დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გართიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 06/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.12.220.005.450 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2002 - 10/03/2026)
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება N 16
2002 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კ) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ”დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 1
1. „დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი „მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2
„დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ ვრცელდება იმ დამსაქმებლებზე, დამსაქმებელთა გაერთიანებაზე და პროფესიული კავშირებზე, რომლებიც თავად არიან საპენსიო სქემის დამფუძნებლები.
მუხლი 3
1. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მმართველობითი ორგანო.
2. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა.
3. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და პროფესიული კავშირების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი.
მუხლი 4
1. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანებები და პროფესიული კავშირების საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) საპენსიო სქემაში დასაქმებულის ჩართვის პირობები;
ბ) შენატანის ოდენობის და გასაცემი პენსიის ოდენობის განსაზღვრა, იმის მიხედვით თუ რა სახისაა სქემა;
გ) საპენსიო შენატანში საპენსიო სქემის მონაწილის და დამსაქმებლის, როგორც მეანაბრის წილის განსაზღვრა;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
ე) საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა ან სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევა;
ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა;
თ) საპენსიო სქემის შეწყვეტა.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დ), ვ) და ზ) ქვეპუნქტები არ ვრცელდება სადაზღვევო კომპანიებზე და ბანკებზე.
3. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანებები და პროფესიული კავშირები უფლებამოსილნი არიან მიღებულ გადაწყვეტილებაში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები.
4. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანებები და პროფესიული კავშირები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით მიაწოდონ ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით .
მუხლი 5
1. საპენსიო სქემის მონაწილე უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირების გადაწყვეტილება.
2. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოშობილი დავა გადაწყდება სასამართლო წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები