დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016745 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/06/2025 - 06/11/2025)
|
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ, №99, 13/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.014987) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) მე-2 მუხლი და ამ მუხლით დამტკიცებული „დანართი 1“ ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლი და ამ მუხლით დამტკიცებული „დანართი 2“ ამოღებულ იქნეს; დ) მე-4 მუხლი და ამ მუხლით დამტკიცებული „დანართი 3“ ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე სუბიექტებმა უზრუნველყონ:
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ (შემდგომში – წესები) მოთხოვნებთან შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების ფორმების გამოყენება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმების შესაბამისად შედგენილი: ბ.ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ აღრიცხვის ჟურნალში; ბ.ბ) გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების აღრიცხვა წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ რეგისტრაციის ჟურნალში. 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე სუბიექტები უფლებამოსილი არიან წესების მოთხოვნებთან შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების ფორმების გამოყენების დაწყებამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების შედგენა განახორციელონ ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფორმების დაცვით. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. ეს წესები აწესრიგებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ოქმის შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან, პირის სამართალდამრღვევად ცნობასა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საწარმო ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ამ წესების, ასევე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საწარმო – ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, წყალმომარაგების ლიცენზიატი; ბ) ოქმი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დგება სამართალდარღვევის ფაქტზე და რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესების №1 დანართის სახით; გ) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; დ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც არ ხდება ადმინისტრაციული სახდელის დადება და წყდება საქმის წარმოება; ე) დადგენილება – ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება; ვ) უფლებამოსილი პირი – საწარმოს სახელით ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე პირი; ზ) სამართალდარღვევა – კოდექსის 961 ან 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; თ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. 2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3. უფლებამოსილი პირის განსაზღვრა 1. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ბრძანებით განსაზღვროს უფლებამოსილი პირი. 2. ბრძანება სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და უფლებამოსილების ვადას. 3. ოქმის შედგენის უფლებამოსილება პირს ენიჭება დროებით და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. დაუშვებელია ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. 5. ბრძანება უფლებამოსილი პირის განსაზღვრის ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უნდა წარედგინოს კომისიას. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გულისხმობს იმ პირს, რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. თავი II ოქმისა და დადგენილების შედგენა, ადმინისტრაციული სახდელის დადება, დადგენილების გასაჩივრება და იძულებითი აღსრულება მუხლი 4. ოქმის შედგენა 1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი კალმით და ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. 2. ოქმში დაუშვებელია ტექსტის გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ან მასში შეტანილი მონაცემის რაიმე სხვა ფორმით გადასწორება. 3. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. გადახაზულ ოქმს უფლებამოსილი პირი აბარებს ოქმის გამცემს, რაზეც ადგენს მოხსენებით ბარათს შესაბამისი გაუქმების მიზეზების მითითებით. 4. ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) მონაცემები პირის შესახებ, რომლის მიმართაც დგება ოქმი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, აბონენტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, აბონენტის ნომერი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი და შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, მათი არსებობის შემთხვევაში; ზ) პირი, რომლის მიმართაც დგება ოქმი, ახსნა-განმარტება; თ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დასადგენად მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია. 5. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას დამატებითი მტკიცებულების სახით, შესაძლებელია, გადაღებული იქნეს ფოტო ან/და ვიდეომასალა, რომელიც დაერთვის ოქმს. ფოტო ან/და ვიდეომასალა გადაღებულ უნდა იქნეს იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათი გადაღების დროის იდენტიფიცირება. ფოტო ან/და ვიდეომასალის გადაღების უფლება აქვთ როგორც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, აგრეთვე, პირს, რომლის მიმართაც დგება ოქმი. 6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და პირი, რომლის მიმართაც დგება ოქმი. ოქმზე ხელმოწერა ასევე დასაშვებია მოწმეებისა და დაზარალებულების მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც დგება ოქმი, უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომლის მიმართაც დგება ოქმი, უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე, ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი და დასაბუთება. 8. პირს, რომლის მიმართაც დგება ოქმი, უნდა განემარტოს მისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობანი, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში. 9. ოქმი დგება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც დგება ოქმი, მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენს. 10. პირს, რომლის მიმართაც დგება ოქმი, ოქმის მისი კუთვნილი ეგზემპლარი გადაეცემა პირადად ან ეგზავნება დაზღვეული ფოსტით, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 11. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა დარეგისტრირდეს აღრიცხვის ჟურნალში. 12. საწარმო ვალდებულია შეინახოს ყველა გამოყენებული, გაუქმებული და გამოუყენებელი ოქმი არანაკლებ 3 წლის ვადით. მუხლი 5. დადგენილების გამოცემა 1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემა ხდება ოქმის შესაბამისად, პირის სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველზე. 2. პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების შემთხვევაში გამოიცემა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესის №2 დანართის სახით. 3. პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში გამოიცემა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესის №3 დანართის სახით. 4. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის მოთხოვნებს. 5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადება უნდა განხორციელდეს კოდექსის შესაბამისად. 6. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა პირს დაეკისრება მხოლოდ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ხელმეორედ გამოვლინდა კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 8. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში პირს არ ჩაუდენია კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. 9. იმ პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად, ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენება გაფრთხილება. 10. იმ შემთხვევაში, თუ ოქმის საფუძველზე არ ხდება პირის სამართალდამრღვევად ცნობა, გამოიცემა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესების №4 დანართის შესაბამისად. 11. საწარმო უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ არსებულ ერთიან საინფორმაციო ბანკში სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაცია გაგზავნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ გამოცემულია ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება. 12. იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება საწარმოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირის ამოღება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბანკიდან. მუხლი 6. დადგენილების ჩაბარება 1. დადგენილების ჩაბარებას და, შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს საწარმო. 2. დადგენილება მისი გამოცემისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს სამართალდამრღვევს. 3. დასაშვებია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მესამე პირის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია საწარმო. 4. დადგენილება მხარეს ჰბარდება საწარმოს მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მისამართის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული სხვა მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის, ალტერნატიული მისამართის ან სამუშაო ადგილის) მიხედვით – დაზღვეული წერილის გაგზავნის გზით. დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მისი ასლი მიიღოს საწარმოში, ხოლო საწარმო, თავის მხრივ, ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს მოთხოვნილი დადგენილების ასლი ყოველგვარი საფასურის გადახდევინების გარეშე. 5. დადგენილების ჩაბარება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თუ სამართალდამრღვევი ამავდროულად საწარმოს აბონენტია, მას კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით საწარმოსათვის წარდგენილი აქვს ელექტრონული ფორმით შეტყობინების გაგზავნისათვის საჭირო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის სხვა მონაცემები) და ოქმის და/ან დადგენილების შედგენისას წინასწარ ხელმოწერით განაცხადებს თანხმობას დადგენილების ელექტრონული ფორმით ჩაბარებაზე. ასეთ შემთხვევაში, დადგენილება ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პირი დაადასტურებს დადგენილების ჩაბარებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილების ელექტრონული ფორმით გაგზავნიდან 2 დღის ვადაში არ დაადასტურებს დადგენილების ჩაბარებას, იგი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 6. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება (მათ შორის, გზავნილის მიღებაზე უარის შემთხვევაში), იგი უნდა განთავსდეს: ა) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე იმ შენობაში, სადაც შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა; ბ) საწარმოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 7. თუ ობიექტური მიზეზის გამო შეუძლებელია დადგენილების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება, საწარმო უფლებამოსილია დადგენილება გამოაქვეყნოს გაზეთის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, რომლებიც გავრცელებულია იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ჩადენილი და განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 8. დადგენილების საწარმოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებისას იგი უნდა განთავსდეს იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოქვეყნების ზუსტი დროის/პერიოდის განსაზღვრა, ხოლო დადგენილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. 9. საწარმოს მიერ ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში სამართალდამრღვევს უნდა ეცნობოს, ასევე, ელექტრონული ფორმით (შესაბამისი გამოქვეყნების წყაროს/საშუალების მითითებით), თუ პირს კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით საწარმოსათვის წარდგენილი აქვს ელექტრონული ფორმით შეტყობინების გაგზავნისათვის საჭირო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის სხვა მონაცემები). ამასთან, მიღებული შეტყობინების არწაკითხვა გავლენას არ ახდენს დადგენილების გასაჩივრების ვადის ათვლაზე. 10. დადგენილება ჩაბარებულად ითვლება: ა) ფოსტის მეშვეობით დაზღვეული წერილით გაგზავნის შემთხვევაში – საფოსტო მომსახურების გამწევი პირის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის შედგენისთანავე; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირის მიერ დადგენილების ჩაბარების დადასტურებისთანავე; გ) ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით განსაზღვრული წესით საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში – გამოცხადებიდან მე-3 დღეს; დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში – შესაბამისი მასობრივი ინფორმაციის საშუალების გამოცემიდან/გავრცელებიდან მე-3 დღეს. მუხლი 7. დადგენილების გასაჩივრება 1. დადგენილება საჩივრდება კომისიაში ადმინისტრაციული საჩივრით დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია დადგენილება გაასაჩივროს კომისიაში პირდაპირი წესით ან დადგენილების გამომცემი საწარმოს მეშვეობით. 3. საწარმოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია კომისიას გადაუგზავნოს საჩივარი და მის ხელთ არსებული სრული დოკუმენტაცია არაუგვიანეს 10 დღისა. მუხლი 8. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა კომისიაში ადმინისტრაციული საჩივარი, ასევე დადგენილებისა და დარიცხვის შეჩერებასთან და საწარმოს მიერ მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დავების განხილვის წესის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 9. დადგენილების იძულებით აღსრულება 1. ფიზიკური პირისთვის ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, საწარმო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს ამ მუხლის შესაბამისად. 2. საწარმო ვალდებულია პირს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო ჯარიმა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შეუწყვიტოს მომსახურება ამ მომხმარებლის მიერ ჯარიმის გადახდამდე ან ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ამ წესებით განსაზღვრული პირობებით იძულებით აღსასრულებლად მიქცევამდე, თუ კომისიის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აცნობოს აგრეთვე შესაბამის მიმწოდებელს. 3. საწარმო ვალდებულია პირს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო ჯარიმა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შეუწყვიტოს მომსახურება ამ მომხმარებლის მიერ ჯარიმის გადახდამდე ან ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ამ წესებით განსაზღვრული პირობებით იძულებით აღსასრულებლად მიქცევამდე. 4. თუ სამართალდამრღვევი არის ფიზიკური პირი, საწარმო ვალდებულია მას განუმარტოს, თუ როგორ და სად შეიძლება ჯარიმის გადახდა. 5. ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლიდან უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად. 6. ფიზიკურ პირს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საწარმოში წარდგენის შემდეგ უნდა აღუდგეს მომსახურება არაუგვიანეს მეორე დღისა, თუ ამ ფიზიკურ პირს არ აქვს საწარმოს მიმართ სხვა დავალიანება. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 10. ჯარიმის დაბრუნება საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით პირისათვის ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, პირს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამზადება და აღრიცხვა-ანგარიშგება მუხლი 11. ოქმების აღრიცხვა 1. ოქმების აღრიცხვას საწარმო უზრუნველყოფს აღრიცხვის ჟურნალის მეშვეობით. აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საწარმო ვალდებულია აღრიცხვის ჟურნალი აწარმოოს ელექტრონული და მატერიალური ფორმით. 3. მატერიალური ფორმით არსებული აღრიცხვის ჟურნალი უნდა დადასტურდეს საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 4. მატერიალური ფორმით არსებული აღრიცხვის ჟურნალის წარმოება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მასში შეტანილი მონაცემების თვითნებური ცვლილება. 5. საწარმო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მატერიალური ფორმით არსებული აღრიცხვის ჟურნალის დამოწმებული ასლი და/ან ელექტრონული ფორმით არსებული აღრიცხვის ჟურნალი კომისიას. მუხლი 12. ოქმის ბლანკების დამზადება 1. ოქმის ბლანკების დამზადებას საწარმო ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. ოქმის ბლანკების შეკვეთას საწარმო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმის ბლანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) ოქმის ბლანკზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდება (ინიციალებით), რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა), სერია; გ) ოქმის ბლანკი უნდა დამზადდეს ა-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე და მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 4. ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს საწარმოს მიერ სათანადო რწმუნებულებით (მინდობილობით) აღჭურვილ პირს. 5. ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის/პირების მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 13. ოქმის ბლანკების შენახვა საწარმო ვალდებულია ოქმის ბლანკების შენახვა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 14. ოქმის ბლანკების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა დასაშვებია: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 4. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბრძანებით განსაზღვრავს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერაზე პასუხისმგებელ პირს. 5. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15. დადგენილებების რეესტრი 1. დადგენილებების აღრიცხვას საწარმო უზრუნველყოფს დადგენილებების რეესტრის მეშვეობით. დადგენილებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. დადგენილებების რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და აბონენტის ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და აბონენტის ნომერი; ბ) ოქმის ნომერი, შედგენის თარიღი, საფუძველი/მიზეზი და ადგილი, ასევე, ოქმის შემდგენის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ბრძანების/დოკუმენტის რეკვიზიტები (გამოცემის/გაცემის თარიღი, ნომერი); გ) დადგენილების ნომერი, თარიღი და უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. 3. საწარმო ვალდებულია დადგენილებების რეესტრი აწარმოოს ელექტრონული და მატერიალური ფორმით. ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოებული დადგენილებების რეესტრი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. 4. მატერიალური ფორმით არსებული დადგენილებების რეესტრი უნდა დადასტურდეს საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 5. მატერიალური ფორმით არსებული დადგენილებების რეესტრის წარმოება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მასში შეტანილი მონაცემების თვითნებური ცვლილება. 6. საწარმო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მატერიალური ფორმით არსებული დადგენილებების რეესტრის დამოწმებული ასლი და/ან ელექტრონული ფორმით არსებული დადგენილებების რეესტრი კომისიას. დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
..................................... ......................................... შედგენის თარიღი შედგენის ადგილი
1. უფლებამოსილი პირი: ............................................................................. (თანამდებობა, სახელი, გვარი) 2. სამართალდამრღვევი: .................................................................................................................... (იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი, აბონენტის ნომერი, პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი) 3. სამართალდარღვევის ადგილი, დრო, არსი: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 4. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ........................................................................................ ..................................................................................................................................................................... 5. მოწმეები და/ან დაზარალებულები (გვარი, სახელი, მისამართი) ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 6. კვალიფიკაცია - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი ..................................................................................................................................................................... .....................................................................................................................................................................
7. საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზეб და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
ოქმის შემდგენი: ........................................ ......................................... სახელი, გვარი (ხელმოწერა) ოქმის შემდგენი: ........................................ ......................................... სახელი, გვარი (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: ........................................ ......................................... სახელი, გვარი (ხელმოწერა) მოწმე: ....................................... ......................................... სახელი, გვარი (ხელმოწერა) მოწმე: ....................................... ......................................... სახელი, გვარი (ხელმოწერა) შენიშვნა: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... .....................................................................................................................................................................
დანართი №2 დადგენილება № გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
..................................... ......................................... საქმის განხილვის თარიღი საქმის განხილვის ადგილი
1. უფლებამოსილი პირი : ........................................................................................... (თანამდებობა, სახელი, გვარი) 2. ცნობები პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... (იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი, აბონენტის ნომერი, პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვა რელევანტური მონაცემები)
3. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ............................ მუხლის საფუძველზე ვ ა დ გ ე ნ: 5. ........................................................................................................ დაედოს ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება. 6. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. 7. სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი: ......................................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................................... 8. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ჩაბარებიდან/საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად ჩათვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (მის.: ქ. თბილისი, 0194, მიცკევიჩის ქ. №19).
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ................................................................................
დანართი №3 დადგენილება № დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
..................................... ......................................... საქმის განხილვის თარიღი საქმის განხილვის ადგილი
1. უფლებამოსილი პირი : ........................................................................................... (თანამდებობა, სახელი, გვარი) 2. ცნობები პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... (იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი, აბონენტის ნომერი, პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი) 3. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ............................ მუხლის საფუძველზე ვ ა დ გ ე ნ: 5. ........................................................................................................ დაედოს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა ................... ლარის ოდენობით. 6. სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 7. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ჩაბარებიდან/საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად ჩათვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (მის.: ქ. თბილისი, 0194, მიცკევიჩის ქ. N19) . უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ................................................................................
დანართი N4 დადგენილება № საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ
..................................... ......................................... საქმის განხილვის თარიღი საქმის განხილვის ადგილი
1. უფლებამოსილი პირი : ........................................................................................... (თანამდებობა, სახელი, გვარი) 2. ცნობები პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე: ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... (იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი, აბონენტის ნომერი პირადი ნომერი /საიდენტიფიკაციო ნომერი) 3. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... 4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვ ა დ გ ე ნ: 5. ________________________________________ოქმის საფუძველზე ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ შეწყდეს საქმისწარმოება. 6. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ჩაბარებიდან/საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად ჩათვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (მის.: ქ. თბილისი, 0194, მიცკევიჩის ქ №19) . უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ................................................................................“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები