ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016535
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
43
22/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
010250000.35.139.016535
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2023 - 26/04/2024)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი დანართ №1-ის შესაბამისად
მუხლი 2
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №96 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, რეგისტრაციის კოდი: 010250000.35.139.016486, 23/12/2022 წ).
მუხლი 4
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირი, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტ2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი

თავი I
სოციალური დახმარებების პროგრამა და გაცემის წესი

მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები და მოქალაქეები:

ა) მრავალშვილიანი ოჯახები;

ბ) მარტოხელა მშობლები;

გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები;

ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები;

ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები;

თ) ოჯახები რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;

ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წლის და მეტი ასაკის  მოქალაქეები;

კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის  ცენტრი „თებე“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“

ლ) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები;

მ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები;

ნ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს  დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები.

ო) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებული პირები;

პ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები;

ჟ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები;

რ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახები;

ს) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

ტ) საპენსიო ასაკის პირები და  სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა  შეადგენს 200 000-ს.


მუხლი 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი და რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160000-ს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის  შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი და რომლებიც არ ირიცხებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის  შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) ან მეტი შვილი „დედის დღე“-ის დღესასწაულის აღსანიშნავად გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

5. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მრავალშვილიანი ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

6. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტი;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულების ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში).


მუხლი 3. მარტოხელა მშობლების დახმარება
1. მარტოხელა მშობლებს „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. მარტოხელა მშობელს გაეწიოს ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. მარტოხელა მშობლის თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40  (ორმოცი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.


მუხლი 4. ოჯახების დახმარება შვილის შეძენისას.
1. შვილის შეძენისას ოჯახებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ყოველთვიურად  100 (ასი) ლარი ახალშობილის 12 თვის ასაკის მიღწევამდე. 

2. შვილის შეძენისას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება  ამ წესის პირველი მუხლით განსაზრვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. 

3. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში თანხა გაიცემა ახალშობილის რაოდენობის მიხედვით;

4. დახმარების მისაღებად მშობლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში);

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა გასული წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.


მუხლი 5. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ქორწინებაში რეგისტრირებულ ოჯახებს წახალისების მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით

2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში);

დ) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 6. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ:

ა) „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) „ახალი წლის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს დედ-მამით ობოლი ბავშვის/ების კანონიერი წარმომადგენლების ოჯახების (პირების) თანადაფინანსება კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების გადახდისას.

3. დახმარების მისაღებად კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბავშვის/ების დაბადების მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.


მუხლი 7. 18  წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, გარდა ამისა დამატებით ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. საკურორტო მომსახურება მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საკურორტო მომსახურებისას დახმარების მიმღების მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი ან კერძო გამქირავებელთან (შემოსავლების სამსახურში გადამხდელად რეგისტრირებული) დადებული ხელშეკრულება და გადამხდელის დამადასტურებელი საბუთი. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული მიღებული მომსახურების საფუძველზე.


მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება
1. 18 წლის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 9. ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია
1. ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი და მათგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. „დედის დღის“ დღესასწაულის აღსანიშნავად დედებს, რომლებსაც ჰყავთ 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახების თანადაფინანსება კომუნალური გადასახადების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა) ელექტროენერგიის თანადაფინანსება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) ბუნებრივი აირის თანადაფინანსება 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მშობლებმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,

დ) მშობლის (დედა, მამა) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) მრიცხველის რეკვიზიტები;

ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების  აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;


მუხლი 10. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) და მეტი წლის მოქალაქეებს გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის  და საიუბილეო თარიღზე ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ნათესაური კავშირის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 11. ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის ქუჩა №31 ს/კ 64.23.02.605.01.528) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ (ს/კ401981931) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრ „თებეს“ კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე (ქ. ბორჯომი, ქეთევან წამებულის ქუჩა №5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის – არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ (ს/კ 426114466), კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადის დაფინანსება.


მუხლი 12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება
1. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ (ს/კ 226166154) დაფინანსების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიღატაკის ზღვარზე მყოფი და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარების ყოველდღიურად უფასო ერთჯერადი საკვებით უზრუნველყოფა.

2. მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი განსაზღვრულია დანართ №2 შესაბამისად.


მუხლი 13. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდისთვის საშეშე მერქნის შესაძენად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც  რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის გაეწიოთ ერთჯერადად   ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით საშეშე მერქნის შესაძენად. დახმარების გაცემა განხორციელდეს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული სიების საფუძველზე.

მუხლი 14. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანების დახმარება
1. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება  100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით:

ა) „მეორე მსოფლიო ომის“ მონაწილეებთან გათანაბრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;

გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;

დ) 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;

ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა“-ში და სარეიტინგო ქულა 160000-ს არ აღემატება;

ვ) „ომის ვეტერანის“ სტატუსის  მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფი) პირებს.

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალებისას  ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში)

გ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი, მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი დოკუმენტი, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილ ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 15. სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას ოჯახს გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ოჯახის წევრის/ნათესავის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დევნილის მოწმობა);

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო/უჭირისუფლო) მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. სარიტუალო დაკრძალვისთვის დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეზობლების ერთობლივი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შუამდგომლობის წერილი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.


თავი II
ამბულატორიული, სტაციონარული და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

მუხლი 16. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთლობის დაცვის პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე უწყვეტად მცხოვრები მოქალაქისათვის, გარდა მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული პირებისა, თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონარული და ამბულატორიული დაფინანსების მიღება, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეძენილი და თანდაყოლილი მძიმე დაავადებების სათანადო სტაციონარულ, ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მკურნალობას.

მუხლი 17. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  (გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, 18 წლამდე დედ-მამით ობლების, 18 წლამდე შშმ პირების, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა, საპენსიო ასაკის პირებისა დიდი სამამულო ომისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა)  და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა 18 წლამდე შშმ პირებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, საპენსიო ასაკის პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

5. პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად.

6. სრული დაფინანსებით ისარგებლებენ კარდიოლოგიური პაციენტები  წლის განმავლობაში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით, მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და კარდიოქირურგიული ჩარევის საჭიროებისას.

7. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურგიაზე, კურორტულ მომსახურებაზე და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა ყბა-სახის ქირურგიისა), ასევე არ დაფინანსდება არჩეული  აყვანილი ექიმის და "ვიპ" პალატის ღირებულება. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად. 

8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში);

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა,), ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები ან/და ელექტრონული ვერსია), სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული  წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. 


მუხლი 18. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ჩაუტარდათ სტაციონარული მკურნალობა/მეთვალყურეობა არანაკლებ 24 საათის განმავლობაში (ან გაეწერენ ბოლო 1 თვის მანძილზე) და საჭიროებენ სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, გაეწიოთ დაფინანსება  200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა მოხდება წელიწადში ერთჯერადად, გარდა მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა №IV-100/ა,) დედანი, გაცემული ბოლო 1 თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ აღნიშნული იქნება იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, რომლის მიღება აუცილებელია პაციენტისთვის საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ. ფორმა №IV-100/ა-ს ექიმის მიერ ხელით შევსების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ პუნქტში სავალდებულოა დანიშნულების ჩამონათვალი და იმავე დღეს გაცემული რეცეპტი; 

დ) კალკულაცია  აფთიაქიდან - დედანი.

4. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და კალკულაცია (დედანი დოკუმენტი ან/და ელექტრონული).


მუხლი 19. ქრონიკული, იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დროული და სათანადო მედიკამენტებით მკურნალობისთვის გაეწიოთ დაფინანსება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 1200 (ათას ორასი) ლარით.

2. პირები, რომლებიც დაავადებულები არიან ენცეფალოპათიით და პარკინსონის კანკალა რიგიდული ფორმით, ასევე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ყოველ კვარტალში გაეწიოთ დაფინანსება 100 (ასი) ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში 400 (ოთხასი) ლარით.

3. პირები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში, არ ექვემდებარებიან გადაადგილებას და ესაჭიროებათ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა დაფინანსდებიან 200 (ორასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად.

4. პირებს რომლებსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული აქვთ „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის გაეწიოთ დაფინანსება სრულად მთელი წლის მანძილზე, ხოლო დაფინანსების ლიმიტი განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. განხორციელდეს კრიზისულ მდგომარეობაში   მყოფი  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ბავშვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.  დაფინანსდება ოჯახში მცხოვრები  თითოეული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი ერთჯერადად არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

6. საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა  200 000-მდეა,  მედიკამენტების შესაძენად დაუფინანსდებათ 200 ლარი  ერთჯერადად.

7. შშმ ვეტერანები მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან  ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ  გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა)  - დედანი (ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა, წარმოდგენილი იქნება ერთჯერადად წლის დასაწყისში);

დ) კალკულაცია  აფთიაქიდან-დედანი;  (ფორმა №IV-100/ა და კალკულაცია აფთიაქიდან მიიღება ელექტრონული ფორმითაც);

ე)  ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდების მოქონე პირებისათვის საპატიო წოდების დამადასტურებელი საბუთი;

ზ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა, ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდეს წელიწადში ერთჯერადად.  


მუხლი 20. ონკოლოგიური პაციენტების დახმარება
1. ონკოლოგიური პაციენტების (I, II და IV კლინიკური ჯგუფი) სადიაგნოსტიკო მაღალტექნოლოგიური კვლევების, ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებისათვის,  ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას ან შემდგომ მკურნალობისათვის და სხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის დაფინანსების ლიმიტი  განისაზღვროს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად ან წლის განმავლობაში.

2. ონკოლოგიური პაციენტები (III კლინიკური ჯგუფი), რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, წელიწადში ერთჯერადად გაეწიოთ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადგილობრივი ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით.

3. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)   განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული:  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა დედანი, ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედნები, ან/და ელექტრონული ვერსია);

დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კალკულაცია  აფთიაქიდან -დედანი; 

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი (დაფინანსების შემთხვევაში) ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული  წერილობითი ინფორმაცია მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე;

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, (დედანი დოკუმენტი) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული უნდა იყოს არანაკლებ ბოლო ერთი თვის მანძილზე, რომლის მე-17 პუნქტში მკურნალი ექიმის მიერ დაფიქსირებული იქნება სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი,


თავი III
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 21. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანი და მოსარგებლეები
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები, მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, რომელთა მიმართ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.


მუხლი 22. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 (სამასი) ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საკანცელარიო, სასწავლო და პირადი ნივთების შეძენისათვის;

ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას.


მუხლი 23. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების საფუძველია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც უნდა ერთვოდეს:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი ფორმა NIV-50/4;

ე) 23-ე მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ვ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტი.


თავი IV
დაფინანსების ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 24. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელების და ანგარიშსწორების წესი
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლის  ან  სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მოქალაქის დაფინანსების ან არ დაფინანსების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია.   

2. ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და რეფერალური პროგრამით დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე და მედიკამენტებზე, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო და რეფერალური პროგრამით.

3. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაფინანსება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე და ტრანსპლანტაციის ხარჯებზე;

ბ) კურორტულ მომსახურებაზე, ესთეთიკურ და პლასტიკურ ქირურგიაზე;

გ) სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, გარდა ყბა-სახის ქირურგიული მომსახურებისა;

დ) პროგრამით მოსარგებლის მიერ აყვანილი ექიმის  და „ვიპ პალატის“ არჩევისას.

4. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების და აფთიაქის მიერ მედიკამენტების გაცემის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 25. სამედიცინო მომსახურების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სტაციონარული, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და დაბადების მოწმობა;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაბადების ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობით აღზრდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა,),რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით;

ვ) ანგარიშ - ფაქტურა ან/და ინვოისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისგან;

ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის შემთხვევაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის გაცემის დღიდან გასულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა,  ხოლო ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკიდან გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა -ფორმა №IV-100/ა,  (დედანი) ერთჯერადად წლის დასაწყისში;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობაში (ფორმა №IV-100/ა) მკურნალი ექიმის  მიერ აღნიშნული უნდა იყოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის მიღება ბინაზე მკურნალობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ან/და მკურნალი ექიმის მიერ ბინაზე გაწერის დღეს გაცემული რეცეპტი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 26. სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური.

2. პირველი მუხლით განსაზღვრული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ)დამუშავებაზე.


მუხლი 27. ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.


მუხლი 28. გადაწყვეტილების მომზადება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.


მუხლი 29. საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა
1. სამედიცინო მომსახურების ან/და ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო  წერილი ძალაშია გაცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;

ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;

გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაიცემა ახალი  საგარანტიო წერილი, რომლის ვადა აითვლება გაცემის დღიდან.


მუხლი 30. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი
1. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. ანგარიშსწორებისას მომწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი);

გ) გაცემული საგარანტიო წერილის ქსეროასლი;

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.

3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.


მუხლი 31. ქვეპროგრამის განხორციელების ვადა
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


დანართი №2
სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის

ქვეპროგრამის განხორციელების და ბენეფიციართა შერჩევის წესი

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქვეპროგრამა – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიღატაკის ზღვარზე მყოფი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (06 02 02);

ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“;

გ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიანად მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

ე) უფასო სასადილო – ქვეპროგრამის განმახორციელებლი;

ვ) კომისია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ში შექმნილი, დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შეყვანილია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელი.


მუხლი 2. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ (ს/კ 226166154).

2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ითვალისწინებს 260 (ორას სამოცი) ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფას.

3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კვებით, კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (კვირა დღის გარდა).

4. მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში.


მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების განსაზღვრა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შემდეგი პირები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ბ) მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

გ) მარტოხელა უმუშევარი პენსიონერები;

დ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

2. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს კომისიის დასკვნა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში“ 2019 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.


მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“.

2. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს;

ა) განცხადება ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრი“-ს დირექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

3. ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე.კომისია განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასკვნას.


მუხლი 5. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და წესი
1. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) ბენეფიციარის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარმა საცხოვრებელი ადგილი აღარ მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.

2. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორი იღებს წერილობითი სახით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.


მუხლი 6. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.