საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016420
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
24/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
010250050.35.165.016420
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2021 - 19/05/2022)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის,  24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28.12.2020წ. 010250050.35.165.016401)

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი



საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამ

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 575 300  ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები და დახმარების გაცემის წესი

1. პირველ და მეორე ახალდაბადებული ბავშვიანი, სოციალურად  დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა   (კოდი 06 02 01 01)

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვების დახმარება ერთჯერადად 350 ლარის, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის 300 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი და მეორე შვილი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ)დაბადების მოწმობის ასლი.

დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 02)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, რომელებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ)დაბადების მოწმობის ასლები.

დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

3. ბავშვთა კვების პროგრამა  (06 02 01 03)

სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის  ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს,  რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე ყოველთვიურად კვების პროგრამა დაუფინანსდებათ 150 ლარამდე თანხით. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირთა და შშმ პირთა სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარებისთვის ლიმიტის ამოწურვამდე გაიცემა 500 ლარამდე თანხა.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან შშმ პირის ცნობა.

გ)დაბადების მოწმობის ასლი.

დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

4. უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა (06 02 01 04)

ა)უდედმამო 18 წლამდე  ბავშვებზე დახმარების გაცემა 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად  მთელი წლის განმავლობაში.

ბ) დედით ან მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

გ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია

გ.ა)მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა.

გ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ.გ)დაბადების მოწმობის ასლები.

გ.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ.ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

გ.ვ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა.

5შშმ. 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა (06 02 01 05)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობთ ყოველთვიურად.

პროგრამით სარგებლობისათვის  წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა.

ბ)დაბადების მოწმობის ასლი.

გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

დ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

6. შშმ. პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა (06 02 01 06)

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა და 18 წლამდე ბავშვთა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე.

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 001-მდე. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება.  სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების  ღირებულებას.

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსდება 200 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

დ) „ა“,“ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.

დ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

დ.გ) დაბადების მოწმობის ასლი.

დ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე)  სახელმწიფო  პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“-ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.

ვ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის ტრანსპორტირების ხარჯები დაფინანსდება 15000 ლარით.

7. მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 07)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 001-მდე.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)მარტოხელა მშობლის სტატუსის ცნობა.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ)დაბადების მოწმობის ასლები.

დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

8. რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი  სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა ( 06 02 01 08)

ა)საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებზე, რომლებზეც განხორციელდება რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, მათ ოჯახებს გაეწევა ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

ბ)სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება, შესაბამისი ორგანოდან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე, ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით.

გ) ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება.

დ) ოჯახების დახმარება, რომელთაც  ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდათ საარსებო შემწეობა განმეორებით გადამოწმების შედეგად.

ე) თვითმმართველობის სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი ოჯახების გაძლიერება, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე და ფულადი დახმარების გაცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.

ვ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისი ორგანოდან წარმოდგენილი ინფორმაცია ბავშვთა ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ, ან ქალთა და ბავშვთა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია.

ვ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

ვ.გ)დაბადების მოწმობის ასლი.

ვ.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ვ.ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

9. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენის პროგრამა (კოდი 06 02 01 09)

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.  ერთ ოჯახზე არაუმეტეს 700 ლარისა. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 70 000-მდე.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად).

გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

10. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (06 02 02 01)

ა) სოციალურად დაუცველი 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული და დევნილი პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება ან/და  თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 70%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო, 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინასდება სრულად. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს,  დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება  მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის  დაფინანსდება   წარმოდგენილი თანხის  50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა.  

გ) სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 001 მდე სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური  პაციენტების პროთეზის, ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში, ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების ყოველთვიური დაფინანსება. არაუმეტეს  120 ლარისა. (საჭიროების მიხედვით).

დ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დ.ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ, სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსების ვაუჩერი,  მისი არსებობის შემთხვევაში.

დ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

დ.გ)დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).

დ.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

11. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 02 02)

ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ლიმიტის ამოწურვამდე 700 ლარამდე თანხით.

ბ) სოციალურად დაუცველ 200 001 ათასი ქულის მქონე ბენეფიციართა მედიკამენტებით დახმარება; შშმ. პირთა მედიკამენტებით დახმარება; დევნილ პირთა მედიკამენტებით დახმარება; ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება; ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მედიკამენტებით დახმარება; ფენილკეტონურიით, ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარება; აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი დაფინანსდება 300-500 ლარამდე თანხით. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწონებით დაფინანსდება 500 ლარამდე თანხით.

გ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

გ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ.

გ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

გ.გ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).

გ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

12. ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა (06 02 02 03)

ა) ონკოლოგიური ავადმყოფების  სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება. ასევე, ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობის დაფინანსება განისაზღვრება  მოთხოვნილი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა (1500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე). ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც არის ასაკით პენსიონერი, შშმ პირი ან სოციალურად დაუცველი,  სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება მოთხოვნილი თანხის 80 %-ით არაუმეტეს 1000  ლარისა. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის  500 ლარამდე მოთხოვნილი თანხის   დაფინანსდება განისაზღვრება სრულად ან და ლიმიტის ამოწურვამდე. თუ ონკოლოგიური ბენეფიციარის მხრიდან  თანაგადახდის მოცულობა 3000 ლარს აჭარბებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.

ბ) სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირების სამედიცინო დახმარების  გაწევა განისაზღვრება დაუფინანსებელი თანხის 50%–ით. არაუმეტეს 700 ლარისა; სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება თანხის 50% – ით არაუმეტეს 300 ლარისა.

გ) ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან   სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება  800 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე.

დ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დ.ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ არსებობის შემთხვევაში.

დ.ბ)დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)

დ.გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

13. ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (06 02 02 04) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების  ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა  განისაზღვრება 100 ლარით, თანხის ჩარიცხვა ხდება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა).  

ბ)დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)

გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

დ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

14. ელექტროენერგიისა და გაზის  საფასურის გადასახადის დაფინანსების პროგრამა (06 02 03 01)

ა) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის, ან გაზის ღირებულების დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად, დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს.

.ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება  -  1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე  15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.

ა. ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;  სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.

 ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის, ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე.

ა.) რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება - 10 ლარის ოდენობით   სარეიტინგო ქულა 100 000-მდე

ა.ე) მრავალშვილიანი ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება   15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-მდე

ა.ვ) სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე) თვეში 10 ლარის ოდენობით.

ბ) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის, ან გაზის ღირებულების დაფარვის განხორციელების მიზნით  წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:

ბ.ა) ამონაწერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის და გაზის მიმწოდებელი კომპანიებიდან  მიმიდინარე კომუნალური გადასახადის ოდენობისა  და აბონენტის ნომრის მითითებით.

ბ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

ბ.გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

15. მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა. (06 02 03 02)

სოციალურად დაუცველ ოჯახებს (100 001–მდე სარეიტინგო ქულა) ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 50 ლარის ოდენობით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახს 100 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.)

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

16. სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფებისთვის სადღესასწაულოდ საკვების გაცემის პროგრამა (06 02 03 03)

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ საკვები ამანათების გადაცემა განხორციელდება შერჩეულ სამიზნე ჯგუფებზე. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს სამსახურს და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება დახმარების მიმღებთა სიაში ბენეფიციარის მონაცემების შეტანა.  პროგრამით სარგებლობისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი.

17. მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა (06 02 03 04)

ა) სოფელი უდაბნოდან (კვირაში ორჯერ) და სოფელ სათაფლედან (კვირაში ერთხელ) ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება მთელი წლის განმავლობაში (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

ბ) დახმარების პროგრამით გამიზნული აქტივობების (სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკაში სკრინინგ პროგრამების ჩასატარებლად, ასევე პანდემიის დროს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აუცილებელი საკვების და საყოფაცხოვრებო საშუალებების სპეციალური ამანათების შესყიდვა–განაწილების ტრანსპორტირება.

18. ხანდაზმულ ბენეფიციართა დახმარების პროგრამა (06 02 03 05)

95 წელს  მიღწეული ხანდაზმულთათვის გაიცემა  ერთჯერადი თანხა  200 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)ხანდაზმულის, ან მისი უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.

ბ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

გ) ხანდაზმულის დაბადების მოწმობის ასლი მისი არსებობის შემთხვევაში.

19. უპატრონო და სოციალურად დაუცველ მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯის გაცემის პროგრამა (06 02 03 06)

უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, ლტოლვილის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო სახლში მცხოვრები მიუსაფარი პირების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არაიდენტიფიცირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდაცვლილი პირის  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვისთვის  დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.  (დახმარების  მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-მდე, სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი პირის შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი ერიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრს) 

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)გარდაცვალების მოწმობა

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

20.  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა (06 02 03 07)

მერიის ბალანსზე არსებული შენობა-თავშესაფრების დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

21. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. (06 02 04)

სტიქიით, ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მსხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ორი, ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის, ან ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი რეგისტრირებული ფართის არ ქონის შესახებ.

ბ) საცხოვრებელი ფართის დაზიანების დამადასტურებელი ინფორმაცია.

გ)სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

22. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (06 02 05)

ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება. დახმარება გაიცემა ყოველდღიურად საკვების სახით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარებისთვის.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ან სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

23. ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა (06 02 06)

ა) საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით.

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებისთვის თითოეულ ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.

გ) დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარებისთვის გაიცემა 300 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 250 ლარი დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისთვის.

დ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

დ.ბ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.

დ.გ) გარდაცვალების მოწმობა და ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

24. წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა (06 02 07)

წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის“ ბაზაზე აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, განსაკუთრებული საჭიროებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ  საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერებისა და მოხალისეთა ინიციატივების განვითარების მიმართულებით.

25. სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა (06 02 08). სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედით, ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდნეტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი, ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 100 000) უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის  თანადაფინანსება  განისაზღვრება 1000 ლარამდე   თანხით.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, ფაკულტეტის, კურსის და  სწავლის საფასურის ოდენობის მითითებით.

ბ) სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.

გ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

დ) პირადობის მოწმობის ასლი.

მუხლი  6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი:

1. სამედიცინო მომსახურება  დაფინანსდება თუ:

ა. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებულია, ან ფაქტობრივად  ცხოვრობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ან სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია ქვეპროგრამის მოთხოვნის შესაბამისად.

ბ.  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებულია 2019-2020-2021-2022 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 18 წლამდე ბავშვიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში გასულ წლებში და  დახმარების მიმღებია, ან/და რეგისტრირებული პირი covid 19 პანდემიის პირობებში სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია 2016 წლიდან და სახელმწიფო სუბსიდიის მიმღებია და მისი ხელახალი გადამოწმება ხელს შეუშლის პანდემიის სუბსიდიის მიღებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში).. თუ სამსახურმა  ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, სამსახური შეხედულებისამებრ უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმეტაცია. ასევე,  საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

2. covid 19 პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამსახურს შეუძლია გამონაკლისის სახით გაზარდოს ქვეპროგრამების ბენეფიტი, ბენეფიტის გაცემისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.

3.  სამსახური უფლებამოსილია ინიციატივით მომართოს შესაბამის კომისიას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში შესახლებული ბენეფიციარების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით და მოითხოვოს ხელშეკრულების განახლების წინ ინფორმაციის განახლება    ალტერნატიული დარეგისტრირებული საცხოვრებელი ფართის არ ქონის შესახებ. 

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც განიცდის სტიქიური უბედურებების, კატასტროფებით, საგანგებო სიტუაციების, უბედური შემთხვევის,  ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და არ მიეკუთვნება დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას, მაგრამ ესაჭიროება სასწრაფო, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსება ან მედიკამენტები, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარის გადასახდელი თანხა ხუთი ათას ლარს აჭარბებს. განცხადებას განიხილავს და ბენეფიტის გაცემისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. კომისიის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 100 000 ლარით.

5. სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:

. მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვეო სისტემაში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, და 0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა).

ბ. თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.

გ. საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა. (საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ოდებობა განისაზღვრება ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხის შესაბამისად.) 

დ. ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სტომატოლოგიური მკურნალობა.

ე. უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია  თანხა.   ანაზღაურდება გამონაკლისი შემთხვევა, თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ვ. არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის, ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ  წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის, ან გაუტკივარების ღირებულება.

ზ. სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

მუხლი 7. პროგრამის განხორციელების შედეგი

აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება და სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური დაცვა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მუხლი 8. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა)ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

ბ)მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.

გ)საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

დ) მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა.