
3.
ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია მათ მიერ გამოუყენებული, დაზიანებული და დაკარგული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების ნუსხა წარუდგინოს სააგენტოს 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც მათ მიენიჭებათ გამოუყენებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების დადგენილი წესით გამოყენების უფლება. |
4.
2013 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 10 მარტის ჩათვლით პერიოდში ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მათზე დამაგრებული ტყეკაფებიდან 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ტყიდან გამოტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება. ამასთან, ლიცენზიანტი ვალდებულია აღნიშნული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე (მიწოდებამდე) განახორციელოს მისი დადგენილი წესით მარკირება და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება, ასევე 2013 წლის 25 თებერვლიდან ხე-ტყის ტრანსპორტირება განახორციელოს მხოლოდ დადგენილი წესით. |
5.
2013 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 10 მარტის ჩათვლით პერიოდში ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მათზე დამაგრებული ტყეკაფებიდან 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მათ მიერ გასხვისებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება ხე-ტყის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან, ხე-ტყის მესაკუთრე ვალდებულია 2013 წლის 25 თებერვლიდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება განახორციელოს მხოლოდ დადგენილი წესით. |
6.
ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევაში დოკუმენტის შევსებისას ყველა რეკვიზიტის (მათ შორის ტყეკაფის ნომრის) შევსება სავალდებულოა, გარდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-6 და მე-8 რეკვიზიტებისა, რომლებიც გადაიხაზება – Z-ით, ამასთან, პირველ რეკვიზიტში მიეთითება ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი, ხოლო მე-7 რეკვიზიტში დანიშნულების ადგილის ნაცვლად მიეთითება ხე-ტყის განთავსების ადგილი. ამასთან, ამ შემთხვევაში შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმოდგენისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ატვირთვაზე ვრცელდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. |
7.
ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი (ასევე ის პირი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭა ტყითსარგებლობის უფლება) ვალდებულია 2013 წლის 15 მარტის ჩათვლით წარუდგინოს სააგენტოს დანართი 14-ის შესაბამისად დეტალური ინფორმაცია, ასევე აღნიშნული დანართის მე-7 გრაფაში მოცემული ინფორმაცია ამავე ვადაში ასახოს მონაცემთა ერთიან ბაზაში. |
8.
სსიპ აჭარის სატყეო საგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ვალდებულია მათ მიერ გამოუყენებული, დაზიანებული და დაკარგული სპეციალური ფირნიშების ნუსხა წარუდგინოს სააგენტოს 2013 წლის 10 თებერვლამდე, რის შემდეგაც მათ მიენიჭებათ გამოუყენებელი სპეციალური ფირნიშების დადგენილი წესით გამოყენების უფლება. |
9.
სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია 2013 წლის 20 თებერვლიდან ამ დებულებით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს სახერხი საამქრო, სააგენტოსგან მიიღოს სახერხი საამქროს ჟურნალი და 2013 წლის 25 თებერვლიდან მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი წესით განახორციელოს ფუნქციონირება, მათ შორის განახორციელოს მხოლოდ მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და გადამუშავება. |
10.
სახერხი საამქროს მფლობელი, რომელმაც 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე განახორციელა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და არ არის გადამუშავებული, ვალდებულია აღნიშნული მრგვალი ხე-ტყის (მორის) თაობაზე დანართი 15-ის შესაბამისად ანგარიში წარუდგინოს სააგენტოს 2013 წლის 1 მარტამდე. |
11.
პირი, რომელსაც 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის საფუძველზე ან სოციალური მიზნებისთვის მოპოვებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს მიერ გადაცემული აქვს I ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყე (მორი), ასევე ის პირი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭა ტყითსარგებლობის უფლება, გადაუმუშავებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშით მარკირებისათვის და შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილია ხე-ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციასთან ერთად განცხადებით მიმართოს სააგენტოს ან სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის ფაქტობრივად განთავსების ადგილმდებარეობის შესაბამისად. |
12.
ამ მუხლის მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევაში დოკუმენტის შევსებისას ყველა რეკვიზიტის (მათ შორის ტყეკაფის ნომრის) შევსება სავალდებულოა, გარდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-6 და მე-8 რეკვიზიტებისა, რომლებიც გადაიხაზება – Z-ით, ხოლო მე-7 რეკვიზიტში დანიშნულების ადგილის ნაცვლად მიეთითება ხე-ტყის განთავსების ადგილი. ამასთან, ამ შემთხვევაში შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმოდგენასა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ატვირთვაზე ვრცელდება დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. |
13.
სოციალური ჭრის ტყეკაფებიდან 2013 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სოციალური ჭრის საფუძველზე მიღებული ხე-ტყის ტრანსპორტირება 2013 წლის 25 თებერვლიდან დაუშვებელია, გარდა დადგენილი წესით მარკირებული მრგვალი ხე-ტყისა (მორისა). |
| მუხლი 3 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2013 წლის 25 თებერვლიდან, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა. |
3.
ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები