„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016890
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
390
27/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
040030000.22.027.016890
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2019 - 08/05/2019)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №390

2019 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016522) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია;

ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა;

გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა

ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო;

გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო.“.

3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

მუხლი 51. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის  შესაბამისად  დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას; თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

დ) შინაგანაწესის   შემუშავებასა   და   მის   შესრულებაზე   კონტროლის   განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ე)  ცენტრში ოფიციალურად   შემოსული  და  გასული  კორესპონდენციის   დამუშავებას, რეგისტრაციასა და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის; დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას;

ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ყოველკვარტალური და  წლიური  ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე  სახსრების  ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;

თ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; სალაროს მუშაობაზე კონტროლს; სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და გაცემას;

ი) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის  შესაბამისად,  ხელშეკრულების  მომზადებასა და გაფორმებას;

კ) ცენტრის კომუნალური და სხვა მომსახურებით, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას; ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, დაცვასა და სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;

ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას.

მუხლი 52. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;

ბ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთას,  ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებასა და პროცესის მონიტორინგს;

გ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას.

დ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ვ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;

ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას; სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით; მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას;

თ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას;

ი) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას;

კ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას;

ლ) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას;“.

4. მე-6-მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გატარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის ცენტრს.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი