დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016962 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/04/2020 - 10/11/2023)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 დეკემბრის №96 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 09/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016921).
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი
მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) და სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შორის (შემდგომ – უფლებამოსილი სუბიექტი) მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებული მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს. 2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ERC-„112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C”, „P", „S“ და „F-R“) მიხედვით შემდეგი პრინციპით: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით; დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით; ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) ტერმინი „საკონსულტაციო“ აღნიშნავს იმგვარ შეტყობინებას, როდესაც უფლებამოსილი სუბიექტისთვის შეტყობინების გადაცემა არ ხორციელდება. ამასთან, ნუსხაში მითითებული ინციდენტების დახასიათება არის პირობითი ხასიათის. 4. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს განხორციელებული სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას. მუხლი 2 1. ქ. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი შეტყობინება გადაეცემა შესაბამისი რაიონის ოცეულის მეთაურს, როგორც რადიოკავშირის (რადიოეთერის დაკავების შემთხვევაში – ტელეფონით), ასევე ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. ოცეულის მეთაურთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაკავშირება ხდება შესაბამისი რაიონის თავისუფალ ეკიპაჟთან. 2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გამოძახებაზე გასაგზავნი შესაბამისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟის/ეკიპაჟების (შემდგომ – საპატრულო ეკიპაჟი) განსაზღვრის შესახებ. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური პირადად ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟს გადასცემს შემოსულ შეტყობინებას პირველადი რეაგირების მიზნით რადიოკავშირის და ბორტ კომპიუტერებზე არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პროგრამის საშუალებით. პირადად გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შესახებ ატყობინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟთან შემდგომ კოორდინირებულ მუშაობას. 4. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური საპატრულო ეკიპაჟის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს ცვლილების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფის მიზნით. 5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური ვალდებულია ცვლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდეს წვდომა ERC – „112“-ის პროგრამასთან ბორტ კომპიუტერის საშუალებით, ხოლო პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს. 6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერი ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურის მიერ გამოყოფილ საპატრულო ეკიპაჟს/ეკიპაჟებს და მიაწოდოს ინფორმაცია გამოძახების მისამართის, შემთხვევის და შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ; ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟთან უშუალოდ დაკავშირების შემთხვევაში საქმის გადაცემა ასახოს პროგრამულად; გ) პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისვლის, საქმის დასრულების და დამდგარი შედეგის შესახებ დააფიქსიროს პროგრამულად. მუხლი 3 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია: ა) რადიოკავშირით ან ტელეფონით მიმართვისას დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; ბ) ინფორმაცია შეტყობინების მიღების შემდეგ დააფიქსიროს პროგრამულად და რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით დაუდასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; გ) მიღებულ საქმეზე რეაგირების შეფერხების შემთხვევაში (თუ საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო სხვა შემთხვევას ან საპატრულო ეკიპაჟის გადაადგილება ფერხდება ავტომანქანის ტექნიკური პრობლემის გამო და ა.შ.) მიზეზი დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს; დ) შემთხვევის ადგილზე გასვლა, მისვლა, დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია და საქმის დასრულება დააფიქსიროს პროგრამულად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით; ე) აცნობოს უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დისპეტჩერს დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის ან სხვა სამსახურის საჭიროების შესახებ. მუხლი 4 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC - „112“-ის მეშვეობით. 2. სამუშაო პროცესის მუდმივ რეჟიმში პროგრამული ხედვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო ვალდებულია: ა) დაუყონებლივ გადასცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოებიდან, მეტროპოლიტენის სამმართველოებისა და ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოდან მიღებული განწესი; ბ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის გადაცემული შეტყობინება ნომრით და შინაარსით დააფიქსიროს ERC-„112“-ის პროგრამაში შესაბამისი საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში); გ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს. მუხლი 5 1. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით. 2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა“, „დასრულებულია“, ასევე დააფიქსიროს საქმეზე გასული ეკიპაჟის საძახისი, მისვლა და დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის „მიმდინარე“ მინიჭების შემდეგ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის პროგრამის საქმის სარეგისტრაციო ფორმაში (შემდგომ – საქმის სარეგისტრაციო ფორმა) დააფიქსიროს აღნიშნული ინფორმაცია; გ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; დ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; ე) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ვ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. მუხლი 6 1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო შეტყობინების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს რეაგირებას და განხორციელებული რეაგირების შესახებ აფიქსირებს საქმეში შემდეგ ინციდენტებს: ა) უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; ბ) არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; გ) დაკარგული სანომრე ნიშნის შესახებ; დ) ნაპოვნი სანომრე ნიშნის შესახებ; ე) მიტოვებული ავტომანქანის შესახებ; ვ) ალკოტესტიანი ეკიპაჟის მოთხოვნის შესახებ; ზ) პარკირების პრობლემის შესახებ, გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა; თ) იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინებები); ი) ახდილი ჭის ლუქის შესახებ; კ) საგზაო/სარემონტო სამუშაოების შესახებ; ლ) პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან. 2 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინციდენტზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შეტყობინებას უგზავნის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. მუხლი 7 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC – „112“-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. ERC-„112“-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“ და შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს შესაბამის დანაყოფს რადიოკავშირის ან ტელეფონის საშუალებით; ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით – „გაგზავნილია ბრიგადა“; გ) იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში) დააფიქსიროს ეს ინფორმაცია; დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; ე) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება და გადასცეს შესაბამის დანაყოფს; ვ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით; ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. მუხლი 8 სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-სა და ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – სატელეფონო კავშირის საშუალებით. მუხლი 9 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის მეშვეობით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; გ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩათი).
|
დანართი №1
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები