ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016536
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
25/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250050.35.162.016536
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2020 - 03/02/2021)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021  წლის პროგრამა (დანართი №1)  და მისი ბიუჯეტი (დანართი №2).

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი  ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2020, 010250050.35.162.016519 ).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი




დანართი №1

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“.

 მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 681 800 (ექვსას ოთხმოცდაერთი ათას რვაასი) ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

 სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის  მქონე ბავშვები;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირები;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული არ უნდა იყოს  2 წელი);  მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

ე) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

თ) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ი) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

კ) უპატრონო მიცვალებული;

ლ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

მ) უსინათლოები;

ნ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;

ო) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

პ) აუტისტური  სპექტრის მქონე პირები;

ჟ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად).

რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ტ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები;

უ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ფ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;

ქ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ღ)  პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად  დაზიანდა;

ყ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;

შ) ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტების ბენეფიციარები

მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში-არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე,

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები  პაციენტებსათვის შესაბამისი წამლების თანხის თანადაფინანსება – წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი 65000 – 80000-ს (ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი  აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 (ასი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 300 (სამასი) ლარი (საახალწლო კალათი – 150  ლარი, სააღდგომო კალათი – 150  ლარი);

ე) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) – 300 (სამასი) ლარი (საახალწლო კალათი – 150 ლარი, სააღდგომო კალათი – 150 ლარი);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 300 (სამასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 150-150 ლარი);

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

თ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15მმე-2 ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) შეძენის საფასური  თითოეულ ოჯახზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ი) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 150 ლარი;

კ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას – 100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 200 ლარი;

ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 300 ლარი;

მ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის – არაუმეტეს 840 (რვას ორმოცი) ლარი, ყოველთვიურად 70 ლარი;

ნ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება – 200 (ორასი) ლარი;

ო) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი;

პ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 200 (ორასი) ლარი;

ჟ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 200 (ორასი) ლარი;

რ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი;

ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – არაუმეტეს 1000  ( ათასი) ლარი;

ტ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება – 9 მაისის დღესასწაულისათვის – 300 (სამასი) ლარი;

უ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;

ფ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 300 (სამასი) ლარი;

ქ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის – 600 (ექვსასი) ლარი;

ღ) ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში  ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით)

ყ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად – ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

შ) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 244 300 (ორასორმოცდაოთხიათას სამასი) ლარი;

მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.

2. კომისიის გადაწყვეტილება  მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.

 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.

9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, გამოკვლევების, (სახელმწიფოს ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით), ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის--მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების  (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)  დაფინანსებისას :

) განცხადება;

) განმცხადებლის  და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს).

2. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი წამლების თანხის თანადასაფინანსებლად

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) კალკულაცია აფთიაქიდან;

ზ) რეცეპტების ქსეროასლები (ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში).

 

3. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსებისას:

) განცხადება;

) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) მრავალშვილიანი ოჯახის ან მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, შესაბამისად, შვილების დაბადების მოწმობის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან (სოციალურად დაუცველის შემთხვევაში);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

) აბონენტის ქვითარი.

4. მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15მ3  II ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) საფასურის დაფინანსებისას:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

დ) საბანკო ანგარიში.

5.  95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

6. ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

7. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  განცხადება;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

9. უსინათლოების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

10. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

11. დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

12. აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

13. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსახვერპლთა თავშესაფრიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

14. განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე,  ახმეტის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა  № IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან ან ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული   ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

16. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

19. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში

) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაზიანების შესახებ აქტი შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

20. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბინის მეპატრონის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული აქტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

21. ა(ა) იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი

  პროგრამის განხორციელების შედეგია:

ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება;

დ) ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

 

მუხლი 11. პროგრამის შეფასება

  განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2021 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა. 

 

დანართი №2

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი“

N

პროგრამის დასახელება

ბენეფიციართა  სავარაუდო

რაოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა ლარებში

ერთ პირზე/ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევაში, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის  2000 ლარის და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

250 000

 

 

 

2

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება

 

 

 

 

წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარისა

 

 

 

50 000

 

 

 

 

 

3

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე:

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 – დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან  გასული არ უნდა იყოს ორი წელი).
  2. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.
  3. მარტოხელა მშობლის  სტატუსის მქონე პირები.

 

 

 

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

 

 

 

10 000

4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)

 

35

საახალწლოდ – 150 ლარი

სააღდგომოდ – 150 ლარი

სულ – 300 ლარი

5250

5250

სულ – 10 500

5

უდედმამო ბავშვები (18 წლამდე)

 

3

საახალწლოდ – 150 ლარი

სააღდგომოდ – 150 ლარი

სულ – 300 ლარი

450

450

სულ-900

6

სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის

 

 

32

ა) საახალწლოდ – 150 ლარი

ბ) სააღდგომოდ – 150 ლარი

სულ – 300 ლარი

4800

 

4800

სულ – 9600

7

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1500

8

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15მ3  II ხარისხის მერქნით (საშეშე მერქანი) დახმარება

 

 

20

 

 

             

75

 

 

1500

9

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

16

150

2400

10

ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ეთჯერადად ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, (გარდა მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა)

 

 

 

120

ა)პირველი ბავშვის შეძენის შემთხევაში -100 ლარი

ბ)მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 200 ლარი

გ) ტყუპების შემთხვევაში თითო ბავშვზე – 200 ლარი

 

 

 

20 000

11

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის  ხარჯი

 

5

 

300

 

1500

 

12

დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები

 

20

 

ყოველთვიურად 70 ლარი

 

16 800

13

უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება

           20

 

200

4000

 

14

რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება

 

 

4

 

 

500

 

 

2000

15

დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის

 

12

 

200

 

 

2400

 

 

16

აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისთვის

 

7

 

200

 

1400

17

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება

4

500

2000

18

განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

29 500

19

სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება (9 მაისისთვის)

 

3

 

300

 

900

20

ომის  ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები

10

 

                     250

2500

21

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

9

 

300

 

2700

22

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება

 

 

9

 

 

600

 

 

5 400

23

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარება (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით არა უმეტეს 1500 ლარისა)

 

 

4

 

 

1500

 

 

6000

24

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირის ხარჯი

 

 

5

ყოველთვიურად არაუმეტეს 200 ლარისა, 4 თვის განმავლობაში

 

 

4 000

25

ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება

 

370

 

 

 

244 300

 

 

 

 

სულ  681 800