„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021930
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
218
03/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
280120000.10.003.021930
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/04/2020 - 23/05/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2020 წლის 3 აპრილი 

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 280120000.10.003.021690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამაში“:

1. დანართ 1.1-ის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ვ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებული და ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობით დადასტურებული პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიულ ერთეულს; 

ბ) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;

გ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

დ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

ე) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ვ) რომელიც ამ მომსახურების საჭიროების მქონედ იდენტიფიცირებულია სოციალური მუშაკის მიერ და რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ზ) სადაც ცხოვრობს ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე;

თ) ამ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთისა და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ბენეფიციარის/ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის მიმართვისა და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში) ბენეფიციარზე/ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ შეიძლება, გაიცეს ოჯახში მყოფი ბავშვების რაოდენობის მიხედვით არაუმეტეს ექვსი ვაუჩერისა;“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი.“.

2. დანართ 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას ოჯახის პირობებში მშობლების/ძირითადი მომვლელების მონაწილეობით;

დ.ბ) 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, რომელიც სახლის გარდა შეიძლება, იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა ან სხვა ადგილი, სადაც ბავშვი ატარებს დროის დიდ ნაწილს და ჯგუფურ მომსახურებას, მათ შორის, წყვილებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურებულია მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნით, ინდივიდუალური მომსახურება შესაძლებელია, ასევე განხორციელდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში, რაც გაწერილი იქნება ინდივიდუალურ გეგმაში. საჭიროების შემთხვევაში (არაუმეტეს თვეში გასაწევი მომსახურების 50%-ისა), წყვილებში ან ჯგუფში მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს მიმწოდებელთან დაწესებულებაში მათი მშობლების/ძირითადი აღმზრდელების მონაწილეობით, ჯგუფური მუშაობის საჭიროება ასახულია ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში. ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არის 5, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროფესიული ზედამხედველობა და მხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მოწვეული პროფესიული ზედამხედველისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან):

თ.ა) პროფესიული ზედამხედველი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

თ.ა.ა) მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი;

თ.ა.ბ) ბავშვებთან პროფესიული მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება, აქედან უწყვეტად უკანასკნელი 3 წელი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში;

თ.ა.გ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის დასრულების ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი/დიპლომი (ადგილობრივი  სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან);

თ.ა.დ) ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი სუპერვიზიაში (ადგილობრივი  სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან);

თ.ბ) პროფესიული ზედამხედველის სამუშაო მოიცავს:

თ.ბ.ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას, ჩანაწერის წარმოებასა და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას;

თ.ბ.ბ) ბენეფიციარის ინდივიდუალური შემთხვევის, პირადი საქმისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შემოწმებასა და დახვეწის ხელშეწყობას;

თ.ბ.გ) ბენეფიციარის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამიდან გასვლის/სხვა სამედიცინო, სოციალურ ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის საჭიროების დროულ იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას;

თ.ბ.დ) მის სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური შეხვედრების ორგანიზებას შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდისა და სერვისშიდა ტრენირების მიზნით, ასევე სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაციას;

თ.ბ.ე) ბენეფიციარის მშობლებთან შეხვედრების განხორციელების კონტროლს (ინდივიდუალური გეგმის შემუშავების/ცვლილების მიზნით, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ან/და სატელეფონო კონსულტაციის განხორციელებას).“;

ბ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 20 ლარით (ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან).“.

3. დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

„ა.გ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;“;

ბ.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში  ჩართვის ხელშეწყობას;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის დღის ცენტრი დამატებით მოიცავს:

ე.ა) ბენეფიციარის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ამაღლების ხელშეწყობას;

ე.ბ)  ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.“.

4. დანართ 1.8-ის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (19 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 9,5 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“.

5. დანართ 1.9-ის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება, ასევე მინდობით აღსაზრდელი, რომელიც სარგებლობს ამ ქვეპროგრამის მომსახურებით, გახდა სრულწლოვანი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დარეგისტრირებულია პროფესიულ/უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხ კანდიდატად, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.“.

6. დანართ 1.10-ის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) და, საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“  და „რ“ ქვეპუნქტები:

„პ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში  ჩართვის ხელშეწყობა;

ჟ) ამ მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;

რ) მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.“.

7. დანართ 1.11-ის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ა.ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ყოველდღიურად, მაგრამ არაუმეტეს კვირაში 40 საათისა, სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ლ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში  ჩართვის ხელშეწყობას;“;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ო“ და „გ.პ“ ქვეპუნქტები:

„გ.ო) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში  ჩართვის ხელშეწყობას;

გ.პ) ბენეფიციართა ჯგუფურ დასვენებას საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში, წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულებამდე.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს  3 300 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მობილური ჯგუფი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს არასრული შემადგენლობით, მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მაგრამ კალენდარულ წელიწადში არაუმეტეს 2 შემთხვევისა და ერთჯერადად ზედიზედ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკრეტული მობილური ჯგუფისთვის მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.  მომსახურების მიმწოდებელმა მობილური ჯგუფის არასრული შემადგენლობით მომსახურების მიწოდების მიზეზების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მომსახურება მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ანგარიშის წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. ამასთან, მობილური ჯგუფის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ანაზღაურებისას მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში ანგარიშის წარდგენის ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მიერ შესაბამისი თვის განმავლობაში გაწეული მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.“.

8. დანართ 1.12-ის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, შეფასებულნი არიან მულტიგუნდის მიერ, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა  სადღეღამისო  სპეციალიზებული  დაწესებულებიდან  გადასაყვანი  ბენეფიციარები;

ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები,  რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას  და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები;

გ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის  ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.

3. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფში არ მოიაზრება პირები: მძიმე კოგნიტიური დარღვევებით (F01-F05, F73-F79), მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 280-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58 -ს.“.

მუხლი 2
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №434 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერებული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამის“:

ა)  დანართ 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის  მიერ მიმდინარე თვის ვაუჩერის წარდგენა მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაძლებელია მარტის თვის დასრულებამდე, ხოლო აპრილის თვის ვაუჩერის წარდგენა შესაძლებელია აპრილის თვის დასრულებამდე:

ა.ა) დანართ 1.2-ის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის  მარტისა და აპრილის თვეებში თანხის ანაზღაურება განხორციელდება სააგენტოში წარდგენილი ვაუჩერების რაოდენობის გათვალისწინებით, თვის ვაუჩერის ღირებულების 152 ლარის 70%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

ბ) დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) ფარგლებში მარტის თვეში დაწყებულ ან/და დასრულებულ კურსებსა და შემდეგ ჯერზე დაგეგმილ მომდევნო კურსს შორის შუალედი შეიძლება იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დანართ 1.3-ით დადგენილი წესითა და პირობებით:

ბ.ა) დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარებისთვის მარტისა და აპრილის თვეებში თანხის ანაზღაურება განხორციელდება მარტსა და აპრილში დაგეგმილი კურსების შესაბამისად, ვაუჩერის  ღირებულების  330  ლარის  50%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

გ) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ მიმდინარე თვის ვაუჩერის წარდგენა მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაძლებელია მარტის თვის დასრულებამდე, ხოლო აპრილის თვის ვაუჩერის წარდგენა შესაძლებელია აპრილის თვის დასრულებამდე:

გ.ა) დანართ 1.5-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის მარტისა და აპრილის თვეებში თანხის ანაზღაურება განხორციელდება სააგენტოში წარდგენილი ვაუჩერების რაოდენობის გათვალისწინებით, თვის ვაუჩერის ღირებულების:  შშმ პირთა  (მ. შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში − 336 ლარის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში − 525 ლარის, ხოლო მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა  დღის  ცენტრის  შემთხვევაში  −  ყოველ  სამუშაო  დღეზე  8 ლარის  60%-ის ოდენობით;

დ) დანართ 1.11-ის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში დღის ცენტრებში მარტისა და აპრილის თვეებში მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დღეში 9 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 60%-ისა:

დ.ა) დანართ 1.11-ის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში მიუსაფარ ბავშვთა საკარანტინე სივრცის უწყვეტი მეთვალყურეობის/მორიგეობის შემთხვევაში, მე-5 მუხლით განსაზღვრული მობილური ჯგუფ(ებ)ის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 4000 ლარს. ამასთან, გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დანართ 1.11-ით დადგენილი წესითა და პირობებით;

ე) დანართ 1.13.-ის  („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში მარტისა და აპრილის თვეებში დაგეგმილი მომსახურების შესახებ სააგენტოში მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტის ანაზღაურება განხორციელდება თვის ვაუჩერის ღირებულების 308 ლარის 70%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გაეწია თუ არა მომსახურება ბენეფიციარს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის მარტის თვეში, ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ბენეფიციარებმა მიიღეს მომსახურება დანართ 1.3-ისა („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.13-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ფარგლებში, გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი ქვეპროგრამით დადგენილი საერთო წესითა და პირობებით;

ზ) დანართ 1.2-ისა („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“) და დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) შემთხვევაში, მარტისა და აპრილის თვეების ვაუჩერის გამოუყენებლობა არ გახდება ვაუჩერის ავტომატური გაუქმების საფუძველი ორი თვის გამოუყენებლობის მიზეზით, ხოლო დანართ 1.3-ის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“) შემთხვევაში, დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობა არ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი;

თ) დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“) ბენეფიციარებზე მოქმედი ვაუჩერის თვის შესაბამისად ერთჯერადად გაიცეს არაუმეტეს 2 თვის (ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020  წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილების  დანართ 1.1-ის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან:

თ.ა) ვაუჩერი გაიცემა ამ ქვეპროგრამების მოსარგებლე ბენეფიციარებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში), ბენეფიციარზე/ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას;

თ.ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

თ.გ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

თ.დ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას;

ი)  შეჩერდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება დანართ 1.2-ის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“), დანართი 1.3-ის  (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა), დანართ 1.4-ის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“),  დანართ 1.5-ის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“), დანართ 1.6-ისა („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) და დანართ 1.13-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) ფარგლებში, 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეში მომსახურებებში ბენეფიციარების ჩართვის მიზნით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია