დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016297 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2018 - 27/04/2018)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესი“ დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04.07.2016 წელი, 010250020.35.125.016211). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უფასო სასადილო – ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს; ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასდილოს მომსახურებით; გ) მერია – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას; დ) რეგისტრაცია – სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აღრიცხვა ბენეფიციარად; ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით; ვ) სტრუქტურული ერთეული – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
მუხლი 3.
ბენეფიციართა რეგისტრაცია |
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი).
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. განცხადებას განიხილავს და ამ წესთან შესაბამისობას ადგენს სტრუქტურული ერთეული. 4. ბენეფიციართა აღრიცხვიანობა წარმოებს მერის ბრძანებით დამტკიცებული სარეგისტრაციო ჟურნალით. 5. უფასო სასადილოს ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების დადასტურება ხორციელდება მერის ბრძანებით დამტკიცებული აღრიცხვის ჟურნალში ბენეფიციარის ხელმოწერით. |
მუხლი 4.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები |
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას (0-დან 65001-მდე ქულა).
2. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 3. მერის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სტრუქტურული ერთეული. |
მუხლი 5.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე |
მერი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. |
მუხლი 6.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა |
მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში; დ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი კალენდარული დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარის მიერ დარღვეული იქნა საზოგადოებრივი წესრიგი ზედიზედ ორჯერ; ვ) ბენეფიციარი გარდაიცვალა. |
მუხლი 7.
უფასო სასდილოში ბენეფიციართა რაოდენობა |
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 100(ასი) ბენეფიციარისა. |
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებები |
1. პირი რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს მერის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სტრუქტურული ერთეული ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს, მერს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები