კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022375
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
655
30/10/2020
ვებგვერდი, 30/10/2020
280000000.10.003.022375
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/10/2020 - 18/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №655

2020 წლის 30 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის  დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების  გადასახადების სუბსიდირება,  გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან;

დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.

მუხლი 2
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.  
მუხლი 3
1. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის  დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის)  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირება,  გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას.

2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა).  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

მუხლი 4
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომელიც ქ. თბილისში ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან ამოღებას (შემდგომში – იურიდიული პირები), არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის/სასმელი წყლის/წყალარინების/ დასუფთავების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 5
იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად,  საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად  დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 6
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო,  მოსახლეობის  დახმარების მიზნით, ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამის ადმინისტრაციულ  საზღვრებში, მიიღონ შესაბამისი ზომები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 7
1. ეთხოვოთ იურიდიულ პირებს, საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ სამინისტროს ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშსწორებისათვის.

2. დაევალოს სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:

ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი;

გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.

მუხლი 8
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია, უარი განაცხადოს  სუბსიდირებაზე.

2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.

მუხლი 9
ამ დადგენილებით განსაზღვრული კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2020 და 2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ პროგრამული კოდით  გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია