საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016401
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
25/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
010250050.35.165.016401
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2020 - 29/01/2021)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზესაგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 010250050.35.165.016379)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი



დანართი 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამ

 

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.

 

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 128 400  ლარს.

 

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები და დახმარების გაცემის წესი

1. პირველ და მეორე ახალდაბადებული ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება  (კოდი 06 02 01 01)

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვების ერთჯერადი 350 ლარიანი დახმარება, სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი და მეორე შვილი,  ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების მიმღები ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლი,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 02)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, რომელებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის  18 წლამდე ასაკის. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლები,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

3. ბავშვთა კვების პროგრამის დაფინანსება (06 02 01 03)

 სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის  ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს  რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე ყოველთვიურად კვების პროგრამა დაფინანსდება 100 ლარამდე თანხით. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარებისთვის ლიმიტის ამოწურვამდე გაიცემა 500 ლარამდე თანხა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-NIV-100/ა) და ანგარიშფაქტურა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლი,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ მისი არსებობის შემთხვევაში.

4. უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა (06 02 01 04)

უდედმამო 18 წლამდე  ბავშვთა ყოვეთვიური დახმარება,  დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით ყოველ თვე მთელი წლის განმავლობაში.

დედით ან მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა  ერთჯერადი დახმარება, დახმარების გაცემა მოხდება 200 ლარის ოდენობით, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლები,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან,

6. მშობლის გარდაცვალების მოწმობა.

5შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა (06 02 01 05)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა,

2.დაბადების მოწმობის ასლი,

3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

4. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან,

6. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების პროგრამა (06 02 01 06)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა და 18 წლამდე ბავშვთა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურება დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 001-მდე.

პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება.

სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების  ღირებულებას.

სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსება 200 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

სახელმწიფო  პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბლაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“ -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის ტრანსპორტირების ხარჯები დაფინანსდება 10000 ლარით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლი,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

7. მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 07)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მარტოხელა მშობლის სტატუსის ცნობა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლები,

4. განმცადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

8. რეინტეგრირებული  და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა (06 02 01 08)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ,  მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებს, რომელთა რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება განხორციელდება, ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს საგარეჯოს სოციალური მომსახურების რაიონული ცენტრიდან მოწვდილი ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების გათვალიწინებით, ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩართული ოჯახების და სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, სოციაური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა,  ამავე პროგრამის ფარგლებში  გათვალიწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ასევე ოჯახებს, რომელთაც ყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდა სოციალური შემწეობა განმეორებით გადამოწმების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებს  და მარტოხელა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოხუცებს რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა  65 001-დან 100 001 მდეა   გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. სოციალური მომსახურების სააგენტოდან  წარმოდგენილი ინფორმაცია ბავშვთა ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ ან ქალთა და ბავშვთა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან წარმოდგელი ინფორმაცია,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან,

3. დაბადების მოწმობის ასლები,

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან,

9. სოციაურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენის პროგრამა (კოდი 06 02 01 09)

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფახოვრებო ტექნიკის შეძენა.  ერთ ოჯახზე არაუმეტეს 700 ლარისა. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 70 000-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაია:

1. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან

(სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად).

3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

10. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (06 02 02 01)

სოციალურად დაუცველ 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე  ბენეფიციარების,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების,  9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება ან/და  თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 70%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო, 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება  მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის  დაფინანსდება  წარმოდგენილი თანხის 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა.

სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 001 მდე სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური  პაციენტების პროთეზის ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების დაფინანსება. არაუმეტეს  100 ლარისა. (საჭიროების მიხედვით)

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ, სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსების ვაუჩერი  მისი არსებობის შემთხვევაში,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია,

3. დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში),

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

11. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 02 02)

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ლიმიტის ამოწურვამდე 600 ლარამდე თანხით.

სოციალურად დაუცველ 200 000 ათას ქულის მქონე ბენეფიციართა მედიკამენტებით დახმარება, შშმ. პირთა მედიკამენტებით დახმარება, დევნილ პირთა მედიკამენტებით დახმარება, ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მედიკამენტებით დახმარება, ფენილკეტონურიით ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარება, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი დაფინანსდება 300 ლარამდე თანხით. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

3. დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

 

12. ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა (06 02 02 03)

ონკოლოგიური ავადმყოფების  სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება ასევე, ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობის დაფინანსება განისაზღვრება  მოთხოვილი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. (1500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე) ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის  500 ლარამდე მოთხოვნილი თანხის   დაფინანსდება განისაზღვრება  სრულად ან და ლიმიტის ამოწურვამდე.

ასევე, სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირებს სამედიცინო დახმარების  გაეწევა განისაზღვრება დაუფინანსებელი თანხის 50 % ით. არაუმეტეს 1000 ლარისა.

ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან   სხვა გამოკვლევების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანდსება  700 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე.

თუ ონკოლოგიური ბენეფიციარის მხრიდან  თანაგადახდის მოცულობა 3000 ლარს აჭარბებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ არსებობის შემთხვევაში,

2. დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში),

3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

13.ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (06 02 02 04) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების  ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა  განისაზღვრება 100 ლარით, თანხის ჩარიცხვა ხდება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა),

3. დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში),

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,

5. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

14. ელექტრო ენერგიის და გაზის  საფასურის გადასახადის დაფინანსების პროგრამა (06 02 03 01)

სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტოენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად, დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს

. მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე. 

.  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000 მდე.  

გ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე. 

. რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება - 10 ლარის ოდენობით   სარეიტინგო ქულა 100 000-მდე

ე. მრავალშვილიანი ოჯახების რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება   15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.   

ვ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე) თვეში 10 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ამონაწერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ბუნებრივი აირის და გაზის მიმწოდებელი კომპანიებიდან  მიმიდინარე კომუნალური გადასახადის ოდენობის  და აბონენტის ნომრის მითითებით,

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

15. მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრმა. (06 02 03 02)

სოციალურად დაუცველ ოჯახებს (100 001 მდე სარიტინგო ქულა) ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 50 ლარის ოდენობით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახს 100 ლარის ოდენობით.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დაფინასება გამონაკლისის სახით 100 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.)

2. განმცადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

3. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

14. სოციალურად დაუცველი მოწყვლად ჯგუფებისთვის სადღესასწაულოდ საკვების გაცემის პროგრამა (06 02 03 03)

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ საკვები ამანათების გადაცემა განხორციელდება შერჩეულ სამიზნე ჯგუფებზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი.

დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს სამსახურს და მისი სოციაური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება დახმარების მიმღებთა სიაში ბენეფიციარის მონაცემების შეტანა. 

15. მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა (06 02 03 04)

სოფელი უდაბნოდან (კვირაში ორჯერ) და სოფელ სათაფლიდან (კვირაში ერთხელ) ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება მთელი წლის განმავლობაში (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

ასევე, დახმარების პროგრამით გამიზნული აქტივობების (სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო ტრანსპორტირება სხვადასვა კლინიკაში სკრინინგ პროგრამების ჩასატარებლად, ასევე პანდემიის დროს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აუცილებელი საკვების და საყოფაცხოვრებო საშუალებების სპეციალური ამანათების შესყიდვა–განაწილების ტრანსპორტირება განხორციელება.

16. ხანდაზმულ ბენეფიციართა დახმარების პროგრამა (06 02 03 05) 95 წელს  მიღწეული ხანდაზმულთათვის გაიცემა  ერთჯერადი თანხა  200 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ხანდაზულის ან მისი უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.

2. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

3. ხანდაზმულის დაბადების მოწმობის ასლი მისი არსებობის შემთხვევაში.

17. უპატრონო და სოციალურად დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯის გაცემის პროგრამა (06 02 03 06)

უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, ლტოლვილის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა და ხანდაზულთა სათემო სახლში მცხოვრები მიუსაფარი პირების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არაიდენთიფიცირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდაცვლილი პირის  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვისთვის  დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.  (დახმარების  მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-მდე, სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი პირის შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი ერიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრს) 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. გარდაცვალების მოწმობა

2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

3. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

18. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა (06 02 03 07)

მერიის ბალანსზე არსებული შენობა თავშესაფრების დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

19. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. (06 02 04)

სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ასევე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ბინის ქირით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი რეგისტრირებული ფართის არ ქონის შესახებ.

2. საცხოვრებელი ფართის დაზიანების დამადასტურებელი ინფორმაცია.

3. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსუს განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

20. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (06 02 05)

ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება. დახმარება გაიცემა ყოველდღიურად საკვების სახით სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარებისთვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განმცხადებლის პირადომის მოწმობის ასლი.

2. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

21. ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა (06 02 06)

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებისთვის თითოეულ ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.

დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარებისთვის გაიცემა 300 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 250 ლარი დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისთვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

2. ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

3. გარდაცვალების მოწმობა და ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

22. წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა (06 02 06)

წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის“ ბაზაზე აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, განსაკუთრებული საჭიროებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ  საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით.

23. სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა (06 02 09). სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 100 000) უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის  თანადაფინანსება  განისაზღვრება 1000 ლარამდე   თანხით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, ფაკულტეტის, კურსის და  სწავლის საფასურის ოდენობის მითითებით.

2. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

3. ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

4. პირადობის მოწმობის ასლი.

მუხლი  6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი:

ა.დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ან სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია ქვეპროგრამის მოთხოვნის შესაბამისად.

ბ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2019-2020-2021 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში გასულ წლებში და ორმოცდაათ ლარიანი დახმარების მიმღებია, ან/და რეგისტრირებული პირი covid 19 პანდემიის პირობებში სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტიტრებულია 2016 წლიდან და სახელმწოფო სუბსიდიის მიმღებია და მისი ხელახალი გადამოწმება ხელს შეუშლის პანდემიის სუბსიდიის მიღებას)

გ. თუ სამსახურმა  ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, სამსახური შეხედულებისამებრ უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმეტაცია. ასევე,  საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

დ. covid 19 პანდემიის პირობებში შექმინილი ვითარებიდან გამომდინრე სამსახურს შეუძლია გამონაკლისის სახით გაზარდოს ქვეპროგრამების ბენეფიტი, ბენეფიტის გაცემისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.

. სამსახური უფლებამოსილია ინიატივით მომართოს შესაბამის კომისიას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში შესახლებული ბენეფიციარების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზზნით და მოითხოვოს  ხელშეკრულების განახლების წინ ინფორმაციის განახლება    ალტერნატიული დარეგისტრირებული სახოვრებელი ფართის არ ქონის შესახებ. 

2. სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:

. მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, და 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა).

ბ. თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.

გ. საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა. (საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ოდებობა განისაზღვრება ქვეპროგრამი გამოყოფილი თანხის შესაბამისად.) 

დ. ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

ე. უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება გარდა გადაუდებელი შემთვევისა. ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია  თანხა.   ანაზღაურდება გამონაკლისი შემთვევა თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ვ. არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ  წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება.

ზ. სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

 

მუხლი 7. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება

აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება და სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური დაცვა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 

მუხლი 8. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

.ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.

გ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

დ. მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა.