ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016566
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
09/01/2023
ვებგვერდი, 10/01/2023
010260020.35.116.016566
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ცაგერის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2023 - 05/04/2023)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2023 წლის 9 იანვარი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის  მუნიციპალიტეტის 2023  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი 1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი 1

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს  ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.

2. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, მარტოხელა მშობლის, ვეტერანთა, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით ფულადი დახმარება.


მუხლი 2. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას.

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გამცემ   საბჭოს, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.


მუხლი 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები  ბენეფიციართა სოციალური დახმარების  ქვეპროგრამები:
სოციალური დახმარების  ქვეპროგრამებია:

ა) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება (გარდა შაბათ-კვირისა).

ბ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება.

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება.

დ) დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება.

ე) სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება.

ვ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.

ზ) ორსულთა დახმარება.

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება.

ი) მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის;

კ) ომის  ვეტერანთა  დახმარებები.

ლ) მარტოხელა მშობლის  ფულადი დახმარება.                                                                            

მ) ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება.

ნ) ხანდაზმულთა ფულადი დახმარება.

ო) ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989წლის 9აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.

პ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება;

ჟ) წარმატებული სტუდენტების წახალისება;

რ) პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყოფის მიზნით ფულადი დახმარების პროგრამა;

ს)  0-18 წლამდე შშმ პირებზე საჩუქრების გადაცემა.

ტ) 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისა და ინკლუზიური ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის დაფინანსება.


მუხლი 4. უკიდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება გაეწევა:

ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულია.

 2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის უკიდურესად შეჭირვების შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა ;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას.

4. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა)

5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერისა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 5. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ პროგრამაში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საბჭოს მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.

3. ოჯახს, რომლის წევრებიც პენსიონერები არიან, იღებენ სოციალურ დახმარებას, ამასთანავე  ამ ოჯახში არ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, ამ მუხლით დახმარება არ მიეცემა.

4. ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.


მუხლი 6. უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება
1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ  საცხოვრებელი  ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ.) ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია  200-დან  400 ლარამდე.

2. უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.


მუხლი 7. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი  ფინანსდება ყოველთვიურად  და დახმარების  მოცულობა განისაზღვრება თვეში  300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის  ხარჯებისათვის  იმ  ქალაქში , სადაც სარგებლობს  სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით  ,,დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსლაცია“.

2. პროგრამაში ჩართვის  მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:      

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.


მუხლი 8. სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება
1. სხვადასხვა  სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო–ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

2.  სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

3.ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდებათ  ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (400 ლარზე მეტი), დაუფინანსდებათ პაციენტის მიერ გადახდილი თანხის 50%, არაუმეტეს 1000 ლარისა.

4. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება 1500 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე  პუნქტით დახმარება არ გაეწევა.

5. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ დებულებით განსაზღვრული მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

6. სხვა მძიმე დაავადებები:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე-2, მე-3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე;

დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1– 2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა 2 ხარისხით;

ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი. (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული  უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);

ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. (ფორმა 100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით,  ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით – გულის უკმარისობა მე-2 ხ,  თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით;

ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით.(გართულებული სისხლდენით და პერფორაციით);

კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით  და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

ლ)  შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

მ)  სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ნ)  ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3, მე-4 სტადია, ქიმიო-თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.(ფორმა 100 (ონკო-ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;

ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები – 1 წლამდე);

პ)  კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი;

რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები, აუტისტური სპექტრის პირები;

ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3-მე-4 სტ;

უ) უსინათლო ინვალიდები.

7. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 150-დან 300 ლარამდე საბჭოს გადაწყვეტილებით.

8.  დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ)  ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ – 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

ე) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ვ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ზ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.


მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ერთხელ  გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:

ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის  შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით;

ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში – 1000 ლარი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე  ასაკის შვილი, დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (სრულწლოვანების მიღწევამდე).

3. დახმარების მიმღებმა პირმა – მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით.


მუხლი 10. ორსულთა დახმარება
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და  მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფა.

2. დახმარება განისაზღვროს თვეში 200 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს  12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.  (სარეიტინგო ქულა – 200 000-დან ქვემოთ);

დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით.


მუხლი 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება
1.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 300 ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენისას:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (მეურვე ან მშობელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტები და მე-5 მუხლით.


მუხლი 12. მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის;
1.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;

ბ)  მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;

გ)  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (წარმოდგენილი იქნას ბენეფიციარის გარდაცვალებიდან  სამი თვის განმავლობაში);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილი ვეტერანის/ იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობისა და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.


მუხლი 13. ომის ვეტერანთა დახმარებები
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის – 17 ოქტომბრის  აღსანიშნავად თითოეულს 150 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა)  ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი  წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით.


მუხლი 14. მარტოხელა  მშობლის  დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი  დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობელს.

2. დახმარება განისაზღვრება  400 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი.

დ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით


მუხლი 15. დედ-მამით ობოლი 18-წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან.

2. დახმარება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) მეურვის  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  მეურვის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ე)  დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლები;

ვ) მეურვის   საბანკო ანგარიში;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით


მუხლი 16. ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90  წლიდან- 95 წლამდე 200 ლარის ოდენობით,  95-დან 100-წლამდე 250 ლარი, 100 წლიდან  ზევით 300 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის   პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით.


მუხლი 17. ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც:

ა) 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი;

ბ) უკრაინის ქ. ჩერნობილის ავარიის დროს (იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში ან ასრულებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებს) მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი.

2. დახმარება განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაზარალებულის მოწმობის (სტატუსის) ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.

3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში ერთხელ წინასწარ შედგენილი გრაფიკით.


მუხლი 18. სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობაზე  საშობაო და სააღდგომო საჩუქრები
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობისათვის (უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარები) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცეს საშობაო და სააღდგომო საჩუქრები.

მუხლი 19. წარმატებული სტუდენტების წახალისება
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური წახალისება, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტის 100%. ერთ კურსდამთავრებულზე გასაცემი ჯილდო არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. დახმარების მისაღებად სტუდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე) ამონაწერი 100% გრანტის მოპოვების შესახებ.


მუხლი 20. პროფესიული სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით ფულადი დახმარების პროგრამა
1. დახმარება განისაზღვროს ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ – 700 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ცნობა აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ (დიპლომის ასლი-დამთავრების დროს დამოწმებული ნოტარიულად);

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 21. 0-დან 18 წლამდე შშმ პირებზე საჩუქრების გადაცემა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ორჯერ (3 დეკემბერი – შშმ პირთა საერთაშორისო დღე, 14 ივნისი – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ 0-დან 18 წლამდე შშმ პირებზე გაიცეს სასაჩუქრე პაკეტები.

მუხლი 22. 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისა და ინკლუზიური ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის თანადაფინანსება
მუნიციპალიტეტში 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ და ინკლუზიური ბავშვებისათვის არსებული საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისათვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს თანხის თანადაფინანსება.

მუხლი 23. სოციალური საბჭო
1. მე-5 და მე-8 მუხლით შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების შემსწავლელი საბჭო, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი.

2. საბჭოს  შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება

3. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (გადაუდებელ შემთხვევაში 2-3-ჯერ)

4. საბჭოს  მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბჭოს  სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ,  3-4  დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

6. საბჭო  სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

7. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს  თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

8. საბჭოს  მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს  წევრის აზრი წერილობით დაერთვება ოქმს.

9. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს  მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

10. საბჭოს  სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

11. მუხლი 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახურის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით.


მუხლი 24. დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც საბჭოს  ოქმის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

2. მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.

3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე).