„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016373
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
27/05/2020
ვებგვერდი, 04/06/2020
300310000.16.009.016373
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/06/2020 - 18/09/2020)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2020 წლის  27 მაისი

ქ. თბილისი

 

ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, ასევე  30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს:
ა) „ლიცენზირების წესები“ (დანართი 1);
ბ) „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“ (დანართი №2);
გ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა (დანართი 3).
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის 23 დადგენილების (სსმ, 142, 26/09/2008 სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214):
ა) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ (დანართი №1);
ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ლიცენზირების წესები“ (დანართი 2);
გ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა“ (დანართი №3).
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



დანართი №1
ლიცენზირების წესები

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

1. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზირების წესები (შემდგომში „წესები“) ადგენს ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცედურულ მოთხოვნებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

2. ეს წესები ასევე ადგენს თითოეული ლიცენზიის მაძიებლისა და ლიცენზიატისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ სალიცენზიო პირობებს.

3. ამ წესებით განსაზღვრული სალიცენზიო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შემდგომ.

4. ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის წინასწარი ლიცენზიები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაიცეს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

5. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 2. ლიცენზიის სახეები

1. კომისია გასცემს ლიცენზიებს შემდეგ საქმიანობებზე :

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში:

ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება;

ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა;

ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება;

ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება.

ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში:

ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა;

ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება;

ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება;

ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება;

ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება.

გ) წყალმომარაგების სექტორში – წყალმომარაგების ლიცენზია.

2. ელექტროენერგიის წარმოება არ საჭიროებს ლიცენზიის გაცემას, თუ ელექტროენერგიის წარმოება ხორციელდება:

ა) პირის მიერ მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისათვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან;

ბ) ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად (საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა);

გ) მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით.

 

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

1. ამ წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემაზე, მათში ცვლილების შეტანაზე, მათი მოქმედების შეჩერებასა და გაუქმებაზე უფლებამოსილი ორგანოა კომისია.

2. კომისია ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ უფლებამოსილებებს ახორციელებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 4. კომისიის ფუნქციები

ლიცენზიის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია:

ა) შეიმუშავებს და აქვეყნებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი სტანდარტული განაცხადის ფორმას;

ბ) ამტკიცებს სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას;

გ) განსაზღვრავს სალიცენზიო მოწმობის დანართის შინაარსს;

დ) ადგენს სალიცენზიო პირობებს თითოეული საქმიანობისათვის;

ე) ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას;

ვ) აწარმოებს ლიცენზიებისა და ლიცენზიატების უწყებრივ რეესტრს;

ზ) ახორციელებს ლიცენზიატების მიერ კანონითა და სალიცენზიო პირობებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას;

თ) უზრუნველყოფს გაცემული, შეცვლილი, შეჩერებული ან გაუქმებული ლიცენზიებისა და ლიცენზიატების შესახებ ინფორმაციის (მოქმედი ლიცენზიატების საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით) რეესტრის წარმოებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

ი) ამ წესების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

კ) ახორციელებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 5. ლიცენზიის გაცემის ზოგადი პრინციპები

1. კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით დადგენილ პირობებს.

2. ლიცენზია წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ენერგეტიკული და წყალმომარაგების საწარმოსთვის მინიჭებულ საქმიანობის განხორციელების უფლებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად.

3. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის მიზნით კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას სალიცენზიო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ლიცენზიის გაცემაზე ან შეაჩეროს/გააუქმოს ლიცენზია.

4. ამ წესების დანართში მოცემული სალიცენზიო პირობები წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და დაერთვის სალიცენზიო მოწმობას.

 

მუხლი 6. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ამ წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ.

2. ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

მუხლი 7. სალიცენზიო საქმიანობის არეალი

1. ლიცენზიის გაცემის გზით კომისია ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობის არეალი უნდა განიმარტოს, როგორც:

ა) გეოგრაფიული არეალი – საქართველოს მთელი ტერიტორია;

ბ) ადმინისტრაციული არეალი – მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის შესაბამისად;

გ) სხვა არეალი – სხვა ტერიტორია, მათ შორის, ახლადგანაშენიანებული ტერიტორია, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ტერიტორიული ნიშნით, ამ ტერიტორიის მოსახლეობის მიერ დამკვიდრებული სახელწოდებით, განაშენიანების თავისებურებებით ან/და სხვა ნიშნით.

3. ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ოპერირების ლიცენზია გაიცემა გეოგრაფიული არეალის მიხედვით და ლიცენზიატს ანიჭებს შესაბამის ენერგეტიკულ სეგმენტში ამ საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.

4. ელექტროენერგიის წარმოებისათვის, ბუნებრივი გაზის საცავის ოპერირებისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირების საქმიანობისათვის გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვა ან ლიცენზიის გაცემის აკრძალვა დაუშვებელია.

5. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიები, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელონ საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

 

მუხლი 8. ლიცენზიატების უფლებები და მოვალეობები. საგამონაკლისო პირობები

1. ლიცენზიატები, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ახორციელებენ/ასრულებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

2. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი ვალდებულია, იქონიოს:

ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსები სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ) სისტემით მოსარგებლეებისათვის ან/და ბაზრის მონაწილეებისათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის მიღების შესაძლებლობა;

გ) შესაბამის შემთხვევაში, საჯარო მომსახურების გაწევისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ვალდებულებების განხორციელების შესაძლებლობა;

დ) სალიცენზიო პირობებით დადგენილი სხვა ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

3.ლიცენზიატის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც გულისხმობს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, გაუქმებას ან/და ლიცენზიატთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ სხვა გადაწყვეტილებას.

4. დაუშვებელია კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სალიცენზიო საქმიანობისა და ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტა, შემცირება ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შეზღუდვა გამოწვეულია სისტემით მოსარგებლის ან ბაზრის მონაწილის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია .

 

მუხლი 9. ლიცენზიატის მომსახურება

ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებსა და ბაზრის მონაწილეებს უნდა გაუწიოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 10. საჯარო მომსახურება

1. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატს შეიძლება დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატმა უნდა შეატყობინოს კომისიას და წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მასზე საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო მომსახურების დაკისრებას. შეტყობინებაში ასევე უნდა აღინიშნოს, ასრულებს თუ არა საჯარო მომსახურებას ლიცენზიატი და იღებს თუ არა სარგებელს.

 

მუხლი 11. ანგარიშგება და ინფორმაციის წარდგენა

1. ლიცენზიატმა უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიცენზიატმა, რომელსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს ამ ანგარიშის/მისი ასლის შენახვა და მოთხოვნის შემთხვევაში, მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება.

3. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის ანგარიშებზე წვდომა და ანგარიშების სათანადო განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმოარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. კომისია ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას, ახორციელებს ანგარიშების განცალკევებისა და მისი სათანადოდ დანერგვის მონიტორინგს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესაახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო საქმიანობის შესახებ. ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად.

6. ლიცენზიატმა უნდა შეატყობინოს კომისიას ლიცენზიის გაცემის მიზნით წარდგენილი მონაცემების ან ინფორმაციის ცვლილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის, ლიცენზიატმა კომისიას უნდა აცნობოს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ შეიცვალა ლიცენზიატის:

ა) იურიდიული მისამართი და საკონტაქტო მონაცემები;

ბ) წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი;

გ) მონაცემები პარტნიორთა ან აქციონერთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

დ) მმართველი ორგანოების სტრუქტურა, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ მოიცავს „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი.

8. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-7 პუნქტში.

9. თუ ლიცენზიატი ვარაუდობს ავარიულ სიტუაციას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომხმარებელთა სტაბილურ მომარაგებას, გამოიწვიოს მათთვის მომსახურების შეწყვეტა ან შეზღუდვა, შეაფერხოს ახალი მომხმარებლების ქსელთან/წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება ან/და სიმძლავრის გაზრდა, რომლის თავიდან აცილება ლიცენზიატის უფლებამოსილებების ფარგლებში, თუ ფინანსური და ტექნიკური საშუალებებით არ არის შესაძლებელი, მან უნდა შეატყობინოს კომისიას და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ ავარიული სიტუაციის ან მისი შედეგების აღსაკვეთად ან შესამსუბუქებლად მიღებული ზომების ან/და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ლიცენზიატმა ყველა მონაცემი, ინფორმაცია, ანგარიში და შეტყობინება უნდა წარადგინოს კომისიის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.

10. ლიცენზიატი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც ეხება სალიცენზიო საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ვადითა და წესით.

11. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს და შეინახოს აგრეთვე ის მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება სისტემის ოპერირების, მართვისა და განვითარების მიზნით, სისტემაზე წვდომისთვის ან ლიცენზიატისთვის მომსახურების გასაწევად, ასევე, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებს შორის ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობისათვის. ამ ინფორმაციის სხვა ლიცენზიატებისთვის, სისტემით მოსარგებლეებისთვის, ბაზრის მონაწილეებისა და უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მოცემული მონაცემები და ინფორმაცია ლიცენზიატის მიერ უნდა გამოქვეყნდეს კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და უზრუნველყოფილ იქნეს მასზე ყველა დაინტერესებული პირის თანაბარი წვდომა. აღნიშნული ვალდებულება ლიცენზიატმა უნდა შეასრულოს ამ წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოყენების პირობების სრული დაცვით.

 

მუხლი 12. ინფორმაციის გამოყენება

1. ლიცენზიატმა უნდა დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური, პროფესიული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ მასთან დაკავშირებულმა საწარმოებმა არ გამოიყენონ ლიცენზიატის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუმართლებელი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ინფორმაცია არ გადაეცეს სხვა პირებს, მათ შორის, დაკავშირებულ საწარმოებს, გაუმართლებელი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

3. ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა არ მიენიჭოს ლიცენზიატს, სისტემით მოსარგებლეს, ბაზრის მონაწილესა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გამჟღავნებული ინფორმაციის მოცულობის, შინაარსის, ფორმის ან/და გამჟღავნების დროის მიუხედავად.

4. ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის წარდგენილი ინფორმაცია საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც ლიცენზიატის ან სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე კომისია კონკრეტულ ინფორმაციას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მიიჩნევს საიდუმლო ინფორმაციად.

 

მუხლი 13. რეგულირების საფასური

ლიცენზიატმა დროულად უნდა გადაიხადოს კომისიის მიერ “რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული რეგულირების საფასური.

 

მუხლი 14. სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა

1. ლიცენზიატი ვალდებულია, შეასრულოს სალიცენზიო პირობები.

2. ლიცენზიატმა/ლიცენზიის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს მისი შესაბამისობა სალიცენზიო პირობებთან, როგორც სალიცენზიო განაცხადის წარდგენის დროს, რომელიც წარმოადგენს ლიცენზიის გაცემის წინაპირობას, ისე – ლიცენზიის მოქმედების განმავლობაში. ეს დასაბუთება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტებით.

3. ლიცენზიატის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას და მისი დაცვა ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მოთხოვნასთან შეუსაბამობა მიიჩნევა სალიცენზიო პირობების დარღვევად.

4. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიატი/ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებს სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობას სალიცენზიო განაცხადის წარდგენის დროს ან ლიცენზიის გაცემის შემდეგ.

5. სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის, მათ შორის ლიცენზიატის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კომისია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ წესების შესაბამისად.

6. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების, აგრეთვე, კომისიის სხვა მოთხოვნების სრულად და დროულად შეუსრულებლობა მიიჩნევა სალიცენზიო პირობების დარღვევად.

7. სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

მუხლი 15. სალიცენზიო განაცხადი

1. ენერგეტიკული ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით, ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადი უნდა წარადგინოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით და თან დაურთოს ის დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. სალიცენზიო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები კომისიას უნდა წარედგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.

2. სალიცენზიო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. სალიცენზიო განაცხადში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რა სახის ლიცენზიას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მოწყობილობის საკუთრების ან სხვაგვარად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული მოწყობილობების „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) სისტემით მოსარგებლეებისათვის ან/და ბაზრის მონაწილეებისათვის სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან აღნიშნული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) შესაბამის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის ქსელების ცალხაზოვანი სქემა;

ე) მიერთების ტექნიკური პირობები, იმ შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი მოწყობილობის მიერთება ელექტროენერგეტიკულ, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების/წყალარინების სისტემასთან;

ვ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) ლიცენზიის მაძიებლის ძირითადი აქტივების ჩამონათვალი ღირებულების მითითებით და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს შეფასების (აუდიტის ) დასკვნა;

თ) ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელს აქვს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ადამიანური რესურსი კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ი) სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

კ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის სავალდებულო განცალკევებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებელზე საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობების საკუთრების ან სხვაგვარად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის სქემა (ნახაზი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირების თვალსაჩინოებას და მასზე დატანილია ყველა ძირითადი კვანძი შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მითითებით) და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა (ტექსტური დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სისტემის ფუნქციონირება და მისი ძირითადი ელემენტების დეტალური მახასიათებლები და განმარტავს სქემას);

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გ.ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის მოპოვებაში, რეზერვაციასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (მათ შორის, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, საქლორატოროები, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და სხვა) და მოწყობილობა-დანადგარის არსებული მდგომარეობის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

გ.ბ) სასმელი წყლის მილსადენებისთვის – მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;

გ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და სხვა ხილვადი შენობა-ნაგებობისა და მოწყობილობა-დანადგარის არსებული მდგომარეობის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

დ) განმცხადებლის აქტივების ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა.

6. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და შეფასებები მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

7. ამ მუხლის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე, უფლებამოსილ უწყებებზე, სტანდარტულ ფორმებზე ან/და ნიმუშებზე მითითებით უნდა გამოქვეყნდეს კომისიის ვებგვერდზე და უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ინფორმაციის მუდმივი განახლება.

8. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს სხვა დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სალიცენზიო პირობებთან მის შესაბამისობას და გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით.

9. გადაცემისა და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები, ასევე წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალში (my.gov.ge). ზემოაღნიშნულმა პირებმა დაინტერესებული პირის მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის მისაღებად წარდგენილ განაცხადზე პასუხის გაცემა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ ვადაში. თუ ასეთი ვადა პირდაპირ არაა გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტით, პასუხის გაცემა უზრუნველყონ 5 სამუშაო დღეში იმ დაინტერესებული პირის განაცხადზე, რომელსაც ნაკისრი აქვს ამავე პირების ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე პასუხის ანალოგიურ ვადაში გაცემის ვალდებულება.

10. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები, ასევე წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები, როგორც გათვალისწინებულია კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესებით“. მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების წინა წელთან შედარებით გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 

მუხლი 16. ლიცენზიის გაცემის პროცედურა

1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული უფლებამოსილება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით. კომისია ვალდებულია, ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით.

2. კომისია სამი კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მიღებული სალიცენზიო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესების მე-15 მუხლის მოთხოვნებთან.

3. მიღებულ სალიცენზიო განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარდგენის ვადას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

4. სალიცენზიო განაცხადის წარმოებაში მიღებისთანავე, კომისია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომისიას წარუდგინოს წერილობითი მოსაზრებები სალიცენზიო განაცხადთან დაკავშირებით.

6. კომისიამ ზეპირი მოსმენა უნდა გამართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

7. კომისია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ ლიცენზიის გაცემის თაობაზე განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. თუ განაცხადში მოცემული გარემოებების შემოწმების მიზნით საჭიროა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი დრო, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მისაღებად საჭირო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალიცენზიო განაცხადის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ლიცენზიის მაძიებელს.

9. ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების, ან/და გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

 

მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება

1. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის შესახებ წარმოადგენს ლიცენზიის მაძიებლისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, განახორციელოს კონკრეტული სალიცენზიო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. კომისიამ ლიცენზია უნდა გასცეს მხოლოდ იმ ლიცენზიის მაძიებელზე, რომელმაც დაადასტურა მისი შესაბამისობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და ამ წესების შესაბამისი დანართით დამტკიცებული სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.

3. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადი და დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს მითითებულ ხარვეზს;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

4. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს, ლიცენზიის გაცემაზე უარი გაასაჩივროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. ლიცენზიის გაცემაზე ყოველი უარი, უარის მიზეზების მითითებით, კომისიის მიერ ინფორმაციის სახით უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან უარს არ იტყვის ლიცენზიის გაცემაზე ამ წესების მე-16 მუხლით განსაზღვრულ ვადაში, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზია ჩაითვლება გაცემულად. განმცხადებელი უფლებამოსილია, ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. კომისია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა. განმცხადებელს შეუძლია დაიწყოს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება მხოლოდ კომისიისაგან სალიცენზიო მოწმობის ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

7. იმ შემთხვევაში, თუ კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ, განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე შეუძლია დაიწყოს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება კომისიისაგან სალიცენზიო მოწმობის ფორმალურად მიღებამდე.

 

მუხლი 18. სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი გაცემა

1. კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობა წარმოადგენს კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია სპეციალური ფორმა, გაყალბებისაგან დამცავი ნიშნები, შეიცავს სარეგისტრაციო სერიასა და ნომერს და შევსებულია სპეციალური ხარისხის ფურცელზე.

2. სალიცენზიო მოწმობა უნდა შეივსოს ქართულ ენაზე და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ლიცენზიატის სახელი, გვარი ან იურიდიული პირის შემთხვევაში მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში მისი სახელწოდება;

ბ) სალიცენზიო საქმიანობის სახე;

გ) ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურება;

დ) ლიცენზიის გაცემის თარიღი;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა;

ვ) სალიცენზიო საქმიანობის არეალი;

ზ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ადგილმდებარეობა.

3. სალიცენზიო მოწმობაში, შესაძლებელია, შეტანილ იქნეს კონკრეტულ სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები და ინფორმაცია .

4. სალიცენზიო მოწმობის დანართების ჩამონათვალსა და შინაარსს განსაზღვრავს კომისია. კონკრეტული ენერგეტიკული ან წყალმომარაგების საქმიანობის სალიცენზიო პირობები სავალდებულოდ თან უნდა დაერთოს სალიცენზიო მოწმობას. სალიცენზიო მოწმობის ყველა დანართი არის ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი. ლიცენზიას დანართის გარეშე ძალა არ აქვს.

5. სალიცენზიო მოწმობა უნდა შეივსოს კომისიის მიერ და გადაეცეს ლიცენზიატს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს კომისიის მიერ წარმოებულ ლიცენზიების სარეგისტრაციო ჟურნალში მისი ხელმოწერის შემდეგ.

6. სალიცენზიო მოწმობის დედანი და მისი დანართები ინახება ლიცენზიატთან. კომისიამ უნდა შეინახოს სალიცენზიო მოწმობისა და მისი დანართების ასლი.

 

მუხლი 19. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიმართოს კომისიას სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.

2. კომისიამ უნდა გასცეს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი და მოთხოვნის მიღებიდან ორი დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია უნდა შეიტანოს ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.

3. ამ მუხლის შესაბამისად გაცემულ სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს გააჩნია დედნის თანაბარი იურიდიული ძალა.

4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებელი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 20. სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა კომისიის მიერ შეიძლება ჩამოიწეროს შემდეგ შემთხვევებში:

ა) შეცდომა დაშვებულია სალიცენზიო მოწმობის შევსებისას;

ბ) სალიცენზიო მოწმობა ფიზიკურად დაზიანდა.

2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ, დადგენილი წესით, შიდა აქტის საფუძველზე.

3. გამოუყენებელი და ჩამოწერილი სალიცენზიო მოწმობების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 21. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

1. კომისიამ უნდა განახორციელოს კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე, რაც მოიცავს სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.

2. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად ლიცენზიატის მიერ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე;

ბ) კომისიის მიერ ინიცირებული შერჩევითი შემოწმების საფუძველზე.

3. კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განიხილავს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ამოწმებს მის შესაბამისობას კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესებით განსაზღვრულ პირობებთან.

4. ყოველი წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა, კომისიის აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა კომისიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიატის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულების თაობაზე და წარუდგინოს წინადადება ზომების მიღების თაობაზე, რაც შეიძლება მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.

5. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება ინიცირებულ იქნეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს შემდეგი:

ა) ლიცენზიატის შემოწმების მიზანი, თარიღი და ვადა;

ბ) კომისიის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენელი ან/და სხვა პირი, რომელიც პასუხს აგებს შემოწმების ჩატარების პროცედურაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს შემოწმება კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) შემოწმების დასრულების შემდეგ წარუდგინოს კომისიას შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნა;

გ) აცნობოს კომისიას ლიცენზიატის მიერ შემოწმებაზე უარის, შემოწმების პროცესის შეწყვეტის, ლიცენზიატის მიერ დოკუმენტაციის, მონაცემების და ინფორმაციის გაცნობის ხელშეშლის და/ან სხვა დარღვევების თაობაზე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს კომისიის მიერ განსაზღვრული ჰქონდა ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად, აცნობოს კომისიას ლიცენზიატის მიერ დარღვევების აღმოფხვრის შესახებ;

ე) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შემოწმების შეწყვეტის შესახებ.

7. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, დგება შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება კომისიის მიერ სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.

 

მუხლი 22. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა

1. კომისია უფლებამოსილია, შეიტანოს ლიცენზიაში ცვლილება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სალიცენზიო პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ :

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე .

2. კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს ლიცენზიაში თავდაპირველად აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება .

 

მუხლი 23. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობის დარღვევისას, მათ შორის კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისას, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

2. კომისია უფლებამოსილია, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან /და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა. დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე.

4. ლიცენზიის შეჩერების პერიოდში ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი მომსახურების გაწევა, მათ შორის, სისტემით მოსარგებლეებისა და ბაზრის მონაწილეებისათვის. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს ლიცენზიატის მიერ წყალმომარაგების/წყალარინების, ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემების ან ამ წესებით გათვალისწინებული სხვა მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

5. კომისია უფლებამოსილია, გააუქმოს ლიცენზია ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის, ამ წესების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის, აგრეთვე, თუ არსებობს ლიცენზიატის მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ან ლიცენზიის გაუქმება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

6. ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ლიცენზიატმა სალიცენზიო მოწმობის დედანი უნდა დაუბრუნოს კომისიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

8. ლიცენზიის გაუქმების საკითხის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს წყალმომარაგების, გადაცემის, განაწილებისა და ბაზრის ოპერირების საქმიანობის უწყვეტობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

9. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატი კომისიას მიმართავს ლიცენზიის გაუქმების, აგრეთვე, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სალიცენზიო საქმიანობისა და ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთვევაში შეიძლება საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას, კომისია უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.

10. თუ ლიცენზიის გაუქმებამ ან შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიატისთვის კომისიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სალიცენზიო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიატის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

12. თუ სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კომისია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, კომისია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

 

მუხლი 24. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი

1. კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მონაცემები ლიცენზიატის შესახებ: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;

ბ) მონაცემები ლიცენზიატის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

გ) ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული ლიცენზიების სახეები და მათი მონაცემები, ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღისა და ნომრის ჩათვლით;

დ) გაცემული სალიცენზიო მოწმობების ჩამონათვალი, მათი სერიისა და ნომრების ჩათვლით;

ე) ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია.

2. ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში კომისიამ თავის ვებგვერდზე და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. კომისიამ თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ლიცენზიატთა სია ანბანური თანმიმდევრობით სექტორების შესაბამისად, ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

მუხლი 25. გარდამავალი დებულება

თითოეულმა ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელზეც ამ წესების ამოქმედებამდე გაიცა ენერგეტიკული ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზია, საქმიანობა უნდა განახორციელოს გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემამდე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ლიცენზიის გაუქმებამდე.

 

 

დანართი 1.1

ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

 

1. სალიცენზიო საქმიანობა

ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და უფლებას აძლევს მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი), საქართველოს კანონმდებლობისა და ამ სალიცენზიო პირობების დაცვით განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა.

 

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

 

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით;

ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით;

გ) იყოს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მონაწილე;

დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემასთან "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონით, ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, ჰქონდეს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში შეტანილი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის მოწყობილობები/სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გენერატორების მიერ გამომუშავებული (მათ შორის, რეაქტიული), ელექტროსადგურისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისთვის (ცალ-ცალკე) მოხმარებული ელექტროენერგიის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე გაცემული (მათ შორის, რეაქტიული) და მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვას;

ბ) შეასრულოს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული საოპერაციო ინსტრუქციები, მათ შორის, დისპეტჩერიზაციასთან, ელექტროენერგიის დაბალანსებასთან, სისტემაში ავარიულ მდგომარეობასა და დამხმარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მითითებები;

გ) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნები ;

დ) დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; აგრეთვე, კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესასრულებლად, განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

ე) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ პირებს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;

ზ) დაემორჩილოს კონკურენციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, მათ შორის, სიმძლავრის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა და ელექტროენერგიის წარმოების დაუსაბუთებელი შემცირების აკრძალვას; აგრეთვე, კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესასრულებლად, განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

თ) შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობა, უზრუნველყოს მათი უწყვეტი საოპერაციო მზადყოფნა და უსაფრთხო ოპერირება ტექნიკური და სხვა სახის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ი) მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ პირებს გადასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;

კ) უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება რეზერვის მიზნებისთვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, აგრეთვე ელექტროენერგიის ნაკადების ტრანსპორტირებისთვის, ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის;

ლ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი წესებითა და პირობებით გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციები ელექტროენერგიის

წარმოების ობიექტის დანადგარებისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ;

მ) საოპერაციო და სისტემის მართვის საჭიროებებიდან გამომდინარე და შესაბამისი ქსელის განვითარების გეგმის შესაბამისად, მოუაროს და გააუმჯობესოს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ის დანადგარები და აღჭურვილობა, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ელექტროენერგიის გადაცემისთვის ან განაწილებისთვის;

ნ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

პ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ჟ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

რ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულება;

ს) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

ტ) აღრიცხვის სისტემის პერიოდული ინსპექტირების მიზნით დაუბრკოლებლივ დაუშვას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები აღრიცხვის მოწყობილობებთან და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შესრულება;

უ) მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ინფორმაცია მისი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;

ფ) ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესებითა და პერიოდულობით წარუდგინოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის წარმოების გეგმები, მიწოდების საათობრივი გრაფიკები და საჭიროებისას – შესაბამისი კორექტირებები;

ქ) უზრუნველყოს წარმოების საათობრივი გრაფიკების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების დატვირთვების განსაზღვრა;

ღ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, ქსელის წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

 

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში,

ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ე) ჰქონდეს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

თ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ი) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

კ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ყველა გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულება;

ლ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

 

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას, უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების დაცვით;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების მიწოდება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის;

გ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოთხოვნების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქსელის წესების შესაბამისად;

დ) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულება აქვს ლიცენზიატს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ლიცენზიატმა ნებისმიერი მომსახურება უნდა გასწიოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს თავისუფალი ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპების დაცვით, გარდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ლიცენზიატი შესაბამის მომსახურებას ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

 

6. ანგარიშების განცალკევება

ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, სხვა საქმიანობისთვის, იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

 

7. პერიოდული ანგარიშგება

 სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია, სალიცენზიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა, ელექტროენერგიის წარმოების საშუალების სიმძლავრე ან გადამცემ ქსელთან მიერთების სქემა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.2

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის სალიცენზიო პირობები

 

 

1. სალიცენზიო საქმიანობა

 ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში „ლიცენზია“) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებას, განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის და შეასრულოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფა (შემდგომში – სალიცენზიო საქმიანობა) კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

 

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

 

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს გადაცემის საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

ბ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების შესაბამისად, გადამცემი სისტემის მოსარგებლეებისგან, რომელთა მოწყობილობები მიერთებულია გადამცემ ქსელთან, მოითხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთების, გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების ან/და გადაცემის მომსახურებაზე;

დ) მონაწილეობა მიიღოს ერთ ან ერთზე მეტ ინტეგრირებულ ენერგეტიკულ სისტემაში ერთ ან ერთზე მეტ რეგიონში, რომელიც ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების ორ ან ორზე მეტ ხელშემკვრელ მხარეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი სიმძლავრის განაწილებისა და გადამცემი ქსელების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით;

ე) შეთანხმების შემთხვევაში, მეზობელი ენერგეტიკული სისტემების ოპერატორებთან გააფორმოს ენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება;

ვ) შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან /და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით;

ზ) დადოს მომსახურების ხელშეკრულებები სისტემით მოსარგებლეებთან და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებთან გადაცემის ან სხვა მომსახურებების გაწევაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური წესების და სტანდარტების შესაბამისად;

თ) განახორციელოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობა, ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, რათა დაცულ იქნეს კონკურენტული ბაზრის პრინციპები და უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი, თავისი მომსახურების არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე არსებული მოთხოვნა და გადამცემი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება ეკონომიკური პირობების შესაბამისად, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

გ) საკუთრებაში ჰქონდეს ან ფლობდეს გადამცემ ქსელს იმგვარი სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს უფლებას, მართოს და ოპერირება გაუწიოს ქსელის აქტივებს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) საკუთრებაში ჰქონდეს ან ფლობდეს ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, მესამე პირისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ე) გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, მესამე პირისაგან საექსპერტო გამოცდილების გაზიარების ან შესაბამისი მომსახურებების შესყიდვის გზით;

ვ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა;

ზ) განახორციელოს ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადაცემა და მასთან დაკავშირებული უწყვეტი და საიმედო მომსახურებები;

თ) შეიმუშაოს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ გამოაქვეყნოს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები;

ი) სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების (ურთიერთდამაკავშირებლები) მშენებლობას ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირების მიზნით;

კ) შეიმუშაოს გადამცემი სისტემის განვითარების ყოველწლიური გეგმა არანაკლებ ათწლიანი პერიოდისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სხვა სისტემების ოპერატორების სათანადოდ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად;

ლ) შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

მ) განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები და დაიცვას გამჭვირვალე და ეფექტიანი წესები და პირობები გადამცემ სისტემასთან მესამე პირების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 58-ე, 65-ე და 66-ე მუხლების, აგრეთვე, ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ნ) განახორციელოს გადამცემ ქსელთან გამანაწილებელი სისტემებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის, მსხვილი მომხმარებლების, არადისკრიმინაციული და ყველაზე ოპტიმალური მიერთების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე და 67-ე მუხლების, აგრეთვე, ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ო) შეასრულოს დისპეტჩერის ფუნქციები, რაც გულისხმობს გადამცემ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების საოპერაციო სიმძლავრეების, წარმოების ასეთი ობიექტების მიერ გამომუშავებული და გადამცემ სისტემაში მიწოდებული ენერგიის ნაკადების ან/და გადამცემ სისტემაში არსებული ენერგიის სრული ნაკადების მართვას, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ტრანსსასაზღვრო გადადინების მიზნით ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების ჩათვლით;

პ) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის დაბალანსება და მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ჟ) უზრუნველყოს დამხმარე მომსახურების შესყიდვა და სასისტემო მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

რ) შეასრულოს სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის ფუნქციები და მასთან დაკავშირებული წესები და პირობები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე, 63-ე და 70-ე მუხლებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად, გადამცემ ქსელში არსებული სიმძლავრეების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, ეფექტიანი გამოყენებისთვის;

ს) მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გადამცემი სისტემისა და მასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების გამოსაყენებლად;

ტ) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

უ) გამოიყენოს ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის უახლესი მეთოდები გადამცემი სისტემის, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების მოვლა-შენახვასა და განვითარებასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტების დაცვით;

ფ) დაადგინოს ქსელის უსაფრთხოების მინიმალური შიდა საოპერაციო წესები და ვალდებულებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქსელის წესების შესაბამისად;

ქ) ხელი შეუწყოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასა და ლიბერალიზაციას;

ღ) ითანამშრომლოს სხვა სისტემების ოპერატორებსა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მათთან საოპერაციო შეთანხმებებს და ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების შექმნის მიზნით;

ყ) შეასრულოს კომისიის მოთხოვნები მიწოდების უსაფრთხოების, გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადამცემი სისტემის სათანადო ოპერირებისა და მართვის უზრუნველსაყოფად;

შ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების სხვა მოთხოვნები.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია გადამცემი ქსელით მოსარგებლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

5. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ზომები ენერგეტიკულ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

 

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს გადაცემის საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დაკავშირებას და ინტეგრირებას სხვა ბაზრებთან რეგიონულ ან/და საერთაშორისო დონეზე;

დ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

ე) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსები, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ვ) ჰქონდეს სათანადო ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ზ) გადამცემი სისტემით მოსარგეებლეებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

თ) აწარმოოს სისტემის მოსარგეებლეებთან გადაცემის მომსახურებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი;

ი) მოამზადოს მიწოდება-მოხმარების გეგმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;

კ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

მ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

ნ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ო) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

პ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

ჟ) მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა (ტრანსპორტირება) ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად;

რ) უზრუნველყოს დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ხელმისაწვდომი. სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აგრეთვე უზრუნველყოს აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების გათვალისწინებით.

 

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას სისტემით მოსარგებლეებსა და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებს უნდა გაუწიოს შემდეგი მომსახურება:

ა) მომსახურების არეალში გადამცემი ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინების, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის;

ბ) სისტემით მოსარგებლეთა და საბოლოო მომხმარებელთა მოწყობილობის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთება;

გ) გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) სასისტემო მომსახურებები ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობისა და გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვისა და დამხმარე მომსახურებების ჩათვლით;

ე) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულება აქვს გადამცემი სისტემის ოპერატორს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;

ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურება;

გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზება, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას, მეზობელი და სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მეშვეობით;“

დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაცია და შესაბამისი კოდების მინიჭება;

ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვა და განვითარება, საათობრივი აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობა.

3. ლიცენზიატის მიერ ნებისმიერი მომსახურება გაწეული უნდა იქნეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ.

5. ლიცენზიატმა სისტემით მოსარგეებლეებს მომსახურება უნდა გაუწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული, მათ შორის, მიერთებისა და გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

 

6. ანგარიშების განცალკევება

1. ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

2. თუ ლიცენზიატი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი საბუღალტრო -სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

 

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია, სალიცენზიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სალიცენზიო პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

 

დანართი 1.3

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

 

1. სალიცენზიო საქმიანობა

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში „ლიცენზია“) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებას განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საბოლოო მომხმარებელთათვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების მიზნით, აგრეთვე, ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის და შეასრულოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები (შემდგომში – სალიცენზიო საქმიანობა) კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

 

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

 

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს განაწილების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) გამანაწილებელი სისტემის მოსარგებლეებს, რომელთა მოწყობილობები მიერთებულია გამანაწილებელ ქსელთან, მოსთხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესებისა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

გ) მოითხოვოს ინფორმაცია ენერგეტიკულ სისტემასთან მიერთებული სხვა პასუხისმგებელი სისტემის ოპერატორებისგან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ჩათვლით, როდესაც ასეთი ინფორმაცია, როგორიცაა საოპერაციო და აღრიცხვის მონაცემები, საჭიროა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შესასრულებლად, „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, ტექნიკური წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) მიერთდეს გადამცემ ქსელთან და ჰქონდეს დაშვება გადამცემ სისტემასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ქსელის წესებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასა და გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე;

ვ) შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − აგრეთვე საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის);

ზ) დადოს მომსახურების ხელშეკრულებები სისტემით მოსარგებლეებთან და საბოლოო მომხმარებლებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი განაწილებაზე ან ლიცენზიატის მიერ გაწეულ სხვა განაწილებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესების, ქსელის წესების, სალიცენზიო პირობების, კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა სამართლებრივი აქტებისა და და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური წესების და სტანდარტების შესაბამისად;

თ) განახორციელოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად;

ბ) გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და უზრუნველყოს საბოლოო მომხმარებლისათვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება;

გ) განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირება, მოვლა-შენახვა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;

დ) უზრუნველყოს სისტემის გრძელვადიანი უნარი, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა და განახორციელოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

ე) საკუთრებაში ჰქონდეს ან სხვაგვარად ფლობდეს გამანაწილებელ ქსელს, რათა უზრუნველყოს თავისი მომსახურების არეალში სალიცენზიო საქმიანობის განსხორციელება;

ვ) საკუთრებაში ჰქონდეს ან სხვაგვარად ფლობდეს ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ან უზრუნველყოს მესამე პირისგან ასეთი აღჭურვილობის ქირავნობა ან შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა;

ზ) გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმება საექსპერტო გამოცდილების გაზიარების ან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის თაობაზე, განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;

თ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების სათანადო ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა;

ი) შეიმუშაოს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ გამოაქვეყნოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები;

კ) შეიმუშაოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით;

ლ) შეასრულოს ქსელის წესების მოთხოვნები და გადამცემი სისტემის ოპერატორის საოპერაციო ინსტრუქციები შესაბამისი სამართლებრივი აქტების ან/და სახელშეკრულებო შეთანხმებების მიხედვით;

მ) შეიმუშაოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა გეგმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქსელის წესების, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული, სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ფიზიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებული ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესაბამისად;

ნ) თავისი მომსახურების არეალში უზრუნველყოს სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვება გამანაწილებელ ქსელთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად;

ო) თავისი მომსახურების არეალში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან ქსელის, აგრეთვე, მომხმარებლების მიერთება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად;

პ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში საკუთრების ან ფლობის საფუძველზე არსებული აღრიცხვის მოწყობილობებისა და დამხმარე დანადგარების მოვლა-შენახვა და შემოწმება;

ჟ) მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები გამანაწილებელი სისტემისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამოსაყენებლად;

რ) შეასრულოს კომისიის მოთხოვნები, მათ შორის, მიწოდების უსაფრთხოების, გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირებისა და მართვის უზრუნველსაყოფად;

ს) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

ტ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, ქსელის წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო საქმიანობის არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია განაწილების ქსელით მოსარგებლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობითა და კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.

5. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ელექტროენერგიის ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

 

4. სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს განაწილების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის წესებისა და ქსელის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსები, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვის გზით;

ე) ჰქონდეს სათანადო ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) გამანაწილებელი სისტემით მოსარგეებლეებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

ზ) აწარმოოს სისტემის მოსარგეებლეებთან განაწილების მომსახურებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების, სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი;

თ) მოამზადოს მიწოდება-მოხმარების გეგმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;

ი) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

ლ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

მ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ნ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

ო) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი;

პ) მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებს, მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა (ტრანსპორტირება) ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად;

ჟ) უზრუნველყოს დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ხელმისაწვდომი. სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აგრეთვე უზრუნველყოს აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების გათვალისწინებით.

2. ლიცენზიატი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს არაენერგეტიკულ საქმიანობაში იმ პირობით, რომ შესრულებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ლიცენზირების წესებითა და ამ სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული საბაზრო ქცევის სავალდებულო მოთხოვნები.

3. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების (ელექტროსადგურების) დისპეტჩერიზაციისას, ლიცენზიატმა, შეიძლება, უპირატესობა მიანიჭოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე ან სხვა საშუალებებზე მომუშავე მოწყობილობებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატმა, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას, სისტემით მოსარგებლეებსა და, შესაბამის შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებს უნდა გაუწიოს შემდეგი მომსახურება:

ა) მომსახურების არეალში განაწილების ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საბოლოო მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების მიზნით;

ბ) სისტემით მოსარგებლეთა და საბოლოო მომხმარებელთა მოწყობილობების ან ქსელის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება;

გ) გამანაწილებელ ქსელთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) სასისტემო მომსახურება განაწილების დამხმარე მომსახურებების ჩათვლით;

ე) სხვა მომსახურებები, რომლებსაც მიაწვდის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ლიცენზიატის მიერ ნებისმიერი მომსახურება გაწეული უნდა იქნეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ, სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად.

4. ლიცენზიატმა სისტემით მოსარგეებლეებს მომსახურება უნდა გაუწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

 

6. შესაბამისობის პროგრამა

1. ლიცენზიატი, რომელიც არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას.

2. შესაბამისობის პროგრამა უნდა შემუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისობის პროგრამით განისაზღვრება ლიცენზიატის დასაქმებულთა კონკრეტული ვალდებულებები და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებები.

3. ლიცენზიატი უზრუნველყოფს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის წესებით განსაზღვრული წესით შესაბამისობის ოფიცრისათვის შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამისობის ოფიცრის მიერ მომზადებული და კომისიის მიერ დამტკიცებული წლიური ანგარიშის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

 

7. ანგარიშების განცალკევება

1. ლიცენზიატი ვალდებულია, ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

2. თუ ლიცენზიატი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი საბუღალტრო -სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

 

8. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

9. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

10. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

11. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

12. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

 

დანართი 1.4

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობის სალიცენზიო პირობები

 

1. სალიცენზიო საქმიანობა

1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების უფლებამოსილებას, კანონისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ბაზრის კონკრეტული სეგმენტის ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ლიცენზია.

 

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

 

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერირებისა და ორგანიზების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგემენტის სუბიექტებს (ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს) მოსთხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგემენტის სუბიექტის რეგისტრაციაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად;

დ) განახორციელოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზების პერიოდული ანალიზი და კომისიას წარუდგინოს წინადადებები მისი გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი ზომების თაობაზე;

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გააფორმოს დაშვების ხელშეკრულებები ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებთან ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების ბაზრის მონაწილეების მიერ დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ;

გ) კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობითა და კომისიის კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

დ) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

 

4. სალიცენზიო პირობები

 ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ლიცენზიით გათვალისწინებული სეგმენტის ორგანიზება და ოპერირება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის დაკავშირებასა და ინტეგრირებას სხვა ბაზრებთან რეგიონულ ან/და საერთაშორისო დონეზე;

დ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პლატფორმასა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმებს ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

ე) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ვ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა;

ზ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

თ) აწარმოოს ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების რეესტრი;

ი) მოამზადოს ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის საათობრივი გეგმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ვაჭრობის შედეგების საფუძველზე;

კ) უზრუნველყოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საათობრივი გეგმის დროული მიწოდება;

ლ) აწარმოოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეესტრი;

მ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

ო) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

პ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ჟ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

რ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

 

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიატმა უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ორგანიზება და ოპერირება;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

გ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზება-ოპერირებისათვის საჭირო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გამართულობა;

დ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რეესტრის წარმოება.

2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი დღით ადრე და დღიური სეგმენტებისათვის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს დღით ადრე, დღიური და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებისთვის, აგრეთვე უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისთვის, ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემის ორგანიზება.

3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საბალანსო და დამხმარე მომსახურებების სეგმენტებისათვის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრა;

ბ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშება;

გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრა, ასევე, ამ ბაზარზე შესყიდულ პროდუქტებზე ფინანსური პასუხისმგებლობა.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გაუწიოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მონაწილეებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

5. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტის რეგისტრაციისას ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

6. ანგარიშების განცალკევება

ლიცენზიატი ვალდებულია ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

 

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით.

 

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან იურიდიულ– სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

დანართი 1.5

წყალმომარაგების საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. სალიცენზიო საქმიანობა

 წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს უფლებამოსილებას, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

 

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

 

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს წყალმომარაგების ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით.

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) სალიცენზიო საქმიანობის არეალში განახორციელოს საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს წყალმომარაგების სისტემის ოპერირება, მოვლა-შენახვა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა წყალმომარაგების სისტემის საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;

გ) გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის სათანადოდ განხორციელებისთვის;

დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;

ე) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის წყალმომარაგების ტარიფისა და წყალმომარაგების მომსახურების პირობების ხელმისაწვდომობა;

ვ) შეიმუშაოს და კომისიას წარუდგინოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობისას ასამოქმედებლად, აგრეთვე, აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე;

თ) სასმელი წყლის მომსახურების განხორციელების შემთხვევაში:

თ.ა) უზრუნველყოს მომხმარებელთათვის სათანადო დაწნევით, საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლების სასმელი წყლის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება და უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხის სათანადო კონტროლი;

თ.ბ) სასმელი წყლის გამოცდა უზრუნველყოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, კანონით დადგენილი წესით;

თ.გ) საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს სასმელი წყლის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი მომარაგება მათ მიერ წყალმომარაგების საფასურის გადახდის პირობით;

თ.დ) სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების გრაფიკის შესახებ;

თ.ე) წყალმომარაგების სხვა ლიცენზიატს თავის ქსელში გაუტაროს სასმელი წყალი კომისიის მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ;

ი) წყალარინების მომსახურების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოს ჩამდინარე წყლის იზოლირებულად შეკრება, გატარება და ზედაპირული წყლის ობიექტებში მის მფლობელობაში არსებული წყალარინების სისტემების მეშვეობით ჩამდინარე წყლების დამაბინძურებელ ნივთიერებათა დამუშავება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;

კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ლ) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ლიცენზირების წესებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სალიცენზიო პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

 

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში, ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს წყალმომარაგების/წყალარინების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვაგვარად ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებს და პროგრამულ პროდუქტებს, რომელიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ე) ჰქონდეს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ზ) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

თ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

 

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო საქმიანობის არეალში წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეებს გაუწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) სასმელი წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის სათანადო მიწოდება;

ბ) წყალარინების სისტემების მეშვეობით მომსახურების გაწევა;

გ) წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლის მიერთება;

დ) სხვა მომსახურებები, რომელთა გაწევის ვალდებულებაც ლიცენზიატს ეკისრება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს რეგულირებადი ტარიფის გადახდის პირობით, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ, სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან სალიცენზიო არეალის გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. სხვა საფუძვლით მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გასწიოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

5. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, არ გააუარესოს კომისიის მიერ დამტკიცებული წყალმომარაგების სისტემების ცალკეული მიმართულებების შეფასების საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონე.

 

6. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

7. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

8. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

9. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომიისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

10. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან /და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.

 


დანართი №2
 ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

 ეს წესი განსაზღვრავს ენერგეტიკული საწარმოს მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში – კომისია) იმ საქმიანობის დაწყების/განხორციელების შესახებ შეტყობინების წესს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არ საჭიროებს ლიცენზირებას (შემდგომში – არალიცენზირებადი საქმიანობა).

 

მუხლი 2. არალიცენზირებადი საქმიანობა

1. კომისიას უნდა ეცნობოს არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ. ესენია:

ა) ელექტროენერგეტიკული სექტორი:

ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ;

ა.ბ) ელექტროენერგიის მიწოდება;

ა.გ) ელექტროენერგიით ვაჭრობა;

ბ) ბუნებრივი გაზის სექტორი:

ა.ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდება;

ა.გ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობა.

2. არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას მიუხედავად ამ საქმიანობის სფეროს, ბაზრის წილის ან ბრუნვისა.

3. ამ წესით გათვალისწინებული რეგულირებისა და ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელებისას, კომისია:

ა) შეიმუშავებს შეტყობინების სტანდარტულ ფორმებს;

ბ) აკონტროლებს, რომ შეტყობინება შეიცავდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 102-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას და შევსებული იყოს კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტული ფორმით;

გ) აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების რეესტრს და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კომისიის ვებგვერდზე, წარმოდგენილ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად;

დ) იღებს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

მუხლი 3. შეტყობინების ვალდებულება

1. ენერგეტიკული საწარმო უფლებამოსილია, არალიცენზირებადი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც ახორციელებს ან განზრახული აქვს არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელება, უნდა შეატყობინოს კომისიას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად.

3. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიატი, რომელიც იმავდროულად ახორციელებს არალიცენზირებად საქმიანობას ან განზრახული აქვს ამ საქმიანობის განხორციელება, უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება კომისიას წარუდგინოს სალიცენზიო განაცხადთან ერთად.

 

მუხლი 4. შეტყობინების პროცედურა

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების, ენერგეტიკული საწარმოს მიერ მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ წერილობითი შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესების შესაბამისად კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა იმ დღიდან, როდესაც ენერგეტიკული საწარმო იწყებს მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობას, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მომხმარებელთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად ან ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობას ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ან ორგანიზებულ ბაზარზე.

2. შეტყობინებასთან ერთად, ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც ახორციელებს ან განზრახული აქვს განახორციელოს არალიცენზირებადი საქმიანობა, კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია:

ა) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელმა:

ა.ა) იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ა.ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ა.გ) ინდივიდუალური მომსახურების პუნქტისა და მომსახურების ცენტრის შესახებ მონაცემები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ა.დ) განხორციელებული ან განსახორციელებელი მიწოდების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს არსებულ ან პროგნოზირებად მოცულობას, ბაზრის წილსა და წლიურ ბრუნვას;

ა.ე) მითითება გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ბ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა:

ბ.ა) იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ.ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ბ.გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების

დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების შესახებ;

ბ.ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება კომისიის ნორმატიული აქტებით.

 გ) ტრეიდერმა:

გ.ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

გ.ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

გ.გ) განხორციელებული ან განსახორციელებელი ვაჭრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს არსებულ ან პროგნოზირებად სფეროს, მოცულობას, ბაზრის წილსა და წლიურ ბრუნვას;

გ.დ) საბითუმო ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება კომისიის ნორმატიული აქტებით.

3. ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს არალიცენზირებად საქმიანობას ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს კომისიას საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

მუხლი 5. შესრულების მონიტორინგი

1. კომისია ახორციელებს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოების მონიტორინგს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან მათი შესაბამისობის კუთხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებულია, კომისიას საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. კომისია უფლებამოსილია, ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა.

4. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ჩაატაროს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების შემოწმება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშის განხილვის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების შედეგების საფუძველზე, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

 

მუხლი 6. არალიცენზირებადი საქმიანობის რეესტრი

1. კომისია აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობის რეესტრს, რომელიც მოიცავს:

ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის მწარმოებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებლისა და ტრეიდერის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, თუ იგი იურიდიული პირია; სახელს, გვარს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე ინფორმაციასთუ ინდივიდუალური მეწარმეა;

ბ) ინფორმაციას არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ;

გ) ინფორმაციას არალიცენზირებადი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

2. კომისიამ თავის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, რაც მოიცავს არალიცენზირებადი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების სიას ანბანური თანმიმდევრობით, სექტორების შესაბამისად, ასევე, ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული ენერგეტიკული საქმიანობის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაციას.

 


დანართი №3
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ  გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა

 


1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (შემდგომში  მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ბამბის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის მოქმედების ვადა, ლიცენზიის დანართების ჩამონათვალი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს.

3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;

4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;

ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით;

გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;

დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს.