ტექნიკური რეგლამენტის - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017596
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
03/01/2014
ვებგვერდი, 14/01/2014
300160070.10.003.017596
ტექნიკური რეგლამენტის - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2014 - 31/10/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კო­დექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხ­ლების საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა.
მუხლი 2
 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვაშლოვანის დაცუ­ლი ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 აგვისტოს №53 ბრძანება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

ტექნიკური რეგლამენტი  

 

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების

 მენეჯმენტის გეგმ

 

თავი I

შესავალი


მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის ტერიტორიული  სფერო

1. „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“ მოქმედებს ვაშლოვანის ნაკრძალისათვის, ვაშლოვანის ეროვნული პარკისათვის, ალაზნის ჭალის, ტახტი-ტეფას და არწივის ხეობის ბუნების ძეგლებისათვის.

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იგი გაშლილია  ჩრდილოეთიდან გომბორის მთების გაგრძელებაზე მდებარე ყაშების ფერდობებსა და სამხრეთით იორის პლატოს შორის არსებულ ქვაბულზე. ვაშლოვანის ნაკრძალი (10143 ჰა) და ეროვნული პარკი (24610.06 ჰა) წარმოადგენენ ერთმანეთის მომიჯნავე ტერიტორიებს, რომელთა აღმოსავლეთი საზღვარი გამოყოფილია მდინარე ალაზნით, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარს. ბუნების ორი  ძეგლი  არწივის ხეობა (100.4 ჰა) და ტახტი ტეფა (9,7 ჰა)  ნაკრძალისა და ეროვნული პარკისაგან საკმაოდ დაშორებულია. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი (204.4 ჰა) კი შედარებით ახლოს არის ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალთან და ეროვნულ პარკთან,  სულ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობია  35067.56 ჰა.

3. დაცული ტერიტორიების რუკა მოცემულია დანართი N1-ში.

 

მუხლი 2. მენეჯმენტის გეგმის სამართლებრივი საფუძვლები

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ტყის კოდექსი“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილება, ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილება,  სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

 

მუხლი 3. დაცული ტერიტორიების მიწათსარგებლობა

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა.

2. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხორციელდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებით ლიმიტირებული სარგებლობა.

3. დაცული ტერიტორიების გარკვეული ფართობების საძოვრებად გამოყენების უფლება, იჯარის ფარგლებში,  გაცემულ იქნა 31 მეცხოველეობის ფერმაზე. იჯარის რეგისტრაციის ძირითადი თარიღებია 1997 – 2005 წელი. უმეტესობას იჯარის ვადა აქვს 49 წლით. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ასევე მოქცეულია ფართობი, რომელზეც ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად  Frontera Resources-ზეა  გაცემული ლიცენზია. კომპანია შპს ,,Frontera Eastern Georgia“-ს გააჩნია ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღმოსავლეთ საქართველოში მე-12 ბლოკის ტერიტორიაზე (500 000 ჰა). ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებს შიგნით არის მოქცეული. ლიცენზია Frontera-ს არ აძლევს ავტომატურ უფლებას გამოიკვლიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ნავთობის საბადოებს:  თითოეულ ქმედებას ესაჭიროება ლიცეზია საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსების მარეგულირებული კომისიისაგან (SAROGR), ასეთი ნებართვა (SAROGR)-ის მიერ გაიცემა შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის შემდეგ.

4. ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიას, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 დეკემბრის №747 ბრძანებულებით („საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ეროვნული პარკიდან შავი მთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (180 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“), საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატი) საფუძველზე, 20 წლით მიჩენის წესით, გადაეცა ეროვნული პარკის შავი მთის ტერიტორიის 180 ჰა და პრეზიდენტის 2007 წლის 30 დეკემბრის №734 ბრძანებულებით („საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“),  არწივის ხეობის ბუნების ძეგლის 4 ჰა.

 

მუხლი 4. დაცული ტერიტორიების მიზნები

1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიები შეიქმნა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, რომლებიც შეესაბამება ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კატეგორიებს, კერძოდ:

ა) ვაშლოვანის ნაკრძალი: ბუნების, ბუნებრივი პროცესების და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მონიტორინგის, სამეცნიერო -კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით.

ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი: ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად, სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის;

გ) ალაზნის ჭალის, ტახტი-ტეფას და არწივის ხეობის ბუნების ძეგლები: ეროვნული მნიშნველობის, შედარებით მცირე, უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

2. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის  თანახმად ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარი მიზნებია:

ა) ბუნებრივი პროცესების მუდმივი განვითარების უზრუნველსაყოფად, კახეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალთახედვით გამორჩეული დაცული ტერიტორიების დაცვა, განახლება და გონივრული სარგებლობა;

ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, განახლება და მოვლა-პატრონობა, განსაკუთრებით კი საქართველოს წითელ წიგნში აღნიშნული საფრთხის წინაშე არსებული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობებისა;

გ) ხელი შეუწყოს რეკრეაციისათვის, ეკოტურიზმისათვის და ფერმერული მეურნეობისათვის  საკანონმდებლო ბაზის შექმნას დაცული ტერიტორიების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ გარემოში;

დ) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიწის, წყლის, ცხოველებისა და მცენარეთა სამყაროს (ტყეების ჩათვლით) და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, განახლება და გონივრული სარგებლობა; განათლებისა და სამეცნიერო კვლევის წარმოებისათვის პირობების შექმნა, ისტორიული და კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა, წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიო-ეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მათზე მონიტორინგის განხორციელება.

 

მუხლი 5. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის მიზნები

1. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ყველა დაცული ტერიტორიისათვის სავალდებულოა მენეჯმენტის გეგმის არსებობა.

2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის პერსპექტიული მიზნების განსაზღვრა, რომლებიც უნდა განახორციელოს პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ მენეჯმენტის გეგმის ფუნქციონირების ფარგლებში. მასში ასევე მოცემულია ის ქმედებები, რომლებიც  განხორციელებულ უნდა იქნეს ამ შედეგების მისაღწევად და მონიტორინგის პროცესს ახორციელებს შეფასების ინდიკატორები.

 

მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი

მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო), „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია“ (შემდგომში - ადმინისტრაცია) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 

 

მუხლი 7. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა მოქმედებს მისი ოფიციალურად ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 8. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება

1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს მეექვსე წლის პირველი კვარტალისა, სააგენტო დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი II

დაცული ტერიტორიის აღწერა

 

მუხლი 9. ბიომრავალფეროვნება

1.  ფლორა:

ა) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მრავალფეროვანი ბუნებრივი ფაქტორების შედეგად, ხუთი ეკოლოგიურად და მცენარეული ფიტოცენოლოგიურად განსხვავებული ქსეროფიტების, ჰემიქსეროფიტებისა და მეზოფიტების ტიპები ჩამოყალიბდა საკმაოდ ვიწრო ჰიფსომეტრიული ცვალებადობის რეგიონში (100 მ-დან 1000 მ-მდე ზღვის დონიდან). ესენია: უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს, სტეპური, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონები. გარდა ამისა, აქ გვხვდება სხვა ინტრაზონული ტიპები, როგორიცაა ჭალის ტყეები, კლდის ქსეროფიტები, მთისწინეთის ძეძვიანები და თიხნარის მცენარეულობა.

ბ) დაცულ ტერიტორიაზე აღწერილი 600 მცენარის სახეობიდან 28 კავკასიის და 5 საქართველოს ენდემია, კავკასიის ენდემური მცენარეებიდან აღსანიშნავია: ქართული კოწახური (Berberis iberica), ქართული ბერყენა (Pyrus georgica Kuthath.), ეიხლერის ტიტა (Tulipa eichleri Regel), ქართული ზამბახი (Iris iberica Hoffm.) და სხვა, ხოლო საქართველოს ენდემებისაგან: კახეთის მაჩიტა (Campanula kachetica), კახეთის ესპარცეტი (Onobrychis kachetica Boiss. et Buhse), ველის  იორდასალამი (Paeonia tenuifolia L.), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana Kuth.) და (Sosnowskya amblyolepsis (Ledeb.) Wadenitz.).

გ) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში” არსებული 13 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელთაგან აღსანიშნავია ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M. Bieb. ex Willd.), თურანულა (Populus euphratica Oliv.), კაკალი (Juglans regia L. ), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora C. Koch), საღსაღაჭი (Pistacia mutica Fisch & Mey ), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana Kutath.), შავი ღვია (Juniperus foetidissima Willd.)  და სხვა. აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ხეხილისა და ვაზის წინაპრების მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა ველური ვაზი (Vitis silvestris G.G. Gmel.), კომში (Cydonia oblonga Mill. )  და სხვა.

2. ფაუნა:

ა) მდიდარი მცენარეული საფარით გამორჩეული ტერიტორია მრავალი ცხოველის საბინადრო გარემოს წარმოადგენს. აქ გავრცელებულია ძუძუმწოვრების 62, ფრინველის 135, ქვეწარმავალის 30,  თევზების 20 და  ამფიბიების 4 სახეობა. უხერხემლოთა რაოდენობა უცნობია. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობს მსხვილი მტაცებელი ნადირის 8 სახეობა. ფაუნა ასევე მდიდარია ხელფრთიანებით (Chyroptera), მათგან აღსანიშნავია: სამფერი მღამიობი (Myotis emarginatus), მცირე ცხვირნალა (Rhinolopus hipposideros Bechtein.) და სათვალიანი (მეჰელის) ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi). 

ბ) კავკასიის ენდემური ცხოველებიდან აქ გავრცელებულია: რადეს ბიგა (Sorex raddei), მწვანე  გომბეშო (Bufo viridis), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo bufo ), ჩვეულებრივი ვასაკა (Hyla arborea), ტყის ბაყაყი (Rana ridibunda), მურწა (Barbus mursa) და სხვა. კავკასიის მთელ რეგიონში მხოლოდ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში გვხვდება შიშველთვალა სცინკი (Ablephorus pannonicus). აქ ასევე გვხვდება  ირანო-ანატოლიის ენდემი - ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti).

გ) დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ 35 სახეობის ცხოველი, მათგან ძუძუმწოვრების 10, ფრინველების 20  და რეპტილიების 4 სახეობაა. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აქ გვხვდება:  ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), შავი ყარყატი  (Ciconia nigra), წითელი იხვი  (Tadorna feruginea), ფასკუნჯი-ყაჯირი (Neophron percnopterus), თეთრკუდა არწივი (ფსოვი) (Haliaeetus albicilla), შავარდენი (Falco peregrinus), სვავი (Aegypius monachus), სარსარაკი  (Tetrax tetrax), სათვალიანი (მეჰელის) ცხვირნალა  ( Rhinolophus mehelyi), მურა დათვი (Ursus arctos), ჯიქი (Panthera pardus tuliana); ქურციკი (Gazella subgutturosa subgutturosa). 

3. გენეტიკური ფასეულობა:

დაცული ტერიტორიების პირველად   შექმნილი მცენარეული ფორმაციები წარმოადგენენ უნიკალურ გენეტიკურ საგანძურს. დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში კულტივირებული ბევრი მცენარის გენეტიკური წინაპარი: ვაზი (Vitis vinifera), კაკალი (Juglans regia), კომში (Cydonia oblonga), მსხალი (Pyrus sachokiana), თუთა (Morus spp.), ხორბალი (Avena sativa).

4. აგრობიომრავალფეროვნება:

ა) დაცული ტერიტორიების რეგიონში აბორიგენულ კულტურულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: შავი ქლიავი, დოლის პური (Tritium ferrugineum), ხოლო ვაზის ჯიშებიდან: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი და სხვა.

ბ) შინაური ცხოველებიდან აღსანიშნავია: თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, კახური ღორი, ხევსურული ძროხა, კავკასიური ნაგაზი და კამეჩები.

გ) შინაური ცხოველებიდან აღსანიშნავია: თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, კახური ღორი, ხევსურული ძროხა, კავკასიური ნაგაზი და კამეჩები.

 

მუხლი 10. ლანდშაფტები

1. შესავალი:

ა) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა ლანდშაფტების მრავალფეროვნებით. ლანდშაფტების მრავალფეროვნებას განაპირობებს კლიმატის ზონალური ცვლა (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ), რელიეფურ-ედაფური პირობების მრავალგვარობა, განსხვავებული გეოლოგიური  წარმოშობა და სხვა. დაცული ტერიტორიის არცთუ დიდ ფართობზე განსხვავებული ლანდშაფტების არსებობა და მათი, ხშირ შემთხვევაში, მოზაიკური მონაცვლეობა დაცულ ტერიტორიას მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ტურისტებისთვის და მეცნიერთა დიდ ყურადღებას იპყრობს.

ბ) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ძირითადად წარმოდგენილია: ვაკის ნახევრადუდაბნოს (უდაბნოს), მთისწინების უდაბნოებისა და ფრიგანისებრი მცენარეულობის,  არიდული მეჩხერი ტყეების, სტეპის, შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარების, მთისწინების ფოთლოვანი ტყეების, დაბლობის ფოთლოვანი ტყეების ლანდშაფტი, კლდოვანი კირქვიანი ეკოსისტემების ლანდშაფტები. აღნიშნული ლანდშაფტების გარდა,  მცირე მონაკვეთებზე გვხვდება ასევე, უძრახელიანი, ჰიგროფილური, „არეულების“ და „ვულკანური“ ტიპის  ლანდშაფტები.

გ) ლანდშაფტების განაწილებაში სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გარკვეული ზონალური კანონზომიერება შეინიშნება: 1. არიდული ტყეების ლანდშაფტი, 2. სტეპების ლანდშაფტი, 3. მთისწინების ფოთლოვანი ტყეების ლანდშაფტი. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლანდშაფტის დანარჩენი ტიპები, უმეტესად ინტრაზონალურადაა ჩართული აღნიშნული ლანდშაფტების არეალში. მათი განვითარება სპეციფიკური რელიეფურ-ედაფური პირობებითა და გეოლოგიური წარმოშობის სპეციფიკითაა განპირობებული.

დ) ქვემოთ მოცემულია ლანდშაფტების მოკლე დახასიათება მათში გამოყოფილი ჰაბიტატების მიხედვით, მითითებულია დამახასიათებელი მცენარეები და ჰაბიტატებში გავრცელებული ცხოველები.

2. ვაკის ნახევრად უდაბნოს (უდაბნოს) ლანდშაფტი: 

ა) გავრცელებულია დაცული ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მისი არეალი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოიცავს ბუღა-მოედანს, ლეკის წყლის შუა და ქვემო წელის ვაკეებს. მცირე ფრაგმენტების სახით ალაზნის ხეობის ქვემო წელში (მიჯნისყურე) გვხვდება. განვითარებულია სუსტად და საშუალოდ დამლაშებული  რუხი ნიადაგები.

ბ) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი ნახევრად უდაბნოს (უდაბნოს) მცენარეულობა აღმოსავლეთ და სამხრეთ კავკასიის უდაბნოს მცენარეულობის შემადგენელი ნაწილია და მასთან ერთად ირან-თურანის უდაბნოების სამხრეთკავკასიურ ვარიანტს განეკუთვნება.

გ) დაცულ ტერიტორიაზე მცენარეულობის ძირითად ფორმაციას ავშნიანი (Artemisieta lerchianae) წარმოადგენს. შედარებით მცირე ფართობებზეა გავრცელებული ხურხუმოიანი (Salsoleta nodulosae) ფორმაცია. გაზაფხულობით დამახასიათებელია ეფემერ-ეფემეროიდული სინუზიის კარგი განვითარება. დამახასიათელი სახეობებია: Poa bulbosa var. vivipara, Bromus japonicus, Malvalthea transcaucasica, Medicago minima, Erodium cicudarium,  Bromus japonicas, Daucus carota, Filago pyramidata, Allium rubelum, და სხვა.

დ) ლანდშაფტის ძირითადი ჰაბიტატებია:

დ.ა) ავშნიანი (Artemisieta lerchianae) - ავშნიანი საქართველოში   ნახევრადუდაბნოს (უდაბნოს) მცენარეულობის მთავარი შემქმნელი ფორმაციაა. Artemisia lerchiana მაღალი ეკოლოგიური ამპლიტუდის ქსეროფიტი და ჰალოფიტი ბუჩქბალახა მცენარეა. დაცულ ტერიტორიებზე ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტში ნიადაგის შედარებით მცირე ხარისხით დამლაშების გამო, ავშნიანი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. გავრცელებულია როგორც ვაკეებზე, ასევე ფერდობებსა და გორაკ-ბორცვებზე. ძირითადად განვითარებულია სუსტად და საშუალოდ დამლაშებულ თიხიან, რუხ-მურა და რუხ-ყავისფერ მსუბუქ და მძიმე შემადგენლობის ნიადაგებზე. კარგად ვითარდება ქვა-ღორღიან და ჩამორეცხილ ეკოტოპებზეც. ის ქმნის როგორც წმინდა ასოციაციებს ეფემერ-ეფემეროიდების მონაწილეობით, ისე ასოციაციებს ვეძებთან (Salsola nodulosa), ასევე სტეპის დამკორდებლებთან (Bothriochloa ischaemum).

დ.ბ) ხურხუმოიანი (Salsoleta nodulosae) - ხურხუმო ფოთოლსუკულენტური ნახევრად ბუჩქია. ქსეროფიტი, ჰალოფიტი  მცენარეა, დაკაშირებულია თაბაშირიან სუბსტრატებთან და მისთვის დამახასიათებელია მესამეული პერიოდის (აღჩაგალურ-აფშერონული ასაკის) მთისწინეთის თიხიანი და თიხაქვიშიანი ფერდობები. ვრცელდება ვაკეებზეც, რაც მთისწინების ფერდობებიდან ეროზიის შედეგად თაბაშირის მიგრაციასთანაა დაკავშირებული. ეს ჰაბიტატი ფრაგმენტულადაა გავრცელებული ყუმუროს ხევში, ნათლისწყლის ხეობა (ლეკისწყლის ხეობაში), მიჯნისყურაში და ვაშლოვანის ქვაბულში. ჰაბიტატი ძირითადად წარმოდგენილია ხურხუმოიანი ავშნითა და ეფემერებით (Salsoletum nodulosae-artemisioso ephemerosum) მცენარეული თანასაზოგადოებით.

დ.გ) უროიან-ავშნიანი (Artemisieto-Bothriochloetum):

დ.გ.ა) ეს ჰაბიტატი, ძირითადად, გავრცელებულია ლეკისწყლის ხეობაში. მცირე ფრაგმენტების სახით კი დაცული ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში თითქმის ყველგან გვხვდება. ნიადაგის მცირე დამლაშების გამო დამახასიათებელია ავშნისა და უროს ერთობლივი მონაწილეობა. კარგადაა გამოხატული ეფემერ-ეფემეროიდული სინუზია.

დ.გ.ბ)  აღნიშნული ლანდშაფტი წარმოადგენს კაკბის, გიურზას და სხვა ცხოველის ჰაბიტატს.  ამასთან ლანდშაფტი არის ჯეირანის (ქურციკის) ისტორიული ჰაბიტატი, სადაც დღესდღეობით დაწყებულია მისი რეინტროდუქცია. ბუღა მოედანსა და ყუმუროს ვაკეებზე XX საუკუნის ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველის – ქურციკის (Gazela subgutturossa) ცალკეული ინდივიდების არსებობა. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარე არეულებში (ყუმუროს ხევი, დიდი ჩრდილის ქედი, უსახელო მთა) ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებელი ცხოველი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათ ფრინველთა სახეობებიც: სავათის (Otis tarda), კირკიტა (Falco tinunculus),  ძელქორი,  მიმინო (Accipiter nisus), ქორი (Accipiter gentilis), კაკაჩა (Buteo buteo). კოლონიური ცხოვრების წესი ახასიათებთ ესპანურ ბეღურებს (Passer hispaniolensis). ამ ტერიტორიებზე მცირე ზომის ფრინველების დიდი რაოდენობა იზამთრებს ან შესასვენებელ ადგილად იყენებს მიგრაციის პერიოდში. აქ ქვეწარმავლებიც მრავლადაა.

3. მთისწინების უდაბნოებისა  და ფრიგანისებრი მცენარეულობის ლანდშაფტი - დაცულ ტერიტორიაზე ლანდშაფტის არეალი მოიცავს პანტიშარის ხეობას, კალადარას (ყალადარას), ყუმროს (ყუმუროს), დუზდაღის, მიჯნისყურის, უსახელო მთასა და ვაშლოვანის ქვაბულს. დამახასიათებელია ნამდვილ ნიადაგსაფარს მოკლებული თიხიანი და თიხაქვიშიანი ბედელნდები და გორაკ-ბორცვები. ლანდშაფტი ინტრაზონალურადაა ჩართული არიდული ტყეების არეალში. გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ჰაბიტატები:

ა) მთისწინების უდაბნოს ჰაბიტატი - ფრაგმენტულად გვხვდება ლანდშაფტის მთელ არეალზე. მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია  ხურხუმოიანი (Salsoletum nodulosa), ავშნიანი (Artemisietum lerchianae) და გამანთუსიანი (Gamanthetum pilosusae) ფიტოცენოზებით. დამახასიათებელი მცენარეებია: Salsola nodulosa, Artemisia lerchiana, Gamanthus pilosus, Reaumuria alternifolia, Stachys fruticulosa, Suaeda dendroides, Eremopyron orientalis, Zygopphyllum fabago, Agropyron pectinatum, Caccinia raunolfia და სხვა.

ბ) ფრიგანასებრი მცენარეულობის ჰაბიტატი - ფრაგმენტულად გვხვდება ლანდშაფტის მთელ არეალზე. ძირითადად წარმოდგენილია რეაუმურიანი (Reaumurieta alternifolia) ფორმაციის თანასაზოგადოებებით. იშვიათად  უძრახელიანი (Caraganeta grandiflorae) ხორციფერიანი (Atraphaeta spinosae) ფორმაციების ფიტოცენოზებიც გვხვდება. დამახასიათებელი მცენარეებია: Reaumuria alternifolia, Artemisia lerchiana, Stachys fruticulosa, Atraphaxis spinosa, Caragana grandiflora, Zygopphyllum fabago, Agropyron pectinatum, Stipa caspia, Lappula barbata, Caccinia raunolfia, Ephedra procera და სხვა.

გ) აღნიშნული ლანდშაფტი შემდეგი ქვეწარმავლების: გიურზის, ოთხზოლიანი და წითელმუცელა მცურავის,  ჩვეულებრივი ხვლიკის ჰაბიტატია. აღნიშნული ლანდშაფტი ასევე გამოირჩევა მღრღნელების სიმრავლით, აქ გვხვდება მინდვრის თაგვი და ბიგების რამდენიმე სახეობა. საკვების  ძიებაში მგელი, ტურა და მელა ხშირად ეწვევიან ამ ლანდშაფტებს.

დ) აღნიშნულ ტერიტორიაზე  მრავალი სამიგრაციო ბილიკი გადის.

4. არიდული მეჩხერი ტყეების ლანდშაფტი:

ა) არიდული მეჩხერი ტყეების ლანდშაფტი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ზ.დ. 100-600 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. იგი წარმოდგენილია ეშმაკის, მამაჩაის და პანტიშარას ხევებში, ვაშლოვანის ქვაბულში, ყალადარას, „დიდი ჩრდილის“ ქედზე, „პატარა ჩრდილის“ ქედზე, ყუმუროსა და ბუღა-მოედანზე, მიჯნის ყურესა და უსახელოს მთის მასივებზე, ნათლისწყლის  ხეობაში, ტახისწყლის (ღორისწყალში), ალფადარაში, ჩაიბულაყისა და სარქლისყურის ხევში. ლანდშაფტის რელიეფისათვის დამახასიათებელია ფერდობები, გორაკ-ბორცვები და ვაკეები.  ძირითადად განვითარებულია არიდული ტყის ყავისფერი ნიადაგები, ასევე გვხვდება  თიხნარი და სუსტად დამლაშებულ რუხი ნიადაგები. იშვიათად ლანდშაფტი მშრალი ხევებისა და გამოზიდვის კონუსების რიყნარებზეცაა განვითარებული (ი.ლაჩაშვილი, ნ. ლაჩაშვილი, მ. ხაჩიძე, 2007). 

ბ) არიდული მეჩხერი ტყეების ლანდშაფტის ძირითადი ჰაბიტატებია საკმლისხიანი (Pistacieta muticae) და ღვიიანი  (Junipereta; J. foetidissimae J. polycarpos), იშვიათად გვხვდება ნეკერჩხლიანი (Aceretum ibericae) და ბერყენიანი (Pyretum salicifoliae) ჰაბიტატებიც.

გ) საკმლისხიანი არიდული მეჩხერი ტყის (Pistacieta muticae) ჰაბიტატი:

გ.ა) საკმლისხიანები განვითარებულია ფერდობების ქვედა ნაწილში და რელიეფის რბილ ფორმებზე (ტალღისებურ გორაკ-ბორცვებსა და გავაკებებზე, გამოზიდვის კონუსებზე, ხევისპირებზე).

გ.ბ) ჰაბიტატი ყველაზე კარგად ვაშლოვანის ქვაბულშია შემორჩენილი. გვხდება ასევე ნათლისწყლისა და პანტიშარას ხეობაში, ტახისწყლისა და ალფადარას (უფადარას) ხევებში, მიჯნისყურეში და სხვა ადგილებში. ძირითადი მცენარეული თანასაზოგადოებებია:

გ.ბ.ა) საკმლისხიანი უროს ფონზე. დამახასიათებელი სახეობებია: ურო (Botriochloa ischaemum), ძეძვი (Paliurus spinachristi), ჟასმინი (Jaminum frutcans),  შავჯაგა (Rhamnus pallasii) და სხვა.

გ.ბ.ბ) საკმლისხიანი ვაციწვერის ფონზე. დამახასიათებელი სახეობებია:  ვაციწვერა (Stipa lessingiana, Stipa capillata), ძეძვი (Paliurus spina-christi), ჟასმინი (Jasminum fruticans), შავჯაგა  Rhamnus pallasii) და სხვა.

გ.ბ.გ) საკმლისხიანი ნახევრადუდაბნოს ფონზე. დამახასიათებელი სახეობებია:  Artemisia lerchiana, Botriochloa ischaemum.  კარგადაა განვითარებული ეფემერ-ეფემეროიდული სინუზია. 

დ) ღვიიანი არიდული მეჩხერი ტყის (Junipereta; J. foetidissimae J. polycarpos) ჰაბიტატი ლანდშაფტის მთელ არეალზე გვხვდება. მას, ძირითადად,  ფერდობების  შუა და ზემო ნაწილი უკავია და საშუალოდ და ძლიერ დაქანებულ ჩრდილო ექსპოზიციის ფერდობებზეა განვითარებული. წარმოდგენილია სხვადასხვა მცენარეული თანასაზოგადოებებით. დამახასიათებელი სახეობებია: ძეძვი (Paliurus spina-christi), ჟასმინი (Jasminum frutican), კოწახური (Berberis vulgaris). ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica), თრიმლი (Cotinus coggygria). ზოგ თანასაზოგადოებაში ქვეტყეში გაბატონებულია უძრახელა (Caragana grandiflora).

ე) ნეკერჩხლიანი  (Acereta ibericae) - ჰაბიტატი გვხვდება იშვიათად. მომცრო ნაკვეთების სახით გავრცელებულია მდ. ალაზნისაკენ მიმართულ ხეობებში (მაგ. არფადარას ხევი). მონაწილეობს: ძეძვი (Paliurus spina-christi), ქართული მუხა (Quercus iberica), თრიმლი (Cotinus coggygria) და სხვა. 

ვ) ბერყენიანი (Pyretum salicifoliae):

ვ.ა) ჰაბიტატი გვხვდება იშვიათად. მომცრო ნაკვეთების სახით გავრცელებულია ლეკისწყლის ხეობასა და შავი მთის მიდამოებში. დამახასიათებელია სტეპური ბალახოვანი საფარი.

ვ.ბ) ეს ლანდშაფტი წარმოადგენს შემდეგი ცხოველების მნიშვნელოვან ჰაბიტატს: მგლის (Canis lupus), დათვის (Ursus arctos), ფოცხვრის (Lynx lynx), გარეული ღორის (Sus scrofa), მელიის (Vulpes vulpes), ტურის (Canis aureus), მაჩვის (Meles meles). იშვიათი ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია: ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), დასავლური მახრჩობელა (Erix jaculus) და აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus). მაღალია გიურზის (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავის (Elaphe quatuorlineata), წითელმუცელა მცურავის (Coluber jugularis), წენგოსფერი მცურავის (Coluber nagaclum), მწვანე ხვლიკის (Laceta viridis), მარდი ფსვენის (Laceta agalis), კავკასიური ჯოჯოს (Agama caucasica) და სხვა ქვეწარმავლების პოპულაციების რიცხოვნობა.

ვ.გ) მტაცებელი ფრინველებიდან გვხვდება გველიჭამია არწივი (Circaetus galicus), ბეგობის არწივი (Aquila pomarina), ბატკანძერი (Gipaetus barbatus), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus). მრავლადაა მოლაღური (Oriolus oriolus), დიდი წივწივა (Parus ater), შავი შაშვი (Turdus merula), მგალობელი შაშვი (Turdus philomelus ), წყალწყალა (Motacila alba), ჩიტბატონა (Garduelis breorostris ), კაკაბი (Alectoris chukar).

5. სტეპის ლანდშაფტი:

ა) დაცულ ტერიტორიებზე სტეპები გვხვდება ნათლისწყლის ხეობის ზემო წელში,  ნაგომრებში, ჩიღოეთხევში, ზილიჩასა და შავი მთის მონაკვეთებზე. დამახასიათებელია რუხ-ყავისფერი, შავმიწისებრი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები.

ბ) ლანდშაფტში ორი ჰაბიტატი გამოიყოფა: უროიანი და ვაციწვერიანი:

ბ.ა) უროიანი სტეპის  (Bothriochloeta ischaemum) - დაცულ ტერიტორიებზე უროიანი სტეპი გვხვდება ვაშლოვანის ქვაბულში, ნაგომრებში, ჩიღოელთხევში, ნათლისწყლის ხეობაში, შავი მთის მიდამოებში და სხვა. იგი წარმოდგენილია სხვადასხვა ექსპოზიციის გორაკ-ბორცვებზე, ფერდობებსა და გავაკებებზე, ძირითადად, ზ.დ. 200-600 მ-ის ფარგლებში. წარმოდგენილია სხვადასხვა მცენარეული თანასაზოგადოებებით, რომელთა შორის აღსანიშნავია:

ბ.ა.ა) უროიანი წივანასა და ვაციწვერას მონაწილეობით. დამახასიათებელი სახეობებია: წივანა (Festuca valesiaca), ვაციწვერა (Stipa lessingiana), Potentilla recta, Scorzonera biebersteinii, Galium verum, Eryngium campestre და სხვა. გაზაფხულზე დამახასიათებელია ეფემერებისა და ეფემეროიდების უხვი განვითარება.

ბ.ა.ბ) უროიანი ვაციწვერას მონაწილეობით. დამახასიათებელი სახეობებია: ვაციწვერია (Stipa lessingiana, Stipa capillata), Polygala transcaucasica, Phleum phleoides, Thymus tiflisiensis, Galium verum, Inula germanica და სხვა.

ბ.ა.გ) უროიანი ძეძვის მონაწილეობით. დამახასიათებელი სახეობებია: ძეძვი (Paliurus spina  christi), Thymus tiflisiensis, Galium verum, Phleum phleoides, Potentilla recta და სხვა.

ბ.ბ) ვაციწვერიანი სტეპის  (Stipeta; S. lessingiana, S. capillata):

ბ.ბ.ა) ვაციწვერიანი  სტეპი მომცრო ნაკვეთების სახით ფრაგმენტულადაა გავრცელებული ზ.დ. 400-840 მ სიმაღლეზე. ისინი წარმოდგენილია სერების თხემურ გავაკებებსა და ფერდობებზე. განვითარებულია რუხ-ყავისფერ (დუზდაღი, ნაგომრები, ვაშლოვანის ნაკრძალი) და ნეშომპალა კარბონატულ  (ყაშების დაბოლოება, შავი მთა) ნიადაგებზე.

ბ.ბ.ბ) დომინანტებია ვაციწვერას სახეობები: Stipa lessingiana და Stipa capillata. ახასიათებს  გაზაფხულობით ეფმერებისა და ეფემეროიდების უხვი განვითარება.

ბ.ბ.გ) აღნიშნული სტეპები გამოიყენება საძოვრებად ადგილობრივი მოსახლეობის  მიერ. ეს ლანდშაფტი წარმოადგენს კაკბის მნიშვნელოვან ჰაბიტატს. ამ ტერიტორიებზე მცირე ზომის ფრინველების დიდი რაოდენობა იზამთრებს ან შესასვენებელ ადგილად იყენებს მიგრაციის პერიოდში. მრავლადაა აქ ქვეწარმავლებიც. 

6. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარების ლანდშაფტი:

ა) შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები ფრაგმენტულადაა გავრცელებული ზ.დ. 200-1000 მ-ის ფარგლებში. 

ბ) მისი ძირითადი ჰაბიტატებია:

ბ.ა) ძეძვიანი (Paliureta spina-christi) - ლანდშაფტის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული და დამახასიათებელი ჰაბიტატია. იგი არის როგორც პირველადი, ასევე მეორეული წარმოშობის. მეორეული ძეძვიანი წარმოქმნილია, ერთი მხრივ, არიდული ტყეების და მეორე მხრივ, მთისწინეთის ფართოფოთლოვანი ტყეების გაჩეხვის შედეგად. დამახასიათებელია სტეპური ბალახოვანი საფარი. დამახასიათებელი სახეობებია: Bothriochloa ischaemum, Galium verum, Phleum phleoides, Potentilla recta,  Inula germanica, Festuca valesiaca და სხვა.

ბ.ბ) ნაირბუჩქნარი (Mixtofruticeta) - ჰაბიტატი მეორეული წარმოშობისაა, ერთი მხრივ, არიდული ტყეების და მეორე მხრივ, მთისწინეთის ფართოფოთლოვანი ტყეების გაჩეხვის შედეგად. შესაბამისად მომცრო ნაკვეთების სახით ფრაგმენტულად დაცული ტერიტორიების სხვადასხვა მონაკვეთზე გვხდება. სამხრეთ ნაწილში შედარებით ქსეროფილური, ხოლო ჩრდილო ნაწილში შედარებით მეზოფილური ვარიანტებითაა წარმოდგენილი. დამახასიათებელი სახეობებია: ძეძვი (Paliurus spina  christi), თრიმლი (Cotinus coggygria), შავჯაგა (Rhamnus pallasii), ხეშავი (Rhamnus cathartica), კოწახური (Berberis vulgaris), ზღმარტლი (Mespilus germanica), ჩიტაკომშა (Cotoneaster intergerrimus, C. morulus, C. meyeri), მენახირის ბალი (Cerasus incana), კუნელი (Crataegus caucasica), ბერყენა (Pyrus salicifolia), ტყემალი (Prunus divaricata), კვრინჩხი (Prunus spinosa), და სხვა. ბალახოვანი საფარი სტეპებისა და მდელო-სტეპების სახეობებითაა შექმნილი.

ბ.გ) ჯაგრცხილნარი  (Carpineta oreientalis) - დაცულ ტერიტორიებზე ჰაბიტატი გვხვდება არწივის ხევის ტერიტორიაზე. განვითარებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ბალახოვან საფარში წარმოდგენილია მუხნარი ტყეებისა და სტეპის სახეობები.

ბ.დ) ამ ტერიტორიებზე გვხვდება  მოლაღური (Oriolus oriolus), შავი შაშვი (Turdus merula), ჩიტბატონა (Carduelis carduelis), შავგულა (ესპანური) ბეღურა (Passer hispaniolensis) და სხვა.

7. მთისწინების ფოთლოვანი ტყეების ლანდშაფტი:

ა) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მთისწინეთის ფოთლოვანი ტყის ლანდშაფტი მხოლოდ  შავ მთაზე გვხვდება. იგი ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზეა გავრცელებული.

ბ) წარმოდგენილია ორი ჰაბიტატით:  იფნარი (Fraxineta excelsior) და მუხნარი (Querceta ibericae).

ბ.ა) იფნარი ტყის (Fraxineta excelsior) - ჩვეულებრივი იფნის (Fraxinus excelsior) ტყე მთის ზედა ნაწილშია წარმოდგენილი. ქვეტყეში გვხვდება ჭანჭყატი (Evonymus verucosa), კვიდო (Ligustrum vulgare), შინდი (Cornus mas), ტყემალი (Prunus divaricata) და სხვა.. ბალახოვან საფარში კი - პრასანა (Alium paradoxa), ია  (Viola odorata), ცისთვალა (Scilla sibirica), Smirnium perfoliatum, Geum urbanum, Torilis japonica და სხვა.

ბ.ბ) ქართული მუხის ტყის (Querceta ibericae):

ბ.ბ.ა) ჰაბიტატი განვითარებულია შავი მთის ჩრდილო ფერდობებზე. ქვეტყეში გავრცელებულია: ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), ჭანჭყატი (Evonymus verucosa), შინდი (Cornus mas), ტყემალი (Prunus divaricata) და სხვა. ბალახოვან საფარში გვხვდება ია (Viola odorata), ცისთვალა (Scilla sibirica) და სხვა.

ბ.ბ.ბ) შავი მთის შემოგარენი კოლხური ხოხბის (Phasianus colchicus) გამრავლების ძირითადი არეალია, საიდანაც ხდება მისი განსახლება სხვა ტერიტორიებზეც. ძუძუმწოვრებიადან გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა და სხვა.

8. დაბლობის ფოთლოვანი ტყეების  (ჭალის ტყეების) ლანდშაფტი:

ა) ლანდშაფტი ფრაგმენტულადაა გავრცელებული მდ. ალაზნის ტერასებზე. ყველაზე უფრო დიდი კორომები შემორჩენილია კაკლისყურეში (ჯუმასყურეში). მომცრო ნაკვეთები გვხვდება ასევე სოფ. საბათლოს მიდამოებში, ალფადარისა და მიჯნისყურის ხევების შესართავთან.

ბ) ჭალის ტყეები წარმოდგენილია 2 ტიპის ჰაბიტატით: ვერხვნარებით (Populeta hybridae) და გრძელყუნწა მუხის მუხნარებით (Querceta pedunculiflorae). მათგან უფრო ფართოდ გავრცელებულია ვერხვნარები, ხოლო მუხნარების არეალი კიდევ უფრო შეზღუდულია.

გ) ორივე ჰაბიტატისათვის დამახასიათებელია შემდეგი მცენარეები: ეკალღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), ველური ვაზი (Vitis sylvestris), ამორფა (Amorpha fruticosa -  ინვაზიური სახეობა), სურო (Hedera helix) და სხვა.

დ) კაკლისყურეში გავრცელებულია კაკალი (Junglans regia), ლაფანი (Pterocaria pterocarpa), პასტუხოვის სურო (Hedera pastuchowii), კომში (Cydonia oblonga).

ე) დათვისხევში წარმოდგენილია თურანულას (Populus euphratica) პატარა კორომი, რომელიც საქართველოში სხვაგან არსად გვხვდება.

ვ) ალაზნის ჭალები   მრავალი ცხოველის  ჰაბიტატია: აქ გავრცელებულია ბეგობის არწივი (Aquila pomarina), შაკი (Pandion haliaetus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenierus erithrigaster), დიდი ჭრელი კოდალა (Dendrocopus mayor) და ჟღალი ბულბული (Cercotrichas erithropigya), კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus), შევარდენი (Falco peregrinus), დურაჯი (Francolinus francolinus), გნოლი (Perdix perdix) და ტუგაის ბულბული (Cercotrichas (Erithropigya) galctotes). ამავე ტერიტორიებზე გვხვდება წყალში მცურავი ფრინველები: დიდი თეთრი ოყარი  (Egreta alba), წითური (ქარცი) ყანჩა (Ardea purpurea), დიდი ჩვამა (Phalacrocorax carbo). აქვე გვხვდება კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები: ლელიანის კატა (Felis chaus) და გარეული კატა (Felis silvestris), გვხვდება წავიც (Lutra lutra),  სეზონურად შემოდის გარეული ღორი (Sus scrofa).

ზ) მდ. ალაზანში გავრცელებულია 16 სახეობის თევზი, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა ლოქო (Silurus glanis), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio),  შამაია (Chalacalburnus chalcoides), ჭერეხი (Aspius aspius taeniatus). აღმოსავლური კაპარჭინა (Abramis brama orientalis), სქელშუბლა  (Hupophtalmichtus molitrix), თეთრი ამური – (Ctenopharyngodon idella), ჭანარი  (Barbus capito) და სხვა.

9. კლდოვანი კირქვიანი ეკოსისტემების ლანდშაფტი:

ა) ლანდშაფტი დედოფლისწყაროს მიდამოებში მდებარეობს და მოიცავს არწივის ხეობას, რომელიც ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიაა. ლანდშაფტი კირქვიანი კლდეებისგან შექმნილი ვიწრო კანიონისებრი ხეობაა, იგი მიეკუთვნება ლოკალური ტიპის ლანდშაფტს. 

ბ) აქ წარმოდგენილია შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ჰაბიტატი და უშუალოდ კირქვიანი კლდეების ჰაბიტატი. ეს უკანასკნელი ორი ვიწრო ლოკალური ენდემური მცენარის - კახეთის მაჩიტისა (Campanula kakhetica) და Galium praemontanum-ის ჰაბიტატია. აღნიშნული სახეობები მხოლოდ დედოფლისწყაროს მიდამოების კირქვიანებიდანაა ცნობილი. აქვე გვხვდება კავკასიის ენდემი Thymus kariaginii.

გ) ლანდშაფტის  ციცაბო კლდეები დიდი მტაცებელი ფრინველების: სვავის (Aegypius monachus), გავაზის (Falco cherrug), ბექობის არწივის (Aquila heliaca), ფასკუნჯის (Neophron percnopterus), ორბის (Gyps fulvus) ჰაბიტატია.

დ) არწივის ხეობაში  ასევე ბინადრობენ დიდი თეთრი ყანჩა (Ardea alba), მცირე თეთრი ყანჩა  (Egretta garzetta), რუხი წერო (Grus grus), შავი ყარყატი (Ciconia nigra). ხეობა კოლხური ხოხბის  (Phasianus colchicus) ჰაბიტატიცაა. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება მგელი, მელა და სხვა.

ე) გარდა განხილული ლანდშაფტებისა, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება ე.წ. ,,არეულები”. მას მიეკუთვნება მშრალი და ძალიან ღრმა და ვიწრო ხეობების ის ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, არიდული მეჩხერი ტყეებისა და მეორე მხრივ, მთისწინების უდაბნოსა და ფრიგანისებური მცენარეულობის ერთგვარი ,,ნაზავია”. დამახასიათებელია ეროზირებული ფერდობები, უმეტესად თიხაქვიშების, ქვიშაქვებისა და თიხნარების მოზაიკური მონაცვლებით. აქ რელიეფურ-ედაფური პირობების გამო ვერც ერთი ლანდშაფტის მცენარეულობა ვერ აღწევს გაბატონებას. ამის შედეგად სხვადასხვა ჰაბიტატისათვის დამახასიათებელი მცენარეები უსისტემოდაა ერთმანეთის გვერდ-გვერდზე გავრცელებული.

ვ) არეულები წარმოადგენს კაკბის (Alectoris chukar) მნიშვნელოვან ჰაბიტატს. აქ ასევე ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus) და ველის კაკაჩა (Buteo rufinus) ბინადრობს.

ზ) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ცალკე ლანდშაფტად შეიძლება განვიხილოთ უძრახელიანი, რომლის მცენარეული საფარი უძრახელიანი ფორმაციითაა (Caraganeta grandiflorae) შექმნილი. მის ძირითადი არეალი  ნათლისწყლის ხეობასა და ყუმროს მოიცავს, სადაც, არცთუ იშვიათად, ფერდობების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. განვითარებულია თიხნარი ნიადაგები. დამახასიათებელი მცენარეებია: Stipa lessingiana, Agropyron pectinatum, Reaumuria alternifolia, Artemisia lerchiana, Stipa caspia, Stachys fruticulosa, Ferula szowitsiana, Crinitaria villosa, Tulipam eichleri და სხვა.

თ) უძრახელიანი კაკბის, გიურზის და სხვა  ცხოველის ჰაბიტატს წარმოადგენს.

ი) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ძირითადად ნათლისწყლის ხეობაში გვხვდება ჰიგროფილური (ჭარბტენიანი) ლანდშაფტების მონაკვეთები. ისინი უმეტესად წარმოდგენილია ლელისა (Phragmites australis) და ლერწმის (Arundo donax) მცენარეული თანასაზოგადოებებით. 

კ) ამ ლანდშატის ერთ-ერთ ესთეტიურ ფასეულობას წარმოადგენს ტახტი-თეფას ბუნების არაორგანული ძეგლი, რომელიც მიეკუთვნება ლოკალური ტიპის ლანდშაფტს. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, ტახტი-თეფას სერზე ზღვის დონიდან 620 მ-ის სიმაღლეზე. ვულკანი რამდენიმე მეტრის სიმაღლისაა, მოთავსებულია ქედის მწვერვალზე. გორაკის თავზე ტალახის მრგვალი კრატერია, დიამეტრით 3.5 - 4 მეტრი. კრატერი, მის გარშემო პატარა ზომის ქარის ხვრელებთან ერთად, მუდმივად აქტიურია. აღნიშნული ხვრელებიდან (ჯამში 40-50) ტალახი, ნავთობი და გაზი გამოდის, ზოგჯერ გამოსული მასა ერთიანდება და ჩამოედინება ხეობაში. გორაკის ფართობი ერთ ჰექტარს აღემატება, თავად ის და მისი შემოგარენი თიხაქვიშისა და თიხისაგან არის შექმნილი. აქ გვხვდება სხვადასხვა ჰალოფიტი მცენარე: Suaeda sp., Petrosimonia brachiati,  Gamenthis pilosus, Limonium meyeri და სხვა, მაშინ როდესაც ვულკანის ფერდობები დაფარულია ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზებით.

 

მუხლი 11. გეოლოგია და ჰიდროლოგია

1. დაცული ტერიტორიების  და მისი მიმდებარე რელიეფი შედგება ნეოგენისა და მეოთხეული პერიოდის ნარიყი ლოდებისაგან. ზედაპირის კირქვა გამოდის არწივის ხეობის ბუნებრივ ძეგლთან. რეგიონის ტექტონიკურ შემადგენლობას ახასიათებს ვიწრო ანტიკლინები და კავკასიის ზოგადი გაშლილი დამრეცი მიმართულება, რომელიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ნაპრალებით. მორფო-სტრუქტურულ ფორმებში მნიშვნელოვანია: გამოფიტული დაბლობები, მდინარის ტერასები, ზედაპირები, ვიწრო ხეობები, ალესილები, ფსევდო-კარსტები, ტალახოვანი ვულკანები, დენუდაციური შთენილები და სხვა. კლიმატის მშრალმა პირობებმა განაპირობა რელიეფის გარკვეული ფორმები. დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი გეოლოგიურად აღსანიშნავი მახასიათებელია ტახტი-თეფას ტალახის ვულკანის ბუნების ძეგლი. ვულკანი მდებარეობს ტახტი–თეფას სერზე  არის ერთი, მრგვალი ფორმის ტალახის კრატერი 3,5 – 4 მეტრი დიამეტრის. კრატერი და მის გარშემო არსებული მცირე ზომის სასუნთქები მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია. ტალახი, ნავთობი და გაზი გადმოედინება საჰაერო ღრმულებიდან, გადმოდენილი ტალახი ხანდახან უერთდება მას და ერთ ნაკადად გადმოედინება ხეობაში. 

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონი ყველაზე მშრალი და უწყლო ტერიტორიაა საქართველოში. მთავარი ჰიდროლოგიური არტერია დაცულ ტერიტორიებზე არის მდინარე ალაზანი, მასთან შედარებით მცირე ზომისაა მდინარე ლეკისწყალი იგივე მლაშე წყალი. ეს მდინარეები მთელი წლის განმავლობაში წყალუხვობით გამოირჩევიან. დაცულ ტერიტორიაზე ალაზანს არ უერთდება არც ერთი მნიშვნელოვანი სიდიდის მდინარე. ალაზნის არტერიული აუზის მომარაგებაში გადამწყვეტი როლი აკისრია ალაზნის ველს, რომელიც შეიცავს გრუნტის სუფთა წყლის დიდ მარაგს. პანტიშარას ხეობის დასაწყისში და ვაშლოვანის ბოლოში გამომავალი ძალიან მცირე დებიტიანი მლაშე წყაროები ადგილზევე შრება. მამაჩაის, პანტიშარას ხევის, დათვის ხევის, ალფადარას, ღორისწყლის (ტახისწყალი), ბაწილოს ხევის, ყუმუროს ხევის კალაპოტი წლის უმეტეს დროს მშრალია. წყალი მათში მოედინება მხოლოდ წვიმების დროს, რომელიც ხშირად ღვარცოფების სახეს იღებს.

 

მუხლი 12.  კლიმატი

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11.6oC-ია (აგვისტოში – 23.8 oC, იანვარში – 0.5 oC). ზაფხულში ტემპერატურა 35-40 oC  აღწევს, რომელიც ხანგრძლივ მშრალ პერიოდებთან ერთად ხშირად იწვევს გვალვას. ჩანაწერების მიხედვით დედოფლისწყაროს საშუალო წლიური ტემპერატურა  0.6 oC-ით მეტია 1955 წელთან შედარებით.  შესაბამისი ცვლილებები შეინიშნება აბსოლუტურ უკიდურეს ღირებულებებში.  კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესი აისახება აბსოლუტურად მაქსიმალური ტემპერატურის ზრდაში, რომელიც იწვევს ხშირ გვალვებს. გვალვების სიხშირე 1980-2007 წლებში იყო 22%-ით მაღალი 1952-1979 წლებთან შედარებით. საქართველოს მეორე ეროვნული კომუნიკაცია გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილების შესახებ აცხადებს, რომ დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფლორისა და ფაუნის ენდემურ სახეობებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მონიტორინგში, რადგანაც ცვლილებები დაცულ ტერიტორიებზე არსებულ მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი.

 

მუხლი 13. ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალი

1. დედოფლისწყაროს რეგიონი ბუნების და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის კერაა, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შიგნით და მის ტერიტორიებს გარეთაც ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. 

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტებმა და ბუნებრივმა მემკვიდრეობამ, ასევე ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულმა მომსახურებამ, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორის მეტი დაინტერესება გამოიწვია. ერთმანეთის მონაცვლე, დახრამული ციცაბო ფერდობებით, უფსკრულებითა და მშრალი ხეობებით, იშვიათი მცენარეთა სახეობებითა და საკმლის ხეებით, ჭალის ტყეებითა და არაორგანული ტალახოვანი ვულკანებით მდიდარი ტერიტორია უამრავი ადამიანის ყურადღების საგანი გახდა. მოთხოვნილება საგრძნობლად გაიზარდა გასულ წლებთან შედარებით. ინტერესთა სფეროსა და მოთხოვნილების სწრაფმა ზრდამ სხვადასხვა სახასიათო ტურების ორგანიზების საჭიროება გამოავლინა. დღეისათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სთავაზობს ტურიზმის შესაძლებლობების ფართო სპექტრს, მათ შორისაა: ფრინველებზე დაკვირვება, ბოტანიკური ტურები, სათავგადასავლო ლაშქრობების მოწყობა, ჯიპტურები, ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერება, ღამის გასათევი ადგილები (კარვებსა და ბუნგალოებში), საპიკნიკე ადგილები, სამოყვარულო თევზაობა მდინარე ალაზანზე, ფოტოტურები და სხვა.

3. რეკრეაციული თვალსაზრისით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით გამოირჩევა ადრე გაზაფხულზე და გვიანი შემოდგომის პერიოდში, მაშინ როდესაც საქართველოს თითქმის  მთელს ტერიტორიაზე შეინიშნება საკმაოდ დაბალი ტემპერატურა, ხოლო აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა კომფორტული თბილი კლიმატით. გარდა აღნიშნულისა, განსაკუთრებული რეკრაციული ღირებულებებით გამოირჩევა ღვიის კორომები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საუკეთესო ადგილია, სადაც 1 ჰა ღვიის კორომი დაახლოებით 30 კგ-მდე ფიტოციდებს გამოყოფს, რაც საკმარისია დიდი ქალაქის ატმოსფეროს ბაქტერიებისაგან გასაწმენდად.

 

მუხლი 14. ტრადიციული საქმიანობა და ბუნებრივი რესურსების  მდგრადი გამოყენება

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებით ტრადიციულად  ძირითადად  სარგებლობენ მომთაბარე თუში მეცხვარეები, მეჯოგეები და მწყემსები, ასევე ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

 2. მომთაბარე მეცხვარეობა ტრადიციული საქმიანობაა. ვაშლოვანის ეროვნული პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივი საძოვრებისაგან შედგება, რომლებსაც შემოდგომასა და ზამთარში სულ 45 ფერმა (31 ფერმა ტრადიციული გამოყენების ზონაში, აქედან 1 ფერმა უშუალოდ სახელმწიფო ნაკრძალის საზღვარზეა განლაგებული, 6 ფერმა აღდგენის ზონაში, 8 ფერმა მართვადი დაცვის ზონაში)  იყენებს და მათ დაახლოებით 22 000 ცხვარი, 160 ცხენი, 1000 ძროხა ჰყავთ ჯამში.

3. ყოველწლიურად, გაზაფხულიდან მეცხვარეები კავკასიის (თუშეთის) საზაფხულო საძოვრებზე გადადიან. ფერმების შენობების უმეტესობა პრივატიზებულია. გაყიდვისთვის წარმოებული ძირითადი პროდუქტია: გუდის ყველი, ხორცი, თექა და მატყლი (შალი), ამჟამად ქვეყანასა და რეგიონში საბაზრო მოთხოვნილება გუდის ყველზე საკმაოდ მაღალია. ფართო მასშტაბით თექისა და მატყლის (შალის) გაყიდვა დამოკიდებულია ქვეყანასა და რეგიონში შესაბამისი წარმოების ამუშავებაზე. თუშები მცირე რაოდენობით თექას და მატყლს  იყენებენ ტრადიციული ხელნაკეთობების (ხალიჩები, წინდები, ჩანთები, მოსახვევები, თავსაბურავები, ფაჩუჩები) და სხვა საოჯახო საჭიროებებისათვის.

4. მომთაბარე მწყემსები (თუშები) მისდევენ ცხენების მოშენებას, გაყიდვას ან გაქირავებას. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში (მდინარე ალაზანზე) მდებარეობს ერთი ფერმა, რომელიც 160 ცხენს ფლობს. პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე ამავე ზომის კიდევ ორი ფერმაა.

5. მწყემსების ნაწილი არ ეწევა მომთაბარე ცხოვრებას. პარკში დაახლოებით 4 ფერმა არის განლაგებული, სადაც 1 000 ძროხაა. გაყიდვისთვის წარმოებული ძირითადი პროდუქციაა ხორცი და რძე.

6. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მომუშავე ფერმერების გარდა, მესაქონლეები და მიწათმოქმედები საქმიანობენ დაცული ტერიტორიების უშუალოდ მოსაზღვრე მიდამოებში (საზღვრის მთელ გაყოლებაზე). მესაქონლეები, უმთავრესად, თუში მეცხვარეები არიან (17 ფერმერი, 85 დასაქმებული ადამიანი, 25 000 – 30 000 ცხვარი). მიწათმოქმედები (რომლებსაც მოჰყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, მზესუმზირა, სიმინდი) მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან არიან: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (გამარჯვება, დედოფლისწყარო,  ზემო ქედი, არხილოსკალო, საბათლო; ჯამში 3 000 ჰა, დაახლოებით 60 ადამიანი დასაქმებული), ახმეტისა (ზედა და ქვედა ალვანი, ჯამში 700 ჰა, დაახლოებით 15 ადამიანი) და თელავის მუნიციპალიტეტიდან (ლალისყური, ჯამში 200 ჰა, 5 ადამიანი). მათ მოსავალს დამატებით საკვებად ხშირად იყენებენ გარეული ცხოველები (ღორი, დათვი), რასაც საკმაო ზიანი მოაქვს ფერმერებისთვის.

7. მეთევზეები თევზის ჭერისთვის აქტიურად იყენებენ მდინარე ალაზანს, სადაც ნებადართულია სპორტული და სამოყვარულო თევზაობა პირადი მოხმარებისთვის. დაცული ტერიტორიების შექმნის შემდეგ უკანონო თევზჭერის მხოლოდ ერთეული ფაქტია დაფიქსირებული.

8. ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად სარგებლობს სათბობი შეშით, სადაც სოფელ საბათლოს მოსახლეობამ 2007-2010 წლების განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ალაზნის ჭალის ტერიტორიებიდან ისარგებლა აკაციის პლანტაციებით და ზეხმელი და ქარქცეული ხეების სახით 1 315 მ3 საშეშე ხე-ტყით, გარდა ამისა, შეშით სარგებლობს ტრადიციული გამოყენების ზონაში მცხოვრები მწყემსები, რომლებიც წივასთან ერთად სათბობად იყენებს ვაშლოვანის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებულ ნაყარ ხმელ ფიჩხს.

 

მუხლი 15. ისტორიულ-კულტურული ღირებულება

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს ისტორიულ კუთხეში – ქიზიყში მდებარეობს; ეს ადგილი ამ სახელით ცნობილია მე-15 საუკუნიდან, მაშინ როდესაც უფრო ძველ წყაროებში (ჩვ. წ. აღ-მდე I ს. – I ს. ჩვ. წ. აღ-ით სტრაბონის თანახმად), ის მოიხსენიება როგორც კამბეჩოვანი. აქ ბევრია ისტორიული-კულტურული ძეგლი, მათ შორის აღდგომის გუმბათოვანი ტაძარი (X ს.) სოფელ ოზაანის მახლობლად, ხორნაბუჯის ციხე, ბოდბეს და ხირსას მონასტრები, ბოდბეს მღვიმის კომლექსი, ნინოწმინდის ანსამბლი (VI ს.), თამარის კოშკი და წმინდა ელიას ეკლესია. VI ს-ის ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე დედოფლისწყაროში, 5 ათასი წლის კამბისენას არქეოლოგიური ძეგლის ნანგრევები, არქეოლოგიური ცენტრი სოფელ თავწყაროსა და ფიროსმანის მუზეუმი სოფელ მირზაანში (სადაც ფიროსმანის ნახატების დიდი რაოდენობაა განთავსებული) (დაცულ ტერიტორიებზე განლაგებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები დანართი N11).

2. დაცულ ტერიტორიებზე თავმოყრილია ბიომრავალფეროვნების მრავალი თაობის ხელუხლებელი მემკვიდრეობა. ოდითგანვე განსაკუთრებულ სულიერ სამოღვაწეო ადგილებად ითვლებოდა უდაბნოს და ნახევარუდაბნოს ბუნებრივი ადგილები. ამჟამად აქ აღწერილია ორი სამონასტრო კომპლექსი, ერთი ტაძარი, დაყუდებული და განდეგილი ბერების მრავალი კელია-გამოქვაბული. განსაკუთრებულია უძველესი ფოთლოვანი საკმევლის ხე (400-500 წ). მისი მერქნის ზეთოვანი გამონადენი, ბუნებრივად დაძველებული სახით წარმოადგენს საეკლესიო მსახურებაში გამოსაყენებელ საკმეველს. მას ზებუნებრივი განსაკუთრებული სურნელი და ხარისხი აქვს. წარსულში ასეთ გარემოში შეგროვილ საკმეველს იყენებდნენ ამ ადგილებზე ღვთის მსახურებაში მოღვაწე ბერები და სასულიერო პირები. 

3. დაცული ტერიტორიების უმრავლესობა, გარდა შეუფასებელი ბუნებრივი ღირებულებისა, მოიცავს ქვეყნის უძველესი კულტურის კვალს. ვაშლოვანი ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია: აქ ადამიანის ცივილიზაციის უძველესი კერებია, როგორც ძველი წელთაღრიცხვის ნაქალაქარებისა და ნასოფლარების სახით (ქალაქი ხორანთა, სოფლები უფადარა და ყალადარა), ასევე შემდგომი პერიოდის საეკლესიო (შავი მთის მონასტერი) და საფორტიფიკაციო ნაგებობების სახითაც (ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, ჭოეთის ციხე-სიმაგრე, პანტიშარის და მიჯნის ყურის ხეობების საგუშაგოები). დაცულ ტერიტორიაზე გადის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი (ნათლისწყლის ხეობა, ყუმურო, ელდარის დაბლობი). საგულისხმოა, რომ ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შეუსწავლელია და ამ მხრივ საკმაოდ დიდია საინტერესო მომავალი აღმოჩენების პერსპექტივები.

4. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში ადვილად შესამჩნევია ზღვის მოლუსკების შემონახული ნიჟარები. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან, ჯერ კიდევ იმდროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული.

5. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დათვის ხევში წარმოდგენილია სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვალი (ყველაზე დიდი არის ბეჭის ძვალი 87 სმ, რომელიც 2 000 000 წლით თარიღდება).

 

მუხლი 16. ეკოსაგანმანათლებლო პოტენციალი

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთათვის მიმზიდველია არა მხოლოდ ეკოტურისტული და რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტია სამეცნიერო კვლევების  წარმოებისთვისაც. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოტანიკური თვალსაზრისით, ასევე ზოოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, დაცული ტერიტორიების ენტომოფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ ახალ და იშვიათ სახეობას მოიცავს.

2. ადმინისტრაცია თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასა და უნივერსიტეტთან, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სკოლების მოსწავლეები ახორციელებენ ეკო-ტურებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი - არწივის ხეობაში, რაც საშუალებას აძლევთ მათ ადგილზე შეისწავლონ ბუნებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოუყალიბდეთ  ბუნებაში და ექსტრემალურ პირობებში  ქცევის წესები.

3. ადმინისტრაცია აქტიურად  თანამშრომლობს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის უნივერსიტეტთან, ქუთაისის სუბტროპიკული მეურნეობის სახ. უნივერსიტეტთან, სამხატვრო აკადემიასთან.

4. ადმინისტრაცია თანამშრომლობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ 15 საჯარო სკოლასთან, ტარდება შეხვედრები, ლექცია-სემინარები. სკოლებისათვის მომზადდა დოკუმენტური ფილმი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თემატიკით, ასევე ფოტოკოლაჟი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების, ფაუნისა და ფლორის შესახებ.

5. ადმინისტრაცია თანამშრომლობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან, რომელთან ერთად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება.

6. ადმინისტრაცია თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან ,,არწივის ხეობა” და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ,,ნაკრესი”.

 

მუხლი 17. საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას ადმინისტრაციისათვის. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას და ცნობიერებას დაცული ტერიტორიების და მასში  მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას.

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები 2003 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ხერხს იყენებს, როგორიცაა დაცული ტერიტორიებისა და  ეროვნული პარკის  ვებ- გვერდი, საინფორმაციო ბროშურებისა და ბუკლეტების ბეჭდვა და გავრცელება. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე სტატიების გამოქვეყნება ადგილობრივი და ცენტრალური პრესის საშუალებით.  ასევე ინფორმაციის განთავსება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში, ღონისძიებების გაშუქება ადგილობრივი და ცენტრალური ტელევიზიით. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ თემატური ფილმებისა და ვიდეო რგოლების მომზადება.  სარეკლამო რგოლების მომზადება და რეკლამირება ცენტრალური ტელევიზიების მეშვეობით. ტურისტულ ბაზრობებში მონაწილეობა,  შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაცნობითი ტურების მოწყობა მედიის, სასწავლო დაწესებულებების და ტურ-ოპერატორებისათვის,  თანამშრომობა სასწავლო დაწესებულებებთან, თანამშრომლობა რეგიონში არსებულ პარტნიორებთან,  სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა.

 

მუხლი 18. სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენს ნავთობი და კირქვა. სამრეწველო საწარმოებიდან უნდა აღინიშნოს სს „არწივის ხეობა“, რომელსაც შეუძლია დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა კირქვის წარმოება წელიწადში. კირქვას აწარმოებს ასევე შპს „რუსთავცემენტი“ და შპს „კალციტი“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავთობის მარაგის დაზვერვისა და მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს ფრონტერა „ისტერნ ჯორჯია“.

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მემინდვრეობა და მეცხოველეობა. მემინდვრეობიდან განსაკუთრებით განვითარებულია მარცვლეული კულტურების (ხორბალი, შვრია და ქერი), მზესუმზირის, მცირე სიმინდის,  წარმოება და გადამუშავება, ხოლო მეცხოველეობიდან მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება და რძის გადამუშავება. საწარმოებიდან აღსანიშნავია: მინი რძის გადამამუშავებელი, მინი ზეთის სახდელები, მცირე წარმადობის წისქვილები, 15 სკოლა, 1 დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფო  და 4 სოფლის ამბულატორია. 3 საბავშვო ბაღი, 1 კულტურის სახლი,  დაახლოებით 10 საოჯახო სასტუმრო,  მოქმედი რკინიგზა დამაკავშირებელი შპს-ებთან, ქალაქისა და სოფლების მოსახლეობა სულ 30 000-ია, ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა შეადგენს 15000 კაცს.  მუნიციპალიტეტში სახნავი მიწის ფართობი 47 040 ჰა-ს შეადგენს და ყოველწლიურად მარცვლეული და ტექნიკური კულტურები ითესება.

 

თავი III

დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები

 

მუხლი 19. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ცნობილია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე თავისი მრავალფეროვნებით და მცენარეულობის ტიპებისა და ჰაბიტატების სიმდიდრით და ასევე ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით. დაცული ტერიტორია არის ადგილი, სადაც ადამიანის მხრიდან მინიმალური დაცვითი ღონისძიებებით  ტერიტორია ბუნებრივ მდგომარეობაში ვითარდება. ხოლო ადამიანის ქმედებების შედეგად დეგრადირებული ჰაბიტატები აღდგენილია ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოებული სახით. დაცული ტერიტორიების გეოლოგიური მახასიათებლები და პალეონტოლოგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ადგილები დაცულია.

2. სახეობათა პოპულაციები, რის გამოც დაცული ტერიტორია ცნობილია, ჯანსაღ მდგომარეობაშია. სახეობები, რომელთა რაოდენობაც ადამიანის საქმიანობის შედეგად შემცირებული იყო, აღდგენილია იმ მდგომარეობამდე, როდესაც მათ გადაშენებას საფრთხე არ ემუქრება დაცულ ტერიტორიებზე. 

3. დაცული ტერიტორიაზე სწორი მენეჯმენტის გამო მიმდინარეობს ბუნებრივი რესუსების მდგრადი სარგებლობა. კვლავ აქვს ადგილი მესაქონლეობას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და იგი ეფუძნება საძოვრების მდგრადი მენეჯმენტის სისტემას; ტრადიციული კავშირი თუშეთსა და ვაშლოვანს შორის შენარჩუნებულია და გამოიხატება საქონლის (ცხვრის) სეზონურ გადაადგილებაში მთასა და ბარს შორის.

4. საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, რათა ისიამოვნონ მისი ბუნებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, შემეცნებითი, სათავგადასავლო, სამეცნიერო კვლევითი, არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური ტურებით. ვიზიტორები მონაწილეობენ ისეთ ტურისტულ აქტივობებში, როგორიცაა: ზოოლოგიური ტურები, მათ შორის ფრინველებზე დაკვირვება, ბოტანიკური ტურები, სპორტული თევზაობა, აგროტური და სხვა.  ადგილობრივი მოსახლეობა და დაცული ტერიტორიები სარგებლობენ ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლით. დაცული ტერიტორიები ასევე არის ადგილი, სადაც ადამიანები სწავლობენ ბუნებას, ეკოლოგიურ პროცესებს და ადამიანის მათზე დამოკიდებულებას.

5. თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებზე პასუხისმგებელ სახელისუფლებო უწყებებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს  ბუნებრივი ლანდშაფტების და მათთან დაკავშირებული სახეობების უფრო ეფექტური კონსერვაცია. ასევე თანამშრომლობენ ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხებში, აგრეთვე ტრანსსასაზღვრო ტურისტული მარშრუტის ამოქმედებაში, როგორიცა ჯომარდობა მდინარე ალაზანზე, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება.

6. ადმინისტრაციას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საპატრიარქოსთან - ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიასთან. ეპარქია ჩართულია დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საგანამანათლებლო და კულტურული მემკვიდრობის შენარჩუნების საქმიანობაში, რესურსების მართვაში. ადმინისტაციის და ეპარქიის მიერ ერთობლივად დაინერგა სამომლოცველო ტურები, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებში.

7. დაცული ტერიტორიების მართვა იგეგმება და ხორციელდება ეფექტური ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც აქვს საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურა, ასევე საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი  თანამშრომლების აუცილებელი რაოდენობა. ადმინისტრაცია ახორციელებს კარგად შემუშავებულ მონიტორინგის სისტემას: სისტემიდან მიღებული ინფორმაცია გამოყენებულია მართვის ეფექტურობის გასარკვევად და მართვის სტრატეგიების შესასწორებლად.

 

მუხლი 20. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის  და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

აღდგენილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციები, ესენია: ჯეირანი და ჯიქი.  დაცულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ვოლიერები. გამოვლენილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული მცენარეები: საკმლის ხე, აკაკი, ღვიები, სახოკიას და დემეტრის ბერყენები, ევფრატის ვერხვი (თურანულა) და სხვა,  რეპრეზენტატული ადგილები, სადაც მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და ჩასმულია ბოტანიკურ ტურებში. შექმნილია სანერგეები, სადაც გამოყავთ ზემოაღნიშნული სახეობები და ხელს უწყობენ მათ გამრავლებას. 

 

მუხლი 21. განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი  საველე პირობების შექმნასთან დაკავშირებული მიზნები

გამოვლენილია მერქნიან მცენარეთა იშვიათი ეკოსისტემები და საკვანძო ფლორისტულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები, სადაც მოწყობილია მუდმივი სანიმუშო ფართობები, დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამაყაროს საბინადრო ადგილებში დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, ზოგიერთი სახეობა სატელიტური საყელოებით არის აღჭურვილი, დაწყებულია მათ გადაადგილებებზე მონიტორინგი, შექმნილია დარგოლვისათვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და შეძენილია სპეციალური აღჭურვილობა, შექმნილია ელექტრონული მონაცემთა ბაზა და დანერგილია ცხოველების: ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების თანამედროვე აღრიცხვის მეთოდები.

 

მუხლი 22. ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები

შექმნილია თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ინფრასტრუქტურა, როგორც დაცულ ტერიტორიაზე, ასევე მის დამხმარე ზონაში. მოწყობილია სათანადო რაოდენობის ოჯახური სასტუმროები. ტრადიციული გამოყენების ზონაში მოწყობილია თანამედროვე ბიოფერმები, ზოგიერთ მათგანში შესაძლებელია ტურისტების განთავსება. დამყარებულია თანამშრომლური  ურთიერთობები კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ტურისტულ სააგენტოებთან, ინფორმაცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ გავრცელებულია საერთაშორისო მნიშვნელობის საიტებსა და საინფორმაციო ლიტერატურაში. დანერგილია ტურები ისტორიულ-კულტურული ძეგლების ჩართვით.

 

მუხლი 23. ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობასთან და თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურულ გარემოს  შენარჩუნებასთან დაკავშირებული მიზნები

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დიდი ნაწილი, ნათელი ტყეები, სტეპებისა და ნახევარუდაბნოს ეკოსისტემები საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად გამოიყენებოდა საზამთრო საძოვრებად. XX საუკუნეში საბჭოთა ეკონომიკის დროს ეკოსისტემებმა დეგრადაცია განიცადეს საძოვრების არაადეკვატური გამოყენების გამო, თუმცა დღემდე ინარჩუნებენ თვითაღდგენის მაღალ პოტენციალს. 

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს ბუნებასა და ადამიანს შორის ამ რეგიონში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ჰარმონიული ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითსა და ლოგიკურ შედეგს - შენარჩუნებული და, თუ მიზანშეწონილი და შესაძლებელია, აღდგენილია: ბუნებრივი რესურსების (პირველ რიგში საძოვრების) მდგრად გამოყენებაზე დაფუძნებული ტრადიციული საქმიანობები, რაც ხელს არ უშლის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გენოფონდის ეფექტურ და გრძელვადიან შენარჩუნებას. 

3. მრავალი წლის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტყეები ადგილობრივი მოსახლეობისათვის წარმოადგენდა ხის მერქნული რესურსით სარგებლობის წყაროს. ამჟამად სათბობი შეშით (ფიჩხით) სარგებლობს მხოლოდ ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული ზამთრის ბინები და სოფ. საბათლოს მოსახლეობა. 

4. დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მწყემსებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მეორე მხრივ, ხდება ბუნებრივი რესურსების „არამომხმარებლურ“ გამოყენებაზე დაფუძნებული ალტერნატიული შემოსავლების (მაგ. წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმი) და რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა.

5. მდინარე ალაზანზე განვითარებულია მდგრადი სპორტული და სამოყვარულო თევზაობა. 

 

მუხლი 24. ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები

1. დაცულ ტერიტორიაზე სწორი მენეჯმენტის საფუძველზე მიმდინარეობს ბუნებრივი რესუსების მდგრადი სარგებლობა. კვლავ აქვს ადგილი მესაქონლეობას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და იგი ეფუძნება საძოვრების მდგრადი მენეჯმენტის სისტემას; ტრადიციული კავშირი თუშეთსა და ვაშლოვანს შორის შენარჩუნებულია და გამოიხატება საქონლის (ცხვრის) სეზონურ გადაადგილებაში მთასა და ბარს შორის.

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტყეების ინვენტარიზაციის საფუძველზე და ტყის რესურსების მდგრადი სარგებლობისა და ტყეების კონსერვაციის პრინციპებზე შედგენილი ტყის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულია  საშეშე მერქნის რაოდენობა. 

 

მუხლი 25. ადმინისტრაციის განვითრებასთან დაკავშირებული მიზნები

1. თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებზე პასუხისმგებელ სახელისუფლებო უწყებებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიური ლანდშაფტების და მათთან დაკავშირებული სახეობების უფრო ეფექტური კონსერვაცია. ასევე თანამშრომლობენ ისეთი ტრანსსასაზღვრო ტურისტული მარშრუტის ამოქმედებაში, როგორიცაა ჯომარდობა მდინარე ალაზანზე.

2. ადმინისტრაციას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საპატრიარქოსთან - ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიასთან. ეპარქია ჩართულია დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე საგანამანათლეობლო და კულტურული მემკვიდრობის შენარჩუნების საქმიანობაში, რესურსების მართვაში. ადმინისტაციის და ეპარქიის მიერ, ერთობლივად დაინერგა სამომლოცველო ტურები, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებში. დაცული ტერიტორიების მართვა იგეგმება და ხორციელდება ეფექტური ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც აქვს საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურა, ასევე საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი თანამშრომლების აუცილებელი რაოდენობა. ადმინისტრაცია ახორციელებს კარგად შემუშავებულ მონიტორინგის სისტემას: სისტემიდან მიღებული ინფორმაცია გამოყენებულია მართვის ეფექტურობის გასარკვევად და მართვის სტრატეგიების შესასწორებლად.

 

მუხლი 26. მენეჯმენტის გეგმის ზოგადი პრინციპები

დაცულ ტერიტორიებზე გავლენას ახდენენ  მრავალმხრივი ბუნებრივი მოვლენები და პროცესები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დაცული ტერიტორიების განსაკუთრებულ ფასეულობაზე განხორციელებული მოკლე და გრძელვადიანი გავლენები, რომელთა შორის აღსანიშნავია ბუნებრივად და ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები და კლიმატის ცვლილება. ადმინისტრაციამ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი და ერთის მხრივ, ნება დართოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის განსასაზღვრად ბუნებრივი პროცესების განვითარებას და მეორე მხრივ,  ყურადღება გაამახვილოს იმ განსაკუთრებულ ფასეულობებზე, რომლის დაცვაზე, კონსერვაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტო მართავს დაცულ ტერიტორიებს შემდეგი ზოგადი პრინციპების შესაბამისად:

ა) ხანძრების აღკვეთა და კონტროლი: პერიოდულად, ბუნებრივად გაჩენილი ხანძრები წარმოადგენენ დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორს. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტი ხშირად აღიარებს, რომ ხანძრები წარმოადგენენ ბუნებრივი პროცესების ნაწილს და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო არავითარი ჩარევა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემთხვევაში უკონტროლო ხანძრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას იმ ეკოლოგიურ ფასეულობებს, რომლებიც მეტად დაფასებულია ვიზიტორთა მზარდი რაოდენობისაგან, კერძოდ, ველური მცენარეები და ცხოველები და სასიამოვნო პეიზაჟი, ბუნებრივი რესურსები, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი ადგილობრივი მოსახლეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ადმინისტრაცია გააგრძელებს ქმედებების განხორციელებას, რათა აღკვეთილ და შესუსტებულ იქნეს ბუნებრივად და ხელოვნურად გაჩენილი ხანძრებისაგან მიყენებული ზიანი, ასევე შეამცირებს ადამიანის მიერ ხანძრის გაჩენის და მისგან გამოწვეული ზიანის საფრთხეს (დანართი N5).

ბ) კლიმატის ცვლილებები, მათ შედეგებთან ადაპტაცია და შედეგების შერბილება: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კლიმატი განიცდის ცვლილებას, ამ ცვლილებას ადგილი ექნება მომავალშიც, რაც გამოწვეული იქნება გლობალური დათბობით რაც თავის თავად გამოწვეულია ნახშორჟანგის და სხვა ე.წ. სათბური გაზების ანთროპოგენური ემისიებით. მაკრო და მიკრო გარემო, რომელიც მისაღები და ჩვეულია დაცული ტერიტორიების მცენარეებისა და ცხოველებისათვის შეიცვლება. ვერტიკალური კლიმატური ზონები გადაიწევს მაღლა, მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან ამჟამინდელ პირობებს საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სახეობები, რომლებიც გავრცელებულნი არიან დაბალ ზონაში, გადაადგილდებიან ზემოთ და შეიქმნება ახალი კომპლექსები, ის სახეობები, რომლებიც უკეთესად იქნებიან ადაპტირებულნი ახალ პირობებთან დაცული ტერიტორიების გარედან მიგრირდებიან დაბალ ზონაში. ის სახეობები, რომლებიც გავცელებულია მაღალ ზონაში შესაძლოა გაუჩინარდნენ დაცული ტერიტორიებიდან. ადმინისტრაცია უძლურია წინ აღუდგეს კლიმატის ამ ცვლილებებს. არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციას შეუძლია შეანელოს კლიმატის მავნე გავლენის შედეგი სახეობებსა და ეკოსისტემებზე. მაგ. ძირითადი მერქნიანი სახეობების უფრო მოქნილი გენოტიპების იდენტიფიცირება და გავრცელება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები არსებულ ჰაბიტატებსა და სახეობებში მაინც გარდაუვალია. ადმინისტრაცია გააგრძელებს კლიმატის მონიტორინგს და ხელს შეუწყობს კვლევით სამუშაოებს, რაც შეეხება კლიმატის ცვლილების შედეგს, დაცული ტერიტორიების ჰაბიტატებსა და სახეობებზე და ასევე აწარმოებს დისკუსიებს თუ რა სახით არის შესაძლებელი კლიმატის შედეგებისადმი ადაპტაცია და მისი უარყოფითი გავლენების შესუსტება.

 

თავი IV

დაცული ტერიტორიის სიტუაციური ანალიზი

 

მუხლი 27. ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და მდგრადი სარგებლობა

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაარსებამდე, ეკოლოგიური ფასეულობები მთელი რიგი საფრთხეების ქვეშ იმყოფებოდა:

ა) ტყის ჭრა საშეშე მასალად იწვევდა ტყეების სერიოზულ დეგრადაციას, მონადირეების მიერ უკანონოდ ხორციელდებოდა ნადირის მოპოვება;

ბ) ცხოველები ფრთხებოდნენ მანქანებისაგან, რომლებიც მოძრაობდნენ დაცულ ტერიტორიებზე გამავალ გზებზე; 

გ) აკრძალული საშუალებებით ხდებოდა თევზის მოპოვება მდინარე ალაზანზე, ასევე ადგილი ჰქონდა ველური ყვავილების შეგროვებას, როგორც გასაყიდად, ასევე პირადი მოხმარებისათვის;  

დ) ვაშლოვანის ეროვნული პარკის საზღვრის ფარგლებში ტრადიციული საძოვრები დეგრადირებულია შინაური საქონლის მიერ გადაჭარბებული ძოვების გამო; მწყემსების ძაღლები, რომლებიც იცავენ საქონელს, ამავე დროს აფრთხობენ მსხვილ ძუძუმწოვრებს. მწყემსების მიერ საძოვრების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხდება მათი გადაწვა;

ე) ტურისტების არაადეკვატური მართვით გამოწვეული გავლენა, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ტყის ნობათის მოგროვება, სათუთ ტერიტორიებზე საინფორმაციო ნიშნებისა და ღობეების არარსებობა;

 ვ) დაცული ტერიტორიების საზღვრებთან არსებული  ქვიშის მოპოვება და კირქვის კარიერები აზიანებდა იშვიათი სახეობების და მნიშვნელოვანი ფრინველების საბუდარ ადგილებს. მთლიანი ტერიტორია იყო ნავთობის ძიებასა და მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის საგანი.

2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაარსებამ შექმნა პირობები ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობისათვის. წინა მენეჯმენტის გეგმის საშუალებით საფრთხეებისა და ზეწოლების  გათვალისწინებით განისაზღვრა შემდეგი სტრატეგიები:

ა) ეროვნული პარკის დაყოფა სხვადასხვა ფუნქციონალურ ზონებად, რომლის დროსაც თითოეული ზონისათვის განსაზღვრული იყო სპეციფიკური მიზნები და სარგებლობის წესები;

ბ) კანონის აღსრულების სტრატეგია;

გ) კომუნიკაციის სტრატეგია;

დ) კონსერვაციისა და აღდგენის სტრატეგიები კონკრეტული ჰაბიტატებისა და სახეობებისათვის.

3. წინა მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდში დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონაში სოფ. საბათლოს მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით 2007-2010 წლებში გაიცა 1 314.57კბ.მ. სათბობი შეშა აკაციის პლანტაციებიდან.  2011-2012 წლების ზამთრის სეზონისათვის მოსახლეობისათვის არ მომხდარა საშეშე მერქნის გაცემა, საშეშე რესურსების არარსებობის გამო.

4. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდში აიკრძალა ნადირობა მთელ დაცულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი შეუწყო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გამრავლებას.

5. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდში მდ. ალაზანზე ბრაკონიერული მეთოდებით თევზის უკონტროლოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით აიკრძალა უკანონო თევზაობა. შედეგად ვიზიტორებს მიეცათ საშუალება (წარმატებული) სპორტული თევზაობისა. 

6. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, ბუნების მართვადი დაცვის ზონაში და აღდგენის ზონაში გადაჭარბებული ძოვება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. მეორე მხრივ, შინაური ცხოველები საკვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მტაცებლებისათვის, სწორედ ამიტომ შინაური ცხოველები ეკოსისტემის ნაწილად იქცა. 

7. ვაშლოვანის ეროვნული პარკის აღდგენის ზონაში ქურციკის აღდგენისათვის მოეწყო ვოლიერი. ქურციკების აღდგენა მნიშვნელოვანია  ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისათვის.

8. წინა მენეჯმენტის გეგმით WB/GEF პროქტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან მწყემსის ბინების გადატანა სხვა ალტერნატიულ საძოვრებზე, გარდა ტრადიციული გამოყენების ზონისა. აღნიშნული ქმედება ვერ განხორციელდა.

 

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის რუკა დანართი №3, ჰაბიტატების რუკა დანართი №8;

 

მუხლი 28. ეკოტურიზმი

1. ადმინისტრაციამ WB/GEF - ის დაფინანსებით განხორციელებული საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში უზრუნველყო ტურისტული ინფრასტრუქტურის  კეთილმოწყობა, რომლის შემადგენლობაში შედის: 

ა) ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყაროში, სადაც ხორციელდება ვიზიტორთა ინფორმაციული უზრუნველყოფა პარკის საშუალებებსა და ტურისტულ შეთავაზებებზე, ასევე ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს ვიზიტორთა ცენტრში არსებულ ექსპოზიციებსა და მეტი ინფორმაცია მიიღოს ეროვნული პარკის, მისი შექმნისა და ისტორიის, ფლორისა და ფაუნის, პარკის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ;

ბ) 4 შესასვლელი ინტეგრირებული რეინჯერების სადგურთან (ვაშლოვანის, ცენტრალური შესასვლელის, შავი მთის, კაკლის ყურის დაცვის სადგური). აღნიშნულ დაცვის სადგურებში მოსაწყობია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო კუთხე;

გ) 7 საპიკნიკე ადგილი (დათვის ხევი, ვაშლოვანი, ცენტრალური ბუნგალოები, მიჯნისყურე, ტახისწყალი, შავი მთა, კაკლის ყურე) საპიკნიკე მაგიდებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ტუალეტებით და სანაგვე ურნებით;

დ)  საინფორმაციო ცენტრი (ვიზიტორთა ცენტრი შედგება სასტუმროსგან და საინფორმაციო ცენტრისგან);

ე) დროებითი საცხოვრებელი 7 ადამიანისათვის ადმინისტრაციის შენობაში (სასტუმროში არის 4 ნომერი – ერთი  ერთადგილიანი და ორი ორადგილიანი ნომერი, აგრეთვე ლუქსი ორ ადამიანზე);

ვ) 16 ორკაციანი თავშესაფარი (ბუნგალო), რომელიც მდებარეობს სამ სხვადასხვა ადგილას (ნათლისწყლის ხეობაში 9 ცენტრალური ბუნგალო, მიჯნისყურის ჭალაში  –  6 ბუნგალო, ტახისწყლის ჭალაში – 1 ბუნგალო) (დანართი N4);

ზ) 4 საკემპინგო ადგილი (ვაშლოვანი, შავი მთა, მიჯნისყურე, კაკლის ყურე), თითოეული განკუთვნილი 20 ადამიანისათვის და ცეცხლის დასანთები ადგილით, ტუალეტითა და სანაგვე ურნებით;

თ) 3 ძირითადი სამანქანე გზა ულამაზესი ხედებით;

ი) 3 გადასახედი ადგილი (ერთი მოწყობილი გადასახედი ვაშლოვანში, უსახელოსა და შავი მთის გადასახედი);

კ) 7  სალაშქრო ბილიკი.

2. ადმინისტრაციის მიერ ვიზიტორებისათვის ორგანიზებულია და შეთავაზებულია შემდეგი სახის მომსახურებები:

ა) სათავგდასავლო ლაშქრობები;

ბ) ფრინველებზე დაკვირვება;

გ) საავტომობილო ტურები;

დ) ინტეგრირებული ტურები - (სამანქანე და საფეხმავლო ტურები ერთად);

ე) ხატვა ველურ ბუნებაში;

ვ) ფოტო და ვიდეო სესიები;

ზ) ტრადიციული ხელნაკეთობების გამოფენა;

თ) სპორტული თევზაობა;

ი) ბროშურები და საინფორმაციო მასალა პარკის შესახებ, განახლებული ვიზიტორთა ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი საინტერპრეტაციო დაფებით;

კ) ბუნგალოების, ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს, საკარვე ადგილებისა  და სხვა მომსახურების დაჯავშნა;

ლ) სპეციალური აღჭურვილობის გაქირავება (კარვები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები, ჭოგრიტები);

მ) ეკოსაგანმანათლებლო ტურები - ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიერ შეთავაზებულია სხვადასხვა სახის ეკოსაგანმანათლებლო და შემეცნებითი ტურები ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით;

ნ) კულტურული ტურები - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. ეროვნული პარკის ერთ-ერთი ბილიკი მიჰყვება გზას, რომელიც გამოყენებული იყო ქეთევან დედოფლის მიერ სპარსეთში გამგზავრებისას.  ტური მორგებულია ინდივიდუალურად ვიზიტორთა ჯგუფის ინტერესებს (დანართი N11). 

ო) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ახდენს საინტერპრეტაციო, საინფორმაციო და სხვა მასალებით უზრუნველყოფას.

ვაშლოვანის დაცული  ტერიტორიების ინფრასტრუქტურის რუკა, დანართი N4;

3. ვიზიტორთა აქტივობა დაცულ ტერიტორიებზე:

ა) პარკში პირველი ოფიციალური ტურისტული სეზონი გაიხსნა 2007 წელს და მიღებულ იქნა ვიზიტორთა შედარებით მცირე რაოდენობა – 632 ვიზიტორი. ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და 2012 წელს შეადგინა 7320 ვიზიტორი. ვიზიტორთა 80% წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეებს. უცხო ქვეყნის ვიზიტორებიდან ჭარბობს გერმანიისა და პოლონეთის ქვეყნების მაცხოვრებლები. დანარჩენი ევროპის სხვადასხვა  ქვეყნებიდან, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ტურისტების რაოდენობა აშშ-დან და აზიის ქვეყნებიდან; 

ბ) პარკის ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი არის გაზაფხული და შემოდგომა. სეზონის პიკი არის აპრილი და ოქტომბერი; 

გ) პარკის მოსანახულებლად მთავარი მოტივაცია, როგორც ეს აღნიშნულია ვიზიტორთა გამოკითხვებში, არის: 1. ფლორა, ფაუნა და ბიომრავალფეროვნება, 2. პარკის ლანდშაფტები, 3.მოგზაურობის კარგი და უსაფრთხო შესაძლებლობა, ასევე  ადგილობრივი ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა. ამ კვლევის შედეგები შეესაბამება დღევანდელ ტურისტულ პროდუქტს, რომელსაც  პარკი სთავაზობს ვიზიტორებს.

4. გამომდინარე იქედან, რომ ადმინისტრაციას და მოსახლეობას არ ჰყავთ ცხენები გასაქირავებლად, საცხენოსნო ტურები არ არის შეთავაზებული. ჯომარდობა მდინარე ალაზანზე შეთავაზებული იქნა რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ამჟამად მისი შეთავაზება აღარ ხდება, რადგან მდინარე მდებარეობს საერთაშორისო სასაზღვრო ზონაში. საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოთქვა მზადყოფნა ამ აქტივობის აღდგენაზე სააგენტოსთან ერთობლივი ძალისხმევის საშუალებით.

5. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაარსების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისათვის მომსახურების მიწოდებაში. კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისას ვიზიტორები გიდსა და მძღოლს ადგილობრივი მოსახლეობიდან ქირაობს. ასევე ვიზიტორები ღამის გასათევად ქირაობენ ოჯახური ტიპის სასტუმროებს. მსოფლიო ბანკის დახმარებით მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ქ. დედოფლისწყაროში მოწყობილია 7 საოჯახო სასტუმრო, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 70-მდე ვიზიტორი, გარდა ამისა, დედოფლისწყაროში ფუნქციონირებს  კიდევ 3  სასტუმრო, სადაც  არის შესაძლებლობა 20-მდე ვიზიტორის განთავსებისა. საერთო ჯამში შესაძლებელია 90-მდე ვიზიტორის განთავსება.

6. ეკოტურიზმის განვითარებისათვის ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური ბუნგალოების წყლით უზრუნველყოფის მიზნით მდ. მლაშეწყლიდან 900 მეტრის მანძილზე წყალგაყვანილობის ქსელი მოეწყო. ამჟამად ბუნგალოები სრულად უზრუნველყოფილია ტექნიკური წყლით.

7. მიჯნის ყურის ბუნგალოებისათვის მოეწყო ჭა (ტუმბოთი) და მიუერთდა ბუნგალოების წყალგაყვანილობის ქსელს. ამჟამად ბუნგალოები სრულად უზრუნველყოფილია ტექნიკური წყლით.

8. 2012 წლის ნოემბრის თვეში გარემონტდა ცენტრალურ ბუნგალოებში  სამი ბუნგალო, სამომავლოდ საჭიროა გარემონტდეს დარჩენილი 13 ბუნგალოც.  

9. ტურიზმიდან და ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი:

ა) ეროვნულ პარკში ფასების სისტემა - ამჟამად არ არსებობს ეროვნულ პარკში შესვლის გადასახადი. ვიზიტორები იხდიან გადასახადს მხოლოდ პარკის მიერ მოწოდებული მომსახურებისათვის, როგორიცაა: ღამისთევა სასტუმროში, ტურისტულ თვაშესაფრში, კარავში და აღჭურვილობის ქირაობა. არ არის გადასახადი დაჯავშნაზე. ფასები ფიქსირებულია, თუმცა 10-კაციან ჯგუფებზე არის გარკვეული ფასდაკლება. არ არის განსაკუთრებული შეთავაზება ტუროპერატორებისათვის ან მომსახურების საათობრივი ანაზღაურება; 

ბ) ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაცულ ტერიტორიებში 2007-2012 წლებში შეადგენდა:

 

გ) 2011-2012 წლებში ადმინისტრაციას არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული მომსახურებების მომწოდებლებთან (გიდის მომსახურება, მანქანით მომსახურება). შესაბამისად, შემოსავალი ამ მომსახურებებიდან არ შემოსულა ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. 

10. ტურიზმსა და ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები:

ა) შემოსავალი:

ა.ა) ამჟამად ეროვნული პარკის ტურისტული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი  დაბალია. არ არსებობს შესვლის გადასახადი, ვიზიტორები იხდიან მიწოდებული სერვისის მომსახურებების გადასახადს, როგორიცაა ღამისთევის გადასახადი და  აღჭურვილობის  ქირაობის თანხა;

ა.ბ) იმისათვის, რომ მოხდეს პარკის შემოსავლების ზრდა, საჭიროა შეთავაზებების გაფართოება. უნდა დამზადდეს გასაყიდი პროდუქცია: სუვენირები პარკზე და რეგიონზე, ქუდები და მაისურები ეროვნული პარკის ლოგოთი,  ბროშურები ეროვნული პარკის მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ფილმები ეროვნული პარკის შესახებ, Puzzle-ები ბავშვებისათვის.

ბ) არსებული 15 ტურისტული თავშესაფარი საჭიროებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და არსებული ჰელიოსისტემების განახლებას, აგრეთვე საველე ტუალეტებისა და საშხაპეების  მოწყობას.

 

მუხლი 29. ეკო-განათლება

1. ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილს. პროგრამაში ჩართულები არიან:  სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც მონაწილეობენ ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ეკოსაგანმანათლებლო და გარემოსდაცვით ღონისძიებებში, ხელს შეუწყობს დაცული ტერიტიორიების მდგრად მართვას, ამისთვის საჭიროა სპეციალური ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება სხვადასხვა ასაკის მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

ა) მოსახლეობის ფართო ფენების მიერ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და როლის გაზიარება, როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანის მომავლისთვის და მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის იდეის მხარდაჭერა;

ბ) მოსახლეობის ფართო ფენებში მაღალი ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება;

გ) მოსახლეობის ჩართულობის მაღალი დონე გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;

დ) მოსახლეობის ფართო ფენების თანადგომა დაცულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

2. ველური ბუნების და ეკოსისტემების სრული გაგებისთვის ეკოსაგანმანათლეობლო  პროგრამა ითვალისწინებს ინტერპრეტაციის სხვადასხვა ფორმას. ხაზს უსვამს რა დაცული ტერიტორიების როლსა და მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმიანობაში. პროგრამა მხარს უჭერს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს გარემოს დაცვის შესახებ, ასევე მიზნობრივ და საინტერესო ინფორმაციის გავრცელებას ვიზიტორთა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. 

3. ადმინისტრაცია დაარსების დღიდან თანამშრომლობს დამხმარე ზონის საგანმანათლებლო დაწესებულებთან. ეკოსაგანამანათლებლო პროგრამაში ჩართულები არიან ძირითადად სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. 

4. ყოველწლიურად აქტიურად იმართება ღონისძიებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში სხვადასხვა სახის ეკოლოგიური პრობლემის თემატიკით, როგორიცაა დაბინძურების პრობლემა და ა.შ.  

5. 2003-2005 წლებში ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 90-მა მოსწავლემ და სტუდენტმა ადგილობრივი ხუთი სკოლიდან და თბილისის ერთი უნივერსიტეტიდან. ხოლო 2010 წელს ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა 1 468-მდე (მათ შორისაა 500 – მდე ადგილობრივი სკოლის მოსწავლე და 45 მასწავლებელი), 468 ადგილობრივმა მოსახლემ მონაწილეობა მიიღო დასუფთავების ღონისძიებაში, დაახლოებით 300 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ეკო-ტურებში. 

6. 2010 წელს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობის ეკოსაგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 1 468 ადამიანმა, რაც დაახლოებით 16,3-ჯერ აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს (90 კაცი). 

7. დღევანდელი მდგომარეობით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებში ჩაერთო 17 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტიტეის 5  საჯარო სკოლა, თბილისის 7 საჯარო სკოლა, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი ,,მეტაზოა”.

8. ადმინისტრაციას გააჩნია საჭირო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ნაყოფიერი ეკოსაგანამანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობა აწარმოოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად. ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია საინფორმაციო დაფებით. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ეკოსემინარებს, გაკვეთილებს ველზე, ეკო-თამაშებს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და დონეებზე. ასევე ეწყობა პრეზენტაციები და დოკუმენტური ფილმის ჩვენება -  საქართველოს  დაცულ ტერიტორიებზე.

9. ადმინისტრაციას შესწევს უნარი, რომ სხვადასხვა დაინტერსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაიზარდოს ღონისძიებების და მასში ჩართული ადამიანთა რაოდენობა. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია: ხელმისაწვდომი რესურსები; პროგრამის დასაბუთება იმ კუთხით, თუ როგორ აისახება პროგრამა დაცული ტერიტორიების გრძელვადიან მიზნებზე; პროგრამის განხორციელების ალტერნატიული საშუალებები, ზოგიერთი აქტივობის განსახორციელებლად პარტნიორი ორგანიზაციების დახმარება, მაგალითად, როგორიცაა ,,დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია”, რათა იმ შეზღუდული რესურსებით, რომელიც განსაზღვრულია ადმინისტრაციისათვის, შესაძლებელი იყოს სხვა ღონისძიებების განხორციელება.

10. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ შეიქმნა 2009 წლის 22 სექტემბერს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისის მიერ და შექმნის მომენტიდან აქტიურად ჩაერთო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ორგანიზაციამ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:

ა) ბუკლეტების, ბროშურების, საინფორმაციო ფურცლების გამოცემა, შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან (ადგილობრივი თვითმმართველობა, ფერმერები, მონადირეები) და სხვა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვაში მოსახლეობის ჩართვისა და დაცული ტერიტორიების მიზნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ბ) მეგობართა ასოციაციის წევრები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან ერთად ახორციელებს ბუნების ძეგლის ,,არწივის ხეობის’’ დაცვას იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

 

მუხლი 30. საზოგადოებასთან  ურთიერთობა

1. დაცული ტერიტორიების შექმნის შემდგომ, სააგენტომ და ადმინისტრაციამ განახორციელეს ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული დონის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა გავლენის მქონე უწყებების გათვითცნობიერებას დაცული ტერიტორიების ფასეულობების საკითხებში და ინფორმაციის მიწოდებას იმ პრობლემებზე, რომლებსაც ადმინისტრაცია აწყდება. ღონისძიებები მოიცავდა საზოგადოების ინფორმირებას დაცული ტერიტორიების შესახებ სატელევიზიო და საეთერო გამოსვლების და გაზეთების მეშვეობით, ასევე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებთან  შეხვედრებსა და საუბრებს, მზადდებოდა საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები, მაისურები და სხვა სარეკლამო მასალა.  

2. სააგენტომ შექმნა ერთიანი ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 

3. წინა მენეჯმენტის გეგმა ასევე ითვალისწინებდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის რადიო სადგურს, მაგრამ აღნიშნული არ განხორციელებულა თანხების უქონლობის გამო. წლიურ სოციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით, რომელიც განხორციელდა სააგენტოს მიერ, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებულია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფასეულობებში და აქვს უფრო პოზიტიური განწყობა ადმინისტრაციის მიმართ, ვიდრე ეს იყო დაცული ტერიტორიების შექმნისა და წინა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებამდე. საზოგადოების განწყობის გაუმჯობესებას შესაძლოა ხელი შეუწყო მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებამ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის (მსოფლიო ბანკი/გარემოს გლობალური ფონდი) ფარგლებში, რომელიც დაეხმარა ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო პირობების გაუმჯობესებაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, როგორც ეს უკვე აღინიშნა მე-4 თავში,  კანონდარღვევებს ისევ აქვს ადგილი.

 

მუხლი 31. საკანონმდებლო ბაზის აღწერა

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების იმართება შემდეგი საკანონმდებლო აქტებით:

ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი; 

დ) „საქართველოს ტყის კოდექსი“;

ე) „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი; 

ვ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მუხლი 32. ადმინისტრაციის მდგომარეობა

1. დაცული ტერიტორიების შექმნისას, წინა მენეჯმენტის გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო, რომ ადმინისტრაციას უნდა ჰყოლოდა 44 თანამშრომელი, მათ შორის 28 თანამშრომლისგან შემდგარი რეინჯერთა გუნდი, საინფორმაციო, ინტერპრეტაციისა და ვიზიტორთა სამსახურებისათვის განსაზღვრული იყო ოთხი თანამშრომელი; ვიზიტორთა სამსახური, ეკოგანათლების სპეციალისტი და ბუნებრივი რესურსების ორი სპეციალისტი. 2010-2011 წლებში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს, კერძოდ, შეიცვალა დირექტორი, ბუღალტერი, უფროსი რეინჯერი, სამი რეინჯერი და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, ამჟამად ვაკანტურია ადმინისტრაციის უფროსის შტატი. 2013 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციაში დასაქმებულია 33 ადამიანი. 

2. ადმინისტრაციის სტრუქტურა სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების თანახმად:

ა) ადმინისტრაციას მართავს და ხელმძღვანელობს დირექტორი, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაა ორი ძირითადი სტრუქტურული დანაყოფი: დაცვის განყოფილება და ადმინისტრაციული განყოფილება; 

ბ) დაცვის განყოფილება პასუხისმგებელია პატრულირებაზე, გრძელვადიანი მონიტორინგის ქმედებებზე და უკანონო ქმედებების აღმოფხვრაზე, ასევე დაცვის განყოფილება ჩართულია ეკოსაგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგისა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობებში;

გ) ადმინისტრაციული განყოფილება პასუხისმგებელია დაგეგმვისა და ბიუჯეტის, ფინანსური მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ვიზიტორთა მომსახურების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ეკოსაგანმანათლებლო ქმედებების კოორდინირებაზე. ამყარებს კონტროლს შრომით დისციპლინაზე, ასევე ამყარებს კონტაქტებს უცხოეთის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ შეხვედრების ორგანიზებას, ადმინისტრაციის ქონება-აღრიცხვას და მოვლა-პატრონობას.

3. FFI და NACRES-ის მიერ 2009 წელს ჩატარებულმა ტრენინგმა და რესურსების საჭიროებების შეფასებამ, რომელიც განხორციელდა ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული საქართველოს მტაცებელთა კონსერვაციის პროექტის ფარგლებში გამოავლინა შემდეგი დამატებითი თანამშრომლების საჭიროება: ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სპეციალისტი, ინტერპრეტაციის სპეციალისტი, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის სპეციალისტი, ცხრა დამატებითი რეინჯერი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტის თანამდებობა შევსებულ იქნა 2010 წელს ვეტერინარის მიერ, ქურციკების რეინტროდუქციის პროგრამის განხორციელების მიზნით.

4. მიუხედავად ჩატარებული ტრენინგებისა, ადმინისტრაციას მაინც არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საჭიროა მონიტორინგისათვის, მონიტორინგის მონაცემების ინტერპრეტაციისათვის, კონსერვაციისა და რესურსის მართვის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელებისათვის. საჭიროებების შეფასებამ, რომელიც განხორციელდა 2009 წელს  FFI/NACRES-ის მიერ, გამოავლინა ტრენინგის საჭიროება შემდეგ საკითხებში: საძოვრების საველე მონიტორინგი, კომპეტენციის სტანდარტები, გარემოსდაცვითი განათლება, რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სამაშველო მომსახურების გაწევა, იარაღები, ოთახის დაჯავშნის სისტემა, იჯარების გაცემა, ინტერპრეტაციის გამოცდილება, გის-ი და მასში მონაცემთა შეტანა, გარემოს ინტერპრეტაცია, საძოვრების კვლევა, საძოვრების მართვა, ფოტოგრაფირება, ადამიანებთან ურთიერთობა, ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ზემოთ აღნიშნულ თემაზე ადმინისტრაციას სხვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან ერთად ჩაუტარდა წვრთნები დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისა და აშშ შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. კადრების ცვლილების გამო აუცილებელია სისტემატიური წრთვნები.

5. სააგენტოს, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (NACRES)  და საერთაშორისო ორგანიზაცია ფაუნა და ფლორა ევრაზიის პროგრამის (FFI) შორის  გაფორმდა  ხელშეკრულება, ხელშეკრულების ფარგლებში ,,ნაკრესი”- ,,FFI” –სთან ერთად, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს: ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ადგილობრივი თემის ჩართვა საქართველოს უნიკალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და დაცვის პროცესში”.  პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

6. პროექტის ფარგლებში 2012 წლის დეკემბერში ქურციკების ვოლიერში (ბუღა მოედანი) მოხდა მრავალფუნქციური დაცვის სადგურის გახსნა.

7. დაცვა – პატრულირება:

ა) დაცვა და პატრულირება ხორციელდება ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერთა  მიერ. დღეისათვის დაცვის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის, ორი უფროსი რეინჯერის და 23  რეინჯერისგან. თითეული უბნისა და დაცვის სადგურისათვის (რვა სადღეღამისო მუდმივმოქმედი რეინჯერთა დაცვის სადგური: ვაშლოვანის, ცენტრალური შესასვლელის, ცენტრალური ბუგალოების, მიჯნისყურის, ვოლიერის, შავი მთის, კაკლის ყურის, ჰერეთის ფონის) ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულია ყოველკვირეული პატრულირების მარშრუტები. რეინჯერები დადგენილი გრაფიკის მიხედვით პატრულირებას ახორციელებენ ამ მარშრუტების მიხედვით. 

ბ) ადგილზე რეინჯერთა პატრულირების გარდა, 2012 წლის სექტემბრის თვიდან საერთაშორისო ორგანიზაცია ფაუნა და ფლორა ევრაზიის პროგრამის (FFI) დახმარებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვის ეფექტურად განხორციელების მიზნით დაიწყო ტერიტორიის ინტენსიური პატრულირება წინასწარ დაგეგმილი სამანქანე საპატრულო მარშრუტების მიხედვით. პატრულირებას ავტომანაქანით ახორციელებს დაცვის განყოფილების ოთხი გამოცდილი თანამშრომელი ორ ჯგუფად. საპატრულო ჯგუფი უზრუნველყოფილია ველზე საჭირო აღჭურვილობით (იარაღი, GPS, ფოტოაპარატი და სხვა). ველზე პატრულირება ხორციელდება ჯგუფების მონაცვლეობით (დანართი N6). აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე სამართალდამრღვევთა მოქმედების არეალის შეზღუდვას  და ასევე, არალეგალური ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავეების ხელშეშლის საშუალებაც იქნება.

გ)  დღეისათვის დაცულ ტერიტორიაზე აშენებულია 6 დაცვის სადგური, 4 საჯინიბო, ხოლო 2 ბუნგალო ნათლისწყლის ხეობაში და მიჯნის ყურეში გამოყენებულია დაცვის სადგურად. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია საგზაო-საორიენტაციო და სასაზღვრო ნიშნულები. დაცვის განყოფილებას გააჩნია სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 11 ცხენი შესაბამისი აღჭურვილობით. დაცვის განყოფილება უზრუნველყოფილია მაღალი დონის საველე რადიოკავშირგაბმულობის საშუალებებით, თუმცა ჰელიოსისტემების აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლის გამო (მოძველდა), მათი ექსპლუატაცია ვეღარ ხერხდება, რეინჯერებს გააჩნიათ ზაფხულისა და ზამთრის საველე ფორმები, გარკვეული საველე აღჭურვილობა (დანართი N4).

დ) რეინჯერთა სამსახური აღჭურვილია 3 ავტომანქანით (ორი Nissan pickup და ერთი YAZ-31519) და 11 ცხენით. ავტომობილი YAZ-31519 შეძენილია 2003 წელს, ხოლო Nissan pickup–ები 2007 წელს. რთულ საველე პირობებში ავტომანქანების ექსპლუატაციის გამო, ხშირია მანქანების რემონტის საჭიროება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ავტომანქანა YAZ-31519, რომელიც საჭიროებს შეცვლას.

ე) დღეისათვის ადმინისტრაციას გააჩნია შემდეგი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, რომლებიც გადანაწილებულია დაცვის სადგურებზე: უნიფორმა (შარვალი, ქურთუკი, ჩაფხუტი, ფეხსაცმელი) – 7 ერთეული, ცეცხლმაქრი ზურგჩანთა 10 ერთეული;

ვ) ადმინისტრაციას აქვს საჭიროება ჰქონდეს ავტომანქანაზე დამონტაჯებული წყლის სახანძრო ავზი შემწოვი ტუმბოთი, ცეცხლმაქრი ბალონები, ბარები.

ზ) ხანძრები წლების მიხედვით:

ზ.ა) 2007 წელი:  20 აგვისტოს, 1 და 28 სექტემბერს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე საძოვრებზე (პატარა შირაქი) მოხდა ხანძარი. დაცული ტერიტორიის ფარგლებში 15 ჰექტარზე დაიწვა ბალახოვანი საფარი (საძოვარი) და ერთეული ხეები;

ზ.ბ) 2008 წელი: 11 – 12 აგვისტოს დაცული ტერიტორიების მიმდებარე საძოვრებზე გაჩნდა ხანძარი (ტახისწყლის ხეობის სათავეები). დაცული ტერიტორიის ფარგლებში 10 ჰექტარზე დაიწვა ბალახოვანი საფარი (საძოვარი);

ზ.გ) 2009 წელი:  17 – 18 თებერვალს და 13 მარტს ვაშლოვანი-ნათლისწყლის უბნის ფათერაკის ხევის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. რამდენიმე ჰექტარზე დაიწვა ბალახოვანი საფარი (საძოვარი) და რამდენიმე ერთეული საკმლის ხე;

ზ.დ) 2010 წელი: 28 ივლისს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე საძოვრებზე (პატარა შირაქი) მოხდა ხანძარი. დაცულ ტერიტორიაზე შემოსვლამდე ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა. 27 მარტს ნათლისწყლის ხეობის ქვედა წელში გაჩნდა ხანძარი. დაიწვა ორი ჰექტარი საძოვარი. 

ზ.ე) 2011 წელი: 10 ივლისს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ პატარა შირაქის სახნავ ფართობებში გაჩნდა ხანძარი. დაცულ ტერიტორიაზე შემოსვლამდე ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა. 15 ივლისს ჰერეთის ფონის მიმდებარე საძოვრებზე და 24 ივლისს კაკლის ყურის მიმდებარე სახნავ ფართობებში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული. 3 ოქტომბერს არწივის ხეობის ბუნების ძეგლის მიმდებარე ბუჩქნარში გაჩენილი ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული;

ზ.ვ) 2012 წელი: 10 მარტს ჩაიბულაყის ხეობაში, 18 – 19 მარტს ალფადარა-შავი მთის მონაკვეთზე, 22 მარტს ნათლისწყლის ხეობაში, 21 - 22 და 24 აპრილს ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე საძოვრებზე გაჩენილი ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული. დაიწვა საძოვარი. დაცულ ტერიტორიას ზიანი არ განუცდია. 30 – 31 ივლისს ჩაიბულაყის ხეობაზე ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 1000 ჰექტარი ფართობი, ძირითადად საძოვარი, ბუჩქნარი. დაიწვა რამდენიმე ასეული საკმლის და ღვიის ხეები. ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის რაოდენობამ შეადგინა 38023.45 ლარი. 31 დეკემბერს ნათლისწყლის ხეობაში გაჩენილი ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.

თ) სამაშველო ღონისძიებების თვალსაზრისით ხშირად არის საჭიროება კლიმატური პირობების (წყალდიდობები ჭალებში, ტალახი, დიდთოვლობა) და ტრანსპორტისათვის რთული რელიეფი გამო, დახმარება აღმოვუჩინოთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დასათვალიერებლად ჩამოსულ ვიზიტორებს.

ი) სამომავლოდ დაგეგმილია ხანძრების კონტროლის მიზნით დაცულ ტერიტორიაზე და მოსაზღვრედ მდებარე არენდატორებთან, ფერმერებთან, მებაღეებთან შეხვედრა-საუბრების მოწყობა. ხანძარსაშიშ პერიოდში უნდა გაძლიერდეს ტერიტორიის პატრულირება და მონიტორინგი.

კ) როგორც წარსულში, ისე დღევანდელ დღეს დაცული ტერიტორიების რესურსებით მოსარგებლეები ძირითადად წარმოდგენილი არიან თუში მეცხვარეების, მეძროხეების, მეჯოგეების სახით. დაცულ ტერიტორიაზე არსებულ საძოვრებს (ნოემბერი - მაისის პერიოდში) 45 ფერმა იყენებს. ფერმების შენობების უმეტესობა პრივატიზირებულია. გადაჭარბებული ძოვება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. მეორე მხრივ, შინაური ცხოველები საკვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მტაცებლებისათვის, სწორედ ამიტომ შინაური ცხოველები ეკოსისტემის ნაწილად იქცა.  

ლ) სპორტული თევზჭერის მოყვარულები თევზის ჭერისთვის აქტიურად იყენებენ მდინარე ალაზანს (მიჯნის ყურე, ტახისწყალი).

8. კვლევა-მონიტორინგი:

ა) წინა მენეჯმენტის გეგმის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სამეცნიერო თვალსაზრისით პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შესწავლა, კონსერვაციული ღონისძიებების განსაზღვრისათვის სამეცნიერო  ბაზის შექმნა, აღსადგენი ქმედებების და მდგრადი რესურსებით სარგებლობის ქმედებების გამოვლენისათვის დახმარება. ადმინისტრაცია შესაბამისი რესურსების არ არსებობის გამო თავად არ აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს. იგი ხელს უწყობს სხვა ორგანიზაციების სამეცნიერო კვლევებს და თავად ორიენტირებულია მონიტორინგზე.

ბ) წინა მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებულ პერიოდში განხორციელდა შემდეგი კვლევითი სამუშაოები:

ბ.ა)  სატყეო მიმართულებით შესწავლილია ნათელი ტყეები, ქუდიანი და პათოგენური სოკოები, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის მცენარეული საფარი, სპეციალური კვლევა  საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაზე - თურანულსა და  მის არეალის შესახებ. ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ მნიშვნელოვანი პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური კვლევები ჩატარდა, შედეგად გაკეთდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები. უცხოელი მკვლევარების მიერ განხორციელდა ენტომოლოგიური კვლევები. საბაზისო კვლევები აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიებისათვის მენეჯმენტისათვის NACRES მიერ იქნა ჩატარებული, შედეგად მომზადდა  ფლორისა და ფაუნის სისტემატიკური სიები და მნიშვნელოვანი პოპულაციების მდგომარეობა;

ბ.ბ) 2007 წელს საქართელოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში (გარემოს გლობალური ფონდი/მსოფლიო ბანკი) ACTA Consultants–მა განახორციელა ვაშლოვანის ეროვნული პარკის საძოვრების მდგომარეობისა და მასზე განხორციელებული ზეწოლების შესწავლა. კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნა ACTA Consultants–ს მიერ ძოვების წესების შემუშავებისას;

ბ.გ) 2010 წელს, საქართველოს მტაცებელთა კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, FFI განახორციელეს კვლევა დაცული ტერიტორიების ფარგლებში და მიმდებარე თემებში ფერმერების დამოკიდებულება მსხვილ მტაცებელთა მიმართ;

ბ.დ) რესურსების არსებობის შემთხვევაში საჭირო იქნება კვლევების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:

ბ.დ.ა) თევზის სახეობების შესწავლა მდინარე ალაზანში, რათა დადგინდეს მათი პოპულაციები და შეიქმნას მეცნიერულად დასაბუთებული საფუძველი სპორტული თევზჭერისათვის კვოტის განსასაზღვრად;

ბ.დ.ბ) საძოვრების ეკოლოგიური მდგომარეობის, პროდუქტიულობისა და გამტარუნარიანობის დამატებითი შესწავლა, რათა შეიქმნას საფუძველი საძოვრების მართვის წესების შესამუშავებლად;

ბ.დ.გ) კლიმატური ცვლილებების ბუნებრივ პროცესებზე გავლენისა და დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური ფასეულობების შესწავლა;

ბ.დ.დ) ტურიზმის გამტარუნარიანობის შესწავლა, რათა შეიქმნას საფუძველი მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის;

ბ.დ.ე) საქართველოს უნიკალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების გასაძლიერებლად ტრადიციული მომთაბარე მოსახლეობის მონაწილეობით.

 

თავი V

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის კატეგორიების რეჟიმი და ზონირება

 

მუხლი 33. დაცული ტერიტორიის კატეგორიების ზონების ჩამონათვალი 

1. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი არ მოიცავს ზონებს.

2. ვაშლოვანის ეროვნული პარკი მოიცავს მკაცრი დაცვის ზონას, მართვადი დაცვის ზონას,  აღდგენის ზონას, ტრადიციული გამოყენების ზონას, ვიზიტორთა ზონას, ადმინისტრაციულ ზონას (დანართი N2):

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ტერიტორია მოიცავს უსახელო მთის მასივს, მასთან დაკავშირებულ ნათლისწყლის (ლეკისწყალის) ქვედა ნაწილს, მიჯნისყურის ხეობას მთლიანად და ალაზნის ჭალის ტყეების მარჯვენა ნაწილს. ზონა თვითრეგულირებადი ეკოსისტემაა, შედარებით ნაკლებად შეცვლილი, შერჩენილი ბუნებრივი ფორმითა და ეკო-ტურიზმისა და სამეცნიერო კვლვის ობიექტად გადაქცევის არაჩვეულებრივი შესაძლებობით. ზონის ტერიტორიაზე იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველები ბინადრობენ (ფოცხვერი), ასევე მსხვილი ძუძუმწობრები (დათვი, მგელი) და ფრინველები (სვავი, ორბი) ზონის ბუნებრივი ლანდშაფტების მრავალფეროვნება და ველური ფორმები არაჩვეულებრივ პირობებს ქმნის რეკრეაციის განვითარებისათვის; ამასთან ბუნებრიობა და თვითრეგულირებადი შესაძლებლობა დიდ სამეცნიერო ინტერესს აღძრავს. ამგვარად, ყოველივე ეს მოითხოვს ძლიერ დაცვას.

ბ) აღდგენის ზონა - აღდგენის ზონის ტერიტორია მოიცავს ყუმუროს დაბლობს, ბუღა მოედანს რომელიც მიმართულია ვაშლოვანის ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. საკმლის ხის კორომები, რომელიც გავრცელებული იყო ბუღა მოედანზე თითქმის მთლიანად განადგურებულია. ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზმა პირვანდელი სახე დაკარგა ჭარბი ძოვების გამო.  აღნიშნული ტერიტორია მნიშვნელოვანია, რადგანაც იქ გვხვდებოდა გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვართა კლასის წარმომადგენელი – ქურციკი. ამ ტერიტორიის ბუნებრივი მდომარეობა მისი პოპულაციის აღსადგენად სასურველ პირობებს ქმნის. ქურციკის აღსადგენად სპეციალური პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი.

გ) ვიზიტორთა ზონა - ზონა მოიცავს ვიზიტორთა მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის: ვიზიტორთა ცენტრის და საინფორმაციო ცენტრების, შესასვლელების, საკემპინგო და პიკნიკის ადგილების, თავშესაფრების (ბუნგალოების), ნავმისადგომების, გზების, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მიმდებარე კომპაქტურ ტერიტორიებს. ბუნება ნაკლებად დაზარალებულია აღნიშნულ ფართობებზე. ამ ტერიტორიაზე საგანმანათლებლო და რეკრეაციულ საქმიანობებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა განვითარებულია იმ ზღვრამდე, რომ ბუნების შეცნობა ვიზიტორების მიერ მოხდეს ოპტიმალური გარემოებების პირობებში.

დ)  ადმინისტრაციის ზონა - ზონა ფარავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ტერიტორიებს, რომლებიც ადმინისტრაციის მიერ გამოიყენება დაცვის ზომების, მომსახურების, კონტოლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს ეროვნულ პარკში (ნათლის წლის ტერიტორიაზე) და ქ. დედოფლისწყაროში. რეინჯერთა სადგურებია: ,,ჰერეთის ფონი” - მდ. ალაზანთან, ,,შავი მთა” - შავ მთაზე, ,,ცენტრალური” - ეროვნული პარკის ცენტრალურ შესასვლელში, ,,ვაშლოვანი” - ნაკრძალთან, ,,დათვის ხევი”- დათვის ხევის ბილიკთან, ,,ჯუმას ყურე” - ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლზე, ,არწივის ხეობა” - არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ხორნაბუჯის უბანზე.

ე) ტრადიციული გამოყენების ზონა - ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს ჩოღოელთხევის დასავლეთ ნაწილს, ლეკისწყლის ხეობას მლაშე წყაროებიდან პატარა ოლემდე, დასავლეთ და ჩრდილოეთ საძოვრებს, რომლებიც ესაზღვრება შავ მთას; ალაზნის ჭალების ტყეებს ჯუმას ყურემდე (ჭალებში ძოვება აკრძალულია) ბუღდალოს საძოვრებამდე. ზონა შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის უცვლელი ეკონომიკური ინტერესები ბუნებრივი რესურსების ტრადიციული მეთოდებით.

3. ტახტი-ტეფას, არწივის ხეობისა და ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლებში არ არის განსაზღვრული ზონები.

 

მუხლი 34. დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და  ზონების ფართობი და საზღვრები 

1. დაცული ტერიტორიების კატეგორიების ფართობი:

ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია- 10 142 ჰა;

ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკის ფართობია- 24 598 ჰა;

გ) არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ფართობია -100 ჰა;

დ) ტახტი ტეფას ბუნების ძეგლის ფართობია - 9,7 ჰა;

ე) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის ფართობია - 204 ჰა.

2. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ზონირება (დანართი 2):

ა) მკაცრი დაცვის ზონის ფართობია - 1936,38 ჰა;

ბ) აღდგენის ზონა - 466,8 ჰა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა - 22077,8 ჰა;

დ) ვიზიტორთა ზონა - 107 ჰა; 

ე) ადმინისტრაციული ზონა - 22 ჰა.

 

მუხლი 35. ტერიტორიების თითოეულ კატეგორიაში და  ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი

1. ვაშლოვანის ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია  შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა (სამეცნიერო და საგანამანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების  მიზნით: მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის, მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხემლო და მცირე ზომის ხერხემლიანი   ცხოველების ამოღება);

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ) სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა).

2. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაშვებული ქმედებები:

ა) მკაცრი დაცვის ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია  შემდეგი საქმიანობები:

ა.ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება (სამეცნიერო და საგანამანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების  მიზნით: მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის,  მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხემლო და მცირე ზომის ხერხემლიანი   ცხოველების   ამოღება); 

ა.ბ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

ა.გ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ა.დ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება;

ა.ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა).

ბ) აღდგენით ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია  შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) ვიზიტორთა გადაადგილება;

ბ.ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

ბ.გ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

ბ.დ) ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების აღდგენასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება, მათ შორის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა (ვოლიერები, სანერგეები და სხვა) მოწყობა;

ბ.ე) ვეტერინარული და ეპიზოტიური დაავადებების გამორცხვის მიზნით იკრძალება ვოლიერების გარშემო შინაური პირუტყვის ძოვება 100 მ-რის ზოლში;

ბ.ვ) მცენარეების აღდგენის მიზნით გარკვეული რაოდენობის თესლებისა და კალმების  შეგროვება;

ბ.ზ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.თ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება;

ბ.ი) რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ფიზიკური დაცვის, სამაშველო და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ბ.კ) დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობების და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა;

ბ.ლ) უმოტორო ტრანსპორტით (ცხენით, ფეხით, და ა.შ.) გადაადგილება;

ბ.მ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);

ბ.ნ) საქონლის ძოვება და სატრანზიტო გადარეკვა  იმ ადგილებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ანტროპოგენური ჩარევით დაზიანებული ტერიტორიები;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

გ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; 

გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა; 

გ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; 

გ.დ) მანიპულაციური და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; 

გ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ.ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; 

გ.ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო - მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; 

გ.თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; 

გ.ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; 

გ.კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება; 

გ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა; 

გ.მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; 

გ.ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);

გ.ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; 

გ.პ) საფუტკრეების მოწყობა; 

გ.ჟ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა;

გ.რ) ტრადიციულ ზამთრის საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა; 

გ.ს) გადასარეკი ტრასების მოწყობა მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; 

გ.ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.  

დ) ვიზიტორთა ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

დ.ა) ეკოტურიზმისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი  დაშვება;

დ.ბ) სათავგადასავლო-რეკრეაციული საქმიანობა (მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა, ცხენოსნობა, გასაბერი ტივებით და ნავებით დაშვება, სეზონურობის და კვოტების მკაცრ ჩარჩოებში ანკესის და სასროლი ბადის გამოყენებით თევზაობა);

დ.გ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

დ.დ) ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების აღდგენასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება; 

დ.ე) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება; 

დ.ვ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

დ.ზ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება;

დ.თ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიებზე ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);

დ.ი) სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური და სხვა საველე მონაცემების და ინფორმაციის მოპოვება; 

დ.კ) დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობებისა და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა;

დ.ლ) გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის (გზები ბილიკები, გადასახედები, პიკნიკის ადგილები, ,,ბუნგალო-თავშესაფრები”, კემპინგის ადგილები, ვიზიტორთა და საინფორმაციო ცენტრები,) მოწყობა;

დ.მ) ხანძარებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების  გასწვრივ 20 მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;

დ.ნ) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება;  

დ.ო) ვიზიტორთა ზონის ბილიკებსა და გზებზე და მათ გასწვრივ 20 მ-ის ზოლზე ყველა იმ ღონისძიებების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს ვიზიტორთა თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას;

დ.პ) ველური ხილის, კენკრის და სოკოს იმ რაოდენობით შეგროვება, რაც ვიზიტორებს ეყოფათ პარკში ყოფნის პერიოდში;

დ.ჟ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

ე) ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოვლა-პატრონობა.

3. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთხოების დაცვა;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიებზე ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ბუნების ძეგლის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების დაცვის მიზნით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

კ) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა;

ლ) მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.

4. არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთხოების დაცვა;

დ) სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება (სანიმუშაო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ბუნების ძეგლის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების დაცვის მიზნით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

კ) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა.

5. ტახტი თეფას  ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთოების დაცვა;

დ) სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება;

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა.

6. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სასაზღვრო ზონისა და ზოლის რეჟიმის შესაბამისად.

 

მუხლი 36. დაცული ტერიტორიის თითოეულ ზონაში ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიის ქონების სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებული საკითხები  

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროგრამები

 

მუხლი 37. პასუხისმგებლობა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებაზე

1. სააგენტო (ცენტრალური აპარატი და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) პასუხისმგებელია მენეჯმენტის გეგმით განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზაციასა და განხორციელებაზე, ქმედებების განხორციელების მონიტორინგზე და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.

2. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ სხვა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, განახორციელონ ან ითანამშრომლონ გარკვეული ქმედებების განხორციელებაში.

 

მუხლი 38. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის და მდგრადი სარგებლობის პროგრამა

1. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაცია, დეგრადირებული ჰაბიტატების და ძირითადი სახეობების პოპულაციების აღდგენა;

ბ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, დაცული ტერიტორიების იმ ფართობების მოვლა-პატრონობა ან გაუმჯობესება, სადაც დაშვებულია ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა.

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც გამოკვეთა სიტუაციური ანალიზის მე-5 თავში და განხილულია პროგრამაში, არის შემდეგი:

ა) სახეზეა მუდმივი კონფლიქტი ადამიანებსა და მტაცებელ ნადირ-ფრინველს შორის;

ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა დეგრადირებულია გადაჭარბებული ძოვებისაგან, რაც შედეგია ძოვების მართვის არა ადეკვატური პროცედურებისა და ამ პროცედურების სუსტი განხორციელებისა. წარსული თუ ამჟამინდელი ძოვების ზეწოლის შედეგები ბიომრავალფეროვნების ფასეულობებზე უცნობია;

გ) ძოვება ისევ გრძელდება ვაშლოვანის ეროვნული პარკის ბუნების მართვად ზონასა და აღდგენის ზონაში, რაც ეწინააღმდეგება ამ ზონის რეჟიმს; 

დ) არსებობს შესაძლებლობა, რომ აღდგენილ იქნეს დაცული ტერიტორიების ის ფართობები, რომლებიც დაზიანებულ იქნა ხანძრებისაგან, ხე-ტყის არასწორი ჭრისა და გადამეტებული ძოვებისაგან;

ე) არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიქმნეს ქურციკების სიცოცხლისუნარიანი პოპულაციები დაცული ტერიტორიის ველურ გარემოში, 10 ქურციკი შემოყვანილ იქნა თურქეთიდან 2009 წელს და განთავსებულ იქნა ვაშლოვანის ერონული პარკის აღდგენის ზონაში შემოღობილ  ტერიტორიაზე (ვოლიერში). ქურციკის რეინტროდუქციისათვის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ვოლიერის ირგვლივ 100 მ-იან ზოლში უნდა შეწყდეს აღდგენის ზონაში შინაური საქონლის ძოვება და გამოიძებნოს ალტერნატიული საძოვრები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას აღნიშნულ ზონაში ძოვების შეჩერებისა.

3. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

მ1                  

ადამიანებსა და მტაცებელ ნადირ-ფრინველს შორის არსებული კონფლიქტის დონისა და მისი ზეგავლენის შემცირება

დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებული ფერმერების მიდგომა მტაცებელი ნადირ-ფრინველის მიმართ

მ2                  

ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში საძოვრების შემდგომი დეგრადაციის აღკვეთა და დეგრადირებული ფართობების საძოვრების გაჯანსაღება

მცენარეთა თანასაზოგადოებების მდგომარეობა საძოვრებზე.

ნიადაგის ეროზიის მასშტაბები

საძოვრებით მოსარგებლე საქონლის რაოდენობა განსაზღვრულ ნორმებთან შედარებით

მ3                  

დაცულ ტერიტორიაზე ქურციკის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების  ჩამოყალიბებისათვის  შემდგომი ნაბიჯების გადადგმა

რეინტროდუქციის გეგმის არსებობა.

რეინტროდუქციის გეგმის განხორციელების პროგრესი

 

4. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო და ადმინისტრაცია განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები შემდეგია:

 

ბრ1

ვაშლოვანის ეროვნული პარკისათვის ზონირების კონცეფციის დეტალური განხილვა ზონირების კონცეფციის ბუნების კონსერვაციასთან და დაცულ ტერიტორიებზე რესურსსარგებლობის მიზნებთან უკეთესი ჰარმონიზაციის მიზნით

ბრ2

საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის განხორციელება ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში

ბრ3

დაცულ ტერიტორიაზე ქურციკის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოსაყალიბებლად, ფინანსური დასაბუთების თანხლებით სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავება და გეგმით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება.

 

5. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო თითოეული სტრატეგიული ღონისძიების ფარგლებში არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ბრ1-სათვის: ვაშლოვანის ეროვნული პარკისათვის ზონირების კონცეფციის დეტალური განხილვა ზონირების კონცეფციის ბუნების კონსერვაციასთან და დაცულ ტერიტორიებზე რესურს-სარგებლობის მიზნებთან უკეთესი ჰარმონიზაციის მიზნით:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. ყველა აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება ეროვნულ პარკში გაცემულ და მოქმედ საიჯარო ხელშეკრულებებზე 

დოკუმენტური ინფორმაცია იჯარის შესახებ, რომელიც მოიცავს ტერიტორიის საზღვრებს, პირობებს, ხანგრძლივობას, მოიჯარის სახელს და გვარს

განხორციელება

არავითარი

არავითარი

1.2. განაცხადების მომზადება შეცვლილი ზონირების კონცეფციისათვის, რომელიც აბალანსებს დაცული ტერიტორიების ბუნების კონსერვაციასა და ტრადიციული გამოყენების მიზნებს და ასევე, ითვალისწინებს მოიჯარეების უფლებებს

ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება შემოთავაზებული ზონირების კონცეფცია ან კონცეფციები, მათი დასაბუთება და წინაპირობები განხორციელებისათვის

ინიციირება,

ზედამხედველობა

შესაფერისი ორგანიზაცია ან ექსპერტი განაცხადის შესამუშავებლად

საჭიროებს დაფინანსებას, რათა  ანაზღაურებულ იქნეს ორგანიზაცია/ექსპერტი, რომელიც  დაეხმარება  განაცხადის  მომზადებაში

1.3. განაცხადზე კონსულტაციების წარმართვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან (კერძოდ, ფერმების მოიჯარეებთან და სხვა რესურს მოსარგებლეებთან, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებთან)  შეცვლილ ზონირების კონცეფციაზე შეთანხმება და ნებისმიერი წინაპირობის შესასრულებლად გეგმის შემუშავება (მაგ. ფერმების განსახლება ტერიტორიიდან)

შეცვლილი ზონების კონცეფციის დოკუმენტალური ანგარიში და წინაპირობების შესრულების გეგმა

ინიციირება და

ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი ან ორგანიზაცია რომელიც დახმარებას გაუწევს ან წარუძღვება კონსულტაციებს და  ანგარიშის  მომზადებას

საჭიროებს დაფინანსებას რათა  ანაზღაურდეს  ექსპერტი/  ორგანიზაცია  რომელიც  შეასრულებს ამ  დავალებას

1.4. შეცვლილი ზონირების კონცეფცია, რომელიც მოიცავს წინაპირობების შესრულების  თანმხლებ გეგმას

შეცვლილი მენეჯმენტის გეგმა, რომელშიც შეტანილი იქნება შეცვლილი ზონირების კონცეფცია. ზონირების კონცეფცია განხორციელებულია და ყველა წინაპირობა შესრულებულია

ინიციირება,

კოორდინაცია

ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები

ფერმების მოიჯარეები და სხვა რესურს- მოსარგებლეები

საჭიროებს დაფინანსებას, რათა  ანაზღაურდეს  წინაპირობების  შესასრულებელი  ქმედებები

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ბრ2 - სათვის: საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის განხორციელება ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. საძოვრებზე კვლევის განხორციელება, რომელიც მოიცავს სახეობათა შემადგენლობის იდენტიფიცირებას, ფართობს, ნაყოფიერებას, ძოვების გამტარუნარიანობას,  რომელიც შექმნის საფუძველს საძოვრების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების, საძოვრების მართვის გეგმის შესამუშავებლად და საიჯარო პირობების ჩამოსაყალიბებლად

კვლევის ანგარიში

ინიციირება,

კოორდინაცია

შესაფერისი  ექსპერტები  კვლევის  ჩასატარებლად

საჭიროებს დაფინანსებას, რათა  ანაზღაურებულ  იქნეს ექსპერტის  მომსახურება.

2.2. იჯარით გასაცემი საძოვრების გამიჯვნა და ძოვების ნორმების შემუშავება თითოეული საიჯარო ფართობისათვის

დაგეგმილი მოიჯარეების ამსახველი რუკა. ძოვების ნორმები თითოეული საიჯარო ფართობისათვის

ინიციირება,

კოორდინაცია

შესაფერისი ექსპერტი საძოვრების გასამიჯნად და ძოვების ნორმების შესამუშავებლად

საჭიროებს დაფინანსებას, რათა ანაზღაურებულ იქნეს ექსპერტის მომსახურება

2.3. იჯარის გაცემა და რეგისტრაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძოვების ნორმებთან და სხვა საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ სხვა პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობა

ახალი იჯარები გაცემულია და შესაბამისად კონტროლდება

განხორციელება

არავითარი

არავითარი

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ბრ3 - სათვის: დაცულ ტერიტორიაზე ქურციკის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოსაყალიბებლად ფინანსური დასაბუთების თანხლებით სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავება და გეგმით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 თანხაში გაწერილი გეგმის შემუშავება, რისკის შეფასება და რისკის შემარბილებელი სტრატეგია, წინაპირობების იდენტიფიცირება

თანხაში გაწერილი გეგმა რისკის შეფასებითა და რისკის შემარბილებელი სტრატეგიითა და წინაპირობებით

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც შეიმუშავებას გეგმას

საჭიროებს დაფინანსებას, რათა ანაზღაურებული იყოს  ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც შეიმუშავებს გეგმას

3.2. გეგმის განხორციელების დაწყება

სამოქმედო გეგმა ამოქმედებულია

სააგენტოს/ადმინისტრაციის როლი დამოკიდებული იქნება იმ შეთანხმებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ გეგმის განხორციელებას

სხვა პარტნიორების ჩართვა განისაზღვრება მას შემდგომ, რაც გადაწყდება განხორციელდეს თუ არა გეგმა

საჭიროებს დაფინანსებას, რათა ანაზღაურებულ იქნეს საქონელი, მომსახურება და სამუშაო

 

მუხლი 39. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა

1. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და მის განსაკუთრებულ ფასეულობებზე და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიზნებსა და ქმედებებზე;

ბ) დაინტერესებული მხარეების ჩართვა დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში.

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის დროს და განხილულია პროგრამაში არის შემდეგი:

ა) საჭიროა გარკვეული მცდელობა, რათა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის გათვითცნობიერება დაცულ ტერიტორიებსა და მათ განსაკუთრებულ ფასეულობებზე, ადმინისტრაციიის მიზნებსა და ქმედებებზე, რათა აღსდგეს ნდობა ადმინისტრაციასა და მოსახლეობას შორის; 

ბ) ეკოსაგანმანათლებლო ქმედებების დიაპაზონი გაფართოვდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;

გ) ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა დაცული ტერიტორიების საქმიანობაში.

3. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც ისახავს სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების გადი ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

მ4

ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობაში, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა ბუნებრივი რესურსების მეტი პასუხისმგებლობით მოხმარებისათვის (მყარი ნარჩენების მენეჯმენტი, საძოვრები და სხვა უკანონო ქმედებები) და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში.

ადმინისტრაციისადმი საზოგადოების მხარდაჭერის დონე.

დაცულ ტერიტორიაზე სარგებლობის წესების  დარღვევების რაოდენობა.

 

იმ ადგილობრივ მოსახლეთა რაოდენობა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასა და პარტნიორულ ორგანიზაციებში, როგორიცაა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ,,მეგობართა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 

მ5

იმ მოსახლეობისა და სამიზნე ჯგუფების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც მონაწილეობენ ეკოსაგანმანათლებლო ქმედებებში.

მოსახლეობისა და სამიზნე ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ეკოსაგანმანათლებლო ქმედებებში.

 

მონაწილეთა კმაყოფილების დონე ეკოსაგანმანათლებლო ქმედებებით

 

4. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო და ადმინისტრაცია განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები, შემდეგია:

 

ეგ1

არსებული ეკოსაგანმანათლებო მასალების სრულყოფა, სისტემატიზაცია და შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოყენება. 

ეგ2

საგანმანათლებლო ღონისძიებების გამრავალფეროვნება. 

 

5. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო და ადმინისტრაცია თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში, არის შემდეგი:

ა)  სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეგ1 - სათვის: არსებული ეკოსაგანმანათლებო მასალების სრულყოფა, სისტემატიზაცია და შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოყენება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1 სამიზნე ჯგუფებისა და საკვანძო გზავნილების გადახედვა

 

სამიზნე ჯგუფები და საკვანძო გზავნილები იდენტიფიცირებულია

ინიციირება და კოორდინირება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია

საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა

ფინანსების  არსებობა

1.2. ელექტრონული ბაზის შექმნა

არსებობს ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზა (ამ ბაზას ექნება საგანმანათლებლო ხასიათი)

ინიციირება მასალების მომზადება და ვებგვერდზე ატვირთვა (ადმინისტრაცია)

 

 

ვებგვერდის არსებობა

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეგ2 - სათვის: საგანმანათლებლო ღონისძიებების გამრავალფეროვნება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაცი-ის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. დაინტერესებული  პირების  მონაწილეობით  შეხვედრის  ორგანიზება  ახალი  საგანმანათლებლო  ღონისძიებების  შემუშავების  მიზნით

შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო პროდუქტი, რომელიც მოწონებულია დაინტერესებული მხარეების მხრიდან

ინიციირება, ორგანიზება  (ადმინისტრაცია)

მხარდაჭერა (სააგენტო)

მუნიციპალიტეტი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები

დაინტერესების არსებობა სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან

2.2. შემუშავებული ღონისძიებების ჩატარება

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად შეიცვალა მოსახლეობის ქცევა და მათი დამოკიდებულება გარემოსადმი

ინიციირება, ორგანიზება (ადმინისტრაცია)

მხარდაჭერა (სააგენტო)

მიზნობრივი ჯგუფები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია

მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობა

 

მუხლი 40. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა  

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და მის განსაკუთრებულ ფასეულობებზე და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიზნებსა და ქმედებებზე.

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის დროს და განხილულია პროგრამაში არის შემდეგი: საჭიროა დამატებითი მუშაობა, რათა დაინტერესებული მხარეები გაეცნონ დაცულ ტერიტორიებს, მის განსაკუთრებულ ფასეულობებსა და მიზნებს, ასევე ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს,  აუცილებელია გაძლიერდეს მათი ნდობა ადმინისტრაციის მიმართ.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს სააგენტო, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

მ6

დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება დაცული ტერიტორიების და მათი განსაკუთრებული ფასეულობების, ასევე ადმინისტრაციის მიზნებისა და ქმედებების შესახებ.

 

ცნობიერების ამაღლების დონე დაცული ტერიტორიების და მათი განსაკუთრებული ფასეულობების, ასევე ადმინისტრაციის მიზნებისა და ქმედებების შესახებ.

დაინტერესებული მხარეების შეხედულებები დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და ადმინისტრაციის ეფექტურობაზე.

 

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები:

 

 სგ1

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ქმედებების განხორციელება, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რეგულარულ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დასუფთავების ღონისძიებებს.

სგ2

პოპულარული და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიერ მარტივად გამოყენებადი ელექტრონული გვერდის შექმნა

 

5. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი:  

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება სგ1 - სათვის: საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ქმედებების განხორციელება, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რეგულარულ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დასუფთავების ღონისძიებებს:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედი გეგმის შემუშავება

მასალა განახლებული და სრულყოფილია

ინიციირება, მასალების მომზადება (ადმინისტრაცია)

საბოლოო პროდუქტის შექმნა(სააგენტო)

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია

საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.

ფინანსების არსებობა

1.2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყება

არსებობს ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზა (ამ ბაზას ექნება საგანმანათლებლო და არასამეცნიერო ხასიათი)

ინიციირება, მასალების მომზადება და ვებგვერდზე ატვირთვა (ადმინისტრაცია)

 

ვებგვერდის არსებობა

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება სგ2 - სათვის: პოპულარული და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიერ მარტივად გამოყენებადი ელექტრონული გვერდის შექმნა:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/

ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. ვებგვერდის  კონცეფციის შემუშავება; მოძიება, შევსება და განმახორციელებლისათვის მიწოდება

კონცეფცია შემუშავებულია;

მასალები თავმოყრილია და მიწოდებულია განმახორციელებლისათვის

სააგენტო, ადმინისტრაცია

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

პარტნიორი ორგანიზაციები

პარტნიორი ორგანიზაციების თანადგომა

მუხლი 41. ეკოტურიზმის პროგრამა     

1. ეკოტურიზმის პროგრამა მოიცავს პარკის ეკოტურისტულ მომსახურებას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ტურისტული პროდუქტის შექმნასა და შეთავაზებას სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის და ვიზიტორთათვის საინფორმაციო მასალის შექმნას სხვადასხვა ფორმით. 

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც  იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის მე-5 თავში და განხილულია პროგრამაში, არის შემდეგი:

ა) არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა და შესაბამისად გაიზარდოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიების ფასეულობებზე ცნობიერება, რაც ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციისათვის და ადგილობრივი მომსახურების მომწოდებლებისათვის შემოსავლების ზრდას. თუმცა:   

ა.ა) გარკვეული ტურისტული ინფრასტრუქტურა საჭიროებს შეკეთებას/განახლებას საწყის მდგომარეობამდე მისაყვანად ან სტანდარტის გაუმჯობესებას, რათა მან გაამართლოს ვიზიტორთა მოლოდინი. მნიშვნელოვანი კაპიტალური დაბანდება იქნება საჭირო ბუნგალოების გასარემონტებლად და გასაუმჯობესებლად;

ა.ბ) საერთაშორისო სასაზღვრო ზონის არსებობა ხელს უშლის ადმინისტრაციას განავრცოს დაცული ტერიტორიების პოტენციალი ვიზიტორთა მომსახურეობის თვალსაზრისით, მაგალითად ჯომარდობა მდინარე ალაზანზე;

ა.გ) არის იმის საშუალება, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა ვიზიტორთა მომსახურების მოწოდებაში, რაშიც შეიძლება იგულისხმებოდეს ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის გადაცემა იჯარით ერთ ან რამდენიმე მოიჯარეზე და უფლებების მინიჭება ისეთი მომსახურების გაწევაზე, როგორიცაა საცხენოსნო ტურები და გამყოლით ლაშქრობა.

3. ეკოტურიზმის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს სააგენტო და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

 

N

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს) 

მ7

 

დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა იმ დონემდე, რომ ზიანი არ მიადგეს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიურ ფასეულობებს

ეკოტურიზმის სტრატეგიის არსებობა

ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ფაქტები

ვიზიტორების რაოდენობა 

მ8

 

მომსახურების ხარისხის და ინფრასტრუქტურის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე

ვიზიტორების კმაყოფილების დონე ეროვნული პარკის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით 

მ9

 

ვიზიტორების ცნობიერების გაღრმავება დაცულ ტერიტორიებზე, მათ განსაკუთრებულ ფასეულობებზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე

ვიზიტორების ცოდნის დონე დაცულ ტერიტორიებზე, მათ განსაკუთრებულ ფასეულობებზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე 

მ10

 

რეგიონის მოსახლეობის უფრო აქტიურად ჩართვა დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების საკითხებში

რეგიონში მოსახლეთა რაოდენობა, რომლებიც სთავაზობენ მომსახურებას დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს 

 

4. ეკოტურიზმის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო და ადმინისტრაცია განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები, შემდეგია:

 

ეტ1

 ეკო-ტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც სრულად ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების ტურისტულ პოტენციალს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებს და არსებულ მომსახურეობის სახეს, ასევე დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური ფასეულობების დაცვას 

ეტ2

 ხარისხის მენეჯმენტის ჩამოყალიბება მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 

ეტ3

 ტურიზმის მარკეტინგის გეგმის შემუშავება 

ეტ4

 მოთხოვნასთან შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა 

 

5. ეკოტურიზმის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო და ადმინისტრაცია თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი:  

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეტ1-სათვის: ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც სრულად ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების ტურისტულ პოტენციალს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებს და არსებულ მომსახურების სახეს, ასევე დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური ფასეულობების დაცვას:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაცი-ის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედი გეგმის შემუშავება

 

შემუშავებული ეკო-ტურიზმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი ან ორგანიზაცია, რათა შემუშავდეს  სტრატეგია, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ სტრატეგიის შემუშავების პროცესში, მაგ. დედოფლისწყა-როს მუნიციპალიტეტი და ტურიზმის მომსახურების მომწოდებლები

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურდეს იმ ორგანიზაციისა და ექსპერტის მომსახურება, რომელიც შეიმუშავებს სტრატეგიას

1.2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყება

 

ქმედებები ჩართულია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საოპერაციო გეგმაში და განხორციელებულია

ქმედებები ჩართულია სხვა ორგანიზაციების საოპერაციო და ბიზნეს გეგმებში და განხორციელებულია

განხორციელება

ფასილიტაცია

პარტნიორების ჩართულობა დამოკიდებული იქნება სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დაკონკრეტებულ ქმედების ხასიათზე

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურდეს ქმედების განხორციელების ხარჯები

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეტ2 - სათვის: ხარისხის მენეჯმენტის ჩამოყალიბება მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. ვიზიტორების მომსახურების და პარკის ინფრასტრუქტურის ხარისხის შემოწმების სისტემის შექმნა

ხარისხის კონტროლის სისტემა შექმნილია

ინიციირება/ გადაცემა

შესაბამისი ექსპერტი სისტემის დიზაინის შესაქმნელად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურებულ იქნეს ექსპერტი, რომელიც შექმნის ხარისხის კონტროლის დიზაინს 

2.2. ადმინისტრაციის შესაფერისი თანამშრომლების ტრენინგი

პარკის შესაბამის თანამშრომლებს მიღებული აქვთ შესაბამისი ცოდნა სისტემაში სამუშაოდ

ინიციირება/ კოორდინაცია

შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ჩაუტარებს ტრენინგებს

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურებულ იქნეს ტრენინგი 

2.3. სისტემის განხორციელება

 

ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგილია

განხორციელება

არავითარი

არავითარი

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეტ3 - სათვის: ტურიზმის მარკეტინგის გეგმის შემუშავება: 

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1. მარკეტინგული გეგმის შექმნა

 

მარკეტინგული გეგმა, რომელშიც დაკონკრეტებული იქნება სამიზნე ჯგუფები, გზავნილები და მედია საშუალებები, რათა მოხდეს ეკო-ტურისტულ სტრატეგიაში მოცემული ტურისტული პროდუქტის მარკეტინგი

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი მარკეტინგული გეგმის შესამუშავებლად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურებულ იქნეს ექსპერტის შრომა

 

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება ეტ4 - სათვის: მოთხოვნასთან შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1. სარემონტო და სამშენებლო წლიური გეგმის მომზადება და განხორციელება 

აშენებულია  საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა

 

ინიციირება და განხორციელება

 

არავითარი

 

დაფინანსება

 

 

მუხლი 42. დაცვის პროგრამა

1. დაცვის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) პარტულირება და კანონის აღსრულება;

ბ) დღეისათვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებს 8 სადღეღამისო მუდმივმოქმედი რეინჯერთა დაცვის სადგური: ვაშლოვანის, ნათლისწყლის, მიჯნის ყურის, ცენტრალური ბუნგალოების, ბუღა მოედნის (ქურციკების ვოლიერი) - შავი მთის, კაკლის ყურის, ჰერეთის ფონის. რეინჯერთა მიერ რეგულარულად წარმოებს პატრულირება საფეხმალო და საცხენოსნო საპატრულო მარშრუტების მიხედვით. დაცული ტერიტორიის ფარგლებში კანონდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება დარღვევების აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში;

გ) მთლიანი ტერიტორიის კონტროლის მიზნით და დაცვის ეფექტურობის ასამაღლებლად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაცულ ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევა, ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი საპატრულო მობილური ჯგუფი. ჯგუფი დაკომპლექტებულია კარგად აღჭურვილი და გამოცდილი თანამშრომლებისაგან. მათ მოვალეობაშია არსებულ ფაქტებზე სწრაფი რეაგირება და გეგმიური შემოვლები;

დ) ინციდენტის მართვა, რომელიც მოიცავს სამძებრო/სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს:

დ.ა) დღეისათვის ხანძარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ხშირად დიდ ზიანს აყენებს მას. მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხანძრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია დაცული ტერიტორიის შემოგარენში არსებულ სახნავ მიწებზე კერძო პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი პრაქტიკა. ისინი მოსავლის აღების შემდეგ, ფართობის სახნავად მომზადების მიზნით, ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებენ და წვავენ, ვინაიდან ფერმერები ნაკვეთის პერიმეტრზე არ უკეთებენ ორმაგი ხნულის დამცავ ზოლს, ამიტომ ცეცხლი უკუნტროლოდ ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიებზე და ხშირად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების ფარგლებშიც შემოდის. ხანძრის კიდევ ერთი წყაროა კერძო ფერმერების მავნე ჩვევა გადაწვან საძოვრები, რათა ხელი შეუწყონ ახალი ბალახის ამოსვლას. ეს ხდება როგორც დაცული ტერიტორიის შიგნით, ასევე გარეთ მდებარე ბუნებრივ საძოვრებზეც. ასეთი ხანძრების გავრცელების არეალი მოიცავს რამდენიმე ჰექტარიდან ასეულობით ჰექტარს (ყოფილა შემთხვევები, როცა გადამწვარა რამდენიმე ათასი ჰექტარი საძოვარი და იქ განლაგებული მეცხოველეობის ფერმები). ხანძრის მიზეზი იშვიათად ხდება ვიზიტორების დაუდევრობაც (გადაგდებული სიგარეტი, ჩაუმქრალი კოცონი და სხვა).

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც  იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის მე-5 თავში და რომელიც განხილულია პროგრამაში, არის შემდეგი:

ა) დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური ფასეულობების უკეთ დაცვის მიზნით საჭიროა რეინჯერთა რაოდენობის გაზრდა;

ბ) გამომდინარე იქედან, რომ ყველა რეინჯერს არ აქვს საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება შეასრულოს თავისი მოვალეობა სათანადოდ,  საჭიროა მათი ტრენინგები;

გ) რეინჯერების აღჭურვილობა საჭიროებს განახლებას;

დ) ამჟამად რეინჯერები დროებით უზრუნველყოფილნი არიან საველე კვებით, რაც სასურველია შემდგომშიც გაგრძელდეს;

ე) საჭიროა სახანძრო აღჭურვილობის განახლება და ახალი საშუალებებით  შევსება;

ვ) საჭიროა ადმინისტრაციისთვის ხელმისაწვდომი იყოს ქვეწარმავლის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატი;

ზ) საჭიროა გაახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

თ) ადმინისტრაციას არა აქვს ინციდენტების მართვის მოდელები, ასევე გეგმა ისეთი გაუთვალისწინებელი მდგომარეობებისათვის, როგორიცაა  ხანძრები და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები;

ი) რადიოსიხშირული კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა.

3. დაცვის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს სააგენტო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

N

მიზნები (რის მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ადამიანური რესურსებით (თანამშრომელთა რაოდენობა, კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება), რათა შეძლოს სრულად აღასრულოს დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები 

მ11

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ადამიანური რესურსებით (თანამშრომელთა რაოდენობა, კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება), რათა შეძლოს სრულად აღასრულოს დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები 

თანამშრომლების რაოდენობა არსებულ თანამდებობებზე

თანამდებობებზე არსებული თანამშრომლების კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება

მ12

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფრასტრუქტურით, სატრანსპორტო საშუალებებით და სხვა აღჭურვილობით (მათ შორის GPS-მონიტორინგის სისტემა), რომელიც აუცილებელია რეინჯერთა სამსახურის სრული და ეფექტური ფუნქციონირებისათვის; უნდა მიმდინარეობდეს აღნიშნულის მოვლა-პატრონობა/შენახვა, რომ შენარჩუნებული იყოს კარგ მდგომარეობაში 

ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია

მ13

 

შესაფერისი და ეფექტური საინფორმაციო მართვის სისტემა  ხელს უნდა უწყობდეს ადმინისტრაციის დაცვითი ფუნქციების  სათანადოდ განხორციელებას 

საინფორმაციო მართვის სისტემის არსებობა და ეფექტურობა

მ14

 

უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინციდენტების ეფექტური მართვა, ასევე გაუთვალისწინებელი შემთხვევების საფრთხის შემცირება, როგორიცაა ხანძრები, ბუნებრივი კატასტროფები და უბედური შემთხვევები

ინციდენტების მართვის მოდელების - რისკების და გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის გეგმების არსებობა.

ადმინისტრაციის ეფექტურობა გაუმკლავდეს ამგვარ შემთხვევებს 

 

4. დაცვის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები შემდეგია:

 

დპ1

 რეინჯერების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ მათი რაოდენობა პასუხობდეს დაცვის სამსახურის საჭიროებებს 

დპ2

 საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა 

 დპ3 

განხორციელდეს ინფრასტრუქტურის აუცილებელი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები

 დპ4 

რეინჯერებისათვის საველე კვებით უზრუნველყოფა

 დპ5 

ინციდენტების მართვის და რისკის შემარბილებელი გეგმების შემუშავება

 

5. დაცვის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო თითოეული სტრატეგიული ღონისძიების ფარგლებში, არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება დპ1-სათვის - რეინჯერების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ მათი რაოდენობა პასუხობდეს დაცვის სამსახურის საჭიროებებს:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. დაცვის სამსახურისათვის საჭირო თანამშრომლების საჭიროებების გადასინჯვა,  განხორციელებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით

ადმინისტრაციის რეინჯერების შტატი ტერიტორიის დაცვის საჭიროების ადეკვატურია

ინიციირება და განხორციელება

არავითარი

დაფინანსება

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება დპ2 - სათვის -  საჭირო  აღჭურვილობის შესყიდვა:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. ყოველ წლიურად მომზადდეს საჭირო შესასყიდი აღჭურვილობის ნუსხა და განხორციელდეს მისი შესყიდვა

აუცილებელი აღჭურვილობა შეძენილია

ინიციირება და გადაცემა

არავითარი

არავითარი

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება დპ3 - სათვის - განხორციელდეს ინფრასტრუქტურის აუცილებელი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1. ყოველწლიურად მომზადდეს აუცილებელი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ნუსხა და განხორციელდეს ამ სამუშაოების განხორციელება  

დამატებითი ინფრასტრუქტურა მოწყობილია

ინიციირება და გადაცემა

არავითარი

არავითარი

 

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება დპ4 - სათვის - რეინჯერებისათვის საველე კვებით უზრუნველყოფა:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1.რეინჯერებისათვის საველე კვებით უზრუნველყოფა

ველზე მომუშავე რეინჯერები და პატრულირების ჯგუფები უზრუნველყოფილი არიან საკვებით

ინიციირება და განხორციელება

არავითარი

დაფინანსება (CNF-ის მიერ)

 

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება დპ5 - სათვის: ინციდენტების მართვის და რისკის შემარბილებელი გეგმების შემუშავება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1. რისკის შეფასების განხორციელება ხანძრებისათვის, სხვა ბუნებრივი კატასტროფებისათვის და უბედური შემთხვევებისთვის, რომლებიც ადამიანებს შეეხება

რისკის შეფასება

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ორგანიზაციები შეფასების დასახმარებლად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, ექსპერტების ასანაზღაურებლად, რათა მათ განახორციელონ შეფასება, თუ რა თმა უნდა, არ იქნება ექსპერტი მოძიებული, რომელიც უსასყიდლოდ გააკეთებს ამ სამუშაოს

5.2. რისკის შემარბილებელი სტრატეგიის და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმების  შემუშავება, სადაც მითითებული იქნება ის საფრთხეები, რომლებიც აღნიშნულია ქმედებაში 5.1.

რისკის შემარბილებელი სტრატეგია და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმები

ინიციირება და ზედამხედველობა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი,

მაშველთა სამსახური,

ადგილობრივი მოსახლეობა, შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც დაეხმარებიან სტრატეგიებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმების შემუშავებაში

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, ექსპერტების ასანაზღაურებლად, რათა მათ შეიმუშაონ სტრატეგია და გეგმა, თუ რა თქმა უნდა არ იქნება ექსპერტი მოძიებული, რომელიც უსასყიდლოდ გააკეთებს ამ სამუშაოს

 

5.3. რისკის შემარბილებელი სტრატეგიის განხორციელება და მასალისა და აღჭურვილობის შესყიდვა  გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმის განსახორციელებლად

 

რისკის შემარბილებელი სტრატეგია ამოქმედებულია. რესურსები არსებობს ინციდენტების მართვის გეგმის ასამუშავებლად.

თანამშრომლებს აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ხანძრების კონტროლის მიზნით დაცულ ტერიტორიაზე და მოსაზღვრედ მდებარე არენდატორებთან ფერმერებთან, მებაღეებთან რეგულარულად ეწყობა, შეხვედრა-საუბრები.

განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი,

მაშველთა სამსახური,

ადგილობრივი მოსახლეობა

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა შესყიდულ იქნეს ის მასალები და აღჭურვილობა, რომელიც დაკონკრეტებული იქნება გაუთვალისწინებელ შემთხევების გეგმაში და საჭირო იქნება ტრენინგისათვის

 

მუხლი 43. ადმინისტრაციის პროგრამა

1. ადმინისტრაციის პროგრამა მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციის ეფექტურ ფუნქციონირებას და მოიცავს:

ა) ადმინისტრაციის სტრუქტურას, ფუნქციებს, შიდა განაწესს, სისტემებსა და პროცედურებს, სამუშაო გეგმებისა და ანგარიშების ჩათვლით;

ბ) თანამშრომლების კვალიფიკაციის, ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის გაზრდას;

გ) ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;

დ) პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე,  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ჩათვლით.   

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც  იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის მე-5 თავში და განხილულია პროგრამაში, არის შემდეგი:

ა) ადმინისტრაციის საშტატო ერთეულები არ არის საკმარისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის; 

ბ) თანამშრომლებისადმი გადახდილი ანაზღაურება და დასაქმების სხვა პირობები, კერძოდ კი, რეინჯერების სამუშაო პირობები, არ იძლევა მაღალ მოტივაციას; 

გ) ადმინისტრაციის კუთვნილი აღჭურვილობა საჭიროებს განახლებას; 

დ) არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას; 

ე) ადმინისტრაცია არ ახორციელებს თვითმონიტორინგისა და თვითშეფასების სისტემას;

ვ) თანამშრომლები  საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას;

ზ) ადმინისტრაციას არა აქვს საშუალება მოუაროს და უპატრონოს ინფრასტრუქტურას;

თ) ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს უფრო მეტს გაძლიერებული პარტნიორული ურთიერთობებით, კერძოდ, ურთიერთობებით ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიებთან.

3. ადმინისტრაციის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს სააგენტო, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) 

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს) 

მ15

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი იქნეს საჭირო  თანამდებობებით 

საჭირო თანამშრომლების არსებობა 

მ16

 

თვითშეფასების მექანიზმების შექმნა და დანერგვა

 

თვითშეფასების სისტემის არსებობა და სისტემის მიერ წარმოებული ანგარიში 

მ17

უზრუნველყოფილი იყოს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება შეესაბამებოდეს სამუშაოს მოთხოვნებს 

თანამშრომლების კვალიფიკაცია

თანამშრომლების ტრენინგის აღმნიშვნელი ჩანაწერები 

მ18

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი იყოს იმ აღჭურვილობით, რაც საჭიროა ეფექტური ფუნქციონირებისათვის 

აღჭურვილობის ინვენტარიზაცია 

მ19

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი იყოს იმ ინფრასტრუქტურით, რაც საჭიროა ეფექტური ფუნქციონირებისათვის 

ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია 

მ20

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი იყოს იმ ფინანსური საშუალებებით, რაც საშუალებას მისცემს შეინახოს დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა და განახორციელოს ძირითადი ოპერაციები 

ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი დაფინანსება

მ21

პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიებთან 

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

 

4. ადმინისტრაციის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნები, შემდეგია:

 

აპ1

 

ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის სამუშაოს შესრულების შეფასებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება 

აპ2

 

ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების კონსერვაციასთან, მონიტორინგთან და მდგრად სარგებლობასთან 

აპ3

 

აღჭურვილობის შესყიდვა, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციისათვის მისი ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად 

აპ4

არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახლით შევსება 

აპ5

ძველი ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავება 

 აპ6

 

 

თანამშრომლობის ჩამოყალიბება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასთან

 

5. ადმინისტრაციის პროგრამის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში, არის შემდეგი:  

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ1 - სათვის - ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის სამუშაოს შესრულების შეფასებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. ინდივიდუალური სამუშაო გეგმების შექმნა სამუშაოს შესრულების ინდიკატორებით 

სამუშაო გეგმების განხორციელება

 

ინიციირება და გადაცემა

 

არავითარი

 

არავითარი

 

1.2. სამუშაოს შესრულების რეგულარული შეფასება სამუშაო გეგმების შესაბამისად 

სამუშაოს შესრულების შეფასების ანგარიში

ინიციირება და გადაცემა

არავითარი

არავითარი

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ2 - სათვის - ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების კონსერვაციასთან, მონიტორინგთან და მდგრად სარგებლობასთან:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. შემდეგი ინფორმაციის დაფიქსირებისათვის სწავლების ჩატარება:

ა. მტაცებლები

ბ. მცირე ზომის ძუძუმწოვრები

გ. რეპტილიები

დ. მწერების მნიშვნელოვანი ჯგუფები, პეპლების ჩათვლით 

ბუნებრივი რესურსების სპეციალისტს და რეინჯერებს უნარი შესწევთ ზუსტად აღრიცხონ 

ინიციირება და ზედამხედველობა 

შესაფერისი ექსპერტი ტრენინგის ჩასატარებლად 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ტრენინგის მომწოდებელი 

ტრენინგის ჩატარება ჰაბიტატებისა და მცენარეთა სახეობების მონიტორინგის საკითხებში

 

ბუნებრივი რესურსების სპეციალისტს და რეინჯერებს უნარი შესწევთ ზუსტად აღრიცხონ ჰაბიტატები და მცენარეთა სახეობები 

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი ტრენინგის ჩასატარებლად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ტრენინგის მომწოდებელი

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ3 - სათვის - აღჭურვილობის შესყიდვა, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციისათვის მისი ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1. აღჭურვილობის შესყიდვა 

შესაფერისი აღჭურვილობა შეძენილია 

ინიციირება და გადაცემა 

არავითარი 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს აღჭურვილობა 

 

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ4 - სათვის - არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახლით შევსება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1.არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურის გარემონტების დაგეგმვა,  განხორციელება და აუცილებელი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 

მოვლა-პატრონობა და შესყიდვის გეგმა

 

ინიციირება და გადაცემა

 

არავითარი

 

არავითარი

 

 

ე)  სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ5 - სათვის - ძველი ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1. ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავება 

გასუფთავებული ტერიტორიები

 

ინიციირება და ზედამხედველობა

 

 

არავითარი

 

 

არავითარი

 

 

 

ვ)  სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება აპ6 - სათვის - თანამშრომლობის ჩამოყალიბება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასთან:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

6.1. თანამშრომლობის ჩამოყალიბება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასთან 

შესაბამისი შეთანხმება

 

ინიციირება და კოორდინაცია

 

 

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის წარმომადგენელი

 

 

არავითარი

 

 

 

მუხლი 44. კვლევა-მონიტორინგის პროგრამა

1. კვლევა–მონიტორინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) სამეცნიერო კვლევა განიხილება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავებასა და ადაპტაციის პროცესში;

ბ) მონიტორინგის მიზნების მიღწევისა და განხორციელებისათვის სრულყოფილი და ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის არსებობა;

გ) მონიტორინგი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებისა და ნებადართული მეთოდების გამოყენებით.

2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც  იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციური ანალიზის მე-5 თავში და განხილულია პროგრამაში, არის შემდეგი:

ა) ჰაბიტატებისა და სახეობების გავრცელების შესახებ ინფორმაციაში არსებული ნაკლოვანება, მათ შორის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების  სახეობების შესახებ, რომლებიც შესულია საქართველოს ,,წითელი ნუსხაში”; 

ბ) საბაზისო ინფორმაციაში არსებული სისუსტე, რომელიც შეეხება საკვანძო სახეობების (მტაცაბელი ცხოველების: მურა დათვის, მგელი, ტურა, ფოცხვერი და სხვა) პოპულაციებისა და ჰაბიტატების (ჭალის ტყეები, საკმლის ხიანების და ღვიიანების ეკოსისტემები) მდგომარეობას;

გ) ძირითადი სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგის არ არსებობა და ინფორმაციის არაადეკვატური აღრიცხვა;

დ) კლიმატური ცვლილებების, მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ სისტემატური მონიტორინგის არარსებობა და ინფორმაციის არაადეკვატური აღრიცხვა.

3. კვლევა–მონიტორინგის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

N

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) 

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს) 

მ22 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს განახლებული ინფორმაციით ჰაბიტატებისა და სახეობების გავრცელების შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას  ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების შესახებ, რომლებიც შესულია საქართველოს ,,წითელი ნუსხაში" 

ჰაბიტატებისა და საკვანძო სახეობების სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, თანდართული რუკებით, რაზეც მითითებული იქნება მათი გავრცელება 

მ23

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ინფორმაციით, საკვანძო სახეობების (მტაცებელი ცხოველების: მურა დათვის, მგელი, ტურა, ფოცხვერი და სხვა) და ჰაბიტატების (ჭალის ტყეები, საკმლის ხიანების და ღვიიანების ეკოსისტემები) შესახებ 

ინფორმაცია საკვანძო სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომია 

მ24 

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოახდინოს ძირითადი სახეობების პოპულაციებსა და ჰაბიტატებში მიმდინარე ცვლილებების იდენტიფიცირება

 

სისტემატური მონიტორინგის სისტემის და მონიტორინგის ჩანაწერების არსებობა

მ25

 

ადმინისტრაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს რომ განახორციელოს დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი კლიმატური ცვლილებების იდენტიფიცირების მონიტორინგი 

სისტემატური მონიტორინგის სისტემის და მონიტორინგის ჩანაწერების არსებობა 

მ26

 

ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს განსაზღვროს პროგრესი დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი მიზნების მიმართულებით, რაც მოიცავს საქონლის  ტრადიციულ გამრავლებას, ვიზიტორთა რაოდენობასა და ქმედებებს, სარგებელს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ეკოლოგიური ფასეულობების დაცვასა და აღდგენას 

სისტემატური მონიტორინგის სისტემის და მონიტორინგის ჩანაწერების არსებობა

 

4. კვლევა–მონიტორინგის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო და ადმინისტრაცია განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მენეჯმენტის გეგმის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნები, შემდეგია:

 

კმ1

 

ადამიანსა და ველურ სამყაროს შორის არსებული კონფლიქტის კვლევის გაგრძელება და კონფლიქტის უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ქმედებების განხორციელება 

კმ2

 

საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ მერქნიანი მცენარეებისა და იშვიათი მცენარეების (ბალახოვანის და მერქნიანების) ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების იდენტიფიცირება, მათ შორის გამორჩეული რეპრეზენტატული ადგილების იდენტიფიცირება და მონიტორინგი 

კმ3

 

ინფორმაციაში არსებული ხარვეზების შევსება, რაც შეეხება დაცულ ტერიტორიაზე არსებულ სახეობების არსებობასა და მათ მდებარეობას, მათ შორის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს 

კმ4

 

ჰაბიტატებისა და საკვანძო სახეობების პოპულაციების მდგომარეობის მონიტორინგისათვის პროცედურული სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება 

კმ5

 

მონიტორინგის განხორციელება,  რომელიც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ პროგრესი პერსპექტიული მიზნების მიმართებაში, რაც უკავშირდება ტურიზმს, მდგრად ძოვებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სარგებელს 

კმ6

 

სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ გრძელვადიანი მონიტორინგი დაცული ტერიტორიების კლიმატის ცვლილებებზე 

 

5. კვლევა–მონიტორინგის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში, არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ1 - სათვის- ადამიანსა და ველურ სამყაროს შორის არსებული კონფლიქტის კვლევის გაგრძელება და კონფლიქტის უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ქმედებების განხორციელება:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. იმ კვლევის ფასილიტირების გაგრძელება, რომელიც განხორციელდა საქართველოს მტაცებელთა კონსერვაციის პროექტით ადამიანისა და ველური სამყაროს შორის არსებულ კონფლიქტზე და პროექტის მიერ დასახული რეკომენდაციების განხორციელება 

პროექტის მიერ მომზადებული ანგარიში

ფასილიტირება

 

საქართველოს მტაცებელთა კონსერვაციის პროექტი

 

არავითარი

 

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ2 - სათვის: საქართველოს ,,წითელ ნუსხაში' მერქნიანი მცენარეებისა და იშვიათი მცენარეების (ბალახოვანის და მერქნიანების) ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების იდენტიფიცირება, მათ შორის, გამორჩეული რეპრეზენტატული ადგილების იდენტიფიცირება და მონიტორინგი:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1. საქართველოს ,,წითელ ნუსხაში" მერქნიანი მცენარეებისა და იშვიათი მცენარეების (ბალახოვანის და მერქნიანების) ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების იდენტიფიცირება და მონიტორინგი. მათ შორის გამორჩეული რეპრეზენტატული ადგილების იდენტიფიცირება

 

გამოვლენილია საკვანძო ფლორისტული ტერიტორიები, შეფასებული იქნება მათი მდგომარეობა

 

ინიციირება და ზედამხედველობა

 

შესაფერისი ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც გააკეთებენ ინვენტარიზაციას

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, საჭიროებს დაფინანსებას, რათა ანაზღაურებული იყოს  ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც შეიმუშავებს გეგმას  

2.2. რუკაზე დატანა და მონიტორინგის მიზნით სანიმუშო ფართობების აღება დროში მათი მდგომარეობის შეფასების მიზნით

 

მომზადებულია რუკა, შერჩეულია სანიმუშო ფართობები, მომზადებულია მონიტორინგის გეგმა

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც დაიტანს ინვენტარიზაციის შედეგებს რუკაზე

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, საჭიროებს დაფინანსებას, რათა ანაზღაურებული იყოს  ორგანიზაცია ან ექსპერტი, რომელიც შეიმუშავებს რუკას
 

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ3 - სათვის - ინფორმაციაში არსებული ხარვეზების შევსება, რაც შეეხება დაცულ ტერიტორიაზე არსებულ სახეობების არსებობასა და მათ მდებარეობას, მათ შორის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, რომლებიც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1. საბაზისო კვლევის  განხორციელება, რომელიც რეკომენდირებული იყო 2011 წელს ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მტაცებელთა კონსერვაციის პროექტის ფარგლებში  

საბაზისო კვლევის ამსახველი ანგარიში

 

ინიციირება და კოორდინირება

 

კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტების ჩართვა

ექსპერტების სურვილი ითანამშრომლონ ნებაყოფლობით ან დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა ანაზღაურდეს მათი შრომა

 

3.2. სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მუდმივად განვაახლოთ მონაცემთა ბაზა რეინჯერების საველე ანგარიშებიდან და დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევებიდან მიღებული ინფორმაციით 

დიზაინი მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლების სისტემისათვის შექმნილია

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი სისტემის დიზაინის შესაქმნელად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ექსპერტის შრომა
 

 

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ4 - სათვის - ჰაბიტატებისა და საკვანძო სახეობების პოპულაციების მდგომარეობის მონიტორინგისათვის პროცედურული სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება:

 

ქმედება

შედეგი

 

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

 

წინაპირობა

 

4.1. არსებული პროცედურების გადახედვა, რომელიც შეეხება ჰაბიტატებისა და სახეობების მონიტორინგს, საჭირო ქმედებების იდენტიფიცირება და გაძლიერებული პროცედურების შემუშავება 

მონიტორინგის პროცედურები

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი ან ექსპერტები მონიტორინგის სისტემის დიზაინის შესაქმნელად

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ექსპერტი ან ექსპერტები

4.2. დაცული ტერიტორიების რეინჯერების და სხვა შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი

ადმინისტრაციას უნარი შესწევს განახორციელოს სისტემა

ინიციირება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტი ტრენინგის ჩასატარებლად

შესაფერისი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილ უნივერსიტეტის განყოფილებებს, უნარი შესწევთ დაეხმარონ გრძელვადიან მონიტორინგის პროექტებში 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ექსპერტი ან ექსპერტები

 

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ5 - სათვის - მონიტორინგის განხორციელება  რომელიც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ პროგრესი პერსპექტიულ მიზნებთან მიმართებაში, რაც უკავშირდება ტურიზმს, მდგრად ძოვებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სარგებელს:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1. მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და გაანალიზების პროცედურების დიზაინი  

მონიტორინგის სისტემის შემუშავება  

ინიციირება,

ზედამხედველობა

 

შესაფერისი ექსპერტები სისტემის დიზაინის შესაქმნელად

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ექსპერტის შრომა  

5.2. ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრეინინგი პროცედურების განხორციელების საკითხებში

 

ადმინისტრაციას უნარი შესწევს იმუშავოს სისტემაში

 

ინიციირება,

ზედამხედველობა

 

შესაფერისი ექსპერტი თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს ექსპერტის შრომა

 

5.3. მონიტორინგის სისტემის განხორციელება

 

სისტემა ფუნქციონირებს, მონაცემების აღრიცხვა ხორციელდება

 

განხორციელება

 

არავითარი  

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს სისტემისათვის საჭირო დანადგარი

 

 

ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება კმ6 - სათვის - სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ გრძელვადიანი მონიტორინგი დაცული ტერიტორიების კლიმატის ცვლილებებზე:

 

ქმედება

შედეგი

სააგენტოს/ადმინისტრაციის  როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

6.1. დაცული ტერიტორიების კლიმატთან დაკავშირებული ცვლილებების მონიტორინგისათვის მოწყობილობის შეძენა და მონიტორინგი

 

პარამეტრებისა და დანადგარების სპეციფიკაცია

 

ინიციირება, დაცვა, ზედამხედველობა

 

შესაფერისი ექსპერტი კვლევის ჩასატარებლად

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს კვლევა

6.2. დანადგარის შესყიდვა და ინსტალირება და ტრენინგის ჩატარება იმ თანამშრომლებისათვის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დანადგარის მოვლა-პატრონობასა და მონაცემთა აღრიცხვაზე

მონაცემთა აღმრიცხველი დანადგარი ინსტალირებულია, თანამშრომლებს ჩატარებული აქვთ ტრენინგი მის გამოყენებასა და მოვლა-პატრონობაზე

 

ინიციირება, დაცვა, ზედამხედველობა

 

შესაფერისი ექსპერტი ტრენინგის ჩასატარებლად

 

დაფინანსება ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით, რათა დაფინანსდეს დანადგარის შესყიდვა

6.3. მონაცემების აღრიცხვის დაწყება და ანალიზიორინგის სისტემის განხორციელება

 

აღრიცხული მონაცემები შენახული და გაანალიზებულია

 

განხორციელება

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი მონაცემთა გასაანალიზებლად

 

არავითარი

 

თავი VII

დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი

 

მუხლი 45. ინდიკატორები და მათი შერჩევის დასაბუთება

მენეჯმენტის გეგმის შესრულების ინდიკატორები სტრატეგიული ღონისძიებების  და ქმედებებისათვის დეტალურად აღწერილია VI თავში თითოეული პროგრამისათვის. ინდიკატორების შერჩევა მოხდა მათი გაზომვადობის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) და დროში მიღწევადობის პრინციპით.

 

მუხლი 46. მონიტორინგის განხორციელება

1. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი ორიენტირებულია ადმინისტრაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა ხელი შეუწყოს უწყვეტი ადაპტაციური მართვის პროცესს. უწყვეტი ადაპტაციური მართვა არის განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული გამოცდილებისა და ახალ ინფორმაციებზე დაყრდნობით მენეჯმენტის გეგმის გადახედვის პროცესი.

2. ადმინისტრაცია მონიტორინგს ახორციელებს სამ ეტაპად:

ა) წლიური მონიტორინგი: ყოველი წლის ივნისში ადმინისტრაცია მოამზადებს  მე-6 თავში მოცემული ქმედებებისა და საქმიანობების განხორციელების ანგარიშს, რომელიც იქნება  სამწლიანი საოპერაციო გეგმების განახლება-გადახედვისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების  საფუძველი;

ბ) მენეჯმენტის გეგმის ეფექტურობის მონიტორინგი სამ წელიწადში: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მესამე და მეექვსე წლის განმავლობაში ადმინისტრაცია განახორციელებს მისი ეფექტურობის შეფასებას სპეციალური ინსტრუმენტების (METT) გამოყენებით. ადმინიტრაცია მოახდენს სპეციალური ინსტრუმენტების (METT) შეფასებას, რათა დააზუსტოს საბაზისო ინფორმაცია, რის მიხედვითაც მოხდება  სამომავლო შეფასებების შედარება. მისი რეგულარული განხორციელებით კი ადმინისტრაცია შეძლებს მენეჯმენტის გეგმის, განხორციელებული ქმედებებისა და აქტივობების ეფექტურობის მიმართ განხორციელებული პროგრესის განსაზღვრას;

გ) სრულყოფილი გადახედვა: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-6 წელს ადმინისტრაცია განახორციელებს სრულყოფილ გადახედვას, სიტუაციური ანალიზის განახლებასა და მიზნებისა და ქმედებების გადახედვას. მიღებული შედეგი კი იქნება შემდეგი 6-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების წინაპირობა და საფუძველი.