არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040000000.10.003.022383
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
663
05/11/2020
ვებგვერდი, 06/11/2020
040000000.10.003.022383
არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/11/2020 - 18/08/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №663

2020 წლის 5 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13059 მუხლის მე-3 ნაწილის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე  მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 
არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე  მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურები

თავი I

ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების“ (შემდგომში – რეფერირებისა და აღსრულების პროცედურები) მიზანია არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურები განსაზღვრავს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების განხილვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების კოორდინირებულად მუშაობის წესს, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესებთან.

მუხლი 2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ძირითადი პრინციპები

რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ძირითადი პრინციპებია: 

ა) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების მიერ  ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობა;

ბ) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურების ყველა ეტაპზე სწრაფი და ეფექტიანი ზომების გამოყენება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დასაბრუნებლად ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად; 

გ) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების მიერ ვალდებული მხარის წახალისება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესასრულებლად და დავის მოლაპარაკებით მოსაგვარებლად;

დ) მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების ეფექტიანი განხორციელება.

მუხლი 3. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები  

რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია, „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დადგენილება და სხვა სამართლებრივი აქტები.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისთვის რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში −  სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები − საკონსულო დეპარტამენტი (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი); დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები);

დ) პოლიცია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები;

ე) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

ვ) ტერიტორიული ერთეული – სააგენტოს ტერიტორიული ორგანო (ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით). ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები შეიძლება შეასრულოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა;

ზ) შესაბამისი ორგანო − ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, არამართლზომიერი დაკავებისა და ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების წარმოებასა და აღსრულებაში ჩართული ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო ორგანო;

თ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის) წარმომადგენელი, რომელიც სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილი წესით იწყებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;

ი) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი;

კ) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობასა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას;

ლ) მეურვეობის უფლების მქონე პირი − ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე და მეურვეობას ეს პირი ან ორგანო რეალურად ახორციელებდა ინდივიდუალურად ან ისინი ახორციელებდნენ ერთობლივად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი  სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა  გადაადგილებამდე/დაკავებამდე;

მ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − უფლება, რომელიც გულისხმობს ბავშვთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის, განსაზღვრული დროით ბავშვის ისეთ ადგილას წაყვანას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;

ნ) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირი − პირი, რომელსაც აქვს ბავშვთან ურთიერთობის უფლება და დაინტერესებულია ამ უფლებით, რისთვისაც მიმართავს შესაბამის ორგანოებს;

ო) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;

პ) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის  ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;

ჟ) მედიატორი − პირი, რომელიც იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს მხარეთა შორის დავის შეთანხმებით დასასრულებლად;

რ) სასამართლო მედიატორი − ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მიზნებისათვის პირი, რომელიც ახორციელებს სასამართლო მედიაციას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავის შესაბამისად;

ს) ვალდებული მხარე (ვალდებული პირი) – მხარე (პირი), რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ბავშვის დაბრუნების ვალდებულება აღსრულებით დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება;

ტ) აღსრულებით დაინტერესებული მხარე – მხარე, რომლის სასარგებლოდაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბრუნება/ბავშვთან ურთიერთობა;

უ) სააღსრულებო წარმოება – ბავშვის დაბრუნების/ბავშვთან ურთიერთობის საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც იწყება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;

ფ) სააღსრულებო მოქმედების ოქმი – სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმა, რომელიც დგება ყოველი სააღსრულებო მოქმედებისას და მოიცავს ამ მოქმედების აღწერილობას;

ქ) ჯარიმა – ადმინისტრაციული სახდელის ზომა, რომლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ;

ღ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელიც არის კონვენციის წევრი ქვეყანა და ამავდროულად კონვენციის საფუძველზე საქართველოსთან ახორციელებს ორმხრივ თანამშრომლობას.

2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 5. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების მიზნით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ განსახორციელებელ პროცედურებს;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ  სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებს;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროცედურებს.

 

თავი II

რეფერირებისა და აღსრულების  პროცედურებში ჩართული სუბიექტები და

მათი უფლება-მოვალეობები

 

მუხლი 6. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები

რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან  ცენტრალური ორგანო, სააგენტო, პოლიცია და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები − საკონსულო დეპარტამენტი (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი); დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები).

მუხლი 7. ცენტრალური ორგანოს მონაწილეობა რეფერირებისა და აღსრულების  პროცედურებში

1. ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების საქმის მართვა და კოორდინაცია;

ბ)  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების საქმის მართვა და კოორდინაცია;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:

ა) დაბრუნების პროცედურების დასაწყებად განაცხადს იღებს მეურვეობის უფლების მქონე პირისგან ან ორგანოსგან;

ბ) ბავშვის დაბრუნებისათვის ადმინისტრაციული ან სასამართლო პროცედურების დაწყების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს კონვენციის იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელშიც ბავშვი საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან დაკავებული;

გ) დაინტერესებულ მხარეს აწვდის ინფორმაციას კონვენციის მოქმედების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ნორმებსა და ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების მიზნით მიმდინარე პროცედურების თაობაზე;

დ) კონვენციის მიზნების შესასრულებლად ახორციელებს სხვა ღონისძიებებს.

3. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნებისათვის ცენტრალური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა;

ბ) ისეთი დროებითი ღონისძიებების გატარება, რომლის საშუალებითაც თავიდან იქნება აცილებული ბავშვისთვის შემდგომი ზიანის მიყენება;

გ) ბავშვის ნებაყოფლობით დაბრუნება ან/და სხვა სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება;

დ) ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ე) ზოგადი ხასიათის ინფორმაცია იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, სადაც ბავშვი არის არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული;

ვ) ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების მიზნით კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება თარგმნილი და დამოწმებული კონვენციით გათვალისწინებულ ენაზე;

ზ) შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, აღსრულებისა და ბავშვის საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:

ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან მეურვეობის უფლების მქონე პირისგან ან ორგანოსგან იღებს განაცხადს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების დაწყების თაობაზე;

ბ) არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მიმართავს მეურვეობის უფლების მქონე პირს, ორგანოს ან/და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების დაწყებისა და შემდგომი განხორციელებისათვის;

გ) ბავშვის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობისას უკავშირდება პირს, რომელმაც ჩვეული ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა ან დააკავა ბავშვი ან/და მისი ოჯახის წევრებს და აწვდის მათ ინფორმაციას ბავშვის დაბრუნების პროცედურების, კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესახებ;

დ) არასრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  შუამდგომლობით მიმართავს პოლიციას და მოითხოვს ინფორმაციას:

დ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვისა და იმ პირის  მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე, რომელსაც არამართლზომიერად ჰყავს შემოყვანილი ან დაკავებული ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე;

დ.ბ) ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის  თაობაზე;

ე) განაცხადის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე საქმისწარმოების დაწყების შესახებ;

ვ) კოორდინაციას უწევს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

ზ) მხარეებს სთავაზობს დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას;

თ) დავის მშვიდობიანი მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში,  მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ი)  შეუძლია დაესწროს სასამართლოში საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს;

კ) სასამართლოში საქმის მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას აწვდის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს;

ლ) სასამართლოში ბავშვის დაბრუნების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებამდე ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვთან მეურვეობის უფლების მქონე პირის ურთიერთობის უფლების გამოყენებას;

მ) სასამართლოში ბავშვის დაბრუნების თაობაზე სამართალწარმოების დასრულებისთანავე აცნობებს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს საქმის დასრულების თაობაზე და აწვდის ინფორმაციას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ;

ნ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას აღსრულების პროცედურების თაობაზე;

ო) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს კონვენციის მიზნების შესასრულებლად.

5. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად,  შესაბამის პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:

ა) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირისგან იღებს განაცხადს ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის პროცედურების დაწყების თაობაზე;

ბ) განაცხადის მიღების შემდეგ მიმართავს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს შუამდგომლობით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა;

ბ.ბ) ურთიერთობის უფლების ნებაყოფლობითი განხორციელება ან/და სხვა სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება;

ბ.გ) ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ.დ) ზოგადი ხასიათის ინფორმაცია იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, სადაც ბავშვი იმყოფება;

ბ.ე) ინფორმაცია ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების  თაობაზე;

ბ.ვ) შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, აღსრულებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;

გ) დაინტერესებულ მხარეს აწვდის ინფორმაციას კონვენციის მოქმედების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ნორმებზე;

დ) ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს აწვდის ინფორმაციას კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების თაობაზე;

ე) კონვენციის მიზნების შესასრულებლად ახორციელებს სხვა ღონისძიებებს.

6. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში მონაწილეობისას ცენტრალური ორგანო:

ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან უშუალოდ ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირისგან იღებს განაცხადს ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის პროცედურების დაწყების თაობაზე;

ბ) არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის მიღების შემდეგ მიმართავს ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ  პირს  ან/და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ურთიერთობის უფლების განხორციელების მიზნით შესაბამისი პროცედურების წარმართვისთვის;

გ) უკავშირდება პირს, ვისთანაც ბავშვი იმყოფება, ან მისი ოჯახის წევრებს და აწვდის მათ ინფორმაციას ურთიერთობის უფლების განხორციელების პროცედურების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ორგანოსათვის ცნობილია ბავშვის ადგილსამყოფელი;

დ) არასრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმართავს  პოლიციას ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით;

ე) შუამდგომლობის წარმდგენ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს აწვდის ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ვ) წარმართავს პროცედურებს ურთიერთობის უფლების ნებაყოფლობითი განხორციელების უზრუნველსაყოფად და მხარეებს სთავაზობს დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას;

ზ) დავის მშვიდობიანი მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში,  მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

თ) შეუძლია დაესწროს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს;

ი) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს, განცხადების საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას სასამართლოში საქმის მსვლელობის თაობაზე;

კ) სასამართლოში ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებამდე ხელს უწყობს ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ურთიერთობის უფლების განხორციელებას;

ლ) სასამართლოში ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხზე სამართალწარმოების დასრულებისთანავე აცნობებს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს საქმის დასრულების თაობაზე და აწვდის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას;

მ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან/და მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწვდის ინფორმაციას აღსრულების პროცედურების თაობაზე;

ნ) ახორციელებს კონვენციის მიზნების შესასრულებლად სხვა ღონისძიებებს.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ განცხადების განხილვისა და სასამართლოში გადაგზავნისთვის ცენტრალურ ორგანოს აქვს 6 კვირის ვადა;  

ბ) საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას ცენტრალური ორგანო განიხილავს და კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უგზავნის 6 კვირის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან პირის მიერ ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის მომენტიდან.

მუხლი 8. სააგენტოს მონაწილეობა რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში

1. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში სააგენტო მონაწილეობს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების  პროცედურებში მონაწილეობისას სააგენტო ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოფს წერილობითი დასკვნის მომზადებას მეურვეობის უფლების მქონე პირის ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს შესახებ.

3. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების ფარგლებში სააგენტო:

ა) ცენტრალური ორგანოს ან სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში, ამზადებს წერილობით დასკვნას ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და მის საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით; 

ბ) საქართველოში ბავშვის არამართლზომიერად ყოფნის პროცესში სასამართლო დავალების შესაბამისად აწარმოებს ზედამხედველობას მის ბიოფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და საცხოვრებელ გარემოზე;

გ)  ცენტრალური ორგანოს ან სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში,  ამზადებს წერილობით დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადაპტირებულია ბავშვი ახალ საცხოვრებელ გარემოში მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების შემდეგ;

დ) უფლებამოსილია, გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ ყველა შესაბამისი დაწესებულებიდან, მათ შორის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან;

ე)  საქმის ადმინისტრაციული/სასამართლო წარმოებისა და აღსრულების პროცედურის ფარგლებში მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბავშვს შეურჩევს სახელმწიფო ზრუნვის ფორმას და ახორციელებს ზედამხედველობას მის მდგომარეობაზე; 

ვ) უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების დროს მხარეებს წარუდგინოს მოთხოვნა ბავშვის ფსიქოლოგიური მომზადების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ზ) ბავშვის დაბრუნების საკითხზე სასამართლოში სამართალწარმოების დასრულებამდე უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვთან მეურვეობის უფლების მქონე პირის ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) ერთვება მოლაპარაკების პროცესში ვალდებულ მხარესთან ნებაყოფლობითი აღსრულების მიზნებისათვის როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ისე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ;

ი) აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებით განსაზღვრული წესით და მონაწილეობს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში ბავშვის უსაფრთხო დაბრუნების პროცესში.

4. ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობას.

5. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად სააგენტო, ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, ამზადებს წერილობით დასკვნას ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ფსიქოსოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს  შესახებ.

მუხლი 9. პოლიციის მონაწილეობა რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში 

1. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში პოლიცია მონაწილეობს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოდან საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში ბავშვის დაბრუნების მიზნებისათვის, პოლიცია:        

ა) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ამოწმებს საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვისა  და იმ პირის  მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტს, რომელსაც არამართლზომიერად ჰყავს გადაადგილებული, შემოყვანილი ან დაკავებული ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე და აღნიშნულის შესახებ აწვდის ინფორმაციას ცენტრალურ ორგანოს;

ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანების საფუძველზე, ადგენს არასრულწლოვნის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;

გ) სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანების ან ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/ დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში;

ე) ახორციელებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებებს.

3. კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნებისათვის პოლიცია:

ა) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ამოწმებს ბავშვის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს და აღნიშნულის შესახებ აწვდის ინფორმაციას ცენტრალურ ორგანოს;

ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ადგენს ბავშვის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 10.  სამინისტროს მონაწილეობა რეფერირებისა  და აღსრულების პროცედურებში

რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობენ:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში, კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მყოფი ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენაში;

დ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

 

თავი III

საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად  დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელება

 

მუხლი 11. ცენტრალური ორგანოსთვის მიმართვა

1. მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს,  რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვი საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან დაკავებული, შეუძლია, ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს.

2. ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბავშვის მიმართ ვერ იყენებს ამ უფლებას, შეუძლია,  არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.

3. ცენტრალური ორგანოსათვის წარდგენილი შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ინფორმაცია, რომელიც შეეხება განმცხადებლის, ბავშვისა და იმ პირის ვინაობას, ვინც, სავარაუდოდ, ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა, დააკავა ან ხელი შეუშალა ურთიერთობის უფლების განხორციელებას;

ბ) ბავშვის დაბადების თარიღი;

გ) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებსაც ემყარება მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების ან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;

დ) მეურვეობის/ბავშვთან ურთიერთობის უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რწმუნებულება/მინდობილობა, თუკი განაცხადის ავტორი უშუალოდ არ არის მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული  პირი;

ზ) ინფორმაცია ბავშვისა და იმ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, ვისთანაც ბავშვი, სავარაუდოდ, იმყოფება;

თ) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) ბავშვის  ბოლოდროინდელი  ფოტოსურათი ან/და მისი ზუსტი აღწერილობა;

კ) საქმესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;

ლ) საქართველოს ცენტრალური ორგანოს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა „არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ“.

მუხლი 12. მოთხოვნის გაგზავნა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში

 განაცხადის ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 6 კვირის ვადაში ცენტრალური ორგანო განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და ინფორმაციას აწვდის მეურვეობის უფლების მქონე პირს/ორგანოს ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს.

 

თავი IV

კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად  დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელება

 

მუხლი 13. ცენტრალური ორგანოსთვის მიმართვა

1. მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან ბავშვი არამართლზომიერად იქნა შემოყვანილი ან დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე, შეუძლია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.

2. ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ურთიერთობის უფლებით დაინტერესებული პირი ვერ ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის მიმართ ამ უფლების რეალიზებას, შეუძლია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.

3. ცენტრალური ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მეურვეობის უფლების მქონე პირმა ან ორგანომ, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მოთხოვნით ურთიერთობის უფლების  დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია, რომელიც შეეხება განმცხადებლის, ბავშვისა და იმ პირის ვინაობას, ვინც, სავარაუდოდ, ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა ან დააკავა ან ხელი შეუშალა მასთან ურთიერთობის უფლების განხორციელებას;

ბ)  ბავშვის დაბადების თარიღი;                       

გ) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებსაც ემყარება მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის  მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების ან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;

დ) მეურვეობის ან/და ურთიერთობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რწმუნებულება/მინდობილობა, თუკი განაცხადის ავტორი არ არის მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირი;

ზ) ინფორმაცია, რომელიც შეეხება ბავშვის ადგილსამყოფელსა და იმ პირის ვინაობას, ვისთანაც ბავშვი იმყოფება;

თ) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) ბავშვის ბოლოდროინდელი ფოტოსურათი ან/და მისი ზუსტი აღწერილობა;

კ) საქმესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;

ლ) ცენტრალური ორგანოს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა „ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ“.

მუხლი 14. დავის მშვიდობიანი მოგვარება და პროცესში ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა

1. ცენტრალური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა იმ პირთან დასაკავშირებლად, რომელმაც, მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ცნობით, ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოიყვანა, დააკავა ან ხელი შეუშალა ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელებას.

2. ცენტრალური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ბავშვის ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველსაყოფად მის ჩვეულ საცხოვრებელ ქვეყანაში ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად.

3. ცენტრალური ორგანო მოუწოდებს მხარეებს, სურვილის შემთხვევაში მიმართონ  მედიატორს, ხოლო სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ – სასამართლო მედიატორს.

4. ბავშვს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მისი ასაკისა და მოწიფულობის (მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის) შესაბამისად უნდა იქნეს გათვალისწინებული საქმის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა  და აღსრულების ეტაპებზე.

მუხლი 15. სასამართლოსთვის  მიმართვა

1. ბავშვის ნებაყოფლობით დაბრუნების, ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის ან მხარეებს შორის სხვაგვარი მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ სასამართლო საქმის წარმოებაში მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოსგან გამოითხოვოს  ინფორმაცია დაყოვნების მიზეზების თაობაზე.

მუხლი 16. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

1. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებით.

2. ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღსრულების საფუძველია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, აღსრულებით დაინტერესებული მხარის ან ცენტრალური ორგანოს წერილობითი მიმართვის შემდეგ.

5. აღსრულების დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სააგენტოს ტერიტორიული ერთეული ვალდებულ მხარეს უგზავნის წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების პირობებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სანქციების შესახებ.

6. მოთხოვნაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს  მოთხოვნის გაგზავნიდან 10 დღისა.

7. თუ ვალდებულ მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ვერ ეცნობათ ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია, აღნიშნული პირებისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით,  დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას.

მუხლი 17. ბავშვის ფსიქოლოგიური მომზადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე

სააგენტოს მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფსიქოლოგი უზრუნველყოფს ბავშვის ფსიქოემოციურ მომზადებას გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე.

მუხლი 18. სასამართლო გადაწყვეტილების  ნებაყოფლობით  შესრულება

სასამართლო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით შესრულებულად ითვლება, თუ ვალდებული პირი ტერიტორიული ერთეულის განყოფილების მოთხოვნას შეასრულებს წერილობით განსაზღვრულ ვადაში და  მითითებული პირობებით.

მუხლი 19. სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ვალდებული პირის მხრიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ტერიტორიული ერთეული გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. ვალდებული მხარის მიერ ჯარიმის გადახდა არ იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეწყვეტას.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812  მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20. პრევენციული ღონისძიებები

კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოსგან ან/და მეურვეობის უფლების მქონე პირისგან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე ცენტრალური ორგანო ატყობინებს:

ა) პოლიციას, რათა უზრუნველყონ ვალდებული მხარის მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილება  სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 

ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს − საკონსულო დეპარტამენტს (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საკონსულო დაწესებულებებსა (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა უზრუნველყონ ვალდებული მხარის მიერ ბავშვისათვის საზღვრის გადაკვეთისათვის პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის აღკვეთა ან გაცემულის მოქმედების შეჩერება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება თურქეთსა და საქართველოს, უკრაინასა და საქართველოს  შორის არსებული შეთანხმებებიდან გამომდინარე (პირადობის ელექტრონული მოწმობით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ) საზღვრის კვეთის მიზნებისათვის. შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს  ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 21. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ადგილი და დრო

1. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, უქმე ან დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. ვალდებული პირისა და აღსრულებით დაინტერესებული პირის უშუალო მონაწილეობა იძულებითი აღსრულების პროცესში სავალდებულო არ არის.

4. იძულებითი აღსრულების პროცესს შესაძლებელია,  ესწრებოდეს/ესწრებოდნენ მოწმე/მოწმეები.  

მუხლი 22. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურა

1. ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვალდებული მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი მიმართავს პოლიციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.

2. იძულებითი აღსრულების პროცედურის ფორმა და მიმდინარეობა მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

3. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურაში მონაწილეობა შეიძლება, მიიღონ მხარეებმა, მხარეების წარმომადგენლებმა და სააგენტოს იურისტმა.

4. იძულებითი აღსრულების პროცედურაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მონაწილეობა შეიძლება მიიღოს სოციალურმა მუშაკმა, ფსიქოლოგმა, თარჯიმანმა ან/და მედიატორმა.

5. ბავშვის ადგილსამყოფლის დაზუსტების შემდეგ, იძულებითი აღსრულების პროცედურის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, სააგენტოს თანამშრომელი აფასებს ბავშვის მდგომარეობას, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელთან ერთად განსაზღვრავს დროსა და ადგილს, სადაც განხორციელდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურა და ბავშვი გადაეცემა აღსრულებით დაინტერესებულ პირს.

6. სააგენტოს თანამშრომელი უშუალოდ ან ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, იძულებითი აღსრულების დროისა და ადგილის შესახებ ატყობინებს აღსრულებით დაინტერესებულ პირსა და პროცესში ჩართულ სხვა პირებს.

7. იძულებითი აღსრულების პროცესის დროს პოლიციამ ყველა ღონისძიებას უნდა მიმართოს, რომ თავიდან აიცილოს მხარის დაუმორჩილებლობა და კონფლიქტი.

8. თუ ვერ ხერხდება იმ შენობაში შეღწევა, სადაც ბავშვი იმყოფება, პოლიცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიება შენობაში შესასვლელად.

9. იძულებითი აღსრულების პროცესში სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია მოუწოდებს მხარეს, დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია,  იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

10. თუ ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურას არ ესწრება აღსრულებით დაინტერესებული მხარე ან/და მისი წარმომადგენელი, ბავშვს სახელმწიფო ზრუნვის ფორმაში დროებით განათავსებს სააგენტოს თანამშრომელი.

11. თუ ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესს არ ესწრება აღსრულებით დაინტერესებული პირი ან/და მისი წარმომადგენელი, სააგენტო უზრუნველყოფს ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას ბავშვის შემჭიდროებულ ვადებში დაბრუნებას. ამ შემთხვევაში, დანიშნულების ადგილას ჩასვლამდე ბავშვს თან ახლავს ტერიტორიული ერთეულის თანამშრომელი.

მუხლი 23. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

აღსრულებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია, შეაჩეროს აღსრულების პროცედურა ერთჯერადად, არაუმეტეს 2 კვირის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება დაინტერესებულ პირს, თუ იგი აღარ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას, რაც გამოიწვევს აღსრულების შეწყვეტას.

მუხლი 24. აღსრულების შეწყვეტა

1. სააღსრულებო მოქმედებათა შეწყვეტის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეწყვეტის შესახებ, თუ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობას (ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა), რომ მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება, უარს ამბობს დაბრუნებაზე. უარის ნამდვილობა უნდა დასტურდებოდეს ფსიქოლოგის შესაბამისი დასკვნით.

2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურებისა.

3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულებით დაინტერესებული პირი აღსრულების მოთხოვნით ხელახლა მიმართავს სააგენტოს.

მუხლი 25. სააღსრულებო მოქმედების ოქმი

1. უფლებამოსილი პირი ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) უფლებამოსილი პირის ვინაობას;

გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას;

დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება;

ე) დაინტერესებული და ვალდებული მხარეების ვინაობას;

ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.

2. ოქმს ხელს აწერენ უფლებამოსილი და სააღსრულებო მოქმედების მონაწილე სხვა მხარეები. ხელის მოწერაზე უარის თქმა აღინიშნება ოქმში.

3. სააღსრულებო მოქმედება შესაძლებელია, დაფიქსირდეს ფოტო ან ვიდეოფირზე, აღნიშნულ პროცესში მონაწილე მხარეთა პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.

მუხლი 26. სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება

1. სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც არ აღსრულდა გადაწყვეტილება, უბრუნდება აღსრულებით დაინტერესებულ მხარეს:

ა) მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ ვალდებული მხარე არ ცხოვრობს დაინტერესებული მხარის მიერ მითითებულ  მისამართზე ან თუ მასთან არ იმყოფება ბავშვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებული პირი ან/და ბავშვი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით.

2. სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურებისა.