„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 12/10/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53(60), 21/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.889
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
78
12/10/1999
სსმ, 53(60), 21/10/1999
180.012.003.889
„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“
ტრანსპორტის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/10/1999 - 04/02/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      180.012.003.889

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №78

1999 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის და სამთავრობათაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სახელმწიფოებრივი რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების თანდართული წესი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     ვ. ლომაძე

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვა“               წარმოებისა და გამოყენების წესი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. მოცემული წესი გამოიყენება უცხოელ გადამზიდავებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე (ან ტრანზიტულად) ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს.

2. მოცემული წესი განსაზღვრავს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების შესრულების საერთო პირობებს განებართვიანების სისტემის შესაბამისად, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა მფლობელთათვის.

    მუხლი 2. განმარტებები

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „საავტომობილო ტრანსპორტი“ ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი;

გ) „ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს, დატოვოს ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე;

დ) „კვოტა“ ნიშნავს იმ ნებართვების რაოდენობას, რომელიც აძლევს უფლებას მფლობელს განახორციელოს მონაწილე მხარეებს შორის ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა ნებისმიერი გადასახადისა და მოსაკრებლის გარეშე;

ე) „ტრანზიტი“ ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასა (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდავის მიერ, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიის გავლით, მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან;

ვ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება კვეთს საზღვარს ორ (ან მეტ) სახელმწიფოს შორის;

ზ) „საშიში (საფრთხეშემცველი) ტვირთები“ ტვირთები, რომლებიც ითვლება საშიშად, თანახმად კონვენციის დებულებისა (ევროპული შეთანხმება საფრთხეშემცველი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ, რომელიც მიღებულია 1957 წლის 30 სექტემბერს           (ქ. ჟენევაში);

თ) მძღოლი ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით;

ი) „მარშრუტი“ განსაზღვრული პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დადგენილი მიმართულება;

კ) „გადამზიდავი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, დაფუძნებულს ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები, ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

ლ) „საავტომობილო გადაზიდვა“ ნიშნავს გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანას (გადაყვანას);

მ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან განმკარგავი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) სპეციალური ნებართვა ნიშნავს ერთჯერად დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ერთი მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს, დატოვოს ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, თუ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა, გაბარიტები, ღერძზე დატვირთვა აღემატება დადგენილ ნორმებს ან ხდება საშიში ტვირთების გადაზიდვა.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი შემადგენლობის შემოსვლასა და ტრანზიტით გატარებაზე განებართვიანების სისტემა განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოსა და სხვა უცხო ქვეყნებს შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებით „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ და გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სახელმწიფოებრივი რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყანაში შესვლაზე, ტრანზიტით გატარებაზე და ქვეყნიდან გასვლის უფლებას იძლევა სპეციალური დოკუმენტი - „ნებართვა“ (დანართი №1).

3. კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს პარიტეტულ გაცვლას „ნებართვის“ ბლანკებისა შეთანხმებული და ოქმის ხელის მომწერი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის, წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

4. „ნებართვის“ ბლანკების ურთიერთშეთანხმებული რაოდენობის გაცვლა ხორციელდება მხარეების აღმასრულებელი ორგანოების მიერ.

5. აკრძალულია კვოტის ზემოთ შემოსული, საქართველოს ტერიტორიიდან უკუმიმართულებით, უცხო ქვეყნის ავტომობილის დატვირთვა, სპეციალური ნებართვის გარეშე.

6. „ნებართვა“ აძლევს უფლებას გადამზიდავს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, შეუფერხებლად შევიდეს და იმოძრაოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც ორმხრივი, ასევე ტრანზიტით მიმოსვლისას.

7. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, გასვლა, ყოფნა და ტრანზიტით მოძრაობა უცხო ქვეყნის საავტომობილო გადამზიდავების მძღოლების, ტვირთის გამცილებლების ან მიმავალი როგორც მგზავრების, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4. ნებართვებისგაცემა

1. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის გადამზიდავებზე ნებართვების გაცემისა და გაფორმების საერთო ხელძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

2. კვოტების ფარგლებში უცხოეთიდან მიღებულ „ნებართვებს“ ქართველ გადამზიდავებზე გასცემს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაცია შპს „საქინტერავტოსერვისი“.

3. კვოტების ზემოთ საქართველოში შემოსული ან ტრანზიტად მიმავალი უცხოელი გადამზიდავები „ნებართვებს“ იღებენ სასაზღვრო საავტომობილო გადასასვლელებში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილ ფასებში, ეს „ნებართვა“ არ აძლევს უფლებას უცხოელ გადამზიდავს საქართველოდან უკუმიმართულებით ტვირთის წასაღებად და არ ათავისუფლებს მას კანონით დადგენილი სხვა გადასახადებისაგან.

4. გადამზიდავზე ასეთი უცხოური „ნებართვის“ გაცემა განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს მასზე წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, გადამზიდავს აქვს ყველა ის საგზაო დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ნებართვის გაცემისათვის, კერძოდ:

ა) განცხადება;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი;

გ) ავტომობილის ტექნიკური პასპორტი;

დ) მძღოლის მართვის მოწმობა.

5. „ნებართვის“ გამცემი ორგანო არა უგვიანეს ორი დღისა იღებს გადაწყვეტილებას "ნებართვის" გაცემასა ან უარის თქმაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს გადამზიდავს.

6. უარი „ნებართვის“ გაცემაზე გადამზიდავს წარედგინება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) წარმოდგენილ დოკუმენტებში შეტანილია არასწორი მონაცემები;

ბ) განმცხადებელს სატრანსპორტო ოპერაციების შესრულებისას ჩადენილი აქვს დარღვევები (დარღვევები საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას და სხვა).

7. „ნებართვის“ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადამზიდავს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ წესით.

8. „ნებართვა“ ძალაშია მხოლოდ ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მხოლოდ იმ გადამზიდავისათვის (მძღოლისათვის), ვისზედაც გაცემული იქნა იგი სათანადოდ და არ ექვემდებარება გადაცემას.

9. „ნებართვა“, რომელიც გაიცემა გადამზიდავზე, ერთჯერადია და მოქმედებს მხოლოდ ერთი რეისის შესრულებაზე და იმ წლის განმავლობაში, რომელიც აღნიშნულია მასში.

10. თუ აღმოჩნდა, რომ უცხოელ გადამზიდავს გასვლისას დაკარგული აქვს „ნებართვა“, რომელიც მან მიიღო საქართველოში შემოსვლისას, დგება სათანადო ოქმი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მძიმეწონიანი, არაგაბარიტული და საშიში ტვირთების გადაზიდვისას, გადამზიდავს „ნებართვის“ გარდა ეძლევა „სპეციალური ნებართვა“, რომელსაც გასცემენ შესაბამისი ორგანოები.

    მუხლი 5. გადაზიდვები, რომელთა შესრულებისას ავტოტრანსპორტი არ საჭიროებს ნებართვას

გადაზიდვები, რომელთა შესრულებისას ავტოტრანსპორტი არ საჭიროებს „ნებართვას“:

ა) გარდაცვლილთა გადასვენება სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

ბ) თეატრალური წარმოდგენისათვის დეკორაციების გადაზიდვა;

გ) იმ ტვირთის, აღჭურვილობისა და ცხოველების გადაყვანა, რომლებიც საჭიროა მუსიკალური და კინო შოუებისათვის, საცირკო და ფოლკლორული წარმოდგენებისათვის, სპორტული ასპარეზობისათვის, ტელე -, და რადიოპროგრამების ჩასაწერად;

დ) ცხოველთა გადაყვანა (გარდა სასაკლაოზე მათი გადაყვანისა);

ე) ხელოვნების ნიმუშების გადატანა;

ვ) დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა;

ზ) საფოსტო გადაზიდვები;

თ) აეროპორტიდან და აეროპორტებში ბარგის შემთხვევითი გადაზიდვები ფრენის მარშრუტის შეცვლის შედეგად;

კ) დამხმარე მასალების გადაზიდვა სტიქიური უბედურების დროს;

ლ) ბაზრობებისა და გამოფენებისათვის მასალების გადაზიდვა;

მ) სხვა შემთხვევები, რომლებიც განსაზღვრულია სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 6. ნებართვებისბლანკების დამზადება, აღრიცხვა და გამოყენება

1. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესრულებაზე „ნებართვის“ ბლანკები მზადდება სტამბური წესით, გააჩნია რიგითი ნომერი და ძალაშია საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტმენტის ბეჭდით დამოწმების და რეგისტრაციაში გატარების შემდეგ. საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, „ნებართვის“ ბლანკი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

2.„ნებართვის“ ბლანკის წინა მხარეს:

ა) იმ სახელმწიფოს დასახელება, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს გაცემული „ნებართვა“;

ბ) „ნებართვის“ ბლანკის ნომერი, ნებადართული გასვლის რაოდენობა;

გ) გადამზიდავის დასახელება და მისი სრული მისამართი;

დ) „ნებართვის“ ბლანკის გაცემის ადგილი და თარიღი;

ე) იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი, რომელიც გასცემს „ნებართვის“ ბლანკს;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი;

ზ) საზღვარზე გასვლის პუნქტი;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დასახელება, მისი სახელმწიფო ნომერი და მოდელი.

„ნებართვის“ ბლანკის უკანა მხარეს:

ა) მინაწერი მასზე, რომ „ნებართვა“ უნდა იმყოფებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და წარედგინოს მოთხოვნილებისამებრ იმ პირთ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ შემოწმება. იგი მოქმედია მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებზე და არ იძლევა უფლებას შიდა გადაზიდვების შესრულებაზე. აკრძალულია „ნებართვის“ მესამე პირზე გადაცემა.

გადამზიდავი ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ნორმები და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

3. „ნებართვა“, რომელშიც არ არის შევსებული რეკვიზიტები და არ გააჩნია კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა, არ არის მოქმედი.

4. „ნებართვის“ ბლანკების შენახვა,  აღრიცხვა და რეგისტრაცია  წარმოებს კანონით დადგენილი წესით.

5. საქართველოს სასაზღვრო საავტომობილო გადასასვლელებზე „ნებართვების“ გაცემის შესახებ თვეში ერთხელ ანგარიში წარედგინება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილ ორგანიზაციას შპს „საქინტერავტოსერვისს“.

6. საოქმო შეთანხმებებისას, რომელიც შეეხება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის „საერთაშორისო საავტომობილო გადზიდვებზე“ განებართვიანების სისტემის შექმნას, „ნებართვის“ ბლანკი შეიძლება იყოს რამდენადმე სახეშეცვლილი.

7.„ნებართვის“ ბლანკის რეკვიზიტების შესავსებად სამუშაო ენად განისაზღვრება თითოეული მხარის სახელმწიფო ენა.

    მუხლი 7. ნებართვისბლანკის შევსება

1. გრაფაში „საქართველო და ...“ იწერება ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება.

2. თუ გადაზიდვა ხორციელდება საქართველოში ან საქართველოდან, გრაფაში „ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიშლება.

3. თუ გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, გრაფას „ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე“ ქვეშ ხაზი გაესმება.

4. გრაფაში „1. გადამზიდავის დასახელება და სრული მისამართი“ იწერება ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია გადამზიდავი, მისი დასახელება და სრული მისამართი.

5. გრაფაში „2. მოქმედების ვადა“ იწერება საქართველოში ავტოტრანსპორტის ყოფნის ვადა დღეებში, რომელიც განისაზღვრება დანიშნულების ადგილამდე მისვლის, დაცლისა და უკან დაბრუნების ვადის გათვალისწინებით.

6. გრაფაში „3. დამატებითი შეზღუდვები“  იწერება ის შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ მარშრუტზე (რომელიმე დასახლებულ პუნქტში შესვლის აკრძალვა და სხვა). ასევე თუ „ნებართვა“ გაცემულია საქართველოს ტერიტორიაზე, იწერება „საქართველოს ტერტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე“.

7. გრაფაში „4. დამატებითი ცნობები საჭიროების შეითხვევაში“ იწერება დატვირთვის და განტვირთვის პუქტი, ხოლო გრაფაში „გადაზიდვები ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსავლისათვის განკუთვნილ გზებზე“ მოძრაობის მარშრუტი.

8. გრაფაში „5“ იწერება ავტომობილის მარკა, მოდელი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი.

9. გრაფაში „6“ იწერება „ნებართვის“ გაფორმებისა და გაცემის ადგილი, თარიღი, პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა.

    მუხლი 8. ნებართვისშემოწმება, პასუხისმგებლობა

1. საქართველოში შემოსულ უცხოელ გადამზიდავს საქართველლოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი შპს „საქინტერავტოსერვისი“;

ა) უმოწმებს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლის „ნებართვა“, რომელიც მიიღო მან თავისი ქვეყნის კომპეტენტური ორანოსაგან და რომელსაც „ნებართვები“ კვოტების ფარგლებში გადასცა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ;

ბ) უმოწმებს „ნებართვების“ შევსებს სისწორეს და აუცილებლობის შემთხვევაში მოუწესრიგებს „ნებართვას“ (შეავსებს შეუვსებელ გრაფებს) და უფორმებს მოძრაობის მარშრუტს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავს არ აქვს „ნებართვა“ და ავტოსატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს შემოსვლის პირობებს, სთავაზობს მას მომსახურებას „ნებართვის“ გაფორმებასა და გაცემაზე. თანხმობის შემთხვევაში აფორმებს „ნებართვას“ და აწარმოებს რეგისტრაციას. ამასთან ინფორმაციას უკეთებს გადამზიდავს იმის თაობაზე, რომ შემდგომში „ნებართა“ მან უნდა მიიღოს თავის ქვეყანაში არსებული წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილ შპს „საქინტერავტოსერვისი“:

ა) უმოწმებს „ნებართვას“,  რომელიც უნდა ჰქონოდა მას საქართველოში შემოსვლისას, „ნებართვის“ სისწორეს, შევსების სისწორეს და მოქმედების ვადებს;

ბ) „ნებართვის“ უქონლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ წესების მე-8 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად.

3. საქართველოდან გასვლისას „ნებართვები“ იხურება და მოწმდება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციის შ.პ.ს. „საქინტერავტოსერვისის“ მიერ, ამასთან „ნებართვა“ რჩება გადამზიდავს. თუ გადამზიდავს აღმოაჩნდა არადადგენილი ფორმის „ნებართვა“, იგი ჩამოერთმევა და დგება აქტი შემდგომი რეგისტრირებისათვის.

 

 

 

 

 

GEO

 

საქართველო

ტრასპორტის სამინისტრო

საავტომობილო ტრასპორტის დეპარტამენტი

GEORGIA

MINISTRY OF TRANSPORT

THE  DEPARTMENT OF ROAD  TRANSPORT

 

 

000000

 

ნებართვა გამგზავრებაზე

Journey Authorisation

 

199

 

          საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო

          გადაზიდვების ნებართვა, რომლებიც ხორციელდება

          ცალკეული სატრანსპორტო საშუალებებით ან

          სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობით

         

          Authorisation for the international carriage of goods by

          means of a single vehicle or a combination of vehicles

 

მოქმედია ერთ რეისზე                                       valid for journey

 

საქართველოსა და           ___________

 

Between the GEO and      ___________

 

ტრანზიტით საქართველოს

ტერიტორიაზე

 

 

 

 

By transit through the GEO

1. გადამზიდავის დასახელება და სრული მისამართი

Name and full addres of the carrier

2. მოქმედების ვადა                            დან                                                მდე

Validity                                                from                                                to

3. დამატებითი შეზღუდვები

Restrictions, if any

4. დამატებითი ცნობები, საჭიროების შემთხვევაში

Additional information, if reguested

გადაზიდვები ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე

Transport is effected by roads designated for international road traffie

5. ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი

Registration No of the carrier

 

 

6. ნებართვის გაცემის ადგილი და თარიღი. გამცემი ორგანოს მისამართი, ხელმოწერა და ბეჭედი

Place, date of issue, signature and stamp of the issuing

 

 

 

 

 

საერთო მიწერილობები

 

გაცემული ნებართვა  თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და იგი წარედგინება კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე. იგი მოქმედია მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებისათვის და არ იძლევა უფლებას შიდასახელმწიფოებრივი გადაზიდვების განსახორციელებლად. არ შეიძლება ნებართვის გადაცემა მესამე პირზე. გადამზიდავი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონები. წესები და ადმინისტრაციული მოწერილობანი, რომლებიც ეხება საავტომობილო ტრანსპორტს და საგზაო მოძრაობას.

 

General Conditions

 

This autorisation must be carried on the vehicle and be produced at the reguest of any autorised inspecting officer. It authorises only the international carriage of goods. It is not valid for national transport. It is not transferable. The carrier is reguired to comply within the territory of GEORGIA with laws, regulations and administrative provisions of the State, and in pariticular with those concerning road transport and traffic.

 

 

გასვლისას

Outwards

შემოსვლისას

Return

საბაჟო ორგანოს ბეჭედი და შესაძლო შენიშვნები

Customs office stamp (s) and possible annotations

 

 

გადასატანი ტვირთის დასახელება

Nature of goods

 

 

გადასატანი ტვირთის წონა

Weight of goods carried

 

 

დატვირთვის პუნქტი

Place of loading

 

 

განტვირთვის პუნქტი

Place of unloading