ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/87/EC ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ და ევროსაბჭოს დირექტივებში 73/239/EEC, 79/267/EEC, 92/49/EEC, 92/96/EEC, 93/6/EEC და 93/22/EEC და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივებში 98/78/EC და 2000/12/EC ცვლილებების შეტანის შესახებ

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და შესაბამის უწყებებს არ ეკისრებათ რაიმე პასუხისმგებლობა მის შინაარსთან დაკავშირებით

►B      ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/87/EC

ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ და ევროსაბჭოს დირექტივებში 73/239/EEC, 79/267/EEC, 92/49/EEC, 92/96/EEC, 93/6/EEC და 93/22/EEC და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივებში 98/78/EC და 2000/12/EC ცვლილებების შეტანის შესახებ

(ოფიციალური ჟურნალი L 035, 11.02.2003, გვ. 1)

დაზუსტებულია:

 

 

ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის მიერ

No

გვერდი

თარიღი

 M1

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2005 წლის 9 მარტის დირექტივა 2005/1/EC; ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 79

9

24.3.2005

 M2

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2008 წლის 11 მარტის დირექტივა 2005/25/EC

L 81

40

20.3.2008

M3

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის დირექტივა 2011/78/EC,ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 331

120

15.12.2010

M4

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2011 წლის 16 ნოემბრის დირექტივა 2011/89/EU, ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 326

113

8.12.2012

M5

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა 2011/36/EU, ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 176

338

27.6.2013

 

▼B

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/87/EC,

ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ და ევროსაბჭოს დირექტივებში 73/239/EEC, 79/267/EEC, 92/49/EEC, 92/96/EEC, 93/6/EEC და 93/22/EEC და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივებში 98/78/EC და 2000/12/EC ცვლილებების შეტანის შესახებ

ევროკავშირის პარლამენტმა და ევროსაბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ მის მუხლს 47 (2),

ითვალისწინებს რა კომისიის წინადადებას[1],

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას[2],

გაიარეს რა კონსულტაცია რეგიონების კომიტეტთან,

ითვალისწინებს რა ევროპის ცენტრალური ბანკის მოსაზრებას[3],

მოქმედებენ რა ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად[4],

ვინაიდან:

  1. ევროგაერთიანების მიმდინარე კანონმდებლობა ითვალისწინებს საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების და იმ საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამოუკიდებელ საფუძველზე გონივრული ზედამხედველობის წესების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომლებიც, შესაბამისად, შედიან საბანკო/საინვესტიციო კომპანიის ჯგუფის ან სადაზღვევო ჯგუფის ანუ ერთგვაროვანი ფინანსური საქმიანობის განმახორციელებელი ჯგუფების შემადგენლობაში.
  2. ფინანსურ ბაზრებზე განვითარებულამ ახალმა პროცესებმა განაპირობა ფინანსურ კონგლომერატებად წოდებული იმ ფინანსური ჯგუფების შექმნა, რომლებიც ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სექტორებში უზრუნველყოფენ მომსახურებების გაწევას და პროდუქტების მიწოდებას. ბოლო დრომდე, არ არსებობდა რაიმე ფორმის გონივრული ზედამხედველობა ამ კონგლომერატის შემადგენელი საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების ჯგუფის დონეზე საფუძველზე, კერძოდ, გადახდისუნარიანობის მდგომარეობასთან და რისკის კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონგლომერატის დონეზე, ჯგუფის შიდა გარიგებები, რისკის მართვის შიდა პროცესები კონგლომერატის დონეზე და მართვის შესაბამისი და სწორი ხასიათი. ზოგიერთი ეს კონგლომერატი წარმოადგენს ყველა მსხვილ ფინანსურ ჯგუფს, რომლებიც ფინანსურ ბაზრებზე აქტიურად მოქმედებენ და მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფენ მომსახურებების გაწევას, ეს კონგლომერატები და კერძოდ, ის საკრედიტო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები და საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ასეთი კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან, ფინანსური პრობლემების წინაშე რომ აღმოჩდნენ, ეს გამოიწვევდა ფინანსური სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას და გავლენას მოახდენდა ცალკეულ მეანაბრეებზე, სადაზღვევო პოლისის მფლობელებსა და ინვესტორებზე.
  3. ფინანსური მომსახურებებისთვის ევროკომისიის სამოქმედო გეგმა ადგენს იმ ღონისძიებების სერიას, რომლებიც საჭიროა ფინანსური მომსახურებების ერთიანი ბაზრის შესავსებად, და აცხადებს ფინანსური კონგლომერატების იმ დამატებითი გონივრული კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც შეეხება არსებულ დარგობრივ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და დამატებით გონივრულ რისკებს დარგთაშორის ფინანსურ საქმიანობებთან დაკავშირებით ეფექტიანი საზედამხედველო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ამგვარი ამბიციური მიზნის მიღწევა მხოლოდ ეტაპობრივად არის შესაძლებელი. ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის დაწესება წარმოადგენს ერთ-ერთ ასეთ ეტაპს.
  4. სხვა საერთაშორისო ფორუმებზე აგრეთვე დადგინდა ფინანსურ კონგლომერატებთან დაკავშირებით სათანადო საზედამხედველო კონცეფციების შემუშავების საჭიროება.
  5. ეფექტიანი რომ იყოს, ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობა უნდა გამოყენებულ იქნეს ყველა ამ კონგლომერატთან მიმართებაში, რომელთა დარგთაშორისი ფინანსური საქმიანობები მნიშვნელოვანია, რასაც ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა მიიღწევა გარკვეული ზღვარი, იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი სტრუქტურა. დამატებითი ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს დარგობრივი ფინანსური კანონმდებლობით დადგენილ ყველა ფინანსურ საქმიანობას და ამ საქმიანობებში უმთავრესად ჩართული ყველა მხარე უნდა შეყვანილ იქნეს დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში, მ.შ. აქტივების მმართველი კომპანია.
  6. გადაწყვეტილებები დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში კონკრეტული ორგანიზაციის არ შეყვანის შესახებ უნდა მიღებულ იქნეს, მათ შორის, იმის ფათვალისწინებით, ეს ორგანიზაცია შეყვანილია თუ არა დარგობრივი წესების მიხედვით ჯგუფის დონეზე ზედამხედველობაში.
  7. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა შეძლონ ჯგუფის შიდა დონეზე იმ საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რომლებიც შედიან ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში, კერძოდ, გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით (მ.შ. საკუთარი სახსრების ინსტრუმენტების მრავალეტაპიანი მოზიდვის გამორიცხვა), რისკის კონცენტრაცია და ჯგუფის შიდა გარიგებები.
  8. ფინანსური კონგლომერატები ხშირად იმართება კომერციული საქმიანობის სახეობის საფუძველზე, რომელიც სრულად არ ემთხვევა კონგლომერატების სამართლებრივ სტრუქტურებს. ამ ტენდენციის გასათვალისწინებლად, მართვის მოთხოვნები დამატებით უნდა განივრცოს, კერძოდ, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის მართვასთან დაკავშირებით.
  9. დამატებით ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა ფინანსურ კონგლომერატს უნდა ჰყავდეს პროცესში მონაწილე უფლებამოსილი ორგანოებიდან დანიშნული კოორდინატორი.
  10. კოორდინატორის ამოცანებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ უფლებამოსილი ორგანოების ამოცანებსა და პასუხისმგებლობებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია დარგობრივი წესებით.
  11. პროცესში მონაწილე უფლებამოსილ ორგანოებს და განსაკუთრებით, კოორდინატორს უნდა გააჩნდეთ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ორგანიზაციებიდან ან სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან იმ ინფორმაციის მიღების საშუალებები, რომლებიც აუცილებელია მათი დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისთვის.
  12. არსებობს იმ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მწვავე აუცილებლობა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების ზედამხედველობაზე, მ.შ. თანამშრომლობის შესახებ სპეციალური შეთანხმებების შემუშავებისა იმ სუბიექტების ზედამხედველობაში მონაწილე ორგანოებს შორის, რომლებიც ერთსა და იმავე ფინანსურ კონგლომერატს მიეკუთვნებიან.
  13. ის საკრედიტო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები და საინვესტიციო კომპანიები, რომელთა სათაო ოფისიც ევროგაერთიანებაში მდებარეობს, შეიძლება იყვნენ იმ ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში, რომელთა სათაო ოფისი ევროგაერთიანებაში არ მდებარეობს. ეს რეგულირებადი სუბიექტები აგრეთვე უნდა დაექვემდებარონ შესაბამის და სათანადო საზედამხედველო ღონისძიებებს, რომლებითაც მიიღწევა ის მიზნები და შედეგები, რომლებიც მსგავსია წინამდებარე დირექტივის დებულებებით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგებისა. ამ მიზნით, წესების გამჭვირვალობა და მესამე ქვეყნის ორგანოებთან ყველა შესაბამისი გარემოების შესახებ ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
  14. ექვივალენტური და სათანადო დამატებითი საზედამხედველო ღონისძიებების არსებობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ მესამე ქვეყნის საზედამხედველო ორგანოები შეთანხდნენ თანამშრომლობაზე შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ფინანსური კონგლომერატის რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებებსა და მიზნებთან დაკავშირებით.
  15. წინამდებარე დირექტივა უფლებამოსილი ორგანოების მიერ არ მოითხოვს ფინანსური კონგლომერატების კომიტეტისთვის იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე დირექტივის ან სხვა დარგობრივი დირექტივების მიხედვით კონფიდენციალურობის ვალდებულებას.
  16. ვინაიდან შეთავაზებული ღონისძიების მიზანი, კერძოდ, ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ წესების შედგენა საკმარისად ვერ იქნება მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ღონისძიებების მასშტაბისა და შედეგების მიზეზით, უკეთესად მიიღწევა ევროგაერთიანების დონეზე, ევროგაერთიანებას უფლება აქვს მიიღოს ზომები, ხელშეკრულების მე-5 მუხლში მოცემული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ამ მუხლში, წინამდებარე დირექტივის ფარგლები არ სცილდება იმ სფეროს, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ვინაიდან წინამდებარე დირექტივა ადგენს მინიმალურ სტანდარტებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ უფრო მკაცრი წესები.
  17. წინამდებარე დირექტივა პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს და კერძოდ, ითვალისწინებს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მიერ აღიარებულ პრინციპებს.
  18. წინამდებარე დირექტივის განსახორციელებლად საჭირო ზომები უნდა იქნას მიღებული ევროსაბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება 199/468/EC-ის შესაბამისად, რომელიც ადგენს ევროკომისიაზე დაკისრებული განმახორციელებელი უფლებამოსილებების განხორციელების პროცედურებს[5].
  19. პერიოდულად შეიძლება აუცილებელი იყოს, რომ წინამდებარე დირექტივაში მოცემულ წესების ტექნიკურ მეთოდურ მითითებებსა და განმახორციელებელ ზომებში გათვალისწინებულ იქნეს ფინანსურ ბაზრებზე განვითარებული ახალი პროცესები. ევროკომისიას შესაბამისად უნდა მიენიჭოს განმახორციელებელი ზომების მიღების უფლებამოსილება, იმ პირობით, თუ ამ ზომებით არ იცვლება წინამდებარე დირექტივის ძირითადი ელემენტები.
  20. საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების არსებული დარგობრივი წესები უნდა შეივსოს მინიმალურ დონემდე, კერძოდ, დარგობრივ წესებსა და ფინანსური კონგლომერატების წესებს შორის მარეგულირებელი არბიტრაჟის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, სათანადო ცვლილებები უნდა შევიდეს შემდეგ დოუმენტებში: სიცოცხლის დაზღვევის გამოკლებით პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის დაწყებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროსაბჭოს 1973 წლის 24 ივლისის პირველი დირექტივა[6], სიცოცხლის პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის დაწყებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროსაბჭოს 1979 წლის 5 პირველ მარტის პირველი დირექტივა 79/267/EEC[7], სიცოცხლის დაზღვევის გამოკლებით პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის დაწყებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროსაბჭოს 1992 წლის 18 ივნისის დირექტივა 92/49/EEC (არა სიცოცხლის დაზღვევის მესამე დირექტივა)[8], სიცოცხლის დაზღვევის გამოკლებით პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის დაწყებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროსაბჭოს 1992 წლის 10 ნოემბრის დირექტივა 92/96/EEC (სიცოცხლის დაზღვევის მესამე დირექტივა)[9], ევროსაბჭოს 1993 წლის 15 მარტის დირექტივა საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო დაწესებულებების კაპიტალის ადექვატურობის შესახებ[10] ევროსაბჭოს 1993 წლის 10 მაისის დირექტივა 93/22/EEC ფასიანი ქაღალდების სფეროში საინვესტიციო მომსახურებების შესახებ[11], აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 1998 წლის 27 ოქტომბრის დირექტივა 98/78/EC სადაზღვევო ჯგუფში სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ[12] და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2000 წლის 20 მარტის დირექტივა 2000/12/EC საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის დაწყებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით[13]. თუმცა, შემდგომი ჰარმონიზაციის მიზანი შეიძლება მხოლოდ მიღწეულ იქნეს ეტაპობრივად და საჭიროებები დაეფუძნოს გულდასმით ანალიზს.
  21. დარგობრივი წესების მიხედვით აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობის რეჟიმის უზრუნველყოფის ნებისმიერი შესაძლო სამომავლო ჰარმონიზაციის საჭიროების შეფასებისა და მისთვის მომზადებისთვის, ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ანგარიში ამ სფეროში წევრი სახელმწიფოების პრაქტიკების შესახებ,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

თავი I

მიზანი და განმარტებები

M4

მუხლი 1

საგანი

წინამდებარე დირექტივა განსაზღვრავს იმ რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის წესებს, რომლებმაც ავტორიზაცია მოიპოვეს შემდეგი დირექტივების- 73/239/EEC მე-6 მუხლის, 2002/83/EC[14] მე-4 მუხლის, 2004/39/EC[15] მე-5 მუხლის, 2005/68/EC[16] მე-3 მუხლის, 2006/48/EC[17] მე-6 მუხლის, 2009/65/EC[18] მე-5 მუხლის, 2009/138/EC[19] მე-14 მუხლის ან 2011/61/EU მე-6-11 მუხლების[20] შესაბამისად, და რომლებიც ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან.

წინამდებარე დირექტივით აგრეთვე შესწორებები შედის იმ შესაბამის დარგობრივ წესებში, რომლებიც გამოიყენება ამ დირექტივებით დარეგულირებელი სუბიექტების მიმართ.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის:

  1. „საკრედიტო დაწესებულებები“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას დირექტივა 2006/48/EC-ის მუხლის 4(1) მნიშვნელობით;
  2. „სადაზღვევო კომპანია“ ნიშნავს სადაზღვევო კომპანიას დირექტივა 2009/138/EC-ის მე-13 მუხლის პუნქტების 1, 2 ან 3 მნიშვნელობით;
  3. „საინვესტიციო კომპანია“ ნიშნავს საინვესტიციო კომპანიას დირექტივა 2004/39/EC-ის მუხლის 4(1) მნიშვნელობით, მ.შ. ევროპარლამენტისა და საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო დაწესებულებების[21] კაპიტალის ადექვატურობის შესახებ ევროსაბჭოს 2006 წლის 14 ივნისის დირექტივა 2006/49/EC-ის მუხლში 3(1)(დ) მითითებული საწარმოები ან ის საწარმო, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს მესამე ქვეყანაში და რომლის დირექტივის 2004/39/EC მიხედვით ავტორიზაციაც საჭირო იქნებოდა, მისი რეგისტრირებული ოფისი ევროკავშირში რომ მდებარეობდეს;
  4. „რეგულირებადი სუბიექტი“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას, სადაზღვევო კომპანიას, გადაზღვევის კომპანიას, საინვესტიციო კომპანიას, აქტივების მმართველ კომპანიას ან ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველს;
  5. „აქტივების მმართველი კომპანია“ ნიშნავს მმართველ კომპანიას დირექტივის 2009/65/EC მუხლის 2(1)(ბ) მნიშვნელობით ან საწარმოს, რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მესამე ქვეყანაში და რომლის ამ დირექტივის მიხედვით ავტორიზაცია იქნებოდა საჭირო, მისი რეგისტრირებული ოფისი ევროკავშირში რომ მდებარეობდეს;

(5ა) „ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველი“ ნიშნავს ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველს დირექტივის 2011/61/EU მუხლის 4(1)(ბ), (1) და (აბ) მნიშვნელობით ან საწარმოს, რომლის რეგისტრირებული ოფისიც მდებარეობს მესამე ქვეყანაში და რომლის ამ დირექტივის მიხედვით ავტორიზაცია იქნებოდა საჭირო, მისი რეგისტრირებული ოფისი ევროკავშირში რომ მდებარეობდეს;

  1. „გადაზღვევის საწარმო“ ნიშნავს გადაზღვევის საწარმოს დირექტივის 2009/138/EC მე-13 მუხლის პუნქტების 4, 5 ან 6 მნიშვნელობით ან სპეციალური დანიშნულების გადაადგილების საშუალებას დირექტივის 2009/138/EC მე-13(26) მუხლის მნიშვნელობით;
  2. „დარგობრივი წესები“ ნიშნავს რეგულირებადი სუბიექტების გონივრულ ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, დირექტივებს 2004/39/EC, 2006/48/EC, 2006/49/EC და 2009/138/EC;
  3. „ფინანსური სექტორი“ ნიშნავს დარგს, რომელიც შედგება შემდეგი ერთი ან მეტი სუბიექტისგან:
    1. საკრედიტო დაწესებულება, საფინანსო ინსტიტუტი ან დამხმარე მომსახურების გამწევი საწარმო დირექტივის 2006/48/EC მე-4 მუხლის პუნქტების 1, 5 ან 21 მნიშვნელობით (რომლებსაც ამიერიდან ერთად ეწოდებათ „საბანკო სექტორი“);
    2. სადაზღვევო კომპანია, გადამზღვევი კომპანია ან სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანია დირექტივის 2009/138/EC მე-13 მუხლის პუნქტების 1, 2, 4 ან 5 ან მუხლის 212(1)(ვ) მნიშვნელობით (რომლებსაც ამიერიდან ერთად ეწოდებათ „სადაზღვევო სექტორი“);
    3. საინვესიტიციო კომპანია დირექტივის 2006/49/EC მუხლის 3(1)(ბ) მნიშვნელობით (რომელსაც ამიერიდან ერთად ეწოდება „საინვესტიციო მომსახურებების სექტორი“);
  4. „მშობელი საწარმო“ ნიშნავს მშობელ საწარმოს, რომელიც განმარტებულია კონსოლიდირებული ანგარიშების[22] შესახებ ევროსაბჭოს 1983 წლის 13 ივნისის მეშვიდე დირექტივის 83/349/EEC პირველ მუხლში, ან ნებისმიერ საწარმოს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოების შეხედულებით, ეფექტიანად ახორციელებს დომინანტურ გავლენას სხვა საწარმოზე;
  5. „შვილობილი საწარმო“ ნიშნავს შვილობილ საწარმოს, რომელიც განმარტებულია დირექტივის 83/349/EEC პირველ მუხლში ან ნებისმიერ საწარმოს, რომელზეც ნებისმიერი საწარმო, უფლებამოსილი ორგანოების შეხედულებით, ეფექტიანად ახორციელებს დომინანტურ გავლენას, და ასეთი შვილობილი საწარმოების ყველა შვილობილ საწარმოს;
  6. „მონაწილეობა“ ნიშნავს მონაწილეობას გარკვეული სახის კომპანიების[23] წლიური ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების შესახებ ევროსაბჭოს 1978 წლის 25 ივლისის მეოთხე დირექტივის 78/660/EEC მე-17 მუხლის პირველი წინადადების მნიშვნელობით, ან საწარმოს საარჩევნო ხმის უფლებების 20%-ის ან მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას;
  7. „ჯგუფი“ ნიშნავს საწარმოთა ჯგუფს, რომელიც შედგება მშობელი საწარმოს, მისი შვილობილი საწარმოებისა და იმ სუბიექტებისგან, რომლებშიც მშობელი საწარმო ან მისი შვილობილი კომპანიები ფლობენ წილს, ან ერთმანეთთან ურთიერთობით დაკავშირებულ საწარმოებს დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით, მათ შორის, მათ ნებისმიერ ქვეჯგუფს;

