საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018384
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
129/ნ
06/12/2023
ვებგვერდი, 08/12/2023
040030000.22.022.018384
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/12/2023 - 24/10/2025)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №129/ნ

2023 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) რეორგანიზაცია ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის გადაადგილება.

2. დაევალოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

4. დაევალოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ამ ბრძანების შესრულების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი