გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016295
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48
09/10/2015
ვებგვერდი, 15/10/2015
010250020.35.148.016295
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/10/2015 - 13/04/2018)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №48

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის  და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების  საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის   მუნიციპალიტეტის გერბი №1 დანართის თანახმად (№1 დანართი თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2
დამტკიცდეს გორის   მუნიციპალიტეტის დროშა  №2 დანართის თანახმად (№2 დანართი თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი




დანართი №1

გერბი

გორის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი  გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად)  ვერცხლის თეთრი ჯვრით. რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.

პირველი ნაწილი - მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული  ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

მეორე ნაწილი - ლაჟვერდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი.

მესამე ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია ოქროს ძნა.

მეოთხე ნაწილი - მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „გორი“.   

                          

დანართი №2

დროშა

გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრი ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად.

დროშის პირველი და მეოთხე ნაწილები  მეწამულია, ხოლო მეორე და  მესამე ნაწილები ლაჟვარდისფერი

ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა), ოქროს ცეცხლით.

დროში პროპორცია 2/3.