(12ა) „კონტროლი“ ნიშნავს ურთიერთობას მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 83/349/EEC პირველ მუხლში, ან ანალოგიურ ურთიერთობას ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და საწარმოს შორის;

  1. „მჭიდრო კავშირები“ ნიშნავს სიტუაციას, რომელშიც ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი დაკავშირებულია კონტროლით ან მონაწილეობით, ან სიტუაციას, რომელშიც ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი მუდმივად დაკავშირებულია ერთსა და იმავე პირთან საკონტროლო ურთიერთობით;
  2. „ფინანსური კონგლომერატი“ ნიშნავს ჯგუფს ან ქვეჯგუფს, რომელშიც რეგულირებული სუბიექტი იმყოფება ჯგუფის ან ქვეჯგუფის სათავეში ან რომელშიც ამ ჯგუფის თუ ქვეჯგუფის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია არის რეგულირებადი სუბიექტი, და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    1. იქ, სადაც რეგულირებადი სუბიექტი იმყოფება ჯგუფის ან ქვეჯგუფის სათავეში:
  1. ეს სუბიექტი არის ფინანსურ სექტორში სუბიექტის მშობელი საწარმო, სუბიექტი, რომელიც ფლობს წილს ფინანსურ სექტორში სუბიექტში,ან სუბიექტი, რომელიც ფინანსურ სექტორში სუბიექტთან დაკავშირებულია ურთიერთობით დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით;
  2. ჯგუფის ან ქვეჯგუფის, სულ მცირე, ერთ-ერთი სუბიექტი არის სადაზღვევო სექტორში და სულ მცირე, ერთი სუბიექტი არის საბანკო ან საინვესტიციო მომსახურებების სექტორში; და
  3. სადაზღვევო სექტორში ჯგუფის ან ქვეჯგუფის სუბიექტებისა და საბანკო და საინვესტიციო მომსახურებების სექტორში სუბიექტების კონსოლიდირებული ან გაერთიანებული საქმიანობები მნიშვნელოვანია წინამდებარე დირექტივის მე-3 მუხლის პუნქტების 2 ან 3 მნიშვნელობით; ან
  1. იქ, სადაც რეგულირებადი სუბიექტი არ იმყოფება ჯგუფის ან ქვეჯგუფის სათავეში:
  1. ჯგუფის ან ქვეჯგუფის საქმიანობა ძირითადად მიმდინარეობს საფინანსო სექტორში წინამდებარე დირექტივის მუხლის 3(1) მნიშვნელობით;
  2. ჯგუფში ან ქვეჯგუფში არსებული სუბიექტებიდან, სულ მცირე, ერთი სუბიექტი არის სადაზღვევო სექტორში და სულ მცირე, ერთი სუბიექტი არის საბანკო ან საინვესტიციო მომსახურებების სექტორში; და
  3. სადაზღვევო სექტორში ჯგუფის ან ქვეჯგუფის სუბიექტების და საბანკო და საინვესტიციო მომსახურებების სექტორში სუბიექტების კონსოლიდირებული ან გაერთიანებული საქმიანობები მნიშვნელოვანია წინამდებარე დირექტივის მე-3 მუხლის პუნქტების 2 ან 3 მნიშვნელობით;
  1. „შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს მშობელ საწარმოს, გარდა რეგულირებადი სუბიექტისა, რომელიც, თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად- სულ მცირე, მათგან ერთი არის რეგულირებადი სუბიექტი, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს ევროკავშირში- და სხვა სუბიექტები წარმოადგენენ ფინანსურ კონგლომერატს;
  2. „უფლებამოსილი ორგანოები“ ნიშნავს იმ წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ორგანოებს, რომლებიც კანონმდებლობით ან რეგულაციით არიან უფლებამოსილნი, ზედამხედველობა გაუწიონ საკრედიტო დაწესებულებებს, სადაზღვევო კომპანიებს, გადაზღვევის კომპანიებს, საინვესტიციო კომპანიებს, აქტივების მმართველ კომპანიებს ან ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველებს, იქნება ეს ინდივიდუალურ თუ ჯგუფის დონეზე;
  3. „შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები“ ნიშნავს:
    1. წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფინანსურ კონგლომერატში ნებისმიერი რეგულირებადი სუბიექტის, კერძოდ, სექტორის მთავარი მშობელი კომპანიის ჯგუფის დონეზე სექტორულ ზედამხედველობაზე;
    2. მე-10 მუხლის შესაბამისად დანიშნულ კოორდინატორს, თუ ის განსხვავდება ა ქვეპუნქტში მითითებული ორგანოებისგან;
    3. საჭირობის შემთხვევაში, სხვა ის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც შესაბამისია პუნქტებში ა და ბ მითითებული ორგანოების მოსაზრებასთან დაკავშირებით;
  4.  „ჯგუფის შიდა გარიგებები“ ნიშნავს ყველა გარიგებას, რომლებითაც ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტები პირდაპირ ან არაპირდაპირ დამოკიდებულნი არიან იმავე ჯგუფში არსებულ სხვა საწარმოებზე ან ამ ჯგუფში მჭიდრო კავშირებით საწარმოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე ვალდებულების შესრულებაზე, იქნება ის კონტრაქტით გათვალისწინებული და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული თუ არა;
  5. „რისკის კონცენტრაცია“ ნიშნავს დანაკარგის პოტენციალის მქონე რისკისადმი ყველა დაქვემდებარებებს, რაც საკმარისად დიდია იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების გადახდისუნარიანობას ან ფინანსურ მდგომარეობას, ზოგადად, იმის მიუხედავად, ეს დაქვემდებარებები გამოწვეულია კონტრაგენტული რისკით/საკრედიტო რისკით, საინვესტიციო რისკით, სადაზღვევო რისკით, საბაზრო რისკით, სხვა რისკებით თუ ამ რისკების კომბინაციით ან ურთიერთქმედებით.

მუხლის 21ა(1)(ბ) შესაბამისად მიღებული ნებისმიერი მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარის ძალაში შესვლამდე, პუნქტში (17)(გ) მითითებულ მოსაზრებაში, კერძოდ, უნდა გათვალისწინებულ იქნეს სხვა წევრ სახელმწიფოებში ფინანსური კონგლომერატის რეგულირებადი სუბიექტების საბაზრო წილი, კერძოდ, თუ ის აღემატება 5%-ს, და მნიშვნელობა სხვა წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული ნებისმიერი რეგულირებადი სუბიექტის ფინანსურ კონგლომერატში.

▼B

მუხლი 3

ფინანსური კონგლომერატის დადგენის ზღვრული მნიშვნელობები

▼M4

1. იმის განსაზღვრის მიზნით, ჯგუფის საქმიანობები ძირითადად ხორციელდება თუ არა ფინანსურ სექტორში, მუხლის 2(14)(ბ)(ი) მნიშვნელობით, ჯგუფში რეგულირებადი და არარეგულირებადი ფინანსური სექტორის სუბიექტების საერთო ბალანსის თანაფარდობა ჯგუფის საერთო ბალანსთან მთლიანობაში აღემატება 40%-ს.

2. იმის განსაზღვრის მიზნებისთვის, სხვადასხვა საფინანსო სექტორებში საქმიანობები მნიშვნელოვანია თუ არა მუხლის 2(14)(ა)(iii) ან (14)(b)(iii) მნიშვნელობით, თითოეული საფინანსო სექტორისთვის ამ საფინანსო სექტორის საერთო ბალანსის შეფარდება ჯგუფში საფინანსო სექტორის სუბიექტების საერთო ბალანსთან და იმავე საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნების შეფარდება ჯგუფში საფინანსო სექტორის სუბიექტების საერთო გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნებთან უნდა აღემატებოდეს 10%-ს.

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ფინანსურ კონგლომერატში ყველაზე მცირე ფინანსური სექტორი არის უმცირესი საშუალო მნიშვნელობის მქონე სექტორი და ფინანსურ კონგლომერატში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორი არის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებლის მქონე სექტორი. საშუალო მაჩვენებლის გაანგარიშების და უმცირესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო სექტორების გაზომვის მიზნებისთვის, საბანკო სექტორი და საინვესტიციო მომსახურებების სექტორი ერთად უნდა იქნეს განხილული.

აქტივების მმართველი კომპანიები უნდა დაემატოს იმ სექტორს, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან ჯგუფის შიგნით. თუ ისინი არ განეკუთვნებიან ჯგუფის შიგნით მხოლოდ ერთ სექტორს, ისინი უნდა დაემატოს ყველაზე მცირე ფინანსურ სექტორს.

ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველები უნდა დაემატოს იმ სექტორს, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან ჯგუფის შიგნით. თუ ისინი არ განეკუთვნებიან ჯგუფის შიგნით მხოლოდ ერთ სექტორს, ისინი უნდა დაემატოს ყველაზე მცირე ფინანსურ სექტორს.

3. დარგთაშორისი საქმიანობები აგრეთვე უნდა მიჩნეულ იქნეს მნიშვნელოვნად მუხლის 2(14)(ა)(iii) ან (14)(ბ)(iii) მნიშვნელობით, თუ უმცირესი საფინანსო სექტორის საერთო ბალანსი აღემატება 6 მილიარდ ევროს.

თუ ჯფუფი ვერ აღწევს ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებულ ზღვრულ მნიშვნელობას, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, საერთო შეთანხმებით, შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად არ ჩათვლის შესახებ. მათ აგრეთვე უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება მუხლების 7, 8 ან 9 დებულებების არ გამოყენების შესახებ, თუ მათი აზრით, ჯგუფის შეყვანა წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროში ან ამ დებულებების გამოყენება არაა აუცილებელი ან შეუფერებელი ან შეცდომაში შემყვანი იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან მიმართებაში.

ამ პუნქტის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ეცნობოს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისინი უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაასაჯაროვონ.

3ა. თუ ჯფუფი აღწევს ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებულ ზღვრულ მნიშვნელობას, თუმცა, უმცირესი სექტორი არ აღემატება 6 მილიარდ ევროს, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, საერთო შეთანხმებით, შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად არ ჩათვლის შესახებ. მათ აგრეთვე უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება მუხლების 7, 8 ან 9 დებულებების არ გამოყენების შესახებ, თუ მათი აზრით, ჯგუფის შეყვანა წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროში ან ამ დებულებების გამოყენება არაა აუცილებელი ან შეუფერებელი ან შეცდომაში შემყვანი იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან მიმართებაში.

ამ აბზაცის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ეცნობოს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისინი უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაასაჯაროვონ.

▼B

4. პუნქტების 1, 2 და 3 გამოყენების მიზნით, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, საერთო შეთანხმებით:

▼M4

  1. გამორიცხონ სუბიექტი კოეფიციენტების გაანგარიშებისას, მუხლში 6(5) მითითებულ შემთხვევებში, თუ სუბიექტი არ გადავიდა წევრი სახელმწიფოდან მესამე ქვეყანაში და არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სუბიექტმა თავისი ადგილმდებარეობა რეგულაციის თავიდან ასაცილებლად შეიცვალა;

▼B

  1. გაითვალისწინონ სამი თანამიმდევრული წლის განმავლობაში აბზაცებში 1 და 2 გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობა რეჟიმის მოულოდნელი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, და არ გაითვალისწინონ ეს შესაბამისობა, თუ ჯგუფის სტრუქტურაში ხდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები;

▼M4

  1. გამორიცხონ ერთი ან მეტი წილი უფრო მცირე სექტორში, თუ ეს წილები არის გადამწყვეტი ფინანსური კონგლომერატის იდენტიფიცირებისთვის, და ისინი ერთად უმნიშვნელოდ არის საინტერესო დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან მიმართებაში.

▼B

იმ შემთხვევაში, როცა ფინანსური კონგლომერატის იდენტიფიცირება მოხდა აბზაცების 1, 2 და 3 შესაბამისად, ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული გადაწყვეტილებები უნდა მიღებულ იქნეს ამ ფინანსური კონგლომერატის კოორდინატორის მიერ მიღებული წინადადების საფუძველზე.

▼M4

5. აბზაცების 1 და 2 გამოყენებისთვის, შესაბამს უფლებამოსილ ორგანოებს, გამონაკლის შემთხვევებში საერთო შეთანხმებით, შეუძლიათ საერთო ბალანსზე დამყარებული კრიტერიუმი ჩაანაცვლონ შემდეგი ერთი ან მეტი პარამეტრით ან დაამატონ ეს შემდეგი ერთი ან მეტი პარამეტრი, თუ მათი შეხედულებით, ეს პარამეტრები განსაკუთრებულად შეესაბამებიან წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობის მიზანს: საშემოსავლო სტრუქტურას, ბალანსს მიღმა ოპერაციებს, მართვის ქვეშ არსებულ საერთო ქონებას.

▼B

6. პირველი და მე-2 აბზაცების გამოსაყენებლად, თუ დამატებით ზედამხედველობას უკვე დაქვემდებარებული კონგლომერატებისთვის ამ აბზაცებში მითითებული კოეფიციენტები ვარდება,შესაბამისად 40%-ზე და 10%-ზე ქვევით, უფრო დაბალი კოეფიციენტი- შესაბამისად, 35% და 8% უნდა გამოყენებულ იქნეს შემდგომი სამი წლისთვის რეჟიმის მოულოდნელი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.

ანალოგიურად, მე-3 აბზაცის გამოსაყენებლად,თუ ჯგუფში უმცირესი ფინანსური სექტორის საერთო ბალანსი ნაკლებია 6 მილიარდ ევროზე იმ კონგლომერატების შემთხვევაში, რომლებიც უკვე დაქვემდებარებულები არიან დამატებით ზედამხედველობას, უფრო დაბალი რიცხვი- 5 მილიარდი ევრო უნდა გამოყენებულ იქნეს შემდგომი სამი წლისთვის რეჟიმის მოულოდნელი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.

წინამდებარე აბზაცში მითითებულ პერიოდში, კოორდინატორს დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით, უფლება აქვს გადაწყვიტოს ამ აბზაცში მითითებული უფრო დაბალი კოეფიციენტების ან უფრო დაბალი ოდენობის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

7. წინამდებარე მუხლში მითითებული გაანგარიშებები ბალანსთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს ჯგუფის სუბიექტების გაერთიანებული საერთო ბალანსის საფუძველზე, მათი წლიური ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების შესაბამისად. ამ გაანგარიშების მიზნით, უნდა გათვალისწინებულ იქნენ ის საწარმოები, რომლებშიც ხდება წილის ფლობა, მათი იმ საერთო ბალანსის მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება ამ ჯგუფის მფლობელობაში არსებულ გაერთიანებულ პროპორციულ წილს. თუმცა, კონსოლიდირებული ანგარიშების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ისინი უნდა გამოყენებულ იქნენ გაერთიანებული ანგარიშების ნაცვლად.

პუნქტებში 2 და 3 მითითებული გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები უნდა გაანგარიშდეს შესაბამისი დარგობრივი წესების დებულებების მიხედვით.

▼M4

8. ევროპის საზედამხედველო ორგანომ (ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურმა), დაფუძნებულმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციით N 1093/2010/EU[24] (EBA), ევროპის საზედამხედველო ორგანომ (ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის ორგანომ, დაფუძნებულმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციით N 1094/2010/EU[25] (EIOPA) და ევროპის საზედამხედველო ორგანომ (ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ), დაფუძნებულმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციით N 1095/2010/EU[26] (ESMA) (რომელიც ამიერიდან მოიხსენიება, როგორც „ESA“)(ერთობლივი კომიტეტი), ESA-ს ერთობლივი კომიტეტის (ერთობლივი კომიტეტის) მეშვეობით, უნდა გამოსცენ საერთო მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საზედამხედველო პრაქტიკების კონვერგენცია ამ მუხლის აბზაცების 2, 3, 3ა, 4 და 5 გამოყენებასთან დაკავშირებით.

9. უფლებამოსილმა ორგანოებმა წლიურ საფუძველზე ხელახლა უნდა შეაფასონ უარი დამატებითი ზედამხედველობის გამოყენებაზე და უნდა განიხილონ ამ მუხლში მოცემული რაოდენობრივი მაჩვენებლები და ფინანსურ ჯგუფებთან მიმართებაში გამოყენებული, რისკზე დამყარებული შეფასებები.

▼B

მუხლი 4

ფინანსური კონგლომერატის იდენტიფიცირება

1. იმ უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილი რეგულირებადი სუბიექტები, მუხლების 2, 3 და 5 საფუძველზე უნდა განსაზღვრონ ის ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც განეკუთვნება წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროს.

▼M4

ამ მიზნით:

  • იმ უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებსაც ჰყავთ უფლებამოსილი რეგულირებადი ორგანოები ჯგუფში, უნდა მჭიდროდ ითანამშრომლონ,
  • თუ უფლებამოსილ ორგანოს ის მოსაზრება აქვს, რომ ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ უფლებამოსილი რეგულირებადი სუბიექტი არის იმ ჯგუფის წევრი, რომელიც შეიძლება იყოს ფინანსური კონგლომერატი და რომლის იდენტიფიცირება უკვე არ მოხდა წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ თავისი შეხედულება უნდა გაუზიაროს დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს და ერთობლივ კომიტეტს.

▼M3

2. მე-10 მუხლის შესაბამისად დანიშნულმა კოორდინატორმა ჯგუფის სათავეში მყოფ მშობელ საწარმოს ან ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვან საფინანსო სექტორში უდიდესი საერთო ბალანსის მქონე რეგულირებად სუბიექტს უნდა აცნობოს, რომ მოხდა ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად იდენტიფიცირება, და უნდა აცნობოს კოორდინატორის დანიშვნის შესახებ.

▼M4

კოორდინატორმა აგრეთვე უნდა ინფორმაცია მიაწოდოს იმ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილი რეგულირებადი სუბიექტები ჯგუფში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებშიც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიას აქვს გააჩნია სათაო ოფისი და ერთობლივი კომიტეტი.

3. ერთობლივმა კომიტეტმა საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს და პერიოდულად განაახლოს მუხლის 2(14) შესაბამისად განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატების ნუსხა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ESA-ს თითოეულ ვებ-გვერდზე ჰიპერბმულით.

მუხლში 1 მითითებული თითოეული რეგულირებადი სუბიექტის სახელწოდება, რომელიც არის ფინანსური კონგლომერატის ნაწილი, უნდა შეტანილ იქნას ნუსხაში, რომელიც ერთობლივმა კომიტეტმა უნდა გამოაქვეყნოს და პერიოდულად განაახლოს საკუთარ ვებ-გვერდზე.

▼B

თავი II

დამატებითი ზედამხედველობა

სექცია 1

მოქმედების სფერო

მუხლი 5

პირველ მუხლში მითითებული რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

1. დარგობრივ წესებში არსებულ ზედამხედველობასთან დაკავშირებული დებულებების დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ პირველ მუხლში მითითებული რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობა, წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული მოცულობითა და ფორმით.

2. შემდეგი რეგულირებადი სუბიექტები ექვემდებარებიან დამატებით ზედამხედველობას ფინანსური კონგლომერატის დონეზე მუხლების 6-17 შესაბამისად:

  1. ყოველი რეგულირებადი სუბიექტი, რომელიც იმყოფება ფინანსური კონგლომერატის სათავეში;

▼M4

  1. ყოველი რეგულირებადი სუბიექტი, რომლის მშობელი საწარმო არის ის შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ევროკავშირში;

▼B

  1. ყოველი რეგულირებადი სუბიექტი, რომელიც ფინანსური სექტორის სხვა სუბიექტთან დაკავშირებულია ურთიერთობით დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით.

იმ შემთხვევაში, როცა ფინანსური კონგლომერატი არის იმ სხვა ფინანსური კონგლომერატის ქვეჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს პირველი ქვეაბზაცის მოთხოვნებს, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გამოიყენონ მუხლები 6-17 მხოლოდ ამ უკანასკნელ ჯგუფში არსებული რეგულირებადი სუბიექტების მიმართ, და შემდეგ, დირექტივაში მოცემული ნებისმიერი მითითება პირობების ჯგუფზე და ფინანსურ კონგლომერატზე გაგებული იქნება, როგორც მითითება ამ უკანასკნელ ჯგუფზე.

▼M4

3. ყოველი რეგულირებადი სუბიექტი, რომელიც არ ექვემდებარება დამატებით ზედამხედველობას მე-2 აბზაცის შესაბამისად, რომლის მშობელი საწარმო არის რეგულირებადი სუბიექტი ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მესამე ქვეყანაში, ექვემდებარება დამატებით ზედამხედველობას ფინანსური კონგლომერატის დონეზე, მე-18 მუხლით განსაზღვრული მოცულობითა და ფორმით.

▼B

4. იმ შემთხვევაში, როცა პირებს გააჩნიათ წილები ან კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებები ერთ ან მეტ რეგულირებადი სუბიექტში ან ახორციელებენ მნიშვნელოვან გავლენას ამ სუბიექტებზე წილის ან კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებების გარეშე, გარდა მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული შემთხვევებისა, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა, საერთო შეთანხმებითა და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, უნდა განსაზღვროს, რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს თუ არა, და რა მასშტაბით, თითქოს ისინი შეადგენენ ფინანსურ კონგლომერატს.

▼M4

ამ დამატებითი ზედამხედველობის გამოსაყენებლად, სულ მცირე, ერთ-ერთი სუბიექტი უნდა იყოს პირველ მუხლში მითითებული რეგულირებადი სუბიექტი, და უნდა შესრულდეს შემდეგ მუხლებში მოცემული პირობები- 2(14)(ა)(ii) ან (14)(ბ)(ii) და 2(14)(ა)(iii) ან (14)(ბ)(iii) შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობის მიზნების გათვალისწინებით.

▼B

პირველი ქვეაბზაცის „თანამშრომლობითი ჯგუფების“ მიმართ გამოყენების მიზნებისთვის, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ სხვა ფინანსურ ორგანოებთან დაკავშირებით ამ ჯგუფების სახელმწიფო საფინანსო ვალდებულება.

5. მე-13 მუხლის დაურღვევლად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება ფინანსური კონგლომერატის დონეზე არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ უფლებამოსილ ორგანოებს მოეთხოვებათ ზედამხედველობითი როლის შესრულება შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიებთან, ფინანსურ კონგლომერატში მესამე ქვეყნის რეგულირებადი სუბიექტებთან ან ფინანსურ კონგლომერატში არარეგულირებად სუბიექტებთან მიმართებაში, დამოუკიდებელ საფუძველზე.

სექცია 2

ფინანსური მდგომარეობა

მუხლი 6

კაპიტალის ადეკვატურობა

1. დარგობრივი წესების დაურღვევლად, ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების კაპიტალის ადექვატურობის დამატებითი ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ამ თავის მე-3 სექციის მუხლში 9(2-5) და პირველ დანართში მოცემული წესების მიხედვით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებად სუბიექტებისგან უნდა მოითხოვონ იმის უზრუნველყოფა, რომ მათი საკუთარი სახსრები ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური კონგლომერატის დონეზე და ისინი ყოველთვის, სულ მცირე, უტოლდებოდეს პირველი დანართის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს.

წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მოითხოვონ რეგულირებადი სუბიექტებისგან, რომ მათ ფინანსური კონგლომერატის დონეზე განახორციელონ კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკა.

პირველ და მეორე ქვეაბზაცებში მითითებული მოთხოვნები უნდა დაექვემდებაროს კოორდინატორის მიერ ზედამხედველობით მიმოხილვას მე-3 სექციის შესაბამისად.

კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირველ ქვეაბზაცში მითითებული გაანგარიშება შესრულდეს, როგორც მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, რეგულირებადი სუბიექტების ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის მიერ.

გაანგარიშების შედეგები და გაანგარიშებისთვის შესაბამისი მონაცემები უნდა გადაეგზავნოს კოორდინატორს იმ რეგულირებადი სუბიექტის მიერ პირველი მუხლის მნიშვნელობით, რომელიც იმყოფება ფინანსური კონგლომერატის სათავეში ან იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს არ ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი პირველი მუხლის მნიშვნელობით, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ან ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტის მიერ, რომელსაც განსაზღვრავს კოორდინატორი დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

M4

3. აბზაცში 2(1) მითითებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაანგარიშების მიზნებისთვის, შემდეგი სუბიექტები უნდა შეყვანილ იქნენ დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში, პირველი დანართის შესაბამისად:

  1. საკრედიტო დაწესებულება, საფინანსო ინსტიტუტი ან დამხმარე მომსახურებების გამწევი საწარმო;
  2. სადაზღვევო კომპანია, გადამზღვევი საწარმო ან სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანია;
  3. საინვესტიციო კომპანია;
  4. შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია.

4. ფინანსურ კონგლომერატთან მიმართებაში დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშებისას მეთოდი 1-ის (სააღრიცხვო კონსოლიდაცია), რომელიც მითითებულია წინამდებარე დირექტივის პირველ დანართში, ჯგუფში არსებული სუბიექტების საკუთარი სახსრები და გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები უნდა გაანგარიშდეს კონსოლიდაციის ფორმისა და მასშტაბის შესაბამისი დარგობრივი წესების გამოყენებით, რაც, კერძოდ, მოცემულია დირექტივის 2006/48/EC მუხლებში 133 და 134 და დირექტივის 2009/138/EC მუხლში 221.

პირველ დანართში მითითებული მეთოდი 2-ის (დედუქცია და გაერთიანება) გამოყენებისას, გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს გამოწერით გამოშვებული სააქციო კაპიტალის ის წილი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მშობელი საწარმო ან საწარმო, რომელიც ფლობს წილს ჯგუფის სხვა სუბიექტში.

▼B

5. კოორდინატორს უფლება აქვს, დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშებისას კონკრეტული სუბიექტი არ შეიყვანოს მოქმედების სფეროში შემდეგ შემთხვევებში:

  1. თუ სუბიექტი მდებარეობს მესამე ქვეყანაში, სადაც საჭირო ინფორმაციის გადაცემის პროცესში არსებობს სამართლებრივი დაბრკოლებები, ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებასთან დაკავშირებული დარგობრივი წესების შეუზღუდავად იმ შემთხვევაში, როცა მათი საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას ხელი ეშლება;
  2. თუ სუბიექტი უმნიშვნელო ინტერესის ქმოენა ფინანსურ კონგლომერატში არსებული რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან მიმართებაში,;
  3. თუ სუბიექტის ჩართვა იქნებოდა შეუსაბამო ან შეცდომაში შემყვანი დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან მიმართებაში.

თუმცა, თუ რამდენიმე სუბიექტი უნდა გამოირიცხოს პირველი ქვეაბზაცის ბ პუნქტის მიხედვით, ამის მიუხედავად, ისინი უნდა ჩართული იქნენ იმ შემთხვევაში, როცა ერთობლივად ისინი არ არიან უმნიშვნელო ინტერესის მქონე.

პირველი ქვეაბზაცის გ პუნქტში ნახსენებ შემთხვევაში, კოორდინატორმა, გადაუდებელი შემთხვევის გამოკლებით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან.

როცა კოორდინატორს რეგულირებადი სუბიექტი არ შეჰყავს პირველი ქვეაბზაცის პუნქტებით ბ და გ გათვალისწინებული შემთხვევებიდან ერთ-ერთის მოქმედების სფეროში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებს, რომლებშიც ეს სუბიექტი მდებარეობს, შეუძლია სთხოვონ იმ სუბიექტს, რომელიც დგას ფინანსური კონგლომერატის სათავეში, ის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მათ მიერ რეგულირებად სუბიექტზე ზედამხედველობას.

მუხლი 7

რისკის კონცენტრაცია

1. დარგობრივი წესების დაურღვევლად, ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების რისკის კონცენტრაციის დამატებითი ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ამ თავის მე-3 სექციის მუხლში 9(2-4) და მე-2 დანართში მოცემული წესების მიხედვით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი სუბიექტების ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ ანგარიშის წარდგენა რეგულარულად და სულ მცირე, წელიწადში ერთხელ კოორდინატორის წინაშე ფინანსური კონგლომერატის დონეზე რისკის ნებისმიერი მნიშვნელოვანი კონცენტრაციის შესახებ, ამ მუხლსა და მე-2 დანართში მოცემული წესების შესაბამისად. აუცილებელი ინფორმაცია უნდა გადაეგზავნოს კოორდინატორს იმ რეგულირებადი სუბიექტის მიერ პირველი მუხლის მნიშვნელობით, რომელიც იმყოფება ფინანსური კონგლომერატის სათავეში ან იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს არ ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი პირველი მუხლის მნიშვნელობით, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ან ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტის მიერ, რომელსაც განსაზღვრავს კოორდინატორი დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

ეს რისკის კონცენტრაციები ექვემდებარება ზედამხედველობით მიმოხილვას კოორდინატორის მიერ მე-3 სექციის შესაბამისად.

▼M4

3. ევროკავშირის კანონმდებლობის შემდგომ კოორდინაციამდე, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ განსაზღვრონ რაოდენობრივი შეზღუდვები, თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს მისცენ რაოდენობრივი შეზღუდვების განსაზღვრის უფლება ან მიიღონ სხვა ზედამხედველობითი ზომები, რომლებითაც მიღწეული იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნები, ფინანსური კონგლომერატის დონეზე ნებისმიერი რისკის კონცენტრაციასთან მიმართებაში.

▼B

4. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს ხელმძღვანელობს შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, ფინანსურ კონგლომერატში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორის რისკის კონცენტრაციასთან დაკავშირებული დარგობრივი წესები (მათი არსებობის შემთხვევაში) უნდა გამოყენებულ იქნეს მთლიანად სექტორის მიმართ, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ჩათვლით.

▼M4

5. ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, ESA-მა უნდა გასცეს საერთო მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საზედამხედველო პრაქტიკების კონვერგენცია რისკის კონცენტრაციის დამატებითი ზედამხედველობის გამოყენებასთან მიმართებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის აბზაცებით 1-4. დუბლირების თავიდან ასაცილებლად, მეთოდურმა რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობის ინსტრუმენტების გამოყენების შესაბამისობაში მოყვანა დირექტივის 2006/48/EC მუხლების 106-118 და დირექტივის 2009/138/EC 244-ე მუხლის გამოყენებასთან. მათ კონკრეტული საერთო მეთოდური რეკომენდაციები უნდა გასცენ ამ მუხლის აბზაცების 1-4 ფინანსურ კონგლომერატში წილების მიმართ იმ შემთხვევებში, როცა ეროვნული კომპანიის კანონმდებლობის დებულებები ხელს უშლიან წინამდებარე დირექტივის მუხლის 14(2) გამოყენებას.

▼B

მუხლი 8

ჯგუფის შიდა გარიგებები

1. დარგობრივი წესების დაურღვევლად, ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების ჯგუფის შიდა გარიგებების დამატებითი ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ამ თავის მე-3 სექციის მუხლში 9(2-4) და მე-2 დანართში მოცემული წესების მიხედვით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი სუბიექტების ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ ანგარიშის წარდგენა რეგულარულად და სულ მცირე, წელიწადში ერთხელ კოორდინატორის წინაშე ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის შიდა გარიგებების შესახებ, ამ მუხლსა და მე-2 დანართში მოცემული წესების შესაბამისად. იმდენად, რამდენადაც მე-2 დანართის პირველი აბზაცის ბოლო წინადადებაში მითითებული ზღვრული მნიშვნელობების განმარტება არაა შედგენილი, ჯგუფის შიდა გარიგება უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, თუ მისი მოცულობა აღემატება ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის ადექვატურობის მიმართ მოთხოვნების საერთო მოცულობის, სულ მცირე, 5%-ს.

აუცილებელი ინფორმაცია უნდა გადაეგზავნოს კოორდინატორს იმ რეგულირებადი სუბიექტის მიერ პირველი მუხლის მნიშვნელობით, რომელიც იმყოფება ფინანსური კონგლომერატის სათავეში ან იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს არ ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი პირველი მუხლის მნიშვნელობით, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ან ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტის მიერ, რომელსაც განსაზღვრავს კოორდინატორი დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

ეს ჯგუფის შიდა გარიგებები ექვემდებარება ზედამხედველობით მიმოხილვას კოორდინატორის მიერ.

▼M4

3. ევროკავშირის კანონმდებლობის შემდგომ კოორდინაციამდე, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ განსაზღვრონ რაოდენობრივი შეზღუდვები და ხარისხობრივი შეზღუდვები, თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს მისცენ რაოდენობრივი ან ხარისხობრივი შეზღუდვების განსაზღვრის უფლება ან მიიღონ სხვა ზედამხედველობითი ზომები, რომლებითაც მიღწეული იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნები, ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების ჯგუფის შიდა გარიგებებთან მიმართებაში.

▼B

4. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს ხელმძღვანელობს შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, ფინანსურ კონგლომერატში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორის ჯგუფის შიდა გარიგებებთან დაკავშირებული დარგობრივი წესები უნდა გამოყენებულ იქნეს მთლიანად სექტორის მიმართ, შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ჩათვლით.

▼M4

5. ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, ESA-მა უნდა გასცეს საერთო მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საზედამხედველო პრაქტიკების კონვერგენცია ჯგუფის შიდა გარიგებების დამატებითი ზედამხედველობის გამოყენებასთან მიმართებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის აბზაცებით 1-4. დუბლირების თავიდან ასაცილებლად, მეთოდურმა რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობის ინსტრუმენტების გამოყენების შესაბამისობაში მოყვანა დირექტივის 2009/138/EC 245-ე მუხლის გამოყენებასთან. მათ კონკრეტული საერთო მეთოდური რეკომენდაციები უნდა გასცენ ამ მუხლის აბზაცების 1-4 ფინანსურ კონგლომერატში წილების მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როცა ეროვნული კომპანიის კანონმდებლობის დებულებები ხელს უშლიან წინამდებარე დირექტივის მუხლის 14(2) გამოყენებას.

▼B

მუხლი 9

შიდა კონტროლის მექანიზმები და რისკის მართვის პროცესები

1. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებად სუბიექტებს უნდა მოსთხოვონ ფინანსური კონგლომერატის დონეზე რისკის მართვის სათანადო პროცესებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, მ.შ. ეფექტიანი ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურები.

2. რისკის მართვის პროცესები უნდა მოიცავდნენ შემდეგს:

  1. ეფექტიანი მმართველობა და მართვა სათანადო მმართველი ორგანოების მიერ სტრატეგიებისა და პოლიტიკის დამტკიცებითა და პერიოდული გადასინჯვით ფინანსური კონგლომერატის დონეზე, მათ მიერ აღებულ ყველა რისკთან მიმართებაში;
  2. კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკა მათი ბიზნეს სტრატეგიის რისკის პროფილსა და კაპიტალის მიმართ მოთხოვნებზე ზემოქმედების პროგნოზირების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლისა და პირველი დანართის შესაბამისად;
  3. სათანადო პროცედურები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი რისკის მონიტორინგის სისტემები კარგადაა ინტეგრირებული მათი ორგანიზაციაში და რომ ყველა ზომა მიიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის სისტემები, რომლებიც ხორციელდება დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შეყვანილ ყველა საწარმოში, იყვნენ თანამიმდევრულნი, რათა შესაძლებელი იყოს ფინანსური კონგლომერატის დონეზე რისკების გაზომვა, მონიტორინგი და კონტროლი;

▼M3

  1. მოქმედი შეთანხმებები, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო აღდგენისა და რეზოლუციის შეთანხმებებსა და გეგმებში წვლილის შესატანად და მათ შესამუშავებლად. ეს შეთანხმებები რეგულარულად უნდა განახლდეს.

▼B

3. შიდა კონტროლის მექანზმები უნდა მოიცავდნენ შემდეგს:

  1. სათანადო მექანიზმები კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებით ყველა გამოწვეული არსებითი რისკის იდენტიფიცირებისა და გაზომვის და რისკებთან თავისი საკუთარი სახსრების სათანადოდ დაკავშირების მიზნით;
  2. ეფექტიანი ანგარიშებისა და აღრიცხვის პროცედურები ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის იდენტიფიცირების, გაზომვის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით.

▼M4

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მე-5 მუხლის შესაბამისად დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შეყვანილი ყველა საწარმოში ნებისმიერი მონაცემებისა და იმ ინფორმაციის წარდგენის შიდა კონტროლის სათანადო მექანიზმების არსებობა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის.

წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი ორგანოებისგან, ფინანსური კონგლომერატის დონეზე, უნდა მოითხოვონ თავიანთი უფლებამოსილი ორგანოსთვის მონაცემების რეგულარულად წარდგენა თავიანთი სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, მ.შ. ყველა რეგულირებად სუბიექტზე, არარეგულირებად შვილობილ კომპანიასა და მნიშვნელოვან ფილიალებზე.

წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი სუბიექტებისგან უნდა მოითხოვონ საჯაროდ, ფინანსური კონგლომერატის დონეზე, ყოველწლიურად გამჟღავნება მათი სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერილობა სრულად ან ექვივალენტურ ინფორმაციაზე მითითებების მეშვეობით.

▼B

5. აბზაცებში 1-4 მითითებული პროცესები და მექანიზმები ექვემდებარებიან კოორდინატორის მიერ ზედამხედველობით მიმოხილვას.

▼M4

6. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული შიდა კონტროლის მექანიზმებისა და რისკის მართვის პროცესების დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების ჰარმონიზაცია დირექტივის 2006/48/EC 124-ე მუხლითა და დირექტივის 2009/138/EC 248-ე მუხლით გათვალისწინებულ საზედამხედველო მიმოხილვის პროცესებთან. ამ მიზნით, ESA-მა, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, უნდა გასცეს მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია შიდა კონტროლის მექანიზმებებისა და რისკის მართვის პროცესების (როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით) დამატებითი ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებული საზედამხედველო პრაქტიკების კონვერგენცია, აგრეთვე გასცეს მეთოდური რეკომენდაციები საზედამხედველო მიმოხილვის პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ამას ითვალისწინებენ დირექტივის 2006/48/EC 124-ე მუხლი და დირექტივის 2009/138/EC 248-ე მუხლი. მათ კონკრეტული საერთო მეთოდური რეკომენდაციები უნდა გასცენ ამ მუხლის ფინანსურ კონგლომერატში წილების მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როცა ეროვნული კომპანიის კანონმდებლობის დებულებები ხელს უშლიან წინამდებარე დირექტივის მუხლის 14(2) გამოყენებას.

▼B

სექცია 3

▼M3


დამატებითი ზედამხედველობის ხელშემწყობი ზომები და ერთობლივი კომიტეტის უფლებამოსილებები

▼M3

მუხლი 9ა

ერთობლივი კომიტეტის როლი

ერთობლივმა კომიტეტმა, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 56-ე მუხლის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრული დარგთაშორისი და ტრანსსასაზღვრო ზედამხედველობა და შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

▼M4

მუხლი 9ბ

სტრესულ სიტუაციაზე შემოწმება

1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ კოორდინატორმა უზრუნველყოს ფინანსური კონგლომერატების სტრესულ სიტუაციაზე სათანადო და რეგულარული შემოწმება. მათ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისგან უნდა მოითხოვონ კოორდინატორთან სრულად თანამშრომლობა.

2. ევროკავშირის მასშტაბით სტრესულ სიტუაციაზე შემოწმებების მიზნით, ESA-ს უფლება აქვს, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით და ევროპის სისტემური რისკის საბჭოსთან თანამშრომლობით, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ ფინანსურ სისტემაზე მაკრო-გონივრული ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაციით N 1092/2010/EU, და რომელიც აფუძნებს ევროპის სისტემური რისკის საბჭოს[27], შეიმუშაოს ის დამხმარე პარამეტრები, რომლებიც აკავებენ ფინანსურ კონგლომერატებთან დაკავშირებულ კონკრეტულ რისკებს, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU შესაბამისად. კოორდინატორმა სტრესულ სიტუაციაზე შემოწმების შედეგები ერთობლივ კომიტეტს უნდა შეატყობინოს.

▼B

მუხლი 10

დამატებითი ზედამხედველობის განხორცილებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანო (კოორდინატორი)

▼M3

1. ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების სათანადო დამატებითი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, ერთი კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციასა და განხორციელებაზე, უნდა დაინიშნოს შესაბამისი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან, მ.შ. იმ წევრი სახელმწიფოს ორგანოებიდან, რომლებშიც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიას აქვს თავისი სათაო ოფისი. კოორდინატორის ვინაობა უნდა გამოქვეყნდეს ერთობლივი კომიტეტის ვებ-გვერდზე.

▼B

2. დანიშვნა უნდა ემყარებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც ამ რეგულირებად სუბიექტს მიანიჭა ავტორიზაცია შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით;
  2. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს არ ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც განისაზღვრება შემდეგი პრინციპების მიხედვით:
  1. იმ შემთხვევაში, როცა რეგულირებადი სუბიექტის მშობელი კომპანიაა შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც ამ რეგულირებად სუბიექტს მიანიჭა ავტორიზაცია შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით;

▼M4

  1. იმ შემთხვევაში, როცა, სულ მცირე, იმ ორი რეგულირებადი სუბიექტის, რომელთა რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს ევროკავშირში, მშობელი კომპანია არის ერთი და იგივე შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, და ამ სუბიექტებიდან ერთი ავტორიზებულია იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიას აქვს თავისი სათაო ოფისი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს ამ წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული რეგულირებადი სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

იმ შემთხვევაში, როცა ერთზე მეტი იმ რეგულირებადი სუბიექტის, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ფინანსურ სექტორებში, ავტორიზება მოხდა იმ წევრ სახელმწიფოში,სადაც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიას აქვს თავისი სათაო ოფისი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ რეგულირებადი სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც მოქმედებს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფინანსურ სექტორში.

იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს ხელმძღვანელობს ერთზე მეტი შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში და თითოეულ ამ სახელმწიფოში არსებობს რეგულირებადი სუბიექტი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ რეგულირებადი სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი საერთო ბალანსი, თუ ეს სუბიექტები არიან ერთსა და იმავე ფინანსურ სექტორში, ან ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფინანსურ სექტორში რეგულირებადი სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

▼M4

  1. იმ შემთხვევაში, როცა, სულ მცირე, ორი რეგულირებადი სუბიექტის, რომელთა რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს ევროკავშირში, მშობელი კომპანია არის ერთი და იგივე შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია და ამ სუბიექტებიდან არც ერთი არ არის ავტორიზებული იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიას აქვს თავისი სათაო ოფისი, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა ყველაზე დიდი საერთო ბალანსის მქონე რეგულირებადი სუბიექტის ავტორიზაცია ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სექტორში;

▼B

  1. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსური კონგლომერატი არის ჯგუფი, რომლის სათავეშიც არ დგას მშობელი საწარმო, ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, კოორდინატორის ამოცანა უნდა განხორციელდეს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა ყველაზე დიდი საერთო ბალანსის მქონე რეგულირებადი სუბიექტის ავტორიზაცია ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სექტორში;

3. კონკრეტულ შემთხვევებში, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, საერთო შეთანხმებით, შეუძლიათ უარი თქვან მე-2 აბზაცში მითითებულ კრიტერიუმებზე, თუ მათი გამოყენება შეუსაბამო იქნებოდა კონგლომერატის სტრუქტურისა და სხვადასხვა ქვეყნებში მისი საქმიანობების შეფარდებითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, და კოორდინატორად სხვა უფლებამოსილი ორგანო დანიშნონ. ამ შემთხვევებში, თავიანთი გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილმა ორგანოებმა კონგლომერატს უნდა მისცენ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავისი საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა.

მუხლი 11

კოორდინატორის ამოცანები

1. დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებით კოორდინატორის მიერ განსახორციელებელი ამოცანები მოიცავს შემდეგს:

  1. შესაბამისი ან ძირითადი ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების კოორდინაცია მუდმივად და საგანგებო სიტუაციებში, მ.შ. იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვანია დარგობრივი წესების წესების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს საზედამხედველო ამოცანისთვის;
  2. ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის ზედამხედველობითი მიმოხილვა და შეფასება;
  3. კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ წესებთან შესაბამისობისა და მუხლებში 6, 7 და 8 მოცემული რისკის კონცენტრაციისა და ჯგუფის შიდა გარიგებების შეფასება;
  4. ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის, ორგანიზაცისაა და შიდა კონტროლის სისტემის შეფასება, როგორც ეს მოცემულია მე-9 მუხლში;
  5. საზედამხედველო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინაცია მუდმივად, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებში, პროცესში მონაწილე შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით;
  6. ის სხვა ამოცანები, ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც კოორდინატორისთვის არის მიკუთვნებული წინამდებარე დირექტივით ან რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე დირექტივის გამოყენებიდან.

▼M3

ფართო სამართლებრივ საფუძველზე დამატებითი ზედამხედველობის ხელშეწყობისა და დამყარების მიზნით, კოორდინატორმა და დანარჩენმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა და საჭიროების შემთხვევაში, დანარჩენმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა აამოქმედონ კოორდინაციის შესახებ შეთანხმებები. საკოორდინაციო შეთანხმებებით, დამატებითი ამოცანები შეიძლება დაეკისროს კოორდინატორს და ამ საკოორდინაციო შეთანხმებებმა შეიძლება განსაზღვრონ გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურები იმ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შორის, რომლებიც მითითებულია მუხლებით 3, 4, 5(4), 6, 12(2), 16 და 18, და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის პროცედურები.

მე-8 მუხლის და შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 56-ე მუხლში მოცემული პროცედურის მიხედვით, ESA-მ, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, უნდა შეიმუშაოს ის მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია დირექტივის 2006/48/EC მუხლის 131(ა) და დირექტივის 2009/138/EC მუხლის 248(4) მიხედვით საზედამხედველო კოორდინაციის შესახებ შეთანხმებების სისტემატურობასთან დაკავშირებით ზედამხედველობითი პრაქტიკების კონვერგენცია.

▼B

2. კოორდინატორი, როცა მას ესაჭიროება ის ინფორმაცია, რომელიც უკვე მიეწოდა სხვა უფლებამოსილ ორგანოს დარგობრივი წესების შესაბამისად, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ამ ორგანოს ზედამხედველობის პროცესში მონაწილე სხვადასხვა ორგანოებისთვის ანგარიშგების დუბლირების თავიდან ასაცილებლად.

▼M4

3. ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, კონკრეტული საზედამხედველო კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების დელეგირების შესაძლებლობის შეუზღუდავად, იმ კოორდინატორის არსებობა, რომელსაც მინდობილი აქვს ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობასთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანები, გავლენას არ ახდენს დარგობრივი წესებით გათვალისწინებულ, უფლებამოსილი ორგანოების ამოცანებსა და პასუხისმგებლობებზე.

▼M4

4. ამ სექციით მოთხოვნილი თანამშრომლობა და ამ მუხლის აბზაცებში 1, 2 და 3 და მე-12 მუხლში ჩამოთვლილი ამოცანები, და კონფიდენციალურობის მოთხოვნების და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, სათანადო კოორდინაცია და თანამშრომლობა მესამე ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს კორპორაციების მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებულია დირექტივის 2006/48/EC მუხლის 131(ა) ან დირექტივის 2009/138/EC მუხლის 248(2) მიხედვით.

პირველი აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები ცალკე უნდა აისახოს კოორდინაციის შესახებ მოქმედ წერილობით შეთანხმებებში, დირექტივის 2006/48/EC 131-ე მუხლის ან დირექტივის 2009/138/EC 248-ე მუხლის მიხედვით. კოორდინატორმა, როგორც დირექტივის 2006/48/EC მუხლის 131(ა) ან დირექტივის 2009/138/EC მუხლის 248(2) მიხედვით დაფუძნებული კორპორაციის თავმჯდომარემ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი სხვა უფლებამოსილი ორგანოები მონაწილეობენ შეხვედრაში ან ამ კორპორაციის ნებისმიერ ღონისძიებაში.

▼B

მუხლი 12

უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა

1. ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა უფლებამოსილმა ორგანოებმა და ამ ფინანსური კონგლომერატის კოორდინატორად დანიშნულმა უფლებამოსილმა ორგანომ ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. დარგობრივი წესებით განსაზღვრული თავიანთი შესაბამისი პასუხისმგებლობების შეუზღუდავად, ამ ორგანოებმა, იმის მიუხედავად, ისინი ერთსა და იმავე წევრ სახელმწიფოში არიან თუ არა დაფუძნებულები, ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ან შესაბამისი დანარჩენი ორგანოების საზედამხედველო ამოცანების განსახორციელებლად, დარგობრივი წესებისა და წინამდებარე დირექტივის მიხედვით. ამ მხრივ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და კოორდინატორმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია და თავისი საკუთარი ინიციატივით წარადგინონ ყველა აუცილებელი ინფორმაცია.

ეს თანამშრომლობა, როგორც მინიმუმ, უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთ მოცემულ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებასა და გაცვლას:

▼M4

  1. ჯგუფის სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის იდენტიფიცირება, მ.შ. ყველა რეგულირებადი სუბიექტის, არა-რეგულირებადი შვილობილი კომპანიის და მნიშვნელოვანი ფილიალის, რომლებიც მიეკუთვნებიან ფინანსურ კონგლომერატს, კვალიფიციური თანამფლობელები მთავარი მშობელი კომპანიის დონეზე, აგრეთვე ჯგუფში არსებული რეგულირებადი სუბიექტების უფლებამოსილი ორგანოების;

▼B

  1. ფინანსური კონგლომერატის სტრატეგიული პოლიტიკა;
  2. ფინანსური კონგლომერატის ფინანსური სიტუაცია, კერძოდ, კაპიტალის ადექვატურობის, ჯგუფის შიდა გარიგებების, რისკის კონცენტრაციისა და სარგებლიანობის შესახებ;
  3. ფინანსური კონგლომერატის მთავარი აქციონერები და მართვა;
  4. ორგანიზაცია, რისკის მართვა და შიდა კონტროლის სისტემები ფინანსური კონგლომერატის დონეზე;
  5. ფინანსურ კონგლომერატში სუბიექტებისგან ინფორმაციის შეგროვების პროცედურები, და ამ ინფორმაციის ვერიფიკაცია;
  6. რეგულირებად სუბიექტებში ან ფინანსური კონგლომერატის სხვა სუბიექტებში იმ მოვლენათა უარყოფითად განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზულად დააზარალონ რეგულირებადი სუბიექტები;
  7. მნიშვნელოვანი სანქციები და განსაკუთრებული ზომები, მიღებული უფლებამოსილი ორგანოების მიერ დარგობრივი წესების ან წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

▼M3

უფლებამოსილ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ შემდეგ ორგანოებთან გაცვალონ ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მათი შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად, ფინანსურ კონგლომერატში არსებულ რეგულირებად სუბიექტებთან დაკავშირებით, დარგობრივ წესებში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად; ცენტრალურ ბანკებთან, ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემასთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროპის სისტემური რისკის საბჭოსთან, საფინანსო სისტემის ევროკავშირის მაკრო-გონივრული ზედამხედველობის შესახებ და ევროპის სისტემური რისკის საბჭოს დამფუძნებელი, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაციის N 1092/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად[28].

▼B

2. დარგობრივი წესებით განსაზღვრული თავიანთი პასუხისმგებლობების შეუზღუდავად, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს უნდა გაუწიონ კონსულტაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია სხვა უფლებამოსილი ორგანოების საზედამხედველო ამოცანებისთვის:

  1. ცვლილებები ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებადი სუბიექტების აქციონერების შემადგელობაში, ორგანიზაციულ ან მმართველობით სტრუქტურაში, რაც საჭიროებს შესაბამისი ორგანოების თანხმობას ან ავტორიზაციას;
  2. უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სანქციები ან განსაკუთრებული ზომები.

უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება კონსულტაციის არ გაწევის შესახებ გადაუდებელ ან შემთხვევებში, როცა ამ კონსულტაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას გადაწყვეტილებების ეფექტიანობას. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს.

3. კოორდინატორს უფლება აქვს, შესთავაზოს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომელშიც მშობელი კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს და რომლებიც თავად არ ახორციელებენ დამატებით ზედამხედველობას მე-10 მუხლის შესაბამისად, სთხოვოს მშობელ საწარმოს ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნებოდა მე-11 მუხლით განსაზღვრული საკოორდინაციო ამოცანების განსახორციელებლად, და მისი კოორდინატორისთვის გადაცემა.

იმ შემთხვევაში, როცა მუხლში 14(2) მითითებული ინფორმაცია უკვე მიეწოდა უფლებამოსილ ორგანოს დარგობრივი წესების შესაბამისად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, ინფორმაციის მისაღებად მიმართონ პირველად ნახსენებ ორგანოს.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გასცენ თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს შორის და თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებსა და სხვა ორგანოებს შორის შორის ინფორმაციის გაცვლის უფლება, როგორც ეს მითითებულია აბზაცებში 1, 2 და 3. ფინანსურ კონგლომერატში არსებულ იმ სუბიექტთან დაკავშირებით, რომელიც არ არის რეგულირებადი სუბიექტი, ინფორმაციის შეგროვება ან ფლობა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ უფლებამოსილ ორგანოებს მოეთხოვებათ დამოუკიდებელ საფუძველზე ამ ორგანოებთან მიმართებაში საზედამხედველო როლის შესრულება.

დამატებითი ზედამხედველობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და კერძოდ, უფლებამოსილ ორგანოებს შორის და უფლებამოსილ ორგანოებსა და სხვა ორგანოებს შორის ინფორმაციის ნებისმიერი გაცვლა, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით, ექვემდებარება დარგობრივი წესებით განსაზღვრულ დებულებებს პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის შესახებ.

▼M3

მუხლი 12ა

თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ერთობლივ კომიტეტთან

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთობლივ კომიტეტთან წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU შესაბამისად.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ერთობლივ კომიტეტს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობების განსახორციელებლად, შესაბამისად, შემდეგი რეგულაციის 35-ე მუხლის შესაბამისად- N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU.

▼M4

3. კოორდინატორებმა ერთობლივ კომიტეტს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია მუხლებში 9(4) და 12(1)(2). ერთობლივმა კომიტეტმა უფლებამოსილი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ფინანსური კონგლომერატების სამართლებრივ სტრუქტურასთან, მმართველობასა და ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მუხლი 12ბ

საერთო მეთოდური რეკომენდაციები

1. ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, ESA-მ უნდა შეიმუშაოს საერთო მეთოდური რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ უფლებამოსილმა ორგანომ როგორ უნდა განახორციელოს ფინანსური კონგლომერატების რისკზე დამყარებული შეფასებები. კერძოდ, ამ მეთოდურმა რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რისკზე დამყარებული შეფასებები მოიცავდნენ სათანადო ინსტრუმენტებს ფინანსური კონგლომერატებისთვის შექმნილი ჯგუფის რისკების შესაფასებლად.

2. ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, ESA-მ უნდა გასცეს საერთო მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა მიზანია იმ საზედამხედველო პრაქტიკების შემუშავება, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიების დამატებითმა ზედამხედველობამ სათანადოდ შეავსოს ჯგუფის ზედამხედველობა დირექტივების 98/78/EC და 2009/138/EC მიხედვით, ან საჭიროების შემთხვევაში, კონსოლიდირებული ზედამხედველობა დირექტივის 2006/48/EC მიხედვით. ამ მეთოდური რეკომენდაციებით შესაძლებელი უნდა იყოს ყველა შესაბამისი რისკის ჩართვა ზედამხედველობაში, და ამასთან, პოტენციური ზედამხედველობითი ან გონივრული დუბლირებების თავიდან აცილება.

▼B

მუხლი 13

შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიების მმართველობითი ორგანო

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ პირებს, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობას, ჰქონდეთ საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება ამ ვალდებულებების შესასრულებლად.

მუხლი 14

ინფორმაციაზე წვდომა

▼M3

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ იურისდიქციაში არ არსებობდეს ისეთი სამართლებრივი ბარიერები, რომლებიც ხელს შეუშლის დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, იმის მიუხედავად, ისინი არიან თუ არა რეგულირებადი სუბიექტები, ერთმანეთთან გაცვალონ ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლებიც შესაბამისი იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის, და გაცვალონ ინფორმაცია წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, და ESA-სთან, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 35-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით.

▼B

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ფინანსურ კონგლომერატში არსებულ სუბიექტებთან, მოლაპარაკების დაწყებისას, იმის მიუხედავად, არიან ისინი რეგულირებადი თუ არა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ მათ უფლებამოსილ ორგანოებს წვდომა ჰქონდეთ იმ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შესაბამისი იქნებოდა დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის.

მუხლი 15

გადამოწმება

იმ შემთხვევაში, როცა წინამდებარე დირექტივის გამოყენებისას უფლებამოსილ ორგანოებს სურთ კონკრეტულ შემთხვევებში გადაამოწმონ იმ სუბიექტის (იმის მიუხედავად, იქნება ის რეგულირებადი თუ არარეგულირებადი) შესახებ ინფორმაცია, რომელიც არის ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში და მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, მათ უნდა სთხოვონ ამ სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს ამ გადამოწმების განხორციელება.

იმ ორგანოებმა, რომლებიც ამის შესახებ თხოვნას მიიღებენ, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში უნდა მიიღონ სათანადო ზომები და ან თავად განახორციელონ გადამოწმება აუდიტორის ან ექსპერტისთვის მეშვეობით, ან მოთხოვნის წარმდგენ ორგანოს უნდა მისცენ შესაძლებლობა, თავად განახორციელოს ის.

ამ მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადამოწმების პროცესში, როცა ის ამ გადამოწმებას თავად არ ახორციელებს.

მუხლი 16

ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები

თუ ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტები არ ასრულებენ მუხლების 6-9 მოთხოვნებს ან იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნები სრულდება, მაგრამ გადახდისუნარიანობას მაინც შეიძლება საფრთხე შეექმნას ან ჯგუფის შიდა გარიგებებმა ან რისკის კონცენტრაციებმა საფრთხე შეუქმნან რეგულირებადი სუბიექტების ფინანსურ მდგომარეობას, საჭირო გახდება აუცილებელი ზომების მიღება მდგომარეობის შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოსწორების მიზნით:

  • კოორდინატორის მიერ, შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიასთან დაკავშირებით,
  • უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგულირებად სუბიექტებთან დაკავშირებით; ამ მიზნით, კოორდინატორმა უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს თავისი მიგნებების შესახებ.

▼M3

მე-17(2) მუხლის დაურღვევლად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ ის ზომები, რომლებიც შეიძლება მიიღონ უფლებამოსილმა ორგანოებმა შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მუხლების 16 და 56 მიხედვით, ESA-ს, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, უფლება აქვს შეიმუშაოს ზომების მეთოდური რეკომენდაციები შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიებთან დაკავშირებით.

▼B

პროცესში მონაწილე უფლებამოსილმა ორგანოებმა, კოორდინატორის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირება უნდა გაუწიონ თავიანთი ზედამხედველობის ღონისძიებებს.

მუხლი 17

უფლებამოსილი ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებები

1. დარგობრივ წესებს შორის შემდგომ ჰარმონიზაციამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ ის უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება იმ ნებისმიერ საზედამხედველო ზომას, რომელიც აუცილებლად მიიჩნევა ფინანსური კონგლომერატის რეგულირებადი სუბიექტების მიერ დარგობრივი წესებისთვის გვერდის ავლის თავიდან აცილებისთვის ან მის დასარეგულირებლად.

2. თავიანთი სისხლის სამართლის დებულებების შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესაძლებელი იყოს იმ ჯარიმების ან ზომების, რომელთა მიზანია დაფიქსირებული დარღვევების ან ამ დარღვევების მიზეზების აღკვეთა, დაკისრება შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიებზე ან მათ იმ ეფექტიან მმართველებზე, რომლებიც არღვევენ წინამდებარე დირექტივის განხორციელების მიზნით ძალაში შესულ კანონებს, რეგულაციების ან ადმინისტრაციულ დებულებებს. გარკვეულ შემთხვევებში, ეს ზომები შეიძლება მოითხოვდნენ სასამართლოების ჩარევას. უფლებამოსილმა ორგანოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ სასჯელებმა ან ზომებმა სასურველი შედეგი გამოიღონ.

ფაქტორი 4

მესამე ქვეყნები

მუხლი 18

▼M4

მესამე ქვეყნის შვილობილი საწარმოები

▼M3

1. დარგობრივი წესების შეუზღუდავად, იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება მუხლი 5(3), უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გადაამოწმონ, რეგულირებადი სუბიექტები, რომლის მშობელი საწარმოს სათაო ოფისი მდებარეობს მესამე ქვეყანაში, ექვემდებარება თუ არა იმ ზედამხედველობას ამ მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც ექვივალენტურია წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ზედამხედველობისა, მუხლში 5(2) მითითებული რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ. ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც იქნებოდა კოორდინატორი, მუხლში 10(2) მოცემული კრიტერიუმები რომ გამოიყენებოდეს, მშობელი საწარმოს ან ევროკავშირში უფლებამოსილი რომელიმე რეგულირებადი სუბიექტის მოთხოვნით ან თავისი საკუთარი ინიციატივით.

ამ უფლებამოსილმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაიაროს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებთან, და ყველა ზომას უნდა მიმართოს იმ ნებისმიერი მოქმედი მეთოდური რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც მომზადებულია ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მუხლების 16 და 56 მიხედვით.

▼M3

1ა. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო არ ეთანხმება სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირველი აბზაცის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიყენება, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მე-19 მუხლი.

▼B

2. პირველ აბზაცში მითითებული ექვივალენტური ზედამხედველობის არარსებობისას, წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი სუბიექტების მიმართ, ანალოგიით, უნდა გამოიყენონ მუხლში 5(2) მითითებული რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ დებულებები. ალტერნატივის სახით, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ მე-3 აბზაცში მოცემული ერთ-ერთი მეთოდი.

▼M4

3. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ ის სხვა მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების სათანადო დამატებით ზედამხედველობას. ეს მეთოდები უნდა შეთანხმდეს კოორდინატორთან, სხვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. კერძოდ, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ იმ შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნება, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ევროკავშირში, და წინამდებარე დირექტივა გამოიყენონ იმ ფინანსური კონგლომერატის რეგულირებადი სუბიექტების მიმართ, რომელსაც ეს ჰოლდინგური კომპანია ხელმძღვანელობს. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ამ მეთოდებით დამატებითი ზედამხედველობის მიზნის მიღწევა წინამდებარე დირექტივის ფარგლებში და ამის შესახებ აცნობონ პროცესში ჩართულ დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებსა და ევროკომისიას.

მუხლი 19

თანამშრომლობა მესამე ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან

დირექტივის 2006/48/EC მუხლები 39(1) და 39(2), დირექტივის 98/78/EC მუხლი 10(ა) და დირექტივის 2009/138/EC მუხლი 264 უნდა გამოყენებულ იქნეს, სათანადო შესწორებების შეტანით, ერთ ან მეტ მესამე ქვეყანასთან ფინანსური კონგლომერატის რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებების შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებული მოლაპარაკების მიმართ.

▼B

თავი III

▼M4

დელეგირებული აქტები და განმახორციელებელი ზომები

მუხლი 20

ევროკომისიისთვის გადაცემული უფლებამოსილებები

ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები მუხლის 21(გ) შესაბამისად იმ ტექნიკური შესწორებების შესახებ, რომლებიც უნდა შევიდეს წინამდებარე დირექტივაში შემდეგ სფეროებში:

  1. მე-2 მუხლში მოცემული ცნებების უფრო ზუსტი ფორმულირება წინამდებარე დირექტივის გამოყენებისთვის ფინანსურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინების მიზნით;
  2. წინამდებარე დირექტივის ტერმინოლოგიის ჰარმონიზაცია და ცნებების ჩამოყალიბება რეგულირებადი სუბიექტებისა და შესაბამისი საკითხების შესახებ ევროკავშირის შემდგომი აქტების საფუძველზე;
  3. პირველ დანართში მოცემული გაანგარიშების წესების უფრო ზუსტი განმარტება ფინანსურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და გონივრული მეთოდების გათვალისწინების მიზნით.

ეს ზომები არ უნდა მოიცავდნენ იმ უფლებამოსილების საგანს, რომელიც დელებირეგულია და გადაცემულია ევროკომისიისთვის მუხლში 21ა ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.

▼B

მუხლი 21

კომიტეტი

1. ევროკომისიას დახმარება უნდა გაუწიოს ფინანსური კონგლომერატების კომიტეტმა, რომელიც ამიერიდან მოიხსენიება, როგორც „კომიტეტი“.

▼M4 —————

▼M3

4. ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, ESA-ს უფლება აქვს, უზრუნველყოს ზოგადი მეთოდური რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ შეთანხმებებით სავარაუდოდ მიიღწევა თუ არა წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული დამატებითი ზედამხედველობის მიზნები, იმ ფინანსურ კონგლომერატში არსებული რეგულირებად სუბიექტებთან მიმართებაში, რომლის ხელმძღვანელის სათაო ოფისიც მდებარეობს მესამე ქვეყანაში. ერთობლივმა კომიტეტმა პერიოდულად უნდა განიხილოს ხოლმე ნებისმიერი ეს მეთოდური რეკომენდაცია და გაითვალისწინოს ამ უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებულ დამატებით ზედამხედველობაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

▼M4 —————

▼B

6. კომიტეტმა სისტემატიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წევრ სახელმწიფოებს ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის ზედამხედველობასთან დაკავშირებით მათ მიერ გამოყენებული პრინციპების შესახებ.

▼M3

მუხლი 21ა

ტექნიკური სტანდარტები

1. წინამდებარე დირექტივის სისტემური ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ESA-ს, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 56-ე მუხლის მიხედვით, უფლება აქვს შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვარიანტები შემდეგთან დაკავშირებით:

  1. მუხლი 2(11), ევროსაბჭოს დირექტივის 78/660/EEC მე-17 მუხლის გამოყენების განსაზღვრის მიზნით, წინამდებარე დირექტივის კონტექსტში;
  2. მუხლი 2(17) „შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების“ განსაზღვრის პროცედურების დადგენის ან კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით;
  3. მუხლი 3(5) ფინანსური კონგლომერატის იდენტიფიცირების ალტერნატიული პარამეტრების განსაზღვრის მიზნით;

▼M4

  1. მუხლი 6(2) ანგარიშგების ერთგვაროვანი ფორმატის (ინსტრუქციებით) უზრუნველყოფისა და ანგარიშგების სიხშირისა და საჭიროების შემთხვევაში, ვადების განსაზღვრის მიზნით.

▼M3

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები, შესაბამისად, რეგულაციებში რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მე-10-14-ე მუხლებში განსაზვრული პროცედურის მიხედვით.

▼M4

1ა. მუხლების 2, 7 და 8 და მე-2 დანართის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, ESA-მ, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური წესების წინასწარი ვარიანტი მე-2 მუხლში მოცემული განმარტებების უფრო ზუსტი ფორმულირების დადგენისა და მე-7 და მე-8 მუხლების და მე-2 დანართის მიხედვით მიღებული დებულებების კოორდინაციის მიზნით.

ერთობლივმა კომიტეტმა ეს წინასწარი მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები 2015 წლის 1 იანვრისთვის ევროკომისიას უნდა გადაუგზავნოს.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები, შესაბამისად, რეგულაციებში რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მე-10-14-ე მუხლებში განსაზვრული პროცედურის მიხედვით.

▼M3

2. წინამდებარე დირექტივის გამოყენების ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ESA-ს, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 56-ე მუხლის მიხედვით, უფლება აქვს შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვარიანტები შემდეგთან დაკავშირებით:

▼M5 —————

▼M3

  1. მუხლი 7(2) „რისკის კონცენტრაციების“ ცნების მოქმედების სფეროში საკითხების მუხლში 7(2)(2) მითითებული ზედამხედველობით მიმოხილვაში შეყვანის პროცედურების გამოყენების ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად;
  2. მუხლი 8(2) ჯგუფის შიდა გარიგებები კონცენტრაციების“ ცნების მოქმედების სფეროში საკითხების მუხლში 8(2) მითითებული ზედამხედველობით მიმოხილვაში შეყვანის პროცედურების გამოყენების ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მე-15 მუხლის მიხედვით.

▼M5

3. რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმ გაანგარიშების წესების თანმიმდევრული გამოყენება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის მე-2 ნაწილში, რეგულაციის N 575/2013/EU მუხლთან 49(1) და დირექტივის 2009/138/EC მუხლთან 228(1) ერთობლიობაში, თუმცა, წინამდებარე დირექტივის მუხლის 6(4) დაურღვევლად, ESA-ებმა, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, უნდა შეიმუშაონ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვარიანტი წინამდებარე დირექტივის მუხლთან 6(2) დაკავშირებით.

ESA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვარიანტი უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას დირექტივის 2009/138/EC მუხლში 309(1) მითითებული გამოყენების თარიღამდე 5 თვით ადრე.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები, შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU მე-10-14-ე მუხლების მიხედვით.

▼M4

მუხლი 21ბ

საერთო მეთოდური რეკომენდაციები

ESA-მ, ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, უნდა გამოსცეს ის საერთო მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც მითითებულია მუხლებში 3(8), 8(5), 9(6), 11(1)(3), 12(ბ) და 21(4), შესაბამისად, რეგულაციების N 1093/2010/EU, N 1094/2010/EU და N 1095/2010/EU 56-ე მუხლში მოცემული პროცედურის მიხედვით.

მუხლი 21გ

დელეგირების განხორციელება

1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება გადაეცემა ევროკომისიას ამ მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. მე-20 მუხლში მითითებული უფლების დელეგირება უნდა გადაეცეს ევროკომისიას ოთხი წლის ვადით, დაწყებული 2011 წლის 9 დეკემბრიდან. დელეგირებული უფლებამოსილიების შესახებ ევროკომისიამ უნდა შეადგინოს ანგარიში არაუგვიანეს ოთხწლიანი პერიოდის დასრულებამდე ექვი თვით ადრე. უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად უნდა გაგრძელდეს ანალოგიური ხანგრძლივობის ვადებით, თუ ევროპარლამენტი ან ევროსაბჭო არ გამოვლენ ამ გაგრძელების წინააღმდეგ ამ თითოეული ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა.

3. მე-20 მუხლში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან ევროსაბჭოს მიერ. ანულირების შესახებ გადაწყვეტილება ამთავრებს ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ უფლებამოსილების დელეგირებას. ის ძალაში შედის გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ან მასში მითითებულ მოგვიანო თარიღზე. ის გავლენას არ ახდენს ძალაში უკვე არსებული რომელიმე დელეგირებული აქტის ნამდვილობაზე.

4. ევროკომისიამ, დელეგირებული აქტის მიღებისთანავე, ის ერთდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს.

5. მე-20 მუხლის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან ევროსაბჭო არ გამოდიან ამის წინააღმდეგ ამ აქტის ევროპარლამენტის ან ევროსაბჭოსთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში, ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე, როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭომ ევროკომისიას შეატყობინეს, რომ ისინი წინააღმდეგ არ გამოვლენ. ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს სამი თვით, ევროპარლამენტისა ან ევროსაბჭოს ინიციატივით.

▼B

თავი IV

ცვლილებები არსებულ დირექტივებში

მუხლი 22

დირექტივაში 73/239/EEC შესული შესწორებები

დირექტივაში 73/239/EEC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. შემდეგი მუხლი უნდა ჩაემატოს:

„მუხლი 12ა

1. პროცესში ჩართულ მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებთან უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია იმ სადაზღვევო კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე, რომელიც:

  1. არის სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანიის შვილობილი კომპანია; ან
  2. არის სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანიის მშობელი კომპანიის შვილობილი კომპანია; ან
  3. კონტროლდება იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს სხვა წევრ სახელმწიფოში უფლებამოსილ სადაზღვევო კომპანიას.

2. პროცესში ჩართულ მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებთან უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია იმ სადაზღვევო კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე რომელიც არის:

  1. არის ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანია; და
  2. ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანია; და
  3. კონტროლდება ერთი და იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს ევროგაერთიანებაში ავტორიზებულ საკრედიტო დაწესებულებას ან საინვესტიციო კომპანიას.

3. კერძოდ, აბზაცებში 1 და 2 მითითებულმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმავე ჯგუფის სხვა სუბიექტის მართვის პროცესში ჩართული დირექტორების რეპიტაციისა და გამოცდილების შეფასებისას. მათ ერთმანეთს უნდა აცნობონ ნებისმიერი ინფორმაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმ დირექტორების რეპუტაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც მნიშვნელობის მქონეა პროცესში ჩართული დანარჩენი უფლებამოსილი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობებთან შესაბამისობის მიმდინარე შეფასების მიზნით.

2. შემდეგი ქვეაბზაცები უნდა დაემატოს მუხლს 16(2):

„ხელმისაწვდომი გადახდისუნარიანობის მარჟა აგრეთვე უნდა შემცირდეს შემდეგი პუნქტებით:

  1. ის წილი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს
  • სადაზღვევო კომპანიებში წინამდებარე დირექტივის მე-6 მუხლის, 1979 წლის 5 მარტის პირველი დირექტივის 79/267/EEC მე-6 მუხლის მნიშვნელობით, რომელიც შეეხება სიცოცხლის პირდაპირი დაზღვევის[29] სფეროში საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციას, ან ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 98/78/EC მუხლის 1(ბ) მნიშვნელობით[30],
  • გადამზღვევი კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(გ) მნიშვნელობით,
  • სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(ი) მნიშვნელობით,
  • საკრედიტო დაწესებულებები და საფინანსო ინსტიტუტები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2000/12/EC პირველი მუხლის პუნქტების 1 და 5 მნიშვნელობით[31],
  • საინვესტიციო კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები დირექტივის 93/22/EEC[32] მუხლის 1(2) და დირექტივის 93/6/EEC მე-2 მუხლის პუნქტების 4 და 7 მნიშვნელობით[33];
  1. თითოეული ის შემდეგი პუნქტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს პუნქტში (ა) განსაზღვრულ იმ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებშიც ის ფლობს წილს:
  • მე-3 პუნქტში მითითებული ინსტრუმენტები,
  • დირექტივა 79/267/EEC-ის მუხლი 18(3)-ში მითითებული ინსტრუმენტები,
  • სუბორდინირებული ვალის მოთხოვნები და ინსტრუმენტები, მითითებული დირექტივის 2000/12/EC მუხლებში 35 და 36(3).

იმ შემთხვევაში, როცა წილები სხვა საკრედიტო დაწესებულებაში, საინვესტიციო კომპანიაში, საფინანსო ინსტიტუტში, სადაზღვევო ან გადაზღვევის საწარმოში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიაში დროებით მფლობელობაშია იმ ფინანსური დახმარების ოპერაციის მიზნებისთვის, რომლის მიზანია ამ სუბიექტის რეორგანიზება და შენარჩუნება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას მე-4 ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული დედუქციის შესახებ დებულებებზე.

მეოთხე ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული პუნქტების გამოკლების ალტერნატივად, რომლებსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს საკრედიტო დაწესებულებებში, საინვესტიციო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფლება მისცენ თავიანთ სადაზღვევო კომპანიებს, გამოიყენონ, სათანადო შესწორებების შეტანით, ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის 2002/87/EC პირველი დანართის მეთოდები 1, 2 ან 3[34]. მეთოდი 1 (სააღრიცხვო კონსოლიდაცია) უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმ სუბიქტებთან დაკავშირებული ინტეგრირებული მართვისა და შიდა კონტროლის დონეში, რომლებიც შეყვანილი იქნებიან კონსოლიდაციის მოქმედების სფეროში. ეს შერჩეული მეთოდი უნდა გამოყენებულ იქნეს თანმიმდევრულად, ზეგანაკვეთურ საათებში.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ უზრუნველყონ, რომ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებისთვის, იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ექვემდებარებიან დამატებით ზედამხედველობას დირექტივის 98/78/EC შესაბამისად ან დამატებით ზედამხედველობას დირექტივის 2002/87/EC შესაბამისად, არ დასჭირდეთ მეოთხე ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული იმ პუნქტების გამოკლება, რომლებსაც ფლობენ იმ საკრედიტო დაწესებულებებში, საინვესტიციო კომპანიებში, საფინანსო ინსტიტუტებში, სადაზღვევო ან გადამზღვევ კომპანიებში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიებში, რომლებიც შეყვანილია დამატებით ზედამხედველობაში.

ამ ქვეაბზაცში მითითებული წილის გამოკლების მიზნებისთვის, წილი ნიშნავს დირექტივის 98/78/EC მუხლის 1(ვ) მნიშვნელობით განსაზღვრულ წილს.

მუხლი 23

დირექტივაში 79/267/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 79/267/EC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. შემდეგი მუხლი უნდა ჩაემატოს:

„მუხლი 12ა

1. პროცესში ჩართულ მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებთან უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია სიცოცხლის დამზღვევი იმ კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე, რომელიც:

  1. არის სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანია; ან
  2. არის სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანიის მშობელი საწარმოს ფილიალი; ან
  3. კონტროლდება იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს სხვა წევრ სახელმწიფოში უფლებამოსილ სადაზღვევო კომპანიას.

2. პროცესში ჩართული წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო დაწესებულებების ან საინვესტიციო კომპანიების ზედამხედველობაზე, უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია სიცოცხლის დამზღვევი კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე რომელიც არის:

  1. არის ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანია; და
  2. ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის მშობელი კომპანია; ან
  3. კონტროლდება ერთი და იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს ევროგაერთიანებაში ავტორიზებულ საკრედიტო დაწესებულებას ან საინვესტიციო კომპანიას.

3. კერძოდ, აბზაცებში 1 და 2 მითითებულმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმავე ჯგუფის სხვა სუბიექტის მართვის პროცესში ჩართული დირექტორების რეპიტაციისა და გამოცდილების შეფასებისას. მათ ერთმანეთს უნდა აცნობონ ნებისმიერი ინფორმაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმ დირექტორების რეპუტაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც მნიშვნელობის მქონეა პროცესში ჩართული დანარჩენი უფლებამოსილი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობებთან შესაბამისობის მიმდინარე შეფასების მიზნით.

2. შემდეგი ქვეაბზაცები უნდა დაემატოს მუხლს 18(2):

„ხელმისაწვდომი გადახდისუნარიანობის მარჟა აგრეთვე უნდა შემცირდეს შემდეგი პუნქტებით:

  1. ის წილი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს სიცოცხლის დამზღვევი კომპანია
  • სადაზღვევო კომპანიებში წინამდებარე დირექტივის მე-6 მუხლის, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დირექტივის 73/239/EEC[35] მე-6 მუხლის ან დირექტივის 98/78/EC მუხლის 1(ბ) მნიშვნელობით[36],
  • გადამზღვევი კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(გ) მნიშვნელობით,
  • სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(ი) მნიშვნელობით,
  • საკრედიტო დაწესებულებები და საფინანსო ინსტიტუტები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2000/12/EC პირველი მუხლის პუნქტების 1 და 5 მნიშვნელობით[37],
  • საინვესტიციო კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები დირექტივის 93/22/EEC[38] მუხლის 1(2) და დირექტივის 93/6/EEC მე-2 მუხლის პუნქტების 4 და 7 მნიშვნელობით[39];
  1. თითოეული ის შემდეგი პუნქტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს პუნქტში (ა) განსაზღვრულ იმ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებშიც ის ფლობს წილს:
  • მე-3 პუნქტში მითითებული ინსტრუმენტები,
  • დირექტივა 73/239/EEC-ის მუხლი 16(3)-ში მითითებული ინსტრუმენტები,
  • სუბორდინირებული ვალის მოთხოვნები და ინსტრუმენტები, მითითებული დირექტივის 2000/12/EC მუხლებში 35 და 36(3).

იმ შემთხვევაში, როცა წილები სხვა საკრედიტო დაწესებულებაში, საინვესტიციო კომპანიაში, საფინანსო ინსტიტუტში, სადაზღვევო ან გადაზღვევის საწარმოში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიაში დროებით მფლობელობაშია იმ ფინანსური დახმარების ოპერაციის მიზნებისთვის, რომლის მიზანია ამ სუბიექტის რეორგანიზება და შენარჩუნება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას მე-3 ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული დედუქციის შესახებ დებულებებზე.

მესამე ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული პუნქტების გამოკლების ალტერნატივად, რომლებსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს საკრედიტო დაწესებულებებში, საინვესტიციო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფლება მისცენ თავიანთ სადაზღვევო კომპანიებს, გამოიყენონ, სათანადო შესწორებების შეტანით, ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის 2002/87/EC პირველი დანართის მეთოდები 1, 2 ან 3[40]. მეთოდი 1 (სააღრიცხვო კონსოლიდაცია) უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმ სუბიქტებთან დაკავშირებული ინტეგრირებული მართვისა და შიდა კონტროლის დონეში, რომლებიც შეყვანილ იქნებოდნენ კონსოლიდაციის მოქმედების სფეროში. შერჩეული მეთოდი დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად უნდა იქნეს გამოყენებული.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ უზრუნველყონ, რომ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებისთვის, იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ექვემდებარებიან დამატებით ზედამხედველობას დირექტივის 98/78/EC შესაბამისად ან დამატებით ზედამხედველობას დირექტივის 2002/87/EC შესაბამისად, არ დასჭირდეთ მესამე ქვეაბზაცის პუნქტებში ა და ბ მითითებული იმ პუნქტების გამოკლება, რომლებსაც ფლობენ იმ საკრედიტო დაწესებულებებში, საინვესტიციო კომპანიებში, საფინანსო ინსტიტუტებში, სადაზღვევო ან გადამზღვევ კომპანიებში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიებში, რომლებიც შეყვანილია დამატებით ზედამხედველობაში.

ამ ქვეაბზაცში მითითებული წილების გამოკლების მიზნებისთვის, წილი ნიშნავს დირექტივის 98/78/EC მუხლის 1(ვ) მნიშვნელობით განსაზღვრულ წილს.

მუხლი 24

დირექტივაში 92/49/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 92/49/EEC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. შემდეგი აბზაცი უნდა დაემატოს მე-15 მუხლში:

"1ა. თუ პირველ აბზაცში მითითებული ჰოლდინგების შემძენი არის სადაზღვევო კომპანია, საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში, ან ამ სუბიექტის მშობელი კომპანია ან ამ სუბიექტის მაკონტროლებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, და თუ, ამ შეძენის შედეგად, ის საწარმო, რომელშიც შემძენი სთავაზობს წილის ფლობას, გახდებოდა შვილობილი კომპანია ან დაექვემდებარებოდა შემძენის კონტროლს, შეძენის შეფასება უნდა დაექვემდებაროს დირექტივის 73/239/EEC მუხლში 12(ა) მითითებულ წინასწარ კონსულტაციას.

2. მუხლი 16(5გ) უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

“5გ. ამ მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილ ორგანოს, გადაუგზავნოს

  • ცენტრალურ ბანკებს და მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა ორგანოებს ფულად-საკრედიტო ორგანოების რანგში,
  • საჭიროების შემთხვევაში, საგადასახდო სისტემის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს

ის ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მათი ამოცანის შესასრულებლად; აგრეთვე, მან ამ ორგანოებს ან ორგანიზაციებს არ უნდა შეუშალოს ხელი უფლებამოსილი ორგანოებისთვის იმ ინფორმაციის გადაგზავნაში, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ მე-4 აბზაცის მიზნებისთვის. ამ კონტექსტში მიღებული ინფორმაცია ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების პირობებს.

მუხლი 25

დირექტივაში 92/96/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 92/96/EEC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. შემდეგი აბზაცი ჩართული უნდა იქნეს მე-14 მუხლში:

"1ა. თუ პირველ აბზაცში მითითებული ჰოლდინგების შემძენი არის სადაზღვევო კომპანია, საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში, ან ამ სუბიექტის მშობელი კომპანია ან ამ სუბიექტის მაკონტროლებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, და თუ, ამ შეძენის შედეგად, ის საწარმო, რომელშიც შემძენი სთავაზობს წილის ფლობას, გახდებოდა შვილობილი კომპანია ან დაექვემდებარებოდა შემძენის კონტროლს, შეძენის შეფასება უნდა დაექვემდებაროს დირექტივის 79/267/EEC მუხლში 12(ა) მითითებულ წინასწარ კონსულტაციას.

2. მუხლი 15(5გ) უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„5გ. ამ მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილ ორგანოს, გადაუგზავნოს

  • ცენტრალურ ბანკებს და მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა ორგანოებს ფულად-საკრედიტო ორგანოების რანგში,
  • საჭიროების შემთხვევაში, საგადასახდო სისტემის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს

ის ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მათი ამოცანის შესასრულებლად; აგრეთვე, მან ამ ორგანოებს ან ორგანიზაციებს არ უნდა შეუშალოს ხელი უფლებამოსილი ორგანოებისთვის იმ ინფორმაციის გადაგზავნაში, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ მე-4 აბზაცის მიზნებისთვის. ამ კონტექსტში მიღებული ინფორმაცია ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების პირობებს.

მუხლი 26

დირექტივაში 93/6/EEC შესული შესწორებები

დირექტივის 93/6/EEC მუხლში 7(3), პირველი და მეორე აბზაცები უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„— “ფინანსური ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს ფინანსურ ინსტიტუტს, რომლის შვილობილი საწარმოები ან ექსლუზიურად ან ძირითადად არიან საინვესტიციო კომპანიები ან სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი არის საინვესტიციო კომპანია, და რომელიც არ არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და ფინანსურ კონგლომერატში საინვესტიციო ფირმების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით[41],

— „შერეული ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს მშობელ საწარმოს, გარდა ფინანსური ჰოლდინგური კომპანიისა ან საინვესტიციო კომპანიისა ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიისა, დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით, რომლის შვილობილი კომპანიები მოიცავენ, სულ მცირე, ერთ საინვესტიციო კომპანიას.

მუხლი 27

დირექტივაში 93/22/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 93/22/EEC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:

‘პროცესში ჩართული წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია იმ საკრედიტო დაწესებულებების ან სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობაზე, უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია საინვესტიციო კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე, რომელიც:

  1. არის ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის შვილობილი კომპანია; ან
  2. არის ევროგაერთიანებაში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის მშობელი კომპანიის შვილობილი კომპანია; ან
  3. კონტროლდება ერთი და იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს ევროგაერთიანებაში ავტორიზებულ საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო კომპანიას.

კერძოდ, აბზაცებში 1 და 2 მითითებულმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმავე ჯგუფის სხვა სუბიექტის მართვის პროცესში ჩართული დირექტორების რეპიტაციისა და გამოცდილების შეფასებისას. მათ ერთმანეთს უნდა აცნობონ ნებისმიერი ინფორმაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმ დირექტორების რეპუტაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც მნიშვნელობის მქონეა პროცესში ჩართული დანარჩენი უფლებამოსილი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობებთან შესაბამისობის მიმდინარე შეფასების მიზნით.

2. მუხლი 9(2) უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„2. თუ პირველ აბზაცში მითითებული ჰოლდინგების შემძენი არის საინვესტიციო კომპანია, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში, ან სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის მშობელი კომპანია, ან სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის მაკონტროლებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, და თუ, ამ შეძენის შედეგად, ის საწარმო, რომელშიც შემძენი სთავაზობს წილის ფლობას, გახდებოდა შემძენის შვილობილი კომპანია ან მის კონტროლს დაექვემდებარებოდა, შეძენის შეფასება უნდა დაექვემდებაროს მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ კონსულტაციას.

მუხლი 28

დირექტივაში 98/78/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 98/78/EC შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მუხლში 1 პუნქტები ზ, თ, ი და კ უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

‘(ზ) „მონაწილე საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც არის ან მშობელი საწარმო ან სხვა საწარმო, რომელიც ფლობს წილს, ან სხვა საწარმოსთან ურთიერთობით დაკავშირებული საწარმო დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით;

(თ) „დაკავშირებული საწარმო“ ნიშნავს ან შვილობილ კომპანიას ან საწარმოს, რომელშიც წილს ფლობენ, ან სხვა საწარმოსთან ურთიერთობით დაკავშირებული საწარმოს დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით;

(თ) „სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს მშობელ საწარმოს, რომლის ძირითადი საქმიანობაა შვილობილ კომპანიებში წილების შეძენა და ფლობა, იმ შემთხვევაში, როცა ეს შვილობილი კომპანიები არიან ექსკლუზიურად ან ძირითადად სადაზღვევო კომპანიები, გადამზღვევი კომპანიები ან არაწევრი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიები, ან ამ შვილობილი კომპანიებიდან, სულ მცირე, ერთი არის სადაზღვევო კომპანია,და რომელიც არ არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და ფინანსურ კონგლომერატში საინვესტიციო კომპანიების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით[42];

(კ) „შერეული სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს მშობელ კომპანიას, გარდა სადაზღვევო კომპანიისა, არაწევრი სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანიისა, გადამზღვევი კომპანიისა, სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიისა ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიისა დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს თავის შვილობილ საწარმოებს შორის ერთ სადაზღვევო კომპანიას.

2. მუხლში 6(3), შემდეგი წინადადება უნდა დაემატოს:

‘ამ მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადამოწმების პროცესში, როცა ის ამ გადამოწმებას თავად არ ახორციელებს.’

3. მუხლში 8 (2), პირველი ქვეაბზაცი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„წევრმა სახელმწიფოებმა სადაზღვევო საწარმოებისგან უნდა მოითხოვონ რისკის მართვის სათანადო პროცესებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, მ.შ. ანგარიშგებისა და აღრიცხვის ეფექტიანი პროცედურები, პირველი აბზაცით გათვალისწინებული გარიგებების იდენტიფიცირების, გაზომვის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით. წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მოითხოვონ სადაზღვევო კომპანიებისგან უფლებამოსილი ორგანოებისთვის მნიშვნელოვანი გარიგებების შესახებ, სულ მცირე, წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს პროცესები და მექანიზმები უნდა დაექვემდებაროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიმოხილვას.

4. უნდა ჩაემატოს შემდეგი მუხლები:

„მუხლი 10ა

თანამშრომლობა მესამე ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან

1. ევროკომისიას უფლება აქვს, წინადადებები წარუდგინოს ევროსაბჭოს ან წევრი სახელმწიფოს თხოვნით ან თავისი საკუთარი ინიციატივით, ერთ ან მეტ მესამე ქვეყნებთან შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკების მიზნით, ქვემოთ მოცემულ მხარეებზე დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებებთან დაკავშირებით:

(ა) ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც, როგორც მონაწილე საწარმოებს, გააჩნიათ საწარმოები მე-2 მუხლის მნიშვნელობით, რომელთა სათაო ოფისი მდებარეობს მესამე ქვეყანაში; და

(ბ) არაწევრი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც, როგორც მონაწილე საწარმოებს, გააჩნიათ საწარმოები მე-2 მუხლის მნიშვნელობით, რომელთა სათაო ოფისი მდებარეობს ევროგაერთიანებაში.

2. კერძოდ, პირველ აბზაცში მითითებული შეთანხმებების მიზანია უზრუნველყოს როგორც ის, რომ

  1. წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა შეძლონ იმ სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება, რომელთა სათაო ოფისი მდებარეობს ევროგაერთიანებაში და რომლებსაც გააჩნიათ შვილობილი კომპანიები ან რომლებიც ფლობენ წილებს ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; და
  2. აგრეთვე ის,რომ მესამე ქვეყნები უფლებამოსილმა ორგანოებმა შეძლონ იმ სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება, რომელთა სათაო ოფისი მდებარეობს მათ ტერიტორიებზე და რომლებსაც გააჩნიათ შვილობილი კომპანიები ან რომლებიც ფლობენ წილებს ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში არსებულ საწარმოებში.

3. ევროკომისიამ და სადაზღვევო კომიტეტმა უნდა შეისწავლონ პირველ აბზაცში მითითებული მოლაპარაკებების შედეგი და ამის საფუძველზე შექმნილი მდგომარეობა.

მუხლი 10ბ

სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიების მმართველობითი ორგანო

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ პირებს, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობას, ჰქონდეთ საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება ამ ვალდებულებების შესასრულებლად.’

5. დანართში I.1.ბ. შემდეგი აბზაცი უნდა ჩაემატოს:

„იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებები სადაზღვევო ჯგუფში ზოგიერთ საწარმოს შორის, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განსაზღვროს, რომელი პროპორციული წილი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.

6. დანართში I.2., შემდეგი პუნქტი უნდა დაემატოს:

„2.4ა. დაკავშირებული საკრედიტო დაწესებულებები, საინვესტიციო კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები

იმ სადაზღვევო კომპანიის დარეგულირებული გადახდისუნარიანობის გაანგარიშებისას, რომელიც არის მონაწილე საწარმო საკრედიტო დაწესებულებაში, საინვესტიციო კომპანიაში ან საფინანსო დაწესებულებაში, დირექტივის 73/239/EEC მუხლით 16(1) და ამ წილების გამოკლების შესახებ დირექტივის მე-18 მუხლით განსაზღვრული წესები უნდა გამოყენებულ იქნეს სათანადო შესწორებების შეტანით, აგრეთვე- წევრი სახელმწიფოების იმ შესაძლებლობის შესახებ დებულებები, რომელიც უკავშირდება გარკვეულ პირობებში ალტერნატიული მეთოდების გამოყენებისა და ამ წილების არ გამოკლების ნებართვას.“

მუხლი 29

დირექტივაში 2000/12/EC შესული შესწორებები

დირექტივაში 2000/12/EC შეტანილ იქნეს შემდეგი შესწორებაა:

1. მუხლში 1 უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

a. პუნქტი 9 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„9. „წილი კონსოლიდირებულ საფუძველზე ზედამხედველობის მიზნებისთვის და მუხლის 34(2)(15-16) მიზნებისთვის“ ნიშნავს წილს დირექტივის 78/660/EEC მე-17 მუხლის პირველი წინადადების მნიშვნელობით, ან საარჩევნო ხმის უფლებების ან საწარმოს კაპიტალის 20%-ის ან მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას;

b. პუნქტები 21 და 22 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„21. „ფინანსური ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს საფინანსო ინსტიტუტს, რომლის შვილობილი საწარმოები არიან ექსკლუზიურად ან ძირითადად საკრედიტო დაწესებულებები ან საფინანსო ინსტიტუტები, ამასთან, ამ შვილობილი კომპანიებიდან სულ მცირე ერთი არის საკრედიტო დაწესებულება, და რომელიც არ არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიებისა და ფინანსურ კონგლომერატში საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით[43];

22. „შერეული ჰოლდინგური კომპანია“ ნიშნავს მშობელ საწარმოს, გარდა ფინანსური ჰოლდინგური კომპანიისა ან საკრედიტო დაწესებულებისა ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიისა, დირექტივის 2002/87/EC მნიშვნელობით, რომლის შვილობილი კომპანიები მოიცავენ, სულ მცირე, ერთ საინვესტიციო საკრედიტო დაწესებულებას;

2. მე-12 მუხლში შემდეგი აბზაცები უნდა ჩაემატოს:

„პროცესში ჩართული წევრი სახელმწიფოს იმ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სადაზღვევო კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიების ზედამხედველობაზე, უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია იმ საკრედიტო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მიცემამდე რომელიც:

(ა) არის ევროგაერთიანებაში ავტორიზებული სადაზღვევო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანია; ან

(ბ) ევროგაერთიანებაში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მშობელი კომპანიის შვილობილი კომპანია; ან

(გ) კონტროლდება ერთი და იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს ევროგაერთიანებაში ავტორიზებულ სადაზღვევო კომპანიას ან ან საინვესტიციო კომპანიას.

კერძოდ, აბზაცებში 1 და 2 მითითებულმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმავე ჯგუფის სხვა სუბიექტის მართვის პროცესში ჩართული დირექტორების რეპუტაციისა და გამოცდილების შეფასებისას. მათ ერთმანეთს უნდა აცნობონ ნებისმიერი ინფორმაცია აქციონერების მიზანშეწონილობისა და იმ დირექტორების რეპუტაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც მნიშვნელობის მქონეა პროცესში ჩართული დანარჩენი უფლებამოსილი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მისანიჭებლად, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობებთან შესაბამისობის მიმდინარე შეფასების მიზნით.

3. მუხლი 16(2) უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„2. თუ პირველ აბზაცში მითითებული ჰოლდინგების შემძენი არის სადაზღვევო კომპანია, საკრედიტო დაწესებულება ან საინვესტიციო კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში, ან სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული სადაზღვევო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის მშობელი კომპანია ან ამ სადაზღვევო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების ან საინვესტიციო კომპანიის მაკონტროლებელი, სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, და თუ, ამ შეძენის შედეგად, ის დაწესებულება, რომელშიც შემძენი სთავაზობს წილის ფლობას, გახდებოდა შვილობილი კომპანია ან დაექვემდებარებოდა შემძენის კონტროლს, შეძენის შეფასება უნდა დაექვემდებაროს მე-12 მუხლში მითითებულ წინასწარ კონსულტაციას.“

4. მუხლში 34/2) უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

(ა) პირველ ქვეაბზაცში, პუნქტები 12 და 13 უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„12. წილი სხვა საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში შეადგენს მათი კაპიტალის 10%-ზე მეტს;

13. მუხლებში 35 და 36(3) მითითებული ის სუბორდინირებული ვალის მოთხოვნები და ინსტრუმენტები, რომლებსაც საკრედიტო დაწესებულება ფლობს იმ საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტებთან მიმართებაში, რომლებშიც მისი წილი თითოეულ შემთხვევაში აღემატება კაპიტალის 10%-ს;

14. სხვა საკრედიტო და ფინანსურ დაწესებულებების კაპიტალში მაქსიმუმ 10%-იანი წილი, სუბორდინირებული ვალის მოთხოვნები და მუხლებში 35 და 36(3) მითითებული ინსტრუმენტები, რომლებსაც საკრედიტო დაწესებულება ფლობს საკრედიტო და ფინანსურ დაწესებულებებთან მიმართებაში, გარდა ამ ქვეაბზაცის პუნქტებში 12 და 13 მითითებულებისა ამ წილების საერთო მოცულობასთან დაკავშირებით, სუბორდინირებული ვალის მოთხოვნები და ინსტრუმენტები, რომლებიც აღემატებიან ამ საკრედიტო დაწესებულების იმ საკუთარი სახსრების 10%-ს, რომლებიც გაანგარიშებულია ამ ქვეაბზაცის პუნქტებში 12-16 პუნქტების გამოკლებამდე;

15. ის წილები მუხლის 1(19) მნიშვნელობით, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება ფლობს

  • სადაზღვევო დაწესებულებებში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 73/239/EEC მე-6 მუხლის, დირექტივის 79/267/EEC მე-6 მუხლის ან დირექტივის 98/78/EC მუხლის 1(ბ) მნიშვნელობით[44],
  • გადამზღვევი კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(გ) მნიშვნელობით,
  • სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიები დირექტივა 98/78/EC-ის მუხლის 1(ი) მნიშვნელობით;

16. თითოეული ის შემდეგი პუნქტი, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება ფლობს პუნქტში 15 განსაზღვრულ იმ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებშიც ის ფლობს წილს:

  • დირექტივა 73/239/EEC-ის მუხლი16(3)-ში მითითებული ინსტრუმენტები,
  • დირექტივა 79/267/EEC-ის მუხლ 18(3)-ში მითითებული ინსტრუმენტები;

(ბ) მე-2 ქვეაბზაცი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„იმ შემთხვევაში, როცა წილები სხვა საკრედიტო დაწესებულებაში, საფინანსო დაწესებულებაში, სადაზღვევო ან გადაზღვევის კომპანიაში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიაში დროებით მფლობელობაშია იმ ფინანსური დახმარების ოპერაციის მიზნებისთვის, რომლის მიზანია ამ სუბიექტის რეორგანიზება და შენარჩუნება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას პუნქტებში 12-16 მითითებული გამოკლების შესახებ დებულებებზე.

პუნქტებში 15 და 16 მითითებული პუნქტების გამოკლების ალტერნატივად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავიანთ საკრედიტო დაწესებულებებს უფლება მისცენ, სათანადო შესწორებების შეტანით, გამოიყენონ დირექტივა 2002/87/EC-ის პირველი დანართის მეთოდები 1, 2 ან 3. მეთოდი 1 (სააღრიცხვო კონსოლიდაცია) უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმ სუბიქტებთან დაკავშირებული ინტეგრირებული მართვისა და შიდა კონტროლის დონეში, რომლებიც შეყვანილი იქნებოდნენ კონსოლიდაციის მოქმედების სფეროში. შერჩეული მეთოდი ზეგანაკვეთურ საათებში თანმიმდევრულად უნდა იქნეს გამოყენებული.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ უზრუნველყონ, რომ დამოუკიდებელ საფუძველზე საკუთარი სახსრების გაანგარიშებისთვის, იმ საკრედიტო დაწესებულებებს, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას კონსოლიდირებულ საფუძველზე მე-3 თავის შესაბამისად ან დამატებით ზედამხედველობას დირექტივის 2002/87/EC შესაბამისად, არ დასჭირდეთ პუნქტებში 12-16 მითითებული იმ პუნქტების გამოკლება, რომლებსაც ფლობენ იმ საკრედიტო დაწესებულებებში, საფინანსო დაწესებულებებში, სადაზღვევო ან გადამზღვევ კომპანიებში ან სადაზღვევო ჰოლდინგურ კომპანიებში, რომლებიც შეყვანილია კონსოლიდირებული ან დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში.

ეს დებულება უნდა გამოყენებულ იქნეს ევროგაერთიანების აქტებით ჰარმონიზებული ყველა გონივრული წესის მიმართ.“

5. მუხლი 51(3) უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„3. წევრ სახელმწიფოებს არ ესაჭიროებათ აბზაცებში 1 და 2 განსაზღვრული ზღვრული ოდენობების გამოყენება სადაზღვევო კომპანიებში არსებული წილების მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივებში 73/239/EEC და 79/267/EEC, ან გადამზღვევ კომპანიებში არსებული წილების მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივით 98/78/EC.“

6. მუხლში 52(2) ბოლო წინადადება უნდა ჩანაცვლდეს შემდეგით:

„მუხლის 54(ა) დაურღვევლად, ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კონსოლიდაცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ უფლებამოსილ ორგანოებს მოეთხოვებათ შეასრულონ ზედამხედველობითი როლი დამოუკიდებელ საფუძველზე ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიასთან მიმართებაში“.

7. მუხლში 54 უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

(ა) აბზაცს 1 უნდა დაემატოს შემდეგი ქვეაბზაცი:

„იმ შემთხვევაში, როცა საწარმოები დაკავშირებულები არიან ურთიერთობით დირექტივის 83/349/EEC მუხლის 12(1) მნიშვნელობით, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონსოლიდაცია“.

(ბ) აბზაცში 4, პირველი ქვეაბზაცი, უნდა ამოღებულ იქნეს მესამე ქვეაბზაცი;

8. შემდეგი მუხლი უნდა ჩაემატოს:

მუხლი 54ა

ფინანსური ჰოლდინგური კომპანიების მმართველობითი ორგანო

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ პირებს, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ ფინანსური ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობას, ჰქონდეთ საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება ამ ვალდებულებების შესასრულებლად.’

9. შემდეგი მუხლი უნდა ჩაემატოს:

„მუხლი 55ა

ჯგუფის შიდა გარიგებები შერეულ ჰოლდინგურ კომპანიებთან

წინამდებარე დირექტივის მე-5 კარის მე-2 თავის მე-3 სექციის დებულებების შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ერთი ან მეტი საკრედიტო დაწესებულეებბის მშობელი საწარმო არის შერეული ჰოლდინგური კომპანია, ამ საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ საკრედიტო დაწესებულებასა და შერეულ ჰოლდინგურ კომპანიას და მის ფილიალებს შორის გარიგებების საერთო ზედამხედველობა.

უფლებამოსილმა ორგანოებმა საკრედიტო დაწესებულებებისგან უნდა მოითხოვონ რისკის მართვის სათანადო პროცესებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, მ.შ. ანგარიშგებისა და აღრიცხვის ეფექტიანი პროცედურები, მათ მშობელ შერეულ ჰოლდინგურ კომპანიასთან და მის შვილობილ კომპანიებთან გარიგებების იდენტიფიცირების, გაზომვის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით. უფლებამოსილმა ორგანოებმა საკრედიტო დაწესებულებისგან უნდა მოითხოვოს ანგარიშგება ამ სუბიექტებთან ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ, გარდა 48-ე მუხლში მითითებული გარიგებისა. ეს პროცედურები და მნიშვნელოვანი გარიგებები უნდა დაექვემდებაროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიმოხილვას.

იმ შემთხვევაში, როცა ეს ჯგუფის შიდა გარიგებები საფრთხეს უქმნიან საკრედიტო დაწესებულების ფინანსურ მდგომარეობას, დაწესებულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები.

10. მუხლში 56(7), შემდეგი წინადადება უნდა დაემატოს:

‘ამ მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადამოწმების პროცესში, როცა ის ამ გადამოწმებას თავად არ ახორციელებს.’

11. შემდეგი მუხლი უნდა ჩაემატოს:

მუხლი 56ა

მესამე ქვეყნის მშობელი საწარმოები

იმ შემთხვევაში, როცა ის საკრედიტო დაწესებულება, რომლის მშობელი საწარმო არის საკრედიტო დაწესებულება ან ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ, არ ექვემდებარება 52-ე მუხლის მიხედვით კონსოლიდირებულ ზედამხედველობას, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გადაამოწმონ, საკრედიტო დაწესებულება ექვემდებარება თუ არა მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კონსოლიდირებულ ზედამხედველობას, რომელიც ექვივალენტურია 52-ე მუხლით განსაზღვრული პრინციპებით რეგულირებადი ზედამხედველობისა. გადამოწმება უნდა განახორციელოს იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც იქნებოდა კონსოლიდირებულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი, მეოთხე ქვეაბზაცი რომ გამოიყენებოდეს, მშობელი საწარმოს ან ევროგაერთიანებაში უფლებამოსილი რომელიმე რეგულირებადი სუბიექტის მოთხოვნით ან თავისი საკუთარი ინიციატივით. ამ უფლებამოსილმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაუწიოს პროცესში მონაწილე დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს.

საბანკო საკონსულტაციო კომიტეტს უფლება აქვს, უზრუნველყოს ზოგადი მეთოდური რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების კონსოლიდირებული ზედამხედველობის შესახებ შეთანხმებებით სავარაუდოდ მიიღწევა თუ არა წინამდებარე თავი განსაზღვრული კონსოლიდირებული ზედამხედველობის მიზნები, იმ საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებაში, რომლის მშობელი საწარმოს სათაო ოფისიც მდებარეობს ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ. კომიტეტმა სისტემატიურად უნდა უზრუნველყოს ეს ნებისმიერი მეთოდური რეკომენდაცია და გაითვალისწინოს ამ უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებული, კონსოლიდირებული ზედამხედველობის შესახებ შეთანხმებებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

მეორე ქვეაბზაცში მითითებული შემოწმების განმახორციელებელმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ეს ნებისმიერი მეთოდური რეკომენდაცია. ამ მიზნით, უფლებამოსილმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაუწიოს კომიტეტს გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამ ექვივალენტური ზედამხედველობის არარსებობისას, წევრმა სახელმწიფოებმა საკრედიტო დაწესებულების მიმართ ანალოგიით უნდა გამოიყენონ 52-ე მუხლის დებულებები.

ალტერნატივის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მისცენ იმ სხვა სათანადო საზედამხედველო მეთოდების გამოყენების უფლება, რომლებითაც მიიღწევა ზედამხედველობის მიზნები საკრედიტო დაწესებულებების კონსოლიდირებულ საფუძველზე. ამ მეთოდების შესახებ თანხმობა უნდა განაცხადონ იმ უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებლები კონსოლიდირებულ ზედამხედველობაზე, პროცესში მონაწილე დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. კერძოდ, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ იმ ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნება, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ევროგაერთიანებაში, და კონსოლიდირებული ზედამხედველობის შესახებ დებულებები გამოიყენონ ამ ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის კონსოლიდირებული მდგომარეობის მიმართ. ამ მეთოდებით უნდა მიღწეულ იქნეს კონსოლიდირებული ზედამხედველობის მიზნები, როგორც ეს განსაზღვრულია ამ თავში, და ისინი უნდა ეცნობოს პროცესში მონაწილე დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს და ევროკომისიას“.

თავი V

აქტივების მმართველი კომპანია

მუხლი 30

აქტივების მმართველი კომპანია

▼M4

დარგობრივი წესების შემდგომ კოორდინაციამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ აქტივების მმართველი კომპანიის შეყვანა:

  1. საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მოქმედების სფგეროში, ან სადაზღვევო ჯგუფში არსებული სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში;
  2. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი არის ფინანსური კონგლომერატი წინამდებარე დირექტივის მნიშვნელობით დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში; და
  3. იდენტიფიცირების პროცესში, მუხლი 3(2)-ის შესაბამისად.

▼B

პირველი აბზაცის გამოსაყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, ან თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მისცენ უფლებამოსილება იმის გადაწყვეტის შესახებ, რომელი დარგობრივი წესების (საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი ან საინვესტიციო მომსახურებების სექტორი) მიხედვით უნდა იქნენ ჩართულები აქტივების მმართველი კომპანიები პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებულ კონსოლიდირებულ ან/და დამატებით ზედამხედველობაში. ამ დებულების მიზნებისთვის, ფინანსური დაწესებულებების (იმ შემთხვევაში, როცა აქტივების მმართველი კომპანიები შეყვანილები არიან საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მოქმედების სფეროში) და გადამზღვევი კომპანიების (იმ შემთხვევაში, როცა აქტივების მმართველი კომპანიები შეყვანილები არიან სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში) ჩართვის ფორმასთან და მასშტაბთან დაკავშირებული შესაბამისი დარგობრივი წესები, სათანადო შესწორებების შეტანით, უნდა გამოყენებულ იქნენ აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ. პირველი აბზაცის პუნქტში ბ მითითებული დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის, აქტივების მმართველი კომპანია უნდა განიხილებოდეს იმ სექტორის ნაწილად, რომელშიც ის არის ჩართული პირველი აბზაცის ა პუნქტის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, როცა აქტივების მმართველი კომპანია არის ფინანსური კონგლომერატის ნაწილი, რეგულირებადი სუბიექტის და უფლებამოსილი ორგანოების და აქედან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ცნებაზე ნებისმიერი მითითება, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, უნდა გაგებულ იქნეს, რომ მოიცავს, შესაბამისად, აქტივების მმართველ კომპანიებს და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოებს. ეს გამოიყენება, სათანადო შესწორებების შეტანით, პირველი აბზაცის პუნქტში ა მითითებული ჯგუფების მიმართ.

▼M4

მუხლი 30ა

ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველები

1. დარგობრივი წესების შემდგომ კოორდინაციამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველების შეყვანა:

  1. საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მოქმედების სფგეროში, ან სადაზღვევო ჯგუფში არსებულ სადაზღვევო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში;
  2. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი არის ფინანსური კონგლომერატი წინამდებარე დირექტივის მნიშვნელობით დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში; და
  3. იდენტიფიცირების პროცესში, მუხლი 3(2)-ის შესაბამისად.

2. პირველი აბზაცის გამოსაყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ან თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მისცენ უფლებამოსილება იმის გადაწყვეტის შესახებ, თუ რომელი დარგობრივი წესების (საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი ან საინვესტიციო მომსახურებების სექტორი) მიხედვით უნდა მოხდეს საინვესტიციო ფონდის ალტერნატიული მმართველების შეყვანა პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებულ კონსოლიდირებულ ან დამატებით ზედამხედველობაში. ამ აბზაცის გამოსაყენებლად, საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ფორმასა და მასშტაბთან დაკავშირებული შესაბამისი დარგობრივი წესები, სათანადო შესწორებების შეტანით, გამოიყენება ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველების მიმართ. პირველი აბზაცის პუნქტში ბ მითითებული დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის, ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის უნდა განიხილებოდეს იმ სექტორის ნაწილად, რომელშიც ის არის ჩართული პირველი აბზაცის ა პუნქტის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, როცა ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველი არის ფინანსური კონგლომერატის ნაწილი, რეგულირებად სუბიექტზე და აქედან გამომდინარე, უფლებამოსილ და შესაბამისი უფლებამოსილ ორგანოებზე ნებისმიერი მითითება, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, უნდა გაგებულ იქნეს, რომ მოიცავს, შესაბამისად, იმ ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველებს და უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველების ზედამხედველობაზე. ეს გამოიყენება, სათანადო შესწორებების შეტანით, პირველი აბზაცის პუნქტში ა მითითებული ჯგუფების მიმართ.

▼B

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 31

ევროკომისიის ანგარიში

1. 2007 წლის 11 აგვისტოსთვის, ევროკომისიამ 21-ე მუხლში მითითებულ ფინანსური კონგლომერატების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში წევრი სახელმწიფოების პრაქტიკების და საჭიროების შემთხვევაში, იმ დამატებითი ჰარმონიზაციის აუცილებლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება

  • ჯგუფის შიდა ზედამხედველობაში აქტივების მმართველი კომპანიის ჩართვას,
  • პირველ დანართში მოცემული კაპიტალის ადექვატურობის არჩევა და გამოყენება,
  • მე-2 დანართში მითითებული მნიშვნელოვანი ჯგუფის შიდა გარიგებებისა და მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციის და ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის ზედამხედველობის განმარტება, კერძოდ, ამ მიზნით რაოდენობრივი შეზღუდვებისა და ხარისხობრივი მოთხოვნების შემოღებასთან დაკავშირებით,
  • ის შუალედები, რომლებითაც ფინანსურმა კონგლომერატებმა უნდა განახორციელონ მუხლში 6(2) მოცემული კაპიტალის ადეკვატურობის მიმართ მოთხოვნების გაანგარიშება და ანგარიში წარუდგინონ კოორდინატორს მუხლში 7(2) მოცემული მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციის შესახებ.

თავისი წინადადებების წარდგენამდე ევროკომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს კომიტეტთან.

2. ფინანსურ ჯგუფებში საკუთარი სახსრების ორმაგი მოზიდვის გამორიცხვის წესების შესახებ საერთაშორისო დონეზე შეთანხმების მიღწევიდან ერთი წლის განმავლობაში, ევროკომისიამ უნდა შეისწავლოს, როგორ მოიყვანოს წინამდებარე დირექტივის დებულებები შესაბამისობაში ამ საერთაშორისო შეთანხმებებთან და საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს სათანადო წინადადებები.

მუხლი 31

კანონმდებლობაში გადატანა

წევრმა სახელმწიფოებმა წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შეიყვანონ 2004 წლის 11 აგვისტოსთვის. მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ევროკომისიას.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ,რომ პირველ ქვეაბზაცში მითითებული დებულებები, უპირველესად, უნდა გამოყენებულნი იქნენ იმ ფინანსური წლის ანგარიშების ზედამხედველობის მიმართ, რომელიც იწყება 2005 წლის 1 იანვარს ან ამ კალენდარული წლის განმავლობაში.

წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღებისას, მათში უნდა მიეთითოს ეს დირექტივა ან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ახლდეს ამგვარი მითითება. მითითების გაკეთების მეთოდები განისაზღვრება წევრი სახელმწიფოების მიერ.

მუხლი 33

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნების დღეს.

მუხლი 34

ადრესატები

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

დანართი I

კაპიტალის ადეკვატურობა

მუხლში 6(1) მითითებულ ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშება უნდა მოხდეს ტექნიკური პრინციპებისა და ამ დანართში აღწერილი ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით.

შემდეგი პუნქტის დებულებების დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს, იმ შემთხვევაში, როცა ისინი კისრულობენ კოორდინატორის როლს კონკრეტულ ფინანსურ კონგლომერატთან დაკავშირებით, დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან და თავად კონგლომერატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა მისცენ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება იმ მეთოდის შესახებ, რომელიც ამ ფინანსურმა კონგლომერატმა უნდა გამოიყენოს.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მოითხოვონ გაანგარიშების ჩატარება ამ დანართში აღწერილი მეთოდებიდან ერთი კონკრეტული მეთოდის მიხედვით, თუ ფინანსურ კონგლომერატს ხელმძღვანელობს ის რეგულირებადი სუბიექტი, რომელიც ავტორიზებულია ამ წევრ სახელმწიფოში. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურ კონგლომერატს არ ხელმძღვანელობს რეგულირებადი სუბიექტი პირველი მუხლის მნიშვნელობით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გასცენ ამ დანართში აღწერილი მეთოდებიდან ნებისმიერის გამოყენების უფლებამოსილება, გარდა იმ სიტუაციებისა, როცა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები მდებარეობენ ერთსა და იმავე წევრ სახელმწიფოში, რა შემთხვევაშიც ამ წევრ სახელმწიფოს შეიძლება მოეთხოვოთ ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება.

I. სხვა ტექნიკური პრინციპები

1. დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშების მასშტაბი და ფორმა

რომელი მეთოდიც არ უნდა გამოიყენებოდეს, როცა სუბიექტი არის შვილობილი საწარმო და მას გააჩნია გადახდისუნარიანობის დეფიციტი, ან არარეგულირებადი ფინანსური სექტორის ერთეულის შემთხვევაში, გადახდისუნარიანობის ნომინალური დეფიციტი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შვილობილი საწარმოს გადახდისუნარიანობის საერთო დეფიციტი. როცა ამ შემთხვევაში, კოორდინატორის მოსაზრებით, კაპიტალის წილის მფლობელი მშობელი საწარმოს პასუხისმგებლობა მკაცრად და ცალსახად შემოიფარგლება კაპიტალის ამ წილით, კოორდინატორს უფლება აქვს, პროპორციულ საფუძველზე მხედველობაში მისაღები შვილობილი საწარმოს გადახდისუნარიანობის დეფიციტის ნებართვა გასცეს.

იმ შემთხვევაში, როცა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებები არ არსებობს ფინანსურ კონგლომერატში სუბიექტებს შორის, კოორდინატორმა დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვრონ, რომელი პროპორციული წილი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომელსაც არსებული ურთიერთობა წარმოშობს.

2. სხვა ტექნიკური პრინციპები

იმ მეთოდის მიუხედავად, რომელიც გამოიყენება ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშებისთვის, რომელიც მოცემულია ამ დანართის მე-2 სექციაში, კოორდინატორმა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი პრინციპების გამოყენება:

  1. ფინანსური კონგლომერატის დონეზე საკუთარი სახსრების გაანგარიშებისთვის უფლებამოსილი ელემენტების მრავალჯერადი გამოყენება (მრავალჯერადი მოზიდვა), აგრეთვე საკუთარი სახსრების ნებისმიერი შეუფერებელი ჯგუფის შიდა შექმნა უნდა გამოირიცხოს; მრავალჯერადი მოზიდვისა და საკუთარი სახსრების ჯგუფის შიდა შექმნის გამორიცხვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილმა ორგანოებმა ანალოგიით უნდა გამოიყენონ შესაბამისი დარგობრივი წესებით განსაზღვრული შესაბამისი პრინციპები;
  2. დარგობრივი წესების შემდგომ ჰარმონიზაციამდე, ფინანსურ კონგლომერატში წარმოდგენილი თითოეული სხვადასხვა საფინანსო სექტორის მიმართ გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები უნდა მოცული იქნეს საკუთარი სახსრების ელემენტებით, შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით; როცა ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებობს საკუთარი სახსრების დეფიციტი, მხოლოდ ის საკუთარი სახსრების ელემენტები, რომლებიც უფლების მქონეა თითოეული დარგობრივი წესის (დარგთაშორისი კაპიტალი) მიხედვით, შეესაბამებიან გადახდისუნარიანობის მიმართ დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების კრიტერიუმებს,

იმ შემთხვევაში, როცა დარგობრივი წესები ითვალისწინებენ იმ გარკვეული საკუთარი სახსრების ინსტრუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეზღუდვებს, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ დარგთაშორისი კაპიტალის კრიტერიუმებს, ეს შეზღუდვები გამოყენებული იქნებოდა, სათანადო შესწორებების შეტანით, ფინანსური კონგლომერატის დონეზე საკუთარი სახსრების გაანგარიშებისას;

ფინანსური კონგლომერატის საკუთარი ფინანსური სახსრების გაანგარიშებისას, უფლებამოსილმა ორგანოებმა აგრეთვე უნდა მხედველობაში მიიღონ გადაცემადობის ეფექტიანობა და ჯგუფში სხვადასხვა სამართლის სუბიექტებში საკუთარი სახსრების ხელმისაწვდომობა, კაპიტალის ადეკვატურობის წესების მიზნების გათვალისწინებით;

იმ შემთხვევაში, როცა არარეგულირებადი ფინანსური სექტორის სუბიექტის შემთხვევაში, ნომინალური გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნის გაანგარიშება ხდება ამ დანართის მე-2 სექციის შესაბამისად, ნომინალური გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნა ნიშნავს კაპიტალის მიმართ მოთხოვნას, რომელთან შესაბამისობაც მოუწევდა ამ სუბიექტს შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით, ის რომ ყოფილიყო ამ კონკრეტული ფინანსური სექტორის რეგულირებადი სუბიექტი; აქტივების მმართველი კომპანიების შემთხვევაში, გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნა ნიშნავს დირექტივის 85/611/EEC მუხლში 5ა(1)(ა) მოცემულ კაპიტალის მიმართ მოთხოვნას; შერეული ფინანსური ჰოლდინგური კომპანიის ნომინალური გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნა უნდა გაანგარიშდეს ფინანსურ კონგლომერატში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სექტორის დარგობრივი წესების მიხედვით.

II. გაანგარიშების ტექნიკური მეთოდები

მეთოდი 1: „სააღრიცხვო კონსოლიდაციის“ მეთოდი

ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშება მოხდება კონსოლიდირებული ანგარიშების საფუძველზე.

დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები უნდა გაანგარიშდეს, როგორც სხვაობა შემდეგს შორის:

  1. ჯფუფის კონსოლიდირებული მდგომარეობის საფუძველზე გაანგარიშებული ფინანსური კონგლომერატის საკუთარი სახსრები; უფლებამოსილია ის ელემენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით; და
  2. ჯგუფში წარმოდგენილი თითოეული განსხვავებული საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნების ჯამი; თითოეული განსხვავებული საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები იანგარიშება შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით.

დარგობრივი წესები, კერძოდ, მითითებულია დირექტივებში 2000/12/EC, მე-5 კარი, მე-3 თავი საკრედიტო დაწესებულებებთან დაკავშირებით, 98/78/EC სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით და 93/6/EEC საკრედიტო დაწესებულებებთან და საინვესტიციო კომპანიებთან დაკავშირებით.

იმ არარეგულირებადი საფინანსო სექტორის სუბიექტების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან ჩართულები ზემოაღნიშნული დარგობრივი გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნის გაანგარიშებაში, უნდა გაანგარიშდეს ნომინალური გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნა.

სხვაობა არ უნდა იყოს უარყოფითი.

მეთოდი 2: „გამოკლებისა და გაერთიანების“ მეთოდი

ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადი სუბიექტების დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გაანგარიშება უნდა მოხდეს ჯგუფში თითოეული სუბიექტის ანგარიშების საფუძველზე.

დამატებითი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები უნდა გაანგარიშდეს, როგორც სხვაობა შემდეგს შორის:

  1. ფინანსურ კონგლომერატში თითოეული რეგულირებადი და არარეგულირებადი ფინანსური სექტორის სუბიექტის საკუთარი სახსრების ჯამი; უფლების მქონეა ის ელემენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით; და
  2. შემდეგის ჯამი:
  • ჯგუფში თითოეული რეგულირებადი და არარეგულირებადი ფინანსური სექტორის სუბიექტის გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები; გადახდისუნარიანობის მოთხოვნები იანგარიშება შესაბამისი დარგობრივი წესების მიხედვით, და
  • ჯგუფის სხვა სუბიექტებში წილების საბალანსო ღირებულება.

არარეგულირებადი საფინანსო სექტორის სუბიექტების შემთხვევაში, იანგარიშება ნომინალური გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნა. საკუთარი სახსრები და გადახდისუნარიანობის მიმართ მოთხოვნები უნდა მხედველობაში იქნეს მიღებული მუხლით 6(4) გათვალისწინებული მათი პროპორციული წილისთვის, და ამ დანართის პირველი სექციის შესაბამისად.

სხვაობა არ უნდა იყოს უარყოფითი.

▼M4

მეთოდი 3: „კომბინაციის მეთოდი“

უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გასცენ მეთოდი 1-ის და მეთოდი 2-ის კომბინაციის უფლება.

▼B

დანართი II

ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის შესახებ დებულებების ტექნიკური გამოყენება

კოორდინატორმა, დანარჩენ სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განსაზღვროს გარიგებებისა და რისკების სახეობა; კონკრეტულ ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებადმა სუბიექტებმა ანგარიში უნდა წარადგინონ მუხლების 7(2) და 8(2) დებულებების მიხედვით, ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებაზე. გარიგებებისა და რისკების სახეობის განსაზღვრისას ან თავისი შეხედულების დაფიქსირებისას, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ფინანსური კონგლომერატის კონკრეტული ჯგუფი და რისკის მართვის სტრუქტურა. ჯგუფის შიდა მნიშვნელოვანი გარიგებებისა და რისკის მნიშვნელოვანი კონცენტრაციის მე-7 და მე-8 მუხლების დებულებების მიხედვით შეტყობინებისთვის, კოორდნატორმა, დანარჩენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან და თავად კონგლომერატთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განსაზღვროს მარეგულირებელ საკუთარ სახსრებზე ან/და ტექნიკურ დებულებებზე დამყარებული სათანადო ზღვრული მნიშვნელობები.

ჯგუფის შიდა გარიგებებსა და რისკის კონცენტრაციებზე ზედამხედველობისას, კოორდინატორმა, კერძოდ, უნდა განახორციელოს ფინანსურ კონგლომერატში მავნე ზემოქმედების შესაძლო რისკის, ინტერესთა კონფლიქტის რისკის, დარგობრივი წესებისთვის გვერდის ავლის რისკისა და რისკების დონის ან მოცულობის მონიტორინგი.

წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მისცენ უფლება, ფინანსური კონგლომერატის დონეზე გამოიყენონ ჯგუფის შიდა გარიგებებისა და რისკის კონცენტრაციის შესახებ დარგობრივი წესების დებულებები, კერძოდ, დარგობრივი წესებისთვის გვერდის ასავლელად.



1ოფიციალური ჟურნალი C 213, 31.7.2001, გვ. 227.

2ოფიციალური ჟურნალი C 36, 8.2.2002, გვ. 1.

3ოფიციალური ჟურნალი C 271, 26.9.2001, გვ. 10.

4ევროპარლამენტის 2002 წლის 14 მარტის მოსაზრება (ოფიციალურ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა), ევროსაბჭოს 2002 წლის 12 სექტემბრის საერთო მოსაზრება (ოფიციალური ჟურნალი C 253 E, 22.10.2002, გვ. 1) და ევროპარლამენტის 2002 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოფიციალურ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა).

5ოფიციალური ჟურნალი L 184, 17.7.1999, გვ. 23.

6 ოფიციალური ჟურნალი L 228, 16.8.1973, გვ. 3. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/13/EC (ოფიციალური ჟურნალი L 77, 20.3.2002, გვ. 17).

7ოფიციალური ჟურნალი L 63, 13.3.1979, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/12/EC (ოფიციალური ჟურნალი L 77, 20.3.2002, გვ. 11).

8 ოფიციალური ჟურნალი L 228, 11.08.1992, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილებები შევიდა ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2000/64/EC დირექტივით (ოფიციალური ჟურნალი L 290, 17.11.2000, გვ. 27).

9ოფიციალური ჟურნალი L 360, 9.12.1992, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივით 2000/64/EC.

10ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლო შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივით 98/33/EC (ოფიციალური ჟურნალი L 204, 21.7.1998, გვ. 29).

11 ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 27. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივით 2000/64/EC.

12 ოფიციალური ჟურნალი L 330, 5.12.1998, გვ. 1.

13 ოფიციალური ჟურნალი, L 126, 26.5.2000, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 2000/28/EC (ოფიციალური ჟურნალი L 275, 27.10.2002, გვ. 37).

14 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2002 წლის 5 ნოემბრის დირექტივა 2002/83/EC სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 13, 19.12.2002, გვ. 1).

15 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2004 წლის 21 აპრილის დირექტივა 2004/39/EC ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 145, 30.4.2004, გვ. 1).

16 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2005 წლის 16 ნოემბრის დირექტივა 2005/68/EC გადაზღვევის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 323, 9.12.2005, გვ. 1).

17 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 14 ივნისის დირექტივა 2006/48/EC საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის დაწყებისა და განხორციელების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 177, 30.6.2006, გვ. 1).

18 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/65/EC მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 302, 17.11.2009, გვ. 32).

19 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის დირექტივა 2009/138/EC სადაზღვევო და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და განხორციელების შესახებ (გადახდისუნარიანობა II) (ოფიციალური ჟურნალი L 335, 17.12.2009, გვ. 1).

20 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2011 წლის 8 ივნისის დირექტივა 2011/61/EC ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 174, 1.7.2011, გვ. 1).

21ოფიციალური ჟურნალი L 177, 30.6.2006, გვ. 201.

22 ოფიციალური ჟურნალი L 193, 18.7.1983, გვ. 1.

23 ოფიციალური ჟურნალი L 222, 14.8.1978, გვ. 11.

24 ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 12.

25 ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 48.

26 ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 84.

27 ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 1.

28 ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 1.

29 ოფიციალური ჟურნალი L 63, 13.3.1979, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/12/EC (ოფიციალური ჟურნალი L 77, 20.3.2002, გვ. 11).

30 ოფიციალური ჟურნალი L 330, 5.12.1998, გვ. 1.

31 ოფიციალური ჟურნალი, L 126, 26.5.2000, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც შესწორებები შევიდა დირექტივით 2000/28/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 275, 27.10.2000, გვ. 37).

32 ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 27. დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილებები შევიდა ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2000/64/EC დირექტივით (ოფიციალური ჟურნალი L 290, 17.11.2000, გვ. 27).

33 ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლო შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივით 98/33/EC (ოფიციალური ჟურნალი L 204, 21.7.1998, გვ. 29).

34 ოფიციალური ჟურნალი C 35, 11.2.2003.’

35 ოფიციალური ჟურნალი L 228, 16.8.1973, გვ. 3. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/13/EC (ოფიციალური ჟურნალი L 77, 20.3.2002, გვ. 17).

36 ოფიციალური ჟურნალი L 330, 5.12.1998, გვ. 1.

37 ოფიციალური ჟურნალი, L 126, 26.5.2000, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 2000/28/EC (ოფიციალური ჟურნალი L 275, 27.10.2000, გვ. 37).

38 ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 27. დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილებები შევიდა ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2000/64/EC დირექტივით (ოფიციალური ჟურნალი L 290, 17.11.2000, გვ. 27).

39 ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.6.1993, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლო შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივით 98/33/EC (ოფიციალური ჟურნალი L 204, 21.7.1998, გვ. 29).

40 ოფიციალური ჟურნალი C 35, 11.2.2003.’

41 ოფიციალური ჟურნალი C 35, 11.2.2003.’

42 ოფიციალური ჟურნალი C 35, 11.2.2003.’

43 ოფიციალური ჟურნალი C 35, 11.2.2003 ’.

44 ოფიციალური ჟურნალი L 330, 5.12.1998, გვ. 1.’