ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის (EU) 2017/1369 რეგულაცია, რომელიც ადგენს ენერგეტიკის დარგში ეტიკეტირების ჩარჩოს და აუქმებს დირექტივას 2010/30/EU (ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

 

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალ

 

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის (EU) 2017/1369 რეგულაცია,

რომელიც ადგენს ენერგეტიკის დარგში ეტიკეტირების ჩარჩოს და აუქმებს დირექტივას 2010/30/EU

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 194(2)-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა ევროკომისიის წინადადებას,

საკანონმდებლო აქტის პროექტის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის გადაცემის შემდეგ,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას[1],

რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების საფუძველზე,

მოქმედებენ რა მიღებული საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად[2],

ვინაიდან:

(1) ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, ჩამოაყალიბოს ენერგოკავშირი შორსმხედველი კლიმატური პოლიტიკით. ენერგო ეფექტიანობა წარმოადგენს ევროკავშირის 2030 წლის კლიმატისა და ენერგო პოლიტიკის ჩარჩოს საკვანძო ელემენტს და მთავარ პირობას ენერგომოთხოვნის შესამცირებლად.

(2) ენერგო ეტიკეტირება მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ენერგომოხმარების პროდუქტების ენერგიის ხარჯის საფუძველზე. ინფორმაციას ეფექტიანი და მდგრადი ენერგომოხმარების პროდუქტების შესახებ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ენერგიის დანაზოგში და ელექტროენერგიის ქვითრების შემცირებაში და ამავე დროს, ის ხელს უწყობს ინოცავიას და ინვესტირებებს უფრო ენერგოეფექტური პროდუქტების წარმოებაში. ინფორმირებული მომხმარებლის მეშვეობით ენერგომოხმარების პროდუქტების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჰარმონიზებას ევროკავშირის დონეზე აგრეთვე სარგებლობა მოაქვს მწარმოებლების, მრეწველობისა და მთლიანობაში ევროკავშირის ეკონომიკისთვის.

(3) ევროკომისიამ განიხილა ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2010/30/EU-ის ეფექტიანობა და განსაზღვრა ეენერგო ეტიკეტირების ჩარჩოს განახლების საჭიროება მისი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

(4) მიზანშეწონილია, დირექტივა 2010/30/EU ჩანაცვლდეს რეგულაციით, რომელიც ინარჩუნებს არსებითად იმავე მოქმედების სფეროს, თუმცა, ცვლილება შეაქვს და ზრდის მის გარკვეულ დებულებებს მათი შინაარსის დაზუსტებისა და განახლების მიზნით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეული პროდუქტების ეენერგო ეფექტიანობისთვის ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით. რადგან ადამიანების ან საქონლის ტრანსპორტირების საშუალებების ენერგომოხმარება პირდაპირ და არაპირდაპირ რეგულირდება ევროკავშირის სხვა კანონმდებლობით და პოლიტიკით, მიზანშეწონილია გაგრძელდეს მათი წინამდებარე რეგულაციის მოქმედების სფეროდან გამორიცხვა, მათ შორის, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც მუშაობის დროს რჩება იმავე ადგილზე, მაგალითად, ამწეები, ესკალატორები და კონვეიერის ლენტები.

(5) შესაბამისია იმის დაზუსტება, რომ ევროკავშირის ბაზარზე პირველად განთავსებული ყველა პროდუქტი, მათ შორის, მეორადი იმპორტირებული პროდუქტები, უნდა შევიდნენ წინამდებარე რეგულაციის მოქმედების სფეროში. თუმცა, ის პროდუქტები, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომი ხდება მეორედ ან დამატებით, არ უნდა შევიდნენ.

(6) რეგულაცია შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რადგან ის აწესებს მკაფიო და დეტალურ წესებს, რომლებიც აღკვეთავენ წევრი სახელმწიფოების მიერ განსხვავებულ ტრანსპოზიციას და ამგვარად, უზრუნველყოფენ მთელს ევროკავშირში ჰარმონიზაციის მაღალ ხარისხს. ჰარმონიზებული მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირის დონეზე, ნაცვლად წევრი სახელმწიფოს დონისა, ამცირებს ხარჯებს მწარმოებლებისთვის, უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს და მთელს შიდა ბაზარზე საქონლის თავისუფალ გადაადგილებას.

(7) ენერგომოთხოვნის შემცირება აღიარებულია კომისიის 2014 წლის 28 მაისის კომუნიკაციაში მოცემულ ევროპის ენერგო უსაფრთხოების სტრატეგიის საკვანძო ქმედებად. კომისიის 2015 წლის 25 თებერვლის კომუნიკაციაში მოცემულ ენერგო კავშირის ჩარჩო სტრატეგიაში დამატებით ხაზგასმულია ენერგო ეფექტიანობის პირველი პრინციპი და ენერგეტიკის სფეროში არსებული ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად განხორციელების საჭიროება. ამ კომუნიკაციაში მოცემული ენერგო კავშირის ჩარჩო სტრატეგიის საგზაო რუკა ითვალისწინებდა 2015 წელს პროდუქტების ენერგო ეფექტიანობის ჩარჩოს განხილვას. წინამდებარე რეგულაცია აუმჯობესებს ენერგო ეტიკეტირების საკანონმდებლო და აღსრულების ჩარჩოს.

(8) მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მეშვეობით ენერგომოხმარების პროდუქტების ეფექტიანობის გაუმჯობესება სარგებელს აძლევს ევროკავშირის ეკონომიკას, ამცირებს ენერგომოთხოვნას და ზოგავს მომხმარებლების ფულს ელექტროენერგიის ქვითრებზე, ხელს უწყობს ინოვაციასა და ინვესტირებას ენერგოეფექტიანობაში, და შესაძლებლობას აძლევს იმ დარგებს, რომლებიც განავითარებენ და აწარმოებენ ყველაზე უფრო ენერგოეფექტურ პროდუქტებს, მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. ის აგრეთვე ხელს უწყობს ევროკავშირის 2020 და 2030 წლების ენერგოეფექტიანობის მიზნების მიღწევას, აგრეთვე, ევროკავშირის გარემოსა და კლიმატის ცვლილებების მიზნებს. ამის გარდა, მისი მიზანია ენერგომოხმარების პროდუქტების და მათი შემადგენელი ნაწილების, მათ შორის, რესურსების გამოყენებაზე, ნაცვლად ენერგიისა, გარემოსდაცვითი საქმიანობის შესრულებაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა.

(9) წინამდებარე რეგულაცია ხელს უწყობს ენერგიის რაციონალური გამოყენებით დამზადებული იმ პროდუქტების შემუშავებას, მომხმარებლების მიერ აღიარებასა და ბაზარზე მოხმარებას, რომელთა აქტივაციაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებთან და სისტემებთან ურთიერთქმედებისთვის, მათ შორის, თავად ენერგოსისტემასთან, რათა გაუმჯობესდეს ენერგოეფექტიანობა ან განახლებადი ენერგიების მოხმარება, შემცირდეს ენერგომოხმარება და ხელი შეეწყოს ინოვაციას ევროკავშირის მრეწველობაში.

(10) ენერგომოხმარების პროდუქტების კონკრეტული ენერგომოხმარების შესახებ ზუსტი, შესაბამისი და შედარებადი ინფორმაციის მიწოდება ამარტივებს მომხმარებლის არჩევანს იმ პროდუქტების სასარგებლოდ, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას და სხვა არსებით რესურსებს გამოყენების პროცესში. სტანდარტიზებული სავალდებულო ეტიკეტი ენერგომოხმარების პროდუქტებისთვის წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას, რომლითაც პოტენციურ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს შედარებადი ინფორმაცია ენერგომოხმარების პროდუქტების ენერგოეფექტიანობის შესახებ. ეტიკეტი უნდა შეივსოს პროდუქტის საინფორმაციო ბარათით. ეტიკეტი უნდა იყოს ადვილად ამოცნობადი, მარტივი და ლაკონური. ამ მიზნით, ეტიკეტის მუქი მწვანედან წითლამდე ფერთა შკალა უნდა შენარჩუნდეს პროდუქტების ენერგო ეფექტიანობის შესახებ მომხმარებლების ინფორმირების საფუძვლად. იმისათვის, რათა ეტიკეტი ნამდვილად სასარგებლო იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ენერგიისა და ხარჯების დაზოგვის გზებს, ეტიკეტის შკალის ეტაპები უნდა შეესაბამებოდნენ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან ენერგო- და ხარჯების დანაზოგებს. პროდუქტების ჯგუფების უმეტესობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ეტიკეტზე აგრეთვე უნდა მიეთითოს ენერგიის აბსოლუტური მოხმარება ეტიკეტის შკალის გარდა, რათა მომხმარებლებს მიეცეთ გააკეთონ პროგნოზი თავიანთი ელექტროენერგიის ქვითრებზე თავიანთი არჩევანის პირდაპირი ზემოქმედების პროგნოზი. თუმცა, შეუძლებელია იმავე ინფორმაციის უზრუნველყოფა იმ ენერგომოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად ენერგიას არ მოიხმარენ.

(11) დადასტურდა, რომ ასოების A-G კლასიფიკაციის გამოყენებით მომხმარებლებისთვის ხარეფექტურია. გამიზნულია, რომ პროდუქტების ჯგუფებში მისი ერთგვაროვანი გამოყენება ზრდის გამჭვირვალობასა და გაგებას მომხმარებელთა შორის. იმ სიტუაციებში, როცა ეკოდიზაინის ზომების გამო ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2009/125/EC-ის შესაბამისად, პროდუქტები აღარ განეკუთვნებიან კლასს „E“, „F“ ან „G“, ამის მიუხედავად, ეს კლასები უნდა ნაჩვენები იქნეს ეტიკეტზე ნაცრისფრად. გამონაკლის და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში, მაგალითად, როცა მიიღწევა არასაკმარისი დაზოგვა შვიდი კლასის მთელ სრულ სპექტრში, ეტიკეტზე შესაძლებელი უნდა იყოს ჩვეულებრივ A-G შკალაზე უფრო ნაკლები რაოდენობის კლასების აღნიშვნა. ამ შემთხვევებში, ეტიკეტის მუქი მწვანედან წითლამდე ფერის შკალა დარჩენილო კლასებისთვის უნდა შენარჩუნდეს და ის ვრცელდება მხოლოდ იმ ახალ პროდუქტებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან შესულია ექსპლუატაციაში.

(12) იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებელი პროდუქტს ათავსებს ბაზარზე, პროდუქტის თითოეულ ერთეულს თან უნდა ახლდეს ქაღალდის ფორმის ეტიკეტი, რომელიც შეესაბამება შესაბამისი დელეგირებული აქტის მოთხოვნებს. შესაბამის დელეგირებულ აქტში უნდა მოცემულ იქნეს ეტიკეტების ჩვენების ყველაზე ეფექტიანი გზა, მომხმარებლების, მიმწოდებლებისა და დილერებისთვის შედეგების გათვალისწინებით, და ამ დელეგირებულ აქტს შეუძლია უზრუნველყოს პროდუქტის შეფუთვაზე ეტიკეტის დაბეჭდვა. დილერმა უნდა აჩვენოს პროდუქტის ნიმუშთან ერთად მიწოდებული ეტიკეტი იმ პოზიციაში, რომელაც მოითხოვს შესაბამისი დელეგირებული აქტი. ნაჩვენები ეტიკეტი უნდა იყოს მკაფიოდ ხილვადი და იდენტიფიცირებადი, როგორც ეტიკეტი, რომელიც მიეკუთვნება მოცემულ პროდუქტს, ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს ეტიკეტზე საფირმო სახელწოდების და მოდელის ნომრის წაკითხვა, და მან უნდა მიიქციოს იმ მომხმარებლის ყურადღება, რომელიც გამოფენილ პროდუქტს ათვალიერებს.

(13) მიმწოდებლის იმ ვალდებულებაზე ზემოქმედების გარეშე, რომელიც უკავშირდება პროდუქტის თითოეულ ნიმუშთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტის უზრუნველყოფას, ციფრულ ტექნოლოგიაში არსებულმა პროგრესმა შესაძლებელი უნდა გახადოს ელექტრონული ეტიკეტების გამოყენება დაბეჭდილ ენერგო ეტიკეტთან ერთად. დილერს აგრეთვე უნდა შეეძლოს პროდუქტის მონაცემთა ბაზიდან პროდუქტის საინფორმაციო ბარათის გადმოწერა.

(14) იმ შემთხვევაში, როცა ენერგო ეტიკეტის ჩვენება შესაძლებელია, როგორც, მაგალითად, დისტანციური გაყიდვების, ვიზუალური რეკლამებისა და ტექნიკური სარეკლამო მასალების გარკვეული ფორმების შემთხვევაში, პოტენციური მომხმარებლები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფილ იქნენ ეტიკეტზე ხელმისაწვდომი პროდუქტის ენერგო კლასითა და ეფექტიანობის კლასების დიაპაზონით.

(15) მწარმოებლებმა ენერგოეტიკეტზე რეაგირება უნდა მაოხდინონ კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი პროდუქტების შემუშავებითა და ბაზარზე განთავსებით. პარალელურად, მათ აქვთ ტენდენცია, შეწყვიტონ ნაკლებად ეფექტიანი პროდუქტების წარმოება, რასაც ასტიმულირებს ეკოდიზაინთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობა. ეს ტექნოლოგიური განვითარება წარმოქმნის პროდუქტის მოდელების უმეტესობას, რომლებითაც გაჯერებულია ენერგო ეტიკეტის უმაღლესი კლასები. შესაძლოა საჭირო იყოს პროდუქტის დამატებითი დიფერენციაცია, რათა მომხმარებლებს მიეცეთ პროდუქტების სწორად შედარების შესაძლებლობა, რაც იწვევს ეტიკეტების მასშტაბის შეცვლის საჭიროებას. შესაბამისად, წინამდებარე რეგულაციით უნდა განისაზღვროს მასშტაბის შეცვლის დეტალური ზომები მიმწოდებლებისა და დილერებისთვის სამართლებრივი სიცხადის მაქსიმალურად გასაზრდელად.

(16) დირექტივა 2010/30/EU-ის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტებით დადგენილი რამდენიმე ეტიკეტისთვის, პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ან უმთავრესად ზედა კლასებში. ეს ამცირებს ეტიკიეტების ეფექტიანობას. არსებულ ეტიკეტებზე კლასებს, პროდუქტის ჯგუფიდან გამომდინარე, აქვთ განსხვავებული შკალები იმ შემთხვევაში, როცა ზედა კლასი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლასი A-დან A+++-მდე. შედეგად, როცა მომხმარებლები ადარებენ ეტიკეტებს პროდუქტების ჯგუფებში, მათ შეიძლება დააჯერონ, რომ კონკრეტული ეტიკეტისთვის არსებობენ უფრო უკეთესი ენერგიის კლასები, ვიდრე ისინი, რომლებიც არის ნაჩვენები. ამ შესაძლო გაურკვევლობის თავიდან ასაცილენლად, მიზანშეწონილია, პირველი ნაბიჯის სახით, განხორციელდეს არსებული ეტიკეტების თავდაპირველი მასშტაბის შეცვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჰომოგენური A-G შკალა პროდუქტების სამი კატეგორიისთვის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად.

(17) შენობის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი პროდუქტების ენერგო ეტიკეტირება მხოლოდ ცოტა ხნის წინ იქნა შემოღებული და პროდუქტების ამ ჯგუფებში ტექნიკური პროგრესის ტემპი შედარებით დაბალია. ეტიკეტირების ამჟამინდელი სქემა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოარჩევს ჩვეულებრივი წიაღისეული საწვავის ტექნოლოგიებს, რომლებიც არიან საუკეთესო კლას A-ში და იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მოიხმარენ განახლებად ენერგიას, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვნად უფრო ძვირია, რომლისთვისაც შემონახულია კლასები A+, A++ და A+++. ენერგიის არსებითი დაზოგვა უკვე შეიძლება მიღწეულ იქნეს ყველაზე ეფექტიანი წიაღისეული საწვავის ტექნოლოგიებით, რომლებიც მიზანშეწონილს გახდიდნენ მათ კლას A-ში დაწინაურების გაგრძელებას. რადგან შენობის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი პროდუქტების ბაზარი სავარაუდოდ ნელა მიიწევს უფრო მეტად განახლებადი ტექნოლოგიების მიმართულებით, მიზანშეწონილია მოგვიანებით ამ პროდუქტებისთვის ენერგო ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა.

(18) თავდაპირველი მასშტაბის შეცვლის შემდეგ, შემდგომი რეშკალირების სიხშირე უნდა განსაზღვროს იმ პროდუქტების პროცენტულ მაჩვენებელზე მითითებამ, რომლებიც იყიდება უმაღლეს კლასებში. შემდგომი მასშტაბის შეცვლისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს ტექნიკური პროგრესის სისწრაფე და მიმწოდებლებისა და დილერების და კერძოდ, მცირე ბიზნესების ზედმეტად დატვირთვის თავიდან აცილების საჭიროება. ამიტომ, დაახლოებით 10-წლიანი დროის შკალა სასურველი იქნებოდა მასშტაბის შეცვლის სიხშირისთვის. ახლად მასშტაბშეცვლილმა ეტიკეტმა ზედა კლასი ცარიელი უნდა დატოვოს, რათა წაახალისოს ტექნოლოგიური პროგრესი, გაითვალისწინოს მარეგულირებელი სტაბილურობა, შეზღუდოს მასშტაბის შეცვლის სიხშირე და შესაძლებელი გახადოს უფრო მეტი ეფექტიანი პროდუქტების შემუშავება და აღიარება. გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგია უფრო სწრაფად შემუშავდება, არც ერთი პროდუქტი არ უნდა შევიდეს ზედა ორ კლასში ახლად მასშტაბშეცვლლილი ეტიკეტის შემოღების მომენტში.

(19) მასშტაბის შეცვლამდე, კომისიამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი მოსამზადებელი შესწავლა.

(20) როცა ხდება პროდუქტის ჯგუფისთვის ეტიკეტის მასშტაბოს შეცვლა, მომხმარებელთა მხრიდან გაუგებრობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული მაღაზიებში გამოფენილ იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ხდება ზემოქმედება, ეტიკეტების გამოცვლით მოკლე დროში, და მომხმარებლისთვის სათანადო საინფორმაციო კამპანიის ორგანიზებით, იმის მკაფიო მითითებით, რომ ეტიკეტის ახალი ვერსია იქნა შემოღებული.

(21) მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის შემთხვევაში, მიმწოდებლებმა დილერები გარკვეული პერიოდით უნდა უზრუნველყონ როგორც არსებული, ისე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტებით. გამოფენილ პროდუქტებზე, მათ შორის, ინტერნეტში, არსებული ეტიკეტების ჩანაცვლება მასშტაბშეცვლილი ეტიკეტებით უნდა მოხდეს მასშტაბშეცვლილ ეტიკეტზე დელეგირებულ აქტში აღნიშნული ჩანაცვლების თარიღიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად. დილერებმა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები არ უნდა გამოფინონ ჩანაცვლების თარიღამდე.

(22) აუცილებელია იმ ვალდებულებების მკაფიო და პროპორციული წესით განაწილების გათვალისწინება, რომლებიც შეესაბამებიან მიწოდებისა და დისტრიბუციის პროცესში თითოეული ოპერატორის როლს. ეკონომიკურმა ოპერატორებმა პასუხისმგებლები უნდა იყვნენ შესაბამისობაზე მიწოდების ჯაჭვში თავიანთ შესაბამის როლებთან დაკავშირებით, და უნდა უზრუნველყონ, რომ მათ ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადონ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც შეესაბამებიან წინამდებარე რეგულაციას და ამ რეგულაციის მიხედვით მიღებულ დელეგირებულ აქტებს.

(23) იმისათვის, რათა მომხმარებლებმა ენერგო ეტიკეტის მიმართ ნდობა შეინარჩუნონ, არ უნდა დაირთოს იმ სხვა ეტიკეტების ენერგომოხმარების პროდუქტებისა და არა ენერგომოხმარების პროდუქტებისთვის გამოყენების უფლება, რომლებიც მიმსგავსებულია ამ ენერგო ეტიკეტისთვის. იმ შემთხვევაში, როცა ენერგომოხმარების პროდუქტები არაა გათვალისწინებული დელეგირებული აქტებით, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ამპროდუქტების ეტიკეტირების ეროვნული სქემების შენარჩუნება ან ახალი ეროვნული სქემების შემოღება. იმავე მიზეზით არ უნდა გაიცეს იმ დამატებითი ეტიკეტების, აღნიშვნების, სიმბოლოების ან წარწერების გამოყენების უფლება, რომლებმაც სავარაუდოდ შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ ან გაურკვევლობა შეუქმნან მომხმარებლებს შესაბამისი პროდუქტისთვის ენერგო მოხმარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებული ეტიკეტები, მაგალითად, საბურავების ეტიკეტირება საწვავეფექტურობის ან გარემოსთან დაკავშირებულ სხვა პარამეტრებთან მიმართებაში, და დამატებითი ეტიკეტები, მაგალითად, ევროგაერთიანების ენერგისა და ევროგაერთიანების ეკოეტიკეტი არ უნდა ჩაითვალოს შეცდომაში შემყვანად ან დამაბნეველად.

(24) სულ უფრო მეტად და მეტად მომხმარებლებისთვის ხდება პროგრამული უზრუნველყოფის ან მათი პროდუქტების მიკროპროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შეთავაზება მას შემდეგ, რაც ხდება ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში გაშვება. თუმცა, ამ განახლებების მიზანი, როგორც წესი, არის პროდუქტის სამუშაო მახასიათებლის გაუმჯობესება, მათ აგრეთვე შეიძლება გავლენა მოახდინონ ენერგოეფექტიანობაზე და ენერგო ეტიკეტზე მითითებულ პროდუქტის სხვა პარამეტრებზე. თუ ეს ცვლილებები ზიანს აყენებს იმას, რაც ეტიკეტზეა მითითებული, მომხმარებლებს ამ ცვლილებების შესახებ უნდა ეცნობოთ და მიეცეთ განახლებაზე თანხმობის ან უარის თქმის ოფცია.

(25) სამართლებრივი სიცხადის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია იმის დაზუსტება, რომ ევროკავშირის ბაზრის ზედამხედველობისა და ევროკავშირის ბაზარზე შემავალი პროდუქტების კონტროლის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No 765/2008-ით, ვრცელდება ენერგომოხმარების პროდუქტებზე. საქონლის თავისუფალი გადაადგილების პრინციპის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ წევრი სახელმწიფოების ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა ერთმანეთთან ეფექტიანად ითანამშრომლონ. ენერგო ეტიკეტირების შესახებ ეს თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს ეკოდიზაინზე და ენერგო ეტიკეტირებაზე ადმინისტრაციული თანამშრომლობის ჯგუფების კომისიის (AdCos) მიერ მხარდაჭერის მეშვეობით.

(26) პროდუქტების საბაზრო ზედამხედველობის ახალი რეგულაციის შესახებ კომისიის წინადადებაში უნდა მოხდეს რეგულაცია (EC) No 765/2008-ის, ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2001/95/EC -ის დებულებებისა და კონკრეტული სექტორის ევროკავშირის რამდენიმე საკანონმდებლო აქტის ინტეგრირება. ეს წინადადება მოიცავს დებულებებს ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილება No 768/2008/EC-ში შემავალ დათქმებზე სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ, რომლებიც გავრცელდებოდა ევროკავშირის ჰარმონიზაციის ყველა სამართლებრივ აქტზე. მანამ, სანამ ახალი რეგულაცია მისი თანაავტორების მიერ ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მიზანშეწონილია მითითება გაკეთდეს რეგულაცია (EC) No 765/2008-ზე და წინამდებარე რეგულაციაში შევიდეს დათქმები სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ.

(27) ბაზრის ზედამხედველობის საქმიანობები, რომლებიც გათვალისწინებულია რეგულაცია (EC) No 765/2008-ით, არ წარიმართება მხოლოდ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, არამედ ისინი აგრეთვე გამოიყენება ევროკავშირის იმ კანონმდებლობის აღსრულების მიმართ, რომლის მიზანია სხვა საჯარო ინტერესების, მათ შორის, ენერგო ეფექტიანობის დაცვა. კომისიის 2013 წლის 13 თებერვლის კომუნიკაციის, რომლის სათაურია „20 ქმედება ევროპისთვის უფრო უსაფრთხო და შესაბამისი პროდუქტებისთვის: ევროგაერთიანებაში პროდუქტების ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა“ შესაბამისად, ევროკავშირის მიერ რისკის შეფასების ზოგადი მეთოდოლოგია განახლდა, რათა ის მოიცავდეს ყველა რისკს, მათ შორის, ენერგო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ რისკებს.

(28) მთელს ევროკავშირში ბაზრის ზედამხედველობის შეთანხმებული და ხარჯეფექტიანი საქმიანობა აგრეთვე მოითხოვს ყველა შესაბამისი ინფორმაციის კარგად სტრუქტურირებულ, ყოვლისმომცველ არქივირებას და გაზიარებას წევრ სახელმწიფოებს შორის ეროვნული საქმიანობების შესახებ ამ კონტექსტში, მათ შორის, მითითება წინამდებარე რეგულაციით მოთხოვნილ შეტყობინებებზე. კომისიის მიერ შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის საინფორმაციო და საკომისიო სისტემის (ICSMS) მონაცემთა ბაზა კარგად შეესაბამება ბაზრის ზედამხედველობის ინფორმაციის სრული მონაცემთა ბაზის ფორირების მიზანს, და ამიტომ, მისი გამოყენება ძლიერად უნდა წახალისდეს.

(29) მომხმარებლებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტის შესაქმნელად, დილერებისთვის პროდუქტის საინფორმაციო ბარათების მისაღებად ალტერნატივათა დასაშვებად, შესაბამისობის მონიტორინგის გასამარტივებლად და პროდუქტის შესაბამისი ეტიკეტებისა და საინფორმაციო ბარათების შესწორებებზე მარეგულირებელი პროცესისთვის განახლებული საბაზრო მონაცემების უზრუნველსაყოფად, კომისიამ უნდა შექმნას და აწარმოოს პროდუქტის მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება საჯარო და შესაბამისობის ნაწილისგან, რომელიც უნდა ხელმისაწვდომი იყოს ონლაინ პორტალის მეშვეობით.

(30) წევრი სახელმწიფოების ბაზრის ზედამხედველობის ვალდებულებებისა და მიმწოდებლების იმ ვალდებულებების შეუზღუდავად, რომლებიც უკავშირდება პროდუქტის შესაბამისობის შემოწმებას, მიმწოდებლებმა პროდუქტის შესაბამისობის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ელექტრონულად ხელმისაწვდომი უნდა გახადონ პროდუქტის მონაცემთა ბაზაში. მომხმარებლებისა და დილერებისთვის შესაბამისი ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში. ეს ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, როგორც ღია მონაცემები, რათა მობილური მოწყობილობის აპლიკაციის შემმუშავებლებსა და სხვა შედარების ინსტრუმენტებს მიეცეთ მისი გამოყენების შესაძლებლობა. პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილზე იოლი პირდაპირი წვდომა უნდა უნდა გამარტივდეს მომხმარებელზე ორიენტირებული ინსტრუმენტებით, მაგალითად, დინამიკური სწრაფი რეაგირების კოდით (QR code), მათ შორის, დაბეჭდილ ეტიკეტზე.

(31) პროდუქტის მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილი უნდა დაექვემდებაროს მონაცემთა დაცვის მკაცრ წესებს. შესაბამისობის ნაწილში ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნილი კონკრეტული ნაწილები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისთვის, ისე კომისიისთვის. იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური ინფორმაცია იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუფერებელი იქნებოდა მისი ტექნიკური დოკუმენტაციის კატეგორიაში შეტანა, როგორც ეს დეტალურად მოცემულია წინამდებარე რეგულაციის მიხედვით მიღებულ დელეგირებულ აქტებში, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს უნდა შეუნარჩუნდეთ ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილება, როცა ეს აუცილებელია, მომხმარებლებზე თანამშრომლობის მოვალეობის შესაბამისად, ან მიმწოდებლების მიერ პროდუქტის მონაცემთა ბაზაში ნებაყოფლობით ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დამატებითი ნაწილების მეშვეობით.

(32) იმისათვის, რათა პროდუქტის მონაცემთა ბაზა რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოსაყენებელი, რეგისტრაცია სავალდებულო უნდა იყოს იმ ყველა მოდელისთვის, რომელთა ნიმუშები თავსდება ბაზარზე წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღიდან. იმ მოდელებისთვის, რომელთა ნიმუები ბაზარზე თავსდება წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღამდე და რომელთა ბაზარზე განთავსება აღარ ხდება, რეგისტრაცია უნდა იყოს არასავალდებულო. შესაბამისი გარდამავალი პერიოდი უნდა უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა ბაზის შემუშავებისთვის და მომხმარებლებისთვის თავიანთი რეგისტრაციის ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის მისაცემად. როცა ნებისმიერი ცვლილება ეტიკეტის და პროდუქტის საინფორმაციო ბარათისთვის შესაბამისობით ხორციელდება უკვე ბაზარზე არსებულ პროდუქტში, ეს პროდუქტი უნდა ჩაითვალოს ახალ მოდელად და მიმწოდებელმა ის პროდუქტის მონაცემთა ბაზაში უნდა დაარეგისტრიროს. კომისიამ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან და მიმწოდებლებთან თანამშრომლობით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ გარდამავალ პროცესს პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო და შესაბამისობის ნაწილების სრულ განხორციელებამდე.

(33) წინამდებარე რეგულაციისა და ამ რეგულაციის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტების დებულებების დარღვევების მიმართ გამოყენებადი ჯარიმები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი.

(34) ენერგო ეფექტიანობის, კლიმატზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების და გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ენერგოეფექტური პროდუქტების მოხმარებისთვის წახალისების ფორმების შექმნა. წევრ სახელმწიფოებს საკუთარი შეხედულებით შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ამ წახალისების ფორმების ხასიათის შესახებ. ეს წახალისების ფორმები უნდა შეესაბამებოდნენ ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების წესებს და ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ გაუმართლებელ საბაზრო ბარიერებს. წინამდებარე რეგულაცია არ ზღუდავს მომავალში იმ ნებისმიერი სახელმწიფო დახმარების პროცედურის შედეგს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 107-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად ამ წახალისების ფორმებთან მიმართებაში.

(35) ენერგომოხმარება, შესრულება და სხვა ინფორმაცია წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში პროდუქტის შესაბამისი მოთხოვნებით გათვალისწინებული პროდუქტების შესახებ უნდა გაიზომოს იმ სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდების გამოყენებით, რომლებშიც გათვალისწინებულია საყოველთაოდ აღიარებული გაზომვისა და გაანგარიშების მოწინავე მეთოდები. შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, ევროკავშირის დონეზე უნდა მოხდეს სტანდარტების ჰარმონიზაცია. ამ მეთოდებსა და სტანდარტებში, შესაძლო მასშტაბით, უნდა გათვალისწინებულ იქნეს მოცემული პროდუქტის რეალური მოხმარება, აისახოს საშუალო მომხმარებლის ქცევა და ეს მეთოდები და სტანდარტები უნდა იყოს ძლიერი გამიზნული და უნებლიე გვერდის ავლის შესაკავებლად. ენერგო ეტიკეტები უნდა ასახავდნენ პროდუქტების რეალური მოხმარების შედარებით სამუშაო მახასიათებელს, იმ შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც გამოწვეულია სანდო და აღდგენადი ლაბორატორიული გამოცდის საჭიროებას. შესაბამისად, მიმწოდებლებს არ უნდა მიეცეთ ნებართვა, ჩართონ ის პროგრამული უზრუნველყოფა თუ ლითონის ნაკეთობები, რომლებიც ავტომატურად ცვლიან პროდუქტის სამუშაო მახასიათებელს გამოცდის პირობებში. პროდუქტის შესაბამისი მოთხოვნების გამოყენების მომენტში გამოქვეყნებული სტანდარტების არარსებობისას, კომისიამ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უნდა გამოქვეყნო გარდამავალი გაზომვისა და გაანგარიშების მეთოდები პროდუქტის შესაბამის ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამ სტანდარტზე მითითების გამოქვეყნებისთანავე, მასთან შესაბამისობამ უნდა უზრუნველყოს წინამდებარე რეგულაციის საფუძველზე მიღებული პროდუქტის შესაბამისი ამ მოთხოვნებისთვის გაზომვის მეთოდებთან შესაბამისობის პრეზუმფცია.

(36) კომისიამ უნდა უზრუნველყოს ენერგომოხმარების კონკრეტული პროდუქტების ეტიკეტირების გადასინჯვის გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, მათ შორის, იმ დამატებითი ენერგო მოხმარების პოდუქტების საორიენტაციო სია, რომლებისთვისაც ენერგო ეტიკეტი შეიძლება შედგეს. სამუშაო გეგმა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროდუქტის ჯგუფების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ანალიზის დაწყებით. ამ ანალიზის ფარგლებში აგრეთვე უნდა შესწავლილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგომოხმარების პროდუქტების სამუშაო მახასიათებლის შესახებ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და ღირებულება, როგორიცაა, მაგალითად, მისი ენერგომოხმარება, ხანმედეგობა ან გარემოსდაცვითი საქმიანობის შესრულება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მიზანთან შეთანხმებით. ამ დამატებითმა ინფორმაციამ უნდა გააუმჯობესოს ეტიკეტის გარჩევადობა და ეფექტიანობა მომხმარებლებისთვის და არ უნდა გამოიწვიოს რაიმე სახის უარყოფითი ზემოქმედება მომხმარებლებზე.

(37) წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, უნდა გაგრძელდეს დირექტივა 2010/30/EU-ის მიხედვით ბაზარზე განთავსებული პროდუქტების მიმწოდებლების დაქვემდებარება შესაბამისი პროდუქტების ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომად გახდომის ვალდებულებას ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. შესაბამისმა გარდამავალმა დებულებებმა უნდა უზრუნველყონ სამართლებრივი განსაზღვრულობა და უწყვეტობა ამ თვალსაზრისით.

(38) დამატებით, წინამდებარე რეგულაციაზე მდორე გადასვლის უზრუნველსაყოფად, დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლის მიხედვით მიღებულ დელეგირებულ აქტებში და კომისიის დირექტივა 96/60/EC -ში მოცემული არსებული ვალდებულებების გავრცელება უნდა გაგრძელდეს შესაბამისი პროდუქტის ჯგუფებამდე მანამ, სანამ ისინი გაუქმდება ან ჩანაცვლდება წინამდებარე რეგულაციის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტებით. ამ არსებული მოთხოვნების გამოყენება არ ზღუდავს წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული ვალდებულებების გამოყენებას.

(39) კონკრეტული კრიტერიუმების წყების შესაბამისად ენერგომოხმარების პროდუქტების კონკრეტული პროდუქტის ჯგუფების დადგენისა და პროდუქტის შესაბამისი ეტიკეტებისა და საინფორმაციო ბარათების შედგენის მიზნით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის შესაბამისად აქტების მიღების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს კომისიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თავისი მოსამზადებელი მუშაობის განმავლობაში გამართოს შესაბამისი კონსულტაციები, მათ შორის, ექსპერტთა დონეზე, და რომ ეს კონსულტაციები გაიმართოს უკეთესი საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ 2016 წლის 13 აპრილის ინსტიტუციათაშორის შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად . კერძოდ, დელეგირებული აქტების მომზადებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა მიიღონ ყველა დოკუმენტი იმავე დროს, როცა წევრი სახელმწიფოების ექსპერტებმა, და მათ ექსპერტებს სისტემატიურად უნდა ჰქონდეს წვდომა კომისიის ექსპერტთა იმ ჯგუფების შეხვედრებზე, რომლებიც დელეგირებული აქტების მომზადებაზე მუშაობენ.

(40) წინამდებარე რეგულაციის განხორციელებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის დაცვის პროცედურის მიხედვით იმის განსაზღვრის განხორციელების უფლებამოსილებები, ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულია თუ არა, და პროდუქტის მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ოპერაციული დეტალების შესახებ დეტალური მოთხოვნების შედგენის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, უნდა გადაეცეს კომისიას. ეს უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაცია (EU) No 182/2011-ის შესაბამისად .

(41) რადგან წინამდებარე რეგულაციის მიზნები, კერძოდ, მომხმარებლებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი პროდუქტების არჩევის შესაძლებლობის მიცემა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, საკმარისად ვერ მიიღწევა წევრი სახელმწიფოების მიერ და ამის მაგივრად, ეს შეიძლება უკეთ იქნეს მიღწეულ ჰარმონიზებული მარეგულირებელი ჩარჩოს დამატებით შემუშავებითა და მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფით ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს ზომები ევროკავშირის ხელშეკრულების მე-5 მუხლში მოცემული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაცია არ სცილდება ამ მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ ფარგლებს.

(42) წინამდებარე რეგულაციამ არ უნდა შეზღუდოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანის ვადებთან და დირექტივა 2010/30/EU-ის გამოყენების თარიღთან დაკავშირებით,.

(43) შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დირექტივა 2010/30/EU,

მიიღო წინამდებარე რეგულაცია:

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე რეგულაცია განსაზღვრავს იმ ჩარჩოს, რომელიც ვრცელდება ბაზარზე განთავსებულ ან ექსპლუატაციაში შესულ ენერგომოხმარების პროდუქტებზე („პროდუქტებზე“). ის ითვალისწინებს ამ პროდუქტების ეტიკეტირებას და ენერგო ეფექტიანობასთან დაკავშირებით პროდუქციის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მიწოდებას და სხვა რესურსების მიწოდებას პროდუქტებით მოხმარების დროს და დამატებით ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, რითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ აირჩიონ უფრო მეტად ეფექტიანი პროდუქტები თავიანთი ენერგო მოხმარების შესამცირებლად.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგზე:

 (a)         მეორადი პროდუქტები, თუ ისინი არაა იმპორტირებული მესამე ქვეყნიდან;

(b)        სატრანსპორტო საშუალებები ადამიანების ან საქონლისთვის.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(1)          „ენერგომოხმარების პროდუქტი“ ანუ „პროდუქტი“ ნიშნავს საქონელს ან სისტემას, რომელსაც ზემოქმედება აქვს ენერგომოხმარებაზე გამოყენების დროს, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, მათ შორის, ნაწილები, რომლებსაც ზემოქმედება აქვთ ენერგომოხმარებაზე გამოყენების დროს, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში მომხმარებლებისთვის და რომლებიც განკუთვნილია პროდუქტებში ჩართვისთვის;

(2)          „პროდუქტების ჯგუფი“ ნიშნავს იმ პროდუქტების ჯგუფს, რომლებსაც ერთი და იგივე ძირითადი ფუნქციონალურობა გააჩნიათ;

(3)          „სისტემა“ ნიშნავს რამდენიმე საქონლის კომბინაციას, რომლებიც, როცა ერთობლივად ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას მოსალოდნელ გარემოში და რომლის ენერგო ეფექტიანობა შეიძლება შემდეგ განისაზღვროს, როგორც ერთი ერთეული;

(4)          „მოდელი“ ნიშნავს პროდუქტის ვერსიას, რომლის ყველა ნიმუშს აქვს ერთი და იგივე ტექნიკური მახასიათებელი, რომელიც შეესაბამება ეტიკეტს და პროდუქტის საინფორმაციო ბარათს და ერთი და იგივე მოდელის იდენტიფიკატორი;

(5)          „მოდელის იდენტიფიკატორი“ ნიშნავს კოდს, როგორც წესი, ანბანურ-ციფრულს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს განასხვავებს იმავე საფირმო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელის მქონე სხვა მოდელებისგან;

(6)          „ექვივალენტური მოდელი“ ნიშნავს მოდელს, რომელსაც აქვს ეტიკეტის შესაბამისი ერთი და იგივე ტექნიკური მახასიათებლები და ერთი და იგივე პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მაგრამ რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ექსპლუატაციაში შესულია ერთი და იგივე მიმწოდებლის მიერ, როგორც განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორის მქონე სხვა მოდელი;

(7)          „ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ნიშნავს პროდუქტის მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე გასავრცელებლად ან მოსახმარებლად კომერციული საქმიანობის პროცესში, იქნება ეს გადასახადის სანაცვლოდ თუ უსასყიდლოდ;

(8)          „ბაზარზე განთავსება“ ნიშნავს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის პირველად ხელმისაწვდომობას;

(9)          „ექსპლუატაციაში გაშვება“ ნიშნავს პროდუქტის პირველად გამოყენებას ევროკავშირის ბაზარზე მისი მიზნობრივი დანიშნულებით;

(10)        „მწარმოებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს პროდუქტს ან აპროექტებინებს ან აწარმოებინებს პროდუქტს, და ის ბაზარზე გააქვს თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;

(11)        „უფლებამოსილი წარმომადგენელი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც მიიღო წერილობითი მანდატი მწარმოებლისგან, რათა იმოქმედოს მისი სახელით განსაზღვრულ ამოცანებთან მიმართებაში;

(12)        „იმპორტიორი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მესამე ქვეყნიდან პროდუქტს ათავსებს ევროკავშირის ბაზარზე;

(13)        „დილერი“ ნიშნავს საცალო მოვაჭრეს ან სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პროდუქტებს გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით ყიდვა-გაყიდვისთვის სთვაზობს ან უჩვენებს მომხმარებლებს ან მემონტაჟეებს კომერციული საქმიანობის პროცესში, იქნება ეს გადასახადის სანაცვლოდ თუ მის გარეშე;

(14)        „მიმწოდებელი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ მწარმოებელს, მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირში, ან იმპორტიორს, რომელიც პროდუქტს ათავსებს ევროკავშირის ბაზარზე;

(15)        „დისტანციური გაყიდვები“ ნიშნავს გაყიდვის, გაქირავების ან განვადებითი ყიდვა-გაყიდვის შეთავაზებას საფოსტო შეკვეთით, ინტერნეტით, ტელემარკეტინგით ან რაიმე იმ სხვა მეთოდით, რომლითაც მოსალოდნელი არაა, რომ პოტენციური მომხმარებელი ნახავს გამოფენილ პროდუქტს;

(16)        „მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს, ქირაოვს ან იღებს პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის, იმის მიუხედავად, ის მოქმედებს თუ არა მისი ვაჭრობის, ბიზნეს საქმიანობის ან პროფესიის მიღმა არსებული მიზნებისთვის;

(17)        „ენერგო ეფექტიანობა“ ნიშნავს შესრულების, მომსახურების, საქონლის ან ენერგიის გამომუშავების თანაფარდობას ენერგიის შეყვანასთან;

(18)        „ჰარმონიზებული სტანდარტი“ ნიშნავს სტანდარტს, რომელიც განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის მე-2(1) მუხლის გ პუნქტში ;

(19)        „ეტიკეტი“ ნიშნავს გრაფიკულ დიაგრამას, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, მათ შორის, ჩაკეტილი შკალა მხოლოდ A-დან G-მდე ასოების გამოყენებით; ამასთან, თითოეული ასო წარმოადგენს ერთ კლასს და თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დანაზოგებს, შვიდი სხვადასხვა ფერით- მუქი მწვანედან წითლამდე, რათა მომხმარებლებს ეცნობოთ ენერგო ეფექტიანობისა და ენერგომოხმარების შესახებ; ის მოიცავს მასშტაბშეცვლილ ეტიკეტებს და უფრო მცირე კლასებისა და ფერების მქონე ეტიკეტებს მე-11 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად;

(20)        „მასშტაბის შეცვლა“ ნიშნავს პროცედურას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის ეტიკეტზე ენერგიის კლასის მიღწევის მოთხოვნებს უფრო ამკაცრებს;

(21)        „მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი“ ნიშნავს კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის ეტიკეტს, რომელმაც გაიარა მასშტაბის შეცვლა და რომელიც განსხვავდება ეტიკეტებისგან მასშტაბის შეცვლამდე და ამავე დროს, ინარჩუნებს ყველა ეტიკეტის ვიზუალურ და შეგრძნებად შეთანხმებულობას;

(22)        „პროდუქტის საინფორმაციო ბარათი“ ნიშნავს სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს პროდუქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით;

(23)        „ტექნიკური დოკუმენტაცია“ ნიშნავს იმ დოკუმენტაციას, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ეტიკეტის სიზუსტე და პროდუქტის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათი, მათ შორის, გამოცდის ოქმები ან მსგავსი ტექნიკური მტკიცებულება;

(24)        „დამატებითი ინფორმაცია“ ნიშნავს დელეგირებულ აქტში აღნიშნულ ინფორმაციას პროდუქტის ფუნქციონარლური და გარემოსდაცვითი მახასიათებლების შესახებ;

(25)        „პროდუქტის მონაცემთა ბაზა“ ნიშნავს მონაცემთა ნაკრებს პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც დალაგებულია სისტემატიზირებული სახით და შედგება მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო ნაწილისგან, სადაც ცალკეული პროდუქტის პარამეტრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონული საშუალებებით, ხხელმისაწვდომობის ონლაინ პორტალით, და შესაბამისობის ნაწილისგან, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მისაწვდომობა და უსაფრთხოების მოთხოვნები;

(26)        „სისწორეზე შემოწმებისას დასაშვები ცდომილებები“ ნიშნავს სისწორეზე შემოწმების იმ გამოცდების გაზომვისა და გაანგარიშების შედეგებიდან მაქსიმალურად დასაშვებ გადახვევას, რომლებიც ტარდება ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მიერ ან მათი ზედამხედველობით, გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრების ღირებულებებთან შედარებით, ლაბორატორიათაშორისი გამოკვლევიდან წარმოშობილი გადახვევის ასახვით.

მუხლი 3

მიმწოდებლების ზოგადი ვალდებულებები

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებს თითოეული ცალკეული პროდუქტს შემთხვევაში, თან ახლდეს, უფასოდ, დაბეჭდილი ზუსტი ეტიკეტები და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათები წინამდებარე რეგულაციის და შესაბამისი დელეგირებული აქტების შესაბამისად.

პროდუქტთან ერთად პროდუქტის საინფორმაციო ბარათის მიწოდების ალტერნატივის სახით, მე-16(3) მუხლის თ პუნქტში მითითებული დელეგირებული აქტებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ მიმწოდებლისთვის საკმარისია ამ პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრების შეყვანა პროდუქტის მონაცემთა ბაზაში. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელმა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათი ნაბეჭდი ფორმით, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდოს დილერს.

დელეგირებული აქტებით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ეტიკეტის დაბეჭდვა პროდუქტის შეფუთვაზე.

2. მიმწოდებელმა დილერს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები მე-11(13) მუხლის შესაბამისად, და პროდუქტის საინფორმაციო ბარათები უნდა მიაწოდოს უფასოდ, სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში ხუთ სამუშაო დღეში დილერის თხოვნით.

3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თავის მიერ მიწოდებული ეტიკეტებისა და პროდუქტის საინფორმაციო ბარათების სიზუსტე და წარადგინოს სიზუსტის შესაფასებლად საკმარისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

4. მოდელის ნიმუშის ამოქმედებისთანავე, მიმწოდებელმა უნდა მოითხოვოს ცალსახა თანხმობა კლიენტისგან იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომლის შენატანასაც აპირებენ ნიმუშში განახლებების მეშვეობით, რომელიც საზიანო იქნებოდა ამ ნიმუშის ენერგო ეფექტიანობის ეტიკეტის პარამეტრებისთვის, როგორც ეს მოცემულია შესაბამის დელეგირებულ აქტში. მიმწოდებელმა მომხმარებელს უნდა აცნობოს პარამეტრების განახლებისა და მათში ცვლილებების, მათ შორის, ეტიკეტის კლასში ნებისმიერი ცვლილების მიზანი. პროდუქტის ექსპლუატაციის საშუალო ვადის პროპორციული პერიოდით, მიმწოდებელმა მომხმარებელს უნდა მისცეს განახლებაზე უარის თქმის ოფცია ფუნქციონალურობის თავიდან აცილებადი ზარალის გარეშე.

5. მიმწოდებელმა ბაზარზე არ უნდა განათავსოს ის პროდუქტები, რომლებიც შექმნილია ისე, რომ მოდელის სამუშაო მახასიათებელი ავტომატურად იცვლება გამოცდის პირობებში იმ ნებისმიერი პარამეტრის უფრო ხელსაყრელი დონის მიღწევის მიზნით, რომელიც მოცემულია შესაბამის დელეგირებულ აქტში ან შეტანილია ამ პროდუქტთან ერთად წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტაციაში.

მუხლი 4

მიმწოდებლების ვალდებულებები პროდუქტის შესახებ მონაცემთა ბაზასთან მიმართებაში

1. 2019 წლის 1 იანვრიდან, მიმწოდებელმა ბაზარზე დელეგირებული აქტით გათვალისწინებული ახალი მოდელის ნიმუშის განთავსებამდე პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო და შესაბამისობის ნაწილებში უნდა შეიტანოს ინფორმაცია ამ მოდელისთვის, როგორც ეს მოცემულია პირველ დანართში.

2. იმ შემთხვევაში, როცა დელეგირებული აქტით გათვალისწინებული მოდელების ნიმუშების ბაზარზე განთავსება ხდება 2017 წლის 1 აგვისტოსა და 2019 წლის 1 იანვარს შორის პერიოდში, მიმწოდებელმა 2019 წლის 30 ივნისისთვის პროდუქტის მონაცემთა ბაზაში უნდა შეიტანოს ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პირველ დანართში, ამ მოდელებთან დაკავშირებით.

პროდუქტის მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანამდე, მიმწოდებელმა ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ინსპექტირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებიდან ან კომისიიდან მიღებული მოთხოვნიდან 10 დღეში.

3. მიმწოდებელს უფლება აქვს, პროდუქტის მონაცემთა ბაზაში შეიყვანოს ინფორმაცია მოდელებისთვის, როგორც ეს მოცემულია პირველ დანართში, რომლის ნიმუშები ექსკლუზიურად განთავსდა ბაზარზე 2017 წლის 1 აგვისტომდე.

4. ის პროდუქტი, რომლისთვისაც ხდება ის ცვლილებები, რომლებიც შეესაბამება ეტიკეტს ან პროდუქტის საინფორმაციო ბარათს, უნდა ჩაითვალოს ახალ მოდელად. მიმწოდებელმა მონაცემთა ბაზაში უნდა მიუთითოს, თუ როდის აღარ განათავსებს ის მოდელის ნიმუშებს ბაზარზე.

5. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 აბზაცებში მითითებული ვალდებულებები არ ვრცელდება კომისიის დელეგირებული რეგულაციებში (EU) No 811/2013[3], (EU) No 812/2013[4] and (EU) 2015/1187[5] მითითებული გამათბობლების შეფუთვებზე იმ შემთხვევაში, როცა ამ შეფუთვებისთვის ეტიკეტების უზრუნველყოფა მხოლოდ დილერის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

6. ბაზარზე მოდელის საბოლოო ნიმუშის განთავსების შემდეგ, მიმწოდებელმა ამ მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა შეინახოს პროდუქტის მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში 15 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როცა მიზანშეწონილია პროდუქტის ვარგისობის ვადასთან დაკავშირებით, უფრო მოკლე შენახვის ვადა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მე-16(3) მუხლის რ პუნქტის შესაბამისად. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში არსებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს ამოღებული.

მუხლი 5

დილერების ვალდებულებები

1. დილერმა უნდა:

(a)        გამოფინოს, ხილვადი ფორმით, მათ შორის, ონლაინ დისტანციური გაყიდვებისთვის, მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი ან ის ეტიკეტი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-2 აბზაცის შესაბამისად შესაბამისი დელეგირებული აქტით გათვალისწინებული მოდელის ნიმუშებისთვის; და

(b)        მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მათ შორის, მოთხოვნის შემთხვევაში, ფიზიკური ფორმით რეალიზაციის პუნქტში.

2. იმ შემთხვევაში, როცა მე-3(1) მუხლის მიუხედავად, დილერს ეტიკეტი არ გააჩნია, მან ის უნდა სთხოვოს მიმწოდებელს მე-3(2) მუხლის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, როცა მე-3(1) მუხლის მიუხედავად, დილერს არ აქვს პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მან ის უნდა სთხოვოს მიმწოდებელს მე-3(2) მუხლის შესაბამისად; ან თუ ის ასე აირჩევს, ზემოაღნიშნული ბარათი ელექტრონული ჩვენებისთვის დაბეჭდოს ან გადმოწეროს პროდუქტის მონაცემთა ბაზიდან, თუ ეს ფუნქციები შესაბამისი პროდუქტისთვის ხელმისაწვდომია.

მუხლი 6

მიმწოდებლების და დილერების სხვა ვალდებულებები

მიმწოდებელმა და დილერმა უნდა:

(a)          მითითება გააკეთონ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასზე და ეფექტიანობის კლასების დიაპაზონზე, რომელიც მისაწვდომია ეტიკეტზე კონკრეტული მოდელის ვიზუალურ რეკლამებში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალებში შესაბამისი დელეგირებული აქტის მიხედვით;

(b)          ითანამშრომლონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან და განახორციელონ დაუყოვნებლივი მოქმედება წინამდებარე რეგულაციასა და შესაბამის დელეგირებულ აქტებში მოცემულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ნებისმიერი შემთხვევის გამოსასწორებლად, რომელიც მათი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება, თავისი საკუთარი ინიციატივით ან მაშინ, როცა ამის გაკეთებას მოითხოვენ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები;

(c)          დელეგირებული აქტებით გათვალისწინებული პროდუქტებისთვის, არ უზრუნველყოს ან გამოფინოს სხვა ეტიკეტები, ნიმუშები, სიმბოლოები ან წარწერები, რომლებიც არ შეესაბამებიან წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებს და შესაბამის დელეგირებულ აქტებს, თუ ასე მოქცევა სავარაუდოდ შეცდომაში შეიყვანდა ან დააბნევდა მომხმარებლებს გამოყენების დროს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით;

(d)          დელეგირებული აქტებით არ გათვალისწინებული პროდუქტებისთვის, არ მიაწოდონ ან გამოფინონ ის ეტიკეტები, რომლებიც ბაძავენ წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს;

(e)          არა ენერგომოხმარების პროდუქტებისთვის, არ მიაწოდონ ან გამოფინონ ის ეტიკეტები, რომლებიც ბაძავენ წინამდებარე რეგულაციით ან დელეგირებული აქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს.

პირველი ქვეაბზაცის დ პუნქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ეტიკეტებზე, თუკი ესეტიკეტები არაა გათვალისწინებული დელეგირებული აქტებით.

მუხლი 7

წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა თავის ტერიტორიებზე არ უნდა შეაფერხონ ბაზარზე იმ პროდუქტების განთავსება ან ექსპულატაციაში გაშვება, რომლებიც შეესაბამებიან წინამდებარე რეგულაციას და შესაბამის დელეგირებულ აქტებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ წახალისების ფორმებს დელეგირებულ აქტში აღნიშნული პროდუქტისთვის, ამ წახალისების ფორმების სამიზნე უნდა იყოს ენერგო ეფექტიანობის ორი უმაღლესი, მნიშვნელოვნად გაჯერებული კლასი ან უფრო მაღალი კლასები, როგორც ეს მოცემულია ამ დელეგირებულ აქტში.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეტიკეტების შემოღებას და ეტიკეტების მასშტაბის შეცვლას თან ახლდეს საგანმანათლებლო და სარეკლამო საინფორმაციო კამპანიები ენერგო ეტიკეტირების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლებთან და დილერებთან თანამშრომლობით. კომისიამ მხარი უნდა დაუჭიროს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას ამ კამპანიებთან დაკავშირებით, მათ შორის, საერთო საკვანძო შეტყობინებების რეკომენდირების მეშვეობით.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ წინამდებარე რეგულაციისა და დელეგირებული აქტების დარღვევების მიმართ მოქმედი ჯარიმების და აღსრულების მექანიზმების წესები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომელიც აუცილებელია მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად. სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. უნდა ჩაითვალოს, რომ ის წესები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტივა 2010/30/EU-ის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, აკმაყოფილებენ ამ აბზაცის მოთხოვნებს ჯარიმებთან დაკავშირებით.

წევრმა სახელმწიფოებმა 2017 წლის 1 აგვისტოსთვის კომისიას უნდა აცნობონ პირველ ქვეაბზაცში მითითებული ის წესები, რომლებიც ადრე არ ეცნობა კომისიას, და უნდა შეუფერხებლად აცნობონ კომისიას იმ ნებისმიერი შემდგომი შესწორების შესახებ, რომლებიც მათზე ახდენენ გავლენას.

მუხლი 8

ევროკავშირის ბაზარზე შემავალი პროდუქტების ევროკავშირის ბაზრის ზედამხედველობა და კონტროლი

1. რეგულაცია (EC) No 765/2008-ის მე-16-29-ე მუხლები ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით.

2. კომისიამ უნდა წაახალისოს და ხელი შეუწყოს თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ბაზრის ზედამხედველობის შესახებ პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით იმ წევრი სახელმწიფოების ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბაზრის ზედამხედველობაზე ან ევროკავშირის ბაზარზე შემავალი პროდუქტების კონტროლზე, და მათსა და კომისიას შორის, მათ შორის, ეკოდიზაინისა და ენერგო ეტიკეტირების შესახებ ეკოდიზაინის საკითხებზე მომუშავე ადმინისტრაციული თანამშრომლობის ჯგუფების (AdCos)უფრო მჭიდროდ ჩართვით.

ინფორმაციის ეს გაცვლა აგრეთვე უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გამოცდის შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ პროდუქტი შეესაბამება წინამდებარე რეგულაციას და შესაბამის დელეგირებულ აქტს.

3. წევრი სახელმწიფოების ბაზრის ზედამხედველობის ზოგადი პროგრამები ან კონკრეტული დარგობრივი პროგრამები, შექმნილი რეგულაცია -ის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა მოიცავდნენ მოქმედებებს წინამდებარე რეგულაციის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად.

4. კომისიამ, ეკოდიზაინისა და ენერგო ეტიკეტირების შესახებ ადმინისტრაციული თანამშრომლობის ჯგუფების კომისიასთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები წინამდებარე რეგულაციის აღსრულებისთვის, კერძოდ, პროდუქტის გამოცდისთვის საუკეთესო პრაქტიკებთან და ბაზრის ზედამხედველობის ეროვნულ ორგანოებსა და კომისიას შორის ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით.

5. ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ, მიმწოდებლისგან ამოიღონ დოკუმენტის ინსპექტირებისა და პროდუქტის ფიზიკური გამოცდის ხარჯები წინამდებარე რეგულაციასთან ან შესაბამის დელეგირებულ აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.

მუხლი 9

იმ პროდუქტებთან დაკავშირებული პროცედურა სახელმწიფო დონეზე, რომლებიც საფრთხეს ქმნიან

1. იმ შემთხვევაში, როცა ერთი წევრი სახელმწიფოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს აქვთ საკმარისი მიზეზი იმის სავარაუდოდ, რომ წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული პროდუქტი საფრთხეს უქმნის წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესების დაცვის ასპექტებს, მაგალითად, გარემოს დაცვით და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებს, მათ შესაბამის პროდუქტთან მიმართებაში უნდა ჩაატარონ შეფასება და მოიცვან ამ საფრთხის შესაბამისი ენერგო ეტიკეტირების ყველა მოთხოვნა, რომლებიც მოცემულია წინამდებარე რეგულაციაში ან შესაბამის დელეგირებულ აქტში. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლებმა და დილერებმა უნდა ითანამშრომლონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან ამ შეფასების მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, როცა პირველ აბზაცში მითითებული შეფასების პროცესში ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები აღმოაჩენენ, რომ პროდუქტი არ შეესაბამება წინამდებარე რეგულაციით ან შესაბამის დელეგირებულ აქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ დაუყოვნებლად უნდა მოითხოვონ მიმწოდებლის, ან საჭიროების შემთხვევაში, დილერისგან ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედების განხორციელება პროდუქტის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ბაზრიდან გამოსათხოვად, ან საჭიროების შემთხვევაში, მისი გონივრულ ვადაში უკან გასაწვევად, იმ რისკის ხასიათის თანაზომიერად, რაც მათ შეიძლება განსაზღვრონ.

რეგულაცია (EC) No 765/2008-ის 21-ე მუხლი ვრცელდება ამ აბზაცში მითითებულ ზომებზე.

3. იმ შემთხვევაში, როცა ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები მიიჩნევენ, რომ მე-2 აბზაცში მითითებული შეუსაბამობის შემთხვევა არ შემოიფარგლება მათი ეროვნული ტერიტორიით, მათ კომისიას და დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობონ შეფასებისა და იმ მოქმედების შედეგების შესახებ, რომლის განხორციელებაც მათ მოსთხოვეს მიმწოდებელს ან დილერს.

4. მიმწოდებელმა ან საჭიროების შემთხვევაში, დილერმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-2 აბზაცის შესაბამისად განხორციელდეს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედება ან შემზღუდველი ქმედება იმ ყველა შესაბამისი პროდუქტის შემთხვევაში, რომლებიც მათ მთელს ევროკავშირში ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა.

5. იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებელი ან საჭიროების შემთხვევაში,დილერი არ ახორციელებს სათანადო მაკორექტირებელ ქმედებას მე-2 აბზაცში მითითებულ პერიოდში, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი დროებითი ზომა თავიანთ ეროვნულ ბაზარზე პროდუქტის ხელმისაწვდომობის ასაკრძალად ან შესაზღუდად, პროდუქტის ამ ბაზრიდან ამოსაღებად ან გასაწვევად.

6. ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს უნდა დაუყოვნებლივ აცნობონ მე-5 აბზაცის შესაბამისად. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა ხელმისაწვდომ დეტალს, კერძოდ, შემდეგს:

  1. შეუსაბამო პროდუქტის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი მონაცემები;
  2. პროდუქტის წარმოშობა;
  3. სავარაუდო შეუსაბამობის ხასიათი და მასთან დაკავშირებული რისკი;
  4. ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების ხასიათი და ხანგრძლივობა და მიმწოდებლის ან საჭიროების შემთხვევაში, დილერის მიერ წამოყენებული არგუმენტები.

კერძოდ, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა მიუთითონ, შეუსაბამობა გამოწვეულია თუ არა იმით, რომ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე რეგულაციაში მოცემული საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასპექტებთან თუ მე-13 მუხლში, რომლითაც ხდება შესაბამისობის პრეზუმფციის გადაცემა, მითითებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებში მოცემულ ნაკლოვანებებთან.

7. წევრმა სახელმწიფოებმა, იმ წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, რომელიც იწყებს პროცედურას, დაუყოვნებლად უნდა აცნობოს კომისიას და დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი მიღებული ზომების და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რომელიც უკავშირდება შესაბამისი პროდუქტის შეუსაბამობას, და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან შეტყობინებულ ეროვნულ დონეზე არსებულ ზომას- მათი უარის შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, როცა მე-6 აბზაცში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 60 დღეში ან წევრი სახელმწიფო ან კომისია წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით უარს არ განაცხადებს, ეს ღონისძიება გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი შესაბამისი შემზღუდველი ზომების, როგორებიცაა, მაგალითად, მათ ბაზრიდან პროდუქტის ამოღება, შესაბამის პროდუქტთან მიმართებაში დაუყოვნებლად მიღება.

მუხლი 10

ევროკავშირის დაცვის პროცედურა

1. იმ შემთხვევაში, როცა მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული პროცედურების დასრულებისას უარი გამოითქმება წევრ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომის წინააღმდეგ, ან როცა კომისია ეროვნულ დონეზე არსებულ ზომას ევროკავშირის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს კონსულტაცია წევრ სახელმწიფოსთან და მიმწოდებელთან ან საჭიროების შემთხვევაში, დილერთან და შეაფასოს ეროვნულ დონეზე არსებული ზომა.

ამ შეფასების შედეგების საფუძველზე, კომისიამ განმახორციელებელი აქტის მეშვეობით უნდა გადაწყვიტოს, ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულია თუ არა, და მას შეუძლია დააყენოს წინადადება შესაბამისი ალტერნატიული ღონისძიების შესახებ. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს მე-18(2) მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით უნდა მიმართოს ყველა წევრ სახელმწიფოს და ის დაუყოვნებლად უნდა გადასცეს მათ და შესაბამის მიმწოდებელს ან დილერს.

3. თუ ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულად ჩაითვლება, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეუსაბამო პროდუქტი ამოღებულ იქნეს მათი ბაზრიდან, და კომისიას ამის შესახებ უნდა აცნობოს. თუ ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გაუმართლებლად მიიჩნევა, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ ეს ზომა უკან უნდა გაიწვიოს.

4. იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულად მიიჩნევა და პროდუქტის შეუსაბამობა უკავშირდება წინამდებარე რეგულაციის მე-9(6) მუხლში მითითებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებში არსებულ ხარვეზებს, კომისიამ უნდა გამოიყენოს რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა.

5. მაკორექტირებელი ან შემზღუდველი ღონისძიებები მე-9 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ან მე-9 პუნქტის ან მე-10(3) მუხლის მიხედვით უნდა გავრცელდეს შეუსაბამო მოდელის ან მისი ექვივალენტური მოდელების ყველა ნიმუშებზე, იმ ნიმუშების გამოკლებით, რომელთა შესაბამისობასაც მიმწოდებელი დაადასტურებს.

მუხლი 11

ეტიკეტების შემოღებისა და მასშტაბის შეცვლის პროცედურა

1. რაც შეეხება მე-4 და მე-5 აბზაცებში მითითებულ პროდუქტების ჯგუფებს, კომისიამ უნდა მოახდინოს იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა, რომლებიც ძალაში იყო 2017 წლის 1 აგვისტოს მე-4 და მე-5 აბზაცების და მე-8-12 აბზაცების მიხედვით.

მე-16(3) მუხლის ბ პუნქტში მოცემული ენერგიისა და ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის მიღწევის მოთხოვნებიდან გადახვევით, იმ შემთხვევაში, როცა მასშტაბის შეცვლით ეს დაზოგვა ვერ მიიღწევა, მან უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, ერთგვაროვანი A-G შკალა.

2. იმ შემთხვევაში, როცა ეტკეტი არ არსებობს პროდუქტის ჯგუფისთვის 2017 წლის 1 აგვისტოს, კომისიას უფლება აქვს, მე-8-12 აბზაცების მიხედვით, შემოიღოს ეტიკეტები.

3. კომისიას უფლება აქვს, დამატებით მოახდინოს იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა, რომელთა რეშკალირება განხორციელდა 1-ი აბზაცის შესაბამისად ან რომლებიც შემოღებულ იქნა მე-2 აბზაცის შესაბამისად იმ შემთხვევაში, როცა სრულდება მე-6 აბზაცის ა ან ბ პუნქტით განთვალისწინებული პირობები, ან მე-8-12 აბზაცების მიხედვით.

4. ერთგვაროვანი A-G შკალის უზრუნველსაყოფად, კომისიამ 2023 წლის 2 აგვისტოსთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღებით იმ პროდუქტების ჯგუფებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ დირექტივა 2010/30/EU-ის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტები, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ გამოფენის მიზნით, წინამდებარე რეგულაციის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტების ძალაში შესვლის თარიღიდან 18 თვეში.

იმ პროდუქტის ჯგუფების თანმიმდევრობის განსაზღვრისას, რომელთა მასშტაბის შეცვლა უნდა განხორციელდეს, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს უმაღლეს კლასებში არსებული პროდუქტების პროპორცია.

5. მე-4 აბზაციდან გამონაკლისის სახით, კომისიამ უნდა:

(a)          წარადგინოს განხილვები იმ პროდუქტის ჯგუფებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია დელეგირებული რეგულაციებით (EU) No 811/2013, (EU) No 812/2013 და (EU) 2015/1187, 2025 წლის 2 აგვისტოსთვის, მათი მასშტაბის შეცვლის მიზნით, დასაჭიროების შემთხვევაში, 2026 წლის 2 აგვისტოსთვის, მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შევსების მიზნით, A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის დელეგირებული აქტები, რომლებითაც ხდება A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღება, უნდა მიღებულ იქნეს არაუგვიანეს 2030 წლის 2 აგვისტოსი.

(b)          2018 წლის 2 ნოემბრისთვის მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია A-G რეშკალირებული ეტიკეტების შემოღებით იმ პროდუქტების ჯგუფებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ კომისიის დელეგირებული რეგულაციები (EU) No 1059/2010 , (EU) No 1060/2010 , (EU) No 1061/2010 , (EU) No 1062/2010 და (EU) No 874/2012 და დირექტივა 96/60/EC, მათი ძალაში შესვლის თარიღიდან 12 თვეში.

6. რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებისთვისაც კომისიას შეუძლია დამატებით მოახდინოს ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა მე-3 აბზაცის მიხედვით, კომისიამ უნდა განიხილოს ეტიკეტი მასშტაბის შეცვლის მიზნით, თუ მისი წინასწარი შეფასებით:

(a)          ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული პროდუქტის ჯგუფს მიკუთვნებული მოდელის ნიმუშების 30% განეკუთვნება უმაღლესი ენერგოეფექტიანობის კლას A-ს და შეიძლება მოსალოდნელი იყოს დამატებითი ტექნოლოგიური განვითარება; ან

(b)          ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული პროდუქტის ჯგუფს მიკუთვნებული მოდელის ნიმუშების 50 % განეკუთვნება უმაღლესი ენერგოეფექტიანობის ორ კლასს- A-ს და B-ს და შეიძლება მოსალოდნელი იყოს დამატებითი ტექნოლოგიური განვითარება.

7. კომისიამ უნდა განახორციელოს ექსპერტული შესწავლა, თუ მისი წინასწარი შეფასებით, მე-6 აბზაცის პუნქტების ა ან ბ პირობები სრულდება.

თუ, კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის, ეს პირობები არ სრულდება შესაბამისი დელეგირებული აქტის ძალაში შესვლის თარიღიდან რვა წლის განმავლობაში, კომისიამ უნდა დაადგინოს, რომელმა ბარიერებმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუშალა ხელი ეტკეტს მისი როლის შესრულებაში.

ახალი ეტიკეტების შემთხვევაში, მან უნდა განახორციელოს მოსამზადებელი შესწავლა სამუშაო გეგმაში მოცემული პროდუქტის ჯგუფების საორიენტაციო სიის საფუძველზე.

კომისიამ უნდა დაასრულოს ექსპერტული შესწავლა, და შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, დელეგირებული აქტის წინასწარი ვერსია წარუდგინოს საკონსულტაციო ფორუმს 36 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კომისიის წინასწარი შეფასებით, მე-6 აბზაცის პუნქტებში ა ან ბ მითითებული პირობები სრულდება. საკონსულტაციო ფორუმმა უნდა განიხილოს წინასწარი და ექსპერტული შესწავლა.

8. ეტიკეტის შემოღების ან მასშტაბის შეცვლის შემთხვევაში, კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსალოდნელი არ იყოს რომელიმე პროდუქტის შესვლა ენერგიის კლას A-ში ეტიკეტის შემოღების მომენტში და ის სავარაუდო დრო, რომლის განმავლობაშიც მოდელების უმრავლესობა შედის ამ კლასში, იყოს, სულ მცირე, 10 წლით გვიან.

9. მე-8 აბზაციდან გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიის უფრო სწრაფად განვითარებაა მოსალოდნელი, მოთხოვნები ისე უნდა განისაზღვროს, რომ არ იყოს პროდუქტების შესვლა ენერგიის კლასებში A და B ეტიკეტის შემოღების მომენტში.

10. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული პროდუქტის ჯგუფისთვის, ენერგო კლასებს E, F ან G მიკუთვნებული მოდელები აღარ დაიშვება ბაზარზე განსათავსებლად ან ექსპლუატაციაში შესაყვანად, დირექტივა 2009/125/EC-ის მიხედვით მიღებული ეკოდიზაინის განმახორციელებელი ზომის გამო, შესაბამისი კლასი ან კლასები უნდა ნაჩვენები იქნეს ეტიკეტზე ნაცრისფრად, როგორც ეს აღნიშნულია შესაბამის დელეგირებულ აქტში. ნაცრისფერი კლასების მქონე ეტიკეტი ვრცელდება მხოლოდ იმ ახალი პროდუქტის ნიმუშებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში.

11. იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მიზეზებით შეუძლებელია ენერგიის იმ შვიდი კლასის განსაზღვრა, რომლებიც შეესაბამებიან მნიშვნელოვან ენერგო- და ხარჯების დანაზოგებს მომხმარებლის პერსპექტივიდან, შესაძლებელია, რომ ეტიკეტი, მე-2 მუხლის მე-14 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, უფრო ნაკლები რაოდენობის კლასებს შეიცავდეს. ამ შემთხვევებში, უნდა შენარჩუნდეს ეტიკეტის მუქი მწვანედან წითელ სპექტრამდე.

12. კომისიამ უნდა განახორციელოს მისთვის ამ მუხლით მე-16 მუხლის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილებები და ვალდებულებები.

13. იმ შემთხვევაში, როცა 1-ი ან მე-3 აბზაცის მიხედვით ხდება ეტიკეტის რეშკალირება:

(a) მიმწოდებელმა პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას როგორც არსებული, ისე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები და პროდუქტის საინფორმაციო ბარათები უნდა მიაწოდოს დილერს ვადით, რომელიც იწყება რეშკალირებული ეტიკეტის ჩვენების დაწყებისთვის შესაბამის დელეგირებულ აქტში მოცემული ვადამდე ოთხი თვით ადრე.

ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, თუ არსებული და მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი მოითხოვენ მოდელის განსხვავებულ გამოცდას, მიმწოდებელს უფლება აქვს აირჩიოს, რომ არ მიაწოდოს არსებული ნიმუში ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული მოდელების ნიმუშებთან ერთად შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ ვადამდე ოთხ თვიან პერიოდში მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დასაწყებად, თუ იმავე მოდელს ან ეკვივალენტურ მოდელებს მიკუთვნებული არც ერთი ნიმუში არ იყო განთავსებული ბაზარზე ან არ იყო ექსპლუატაციაში შეყვანილი ოთხთვიანი პერიოდის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, დილერმა ამ თარიღამდე ეს ნიმუშები გასაყიდად არ უნდა შესთავაზოს. მიმწოდებელმა შესაბამის დილერს ამ შედეგის შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს, მათ შორის, როცა მას ეს ნიმუშები შეაქვს დილერების მიმართ თავის შეთავაზებებში.

(b) მიმწოდებელმა ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში შეყვანილი პროდუქტებისთვის, ოთხ თვიან პერიოდამდე, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი დილერის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარადგინოს მე-3(2)მუხლის შესაბამისად, როგორც ამ პერიოდის დასაწყისიდან. ამ პროდუქტებისთვის, დილერმა უნდა მოიპოვოს რეშკალირებული ეტიკეტი მე-5(2) მუხლის შესაბამისად.

ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით:

(i) იმ დილერს, რომელსაც არ შეუძლია მოიპოვოს მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაცის მიხედვით მის მარაგში უკვე არსებული ნიმუშებისთვის იმის გამო, რომ მიმწოდებელმა შეწყვიტა თავისი საქმიანობა, უნდა დაერთოს ნება, ეს ნიმუშები მხოლოდ არა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტით გაყიდოს შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ თარიღამდე ცხრა თვემდე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დაწყებისთვის; ან

(ii) თუ არა მასშტაბშეცვლილი და მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი მოითხოვს მოდელის განსხვავებულ გამოცდას, მიმწოდებელი თავისუფლდება რეშკალირებული ეტიკეტის მიწოდების ვალდებულებისგან იმ ნიმუშებისთვის, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში ოთხ თვიან პერიოდამდე, თუ ერთსა და იმავე მოდელს მიკუთვნებული ნიმუშები ან ექვივალენტური ნიმუშები არ თავსდება ბაზარზე ან გაიშვება ექსპლუატაციაში ოთხ თვიანი პერიოდის დაწყების შემდეგ. ამ შემთხვევაში, დილერს ნებართვა უნდა მიეცეს, ეს ნიმუშები გაყიდოს მხოლოდ არა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტით შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ თარიღამდე ცხრა თვემდე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დაწყებისთვის.

(a) დილერმა უნდა შეცვალოს იმ პროდუქტებზე არსებული ეტიკეტები, რომლებიც გამოფენილია როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტებით შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნული თარიღიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დასაწყებად. დილერმა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები არ უნდა გამოფინოს ამ თარიღამდე.

ამ აბზაცის ა, ბ და გ პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, მე-16(3) მუხლის ე პუნქტში მითითებული დელეგირებული აქტებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კონკრეტული წესები შეფუთვაზე დაბეჭდილი ენერგო ეტიკეტებისთვის.

მუხლი 12

პროდუქტის მონაცემთა ბაზა

1. კომისიამ უნდა შეადგინოს და აწარმოოს პროდუქტის მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება საჯარო ნაწილის, შესაბამისობის ნაწილის და ონლაინ პორტალისგან, რომელიც იძლევა წვდომას ამ ორ ნაწილზე.

პროდუქტის მონაცემთა ბაზამ არ უნდა ჩაანაცვლონ ან ცვლილება შეიტანონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების პასუხისმგებლობებში.

2. პროდუქტის მონაცემთა ბაზა ემსახურება შემდეგ მიზნებს:

(a) ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მხარდაჭერა წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით გათვალისწინებული მათი ამოცანების შესრულებისას, მათი განხორციელების ჩათვლით;

(b) საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე განთავსებული პროდუქტების და მათი ენერგო ეტიკეტების შესახებ და პროდუქტის საინფორმაციო ბარათების მიწოდება;

(c) კომისიისთვის ენერგო ეფექტიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისთვის, ენერგო ეტიკეტების განხილვის მიზნით.

3. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილი და ონლაინ პორტალი უნდა მოიცავდნენ პირველი დანართის, შესაბამისად, 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილმა უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 აბზაცში მოცემული კრიტერიუმები და პირველი დანართის მე-4 პუნქტში მოცემული ფუნქციონალური კრიტერიუმები.

4. პროდუქტის მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილი უნდა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისა და კომისიისთვის და ის უნდა შეიცავდეს პირველი დანართის მე-3 პუნქტში მოცემულ ინფორმაციას, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 აბზაცში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაციის კონკრეტულ ნაწილებს. შესაბამისობის ნაწილმა უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 და მე-8 აბზაცებში მოცემული კრიტერიუმები და პირველი დანართის მე-4 პუნქტში მოცემული ფუნქციონალური კრიტერიუმები.

5. ტექნიკური დოკუმენტაციის ის სავალდებულო კონკრეტული ნაწილები, რომლებიც მიმწოდებელმა უნდა შეიტანოს მონაცემთა ბაზაში, უნდა მოიცავდნენ მხოლოდ შემდეგს:

(a) მოდელის ზოგადი აღწერა, საკმარისი მისი არაორაზროვანი და მარტივი იდენტიფიცირებისათვის;

(b) მითითებები გამოყენებული ჰარმონიზებულ სტანდარტებზე ან გაზომვის სხვა სტანდარტებზე;

(c) უსაფრთხოების ის წინასწარი კონკრეტული ზომები, რომლებიც უნდა მიღებულ იქნეს მოდელის აწყობის, მონტაჟის, მუშა მდგომარეობაში მოყვანის ან გამოცდისას;

(d) მოდელის გაზომილი ტექნიკური პარამეტრები;

(e) გაზომილი პარამეტრებით ჩატარებული გაანგარიშებები;

(f) გამოცდის პირობები, თუ ისინი ბ პუნქტში არასაკმარისადაა აღწერილი.

დამატებით, მიმწოდებელს უფლება აქვს, ტექნიკური დოკუმენტაციის დამატებითი ნაწილები ნებაყოფლობით ატვირთოს მონაცემთა ბაზაში.

6. როცა მონაცემები, მე-5 აბზაცში მოცემულის გამოკლებით, ან ის მონაცემები, რომლებიც მიუწდომელია მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში, საჭირო გახდებოდა ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისთვის ან/და კომისიისთვის წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მათი ამოცანების შესასრულებლად, მათ უნდა შეძლონ მათი მოპოვება მიმწოდებლისგან, მოთხოვნის საფუძველზე.

7. პროდუქტის მონაცემთა ბაზა უნდა შედგეს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

(a) მიმწოდებლისა და მონაცემთა ბაზის სხვა მომხმარებლებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის მინიმუმამდე შემცირება;

(b) მომხმარებლებზე ორიენტირებულობა და ხარჯების ეფექტურობა; და

(c) ზედმეტი რეგისტრაციის ავტომატურად თავიდან აცილება.

8. მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილი უნდა შედგეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

(a) დაცვა განუზრახველი გამოყენებისგან და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა უსაფრთხოების მკაცრი ზომებით;

(b) ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპზე დამყარებული წვდომის უფლებები;

(c) პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულაცია (EC) No 45/2001-ის და დირექტივა 95/46/EC-ის შესაბამისად, გარემოებებიდან გამომდინარე;

(d) მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა მოქმედების სფეროში, მონაცემთა უფრო დიდი ერთობლიობის ასლის გადაღების თავიდან ასაცილებლად;

(e) მონაცემებზე წვდომის მიკვლევადობა მიმწოდებლისთვის მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

9. მონაცემები მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში უნდა დამუშავდეს კომისიის გადაწყვეტილების (EU, ევორატომი) 2015/443 შესაბამისად[6]. კერძოდ, უნდა გამოყენებულ იქნეს კომისიის გადაწყვეტილების (EU, ევროატომი) 2017/46[7] კონკრეტული კიბერუსაფრთხოების ზომები და მისი განმახორციელებელი წესები. კონფიდენციალურობის დონეში უნდა აისასხოს ის შედეგობრივი ზიანი, რომელიც წარმოიშვება არაუფლებამოსილი პირებისთვის მონაცემთა გამჟღავნებიდან.

10. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს წვდომა და რედაქტირების უფლებები იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას შეჰყავს პროდუქტის მონაცემთა ბაზაში მე-4 მუხლის 1-ი და მე-2 პუნქტების მიხედვით. ცვლილებების შესახებ ჩანაწერი უნდა შეინახოს ბაზრის კვლევის მიზნებისთვის, ნებისმიერი რედაქტირების თარიღების მუდმივი მონიტორინგით.

11. მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილს, უნდა შეეძლოს ადვილად მოახდინონ იმ საუკეთესო ენერგიის კლასის იდენტიფიცირება, რომელიც გაჯერებულია თითოეული პროდუქტის ჯგუფისთვის, და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეადარონ მოდელის მახასიათებლები და აირჩიონ ყველაზე ენერგოეფექტური პროდუქტები.

12. კომისიას უნდა მიეცეს უფლებამოსილება, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით განსაზღვროს პროდუქტის მონაცემთა ბაზის საოპერაციო დეტალები. მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საკონსულტაციო ფორუმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 18(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 13

ჰარმონიზებული სტანდარტები

1. წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით დელეგირებული აქტის მიღების შემდეგ, რომელიც ადგენს ეტიკეტირების კონკრეტულ მოთხოვნებს, კომისიამ რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის შესაბამისად, მითითებები იმ ჰარმონიზებულ სტანდარტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დელეგირებული აქტის გაზომვისა და გაანგარიშების შესაბამის მოთხოვნებს უნდა გამოაქვეყნოს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

2. იმ შემთხვევაში, როცა ეს ჰარმონიზებული სტანდარტები გამოიყენება პროდუქტის შესაბამისობის შეფასებისას, უნდა ჩაითვალოს, რომ მოდელი შეესაბამება დელეგირებული აქტის გაზომვისა და გაანგარიშების შესაბამის მოთხოვნებს.

3. ჰარმონიზებული სტანდარტების მიზანი უნდა იყოს რეალური გამოყენების იმიტირება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და ამასთან, გამოცდის სტანდარტული მეთოდის შენარჩუნება. გამოცდის მეთოდებში დამატებით უნდა გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი ხარჯები მრეწველობისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

4. ჰარმონიზებულ სტანდარტებში ჩართული გაზომვისა და გაანგარიშების მეთოდები უნდა იყონ საიმედო, ზუსტი და აღდგენადი, და მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან ჰარმონიზებული.

მუხლი 14

საკონსულტაციო ფორუმი

1. წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავისი საქმიანობის განხორციელებისას, კომისიამ წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით მიღებულ თითოეულ დელეგირებულ აქტთან და მე-12(12) მუხლის მიხედვით მიღებულ თითოებულ განმახორციელებელ აქტთან მიმართებაში უნდა უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისა და პროდუქტის ჯგუფით დაინტერესებული შესაბამისი მხარეების, მაგალითად, მრეწველობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და კუსტარული წარმოების, პროფესიული კავშირების, მოვაჭრეების, საცალო მოვაჭრეების, იმპორტიორების, გარემოს დაცვის ჯგუფებისა და მომხმარებელთა ორგანიზაციების თანაზომიერი მონაწილეობა. ამ მიზნით, კომისიამ უნდა შექმნას საკონსულტაციო ფორუმი, სადაც ეს მხარეები შეიკრიბებიან. საკონსულტაციო ფორუმის კომბინირება უნდა მოხდეს დირექტივა 2009/125/EC-ის მე-19 მუხლში მითითებულ საკონსულტაციო ფორუმთან.

2. საჭიროების შემთხვევაში, დელეგირებული აქტების მომზადებისას კომისიამ უნდა გამოსცადოს ეტიკეტების დიზაინი და შინაარსი კონკრეტული პროდუქტის ჯგუფებისთვის ევროკავშირის მომხმარებლების წარმომადგენლობით ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს მათ მიერ ეტიკეტების მკაფიოდ გაგება.

მუხლი 15

სამუშაო გეგმა

კომისიამ, მე-14 მუხლში მითითებულ საკონსულტაციო ფორუმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა შეადგინოს გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს. სამუშაო გეგმაში უნდა მოცემულ იქნეს იმ პროდუქტის ჯგუფების საორიენტაციო სია, რომლებიც მიიჩნევიან პრიორიტეტებად დელეგირებული აქტების მისაღებად. სამუშაო გეგმაში აგრეთვე უნდა შემუშავდეს პროდუქტის ჯგუფების ეტიკეტების გადასინჯვისა და მასშტაბის შეცვლის გეგმები მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლის გამოკლებით, რომლებიც ძალაში იყო 2017 წლის 1 აგვისტოს, რომლებისთვისაც რეშკალირება გათვალისწინებულია წინამდებარე რეგუალციის მე-11 მუხლით.

კომისიამ საკონსულტაციო ფორუმთან პერიოდული კონსულტაციის გავლის შემდეგ სამუშაო გეგმა უნდა განაახლოს. სამუშაო გეგმა შეიძლება კომბინირებულ იქნეს დირექტივა 2009/125/EC-ის მე-16 მუხლით მოთხოვნილ სამუშაო გეგმასთან და უნდა განხილულ იქნეს სამ წელიწადში ერთხელ.

კომისიამ უნდა ყოველწლიურად აცნობოს ევროპარლამენტსა და საბჭოს სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

მუხლი 16

დელეგირებული აქტები

1. კომისიას ეძლევა უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები მე-17 მუხლის შესაბამისად, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია კონკრეტული პროდუქტის ჯგუფებისთვის ეტიკეტებთან დაკავშირებული დეტალური მოთხოვნების დადგენით.

2. პირველ აბზაცში მითითებულ დელეგირებულ აქტებში უნდა განისაზღვროს ის პროდუქტების ჯგუფები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ყველაზე ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების შესაბამისად და ევროკავშირის ბაზარზე განთავსებული რაოდენობების გათვალისწინებით, პროდუქტის ჯგუფს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოტენციალი ენერგიის და სადაც ეს შესაძლებელია, სხვა რესურსების დასაზოგად;

(b) პროდუქტის ჯგუფში, ეკვივალენტური ფუნქციონალურობის მქონე მოდელები მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდნენ შესაბამის მწარმოებლურობის დონეებში;

(c) არ უნდა ჰქონდეს ადგილი მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას პროდუქტის ჯგუფის ხელმისაწვდომობასა და ექსპლუატაციის ვადის დანახარჯებთან დაკავშირებით;

(d) პროდუქტის ჯგუფისთვის ენერგო ეტიკეტირების მოთხოვნების შემოღებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება არ უნდა იქონიოს პროდუქტის ფუნქციონალურობაზე მოხმარების დროს;

3. კონკრეტულ პროდუქტის ჯგუფთან დაკავშირებულ დელეგირებულ აქტებში, კერძოდ, უნდა განისაზღვროს შემდეგი:

(a) კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის განმარტება, რომელიც შედის მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემული „ენერგომოხმარების პროდუქტები“ განმარტებაში, რომელიც უნდა გათვალისწინებულ იქნეს ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნებით;

(b) ეტიკეტის დიზაინი და შინაარსი, მათ შორის, მასშტაბი, რომელიც აჩვენებს A-G-სგან შემდგარი ენერგიის მოხმარებას, რომელსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჰქონდეს დიზაინის ერთიანი მახასიათებლები პროდუქტის მთელს ჯგუფებში, და რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. კლასიფიკაციის A-G ეტაპები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიისა და ხარჯების მნიშვნელოვან დანაზოგებს და პროდუქტის სათანადო დიფერენციაციას მომხმარებლის პერსპექტივიდან გამომდინარე. მან აგრეთვე უნდა განსაზღვროს ის, თუ კლასიფიკაციის A-G ეტაპები და საჭიროების შემთხვევაში, ენერგომოხმარება როგორ იქნება ნაჩვენები ეტიკეტზე გამოსაჩენ ადგილზე;

(c) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რესურსების და პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოყენება, რა შემთხვევაშიც ეტიკეტზე ხაზი უნდა გაესვას პროდუქტის ენერგო ეფექტიანობას. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს არაორაზროვანი და მას უარყოფითი ზემოქმედება არ უნდა ჰქონდეს ეტიკეტის, როგორც მთლიანის, მკაფიოდ გაგებასა და ეფექტიანობაზე მომხმარებლებისთვის. ის უნდა ეფუძნებოდეს პროდუქტის იმ ფიზიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც გაზომვადია და შემოწმებადია ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მიერ;

(d) საჭიროების შემთხვევაში, მითითების ჩართვა ეტიკეტზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვრონ ჭკვიანი ენერგოეფექტური პროდუქტები, ანუ რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად შეცვალონ თავისი მოხმარების ნორმები და მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია ისეთ გარე სტიმულებზე საპასუხოდ, როგორებიცაა სიგნალები სახლის ცენტრალური ენერგო მართვის სისტემიდან ან ამ სისტემის მეშვეობით, ფასის სიგნალები, პირდაპირი კონტროლის სიგნალები, ადგილობრივი გაზომვა) ან შეუძლიათ იმ სხვა მომსახურებების მიწოდება, რომლებიც ზრდიან განახლებადი ენერგიის ენერგოეფექტიანობას და განთავსებას, მთელს ენერგოსისტემაში ენერგიის გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესების მიზნით;

(e) ის ადგილები, სადაც ეტიკეტი უნდა გამოიფინოს,მაგალითად, პროდუქტის ნიმუშზე დართვით, სადაც ის არ დაზიანდება, შეფუთვაზე დაბეჭდვით, ელექტრონული ფორმატით ან ონლაინ გამოფენით, მე-3(1) მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, და შედეგები მომხარებლების, მიმწოდებლებისა და დილერებისთვის;

(f) საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტების ეტიკეტირების ელექტრონული საშუალებები;

(g) ის ფორმა, რომლითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს ეტიკეტი და პროდუქტის საინფორმაციო ბარათი დისტანციური გაყიდვების შემთხვევაში;

(h) მოთხოვნილი შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში, ფორმატი და სხვა დეტალები პროდუქტის საინფორმაციო ბარათთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრების მონაცემთა ბაზაში შეყვანის შესაძლებლობა მე-3(1) მუხლის შესაბამისად;

(i) სისწორეზე შემოწმებისას დასაშვები ცდომილებები, რომლებიც უნდა გამოიყენონ წევრმა სახელმწიფოებმა მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას;

(j) როგორ უნდა მოხდეს ენერგიის კლასისა და ეტიკეტზე არსებული ეფექტიანობის კლასების დიაპაზონის ჩართვა ვიზუალურ რეკლამებში და ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, მათ შორის, გარჩევადობა და ხილვადობა;

(k) მე-13 მუხლში მითითებული გაზომვისა და გაანგარიშების მეთოდები, რომლებიც უნდა გამოყენებულ იქნეს ეტიკეტისა და პროდუქტის საინფორმაციო ბარათის განსაზღვრისთვის, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) განმარტება, ან ეკვივალენტური პარამეტრი;

(l) უფრო დიდი ზომის მოწყობილობებისთვის საჭიროა თუ არა ენერგოეფექტიანობის უფრო მაღალი დონე ენერგიის მოცემული კლასის მისაღწევად;

(m) ეტიკეტზე იმ დამატებითი მითითებების ფორმატი, რომელიც მომხმარებლებს ელექტრონული საშუალებებით წვდომას აძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციაზე იმ პროდუქტის მახასიათებლის შესახებ, რომელიც შეტანილია პროდუქტის საინფორმაციო ბარათში. ამ მითითებების ფორმატმა უნდა მიიღოს ვებ-გვერდის მისამართის, სწრაფი გამოხმაურების კოდის (QR კოდის), ონლაინ ეტიკეტებზე ბმულის ან სხვა ნებისმიერი შესაბამისი, მომხმარებელზე ორიენტირებული საშუალებების ფორმა;

(n) როგორც, როცა შესაბამისი ენერგიის კლასები აღწერენ პროდუქტის მიერ ენერგიის მოხმარებას გამოყენებისას, უნდა იქნეს ნაჩვენები პროდუქტის ინტერაქტიულ დისპლეიზე;

(o) მონაცემები დელეგირებული აქტის შესაფასებლად და შესაძლო შემდგომი შესწორებისთვის;

(p) საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებები ენერგო ეფექტიანობაში განსხვავებულ კლიმატურ რეგიონებში;

მე-4(6) მუხლში შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციის შენახვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, 15 წელზე ნაკლები შენახვის პერიოდი, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ექსპლუატაციის საშუალო ვადასთან მიმართებაში.

4. კომისიამ უნდა მიიღოს ცალკე დელეგირებული აქტი თითეული კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის. როცა კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის დელეგირებული აქტის დროის განრიგის შესახებ, მან მიღება არ უნდა გადადოს სხვა კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის შესახებ დელეგირებული აქტის მიღებასთან დაკავშირებული მიზეზებით, თუკი განსაკუთრებული გამონაკლისები სხვა რამეს ითხოვენ.

5. კომისიამ უნდა აწარმოოს განახლებული ინვენტარიზაცია ყველა შესაბამისი დელეგირებული აქტის, აგრეთვე იმ ზომების, რომლებიც შეიმუშავებენ დირექტივა 2009/125/EC-ს, მათ შორის, სრული მითითებები ყველა შესაბამის ჰარმონიზებულ სტანდარტზე.

მუხლი 17

დელეგირების განხორციელება

1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება კომისიას ენიჭება 2017 წლის 1 აგვისტოდან ექვსი წლის ვადით. კომისიამ უნდა შეადგინოს ანგარიში უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ექვსწლიანი პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს ცხრა თვით ადრე. უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად უნდა გაგრძელდეს იდენტური ხანგრძლივობის ვადებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო გამოხატავს წინააღმდეგობას ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით თითოეული ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე.

3. მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-16 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ზემოაღნიშნული ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. ის გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი ნებისმიერი დელეგირებული აქტის მოქმედებაზე.

4. დელეგირებული აქტის მიღებამდე, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ექსპერტებთან 2016 წლის 13 აპრილის უკეთესი კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინსტიტუტთაშორის შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად. წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა კონსულტაცია უნდა გაიმართოს მე-14 მუხლის შესაბამისად კონსულტაციის შემდეგ.

5. დელეგირებულ აქტის მიღებისთანავე, კომისიამ ერთდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.

6. მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და მე-16 მუხლის თანახმად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ მათთვის შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო აცნობებენ ევროკომისიას, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან მას. ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით, ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი თვით.

მუხლი 18

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს დირექტივა 2009/125/EC-ის მე-19 მუხლით შექმნილმა კომიტეტმა. ეს კომიტეტი უნდა იყოს კომიტეტი რეგულაციით (EU) No 182/2011 გათვალისწინებული მნიშვნელობით.

2. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცზე, გამოიყენება რეგულაცია (EU) No 182/2011-ის მე-5 მუხლი.

მუხლი 19

შეფასება და ანგარიში

2025 წლის 2 აგვისტოსთვის, კომისიამ უნდა შეაფასოს წინამდებარე რეგულაციის განხორციელება და ანგარიში გადაუგზავნოს ევროპარლამენტსა და საბჭოს. ამ ანგარიშში უნდა შეფასდეს, თუ წინამდებარე რეგულაცია და მის მიხედვით მიღებული დელეგირებული და განმახორციელებელი აქტები რამდენად ეფექტიანად აძლევენ შესაძლებლობას მომხმარებლებს, აირჩიონ უფრო მეტად ეფექტიანი პროდუქტები, ბიზნეს საქმიანობაზე, ენერგომოხმარებაზე, სათბური აირების გაფრქვევებზე, ბაზარზე ზედამხედველობის საქმიანობებზე მისი ზემოქმედების შეფასების გათვალისწინებით, და მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების ღირებულება.

მუხლი 20

გაუქმება და გარდამავალი ზომები

1. დირექტივა 2010/30/EEC ცხადდება ძალადაკარგულად 2017 წლის 1 აგვისტოდან.

2. მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე უნდა განიმარტოს, როგორც მითითებები წინამდებარე რეგულაციაზე და ისინი უნდა წაკითხულ იქნეს მე-2 დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

3. მოდელებისთვის, რომელთა ნიმუშები ბაზარზე განთავსდა ან ექსპლუატაციაში შევიდა დირექტივა 2010/30/EU-ის მიხედვით 2017 წლის 1 აგვისტომდე, მიმწოდებელმა იმ პერიოდით, რომელიც სრულდება ბოლო ნიმუშის წარმოებიდან ხუთი წლის შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინსპექტირებისთვის ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებიდან ან კომისიიდან მიღებული თხოვნიდან 10 დღის განმავლობაში.

4. დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლისა და დირექტივა 96/60/EC-ის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტები ძალაში უნდა დანრჩნენ წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტით გაუქმებამდე, რომელიც მოიცავს შესაბამის პროდუქტის ჯგუფს.

წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოიყენება იმ პროდუქტის ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტებით, და დირექტივა 96/60/EC-ით.

5. დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტებით, ან დირექტივა 96/60/EC-ით უკვე გათვალისწინებული პროდუქტის ჯგუფებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა კომისია იღებს დელეგირებულ აქტებს წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, დირექტივა 2010/30/EU-ით დადგენილი ენერგოეფექტიანობის კლასიფიკაციიის გამოყენება, წინამდებარე რეგულაციის მე-16(3) მუხლის ბ პუნქტიდან გამონაკლისის სახით, შეიძლება გაგრძელდეს იმ თარიღამდე, როცა გამოყენებადი ხდება ის დელეგირებული აქტები, რომლებსაც შემოაქვთ მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები წინამდებარე რეგულაციის მე-11 მუხლის მიხედვით.

მუხლი 21

ძალაში შესვლა და გამოყენება

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეოთხე დღეს.

ის გამოიყენება 2017 წლის 1 აგვისტოდან.

მეორე აბზაციდან გამონაკლისის სახით, მე-4 მუხლი, რომელიც შეეხება მიმწოდებლების ვალდებულებებს პროდუქტის მონაცემთა ბაზასთან მიმართებაშ, გამოიყენება 2019 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა მთლიანად და ის გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

შედგენილია სტრასბურგში, 2017 წლის 4 ივლისს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ა. ტაჯანი

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

მ. მაასიკა სი

 

დანართი I

პროდუქტის მონაცემთა ბაზაში შესაყვანი ინფორმაცია და ფუნქციონალური კრიტერიუმები მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილისთვის

1. მიმწოდებლის მიერ მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში შესაყვანი ინფორმაცია:

(a) მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი, მისამართი, საკონტაქტი ინფორმაცია და სხვა იურიდიული საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

(b) მოდელის იდენტიფიკატორი;

(c) ეტიკეტი ელექტრონულ ფორმატში;

(d) ენერგოეფექტიანობის კლას(ებ)ი და ეტიკეტის სხვა პარამეტრები;

(e) პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრები ელექტრონულ ფორმატში.

2. კომისიის მიერ ონლაინ პორტალში შესაყვანი ინფორმაცია:

(a) წევრი სახელმწიფოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების საკონტაქტო ინფორმაცია;

(b) სამუშაო გეგმა მე-15 მუხლის შესაბამისად;

(c) საკონსულტაციო ფორუმის ოქმები;

(d) დელეგირებული და განმახორციელებელი აქტების, გარდამავალი გაზომვის და გაანგარიშების მეთოდი და გამოყენებადი ჰარმონიზებული სტანდარტების ინვენტარიზაცია.

3. მიმწოდებლის მიერ მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში შესატანი ინფორმაცია:

(a) ბაზარზე უკვე განთავსებული ყველა ექვივალენტური მოდელის მოდელის იდენტიფიკატორი;

(b)  მე-12(5) მუხლში აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია.

კომისიამ უნდა უზრუნველყოს ბმული ბაზარზე ზედამხედველობის საინფორმაციო და საკომისიო სისტემაზე, რომელიც მოიცავს წევრი სახელმწიფოების მიერ შესრულებული შესაბამისობის შემოწმებების და მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებების შედეგს.

4. ფუნქციონალური კრიტერიუმები პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილისთვის:

 (a) თითოეული პროდუქტის მოდელის აღდგენა უნდა შესაძლლებელი იყოს ცალკეული ჩანაწერის სახით;

 (b) მან უნდა მოახდინოს თითოეული მოდელის ენერგოეტიკეტის ერთჯერადად სანახავი, გადმოსაწერი და დასაბეჭდი ფაილის გენერირება, აგრეთვე პროდუქტის დასრულებული საინფორმაციო ბარათის ლიგვისტური ვერსიების გენერირება ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე;

 (c) ინფორმაცია უნდა იყოს მანქანის მიერ წაკითხვადი, დახარისხებადი და მოძიებადი უსასყიდლოდ, ამასთან, დაცული უნდა იყოს მესამე მხარის მიერ გამოყენების ღია სტანდარტები;

 (d) ონლაინ ტექნიკური დახმარების სამსახური ან მიმწოდებლის საკონტაქტო პირი უნდა დადგინდეს და შენარჩნდეს, პორტალზე მკაფიო მითითების გაკეთებით.

დანართი II

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2010/30/EU

წინამდებარე რეგულაცია

მუხლი 1(1)

მუხლი 1(1)

მუხლი 1(2)

მუხლი 1(3)(a) და (b)

მუხლი 1(2)(a) და (b)

მუხლი 1(3)(c)

მე-2 მუხლი

მე-2 მუხლი

მუხლი 2(a)

მუხლი 2, პუნქტი 1

მუხლი 2(b)

მუხლი 2, პუნქტი 22

მუხლი 2(c)

მუხლი 2(d)

მუხლი 2(e)

მუხლი 2(f)

მუხლი 2(g)

მუხლი 2, პუნქტი 13

მუხლი 2(h)

მუხლი 2, პუნქტი 14

მუხლი 2(i)

მუხლი 2, პუნქტი 8

მუხლი 2(j)

მუხლი 2, პუნქტი 9

მუხლი 2(k)

მუხლი 3

მე-7 მუხლი

მუხლი 3(1)(a)

მუხლი 7(3)

მუხლი 3(1)(b)

მუხლი 6(c)

მუხლი 3(1)(c)

მუხლი 7(3)

მუხლი 3(1)(d)

მუხლი 8(2)

მუხლი 3(2)

მუხლი 6(b) და მუხლი 9

მუხლი 3(3)

მუხლი 8(1)

მუხლი 3(4)

მუხლი 4(a)

მუხლი 5

მუხლი 4(b)

მუხლი 4(c)

მუხლი 6(a)

მუხლი 4(d)

მუხლი 6(a)

მუხლი 5

მუხლი 3(1) და მუხლი (6)

მუხლი 5(a)

მუხლი 3(1)(a)

მუხლი 5(b), პუნქტები (i), (ii), (iii) და (iv)

მუხლი 4(6) და დანართი I

მუხლი 5(c)

მუხლი 4(6)

მუხლი 5(d)

მუხლი 3(1)

მუხლი 5(d), მეორე ქვეაბზაცი

მუხლი 3(1)

მუხლი 5(e)

მუხლი 3(1)

მუხლი 5(f)

მუხლი 5(g)

მუხლი 3(1)

მუხლი 5(h)

მე-6 მუხლი

მუხლი 5(1) და მუხლი (6)

მუხლი 6(a)

მუხლი 5(1)(a)

მუხლი 6(b)

მუხლი 5(1)(a)

მუხლი 7

მუხლში 16(3)(e) და (g)

მუხლი 8(1)

მუხლი 7(1)

მუხლი 8(2)

მუხლი 9(3)

მუხლი 7(2)

მუხლი 9(4)

მუხლი 10(1)

მუხლი 16

მუხლი 10(1), მეორე აბზაცი

მუხლი 16(2)

მუხლი 10(1), მესამე აბზაცი

მუხლი 10(1), მეოთხე აბზაცი

მუხლი 16(3)(c)

მუხლი 10(2)(a)

მუხლი 16(2)(a)

მუხლი 10(2)(b)

მუხლი 16(2)(b)

მუხლი 10(2)(c)

მუხლი 10(3)(a)

მუხლი 10(3)(b)

მუხლი 10(3)(c)

მე-14 მუხლი

მუხლი 10(3)(d)

მუხლი 10(4)(a)

მუხლი 16(3)(a)

მუხლი 10(4)(b)

მუხლი 16(3)(კ)

მუხლი 10(4)(c)

მუხლი 16(3)(h)

მუხლი 10(4)(d)

მუხლი 16(3)(b)

მუხლი 10(4)(d), მეორე აბზაცი

მუხლი 10(4)(d), მესამე აბზაცი

მუხლი 16(3)(b)

მუხლი 10(4)(d), მეოთხე აბზაცი

მუხლი 11(3)

მუხლი 10(4)(d), მეხუთე აბზაცი

მუხლი 11

მუხლი 10(4)(e)

მუხლი 16(3)(e)

მუხლი 10(4)(f)

მუხლი 16(3)(h)

მუხლი 10(4)(g)

მუხლი 16(3)(j)

მუხლი 10(4)(h)

მუხლი 11(3)

მუხლი 10(4)(i)

მუხლი 16(3)(i)

მუხლი 10(4)(j)

მუხლი 16(3)(o)

მუხლი 11(1)

მუხლი 17(2)

მუხლი 11(2)

მუხლი 17(5)

მუხლი 11(3)

მუხლი 17(1)

მუხლი 12(1)

მუხლი 17(3)

მუხლი 12(2)

მუხლი 12(3)

მუხლი 17(3)

მე-13 მუხლი

მუხლი 17(6)

მუხლი 14

მუხლი 19

მუხლი 15

მუხლი 7(4)

მუხლი 16

მუხლი 17

მუხლი 20

მუხლი 18

მუხლი 21

მუხლი 19

მუხლი 21

დანართი I

დანართი I

დანართი III

დანართი III

 


1 ოფიციალური ჟურნალი C 82, 3.3.2016, გვ. 6.

2 ევროპარლამენტის 2017 წლის 13 ივნისის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და საბჭოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

3 კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის დელეგირებული რეგულაცია (EU) No 811/2013, რომლითაც ივსება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2010/30/EU შენობის გამათბობლებთან, კომბინირებულ გამათბობლებთან, შენობის გამათბობლების შეფუთვებთან, ტემპერატურის მაკონტროლებეთან და მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობასთან და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მაკონტროლებლის და მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილიბოს შეფუთვებთნა დაკავშირებით  (ოფიციალური ჟურნალი L 239, 6.9.2013, გვ. 1).

4 კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის დელეგირებული რეგულაცია (EU) No 812/2013, რომლითაც ივსება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2010/30/EU წყლის გამაცხელებლების, ცხელი წყლის ცისტერნების და წყლის გამაცხელებლების შეფუთვების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით (ოფიციალური ჟურნალი L 239, 6.9.2013, გვ. 83).

5 კომისიის 2015 წლის 27 აპრილის დელეგირებული რეგულაცია (EU 2015/1187, რომლითაც ივსება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2010/30/EU მყარი საწვავის საქვაბეებისა და მყარი საწვავის საქვაბის შეფუთვების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მაკონტროლებლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებით (ოფიციალური ჟურნალი L 193, 21.7.2015, გვ. 43).

6 კომისიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (EU, ევროატომი) 2015/443 კომისიაში უსაფრთხოების შესახებ (OJ L 72, 17.3.2015, გვ. 41).

7 კომისიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება (EU, ევროატომი) ევროკომისიაში საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შესახებ (OJ L 6, 11.1.2017, გვ. 40).