დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 08/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016113 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/12/2023 - 19/07/2024)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 556100.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 535000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
|
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 21100.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 551156.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 63112.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 156112.5 ათასი ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 93000.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 707 269.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-58169.1) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-77453.7) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 77453.7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-19284.6) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 19284.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
2.2. არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა
4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
4.6. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა
4.7. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
5.5. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.6.2. კონკურსები და ოლიმპიადები
7.8.1. სტუდენტთა დახმარება
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია 8.3. კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული პროფესიული თეატრების ხელშეწყობა
8.4. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8.5. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.6. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
8.9. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
9. სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა
10. ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
11. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სამინისტროს 2024-2027 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ და სხვა სოციალური კატეგორიის ფენებსა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევაზე, სახსრების ენდოპროტეზირების, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვაზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის და მოზრდილი მოსახლეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ფინანსური რისკებისგან დაცვაზე, სოფლის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე.
ეპიდდაძაბული სიტუაციის დროს გადამდებ დაავადებათა გავრცელებისაგან რისკ ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფა და დაავადებული მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. 12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაცვა საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან. პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე ან/და ნაწილობრივ იქნება დაფინანსებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა
12.3.2. ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა - მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია თითოეულ ბენეფიციარზე 15 ლარი დღეში, ხოლო შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციართათვის - 30 ლარი. შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება - ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2 000 ლარის ოდენობით ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და შშმ სტატუსის მქონე ორსულ ქალებზე (22 კვირისა და მეტი ვადის ორსულობა).
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.5. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
15. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
15.3.3. აგრო-მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
16.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზაციული მართვა
16.4. ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდის განტვირთვის სამუშაოები
17. ტყის მდგრადი მართვა
|
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 726 553.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 31.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით. |
მუხლი 15.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 11700.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. |
მუხლი 16.
სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 15218.9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 17.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სესხის დაბრუნება |
განისაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სესხის დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 5000.0 ათასი ლარი. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 18.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 252700.0 ათასი ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 19.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 9 334.7 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 8 534,7 ათასი ლარის დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ხოლო 800,0 ათასი ლარის განკარგვას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის/შენობების და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და მშენებლობის მიზნით. |
მუხლი 20.
კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება |
კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება განისაზღვროს 184.0 ათასი ლარის ოდენობით, რაც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე, თეატრის საქმიანობის მხარდაჭერას. თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელია სსიპ იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. |
მუხლი 21.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ფინანსური უზრუნველყოფა |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები 48.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 22.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის პროგრამის ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2023 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2023 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის -„სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. |
მუხლი 23.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2024 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 24.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
მუხლი 25.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა. |
მუხლი 26.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 14 სექტემბრის #11 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. |
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 27.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
ბათუმი, 8 დეკემბერი 2023 წ. N84-Iს
|
დოკუმენტის კომენტარები