დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016602 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (20/12/2023 - 31/05/2024)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №31 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/12/2022, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.132.016566). |
|
დანართი 1
|
თავი I
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 356,500.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 106,217.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 177,231.5 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 73,051.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 224,289.1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 112,753.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 120,753.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 8,000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 345,042.9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 19,457.1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -17,500.0 ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 17,500.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 11.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -36,957.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 36,957.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2024 წლის ბოლოსთვის: (ათას ლარებში)
შენიშვნა * - საპროგნოზოდ გამოყენებული (ევრო/ლარის სავარაუდო კურსი 1/3.0 |
თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 382,000.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები