„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-133/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016824
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-133/ნ
29/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
470230000.22.035.016824
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2020 - 15/04/2021)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-133/ნ

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის, 84-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის გათვალისწინებით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის,  ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
1. დამტკიცდეს „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“  თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანება.

3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესით.

4. 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გადარიცხული დახმარება უკან დაბრუნებას/მოთხოვნას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

 

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე