„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 07/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.003.324
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
482
01/11/2008
სსმ, 30, 07/11/2008
140.100.000.05.001.003.324
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/11/2008 - 30/12/2008)

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობა.

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.“.

3. მე-7 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვემდე.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 12 თვისა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;“.

7. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№482–რს

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.