ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016322
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
22/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
300280000.16.009.016322
ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/11/2019 - 22/10/2020)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №27

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №2).

3. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი №1 – დანართი №6-ის, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესისა“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და დანართი №1 – დანართი №6, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია