ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28-94
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016549
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28-94
25/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
010250050.35.101.016549
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/09/2018 - 08/11/2019)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28-94

2018 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება“ დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „ქალაქ  თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის №20-67 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებას.

2. მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

3. მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. მუნიციპალური ინსპექცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

5. მუნიციპალურ ინსპექციას აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი მუნიციპალური ინსპექციის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

6. მუნიციპალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.

7. მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

8. მუნიციპალური ინსპექციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7.


მუხლი 2. მუნიციპალური ინსპექციის  ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებია:

ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგებაზე კონტროლის დაწესება;

გ) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

დ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების და პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი;

ვ) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;

ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება;

ი) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;

ლ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;

მ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 


მუხლი 3. მუნიციპალური ინსპექციის უფლებები და ვალდებულებები
1. მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად;

ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე;

გ) აწარმოოს კონტროლი იერსახის, რეკლამის, აბრის, აკუსტიკური ხმაურის, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, გარე ვაჭრობაზე და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე;

დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ვ) მიიღოს ექსპლუატაციაში დასრულებული შენობა-ნაგებობები, მიიღოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების), გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი. ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება და ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა;

თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

კ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;

ლ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი;

მ) მოახდინოს მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას უკანონო, ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენა, მოპოვებული მწვანე ნარგავების, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. პირისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი ღონისძიებების გასატარებლად;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაცია;

ო) საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული მწვანე ნარგავების და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნის, გაჩერების და დადგენის მიზნით.

2. მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია:

ა) განახორციელოს ინსპექტირება და კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ბ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

გ) აწარმოოს კონტროლი გარე ვაჭრობაზე, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით ან ნაწილობრივ გადაკეტვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;

დ) გამოსცეს აქტი დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვაზე, გადატანაზე ან/და მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;

ზ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

კ) აწარმოოს კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემული მწვანე ნარგავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის შესრულებაზე;

ლ) თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებების გასატარებლად წარმოებული შემოწმების პროცესში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტზე სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის აღკვეთის, გამოვლენის, განხილვის და სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციის მიზნით.

 


მუხლი 4. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი
1. მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

2. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.

3. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი:

ა) წარმართავს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას და პასუხისმგებელია მუნიციპალური ინსპექციისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს მუნიციპალური ინსპექციის სახელით, წარმოადგენს მუნიციპალურ ინსპექციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

გ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ინსპექციის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

დ)   მოთხოვნის    შემთხვევაში    შეიმუშავებს და წარადგენს მუნიციპალური ინსპექციის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს მუნიციპალური ინსპექციის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და გასცემს დავალებებს. ისმენს ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) ანაწილებს მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ი) მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

კ) ხელს აწერს მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

მ) მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო და სხვა ორგანოებში ინტერესების დასაცავად;

ნ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 


მუხლი 5. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები
1. მუნიციპალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მუნიციპალური ინსპექციის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.

4. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები:

ა) მუნიციპალური ინსპექციის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით ასრულებს მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას.

 


მუხლი 6. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. მუნიციპალური ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო;

ბ) მონიტორინგის სამმართველო;

გ) სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილება;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

2. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება;

ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება;

გ) მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილება;

დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება;

ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება;

ვ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება.

3. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო განყოფილებების მეშვეობით:

ა) ახორციელებს ინსპექტირებას და მუნიციპალური ინსპექციის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

გ) უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას და ახორციელებს კონტროლს თვითნებური გაჩეხვის, დაზიანების, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დაცვაზე, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დაცვაზე;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მონიტორინგის სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) რეკლამების მონიტორინგის განყოფილება;

ბ) ხაზობრივი ნაგებობების მონიტორინგის განყოფილება;

გ) გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილება;

დ) ნარჩენების კონტროლის განყოფილება;

ე) აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება;

5. მონიტორინგის სამმართველო განყოფილებების მეშვეობით:

) რეკლამების მონიტორინგის განყოფილება:

ა.ა) ახორციელებს რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლს.

ა.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

ა.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

) ხაზობრივი ნაგებობების მონიტორინგის განყოფილება:

ბ.ა) ახორციელებს კონტროლს თბილისის ტერიტორიაზე, ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების გადათხრის ფაქტებზე, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობაზე, კეთილმოწყობის წესების დარღვევაზე და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს;

ბ.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

ბ.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

) გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილება:

გ.ა) ახორციელებს გარე ვაჭრობის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენას;

გ.ბ) უზრუნველყოფს გარე ვაჭრობის საგნის ჩამორთმევას, კონფისკაციის აქტის შედგენასა და კონფისკაციას დაქვემდებარებული გარე ვაჭრობის საგნის შესაბამისი პირებისთვის გადაცემას;

გ.გ) უზრუნველყოფს გარე ვაჭრობის ფაქტების გამოვლენისას სამართალდამრღვევი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს ინფორმირებას;

გ.დ) ახორციელებს პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციაზე კონტროლს;

გ.ე) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

გ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

) ნარჩენების კონტროლის განყოფილება;

დ.ა) ახორციელებს საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალიწინებული ცალკეული სამართლდარღვევების გამოვლენას და კონტროლს, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

დ.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

დ.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

) აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება;

ე.ა) ახორციელებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები მინიმალური ოდენობის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენას;

ე.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას;

ე.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

ა) ინსპექტირებას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი

მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს;

ბ) უზრუნველყოფს დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ სადემონტაჟო და საჯარიმო ღონისძიებების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას, ასევე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას;

გ) ახორციელებს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გასაჩივრებულ აქტებზე წარმომადგენლობას;

დ) უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

 

7. სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილება

ა) უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, მუნიციპალური ინსპექცია გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების მიზნით წარმოდგენილი ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, მუნიციპალური ინსპექცია გამოსცემს ბრძანებას ობიექტზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების ან შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას.


მუხლი 7. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს  სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მუნიციპალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ)    ამზადებს    და    მუნიციპალური ინსპექციის  უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;

ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) მუნიციპალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ლ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალური ინსპექციის უფროსის და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის წინაშე.


მუხლი 8. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები
1. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.


მუხლი 9. მუნიციპალური ინსპექციის დაფინანსება და ქონება
1. მუნიციპალური ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.

2. მუნიციპალური ინსპექციის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.

 


მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
1. მუნიციპალური ინსპექციის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

2. მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მუნიციპალური ინსპექციის  რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია   განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.