ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016483
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
03/04/2018
ვებგვერდი, 13/04/2018
010250020.35.143.016483
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/04/2018 - 07/08/2018)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2018 წლის 3 აპრილი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი,  მე-2 და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების მოსაკრებელი.

1. ხაშურისა და დაბა სურამის მოსახლისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულზე 0,50 თეთრს 4 სულამდე ოჯახისათვის, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 2,00 ლარს – ოჯახზე, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულზე 0,25 თეთრს 4 სულამდე ოჯახისათვის, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 1,00 ლარს – ოჯახზე.

2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
საყოფაცხოვრები ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის  №8 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დადგენის, გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების თობაზე“ (www.matsne.gov.ge 02/02/2015 წ., 010250020.35.143.016317).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი  №1   
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის

 

 

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

"რ"

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა  მ3

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში

(1მ3 ნარჩენის გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი

(სვეტი N4) : 12 თვე X 6 ლარი

"გ"

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები   (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0,022

0,011

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,          (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0,10

0,05

3

 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები                          (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0.50

0,25

4

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,331

0,166

5

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

მომსახურების ერთეული ადგილი

0,128

0,064

6

სკოლები, , საბავშვო ბაგა-ბაღები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე

0,198

0,099

7

სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)

მომსახურების ერთეული        (ერთი საწოლი)

1,80

0,90

8

საავადმყოფოები                           (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

1,157

0,579

9

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის   1 მ2

0,16

0,08

10

სტადიონები, მანეჟები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები  (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

ღია ფართის       1 მ2

0,02

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,04

11

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის   1 მ2

0,76

0,38

12

სამრეწველო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის  1 მ2

0.25

0,125

13

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირებისათვის (ე.წ. აგრარული, მსხვილფეხა რქოსანი, წვრილფეხა საქონლისა და ფრინველის ბაზრობები) ბაზრობებიბბბაზრობებიკოლმეურნეო და

საერთო ფართის   1 მ2

1500 მ2-ის ჩათვლით

0.30

0.15

საერთო ფართის 1 მ2 1500 მ2-ის ზემოთ

0.20

0.10

14

შერეული საქონლის ბაზრობები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის   1 მ2

0,30

0,15

15

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის        1 მ2

0,02

0,01

  დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,04

16

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის   1 მ2

0,08

0,04

17

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,02

  დახურული საერთო ფართის     1 მ2

0,08

0,04

18

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,10

0,05

  დახურული საერთო ფართის     1 მ2

0,20

0,10

19

აბანოები, საუნები

საერთო ფართის   1 მ2

0,18

0,09

20

სადალაქოები და  სილამაზის სალონები

საერთო ფართის   1 მ2

0,50

0,25

21

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის   1 მ2

0,25

0,125

22

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

1,2

23

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,96

0.48

24

საცხობები

სამუშაო ფართის  1 მ2

0,30

0.15

25

დისკოთეკები, ღამის კლუბები,ტოტალიზატორები, სათამაშო, გასართობი ცენტრები  და დაწესებულებები

საერთო ფართის  1 მ2

0,60

0.30

26

ვაგზლები,ბაქნები, რკინიგზის დაწესებულებები და ობიექტები, საავტომობილო სადგურები

ღია ფართის          1 მ2

0,008

0,004

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,04

27

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის  1 მ2

0,008

0,004

28

 სამხედრო ნაწილები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი ადგილი

0,70

0,35

29

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1 მ2

0,010

0,005

30

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის  1 მ2

0,08

0,04

31

აფთიაქები

საერთო ფართის  1 მ2

0.50

0.25

32

სწრაფი გადახდის (ჩარიცხვის) აპარატი

1 ერეული

3.00

1.50

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

მ = გ X რ.

მ   –   ერთი   თვის   მოსაკრებელი   დაწესებულებებისათვის,   ორგანიზაციებისთვის,   იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (ლარი);

გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).


დანართი №2
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.   ხაშურის   მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    დასუფთავების    მოსაკრებლის    გადახდის   ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ხაშურის     მუნიციპალიტეტის      ტერიტორიაზე      საყოფაცხოვრებო      ნარჩენების     წარმომქნელთა     მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

2.  ეს  წესი  აწესრიგებს  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების წარმომქმნელთა  მიერ  დასუფთავების  მოსკრებლის  გადახდასთან  დაკავშირებულ  ურთიერთობებს, განსაზღვრავს   მოსაკრებლის   განაკვეთის   დაწესებას,   გადახდის   წესსა   და   მოსაკრებლის   გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  დასუფთავებისათვის  გაწეული  მომსახურებისათვის  გათვალისწინებულ  აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს  დადგენილ ვადაში.

5.  მოსაკრებლის  ამოღებას  (ადმინისტრირებას)  ახორციელებს  ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის საბიუჯეტო სამსახური.     


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლის  გადამხდელია  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ნარჩენების წარმომქმნელი  ყველა სუბიექტი.

2.  მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:

ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები;

გ) სოცალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.


მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის  დასუფთავებისათვის,  როგორც  მოსახლეობისათვის,  ისე ორგანიზაციების, დაწესებულებების,  იურიდიული  პირებისა და ინდივიდუალური  მეწარმეებისათვის,  რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.

2.  ხაშურის  მუნიციპალიტეტის   მოსახლეობისათვის  მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულება  ეკისრება  იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს) რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.

3. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.

5. ნარჩენების წარმომქმნელი  მოსახლის  რაოდენობის  შეცვლის შემთხვევაში  მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

6. მესაკუთრის,  მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

7. ნარჩენების წარმომქმენელის  მიერ ნარჩენების წარმოქმნის  ადგილის შეცვლის შემთხვევაში  მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის  ძალაში  შესვლიდან  ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვალა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულება  წარმოიქმნება  ნარჩენის  წარმომქმნელი  ყველა პირისათვის  ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.

2. მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულებისაგან  გათავისუფლებულია  ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში,  იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

4. არ დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო,  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში,  სადაც სწავლების  პროცესი მიმდინარეობს  გრაფიკით, აღსაზრდელთა  და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

5.  მოსაკრებლის  გადამხდელი  პირის  მიერ  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიიდან  ერთ  თვეზე  მეტი  ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში,  რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის  წარმომქმნელი,  რისთვისაც  იგი  წინასწარ  წერილობით  მიმართავს  მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა.


მუხლი 5. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1.  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მდებარე  საცხოვრებელი  ბინის/სახლის  მესაკუთრე (მოსარგებლე)  ასევე  მოქმედი  ინდივიდუალური  მეწარმე,  იურიდიული  პირი,  ორგანიზაცია  და დაწესებულება ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის   პასუხისმგებელ   ორგანოში.  წინამდებარე  წესის  ამოქმედების  დღიდან  აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.

2.  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მდებარე  საცხოვრებელი  ბინის/სახლის  მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს.

3. დაწესებულებები,  ორგანიზაციები,  იურიდიული  პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი  წესით  რეგისტრაციიდან   ან  შექმნის  შესახებ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტის ძალაში შესვლის დღიდან  (აგრეთვე რეორგანიზაციის,  ლიკვიდაციის,  საქმიანობის  პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის  და ნებისმიერი  სხვა სახის ცვლილებების  შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების  განხორციელების   დღისა,   დაწესებულებები,   ორგანიზაციები,   იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა  იქონიოს  ნარჩენების  მართვის  მომსახურების  განმახორციელებელი   სამსახურის  მიერ  ამ მომსახურების  მიწოდების  ხარისხზე და  მოცულობაზე)  მათზე  დარიცხულ  მოსაკრებელში  ცვლილებების შეტანის მიზნით დაწესებულებები, ორგანიზაციები,  იურიდიული პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი  არიან  არაუგვიანეს  15 კალენდარული  დღისა  აცნობონ  მოსაკრებლის  გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები.   მიუხედავად   შეტყობინების  განხორციელების   დღისა,   დაწესებულებები,   ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

6. დაწესებულებები,  ორგანიზაციები,  იურიდიული  პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი  დოკუმენტი (სახელმწიფო  ორგანოების  მიერ  გაცემული  დოკუმენტი,  საგადასახადო  ან სხვა   კომპეტენტური    სახელმწიფო   ორგანოების    მიერ   გამოცემული   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.


მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება  ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.


მუხლი 8. პასუხისმგებლობა  მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურს.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.