ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს

ორიგინალი  ვერსია  იხილეთ ბმულზე

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს მხოლოდ დოკუმენტაციის გენერატორს და არ აქვს იურიდიული ძალა. ევროკავშირის ინსტიტუტები არ იღებენ რაიმენაირ პასუხისმგებლობას მის შინაარსზე. შესაბამისი აქტების, მათი პრეამბულების ჩათვლით, ავთენტური ვერსიები გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში და ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამართლის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნულ ოფიციალურ ტექსტებთან პირდაპირი წვდომა შესაძლებელია ამ დოკუმენტში ჩასმული ბმულების საშუალებით.

 

►B ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია

საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

(ოფიციალური ბიულეტენი, L 173, 12.6.2014, გვ. 1)

 

დაზუსტებულია:

 

 

 

ევროკავშირის ოფიციალური ბიულეტენით

No

გვერდი

თარიღი

►M1

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 8 ივნისის (EU) 2016/1011 რეგულაცია

L 171

1

29.6.2016

►M2

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 23 ივნისის (EU) 2016/1033 რეგულაცია

L 175

1

30.6.2016

 

შესწორებულია:

►C1

►C1 შესწორება, ოფიციალური ბიულეტენი L 287, 21.10.2016, გვ. 320 (596/2014)

▼B ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია

საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

თავი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 1.

საგანი

ამ რეგულაციით იქმნება ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციების, შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებისა და საბაზრო მანიპულაციების (ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების) საერთო მარეგულირებელი ჩარჩო, აგრეთვე, განისაზღვრება ღონისძიებები საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირის ფინანსური ბაზარების მთლიანობა და რათა გაძლიერდეს ამ ბაზრებისადმი ნდობა და ამ ბაზრებზე ინვესტორთა დაცვა.

 

მუხლი 2.

მოქმედების სფერო

1. ეს რეგულაცია ეხება შემდეგს:

  1. ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მოთხოვნილია, რომ დაშვებულ იქნან სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე;
  2. ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებითაც ვაჭრობენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან მოთხოვნილია, რომ დაშვებულ იქნან სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში;
  3. ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებითაც ვაჭრობენ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში;
  4. ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებზეც არ ვრცელდება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტები და რომელთა ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია ან გავლენას ახდენს აღნიშნულ ქვეპუნქტებში მითითებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საკრედიტო დეფოლტური სვოპებისა და ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტების ფასსა და ღირებულებაზე.

ეს რეგულაცია, ასევე, ვრცელდება ქცევებზე ან გარიგებებზე, მათ შორის, ფასის შეთავაზების წინადადებებზე, რომლებიც დაკავშირებულია აუქციონზე გაყიდვასთან აუქციონის პლატფორმის საშუალებით, რომელიც აღჭურვილია სრული უფლებებით, როგორც ემისიის კვოტების ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილი სხვა პროდუქტების რეგულირებული ბაზარი, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აუქციონზე გატანილი პროდუქტები არ არის ფინანსური ინსტრუმენტები (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად. აუქციონზე ფასის შეთავაზების წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სპეციფიკური დებულების გათვალისწინებით, ამ რეგულაციაში სავაჭრო შეკვეთებისთვის დადგენილი ნებისმიერი მოთხოვნა ან აკრძალვა ვრცელდება ამგვარ წინადადებებზეც.

2. მე-12 და მე-15 მუხლები, ასევე, ეხება:

  1. სპოტურ კონტრაქტებს, რომლებიც არაა დაკავშირებული საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილ ენერგოპროდუქციასთან, როდესაც გარიგება, შეკვეთა ან ქცევა გავლენას ახდენს, სავარაუდოდ, მოახდენს ან გამიზნულია, რომ მოახდინოს 1-ელ პუნქტში მითითებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან ღირებულებაზე;
  2. ფინანსური ინსტრუმენტების ტიპებს, მათ შორის, საკრედიტო რისკის ტრანსფერისთვის დერივატულ ხელშეკრულებებს ან წარმოებულ ინსტრუმენტებს, როდესაც გარიგება, შეკვეთა, ფასის შეთავაზების წინადადება ან ქცევა გავლენას ახდენს, სავარაუდოდ, მოახდენს ან გამიზნულია, რომ მოახდინოს სპოტური კონტრაქტის ფასზე ან ღირებულებაზე, როდესაც ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან ღირებულებაზე;
  3. ორიენტირებთან დაკავშირებული ქცევა.

3. ეს რეგულაცია ვრცელდება ნებისმიერ გარიგებაზე, შეკვეთაზე ან ქცევაზე, რომელიც ეხება 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადგილი ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ვაჭრობის ადგილზე.

4. ამ რეგულაციაში განსაზღვრული აკრძალვები და მოთხოვნები ეხება 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ქმედებებსა და უმოქმედობებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყანაში.

მუხლი 3.

განმარტებები

1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

  1. „ფინანსური ინსტრუმენტი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-15 ქვეპუნქტში განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტი;
  2. „საინვესტიციო კომპანია“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საინვესტიციო კომპანია;
  3. „საკრედიტო დაწესებულება“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 575/2013 დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საკრედიტო დაწესებულება1;
  4. „საფინანსო ინსტიტუტი“ არის (EU) No 575/2013 რეგულაციის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 26-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული საფინანსო ინსტიტუტი;
  5. „ბაზრის ოპერატორი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-18 ქვეპუნქტში განსაზღვრული ბაზრის ოპერატორი;
  6. „რეგულირებული ბაზარი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 21-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული რეგულირებული ბაზარი;
  7. „მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 22-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული მრავალმხრივი სისტემა;
  8. „ორგანიზებული სავაჭრო სისტემა“ ან „OTF“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 23-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული სისტემა ან ობიექტი ევროკავშირში;
  9. „მიღებული საბაზრო პრაქტიკა“ არის სპეციფიკური საბაზრო პრაქტიკა, რომელიც მიღებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-13 მუხლის შესაბამისად;
  10. „ვაჭრობის ადგილი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 24-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული ვაჭრობის ადგილი;
  11. „მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტში განსაზღვრული მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი;
  12. „კომპეტენტური ორგანო“ არის 22-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული ორგანო, თუ არ არსებობს სხვა მითითება ამ რეგულაციაში;
  13. „პირი“ არის ფიზიკური ან იურიდიული პირი;
  14. „საქონელი“ არის კომისიის (EC) No 1287/2006 რეგულაციის მე-2 მუხლის 1-ელ ქვეპუნქტში განსაზღვრული საქონელი[2];
  15. „სპოტური კონტრაქტი“ არის ხელშეკრულება სპოტურ ბაზარზე გასაყიდი საქონლის მისაწოდებლად, რომელიც მიეწოდება გარიგების დადებისთანავე. იგი არის ხელშეკრულება ისეთი საქონლის მისაწოდებლად, რომელიც არ არის ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის, ფიზიკურად დადებული ფორვარდული კონტრაქტი;
  16. „სპოტური ბაზარი“ არის სასაქონლო ბაზარი, სადაც საქონელი იყიდება ნაღდ ფულზე და მიეწოდება გარიგების დადებისთანავე, ასევე, სხვა არაფინანსური ბაზრები, როგორებიცაა: ფორვარდული სასაქონლო ბაზრები;
  17. „საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამა“ არის საკუთარი აქციებით ვაჭრობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/30/EU დირექტივის 21-ე-27-ე მუხლების შესაბამისად[3];
  18. „ალგორითმული ვაჭრობა“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის 39-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული ალგორითმული ვაჭრობა;
  19. „ემისიის კვოტა“ არის 2014/65/EU დირექტივის I დანართის C სექციის მე-11 ქვეპუნქტში მითითებული ემისიის კვოტა;
  20. „ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე“ არის ნებისმიერი პირი, რომელიც შედის გარიგებებში, მათ შორის, ათავსებს ვაჭრობის შეკვეთებს, ემისიის კვოტებს, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს ან მათ წარმოებულებს და რომელზეც არ ვრცელდება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში გათვალისწინებული გადასახადისგან განთავისუფლება;
  21. „ემიტენტი“ არის იურიდიული პირი, რომელიც რეგულირდება კერძო ან საჯარო სამართალის მიხედვით და რომელიც უშვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს ან სთავაზობს ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებას და, დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, რომლებიც წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს, ემიტენტი არის წარმოდგენილი ფასიანი ინსტრუმენტების გამომშვები;
  22. „საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილი ენერგოპროდუქცია“ არის (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლის მე-4 ქვეპუნქტში განსაზღვრული საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილი ენერგოპროდუქცია;
  23. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანო“ არის (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტში განსაზღვრული ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;
  24. „სასაქონლო დერივატივები“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 600/2014 რეგულაციის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის 30-ე ქვეპუნქტში განსაზღვრული სასაქონლო დერივატივები[4];
  25. „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირი“ არის პირი ემიტენტის ფარგლებში, ემისიის კვოტების ბაზრის ან სხვა სუბიექტის მონაწილე, რომელიც მითითებულია მე-19 მუხლის მე-10 პუნქტში და რომელიც არის:
    1. ამ სუბიექტის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოს წევრი; ან
    2. უფროსი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც არ არის (a) ქვეპუნქტში მითითებული ორგანოების წევრი, რომელსაც აქვს რეგულარული ვწდომა, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამ სუბიექტთან დაკავშირებულ შიდა ინფორმაციაზე და უფლებამოსილება, მიიღოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც უარყოფით გავლენას იქონიებს აღნიშნული სუბიექტის განვითარებასა და ბიზნეს პერსპექტივებზე;
  26. „მჭიდროდ დაკავშირებული პირი“ არის:
    1. მეუღლე ან ეროვნული კანონმდებლობით მეუღლესთან გათანაბრებული პარტნიორი;
    2. დამოკიდებული ბავშვი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
    3. ნათესავი, რომელიც შესაბამისი გარიგების დადების დღემდე იმავე ოჯახში ცხოვრობდა, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში;

▼C1

  1. იურიდიული პირი, ტრასტი ან ამხანაგობა, რომლის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს აღასრულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახცორციელებელი პირი ან (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული პირი, ან რომელსაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აკონტროლებს ამგვარი პირი, ან რომელიც შექმნილია ამგვარი პირის ინტერესებისთვის ან რომლის ეკონომიკური ინტერესები, ძირითადად, ემთხვევა ამგვარი პირის ეკონომიკურ ინტერესებს;

▼B

  1. „მონაცემთა მოძრაობის სააღრიცხვო დოკუმენტები“ არის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/58/EC დირექტივის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში განსაზღვრული მონაცემთა მოძრაობის სააღრიცხვო დოკუმენტები[5];
  2. „გარიგებების პროფესიონალურ დონეზე მომწესრიგებელი ან აღმასრულებელი პირი“ არის პირი, რომელიც იღებს და გადასცემს ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ შეკვეთებს ან აღასრულებს გარიგებებს პროფესიონალურ დონეზე;
  3. „ორიენტირი“ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული ნებისმიერი განაკვეთი, ინდექსი ან ციფრი, რომელსაც პერიოდულად ან რეგულარულად ადგენენ ფორმულით ან ერთი ან რამდენიმე საბაზო აქტივის ან ფასის ღირებულების საფუძველზე, მათ შორის, საორიენტაციო ფასის, რეალური ან საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების ან სხვა ღირებულებების ან კვლევების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც განისაზღვრება ფინანსური ინსტრუმენტის მიხედვით გადასახდელი თანხა ან ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება;
  4. „მარკეტმეიკერი“ არის 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში განსაზღვრული მარკეტმეიკერი;
  5. „წილების შეძენა“ გულიხმობს კომპანიის ფასიანი ქაღალდების შეძენას, რომელიც არ წარმოშობს ამ კომპანიასთან დაკავშირებით მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზების გამოცხადების სამართლებრივ ან მარეგულირებელ ვალდებულებას;
  6. „ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე“ არის პირი, რომელიც მიეკუთვნება მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტებში ან მე-11 მუხლის მე-2 პუქტში განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას და ამჟღავნებს ინფორმაციას ბაზრის ზონდირებისას;
  7. „მაღალი სიხშირის ვაჭრობა“ არის მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის მეთოდი, რომელიც განსაზღვრულია 2014/65/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-40 ქვეპუნქტში;
  8. „ინფორმაცია საინვესტიციო სტრატეგიის რეკომენდირების ან შეთავაზების შესახებ“ არის ინფორმაცია:
  1. რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი ანალიტიკოსის, საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების, ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომლის მთავარი საქმიანობა საინევსტიციო რეკომენდაციების შემუშავებაა, ან ფიზიკურ პირის მიერ, რომელიც მასზე მუშაობს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა საფუძველზე და, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საუბრობს კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე ფინანსურ ინსტრუმენტთან ან ემიტენტთან დაკავშირებით;
  2. რომელიც წარმოდგენილია ისეთი პირების მიერ, რომლებიც არ არიან (i) ქვეპუნქტში მითითებული პირები და რომლებიც უშუალოდ სთავაზობენ კონკრეტულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით;
  1. „საინვესტიციო რეკომენდაციები“ არის, აშკარა ან ფარული, ინფორმაცია საინვესტიციო სტრატეგიის რეკომენდირების ან შეთავაზების შესახებ, რომელიც ეხება ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს ან ემიტენტს, მათ შორის, ნებისმიერი მოსაზრება ამგვარი ინსტრუმენტების მიმდინარე ან სამომავლო ღირებულების შესახებ, განკუთვნილი დისტრიბუციის არხების ან საზოგადოებისთვის.

2. მე-5 მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

  1. „ფასიანი ქაღალდები“ არის:
  1. აქციები და აქციებთან გათანაბრებული სხვა ფასიანი ქაღალდები;
  2. ობლიგაციები და სხვა ფორმის დაცული სესხები; ან
  3. დაცული სესხი, რომელიც კონვერტირდება ან იცვლება აქციებში ან აქციებთან გათანაბრებულ სხვა ფასიან ქაღალდებში.
  1. „თანმხლები ინსტრუმენტები“ არის ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტები, მათ შორის, ინსტრუმენტები, რომლებიც არ არის დაშვებული სავაჭროდ ან რომლებითაც არ ვაჭრობენ ვაჭრობის ადგილას ან რომელთა სავაჭროდ დაშვება ვაჭრობის ადგილას არ მოუთხოვიათ:
  1. ხელშეკრულებები ან ფასიანი ქაღალდების გამოწერა, შეძენა ან გაყიდვა;
  2. ფასიანი ქაღალდების ფინანსური დერივატივები;
  3. როდესაც ფასიანი ქაღლდები კონვერტირდება ან იცვლება სავალო ინსტრუმენტებში, ფასიანი ქაღალდები, რომლებშიც ამგვარი კონვერტირებადი ან გაცვლადი სავალო ინსტრუმენტები შეიძლება კონვერტირდეს ან გაიცვალოს;
  4. ინსტრუმენტები, რომლებიც გამოშვებული ან უზრუნველყოფილია ემიტენტის ან ფასიანი ქაღალდების უზრუნველმყოფის მიერ და რომელთა საბაზრო ფასი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ფასიანი ქაღალდების ფასზე ან პირიქით;
  5. როდესაც ფასიანი ქაღალდები არის აქციებთან გათანაბრებული ფასიანი ქაღალდები, ამ ფასიანი ქაღალდებით წარმოდგენილი აქციები და აქციებთან გათანაბრებული ნებისმიერი სხვა ფასიანი ქაღალდი;
  1. „მნიშვნელოვანი გავრცელება“ არის ფასიანი ქაღალდების პირველადი ან მეორადი შეთავაზება, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან როგორც შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ღირებულების, ისე გამოსაყენებელი გაყიდვის მეთოდის თვალსაზრისით;
  2. „სტაბილიზაცია“ არის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ან შესყიდვის შეთავაზება, ან გარიგება მასთან გათანაბრებულ თანმხლებ ინსტრუმენტებზე, რომელსაც ახორციელებს საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია ამგვარი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი გავრცელების კონტექსტში, რათა გაამყაროს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში, ამგვარი ფასიანი ქაღალდების გაყიდვის წინადადებების მოზღვავების გამო.

 

მუხლი 4.

შეტყობინებები და ფინანსური ინსტრუმენტების ჩამონათვალი

1. რეგულირებული ბაზრების ბაზრის ოპერატორები და საინვესტიციო კომპანიები და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში მომუშავე ბაზრის ოპერატორები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ, რომლის ვაჭრობის ადგილზე სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია ან რომელიც პირველად გადის სავაჭროდ.
 

ასევე, ისინი დაუყოვნებლივ ატყობინებენ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის ან სავაჭროდ დაშვების შეწყვეტის შესახებ, თუ თარიღი, როდესაც წყდება ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა ან სავაჭროდ დაშვება ცნობილია და მითითებული იყო 1-ელი ქვეპუნქტის შესაბამისად გაგზავნილ შეტყობინებაში.

საჭიროებიდან გამომდინარე, ამ პუნქტში მითითებული შეტყობინება უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტების დასახელებასა და იდენტიფიკატორებს და სავაჭროდ დაშვების მოთხოვნის თარიღსა და დროს, სავაჭროდ დაშვების თარიღსა და დროს და სავაჭროდ პირველად გატანის თარიღსა და დროს.

ბაზრის ოპერატორები და საინვესტიციო კომპანიები ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს, ასევე, აწვდიან მე-3 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა სავაჭროდ დაშვებაც მოთხოვნილი იყო ან რომლებიც სავაჭროდ დაშვებულ იქნა 2014 წლის 2 ივლისამდე და რომლებიც ჯერ კიდევ დაშვებული იყო სავაჭროდ ან რომლებითაც ვაჭრობდნენ აღნიშნული თარიღისთვის.

2. ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოები მიღებულ შეტყობინებებს დაუყოვნებლივ გადასცემენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას 1-ელი პუნქტის შესაბამისად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ შეტყობინებებს მიღებისთანავე აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ჩამონათვალის სახით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ ჩამონათვალს აახლებს მაშინვე, როდესაც ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოდან იღებს შეტყობინებას. ჩამონათვალი არ ზღუდავს ამ რეგულაციის მოქმედების სფეროს.

3. ჩამონათვალში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია:

  1. ფინანსური ინსტრუმენტების დასახელებები და იდენტიფიკატორები, რომელთა სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ ან რომლებიც პირველად გახის სავაჭროდ რეგულირებულ ბაზრებზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებსა და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებში;
  2. სავჭროდ დაშვების მოთხოვნის, სავაჭროდ დაშვების ან სავაჭროდ პირველად გაშვების თარიღი და დრო;
  3. ვაჭრობის ადგილების დეტალები, სადაც ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დასაშვებად წარდგენილია მოთხოვნა, სადაც ისინი დაშვებულია სავაჭროდ ან სადაც ისინი პირველად გადის სავაჭროდ;
  4. თარიღი და დრო, როდესაც წყდება ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა ან სავაჭროდ დაშვება.

4. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:

  1. 1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინებების შინაარსს;
  2. მე-3 პუნქტში მითითებული ჩამონათვალის შედგენის, გამოქვეყნებისა და შენახვის მეთოდსა და პირობებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად[6].

5. ამ მუხლის გამოყენებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული შეტყობინებების წარდგენის ვადებს, ფორმატსა და ნიმუშს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 5.

საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამების შეღავათები და სტაბილიზაცია

1. ამ რეგულაციის მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება საკუთარი აქციებით ვაჭრობაზე საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამების დროს, როდესაც:

  1. პროგრამის დეტალები სრულყოფილადაა გასაჯაროებული ვაჭრობის დაწყებამდე;
  2. მე-3 პუნქტის შესაბამისად ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვაჭრობა საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის ნაწილია და, შესაბამისად, ეს გაცხადებულია საჯაროდ;
  3. ფასთან და მოცულობასთან დაკავშირებული შესაბამისი ზღვრები დაცულია;
  4. იგი ხორციელდება მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებისა და ამ მუხლსა და მე-6 პუნქტში გათვალისწინებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს:

  1. ემიტენტის კაპიტალის შემცირება;
  2. წილობრივ ინსტრუმენტებში გაცვლადი სავალო ფინანსური ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება;
  3. ოპციონის პროგრამისგან, ან ემიტენტის ან მასთან დაკავშირებული კომპანიის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლებს ან წევრებს შორის აქციების სხვაგვარი განაწილებისგან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

3. 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, ემიტენტმა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც აქციები დაშვებულია სავაჭროდ ან ვაჭრობენ აქციებით, უნდა შეატყობინოს საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამასთან დაკავშირებული თითოეული გარიგების შესახებ, მათ შორის, (EU) No 600/2014 რეგულაციის 25-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში და 26-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ.

4. ამ რეგულაციის მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების სტაბილიზაციის მიზნით ფასიანი ქაღალდებით ან თანმხლები ინსტრუმენტებით ვაჭრობაზე, თუ:

  1. სტაბილიზაციის პერიოდი შეზღუდულია;
  2. სტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია გამჟღავნებულ და უწყებულ იქნა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტური ორგანოსთვის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
  3. ფასის შესაბამისი ზღვრები დაცულია;
  4. ამგვარი ვაჭრობა აკმაყოფილებს მე-6 პუნქტში მითითებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრულ სტაბილიზაციის პირობებს.

5. 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გათვალისწინებით, სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარიგების დეტალები ემიტენტებმა, ოფერენტებმა ან სტაბილიზაციის განმახორციელებელმა სუბიექტებმა, მიუხედავად იმისა, მოქმედებენ თუ არა ისინი ამგვარი პირების სახელით, უნდა შეატყობინონ ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს ამგვარი გარიგებების აღსრულების თარიღიდან, არაუგვიანეს, მეშვიდე დღიური საბაზრო სესიის დასრულებამდე.

6. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რათა განისაზღვროს პირობები, რომელთაც საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამები და 1-ელ და მე-4 პუნქტებში მითითებული სტაბილიზაციის ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ვაჭრობის პირობები, დროსა და მოცულობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, გამჟღავნების პირობები და ანგარიშგების ვალდებულება და ფასთან დაკავშირებული პირობები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 6.

შეღავათები ფულადი და სახელმწიფო სესხის მართვის ღონისძიებები და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ღონისძიებები

1. ეს რეგულაცია არ ეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან, ვალუტის კურსის მართვის ან სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ გარიგებებს, შეკვეთებს ან ქცევას, რომელიც ეკუთვნის:

  1. წევრ სახელმწიფოს;
  2. ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის წევრებს;
  3. ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს სამინისტროს, სააგენტოს ან სპეციალური მიზნებისთვის შექმნილ პირს, ან მისი სახელით მოქმედ პირს;
  4. ფედერალური სახელმწიფოს შემთხვევაში, ფედერაციის წევრს.

2. ეს რეგულაცია არ ეხება გარიგებებს, შეკვეთებს ან ქცევას, რომელსაც ახორციელებს კომისია ან ნებისმიერ სხვა ოფიციალურად დანიშნული ორგანო ან ნებისმიერი პირი მისი სახელით, სახელმწიფო სესხის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

ეს რეგულაცია არ ეხება გარიგებებს, შეკვეთებს ან ქცევას, რომელსაც ახორციელებს:

  1. ევროკავშირი;
  2. ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ სპეციალური მიზნებისთვის შექმნილი პირი;
  3. ევროპის საინვესტიციო ბანკი;
  4. ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდი;
  5. ევროპის მდგრადობის მექანიზმი;
  6. ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომლის დანიშნულებაა დაფინანსების მობილიზება და ფინანსური დახმარების გაწევა თავისი წევრების სასარგებლოდ, რომელთაც აქვთ ან ემუქრებათ მწვავე ფინანსური პრობლემები.

3. ეს რეგულაცია არ ვრცელდება წევრი სახელმწიფოს, კომისიის ან ნებისმიერი სხვა ოფიციალურად დანიშნული ორგანოს ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირის საქმიანობაზე, რომელიც ეხება ემისიის კვოტებს და რომელიც ხორციელდება ევროკავშირის კლიმატური პოლიტიკის მიხედვით 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად.

4. ეს რეგულაცია არ ეხება წევრი სახელმწიფოს, კომისიის ან ნებისმიერი სხვა ოფიციალურად დანიშნული ორგანოს ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესაბამისად ან ევროკავშირის საერთო თევზჭერის პოლიტიკის შესაბამისად, მიღებული აქტების ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით.

5. კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რათა განავრცოს 1-ელ პუნქტში მითითებული შეღავათები ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოსა და მესამე ქვეყნების ცენტრალურ ბანკებზე.

ამ მიზნით, კომისიამ 2016 წლის 3 იანვრისთვის უნდა მოამზადოს და ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია მესამე ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და იმ სახელმწიფო ორგანოების საერთაშორისო ზეგავლენა, რომელთაც ევალებათ სახელმწიფო ვალის მართვა ან რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო სესხის მართვაში.

ანგარიშში უნდა შევიდეს იმ ორგანოებისა და მესამე ქვეყნების სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოქმედი ცენტრალური ბანკების ზეგავლენის შედარებითი ანალიზი, ასევე, რისკის მართვის სტანდარტები, რომელთაც ეს ორგანოები და ცენტრალური ბანკები იყენებენ მათ მიერ დადებულ გარიგებებთან აღნიშნულ იურისდიქციებში. თუ ანგარიშის დასკვნის თანახმად, განსაკუთრებით, შედარებით ანალიზთან დაკავშირებით, საჭიროა, რომ ამ რეგულაციაში გათვალისწინებული ვალდებულებები და აკრძალვები არ გავრცელდეს აღნიშნული მესამე ქვეყნების ცენტრალური ბანკების ფულად პასუხისმგებლობებზე, კომისიამ 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული შეღავათი უნდა განავრცოს აღნიშნული მესამე ქვეყნების ცენტრალურ ბანკებზეც.

6. კომისიას, ასევე, ენიჭება უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რათა მე-3 პუნქტში განსაზღვრული შეღავათი გავრცელდეს მესამე ქვეყნების ზოგიერთ დანიშნულ სახელმწიფო ორგანოზე, რომელთაც მოწერილი აქვთ ხელი ევროკავშირთან შეთანხმებაზე 2003/87/EC დირექტივის 25-ე მუხლის შესაბამისად.

7. ეს მუხლი არ ეხებათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შრომითი ხელშეკრულებით ან სხვაგვარი ხელშეკრულებით ამ მუხლში მითითებულ სუბიექტებთან, თუ ეს პირები, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დებენ გარიგებებს, ათავსებენ შეკვეთებს ან იქცევიან საკუთარი სახელით.

 

თავი 2

შიდა ინფორმაცია, ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციები, შიდან ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება და საბაზრო მანიპულაციები

მუხლი 7.

შიდა ინფორმაცია

1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის შიდა ინფორმაციაში შედის შემდეგი ტიპის ინფორმაციები:

  1. ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ემიტენტს ან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამ ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
  2. რაც შეეხება სასაქონლო დერივატივებს, ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ამგვარ დეივატივს ან პირდაპირ უკავშირდება მასთან დაკავშირებულ სპოტურ კონტრაქტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამგვარი წარმოებულების ფასზე ან მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ფასზე და როდესაც ეს არის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც გონივრულად მოსალოდნელია ან რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია ევროკავშირის ან ეროვნულ დონეზე შესაბამის სასაქონლო დერივატივების ბაზრებთან ან სპოტურ ბაზრებთან დაკავშირებული სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებების, ბაზრის წესების, ხელშეკრულების, პრაქტიკის ან ჩვეულების შესაბამისად;
  3. რაც შეეხება ემისიის კვოტებს ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს, ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ამგვარ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამგვარი ინსტრუმენტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
  4. იმ პირთათვის, რომლებიც ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ შეკვეთებს აღასრულებენ, ამაში იგულისხმება ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით კლიენტის მიმდინარე შეკვეთების შესახებ კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც, რომელიც ზუსტია და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამ ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;

2. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, ინფორმაცია მიიჩნევა ზუსტ ინფორმაციად, თუ იგი მიუთითებს რიგ არსებულ გარემოებებზე ან რომელთა არსებობაც, გონივრულად, მოსალოდნელია, ან მოვლენაზე, რომელიც მოხდა ან რომელიც, მოსალოდნელია, რომ მოხდეს, როდესაც იგი საკმარისად სპეციფიკურია საიმისოდ, რომ დავასკვნათ, რა გავლენას იქონიებს ეს რიგი გარემოებები ან ეს მოვლენა ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების ფასებზე. ამ თვალსაზრისით, პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, რომლის მიზანია კონკრეტული გარემოებების ან კონკრეტული მოვლენის მიღება, ეს სამომავლო გარემოებები ან სამომავლო მოვლენა, ასევე, ამ პროცესში განხორციელებული შუალედური ქმედებები, რომელთაც მომავალში უნდა გამოიწვიონ ეს გარემოებები ან მოვლენა, შესაძლებელია, მივიჩნიოთ ზუსტ ინფორმაციად.

3. გაჭიანურებულ პროცესში განხორციელებული შუალედური ქმედებები მიიჩნევა შიდა ინფორმაციად, თუ, თავისთავად, იგი აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებული შიდა ინფორმაციისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

4. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, ინფორმაცია, რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ფინანსური ინსტრუმენტების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების ფასებზე, არის ინფორმაცია, რომელიც გონიერი ინვესტორისთვის შესაძლოა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

ემისიის კვოტების ბაზრის იმგვარი მონაწილეების შემთხვევაში, რომელთა საერთო გაფრქვევები ან ნომინალური თბური სიმძლავრე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ზღვართან ან ზღვარს ქვემოთაა, მიიჩნევა, რომ ინფორმაცია მათი ფიზიკური მუშაობის შესახებ მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ემისიის კვოტების, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტებისა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე.

5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც მოცემული იქნება გონივრულად მოსალოდნელი ინფორმაციების არასრული ნუსხა, ან ისეთი ინფორმაციების არასრული ნუსხა, რომელთა გამჟღავნებასაც ითხოვს ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებები, საბაზრო წესები, ხელშეკრულება, პრაქტიკა ან ჩვეულება, რომლებიც დაკავშირებულია 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შესაბამის სასაქონლო დერივატივების ბაზრებთან ან სპოტურ ბაზრებთან. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია ჯეროვნად ითვალისწინებს აღნიშნული ბაზრების სპეციფიკურობას.

მუხლი 8.

ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციები

1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციად მიიჩნევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და იყენებს ამ ინფორმაციას, საკუთარი ხარჯით ან მესამე პირის ხარჯით, იმ ფინანსური ინსტრუმენტების შესაძენად ან გასაყიდად, რომელთაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ეს ინფორმაცია. ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როდესაც ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთის გაუქმებისას ან შესწორებისას გამოიყენება ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შიდა ინფორმაცია, თუკი შეკვეთა განთავსებულია მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია. რაც შეეხება ემისიის კვოტების აუქციონებს ან მათ საფუძველზე პროდუქტების გაყიდვას აუქციონებზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად, შიდა ინფორმაციის გამოყენებაში, ასევე, შედის პირის მიერ საკუთარი სახელით ან მესამე მხარის სახელით ფასის შეთავაზება, შეცვლა ან უკან გამოთხოვა.

2. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში სხვა პირის ჩართვის რეკომენდაციად ან ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში სხვა პირის ჩართვად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და:

  1. ამ ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირს ურჩევს იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენას ან გაყიდვას, რომელთაც ეს ინფორმაცია უკავშირდება, ან უბიძგებს ამ პირს, ამგვარი შესყიდვის ან გაყიდვის განხორციელებისკენ, ან
  2. ამ ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირს ურჩევს, გააუქმოს ან შეასწოროს ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთა, რომელსაც ეს ინფორმაცია უკავშირდება, ან ამ პირს უბიძგებს შეკვეთის გაუქმების ან შესწორებისკენ.

3. მე-2 პუნქტში მითითებული რჩევის მიცემა ან ბიძგი წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, ამ მუხლის მნიშვნელობით, როდესაც პირმა, რომელიც იძლევა რჩევას ან ბიძგს, იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ეფუძვნება შიდა ინფორმაციას.

4. ეს მუხლი ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს შიდა ინფორმაციას, რამდენადაც:

  1. იგი არის ემიტენტის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოს წევრი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე;
  2. მას აქვს წილი ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის კაპიტალში;
  3. მას ხელი მიუწვდება ინფორმაციასთან სამსახურეობრივი სამუშოდან, პროფესიული საქმიანობიდან ან მოვალეობებიდან გამომდინარე; ან
  4. იგი მონაწილეობს დანაშაულებრივ ქმედებებში.

ეს მუხლი, ასევე, ეხება ნებისმიერი პირს, რომელიც ფლობს შიდა ინფორმაციას 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ ეს არის შიდა ინფორმაცია.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის იურიდიული პირი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს მუხლი ეხება ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც მონაწილეობენ იურიდიული პირის სახელით შეკვეთის შეძენის, გაყიდვის, გაუქმების ან შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

მუხლი 9.

კანონიერი ქცევა

1. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ იურიდიული პირი ფლობს ან ფლობდა შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ამ იურიდიულ პირს:

  1. დაწესებული, განხორციელებული და დამტკიცებული აქვს ადეკვატური და ეფექტური შიდა მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფს, რომ არც ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის გადაწყვეტილება მისი სახელით, რომელთაც ინფორმაცია უკავშირდება, არც სხვა ფიზიკური პირი, რომელსაც შეეძლო გავლენის მოხდენა ამ გადაწყვეტილებაზე, არ ფლობდეს შიდა ინფორმაციას;
  2. არ წაუხალისებია, რეკომენდაცია არ გაუწევია, არ დაურწმუნებია ან სხვაგვარი გავლენა არ მოიხდენია ფიზიკურ პირზე, რომელმაც იურიდიული პირის სახელით შეიძინა ან გაყიდა ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთაც უკავშირდება ინფორმაცია.

2. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ეს პირი:

  1. იმ ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომელსაც ინფორმაცია უკავშირდება, არის მარკეტმეიკერი ან პირი, რომელიც უფლებამოსილია, იმოქმედოს, როგორც კონტრაგენტმა და იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენა ან გაყიდვა, რომელთაც ინფორმაცია უკავშირდება, ხორციელდება კანონიერად მისი, როგორც ამ ფინანსური ინსტრუმენტის მარკეტმეიკერის ან კონტრაგენტის, ჩვეული ფუნქციონირებისას;
  2. უფლებამოსილია, აღასრულოს შეკვეთები მესამე მხარეების სახელით და შეკვეთასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები შეიძინოს ან გაყიდოს იმგვარად, რომ შეკვეთა განხორციელდეს კანონიერად ამ პირის სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას.

3. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ეს პირი შედის გარიგებაში ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის მიზნით და ეს გარიგება იდება კეთილსინდისიერად, ვალდებულების შესრულების საფუძველზე და ითვალისწინებს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის აკრძალვას და:

  1. ეს ვალდებულება წარმოიშვა შეკვეთის განთავსების შედეგად ან ისეთი ხელშეკრულების შედეგად, რომელიც დაიდო მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია;
  2. ეს გარიგება ემსახურება სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების შესრულებას, რომელიც წარმოიშვა მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია.

4. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში, თუ ამ პირმა შიდა ინფორმაცია მოიპოვა კომპანიის საჯარო შთანთქმის ან შერწყმის პროცესში და იყენებს ამ შიდა ინფორმაციას მხოლოდ აღნიშნული შერწყმის ან საჯარო შთანთქმის პროცესის გასაგრძელებლად იმ პირობით, რომ აღნიშნული კომპანიის აქციონერების მიერ შერწყმის ან შეთავაზების მიღების დადასტურების მომენტისთვის ნებისმიერი შიდა ინფორმაცია გასაჯაროვდება ან სხვა გზით შეწყდება მისი, როგორც შიდა ინფორმაციის სტატუსი;

ეს პუნქტი არ ვრცელდება წილების შეძენაზეს.

5. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით იღებს ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის პროცესში, თავისთავად, არ ნიშნავს შიდა ინფორმაციის გამოყენებას.

6. ამ მუხლის 1-ელი-მე-5 პუნქტების მიუხედავად, შესაძლებელია, მიჩნეულ იქნას, რომ დაირღვა მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის აკრძალვას, თუ კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ შესაბამისი სავაჭრო შეკვეთების, გარიგებების ან ქცევის მიზანი კანონიერი არ იყო.

მუხლი 10.

შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება

1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებად მიიჩნევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და უმჟღავნებს ამ ინფორმაციას ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამჟღავნება ხდება სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას.

ეს პუნქტი ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელიც აღმოჩნდება მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ სიტუაციებში ან გარემოებებში.

2. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული რეკომენდაციების ან სტიმულის გამჟღავნება არის შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება ამ მუხლის შესაბამისად, როდესაც პირმა, რომელიც ამჟღავნებს რეკომენდაციას ან სტიმულს, იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ეფუძვნება შიდა ინფორმაციას.

მუხლი 11.

ბაზრის ზონდირება

1. ბაზრის ზონდირება ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე პოტენციური ინვესტორისთვის ინფორმაციის მიწოდებას მანამ, სანამ გამოცხადდებოდეს გარიგება, რათა განისაზღვროს შესაძლო გარიგებაში პოტენციური ინვესტორების დაინტერესების ხარისხი და მასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, გარიგების პოტენციური მოცულობა ან ფასი:

  1. ემიტენტის მიერ;
  2. ფინანსური ინსტრუმენტის მეორადი ოფერენტის მიერ, ისეთი რაოდენობით ან ღირებულებით, რომ გარიგება განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ვაჭრობისგან და იყენებდეს პოტენციური ინვესტორების პოტენციური ინტერესის წინასწარ შეფასებაზე დაფუძვნებული გაყიდვის მეთოდს;
  3. ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის საშუალებით;
  4. მესამე მხარის საშუალებით, რომელიც მოქმედებს (a), (b) ან (c) მითითებული პირის სახელით ან მის სასარგებლოდ.

2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, შიდა ინფორმაციის გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელსაც განზრახული აქვს, კომპანიის ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებით ან კომპანიასთან შერწყმის წინადადებით მიმართოს ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს, ასევე, წარმოადგენს ბაზრის ზონდირებას, თუ:

  1. ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს ინფორმაცია სჭირდებათ იმისათვის, რომ განსაზღვრონ, სურთ თუ არა საკუთარი ფასიანი ქაღალდების შეთავაზება: და
  2. შერწყმის ან მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს ჰქონდეთ საკუთარი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების სურვილი.

3. ბაზრის ზონდირებამდე ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ საგანგებოდ უნდა იმსჯელოს იმაზე, შევიდეს თუ არა ბაზრის ზონდირებაში შიდა ინფორმაციის გამჟღავნება. ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ უნდა შეადგინოს წერილობითი დასკვნა, რომელშიც მიუთითებს ამ დასკვნის საფუძვლებსაც. მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ამგვარ წერილობით დასკვნას წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოს. ეს ვალდებულება ვრცელდება თითოეული ინფორმაციის გამჟღავნებაზე მთელი ბაზრის ზონდირების პროცესში. ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ ამ პუნქტში მითითებული წერილობითი დასკვნა უნდა განაახლოს საჭიროებისამებრ.

4. მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის მიზებისათვის, მიიჩნევა, რომ ბაზრის ზონდირების პროცესში შიდა ინფორმაცია გამჟღავნებულია პირის სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას, თუ ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

5. მე-4 პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ გამჟღავნებამდე უნდა:

  1. მიიღოს თანხმობა ბაზრის ზონდირების მსურველი პირისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს შიდა ინფორმაციის მიღება;
  2. ბაზრის ზონდირების მსურველ პირს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ეკრძალება ამ ინფორმაციის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა იმ ფინანსური ინსტრუმენტების საკუთარი სახელით შეძენის ან მათი გაყიდვის საშუალებით, რომლებთანაც ეს ინფორმაციაა დაკავშირებული პირდაპირ ან არაპირდაპირ;
  3. მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის ზონდირების მსურველ პირს იმის შესახებ, რომ მას ეკრძალება ამ ინფორმაციის გამოყენება ან ამ ინფორმაციის გამოყენების მცდელობა ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით უკვე განთავსებული შეკვეთის გაუქმების ან შესწორების საშუალებით, რომელსაც ეხება ინფორმაცია;
  4. მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის ზონდირების მსურველ პირს იმის შესახებ, რომ ინფორმაციის მიღებაზე დათანხმებით იგი კისრულობს ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ვალდებულებას.

ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ უნდა ჩაიწეროს და შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელსაც აწვდის ბაზრის ზონდირების მსურველ პირს, მათ შორის, 1-ელი ქვეპუნქტის (a) – (d) ქვექვეპუნქტების შესაბამისად გაცემული ინფორმაცია. მან, ასევე, უნდა ჩაიწეროს და შეინახოს პოტენციური ინვესტორების ვინაობა, რომელთაც გაუმჟღავნა ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების ვინაობა, რომლებიც მოქმედებენ პოტენციური ინვესტორის სახელით და ყოველი ინფორმაციის გამჟღავნების თარიღი და დრო. მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ამ ჩანაწერებს გადასცემს კომპეტენტურ ორგანოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილის შეფასებით, ბაზრის ზონდირების პროცესში გამჟღავნებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს შიდა ინფორმაციას, ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე შესაბამის ინფორმაციას, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში მიაწვდის მიმღებს.

ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ინახავს ამ მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ჩანაწერს და მოთხოვნის შემთხვევაში, უგზავნის მას კომპეტენტურ ორგანოს.

7. ამ მუხლის დებულებების მიუხედავად, ბაზრის ზონდირების მსურველმა პირმა თვითონ უნდა შეაფასოს, ფლობს თუ არა შიდა ინფორმაციას ან როდის აღარ ფლობს იგი შიდა ინფორმაციას.

8. ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ამ მუხლში მითითებულ ჩანაწერებს ინახავს, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში.

9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის მექანიზმებს, პროცედურებსა და აღრიცხვის მოთხოვნებს, რათა პირებმა დააკმაყოფილონ მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

10. ამ მუხლის გამოყენებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს პირების მიერ გამოსაყენებელ სისტემებსა და შეტყობინების ნიმუშებს, რათა მათ დააკმაყოფილონ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, მე-4-მე-8 პუნქტებში მითითებული აღრიცხვის ზუსტი ფორმატი და ტექნიკური საშუალებები მე-6 მუხლში მითითებული ინფორმაციის სათანადოდ მისაწოდებლად ბაზრის ზონდირების მსურველი პირისათვის.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად, რომელიც მიმართულია ბაზრის ზონდირების მსურველი პირებისადმი და ეხება შემდეგს:

  1. ფაქტორები, რომლებიც ამ პირებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც მათ უმჟღავნებენ ინფორმაციას ბაზრის ზონდირების პროცესის ფარგლებში, რათა შეაფასონ, არის თუ არა ინფორმაცია შიდა ინფორმაცია;
  2. ნაბიჯები, რომლებიც ამ პირებმა უნდა გადადგან, თუ მათ გაუმჟღავნებენ შიდა ინფორმაციას, რათა დააკმაყოფილონ ამ რეგულაციის მე-8 და მე-10 მუხლები;
  3. ჩანაწერები, რომლებიც ამ პირებმა უნდა შეინახონ, რათა დაამტკიცონ, რომ აკმაყოფილებენ ამ რეგულაციის მე-8 და მე-10 მუხლების მოთხოვნებს;

 

მუხლი 12.

საბაზრო მანიპულაციები

1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის საბაზრო მანიპულაციებში შედის შემდეგი ქმედებები:

  1. გარიგების დადება, სავაჭრო შეკვეთის განთავსება ან ნებისმიერი სხვა ქცევა, რომელიც:
  1. იძლევა ან, სავარაუდოდ, იძლევა ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებს ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით;
  2. ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე, ამყარებს ან, სავარაუდოდ, გაამყარებს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასს;

თუ გარიგებაში მონაწილე პირი, რომელიც ათავსებს სავაჭრო შევეთას ან ახორციელებს ნებისმიერ სხვა ქცევას არ დაასაბუთებს, რომ ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ჰქონდა კანონიერი საფუძველი და შეესაბამებოდა მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებულ საბაზრო პრაქტიკას;

  1. გარიგებაში მონაწილეობა, სავაჭრო შეკვეთის განთავსება ან ნებისმეირი სხვა ქმედება ან ქცევა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასზე, რაშიც გამოყენებულია ფიქტიური მექანიზმი ან ტყუილის ან მაქინაციის ნებისმიერი სხვა ფორმა;
  2. ინფორმაციის გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ან, სავარაუდოდ, იძლევა ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებს ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით, ან ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე, ამყარებს ან, სავარაუდოდ, გაამყარებს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასს, მათ შორის, ჭორების გავრცელება, როდესაც ჭორის გამვრცელებელმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ ინფორმაცია ცრუ ან შეცდომაში შემყვანია;
  3. ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან ცრუ ან შედცომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება ორიენტირთან დაკავშირებით, როდესაც პირმა, რომელმაც ინფომაცია გადასცა ან მიაწოდა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ იგი ცრუ ან შეცდომაში შემყვანი იყო, ან ნებისმიერი სხვა ქცევა, რომელიც ბენჩმარკის გაანგარიშებით მანიპულირებას ემსახურება.

2. სხვა ქცევებთან ერთად, საბაზრო მანიპულაციად მიიჩნევა ქვემოთ მოცემული ქცევაც:

  1. პირის ან ერთობრივად მოქმედი პირების ქცევა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შენარჩუნდეს დომინირებული მდგომარეობა ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების მიწოდებასთან ან მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აქვს ან, სავარაუდოდ, ექნება შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ფიქსირების ეფექტი ან რაც ქმნის ან, სავარაუდოდ, შექმნის სხვა უსამართლო სავაჭრო პირობებს;
  2. ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა ან გაყიდვა ბაზრის გახსნისას ან დახურვისას, რასაც შეცდომაში შეჰყავს ან რაც, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანს ინვესტორებს, რომლებიც მოქმედებენ ნაჩვენები ფასების საფუძველზე, მათ შორის, ბაზრის გახსნისას ან დახურვისას დაფიქსირებული ფასების საფუძველზე;
  3. ვაჭრობის ადგილზე შეკვეთების განთავსება, მათი გაუქმების ან ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით, ვაჭრობის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, როგორებიცაა: ალგორითმული და მაღალი სიხშირის ვაჭრობის სტრატეგიები და რომელიც იწვევს 1-ელი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტში მითითებულ შედეგებს, რამდენადაც:
  1. აბრკოლებს ან აფერხებს სავაჭრო სისტემის ფუნქციონირებას ვაჭრობის ადგილას ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს ამგვარ შედეგს;
  2. სხვა პირებისთვის ართულებს რეალური შეკვეთების იდენტიფიცირებას ვაჭრობის ადგილზე ფუნქციონირებად სავაჭრო სისტემაში ან რაღაც მსგავსი ქმედებით, მათ შორის, შეკვეთებში შესვლით იწვევს შეკვეთების წიგნის მეტისმეტად დატვირთვას ან მწყობრიდან გამოყვანას;
  3. ცრუ ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის შექმნა ან, თითქოსდა, შექმნა ფინანსური ინსტრუმენტის მიწოდების, მოთხოვნის ან ფასის თაობაზე, კერძოდ, შეკვეთებში შესვლა ტენდენციის წამოსაწყებად ან შესამცირებლად;
  1. ტრადიციულ ან ელექტრონულ მედიასთან არარეგულარული ან რეგულარული წვდომის უპირატესობის გამოყენება ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის (ან, არაპირდაპირ, მისი ემიტენტის შესახებ) შესახებ აზრის გამოსახატად, მაშინ, როდესაც აზრი ადრევე გამოიხატა ამ ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტის შესახებ და გაჟღერებულ მოსაზრებებს ამ ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასის შესახებ მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, მაგრამ, ამასთ ერთად, არ საჯაროვდება ეს ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ და ეფექტურად;
  2. ემისიის კვოტების ან მასთან დაკავშირებული წარმოებულების მეორად ბაზარზე გაყიდვა ან ყიდვა (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად გამართულ აუქციონამდე, რაც იწვევს აუქციონის კლირინგული ფასის დაფიქსირებას აუქციონზე გატანილი პროდუქტებისთვის ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე ან რასაც შეცდომაში შეჰყავს ვაჭრობის მონაწილეები, რომლებიც სთავაზობენ ფასებს აუქციონებზე.

3. 1-ელი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების გამოყენების მიზნით და მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქცევის ფორმების გათვალისწინებით, I დანართი ადგენს ნიშნების არასრულ ჩამონათვალს, რომელიც დაკავშირებულია ფიქტიური მექანიზმის ან ტყუილის ან მაქინაციის ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენებასთან და ნიშნების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებთან და ფასის ფიქსირებასთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მითითებული პირი არის იურიდიული პირი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს მუხლი ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, საქმიანობები განხორციელდეს შესაბამისი იურიდიული პირის სახელით.

5. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ I დანართში დადგენილ ინდიკატორებს მათი ელემენტების განმარტებისა და ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითრების გათვალისწინების მიზნით.

მუხლი 13.

მიღებული საბაზრო პრაქტიკა

1. მე-15 მუხლში გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტზე, თუ პირი, რომელიც შედის გარიგებაში, ათავსებს სავაჭრო შევეთას ან ახორციელებს ნებისმიერ სხვა ქცევას დაასაბუთებს, რომ ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ჰქონდა კანონიერი საფუძვლები და შეესაბამებოდა ამ მუხლის მიხედვით მიღებულ საბაზრო პრაქტიკას.

2. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, დაადგინოს მიღებული საბაზრო პრაქტიკა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  1. უზრუნველყოფს თუ არა საბაზრო პრაქტიკა საკმარისად გამჭვირვალე ბაზარს;
  2. უზრუნველყოფს თუ არა საბაზრო პრაქტიკა საბაზრო ძალების მაღალ დონეზე მუშაობას და მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალების ჯეროვან ურთიერთქმედებას;
  3. ახდენს თუ არა საბაზრო პრაქტიკა დადებით გავლენას ბაზრის ლიკვიდურობასა და ეფექტიანობაზე;
  4. ითვალისწინებს თუ არა საბაზრო პრაქტიკა შესაბამისი ბაზრის ვაჭრობის მექანიზმს და აძლევს თუ არა ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას, ჯეროვანი და დროული რეაგირება მოახდინონ ახალ საბაზრო სიტუაციაზე, რომელსაც ეს პრაქტიკა ქმნის;
  5. ევროკავშირის საზღვრებში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტში ხომ არ უქმნის საბაზრო პრაქტიკა პირდაპირ ან არაპირდაპირ საფრთხეს დაკავშირებული ბაზრების მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რეგულირებულია თუ არა ბაზარი;
  6. ნებისმიერი გამოძიების შედეგები, რომელიც ჩატარებულია რომელიმე კომპეტენტური ორგანოს ან სხვა ორგანოს მიერ და რომლის დროსაც გამოძიებულ იქნა შესაბამისი საბაზრო პრაქტიკა, კერძოდ, ხომ არ არღვევდა იგი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად შექმნილ წესებს ან რეგულაციებს, ან ქცევის კოდექსს, მიუხედავად იმისა, ეხება თუ არა იგი შესაბამის ბაზარს ან ეხება თუ არა იგი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ევროკავშირის ფარგლებში დაკავშირებულ ბაზრებს;
  7. შესაბამისი ბაზრის სტრუქტურული მახასიათებლები, მიუხედავად იმისა, რეგულირებულია თუ არა ბაზარი, სავაჭროდ გამოტანილი ფინანსური ინსტრუმენტების ტიპები და ბაზრის მონაწილეთა ტიპები, შესაბამის ბაზარზე ინდივიდუალური ინვესტორების მონაწილეობის მასშტაბის ჩათვლით.

საბაზრო პრაქტიკა, რომელიც დადგენილია კომპეტენტური ორგანოს მიერ, როგორც კონკრეტულ ბაზარზე მისაღები საბაზრო პრაქტიკა, არაა განკუთვნილი სხვა ბაზრებზე გამოყენებისთვის, თუ ეს პრაქტიკა მიღებული არ არის ამ სხვა ბაზრების კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ მუხლის შესაბამისად.

3. მიღებული საბაზრო პრაქტიკის დადგენამდე მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეატყობინოს, რომ განზრახული აქვს მიღებული საბაზრო პრაქტიკის დადგენა და უნდა მიაწოდოს მათ მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად შესრულებული შეფასების დეტალები. ამგვარი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მიღებული საბაზრო პრაქტიკის ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, სამი თვით ადრე.

4. შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია შემტყობინებელ კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის დასკვნას, რომელშიც შეფასებული იქნება მიღებული საბაზრო პრაქტიკის თავსებადობა მე-2 პუნქტთან და მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებთან. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, ასევე, შეაფასებს, ხომ არ დააზარალებს მიღებული საბაზრო პრაქტიკა ბაზრის მიმართ ნდობას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე. დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის ვებგვერდზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო დაადგენს მიღებულ საბაზრო პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მე-4 პუნქტის მიხედვით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას, მან 24 საათის განმავლობაში საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს შენიშვნა მიღებულ საბაზრო პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელშიც სრულად ჩამოთვლის ამგვარი ქმედების მიზეზებს, მათ შორის, მიზეზებს, თუ რატომ არ დააზარალებს მიღებული საბაზრო პრაქტიკა ბაზრისადმი ნდობას.

6. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ სხვა კომპეტენრტური ორგანოს მიერ დადგენილია იმგვარი მიღებული საბაზრო პრაქტიკა, რომელიც არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლში გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად, დაეხმარება შესაბამის ორგანოებს შეთანხმების მიღწევაში.

თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მიღებული საბაზრო პრაქტიკის დასადგენ კრიტერიუმებს, პროცედურებსა და მოთხოვნებს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით და მოთხოვნებს მათი მიღების პირობების დასაცავად, შესაწყვეტად ან შესაცვლელად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

8. კომპეტენტურმა ორგანოებმა რეგულარულად, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, უნდა გადასინჯონ მათ მიერ დადგენილი მიღებული საბაზრო პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, უნდა გაითვალისწინონ შესაბამის ბაზარზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა, ვაჭრობის წესებში ან საბაზრო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები, რათა გადაწყვიტონ, უნდა შეინარჩუნონ, შეწყვიტონ ან შეცვალონ თუ არა მისი მიღების პირობები.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს მიღებული საბაზრო პრაქტიკის ჩამონათვალს და წევრ სახელმწიფოებს, სადაც ისინი გამოიყენება.

10. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია მონიტორინგს უწევს მიღებული საბაზრო პრაქტიკის განხორციელების პროცესს და კომისიას წარუდგენს წლიურ ანგარიშს იმის შესახებ, როგორ გამოიყენება აღნიშნული პრაქტიკა შესაბამის ბაზრებზე.

11. კომპეტენტური ორგანოები მათ მიერ 2014 წლის 2 ივლისამდე მიღებული საბაზრო პრაქტიკის შესახებ აცნობებენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მე-7 პუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში.

ამ პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მიღებული საბაზრო პრაქტიკის გამოყენება შესაბამის წევრ სახელმწიფოში გაგრძელდება მანამ, სანამ კომპეტენტური ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრაქტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მე-4 პუნქტის მიხედვით გამოცემული დასკვნის შემდეგ.

მუხლი 14.

ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების აკრძალვა

პირი არ უნდა:

  1. მონაწილეობდეს ან არ უნდა ცდილობდეს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას;
  2. ურჩევდეს სხვა პირს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას ან არ უნდა დაარწმუნოს სხვა პირი, მონაწილეობა მიიღოს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციებში;
  3. ამჟღავნებდეს შიდა ინფორმაციას უკანონოდ.

მუხლი 15.

საბაზრო მანიპულაციების აკრძალვა

პირი არ უნდა მონაწილეობდეს საბაზრო მანიპულაციებში ან არ უნდა ცდილობდეს საბაზრო მანიპულაციებში მონაწილეობის მიღებას;

 

მუხლი 16.

საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოვლენა და პრევენცია

1. ბაზრის ოპერატორებმა და საინვესტიციო კომპანიებმა, რომლებიც მართავენ ვაჭრობის ადგილს, უნდა დააწესონ და შეინარჩუნონ ეფექტური მექანიზმები, სისტემები და პროცედურები ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციების, საბაზრო მანიპულაციებისა და ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და საბაზრო მანიპულაციების მცდელობის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, 2014/65/EU დირექტივის 31-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად.

1-ელ პუნქტში მითითებულმა პირმა ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შეკვეთებისა და გარიგებების, მათ შორის, მათი გაუქმების ან შეცვლის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რაც შესაძლოა, წარმოადგენდეს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, საბაზრო მანიპულაციას ან ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის მცდელობას.

2. ნებისმიერმა პირმა, რომელიც, პროფესიონალურ დონეზე ამზადებს ან აღასრულებს გარიგებებს, უნდა შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური მექანიზმები, სისტემები და პროცედურები საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების გამოვლენისა და შეტყობინების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რომელიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთა ან გარიგება, განთავსებული ან აღსრულებული ვაჭრობის ადგილზე ან მის გარეთ, წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას ან საბაზრო მანიპულაციას ან ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის მცდელობას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს საკუთარი ეჭვის შესახებ მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. 22-ე მუხლის გათვალისწინებით, პირი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ამზადებს ან აღასრულებს გარიგებებს, ვალდებულია, დაიცვას შეტყობინების წესი, რომელიც მოქმედებს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ეს პირია რეგისტრირებული ან სადაც მას აქვს სათაო ოფისი, ფილიალის შემთხვევაში კი, იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ფილიალია განთავსებული. შეტყობინება იგზავნება ამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მისამართზე.

4. მე-3 მუხლში მითითებული კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც იღებენ შეტყობინებას საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების შესახებ, ამგვარ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემენ შესაბამისი ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოებს.

5. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:

  1. შესაბამის მექანიზმებს, სისტემებსა და პროცედურებს, რათა პირებმა დააკმაყოფილონ 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნები;
  2. შეტყობინების ნიმუშებს, რომლებიც პირებმა უნდა გამოიყენონ, რათა დააკმაყოფილონ 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

 

თავი 3

გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

მუხლი 17.

შიდა ინფორმაციის გასაჯაროება

1. ემიტენტმა, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში უნდა გაასაჯაროოს შიდა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ამ ემიტენტს ეხება.

ემიტენტმა შიდა ინფორმაცია ისე უნდა გაასაჯაროოს, რომ შესაძლებელი იყოს მისი სწრაფად და სრულყოფილად მიღება, საზოგადოების მიერ ინფორმაციის სწორად და დროულად შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპარლამენტის და საბჭოს 2004/109/EC დირექტივის 21-ე მუხლში მითითებული ოფიციალურად დამტკიცებული მექანიზმის ამოქმედება[7]. ემიტენტმა შიდა ინფორმაციის გასაჯაროება და თავისი საქმიანობებით ვაჭრობა არ უნდა გააერთიანოს. ემიტენტმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა განათავსოს და, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს განთავსებული ყველა შიდა ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც მას მოეთხოვება.

ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ წევრ სახელმწიფოში რეგულირებულ ბაზარზე მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება, ან იმ ინსტრუმენტების შემთხვევაში, რომლებითაც ვაჭრობენ მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც დაუმტკიცდათ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც წევრ სახელმწიფოში მოითხოვეს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში თავიანთი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება.

2. ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ საჯაროდ, ეფექტურად და დროულად უნდა გაასაჯაროოს ემისიის კვოტებთან დაკავშირებული ინცორმაცია, რომელსაც იგი ფლობს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მათ შორის, 2003/87/EC დირექტივის I დანართში განსაზღვრული საავიაციო საქმიანობიდან გამომდინარე ან აღნიშნული დირექტივის მე-3 მუხლის (e) ქვეპუნქტში მითითებულ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს შესაბამისი მონაწილე ან მისი მშობელი საწარმო ან დაკავშირებული საწარმო, ან ინფორმაცია საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მონაწილე, მშობელი საწარმო ან დაკავშირებული საწარმო პასუხისმგებელია სრულად ან ნაწილობრივ. რაც შეეხება ნაგებობებს, მათთან დაკავშირებით უნდა გასაჯაროვდეს ინფორმცია ნაგებობების ტევადობისა და გამოყენების შესახებ, მათ შორის, ამგვარი ნაგებობების დაგეგმილი ან დაუგეგმავი მიუწვდომლობის შესახებ.

1-ელი ქვეპუნქტი არ ვრცელდება გაფრქვევების კვოტების ბაზრის მონაწილეზე, თუ მის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ ან პასუხისმგებლობაში არსებული ნაგებობებიდან ან საავიაციო საქმიანობის შედეგად გაფრქვეული ნახშირბადის დიოქსიდი წინა წელს არ აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს, ხოლო თუ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებულია წვასთან, ნომინალური თერმული სიმძლავრე არ აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს.

ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზნით, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც ადგენს ნახშირბადის დიოქსიდის მინიმალურ ზღვარს და ნომინალური თერმული სიმძლავრის მინიმალურ ზღვარს.

3. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გაეგზავნება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში გათვალისწინებული შეტყობინებები.

4. ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადადოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  1. სავარაუდოდ, დაუყოვნებლივი გასაჯაროება დააზიანებს ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის ინტერესებს;
  2. გასაჯაროების გადადება არ გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას;
  3. ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, რასაც ეტაპობრივი ხასიათი აქვს და იწვევს განსაკუთრებული გარემოების დადგომას ან განსაკუთრებულ მოვლენას, ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეს შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადაავადოს ამ პროცესთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროება 1-ელი ქვეპუნქტის (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე გადადებს შიდა ინფორმაციის გასაჯაროებას ამ პუნქტის მიხედვით, მან მე-3 პუნქტში განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეატყობინოს, რომ ინფომაციის გასაჯაროება გვიანდება და ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე უნდა მიაწოდოს წერილობითი ახსნა-განმარტება ამ პუნქტში განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ალტერნატივის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, უზრუნველყონ, რომ ამგვარი ახსნა-განმარტება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მე-3 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანო.

5. ფინანსური სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად ემიტენტს, რომელიც არის საკრედიტო დაწესებულება ან ფინანსური ინსტიტუტი, შეუძლია, პირადი პასუხისმგებლობით გადაწიოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება, მათ შორის, იმ ინფორმაციისა, რომელიც დაკავშირებულია დროებითი ლიკვიდურობის პრობლემასთან და, განსაკუთრებით, ცენტრალური ბანკისგან ან ბოლო ინსტაციის კრედიტორისგან დროებითი ლიკვიდურობისთვის დახმარების მიღებასთან, თუ არსებობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

  1. შიდა ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის ემიტენტის ან ფინანსური სისტემის ფინანსურ მდგრადობას;
  2. გამჟღავნების გადავადება საზოგადოებრივ ინტერესებშია;
  3. შესაძლებელია ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  4. მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო ეთანხმება გადავადებას იმ პირობით, თუ დაკმაყოფიდება (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტებში მითითებული პირობები.

6. მე-5 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, ემიტენტმა მე-3 პუნქტში განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადების შესახებ და უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რომ მე-5 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობები დაკმაყოფილებულია. საჭიროების შემთხვევაში, მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო კონსულტაციებს გაივლის ეროვნულ ცენტრალურ ბანკთან ან მაკროპრუდენციული რეგულირების ორგანოსთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან, ალტერნატივის სახით, შემდეგ ორგანოებთან:

  1. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი არის საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/36/EU დირექტივის 133-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ორგანოსთან[8];
  2. (a) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისგან განსხვავებულ შემთხვევებში, ნებისმიერ სხვა ეროვნულ ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია ემიტენტის ზედამხედველობაზე.

მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ შიდა ინფორმაციის გამჟღავნება გადაიდება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებისთვის მისაღები ვადით. მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, მინიმუმ, ერთ კვირაში შეაფასებს, კვლავ დაკმაყოფილებულია თუ არა (a), (b) და (c) ქვექვეპუნქტებში მითითებული პირობები.

თუ მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო არ ეთანხმება შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადებას, ემიტენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს შიდა ინფორმაცია.

ეს პუნქტი ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ემიტენტის მიერ შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადადების გადაწყვეტილება არაა მიღებული მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ის, რომ ამ პუნქტში მითითებულია მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის, შეასრულოს თავისი ფუნქციები 23-ე მუხლის 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული რომელიმე გზით.

7. იმ შემთხვევაში, თუ შიდა ინფორმაციის გასაჯაროება გადაიდება მე-4 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუმცა ამ შიდა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა უკვე შეუძლებელია, ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ ეს შიდა ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში.

ეს პუნქტი გულისხმობს სიტუაციებს, როდესაც ვრცელდება ჭორი შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის გასაჯაროებაც გადავადებულია მე-4 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად და ეს ჭორი იმდენად ზუსტია, რომ შეუძლებელია ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა.

8. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე, ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედი პირი რაიმე შიდა ინფორმაციას უმჟღავნებს მესამე მხარეს მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული სამსახურეობრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას, მათ სრულყოფილად და ეფექტურად უნდა გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია, ერთდროულად, საერთაშორისო გასაჯაროების შემთხვევაში და სწრაფად, არასაერთაშორისო გასაჯაროების შემთხვევაში. ეს პუნქტი არ ვრცელდება ინფორმაციის მიმღებ პირზე, რომელიც ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რას ეფუძვნება ამგვარი ვალდებულება, კანონს, რეგულაციებს, სადამფუძნებლო დოკუმენტს თუ ხელშეკრულებას.

9. იმ ემიტენტებთან დაკავშირებული შიდა ინფორმაცია, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა დაშვებულია მცირე და საშუალო საწარმოების მზარდ ბაზარზე, შესაძლებელია, გამოქვეყნდეს ვაჭრობის ადგილის ვებგვერდზე ნაცვლად ემიტენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებისა, როდესაც ვაჭრობის ადგილი ემიტენტებს სთავაზობს ამ საშუალებას აღნიშნულ ბაზარზე.

10. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს:

  1. შიდა ინფორმაციის სათანადოდ გასაჯაროების ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მითითებულია 1-ელ, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტებში;
  2. შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადადების ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მითითებულია მე-4 და მე-5 პუნქტებში.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო მითითებები მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტში გათვალისწინებული ემიტენტების კანონიერი ინტერესებისა და იმგვარი სიტუაციების არასრული ნუსხის შესაქმნელად, როდესაც შიდა ინფორმაციის გასაჯაროების გადავადება, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, როგორც მითითებულია მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტში.

მუხლი 18.

ინსაიდერთა ნუსხა

1. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა უნდა:

  1. შეადგინონ ყველა იმ პირის ნუსხა, რომელსაც აქვს წვდომა შიდა ინფორმაციასთან და რომელიც მუშაობს მათთვის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ან სხვაგვარად ასრულებს დავალებებს და, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ წვდომა შიდა ინფორმაციაზე. ასეთი პირები არიან: მრჩევლები, ბუღალტრები ან კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოები (ინსაიდერთა ნუსხა);
  2. განაახლოს ინსაიდერთა ნუსხა სასწრაფოდ მე-4 პუნქტის შესაბამისად;
  3. მიაწოდოს ინსაიდერთა ნუსხა კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნიდან, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში.

2. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა უნდა განახორციელონ ყველა გონივრული ქმედება, რათა ინსაიდერთა ნუსხაში შეყვანილმა ნებისმიერმა პირმა წერილობით დაადასტუროს, რომ მისთვის ცნობილია, რა იურიდიული ვალდებულებები ეკისრება და რა სანქციები გატარდება მის წინააღმდეგ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისა და შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ ინსაიდერთა ნუსხას ადგენს და აახლებს ემიტენტების სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედი სხვა პირი, ემიტენტი სრულად რჩება პასუხისმგებელი ამ მუხლთან შესაბამისობაზე. ემიტენტს ყოველთვის აქვს ინსაიდერთა ნუსხასთან წვდომის უფლება.

3. ინსაიდერთა ნუსხა უნდა შეიცავდეს, მინიმუმ:

  1. ნებისმიერი პირის ვინაობას, რომელსაც ხელი მიუწვდება შიდან ინფორმაციასთან;
  2. ამ პირის ინსაიდერთა ნუსხაში შეტანის მიზეზს;
  3. თარიღსა და დროს, როდესაც ამ პირმა მიიღო შიდა ინფორმაციასთან წვდომის უფლება;
  4. ინსაიდერთა ნუსხის შედგენის თარიღს.

4. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ ინსაიდერთა ნუსხა, მათ შორის, განახლების თარიღი, შემდეგ შემთხვევებში:

  1. როდესაც იცვლება ინსაიდერთა ნუსხაში უკვე შეყვანილი პირის შეყვანის მიზეზი;
  2. როდესაც არის ახალი პირი, რომელსაც აქვს წვდომა შიდა ინფორმაციასთან და, აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი დამატება ინსაიდერთა ნუსხაში;
  3. როდესაც პირს უწყდება უფლება, ხელი მიუწვდებოდეს შიდა ინფორმაციაზე.

ყოველი განახლების შემთხვევისას უნდა მიეთითოს იმ ცვლილების თარიღი და დრო, რომელმაც განახლების საჭიროება წარმოშვა.

5. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ინსაიდერთა ნუსხა უნდა შეინახონ, მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში მისი შედგენის ან განახლების შემდეგ.

6. ემიტენტებს, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები დაშვებულია სავაჭროდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე, არ ეხებათ ინსაიდერთა ნუსხის შედგენის ვალდებულება, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

  1. ემიტენტი ახორციელებს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა ინსაიდერთა ნუსხაში შეყვანილმა ნებისმიერმა პირმა წერილობით დაადასტუროს, რომ მისთვის ცნობილია, რა იურიდიული ვალდებულებები ეკისრება და რა სანქციები გატარდება მის წინააღმდეგ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისა და შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში;
  2. ემიტენტს შეუძლია, ინსაიდერთა ნუსხა მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნისთანავე.

7. ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება რეგულირებულ ბაზარზე წევრ სახელმწიფოში ან ისეთი ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომლითაც მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობენ, ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები სავაჭროდ დაშვებულია მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც მოითხოვეს თავიანთი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში წევრ სახელმწიფოში.

8. 1-ელი-მე-5 პუნქტები, ასევე, ვრცელდება:

  1. ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეებზე ემისიის კვოტების შესახებ შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ემისიის კვოტების ბაზრის ამ მონაწილეების მიერ განხორციელებული ფიზიკური ოპერაციების შედეგად;
  2. ემისიის კვოტების აუქციონთან ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ სხვა პროდუქტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ აუქციონის პლატფორმაზე, აუქციონით გაყიდვაზე ან აუქციონის მონიტორინგზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად.

9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინსაიდერთა ნუსხის ზუსტ ფორმატს და ამ მუხლში მითითებული ინსაიდერთა ნუსხების განახლების ფორმატს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 19.

მენეჯერთა გარიგებები

1. პირებმა, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, აგრეთვე, მათთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა უნდა აუწყონ ემიტენტს ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილესა და მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებულ კომპეტენტურ ორგანოს:

  1. ემიტენტების, აღნიშნული ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან ან წარმოებულებთან ან მათთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საკუთარი სახელით დადებული თითოეული გარიგების შესახებ;
  2. ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეების, ემისიის კვოტებთან, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებთან ან მათთან დაკავშირებულ წარმოებულებთან დაკავშირებით საკუთარი სახელით დადებული თითოეული გარიგების შესახებ.

ამგვარი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს სწრაფად და, არაუგვიანეს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გარიგების თარიღიდან.

1-ელი ქვეპუნქტი გამოიყენება, როდესაც გარიგებების ჯამური თანხა აღწევს მე-8 ან მე-9 პუნქტში განსაზღვრულ ზღვარს კალენდარული წლის განმავლობაში.

▼M1

1a. 1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება აღნიშნულ პუნქტში მითითებული ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის დადებულ გარიგებებზე, როდესაც გარიგების მომენტში არსებობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

  1. ფინანსური ინსტრუმენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეული ან აქცია, სადაც ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე არ აღემატება საინვესტიციო ფონდის მფლობელობაში არსებული აქტივების 20%-ს;
  2. ფინანსური ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ზემოქმედებას აქტივების პორტფელზე, სადაც ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე არ აღემატება პორტფელში არსებული აქტივების 20%-ს;
  3. ფინანსური ინსტრუმენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეული ან აქცია ან ახდენს ზემოქმედებას აქტივების პორტფელზე და პირმა, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს ან ასეთ პირთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირმა არ იცის და ვერ ეცოდინება ინვესტიციის შემადგენლობა ან ამგვარი საინვესტიციო ფონდის ან აქტივების პორტფელის ზემოქმედება ემიტენტის აქციებზე ან სავალო ინსტრუმენტებზე და, მეტიც, ამ პირს არ აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ ემიტენტის აქციები ან სავალო ინსტრუმენტები აჭარბებს (a) ან (b) ქვეპუნქტში განსაზღვრულ ზღვრებს.

თუ ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის ინვესტიციების შემადგენლობის ან აქტივების პორტფელზე ზემოქმედების შესახებ ხელმისაწვდომია, მაშინ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირი ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი ყველანარიად ეცდება ამ ინფორმაციით სარგებლობას.

▼B

2. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის და ისე, რომ არ შეიზღუდოს წევრი სახელმწიფოების უფლება, გაითვალისწინონ ამ მუხლში მითითებულისგან განსხვავებული შეტყობინების ვალდებულება, ამ პირმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეატყობინონ 1-ელ პუნქტში მითითებული ყველა გარიგების შესახებ, რომელიც დადებულია პირის სახელით.

შეტყობინების წესები, რომლის შესრულებაც 1-ელ პუნქტში მითითებულ პირებს ევალებათ, არის იმ წევრი სახელმწიფოს წესები, სადაც ემიტენტი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეა რეგისტრირებული. ამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს გარიგების თარიღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი არ არის რეგისტრირებული წევრ სახელმწიფოში, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში შეტყობინება უნდა გაიგზავნოს 2004/109/EC დირექტივის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინება ვაჭრობის ადგილის კომპეტენტურ ორგანოში.

3. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ 1-ელი პუნქტის შესაბამისად უწყებული ინფორმაცია გასაჯაროვდეს სასწრადოდ და, არაუგვიანეს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გარიგების დადებიდან და შესაძლებელი იყოს ამ ინფორმაციასთან სწრაფი წვდომა არადისკრიმინაციულ საფუძველზე მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა გამოიყენოს სანდო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რათა ეფექტურად გაავრცელოს ინფორმაცია მთლიანად ევროკავშირში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა გამოიყენოს ოფიციალურად აღიარებული მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია 2004/109/EC დირექტივის 21-ე მუხლში.

ალტერნატივის სახით, ეროვნული კანონმდებლობა შესაძლოა, ითვალისწინებდეს, რომ კომპეტენტურ ორგანოს შეეძლოს ინფორმაციის თავად გასაჯაროება.

4. ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე:

  1. რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება რეგულარულ ბაზარზე;
  2. რომელთა ინსტრუმენტით ვაჭრობა ხდება მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები დაშვებულია სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც მოთხოვნილი აქვთ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში.

5. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელ პირს წერილობით უნდა აუწყონ ამ მუხლში მათთვის განთვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. ემიტენტმა ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილემ უნდა შეადგინონ ყველა იმ პირის ნუსხა, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, ასევე, ამ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების ნუსხა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელმა პირებმა მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს წერილობით უნდა შეატყობინონ ამ მუხლში მათთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ და უნდა შეინახონ ამ შეტყობინების ასლი.

6. 1-ელ პუნქტში მითითებული შეტყობინება გარიგებების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. პირის სახელი;
  2. შეტყობინების მიზეზი;
  3. შესაბამისი ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის სახელი;
  4. ფინანსური ინსტრუმენტის აღწერილობა და იდენტიფიკატორი;
  5. გარიგებ(ებ)ის ხასიათი (მაგ., ყიდვა ან გაყიდვა), იმის მითითებით, არის თუ არა იგი დაკავშირებული ოპციონის პროგრამის განხორციელებასთან ან მე-7 პუნქტში განსაზღრულ სპეციფიკურ მაგალითებთან;
  6. გარიგებ(ებ)ის თარიღი და ადგილი;
  7. გარიგებ(ებ)ის საფასური და მოცულობა. გირავნობის შემთხვევაში, რომლის პირობები ითვალისწინებს მისი ღირებულების შეცვლას, იგი უნდა გამჟღავნდეს გირავნობის თარიღისთვის მის ღირებულებასთან ერთად.

7. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის გარიგებებში, რომელთა შესახებაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინებები, ასევე, შედის:

  1. ფინანსური ინსტრუმენტების გირავნობა ან გასესხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის მიერ ან მისი სახელით ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მიერ, როგორც მითითებულია 1-ელ პუნქტში;
  2. გარიგებები, რომლებიც იდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის მიერ ან სხვა პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირის სახელით ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მიერ, რომელიც გათვალისწინებულია 1-ელ პუნქტში, მათ შორის, დისკრეციული უფლების გამოყენებისას;
  3. სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის მიხედვით დადებული გარიგებები, რომლებიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/138/EC დირექტივის შესაბამისად[9], როდესაც:
  1. დამზღვევი არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელი პირი ან ამ პირთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი, რომელიც მითითებულია 1-ელ პუნქტში,
  2. საინვესტიციო რისკზე პასუხისმგებელია დამზღვევი და
  3. დამზღვევს აქვს უფლებამოსილება ან დისკრეციული უფლება, მიიღოს ინვესტირების გადაწყვეტილება აღნიშნულ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისში არსებულ სპეციფიკურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ან აღასრულოს გარიგებები სპეციალურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნული სიცოცხლის სადაზღვევო პოლისისთვის.

(a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების გირავნობას ან მსგავს საგირავნო უფლებას ფინანსური ინსტრუმენტების სამეურვეო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებით არ სჭირდება შეტყობინება, თუ და სანამდეც ამგვარი გირავნობა ან სხვა საგირავნო უფლება არ იცავს სპეციალურ საკრედიტო დაწესებულებას.

▼M1

(b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით იმ საინვესტიციო ფონდების მმართველების მიერ აღსრულებული გარიგებები ან წარმოებულები ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების განმახორციელებელ პირს ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირს ჩადებული აქვს ინვესტიცია, არ საჭიროებს შეტყობინებას, თუ საინვესტიციო ფონდის მმართველი მოქმედებს სრული დისკრეციის უფლებით, რაც გამორიცხავს მმართველის მიერ რაიმე მითითების მიღებას ან პორტფელის შემადგელობის შესახებ აღნიშნული საინვესტიციო ფონდის ინვესტორებისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეთავაზებებს.

▼B

იმდენად, რამდენადაც დაზღვევის ხელშეკრულების პოლისის მფლობელს მოეთხოვება შეტყობინების გაგზავნა გარიგებების შესახებ ამ პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება არ ეკისრება სადაზღვევო კომპანიას.

8. 1-ელი პუნქტი ვრცელდება ნებისმიერ შემდგომ გარიგებაზე, როდესაც ჯამური თანხა მიაღწევს 5 000 ევროს კალენდარული წლის განმავლობაში. 5 000 ევროს ოდენობის ზღვარი გამოითვლება 1-ელ პუნქტში მითითებული ყველა გარიგების დამატებით ნეტინგის გარეშე.

9. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მე-8 პუნქტში განსაზღვრული ზღვრის გაზრდის თაობაზე 20 000 ევრომდე და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს სევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, საგანგებოდ მიუთითებს რა ბაზრის კონიუნქტურაზე, მის გამოყენებამდე უფრო მაღალი ზღვრის მიღებასთან დაკავშირებით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ზღვრების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის შესაბამისად და ამგვარ ზღვრებთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ მიწოდებულ დასაბუთებას.

10. ეს მუხლი, ასევე, ვრცელდება გარიგებებზე, რომელთაც, ნებისმიერი აუქციონის პლატფორმის ფარგლებში, დებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების აღმასრულებელი პირები, აუქციონატორი და აუქციონის ზედამხედველი, რომელიც ჩართულია (EU) No 1031/2010 რეგულაციების მიხედვით ჩატარებულ აუქციონებში. იგი ეხება პირებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამგვარ პირებთან, რამდენადაც მათი გარიგებები ეხება ემისიის კვოტებს, მათ წარმოებულებს ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულმა პირებმა საკუთარი გარიგებების შესახებ უნდა აცნობონ აუქციონის პლატფორმებს, აუქციონატორებსა და აუქციონის ზედამხედველს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს, სადაც რეგისტრირებულია აუქციონის პლატფორმა, აუქციონატორი ან აუქციონის ზედამხედველი. ამგვარად მიწოდებულ ინფორმაციას აუქციონის პლატფორმები, აუქციონატორები, აუქციონის ზედამხედველი ან კომპეტენტური ორგანო ასაჯაროებს მე-3 პუნქტის შესაბამისად.

11. მე-14 და მე-15 მუხლების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების აღმასრულებელ პირს ემიტენტის ფარგლებში არ შეუძლია, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დადოს რაიმე გარიგება საკუთარი ან მესამე პირის სახელით ემიტენტის აქციებთან ან სავალო ინსტრუმენტებთან, მათთან დაკავშირებულ წარმოებულებთან ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით დახურული პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, შუალედური ფინანსური ანგარიშგების ან წლის ბოლო ანგარიშის გამოცხადებამდე, რომლის გასაჯაროებაზეც ემიტენტი ვალდებულია:

  1. ვაჭრობის ადგილი წესების მიხედვით, სადაც ემიტენტის აქციები დაშვებულია სავაჭროდ; ან
  2. ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით:

12. მე-14 და მე-15 მუხლების გათვალისწინებით, ემიტენტს შეუძლია, მის ფარგლებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელ პირს ნება დართოს, საკუთარი ან მესამე მხარის სახელით ივაჭროს მე-11 პუნქტში მითითებული დახურული პერიოდის განმავლობაში:

  1. ინდივიდუალური მიდგომით, გამონაკლისი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორიცაა: მწვავე ფინანსური პრობლემა, რის გამოც აუცილებელია აქციების დაუყოვნებლივ გაყიდვა, ან
  2. თანამშრომლების მფლობელობაში არსებული წილის ან დანაზოგის დაგროვების პროგრამის, აქციების კვალიფიკაციის ან დასახელების მიხედვით ან მათთან დაკავშირებით დადებული გარიგებებისთვის შესრულებული სავაჭრო ოპერაციების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ან ისეთი გარიგებების შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ბენეფიციური მფლობელის პროცენტი არ იცვლება.

13. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს გარემოებებს, როდესაც ემიტენტს ეძლევა ვაჭრობის უფლება მე-12 პუნქტში მითითებული დახურული პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, განსაზღვრავს გამონაკლის გარემოებებად მიჩნეულ გარემოებებსა და გარიგების ტიპებს, რომელთა დროსაც გამართლებულია ვაჭრობის დაშვება.

14. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს გარიგებების ტიპებს, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა ამოქმედდეს 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნები.

15. 1-ელი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც ეხება 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაციის შეტყობინებისა და გასაჯაროების ფორმატსა და ნიმუშს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20.

საინვესტიციო რეკომენდაციები და სტატისტიკა

1. პირებმა, რომლებიც იძლევიან ან ავრცელებენ საინვესტიციო რეკომენდაციებს ან სხვა ინფორმაციას, რომელიც ურჩევს ან სთავაზობს ინვესტირების სტრატეგიას, უნდა უზრუნველყონ, რომ ამგვარი ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს ობიექტურად და უნდა გაამჟღავნონ საკუთარი ინტერესები ან ინტერესთა კონფლიქტი იმ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთაც აღნიშნული ინფორმაცია ეხება.

2. სტატისტიკის ან პროგნოზების გამავრცელებელმა საჯარო დაწესებულებებმა, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ფინანსურ ბაზრებზე, ისინი უნდა გაავრცელონ ობიექტურად და გამჭვირვალედ.

3. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მექანიზმებს 1-ელ პუნქტში მითითებული კატეგორიის პირებისთვის, საინვესტიციო რეკომენდაციებისა და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ რეკომენდაციასთან ან შეთავაზებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ობიექტური წარდგენისთვის და განსაკუთრებული ინტერესების გამჟღავნებისთვის ან ინტერესთა კონფლიქტზე მითითებისთვის.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

მე-3 პუნქტში მითითებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრული ტექნიკური მექანიზმები არ ეხება ჟურნალისტებზე, რომლებზეც ვრცელდება წევრ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი ეკვივალენტური რეგულაცია, მათ შორის, ეკვივალენტური თვითრეგულაცია, თუ ამგვარი რეგულაციით მიიღწევა ისეთივე ეფექტი, როგორიც ტექნიკური მექანიზმებებით. წევრი სახელმწიფო ამ ეკვივალენტური რეგულაციის ტექსტს ატყობინებს კომისიას.

 

მუხლი 21.

ინფორმაციის გასაჯაროება ან გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით

მე-10 მუხლის, მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მიზნებისათვის, როდესაც ინფორმაცია საჯაროვდება ან ვრცელდება და როდესაც რეკომენდაცია გაიცემა ან ვრცელდება ჟურნალისტური მიზნებისათვის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სხვა გამოხატვის ფორმით, ინფორმაციის ამგვარი გასაჯაროება ან გავრცელება უნდა შეფასდეს პრესის თავისუფლებისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი წესებისა და ჟურნალისტიკის წესების ან კოდექსების გათვალისწინებით, თუ:

  1. შესაბამისი პირებისთვის ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირებისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სასარგებლო ან ხელსაყრელი არ არის განსახილველი ინფორმაციის გასაჯაროება ან გავრცელება;
  2. გასაჯაროების ან გავრცელების მიზანი არ არის ბაზრის შეცდომაში შეყვანა ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით.

 

თავი 4

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია და კომპეტენტური ორგანოები

მუხლი 22.

კომპეტენტური ორგანოები

სასამართლო ხელისუფლების ორგანოს კომპეტენციის გათვალისწინებით, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ადმინისტრაციული კომპეტენტური ორგანო ამ რეგულაციის მიზნებისათვის. წევრი სახელმწიფოები ინფორმაციას აწვდიან კომისიას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა წევრი სახელმწიფოების სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე ამ რეგულაციის დებულებები შეეხოს მის ტერიტორიაზე შესრულებულ ყველა მოქმედებას და რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობისთვის დავშებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შესრულებულ მოქმედებებს, როდესაც მოთხოვნილია მათი სავაჭროდ დაშვება ამგვარ ბაზარზე, რომლებიც იყიდება აუქციონზე აუქციონის პლატფორმის საშუალებით ან რომლებითაც ვაჭრობენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, ან როდესაც მოთხოვნილია მათი სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში.

 

მუხლი 23.

კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილება

1. კომპეტენტური ორგანოები თავიანთ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს აღასრულებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გზით:

  1. პირდაპირ;
  2. სხვა ორგანოებთან ან საბაზრო საწარმოებთან ერთად;
  3. ამგვარი ორგანოებისთვის ან საბაზრო საწარმოებისთვის გადაცემული პასუხისმგებლობის მიხედვით;
  4. კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების ორგანოს დახმარებით.

2. ამ რეგულაციით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად კომპეტენტურ ორგანოებს, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, შემდეგი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებები:

  1. ნებისმიერ დოკუმენტთან და ნებისმიერი ფორმით არსებულ მონაცემებთან წვდომისა და მათი ასლების მიღების უფლება;
  2. ნებისმიერი პირისგან ინფორმაციის გამოთხოვის ან მოთხოვნის უფლება, მათ შორის, შესაბამისი შეკვეთების გადაცემაში ან ოპერაციების შესრულებაში წარმატებით ჩართული პირებისგან, აგრეთვე, მათი ხელმძღვანელებისგან, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ამგვარი პირის დაბარებისა და გამოკითხვის უფლება ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
  3. დაკავშირებული სპოტური ბაზრების მონაწილეებისგან სასაქონლო წარმოებულებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის უფლება სტანდარტული ფორმატის მიხედვით, გარიგებების შესახებ ანგარიშების მოპოვებისა და მოვაჭრეთა სისტემებთან პირდაპირი წვდომის უფლება;
  4. ადგილობრივი დათვალიერებისა და გამოძიებების ჩატარება, ფიზიკური პირების კერძო საცხოვრებლების გარდა;
  5. მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირების შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება დოკუმენტებისა და ნებისმიერი ფორმით არსებული მონაცემების მოსაპოვებლად, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დოკუმენტებმა ან მონაცემებმა, რომლებიც დაკავშირებულია დათვალიერების ან გამოძიების საგანთან, შესაძლოა, დაადასტუროს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის შემთხვევა, რაც ამ რეგულაციის დარღვევაა;
  6. საქმეების გადაცემის უფლება სისხლის სამართლის გამოძიებისთვის;
  7. საინვესტიციო კომპანიების, საკრედიტო დაწესებულებების ან ფინანსური დაწესებულებების ხელთ არსებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების, ელექტრონული კომუნიკაციების ან გაცვლილი ინფორმაციების აღრიცხვის მოთხოვნის უფლება;
  8. სატელეკომუნიკაციო ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაციების გაცვლის აღრიცხვის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ეროვნული კანონმდებლობა, როდესაც არსებობს დარღვევის გონივრული ეჭვი და როდესაც ამგვარი აღრიცხვა შესაძლოა, დაეხმაროს მე-14 მუხლის (a) ან (b) ქვეპუნქტში ან მე-15 მუხლში მითითებული დარღვევის გამოძიებას;
  9. აქტივების გაყინვის ან დაყადაღების, ან ორივეს, მოთხოვნის უფლება;
  10. შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტის ვაჭრობის შეჩერება;
  11. ნებისმიერი პრაქტიკის დროებითი შეჩერების მოთხოვნის უფლება, რომელსაც კომპეტენტური ორგანო ამ რეგულაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს;
  12. პროფესიული საქმიანობის განხორციელების დრობით აკრძალვის უფლება;
  13. ყველა საჭირო ზომის გატარების უფლება, რათა უზრუნველყოს საზოგადოების სწორად ინფორმირება, მათ შორის, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასწორებით, მათ შორის, უფლება, ემიტენტისგან ან სხვა პირისგან, რომელმაც გამოაქვეყნა ან გაავრცელა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, მოითხოვოს სწორი განცხადების გამოქვეყნება.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და იურიდიული პირების შენობა-ნაგებობებში შესვლამდე 1-ელი ქვეპუნქტის (e) ქვექვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი წევრი სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოს თანხმობა, აღნიშნულ ქვექვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ამგვარი წინასწარ მოპოვებული ნებართვის შემდეგ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების არსებობა, რათა კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ ყველა საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა მათი მოვალეობების შესასრულებლად.

ეს რეგულაცია გავლენას არ ახდენს კანონებზე, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებზე, რომლებიც მიღებულია მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებასთან, შერწყმასა და სხვა გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ისეთი ზედამხედველობის ორგანოების მიერ რეგულირებული კომპანიების საკუთრებაზე ან კონტროლზე, რომლებიც დანიშნულნი არიან წევრი სახელმწიფოების მიერ 2004/25/EC დირექტივის მე-4 მუხლის შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები ამ რეგულაციის მოთხოვნებთან ერთად.

4. არ მიიჩნევა, რომ პირი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოსთვის ამ რეგულაციის შესაბამისად, არღვევს ხელშეკრულებით ან რაიმე საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული დებულებით დაწესებულ რაიმე შეზღუდვას ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და არ გულისხმობს პირს, რომელიც ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებით ატყობინებს რაიმე სახის ვალდებულების შესახებ.

 

მუხლი 24.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან თანამშრომლობა

1. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან ამ რეგულაციის მიზნებისათვის (EU) No 1095/2010 რეგულაციის შესაბამისად.

2. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, დაუყოვნებლივ, აწვდიან ყველა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად, (EU) No 1095/2010 რეგულაციის 35-ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 25.

თანამშრომლობის ვალდებულება

1. საჭიროების შემთხვევაში, ამ რეგულაციის მიზნებისათვის, კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან, მე-2 პუნქტში მითითებული ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა. კომპეტენტური ორგანოები უნდა ეხმარებოდნენ სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. კერძოდ, მათ უნდა გაცვალონ ინფორმაცია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე და ითანამშრომლონ საგამოძიებო და სააღსრულებო ღონისძიებების დროს.

თანამშრომლობისა და დახმარების ვალდებულება, განსაზღვრული 1-ელ ქვეპუნქტში, ვრცელდება კომისიაზეც ისეთი საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ჩამოთვლილია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების I დანართში.

კომპეტენტური ორგანოები და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია უნდა თანამშრომლობდნენ (EU) No 1095/2010 რეგულაციის, განსაკუთრებით კი, მისი 35-ე მუხლის შესაბამისად.
 

იმ შეთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები აირჩევენ, 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრონ სანქციები ამ რეგულაციის დებულებების დარღვევისათვის, როგორც მითითებულია აღნიშნულ მუხლში, მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების არსებობა, რათა კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ ყველა საჭირო უფლებამოსილება, დაუკავშირდნენ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს მათ იურისდიქციაში და მიიღონ საგანგებო ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიებებთან ან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, რომლებიც დაწყებულია ამ რეგულაციის შესაძლო დარღვევისათვის და უზრუნველყონ იგივე სხვა კომპეტენტური ორგანოებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიისთვის, რათა მათ შეასრულონ ურთიერთთანამშომლობისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება ამ რეგულაციის მიზნებისათვის.

2. კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის მოთხოვნაზე ან გამოძიებასთან თანამშრომლობის მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ:

  1. შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს მოცემული წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით, ტერორიზმთან და სხვა სერიოზულ დანაშაულებთან ბრძოლაზე;
  2. მოთხოვნის შესრულება უარყოფით გავლენას იქონიებს მის საკუთარ გამოძიებაზე, სააღსრულებო ღონისძიებებზე ან, ვითარებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის გამოძიებაზე;
  3. სასამართლო საქმის წარმოება უკვე დაწყებულია იმავე ქმედებებისა და იმავე პირების წინააღმდეგ მოცემული წევრი სახელმწიფოს ორგანოებში; ან
  4. ამავე პირების წინააღმდეგ ამავე ქმედებებისთვის გამოტანილია საბოლოო განაჩენი მოცემულ წევრ სახელმწიფოში.

3. კომპეტენტურმა ორგანოებმა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა ითანამშრომლონ ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოსთან, რომელიც დაარსებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) No 713/2009 რეგულაციის მიხედვით[10] და წევრი სახელმწიფოების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა უზრუნველყონ კოორდინირებული მიდგომა შესაბამისი წესების შესრულებისას, როდესაც გარიგებები, სავაჭრო შეკვეთები ან სხვა ქმედებები ან ქცევები დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან, რომელზეც ვრცელდება ეს რეგულაცია და, ასევე, ერთ ან რამდენიმე ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან, რომელზეც ვრცელდება (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განიხილონ (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-2 მუხლში მოცემული განმარტებების სპეციფიკური მახასიათებლები და (EU) No 1227/2011 რეგულაციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დეგულებები, როდესაც ისინი გამოიყენებენ ამ რეგულაციის მე-7, მე-8 და მე-12 მუხლებს ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.

4. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოები, დაუყოვნებლივ, აწვდიან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა 1-ელ პუნქტში მითითებული მიზნისთვის.

5. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო დარწმუნებულია, რომ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელდება ან განხორციელდა ამ რეგულაციის დებულებების საწინააღმდეგო აქტები ან აქტები, რომლებიც აზიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც იყიდება სხვა წევრ სახელმწიფოში მდებარე ვაჭრობის ადგილზე, მან აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინოს სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, შეძლებისდაგვარად, სპეციფიკური ფორმით, ხოლო ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს. სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, ხოლო ენერგოპროდუქციის საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს, კონსულტაციები უნდა გაუწიონ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი დროებითი ღონისძიებების შესახებ. მათ უნდა შეათანხმონ საკუთარი ქმედებები, რათა თავიდან აიცილონ ადმინისტრაციული სანქციებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების შესაძლო დუბლირება და გადაფარვა წევრი სახელმწიფოების დონეზე 30-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად და უნდა დაეხმარონ ერთმანეთს გადაწყვეტილებების აღსრულებაში.

6. ერთი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დახმარება სთხოვოს სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ადგილობრივ დათვალიერებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით.

კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც ითხოვს დახმარებას, შეუძლია ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელზეც საუბარია 1-ელ ქვეპუნქტში. გამოძიების ან დათვალიერების შემთხვევაში, რასაც აქვს ტრანსსასაზღვრო გავლენა, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, თუ მას ამის გაკეთებას მოსთხოვს ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანო, განახორციელებს გამოძიების ან დათვალიერების კოორდინაციას.

როდესაც კომპეტენტური ორგანო იღებს მოთხოვნას სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩატარებაზე, მას შეუძლია, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება:

  1. თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;
  2. ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ დათვალიერებაში ან გამოძიებაში;
  3. ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა, თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;
  4. დანიშნოს აუდიტორები ან ექსპერტები ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩასატარებლად;
  5. საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებული სპეციალური დავალებები შეასრულოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად.

კომპეტენტურ ორგანოებს, ასევე, შეუძლიათ, ითანამშრომლონ სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ხელი შეეწყოს ფინანსური სანქციების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

7. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების ან დახმარების გაწევის შესახებ 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა გონივრულ ვადაში ან რომლის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების ან დახმარების გაწევის შესახებ უარყოფილ იქნა, შეუძლია ამ უარყოფის ან უმოქმედობის შესახებ გონივრულ ვადაში შეატყობინოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

ასეთ შემთხვევებში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია, იმოქმედოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ისე, რომ არ შეიზღუდოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის შესაძლებლობა, იმოქმედოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-17 მუხლის შესაბამისად.

8. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ და ცვლიან ინფორმაციას შესაბამის ეროვნულ და მესამე ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკავშირებულ სპოტურ ბაზრებზე, როდესაც მათ აქვთ გონივრული საფუძველი, იეჭვონ, რომ ხორციელდება ან განხორციელდა ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებას ან საბაზრო მანიპულაციას, რაც ამ რეგულაციის დარღვევაა. ამგვარი თანამშრომლობა უზრუნველყოფს ფინანსური და სპოტური ბაზრების კონსოლიდირებულ შემოწმებას და ბაზრებს შორის და წევრი სახელმწიფოების დონეზე საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოვლენასა და სანქციების დაწესებას.

რაც შეეხება ემისიის კვოტებს, 1-ელ ქვეპუნქტში გათვალისწინებული თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ამ შემთხვევაშიც უნდა იქნას უზრუნველყოფილი შემდეგი საშუალებებით:

  1. აუქციონის ზედამხედველის მიერ, ემისიის კვოტების აუქციონებზე ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად;
  2. კომპეტენტური ორგანოების, რეგისტრაციის ადმინისტრატორების, ცენტრალური ადმინისტრაციის ჩათვლით და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომელთაც ევალებათ შესაბამისობის ზედამხედველობა 2003/87/EC დირექტივის მიხედვით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია ასრულებს ხელშემწყობ და მაკოორდინირებელ როლს თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლისას კომპეტენტურ ორგანოებსა და სხვა წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს შორის. სადაც შესაძლებელია, კომპეტენტური ორგანოები დებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მესამე ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკავშირებულ სპოტურ ბაზრებზე 26-ე მუხლის შესაბამისად.

9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 26.

თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან

1. წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, აფორმებენ შეთანხმებას თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით და ამ რეგულაციიდან გამომდინარე ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით მესამე ქვეყნებში. შეთანხმება თანამშრომლობაზე უზრუნველყოფს, სულ მცირე, ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას, რაც კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ მათზე ამ რეგულაციით დაკისრებული მოვალეობები.

ამგვარი შეთანხმების გაფორმების შეთავაზებისას კომპეტენტური ორგანო ინფორმაციას აწვდის ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, შეძლებისდაგვარად, ხელს უწყობს და ახორციელებს თანამშრომლობაზე შეთანხმების კოორდინაციას კომპეტენტურ ორგანოებსა და მესამე ქვეყნების შესაბამის ზედამხედველობის ორგანოების შორის.

ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტის ნიმუშს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, როდესაც ეს შესაძლებელია.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს მე-2 ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, ასევე, შეძლებისდაგვარად, ხელს შეუწყობს და კოორდინაციას გაუწევს კომპეტენტურ ორგანოებს შორის მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლას, რომელიც, შესაძლოა, საჭირო იყოს 30-ე და 31-ე მუხლებში გათვალისწინებული ზომების გასატარებლად.

3. კომპეტენტური ორგანოები ინფორმაციის გასაცვლელად მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობაზე შეთანხმებას აფორმებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამჟღავნებულ ინფორმაციაზე ვრცელდება პროფესიული საიდუმლოების გარანტიები, რომლებიც, მინიმუმ, 27-ე მუხლში განსაზღვრული გარანტიების ექვივალენტურია. ამგვარი ინფორმაცია უნდა გაიცვალოს იმ მიზნით, რომ ამ კომპეტენტურმა ორგანოებმა შეასრულონ თავიანთი ამოცანები.

მუხლი 27.

პროფესიული საიდუმლოება

1. ამ რეგულაციის მიხედვით ნებისმიერ მიღებულ, გაცვლილ ან გადაცემულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ვრცელდება მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული პროფესიული საიდუმლოების პირობები.

2. ამ რეგულაციის მიხედვით კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაცვლილი ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ბიზნეს ან სამუშაო პირობებს და სხვა ეკონომიკურ ან პერსონალურ საკითხებს, მიიჩნევა კონფიდენციალურად და მასზე ვრცელდება პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპეტენტური ორგანო ინფორმაციის მიწოდებისას აცხადებს, რომ ამგვარი ინფორმაცია შესაძლებელია, გამჟღავნდეს ან ამგვარი გამჟღავნება აუცილებელია სამართალწარმოებისთვის.

3. პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც მუშაობს ან მუშაობდა კომპეტენტურ ორგანოში ან რომელიმე ორგანოში ან საბაზრო საწარმოში, რომელსაც კომპეტენტურმა ორგანომ გადასცა თავისი უფლებამოსილებები, მათ შორის, აუდიტორებსა და ექსპერტებზე, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები კომპეტენტურ ორგანოსთან. პროფესიული საიდუმლოებით დაცული ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია რომელიმე პირისთვის ან ორგანოსთვის, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის დებულებებით.

მუხლი 28.

მონაცემების დაცვა

რაც შეეხება ამ რეგულაციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას, კომპეტენტური ორგანოები თავიანთ დავალებებს ასრულებენ ამ რეგულაციის მიზნებისათვის ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად, რომლებშიც გადმოტანილია 95/46/EC დირექტივა. რაც შეეხება ამ რეგულაციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია უნდა მოქმედებდეს (EC) No 45/2001 რეგულაციის დებულებების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემები ინახება, მაქსიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში.

მუხლი 29.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე ქვეყნებისთვის

1. წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე ქვეყანას, თუ შესრულდება 95/46/EC დირექტივის მოთხოვნები და ეს განხორციელდება ინდივიადუალური მიდგომით. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ გადაცემა აუცილებელია ამ რეგულაციის მიზნებისათვის, რომ მესამე ქვეყანა მონაცემებს არ გადასცემს სხვა მესამე ქვეყანას წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე და რომ დააკმაყოფილებს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღრულ პირობებს.

2. წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გაუმჟღავნებს მხოლოდ მესამე ქვეყნის ზედამხედველობის ორგანოს, როდესაც შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიღებს პირდაპირ თანხმობას იმ კომპეტენტური ორგანოდან, რომელმაც გადასცა მონაცემები და საჭიროებიდან გამომდინარე, მონაცემებს გაამჟღავნებს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც აღნიშნულმა კომპეტენტურმა ორგანომ მისცა თანხმობა.

3. როდესაც თანამშრომლობაზე შეთანხმება ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების გაცვლას, ეს უნდა განხორციელდეს ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციების ან ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად, რომლებშიც გადმოტანილია 95/46/EC დირექტივა.

 

თავი 5

ადმინისტრაციული ზომები და სანქციები

მუხლი 30.

ადმინისტრაციული სანქციები და სხვა ადმინისტრაციული ზომები

1. 23-ე მუხლში გათვალისწინებული ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სანქციისა და კომპეტენტური ორგანოს საზედამხედველო უფლებამოსილების გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები უნდა აღჭურვონ ისეთი უფლებამოსილებით, რომ მათ გაატარონ შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები და სხვა ადმინისტრაციული ზომები, სულ მცირე, შემდეგ დარღვრვებთან დაკავშირებით:

  1. მე-14 და მე-15 მუხლების, მე-16 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე-18 მუხლის 1-ელი-მე-6 პუნქტების, მე-19 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-11 პუნქტებისა და მე-20 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევები;
  2. უარის თქმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, დათვალიერებაზე ან 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილება და არ დაადგინონ წესები ადმინისტრაციული სანქციებისთვის, რომლებიც მითითებულია 1-ელი ქვეპუნქტში, როდესაც ამ ქვეპუნქტის (a) ან (b) ქვექვეპუნქტებში გათვალისწინებული დარღვევები, 2016 წლის 3 ივლისისთვის, უკვე ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივ სანქციებს მათი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა დეტალურად უნდა გააცნონ კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას თავიანთი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი ნაწილები.

2016 წლის 3 ივლისისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა დეტალურად უნდა გააცნონ 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული წესები კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. მათ, დაუყოვნებლივ, უნდა შეატყობინონ კომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მათში შემდგომ შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ.

2. წევრი სახელმწიფოები ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით უზრუნველყოფენ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული სანქციების დაკისრებისა და, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული ზომების გატარების უფლებამოსილება 1-ელი პუნქტის 1-ელი ქვეპუნქტის (a) ქვექვეპუნქტში მითითებული დარღვევების შემთხვევაში:

  1. ბრძანება, რომელიც დარღვევაზე პასუხისმგებელი პირისგან მოითხოვს ამგვარი ქცევის შეწყვეტას და მისი განმეორებისგან თავის შეკავებას;
  2. უკანონოდ მიღებული მოგების დაბრუნება და დარღვევით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება, რამდენადაც შესაძლებელია მათი განსაზღვრა;
  3. საჯარო გაფრთხილება, რომელიც მიუთითებს დარღვევაზე პასუხისმგებელ პირზე და დარღვევის ხასიათზე;
  4. საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება;
  5. საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საინვესტიციო კომპანიებში მმართველობითი ფუნქციების შესრულების დროებით აკრძალვა;
  6. მე-14 ან მე-15 მუხლში გათვალისწინებული დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საინვესტიციო კომპანიებში მმართველობითი ფუნქციების შესრულების სამუდამოდ აკრძალვა;
  7. საინვესტიციო კომპანიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შემსრულებელი პირისთვის ან დარღვევაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საკუთარი სახელით ვაჭრობის დროებით აკრძალვა;
  8. მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, რაც, სულ მცირე, სამჯერ აღემაება მიღებულ მოგებას ან დარღვევით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილებას, როდესაც შესაძლებელია ამათი დადგენა;
  9. რაც შეეხება ფიზიკურ პირს, მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები უნდა იყოს, მინიმუმ:
  1. მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 5 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;
  2. მე-16 და მე-17 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 1 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;
  3. მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 5 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;
  1. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები უნდა იყოს, მინიმუმ:
  1. მე-14 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 15 000 000 ევრო ან იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 15%, ბოლო ხელმისაწვრომი ანგარიშების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მართვის ორგანოს მიერ, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;
  2. მე-16 და მე-17 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 2 5 000 000 ევრო ან იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 2 %, ბოლო ხელმისაწვრომი ანგარიშების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მართვის ორგანოს მიერ, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით;
  3. მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული დარღვევებისთვის – 1 000 000 ევრო ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისის კურსით.

ამ პუნქტში კომპეტენტური ორგანოს მითითება კომპეტენტურ ორგანოს ხელს არ უშლის, შეასრულოს თავისი ფუნქციები 23-ე მუხლის 1-ელ პუნქტში გათვალისწინებული რომელიმე გზით.

1-ელი ქვეპუნქტის (j)(i) და (ii) ქვექვეპუნქტების მიზნებისათვის, როდესაც იურიდიული პირი არის მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო, რომელიც ამზადებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს 2013/34/EU დირექტივის შესაბამისად[11], შესაბამისი საერთო წლიური ბრუნვა არის საერთო წლიური ბრუნვა ან შესაბამისი ტიპის შემოსავალი შესაბამისი საბუღალტრო დირექტივების მიხედვით – საბჭოს 86/635/EEC[12] დირექტივა ბანკებისათვის და საბჭოს 91/674/EEC[13] დირექტივა სადაზღვევო კომპანიებისათვის – ბოლო ხელმისაწვრომი კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, რომლებიც დამტკიცებულია მთავარი მშობელი კომპანიის მართვის ორგანოს მიერ.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, კომპეტენტურ ორგანოებს მიანიჭონ დამატებითი უფლებამოსილება, ვიდრე გათვალისწინებულია მე-2 პუნქტში და უზრუნველყონ უფრო მაღალი დონის სანქციები, ვიდრე დაწესებულია აღნუშნული პუნქტით.

მუხლი 31.

საზედამხედველო უფლებამოსილების შესრულება და სანქციების დაკისრება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადმინისტრაციული სანქციების ტიპისა და დონის განსაზღვრისას, კომპეტენტური ორგანოები ითვალისწინებდნენ ყველა გარემოებას, საჭიროებიდან გამომდინარე, შემდეგი გარემოებების ჩათვლით:

  1. დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობას;
  2. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ხარისხს;
  3. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის ფინანსურ სიძლიერეს, რაც მითითებულია, მაგალითად, იურიდიული პირის საერთო ბრუნვაში ან ფიზიკური პირის წლიურ შემოსავალში;
  4. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული მოგებისა და დარღვევის შედეგად ზარალის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რამდენადაც შესაძლებელია მათი განსაზღვრა;
  5. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობის დონეს, ამ პირის მიერ უკანონოდ მიღებული მოგებისა თავიდან აცილებული ზარალის დაბრუნების საჭიროების გათვალიწინებით;
  6. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ადრე ჩადენილ დარღვევებს;
  7. დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად მიღებულ ზომებს.

2. 30-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სანქციების დაკისრებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების გატარების უფლებამოსილების გამოყენებისას კომპეტენტური ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ თავიანთი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებების გამოყენება და მათ მიერ გატარებული სხვა ადმინისტრაციული ზომების ეფექტურობა და ამ რეგულაციასთან შესაბამისობა. ისინი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს 25-ე მუხლის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ დუბლირება და გადაფარვა თავიანთი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებების გამოყენების დროს, ტრანსსასაზღვრო შემთხვევებისას კი, ადმინისტრაციული სანქციების დაკისრების დროს.

მუხლი 32.

შეტყობინება დარღვევების შესახებ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შექმნან ეფექტური მექანიზმები ამ რეგულაციის რეალური ან პოტენციური დარღვევების შესახებ კომპეტენტური ორგანოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული მექანიზმები, სულ მცირე, მოიცავს:

  1. სპეციალურ პროცედურებს დარღვევების შესახებ შეტყობინებების მისაღებად და შემდგომი ზომების გასატარებლად, მათ შორის, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების შექმნას ამგვარი შეტყობინებებისთვის;
  2. დასაქმების ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირების შესაბამის დაცვას, რომლებიც ატყობინებენ დარღვევების შესახებ ან რომელთაც ბრალდებათ დარღვევები, სამაგიეროს მიზღვისგან, დისკრიმინაციისგან ან სხვა სახის უსამართლო მოპყრობისგან, როგორც მინიმუმ;
  3. როგორც დარღვევების შესახებ მომხსენებელი პირის, ისე, სავარაუდოდ, დამრღვევი ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების დაცვას, მათ შორის, მათი ვინაობის საიდუმლოდ შენახვას პროცედურის ყველა ეტაპზე ისე, რომ არ შეიზღუდოს ეროვნული კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ან შემდგომი სასამართლო საქმის წარმოების შემთხვევაში.

3. წევრმა სახელმწიფოებმა დამსაქმებლებს, რომელთა საქმიანობები რეგულირდება ფინანსური მომსახურების რეგულაციით, უნდა მოსთხოვონ შიდა პროცედურების განსაზღვრა, რათა თანამშრომლებმა შეძლონ ამ რეგულაციის დარღვევების შესახებ შეტყობინება.

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალურად წაახალისონ პირები, ვინც მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ამ რეგულაციის შესაძლო დარღვევების შესახებ, როდესაც ამ პირთა სამართლებრივ ან სახელშეკრულებო მოვალეობას არ წარმოადგენს ამგვარი ინფორმაციის მიწოდება და როდესაც ინფორმაცია ახალია და იგი იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი სანქციის დაკისრებას, ან სხვა ადმინისტრაციული ზომის გატარებას ამ რეგულაციის დარღვევისთვის.

5. კომისია იღებს განმახორციელებელ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს, მათ შორის, შეტყობინების მექანიზმებსა და შემდგომ შეტყობინენებს და შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირთა დამცავ ზომებსა და პერსონალური მონაცემების დამცავ ზომებს. აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნას 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 33.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან ინფორმაციის გაცვლა

1. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყოველწლიურად მიაწვდიან საერთო ინფორმაციას ყველა ადმინისტრაციული სანქციისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების შესახებ, რომლებიც გატარებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშში. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, ასევე, ყოველწლიურად აწვდიან ანონიმურ და ერთიან მონაცემებს ყველა ადმინისტრაციული გამოძიების შესახებ, რომელიც ჩატარებულია აღნიშნული მუხლების შესაბამისად.

2. როდესაც წევრ სახელმწიფოებს, 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აქვთ სისხლისსამართლებრივი სანქციები აღნიშნულ პუნქტში მითითებული დარღვევებისთვის, მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყოველწლიურად უნდა მიაწოდონ ანონიმური და საერთო მონაცემები სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად ჩატარებული ყველა სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრების შესახებ. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია მონაცემებს სისხლისსამართლებრივი სანქციების შესახებ გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშში.

3. როდესაც კომპეტენტური ორგანო ასაჯაროებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ სანქციებს ან სხვა ადმინისტრაციულ ზომებს, იგი, იმავდროულად, ატყობინებს ამის შესახებ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

4. როდესაც გამოქვეყნებული ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი სანქცია ან სხვა ადმინისტრაციული ზომა დაკავშირებულია საინვესტიციო კომპანიასთან, რომელსაც უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2014/65/EU დირექტივის შესაბამისად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ გამოქვეყნებული სანქციის ან ზომის შესახებ უნდა მიუთითოს აღნიშნული დირექტივის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით შექმნილი საინვესტიციო კომპანიების რეესტრში.

5. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 34.

გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოები, დაუყოვნებლივ, აქვეყნებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სანქციის დაწესების ან სხვა ადმინისტრაციული ზომის გამოყენების შესახებ საკუთარ ვებგვერდზე, როგორც კი პირი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეხება, ინფორმირებული იქნება ამ გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, ინფორმაციას დარღვევის ტიპისა და ხასიათის შესახებ და იმ პირის ვინაობის შესახებ, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება.

1-ელი ქვეპუნქტი არ ვრცელდება გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო ხასიათის ზომების გამოყენებასთან.

როდესაც კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ იურიდიული პირის ვინაობის ან ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება, რომელსაც ეხება გადაწყვეტილება, არათანაბარზომიერი იქნება ამგვარი მონაცემების გამოქვეყნების თანაზომიერების შესახებ შესრულებული ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე, ან როდესაც ამგვარი გამოქვეყნებით საფრთხე შეექმნება მიმდინარე გამოძიებას ან ფინანსური ბაზრების მდგრადობას, მან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს რომელიმე:

  1. გადაწყვეტილების გამოქვეყნება გადაავადოს გადავადების მიზეზების აღმოფხვრამდე;
  2. გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ანონიმურად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც გამოქვეყნების შემდეგ ეფექტურად იქნება დაცული შესაბამისი პერსონალური მონაცემები;
  3. არ გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანოს აზრით, გამოქვეყნება (a) ან (b) ქვეპუნქტების შესაბამისად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ
  1. საფრთხე არ შეექმნას ფინანსური ბაზრების მდგრადობას;
  2. დაცულ იქნას თანაზომიერება ამგვარი გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასა და უმნიშვნელოდ მიჩნეულ ზომებს შორის.

როდესაც კომპეტენტური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ანონიმურად მე-3 ქვეპუნქტის (b) ქვექვეპუნქტის შესაბამისად, მას შეუძლია გადაავადოს შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება გონივრული ვადით, როდესაც ადვილად განსაჭვრეტია, რომ ამ ვადაში აღმოიფხვრება ანონიმური გამოქვეყნების მიზეზები.

2. როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ეროვნულ სასამართლო, ადმინისტრაციულ ან სხვა ორგანოში, კომპეტენტურმა ორგანოებმა თავიანთ ვებგვერდზე, დაუყოვნებლივ, უნდა გამოაქვეყნონ ამგვარი ინფორმაცია და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაცია ამგვარი გასაჩივრების შედეგების შესახებ. ამასთან, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს გასაჩივრებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებას, ასევე, უნდა გამოქვეყნდეს.

3. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნდება ამ მუხლის შესაბამისად, ხელმისაწვდომი დარჩეს მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან, მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში. ამგვარ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებში შესული პერსონალური მონაცემები კომპეტენტური ორგანოს ვებგვერდზე რჩება მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესებით გათვალისწინებული დროის განმავლობაში.

თავი 6

დელეგირებული აქტები და განმახორციელებელი აქტები

მუხლი 35.

დელეგირება

1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომისიას ამ მუხლში დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში ►M1 , მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში და 38-ე მუხლში ◄ მითითებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება კომისიას განუსაზღვრელი ვადით 2014 წლის 2 ივლისიდან.

3. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში ►M1, მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში და 38-ე მუხლში ◄მითითებული დელეგირებული უფლებამოსილება შესაძლოა, გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში განსაზღვრული უფლებამოსილება. იგი ძალაში შევა გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც იქ იქნება განსაზღვრული. ეს არ იმოქმედებს არცერთი დელეგირებული აქტის კანონიერებაზე, რომელიც უკვე ძალაშია.

4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე კომისიამ ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს.

▼M1

5. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ევროპარლამენტი და არც საბჭო წინააღმდეგობას არ გამოხატავს ამ აქტის შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში ან თუ ამ დროის გასვლამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო კომისიას აუწყებენ, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით.

▼B

მუხლი 36.

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარებას გაუწევს კომისიის 2001/528/EC გადაწყვეტილებით დაარსებული ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტი[14]. ეს არის კომიტეტი (EU) No 182/2011 რეგულაციაში განსაზღვრული კომიტეტის მნიშვნელობით.

2. როდესაც მეთითებულია ეს პუნქტი, გამოიყენება (EU) No 182/2011 რეგულაციის მე-5 მუხლი.

თავი 7

დასკვნითი დებულებები

მუხლი 37

2003/6/EC დირექტივის გაუქმება და მისი განმახორციელებელი ზომები

C1 2003/6/EC დირექტივა და კომისიის 2004/72/EC, 2003/125/EC ◄[15] და 2003/124/EC[16] დირექტივები და კომისიის (EC) No 2273/2003[17] რეგულაცია უქმდება 2016 წლის 3 ივლისიდან. 2003/6/EC დირექტივის მითითებისას უნდა ვიგულისხმოთ, რომ მითითებულია ეს რეგულაცია და მის წასაკითხად უნდა გამოვიყენოთ ამ რეგულაციის II დანართში მოცემული კორელაციის ცხრილი.

 

მუხლი 38

ანგარიში

2019 წლის 3 ივლისისთვის კომისიამ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ რეგულაციის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი შესწორება. სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ ანგარიშში უნდა შეფასდეს:

  1. საერთო წესების შემოღების მიზანშეწონილობა ყველა სახელმწიფოში ადმინისტრაციული სანქციების საჭიროების შესახებ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და საბაზრო მანიპულაციების წინააღმდეგ;
  2. საკმარისად ფარავს თუ არა შიდა ინფორმაციის განმარტება ყველა ინფორმაციას იმისათვის, რომ კომპეტენტური ორგანოები ეფექტურად ებრძოლონ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას;
  3. ისეთი პირობების მიზანშეწონილობა, როდესაც ვაჭრობის აკრძალვის უფლება ენიჭება მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად იმ მიზნით, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა კიდევ რაიმე გარემოება, როდესაც აკრძალვა უნდა იქნას გამოყენებული;
  4. რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის ფარგლებში შეიქმნას ჩარჩო ბაზრებს შორის შეკვეთების წიგნის ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამგვარი ჩარჩოს შესახებ რეკომენდაციები;
  5. საორიენტაციო დებულებების გამოყენების სფერო.

1-ელი ქვეპუნქტის (a) ქვექვეპუნქტის მიზნებისათვის, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა აღრიცხოს ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების არეალები, ხოლო სადაც წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილი აქვთ სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება ამ რეგულაციის დარღვევისთვის 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, აგერთვე, ის არეალები, სადაც ამგვარი სისხლისსამართლებრივი სანქციები გამოიყენება წევრი სახელმწიფოების საზღვრებში. აღნიშნული სამუშაო მოიცავს ნებისმიერი მონაცემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაც 33-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების მიხედვით.

▼M1

2019 წლის 3 ივლისისთვის, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კომისია ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს ანგარიშს მე-19 მუხლის (1a)(a) და (b) პუნქტებში მოცემული ზღვრული მნიშვნელობების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მმართველების გარიგებებთან, როდესაც ემიტენტის აქციები ან სავალო ინსტრუმენტები წარმოადგენს საინვესტიციო ფონდის ნაწილს ან გავლენას ახდენს აქტივების პორტფელზე, რათა შეფასდეს, მართებულია თუ არა ეს მნიშვნელობები, თუ საჭიროებს დარეგულირებას.

კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტი 35-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც დაარეგულირებს მე-19 მუხლის (1a)(a) და (b) პუნქტებში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობებს, თუ იგი აღნიშნულ ანგარიშში დაასაბუთებს, რომ ზღვრული მნიშვნელობები დასარეგულირებელია.

▼B

მუხლი 39.

ძალაში შესვლა და გამოყენება

1. ეს რეგულაცია ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან ოცდამეერთე დღეს.

▼M2

2. მისი გამოყენება დაიწყება 2016 წლის 3 ივლისიდან. გამონაკლისია შემდეგი მუხლები:

  1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუქნტები, რომლებიც ამოქმედდება 2018 წლის 3 იანვრიდან;
  2. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-11 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტები, მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის მე-3, მე-10 და მე-11 პუნქტები, მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტები, 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლებიც ამოქმედდება 2014 წლის 2 ივლისიდან.

▼B

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა 2016 წლის 3 ივლისისთვის აკმაყოფილებდნენ 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების, 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და 32-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნებს.

4. როდესაც ამ რეგულაციაში მითითებულია 2014/65/EU დირექტივა და (EU) No 600/2014 რეგულაცია, ►M2 2018 წლის 3 იანვრამდე ◄, იგულისხმება 2004/39/EC დირექტივა და წაკითხულ უნდა იქნას 2014/65/EU დირექტივის IV დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად, რამდენადაც ეს კორელაციის ცხრილი შეიცავს დებულებებს, რომლებიც მიუთითებს 2004/39/EC დირექტივაზე.

როდესაც ამ რეგულაციის დებულებებში მითითებულია ორგანიზებული სავაჭრო სისტემები, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზრები, ემისიების კვოტები ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტები, აღნიშნული დებულებები არ გამოიყენება ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებთან, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზრებთან, ემისიების კვოტებთან ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებთან ►M22018 წლის 3 იანვრამდე ◄ .

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის და გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

 

 

დანართი I

A. მანიპულაციური ქცევის ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებთან და ფასის ფიქსირებასთან

ამ რეგულაციის მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის და აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქცევის ფორმების გათვალისწინებით, შემდეგი ნიშნების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, თავისთავად, არ მიიჩნევა საბაზრო მანიპულაციად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბაზრის მონაწილეებისა და კომპეტენტური ორგანოების მიერ გარიგებების ან სავაჭრო შეკვეთების შემოწმებისას:

  1. მოცემული სავაჭრო შეკვეთების ან შესრულებული გარიგებების მოცულობა, რომელიც შესაბამის ფინანსურ ინსტრუმენტთან, მასთან დაკავშირებულ სპოტურ ხელშეკრეულებასთან ან ემისიების კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტთან დაკავშირებული გარიგებების დღიური მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, განსაკუთრებით, როდესაც აღნიშნული საქმიანობები მნიშვნელოვნად ცვლის მათ ფასებს;
  2. მოცემული სავაჭრო შეკვეთების ან გარიგებების მოცულობა, შესრულებული იმ პირთა მიერ, რომელთაც მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავთ ყიდვისას ან გაყიდვისას ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის მიმართ, რომელიც იწვევს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური ხელშეკრყლების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასის მნიშვნელოვნად შეცვლას;
  3. ხომ არ რჩება უცვლელი ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური ხელშეკრყლების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ბენეფიციური მფლობელობა შესრულებული გარიგების შედეგად;
  4. მოცემული სავაჭრო შეკვეთების ან შესრულებული გარიგებების ან გაუქმებული შეკვეთების მოცულობა, რომელიც მოიცავს მოკლე დროში სრულიად შეცვლილ პოზიციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან წილს ფინანსურ ინსტრუმენტთან, მასთან დაკავშირებულ სპოტურ კონტრაქტსასთან ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტთან დაკავშირებული გარიგებების დღიურ მოცულობაში და შესაძლოა, უკავშირდებოდეს ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური ხელშეკრყლების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასის მნიშვნელოვან შეცვლას;
  5. მოცემული სავაჭრო შეკვეთების ან შესრულებული გარიგებების მოცულობა, რომლებიც მოკლე პერიოდში კონცენტრირდება სავაჭრო სესიაზე და იწვევს ფასის შეცვლას, რაც შემდგომ მთლიანად იცვლება;
  6. მოცემული სავაჭრო შეკვეთების მოცულობა, რომელიც ცვლის ფინანსურ ინსტრუმენტთან, მასთან დაკავშირებულ სპოტურ კონტრაქტთან ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტთან დაკავშირებით წარმოდგენილ საუკეთესო წინადადებას ან შეთავაზებულ ფასს, ან უფრო ზოგადად, ბაზრის მონაწილეებისთვის წარმოდგენილ ხელმისაწვდომ შეკვეთების წიგნს და ამოღებულია მათ შესრულებამდე;
  7. მოცემული სავაჭრო შეკვეთების ან შესრულებული გარიგებების მოცულობა, გარკვეულ დროში, როდესაც საორიენტაციო ფასები, დადგენილი ფასები და ღირებულების შეფასება გამოანგარიშდება და იწვევს ფასის შეცვლას, რომელიც გავლენას ახდენს ამგვარ ფასებსა და ღირებულების შეფასებაზე.

B. მანიპულაციური ქცევის ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ფიქტიური მექანიზნების ან მოტყუების ან მაქინაციის ნებისმიერ სხვა ფორმასთან

ამ რეგულაციის მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის და აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქცევის ფორმების გათვალისწინებით, შემდეგი ნიშნების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, თავისთავად, არ მიიჩნევა საბაზრო მანიპულაციად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბაზრის მონაწილეებისა და კომპეტენტური ორგანოების მიერ გარიგებების ან სავაჭრო შეკვეთების შემოწმებისას:

  1. ხომ არ უძღვის ან მოსდევს ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება მოცემულ სავაჭრო შეკვეთებს ან გარიგებებს იმ პირთა მხრიდან ან მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან, რომლებიც დებენ გარიგებებს;
  2. იგივე პირები ან მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც ასრულებენ მოცემულ სავაჭრო შეკვეთებს ან გარიგებებს, მანამდე ან შემდგომ, ხომ არ აწვდიან ან ავრცელებენ მცდარ, მიკერძოებულ ან ისეთ საინვესტიციო რეკომენდაციებს, რომელთაც აშკრად ეტყობათ მატერიალური დაინტერესების გავლენა.

 

დანართი II

კორელაციის ცხრილი

ეს რეგულაცია

დირექტივა 2003/6/EC

1-ლი მუხლი

 

მე-2 მუხლი

 

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-9 მუხლი, 1-ელი პუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

 

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

 

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-9 მუხლი, მე-2 პუნქტი

მე-2 მუხლის მე- პუნქტი

მე-9 მუხლი, 1-ელი პუნქტი

მე- მუხლის მე-4 პუნქტი

მე-10 მუხლის (a) ქვეპუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელი ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე- პუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-6 ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-4 პუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-8 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-9 ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-5 პუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-10 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-11 ქვეპუნქტი

 

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-12 ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-7 პუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-13 ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-6 პუნქტი

მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-14-35-ე ქვეპუნქტები

 

მე-4 მუხლი

 

მე-5 მუხლი

მე-8 მუხლი

მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი

მე-7 მუხლი

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი

 

მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი

 

მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი

 

მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი

 

მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი

 

მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტი, 1-ელი პუნქტი

მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-2 პუნქტი

მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

 

მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის (d) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-3 პუნქტი

მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი

 

მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი

 

მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი

 

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტი, 1-ელი ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის 2-ლი პუნქტი

 

მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-3 მუხლის (b) ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

 

მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-2 ქვეპუნქტი

მე-4 მუხლი

მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი

2-ე მუხლის 2-ლი პუნქტი

9-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

 

9-ე მუხლის 2-ლი პუნქტი

 

მუხლი 9(3)(a)

2-ე მუხლის 3-ლი პუნქტი

მუხლი 9(3)(b)

2-ე მუხლის 3-ლი პუნქტი

მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი

 

მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი

 

მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი

 

მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტი

მე-3 მუხლის (a) ქვეპუნქტი

მე-10 მუხლის 2-ელი პუნქტი

 

მე-11 მუხლი

 

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტი

 

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

 

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 პუნქტის 1-ელი აბზაცი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

 

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტი

 

მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი

 

მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი

1-ელი მუხლის 2-ელი პუნქტი, მე-3 პუნქტი

მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი

1-ელი მუხლის 2-ელი პუნქტი, მე-2 პუნქტი

მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 2-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 3-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 4-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 5-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 6-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 7-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 8-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 9-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 10-ლი პუნქტი

 

მე-13 მუხლის 11-ლი პუნქტი

 

მე-14 მუხლის (a) ქვეპუნქტი

მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტი, 1-ელი პუნქტი

მე-14 მუხლის (b) ქვეპუნქტი

მე-3 მუხლის (b) ქვეპუნქტი

მე-14 მუხლის (c) ქვეპუნქტი

მე-3 მუხლის (a) ქვეპუნქტი

მე-15 მუხლი

5-ლი მუხლი

მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი

16-ე მუხლის 2-ლი პუნქტი

მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი

16-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

16-ე მუხლის მე-4 პუნქტი

 

16-ე მუხლის მე-5 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, მე-7 აბზაცი

მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი

მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-3 ქვეპუნქტი

მე-9 მუხლი, მე-3 პუნქტი

მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი

მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, 1-ელი და მე-2 ქვეპუნქტები

მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი

 

მე-17 მუხლის მე-10 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, 1-ელი და მე-2 აბზაცები

მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი

 

18-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

მუხლი 6(3), მე-3 ქვეპარაგრაფი

მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი

მე-9 მუხლი, მე-3 პუნქტი

მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი

 

მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, მე-4 აბზაცი

მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი

მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი

მუხლი 19(1)(b)

 

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი

 

მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი

 

მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

 

მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

 

მე-19 მუხლის მე-5-მე-13 ქვეპუნქტები

 

მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, მე-5 აბზაცი

მე-19 მუხლის მე-15 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, მე-5 აბზაცი

მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი

მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი

მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, მე-6 აბზაცო და მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი

21-ე მუხლი

1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი, მე-2 წინადადება

22-ე მუხლი

მე-11 მუხლი, 1-ელი პუნქტი და მე-10 მუხლი

23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი

23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (d) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

12-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

12-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

 

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტი

 

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტი

 

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (g) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (h) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (i) ქვეპუნქტი

12-ე მუხლის მე-2 პუნქტის (g) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (j) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (k) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (l) ქვეპუნქტი

მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (h) ქვეპუნქტი

23-ე მუხლის მე-2 პუნქტის (m) ქვეპუნქტი

მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი

23-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

23-ე მუხლის მე-4 პუნქტი

 

24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

15a-ე მუხლის 1-ელი პუნქტი

24-ე მუხლის მე-2 პუნქტი

15a-ე მუხლის მე-2 პუნქტი

24-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 1-ელი ქვეპუნქტი

16-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

25-ე მუხლის მე-2 პუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი

25-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 ქვეპუნქტის 1-ელი აბზაცი და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი

25-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტი

 

25-ე მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 ქვეპუნქტის მე-2 აბზაცი და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი

25-ე მუხლის მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 ქვეპუნქტის მე-3 აბზაცი და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი

25-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

25-ე მუხლის მე-4 პუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, 1-ელი წინადადება

25-ე მუხლის მე-5 პუნქტი

16-ე მუხლის მე-3 პუნქტი

25-ე მუხლის მე-6 პუნქტი

16-ე მუხლის მე-4 პუნქტი

25-ე მუხლის მე-7 პუნქტი

მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-4 ქვეპუნქტი

25-ე მუხლის მე-8 პუნქტი

 

25-ე მუხლის მე-9 პუნქტი

16-ე მუხლის მე-5 პუნქტი

26-ე მუხლი

 

27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

 

27-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

27-ე მუხლის მე-3 პუნქტი

მე-13 მუხლი

28-ე მუხლი

 

29-ე მუხლი

 

30-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 1-ელი ქვეპუნქტი

მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი

30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტი

 

30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტი

მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი

30-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

30-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

31-ე მუხლი

 

32-ე მუხლი

 

33-ე მუხლის 1-ელი პუნქტი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, 1-ელი ქვეპუნქტი

33-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

33-ე მუხლის მე-3 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-2 ქვეპუნქტი

33-ე მუხლის მე-4 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-3 ქვეპუნქტი

33-ე მუხლის მე-5 პუნქტი

 

34-ე მუხლის 1-ელი პუნქტი

მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი

34-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

34-ე მუხლის მე-3 პუნქტი

 

35-ე მუხლი

 

36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი

მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი

36-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

37-ე მუხლი

20-ე მუხლი

38-ე მუხლი

 

39-ე მუხლი

21-ე მუხლი

დანართი

 

 

 

 

1  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის (EU) No 575/2013 რეგულაცია საკრედიტო დაწესებულებებსა და საინვესტიციო კომპანიებთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის (EU) No 648/2012 რეგულაციაში (ოფიციალური ბიულეტენი L 176, 27.6.2013, გვ. 1).

2 კომისიის 2006 წლის 10 აგვისტოს (EC) No 1287/2006 რეგულაცია, რომლითაც ხორციელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/39/EC დირექტივა საინვესტიციო კომპანიების მიერ აღრიცხვის წარმოების ვალდებულებებთან, გარიგების შესახებ ანგარიშგებასთან, ბაზრის გამჭვირვალობასთან, ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვებასა და ამ დირექტივის მიზნებისათვის განსაზღრულ ტერმინებთან დაკავშირებით (ოფიციალური ბიულეტენი L 241, 2.9.2006, გვ.1).

3 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის 2012/30/EU დირექტივა გარანტიების კოორდინაციის შესახებ, რომელთაც, წევრებისა და სხვათა ინტერესების დასაცავად, ითხოვენ იმ კომპანიების წევრი სახელმწიფოები, რომლებიც იგულისხმებიან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შექმნასთან, მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან დაკავშირებით, ამგვარი გარანტიების ეკვივალენტურობის უზრუნველყოფის მიზნით (ოფიციალური ბიულეტენი L 315, 14.11.2012, გვ. 74).

4 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის (EU) No 600/2014 რეგულაცია ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის (EU) No 648/2012 რეგულაციაში (იხილეთ ეს ოფიციალური ბიულეტენი, გვერდი 84).

5 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა 2002/58/EC პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (დირექტივა კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ) (ოფიციალური ბიულეტენი L 201, 31.7.2002, გვ. 37).

6 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის (EU) No 1095/2010 რეგულაცია, რომლითაც იქმნება ევროპის ზედამხედველობის ორგანო (ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია) და რომლითაც შესწორებები შედის No 716/2009/EC გადაწყვეტილებაში და უქმდება კომისიის No 2009/77/EU გადაწყვეტილება (ოფიციალური ბიულეტენი L 331, 15.12.2010, გვ. 84).

7 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/109/EC დირექტივა გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზების შესახებ იმ ემიტენტებზე ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე და რომლითაც შესწორებები შედის 2001/34/EC დირექტივაში (ოფიციალური ბიულეტენი L 390, 31.12.2004, გვ. 38).

8 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 2013/36/EU დირექტივა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის 2002/87/EC დირექტივაში და უქმდება 2006/48/EC და 2006/49/EC დირექტივები (ოფიციალური ბიულეტენი L176, 27.6.2013, გვ. 338).

9 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივა დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და წარმოების შესახებ (გადახდისუნარიანობა II) (ოფიციალური ბიულეტენი L 335, 17.12.2009, გვ. 1).

10 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის (EC) No 713/2009 რეგულაცია, რომელიც აარსებს ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს (ოფიციალური ბიულეტენი L 211, 14.8.2009, გვ. 1).

11 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 2013/34/EU დირექტივა წლიური ფინანსური ანგარიშგების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და გარკვეული ტიპის საწარმოების მათთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივაში და უქმდება საბჭოს 78/660/EEC და 83/349/EEC დირექტივები (ოფიციალური ბიულეტენი L182, 29.6.2013, გვ. 19).

12 ევროსაბჭოს 1986 წლის 8 დეკემბრის დირექტივა 86/635/EEC ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი L 372, 31.12.1986, გვ. 1).

13 ევროსაბჭოს 1991 წლის 19 დეკემბრის დირექტივა 91/674/EEC სადაზღვეო ვალდებულებათა წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი L 374, 31.12.1991, გვ. 7).

14 კომისიის 2001 წლის 6 ივნისის 2001/528/EC გადაწყვეტილება ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტის დაარსების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი L 191, 13.7.2001, გვ. 45).

15 კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის 2003/125/EC დირექტივა, რომლითაც ხორციელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივა საინვესტიციო რეკომენდაციების მიუკერძოებლად წარდგენისა და ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებასთან დაკავშირებით (ოფიციალური ბიულეტენი L L 339, 24.12.2003, გვ. 73).

16 კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის 2003/124/EC დირექტივა, რომლითაც ხორციელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივა შიდა ინფორმაციის განმარტებასა და გასაჯაროებასთან და საბაზრო მანიპულაციების განმარტებასთან დაკავშირებით (ოფიციალური ბიულეტენი L L 339, 24.12.2003, გვ. 70).

17 კომისიის 2003 წლის 22 დეკემბრის (EC) No 2273/2003 დირექტივა, რომლითაც ხორციელდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივა საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამების შეღავათებთან და ფინანსური ინსტრუმენტების მდგრადობასთან დაკავშირებით (ოფიციალური ბიულეტენი L L 336, 24.12.2003, გვ. 33).