„დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიღების თარიღი 03/02/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5 (12), 12/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.475
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
03/02/1999
სსმ, 5 (12), 12/02/1999
370.012.003.475
„დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/02/1999 - 08/07/2002)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 50

1999 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დაცის პოლიციის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ანალიზმა, სისტემის პერსპექტიული განვითარების ამოცნობის გათვალისწინებით დღის წესრიგში დააყენა დეპარტამენტის სტრუქტურებში ძირეული ორგანიზაციული ცვლილებების ჩატარების აუცილებლობის საკითხი, რაც სპეციალური მსჯელობის საგნად იქცა საქართველოში შსს 1999 წლის 10 იანვრის კოლეგიის სხდომაზე.

დაცვის პოლიციის სამსახურის ორგანიზაციულ-სტრუქტურული საქმიანობის სრულყოფის, მართვის მექანიზმის დახვეწის, ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარების, დასაცავი ობიექტებიდან მოზიდული თანხების მიზანმიმართულად ხარჯვის, დაცვის პოლიციის დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და მისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ დებულება და სტრუქტურა (თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1997 წლის 8 ივლისის 427 ბრძანებით დამტკიცებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება და საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის შესახებ 1997 წლის 7 ივნისის 351 ბრძანება.

3. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა პოლიციის შესახებ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესახებ

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში დპდ) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი, სტრუქტურული, გასამხედროებული, არასაბიუჯეტო, სამართალდამცავი ორგანო, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

1.2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და მისი დანაყოფები მოქმედებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ურთიერხელშეკრულების საფუძველზე დანაშაულებრივი ხელყოფისაგან იცავენ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, ერთობლივი საწარმოების და უცხოური ფირმების, სააქციო საზოგადოებების, მშენებლობების, მოიჯარე, საბიუჯეტო, სამეურნეო ანგარიშზე ან თვითდაფინანსებაზე მყოფ კომერციულ, პრივატიზებულ და სხვა სახის ობიექტებს, ცალკეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახორციელებენ ყველა სახის მატერიალურ ფასეულობათა, მოძრავი ტვირთების შეიარაღებულ დაცვას, ფულადი სახსრების ინკასაციას და კანონით ნებადართული სხვა სახის დაცვითი საქმიანობის შესრულებას მატერიალური პასუხისმგებლობით, ან უამისოდ, ზემოდხსენებული ობიექტების დაცვითი-სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაციით აღჭურვას და მათ ტექნიკურ მომსახურებას.

1.3. დპდ-ის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათები და სოციალური გარანტიები, რომლებიც დაწესებულია შს ორგანოების მუშაკთათვის საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ და დებულებით შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის შესახებ .

1.4. დპდ-ს აქვს ღერბიანი ბეჭედი და სკუთარი ანგარიში ბანკში.

1.5. დპ დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-11-ე კმ.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

2.1. დპდ-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ , საქართველოს სხვა კანონები, სამართლებრივი და ნორმატიული აქტები, შსს დებულება, შს მინისტრის ბრძანებები და წინამდებარე დებულება.

2.2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მთელი საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, ქონებრივი უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.

2.3. აკრძალულია დაცვის პოლიციის სისტემაში რაიმე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა.

2.4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კანონის ფარგლებში იცავენ საქ. შს სამინისტროს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინტერესებს, მათ ეკრძალებათ სახელმწიფო, სამსახურებრივი და დეპარტამენტის კომერციული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა

3.1. დპ დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დპ დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ბრძანებით შსს ორგანოების დისციპლინური წესდების მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიყენოს ხელქვეითთა მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ზომები.

3.2. დპ. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შს მინისტრი, დპ დეპარტამენტის თავჯდომარის წარდგინებით.

3.3. დპ დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: შტაბი (სამორიგეო ნაწილით), სამსახურის სამმართველო (დაცვის ორგანიზების სამსახური, მოძრავი ტვირთების დაცვის განყოფილება, ობიექტებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის ქვეგანყოფილება, ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ინკასირების ქვეგანყოფილება), ტექნიკური სამსახური (დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის დანერგვისა და ექსპლუატაციის ჯგუფით), კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური, საფინანსო და ეკონომიკური პროგნოზიოების სამსახური, სამეურნეო სამსახური (ავტომეურნეობით), კომპიუტერული ცენტრი, კანცელარია.

3.4. დპ დეპარტამენტის სტრუქტურულ დაქვემდებარებაშია აჭარის დპ სამმართველო, დპ თბილისის სამსახური, დაცვის პოლიციის საქალაქო სამმართველოები, სათბობენერგეტიკული კომპლექსის დაცვის პოლიციის სამმართველო, სახელმწიფო ობიექტების დაცვის პოლიციის სამმართველო, კულტურის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციის ლეგიონი, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის პოლიციის ლეგიონი, დპ განყოფილებები, ქვეგანყოფილებები, ჯგუფები.

3.5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი:

4.1. მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს დპდ-ს დანაყოფებს.

4.2. ატარებს დპდ-ს დანაყოფებში კომპლექსურ და დარგობრივ შემოწმებებს, დოკუმენტალურ რევიზიებს. შემოწმების შედეგებს იხილავს დპ დეპარტამენტის ოპერატიულ თათბირზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამზადებს საკითხს სამსახურისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, მის შსს ოპერატიულ თათბირზე და კოლეგიაზე განსახილველად.

4.3. დაცულ ობიექტებზე მომხდარ ან დპდ-ს მუშაკთა მიერ სამსახურეობრივად გადაცდომათა ფაქტებზე აწარმოებს მოკვლევას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციას ატყობინებს მომხდარი სამართალდარღვევის შესახებ.

4.4. გეგმავს და ახორციელებს დპდ-ს პირადი შემადგენლობის სამსახურეობრივ, სამწყობრო, ფიზიკურ მომზადებას და გადამზადებას, ზრუნავს მათი პროფესიული დაოსტატებისა და იდეურ-ზნეობრივ დონის შემდგომი ამაღლებისათვის.

4.5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამტკიცებს რიგითი და ნებით დაქირავებული პერსონალის საშტატო ერთეულებს. საშტატო ცვლილებების შესახებ აცნობებს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს.

4.6. პირადი შემადგენლობის რიცხოვნობიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების და სადღეისო მოთხოვნების გათვალისწინებით, დაქვემდებარებული დანაყოფების მუშაკთა მატერიალურ-მორალური სტიმულირების და მმართველობითი აპარატის შემცირების მიზნით პერიოდულად განსაზღვრავს ამ დანაყოფების ცვალებად კატეგორიას (სამმართველო, განყოფილება, ქვეგანყოფილება, ჯგუფი) და წარადგენს დასამტკიცებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოში.

4.7. ნიშნავს, ათავისუფლებს, გადაადგილებს და მიავლენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რიგით, უმცროს, უფროს მეთაურთა შემადგენლობას (გარდა დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილეებისა, სამმართველოს უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, სამსახურის უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, ლეგიონის უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, განყოფილების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) და ნებით დაქირავებულ პერსონალს, ხოლო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივ დანაყოფებში უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას (გარდა სამმართველოს უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, სამსახურის უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, განყოფილების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) შესაბამის ადგილობრივ შს ორგანოებთან შეთანხმებით, რაც გათვალისწინებულ იქნას შსს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანებაში.

4.8. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს და მათ მოადგილეებს, ლეგიონის უფროსებს და მათ მოადგილეებს, განყოფილების უფროსებს და მათ მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის წარდგინებით, შესაბამის ადგილობრივ შს ორგანოებთან შეთანხმებით.

4.9. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების (ბანკები, მუზეუმები, ფაბრიკა-ქარხნები, იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ძვირფასი ლითონების საცავები და ა.შ.) ხელმძღვანელებთან აფორმებს ხელშეკრულებას ამ ობიექტების გამოკვლევის, ტექნიკური გამაგრების და დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვის მიზნით.

4.10. შეიმუშავებს და განახორციელებს დასაცავ ობიექტებზე ტექნიკურ საშუალებათა სრულყოფისა და გაძლიერების ღონისძიებებს.

4.11. ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს დპდ-ს დანაყოფების მიერ დაცული ობიექტების სიგნალიზაციის საშუალებებით აღჭურვის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოთა შესრულებას.

4.12. ორგანიზაციას უწევს საუწყებო დაცვის ობიექტების ინსპექტირებას და პრაქტიკულად ეხმარება მათ ტექნიკურ საშუალებათა დანერგვისა და საგუშაგოების მოწყობის საქმეში.

4.13. მოიკვლევს და გადაწყვეტს დაცულ ობიექტზე მომხდარი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს, სადაო შემთხვევაში მოქმედებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად.

4.14. აუცილებლობის შემთხვევაში, თავის სტრუქტურულ შემადგენლობაში ან მასთან არსებულად, დამოუკიდებელ სამეურნეო ანგარიშზე აყალიბებს სპეციალური დანიშნულების საწარმოებს სამსახურეობრივი ტრანსპორტის საექსპლუატაციო უზრუნველყოფისათვის, ობიექტებზე დაცვითი და საგანგაშო მოწყობილობების მონტაჟისა და სამშენებლო-გასამაგრებელ სამუშაოთა შესასრულებლად, ასევე დაცვისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა სერიულ წარმოებაში გასაშვებად.

4.15. სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს დპდ-ს დანაყოფებში ატესტირებულ შემადგენლობასთან საკონტრაქტო ურთიერთობების მოთხოვნათა განხორციელებას.

5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

5.1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და მისი დანაყოფები სარგებლობენ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის უფლებებით, იმ დანაყოფების გარდა, რომელთაც არ გააჩნიათ საბანკო ანგარიში და დამოუკიდებელი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის უფლება (ქ. თბილისის დპ სამსახური, სათბობენერგეტიკული კომპლექსის დაცვის პოლიციის სამმართველო, სახელმწიფო ობიექტების დაცვის პოლიციის სამმართველო, კულტურის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციის ლეგიონი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის პოლიციის ლეგიონი და გაერთიანებული ქართული ბანკის დაცვის პოლიციის განყოფილება). მათი ფინანსური უზრუნველყოფა ძირითადად ხორციელდება არასაბიუჯეტო სახსრებით, დასაცავ ობიექტებთან დადებული და სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავლებიდან.

5.2. დპ დეპარტამენტი და მისი ადგილობრივი დანაყოფები, რომელთაც საფინანსო-სამეურნეო ოპერაციების განსახორციელებლად საბანკო დაწესებულებებში გახსნილი აქვთ მიმდინარე ანგარიშები, წარმოადგენენ კრედიტის განმკარგულებლებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლიათ გამოსცენ შესაბამისი ბრძანებები კანონით დადგენილი წესით.

5.3. დაცვის მომსახურეობის ანაზღაურება მესაკუთრის მიერ ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

5.4. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ერთიანი საფინანსო პოლიტიკის გატარების ამოცანებიდან გამომდინარე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს დპდ-ს დანაყოფებიდან ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხების (25%) განკარგვას. დეპარტამენტში შემოსული ამ თანხების ნაწილი ხმარდება ფორმის ტანსაცმლის, სპეცტექნიკის, ტრანსპორტისა და მარაგნაწილების, იარაღის, საბრძოლო მასალების შეძენას და სხვა სამეურნეო მიზნებს.

5.5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ამტკიცებს დპდ-ს დანაყოფების შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვას.

5.6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პრაქტიკულ დახმარებას უწევს დპდ-ს ადგილობრივ დანაყოფებს დებიტორული დავალიანებების ამოღებაში.

5.7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებლად წყვეტს საფინანსო-სამეურნე და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით წყვეტს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხებს. განსაზღვრავს დპ დეპარტამენტისა და დანაყოფების თანამშრომელთა ხელფასს, არანაკლებ შს ორგანოების თანამშრომელთათვის დადგენილი თანამდებობრივი განაკვეთისა.

6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი

6.1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი სტრუქტურული დანაყოფი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წინაშე. შს სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოები დაცვის პოლიციის ძალებსა და საშუალებებს, ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოიყენებენ შს მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული ექსტრემალური სიტუაციების დროს.

6.2. დპ ადგილობრივი დანაყოფები:

აქტიურად მონაწილეობენ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში:

ოპერატული ვითარების გართულების შემთხვევაში უპირველესად უზრუნველყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების საიმედო დაცვას და გამოყოფს დამატებით ძალებს შს ადგილობრივი ორგანოების გაძლიერების მიზნით.

6.3. გარდა ექსტრემალური სიტუაციებისა, დპ ადგილობრივი დანაყოფების გაფრთხილება, დამატებით ძალების გამოყოფის თაობაზე, უნდა მოხდეს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებამდე 3 დღით ადრე.

