საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
477
27/10/2025
ვებგვერდი, 27/10/2025
040030000.10.003.025371
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/10/2025 - 20/11/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2025 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტო) შერწყმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (შემდგომში − სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).

2. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩაითვალოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე დადებული გარიგებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე ან/და გარიგების დადებამდე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების შემდგომ სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია, აღემატებოდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მისთვის დამტკიცებულ მომუშავეთა რიცხოვნობას, მაგრამ არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის ამავე კანონით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობის ოდენობით. ამასთან, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა შესაძლებელია, გაიზარდოს არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობით.

მუხლი 2
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;

გ) ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე