ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016359
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
08/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
010250050.35.117.016359
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/12/2017 - 31/01/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,  შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ დებულება“ თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ“  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/03/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016129);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე   დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №05 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016287).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი 1

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. მიზანი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტის მიზანია ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენა/განსაზღვრა.

მუხლი 4. სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტი
1. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის,  შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტად, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების ფაქტს, განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი ინფორმაცია.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველმა ფიზიკურმა პირმა.

   3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი) მიერ ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის მსურველ ფიზიკურ პირს შეიძლება მოთხოვოს:

   ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, აღდგენისა და შეჩერების საკითხების განმხილველმა,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;

   ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით შექმნილმა სათათბირო ორგანომ – საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.



დანართი 2

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტის ფორმა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის

------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

 

     მე, ქვემოთ ხელის მომწერი საკრებულოს წევრი, ვადასტურებ, რომ ამბროლაურში

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი მისამართი)

 

მცხოვრები მოქალაქე---------------------------------------------------------------------------------- ნამდვილად

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბ. თარიღი)

 

ცხოვრობს 9 თვის ან მეტი ვადით აღნიშნულ მისამართზე.

 

 

-------------------------------------

(ხელმოწერა)

 

 

 

-------------------------------

(თარიღი)