ექსტრემალურ პირობებში (გამოცხადებული განგაშების მიხედვით), სტიქიური უბედურებების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მასშტაბური ღონისძიებების, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გადაკეტვისა და სხვა ღონისძიებების დროს პოლიციის ტერიტორიული ორგანოების დასახმარებლად გამოყოფილი დაცვის პოლიციის ძალები გადადიან სამხარეო, საქალაქო და რაიონული შს ორგანოების ოპერატიულ დაქვემდებარებაში.

6.4. დაცვის პოლიციის ადგილობრივი ორგანოები ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ მესაკუთრის ქონების, ფიზიკური და იურიდიული პირების შეიარაღებულ დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან; ახორციელებენ დაცვის ქვეშ არსებული საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის დაცვას როგორც ადგილზე, ისე გადაადგილების პროცესში, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

6.5. დაცულ ლბიექტებზე მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთის მიზნით გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ატარებენ სამსახურეობრივ მოკვლევას დაცულ ობიექტექზე მატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის და სხვა სახის დანაშაულებრივ ფაქტებზე.

6.6. ახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს დპ პირადი შემადგენლობის სწავლებისა და პროფესიული დაოსტატებისათვის, უზრუნველყოფენ საშემსრულებლო და სამსახურებრივ დისციპლინას.

6.7. იღებენ ქმედით ზომებს დებიტორული დავალიანების ამოსაღბად. ამ მიზნით კავშირურთიერთობას ამყარებენ ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობითი და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან, საბანკო დაწესებულებებთან.

6.8. სახელშეკრულებო ურთიერთობებს ამყარებენ ატესტირებულ შემადგენლობასთან.

6.9. დაცულ ობიექტებთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში პოლიციელები აჰყავს კადრების განკარგულებაში სამი თვის ვადით ანაზღაურების გარეშე, რის შესახებაც 10 დღის ვადაში აცნობებენ დპ დეპარტამენტს.

6.10. ნიშნავენ და ათვისუფლებენ თანამშრომლებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

6.11. ანიჭებენ რიგით შემადგენლობას მორიგ სპეციალურ წოდებებს.

6.12. მესაკუთრესთან ხელშეკრულების გაფორმებისას ითვალისწინებენ დაცვაზე დასაქმებული პოლიციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, არანაკლებ შს ორგანოების თანამშრომელთათთის დადგენილი თანამდებობრივი განაკვეთის ოდენობისა.

6.13. ახალი ობიექტების დაცვის ქვეშ აყვანის შემთხვევაში წარმოადგენენ დპ დეპარტამენტში გაფორმებულ ხელშეკრულებებს საშტატო განრიგთან ერთად.

6.14. ახდენენ საუწყებო დაცვის ობიექტების ინსპექტირებას და უწევენ მათ პრაქტიკულ დახმარებას ტექნიკურ საშუალებათა დანერგვისა და საგუშაგოების მოწყობის საქმეში.

6.15. ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი დეკადისა, გადაურიცხავენ დპ დეპარტამენტს ხელშეკრულებით გათვლისწინებული თანხების - 25 პროცენტს.

6.16. დაწესებულ ვადებში წარმოადგენენ დპ დეპარტამენტში სტატისტიკურ ანგარიშებს ტექნიკის, სამსახურის, საფინანსო-სამეურნეო და კადრების ხაზით ჩატარებული მუშაობის შედეგებზე.

6.17. ამ დებულების საფუძველზე შეიმუშავებენ თავიანთ ფუნქციონალურ მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს დპ დეპარტამენტის თავჯდომარე.

6.18. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ სრული მოცულობით მესაკუთრეს ობიექტის არასათანადოდ დაცვის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი. მესვკუთრესა და დპდ-ს დანაყოფს შორის წარმჭრილ დავას განიხილავს სასამართლო. დპდ-ს დანაყოფების ურთიერთობა მესკუთრესთან რეგულირდება ამ დებულებითა და ხელშეკრულებით.

6.19. დპდ ყველა დანაყოფს (სამმართველო, განყოფილება, ქვეგანყოფილება) გააჩნია შემდეგი სახის სამსახურები:

საპატრულო-საგუშაგო;

ფიზიკურ პირთა დაცვა;

ფულადი თანხებისა და სხვა აქტივების ინკასირების დაცვა;

ტექნიკის;

კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის;

საფინანსო-სამეურნეო (გარდა ქ.თბილისის დპ სამსახურის, კულტურის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციის ლეგიონის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის პოლიციის ლეგიონის, სათბობენერგეტიკული კომპლექსის დაცვის პოლიციის სამმართველოს, სახელმწიფო ობიექტების დაცვის პოლიციის სამმართველოს და გაერთიანებული ქართული ბანკის დაცვის პოლიციის გაყოფილებისა).

6.20. ობიექტების დაცვა დპდ-ს დანაყოფების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება:

ა) სტაციონალური და მოძრავი საგუშაგოებით;

ბ) ავტო-მოტოპატრულის განწესით;

გ) სახანძრო-დაცვითი სიგნალიზაციით, ცენტრალიზებული სამეთვალყურეო პულტების გამოყენებით;

დ) დაცულ ობიექტებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაშვო რეჟიმის განხორციელებით;

ე) დაცვის სხვა ფორმებისა და მეთოდების ორგანიზაციით და ტექნიკურ საშუალებათა დანერგვითა და გამოყენებით.

6.21. დაუშვებელია დპდ-ს დანაყოფების თანამშრომელთა სხვა სამსახურებზე მიმაგრება და მათი არადანიშნულებით გამოყენება.

6.22. დპდ-ს თანამშრომელი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებთან ერთად, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიზნით, ვალდებულია დაიცვას მესკუთრის ქონება დანაშაულებრივი ხელყოფისაგან, არ დაუშვას უცხო პირთა შეღწევა დაცულ ობიექტზე.

6.23. მკაცრად გაუფრთხილდეს მასზე მიმაგრებულ ცეცხლასასროლი იარაღსა და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს.

6.24. დააკავოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვიტანილი პირები, შეატყობინოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციასა და შინაგან საქმეთა ადგილობრივ ორგანოებს, გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები.

6.25. დაცულ ობიექტზე დანაშაულებრივი ხელყოფის შემთხვევაში გამოიყენოს ცეცხლასასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებანი კანონით მინიჭებული უფლების შესაბამისად.

6.26. დაიცავს მესკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საიდუმლოება.

6.27. ხელშერულების დამდებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სხვა მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს ზუსტად დაიცვას სამსახურეობრივი ეთიკის ნორმები.

 6.28. დპდ-ს დანაყოფის უფროსს უფლება აქვს განახორციელოს პირადი შემადგენლობის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ზომები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

 

 

აჭარის დაცვის ქ. თბილისის ქ. ქუთაისის ქ. რუსთავის  პოლიციის დაცვის პოლიციის დაცვის პოლიციის დაცვის სამმართველო სამსახური სამმართველო პოლიციის  სამმართველო

განყოფილებები

 

1. ახალციხე             8. გლდანი                    15. კრწანისი                 22. საბურთალო

2. ბათუმი                9. დიდუბე                    16. მარნეული               23. სამტრედია

3. ბორჯომი             10. ვაკე                         17. მცხეთა                       24. სენაკი

4. ბოლნისი              11. ზუგდიდი              18. მთაწმინდა              25. ფოთი

5. გარდაბანი           12 . ზესტაფონი            19. ნაძალადევი            26. ქობულეთი

6. გორი                       13. თელავი                   20. ოზურგეთი             27. ჩუღურეთი

7. გურჯაანი             14. ისანი                       21. სამგორი                    28. წყალტუბო

                                                                                                                    29. ხაშური

ქვეგანყოფილებები

 

1. აბაშა                     7. ვანი                           12. საჩხერე                   17. ჩხოროწყუ

2. ახალქალაქი         8. თერჯოლა                13. სიღნაღი                  18. ჩოხატაური

3. ამბროლაური       9. კასპი                         14. საგარეჯო                19. ჭიათურა

4. ბაღდათი              10. ლანჩხუთი              15. თეთრიწყარო         20. ხობი

5. დედოფლის-

წყარო                       11. ლაგოდეხი             16. ქარელი                   21. ყვარელი

6. დუშეთი

 

ჯგუფები

 

1. ადიგენი               5. მარტვილი                9. ცაგერი

2. ასპინძა                 6. ნინოწმინდა              10. ხონი

3. ახმეტა                  7. ონი                            11. წალენჯიხა

4. დმანისი               8. ტყიბული                 12. ხელვაჩაური