ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016701
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010250050.35.162.016701
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2025 - 04/02/2026)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამა“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/12/2024,  სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016665).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, .

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა

 

ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, ვეტერანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) და ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მიიღებენ ამ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას, თუ ბენეფიციარი ჩართულია ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამაში) მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას.

პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, აგრეთვე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამა“.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის, ბავშვის უფლებების დაცვის და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა სახის პრობლემებით, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის  მქონე პირები;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირები, ვეტერანები,  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; საქართველოს საპატიო მსაჯი; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სპორტის საერთაშორისო/საერთაშორისოდ აღიარებული/მსოფლიო ოსტატი; საქართველოს სპორტის რაინდი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე,  მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

ე) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

თ) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ი) ოჯახები პირველი, მეორე და ტყუპი ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

კ)  მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირი;

ლ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

მ) უსინათლოები;

ნ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები (ბავშვის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);

ო) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

პ) აუტისტური  სპექტრის მქონე პირები;

ჟ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);

რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ტ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები;

უ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი;

ფ) გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები;

ქ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ღ) პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად  დაზიანდა;

ყ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;

შ) ლოგინს მიჯაჭვული, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები;

ჩ) დიაბეტით და ფერმენტოპათიით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე;

ც) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტების ბენეფიციარები;

ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

წ) ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები;

ჭ) ძალადობის მსხვერპლი პირები (ბინის ქირით უზრუნველყოფა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად).

მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული/ჩასატარებელი მკურნალობის, ოპერაციის და ამბულატორიული (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება;

ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში;

გ) ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე პირთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება;

დ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურება (გეგმიური და ჩატარებული) დაფინანსდება 100 %-ით, თუ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000-მდე. (არაუმეტეს 2000 ლარისა);

ე) სარეაბილიტაციო პროცედურები დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, (18 წლამდე ბავშვები და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია - არაუმეტეს 2000 ლარისა;

ვ) გადასახდელი თანხის 50 %-მდე (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000-მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებელი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისა);

ზ) შშმ, სპეციალური საჭიროების და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მქონე 18 წლამდე ბავშვების მუსიკალური თერაპიის არაუმეტეს ორი კურსის დაფინანსება;

თ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, - წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი; ვეტერანები - წელიწადში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა , საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; საქართველოს საპატიო მსაჯი; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სპორტის საერთაშორისო/საერთაშორისოდ აღიარებული/მსოფლიო ოსტატი; საქართველოს სპორტის რაინდი - წელიწადში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა;

ი) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი 65000-80000-ს (ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

კ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200  ლარი, სააღდგომო კალათი - 200  ლარი);

ლ) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) - 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200 ლარი, სააღდგომო კალათი - 200 ლარი);

მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები - 400 (ოთხასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 200-200 ლარი);

ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

ო) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

პ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას - 300 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას - 350 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 350 ლარი;

ჟ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯი - 400 ლარი;

რ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის - არაუმეტეს 1800 (ათას რვაასი) ლარი, ყოველთვიურად - 150 ლარი;

ს) უსინათლოთათვის  დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 (ხუთასი) ლარი;

ტ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

უ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 400 (ოთხასი) ლარი;

ფ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 400 (ოთხასი) ლარი;

ქ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

ღ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან - წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 2000  (ორი ათასი) ლარისა;

ყ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;

შ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;

ჩ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 600 (ექვსასი) ლარი;

ძ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის - 700 (შვიდასი) ლარი;

წ) ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში  ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით);

ჭ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად - ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

ხ) ლოგინს მიჯაჭვული, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ჯ) დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ჰ) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება- გამოყოფილი ასიგნების ოდენობით;

1) 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 600 ლარი;

2) ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამის ბენეფიციარების დახმარება ოჯახის გაძლიერების მიზნით წელიწადში  -  არა უმეტეს  2000 (ორი ათასი)   ლარისა, ოჯახში ბავშვთა რაოდენობის და სოციალური პირობების გათვალისწინებით (კომისიის გადაწყვეტილებით);

3) ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფა (ყოველთვიურად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის  განმავლობაში.

 

მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი ავალებს ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა  დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურს მოამზადოს სათანადო დოკუმეტაცია.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის  და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ა“ - ,,თ“, ,,რ“, ,,ხ“ და ,,ჯ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე ,,ა“ - ,,თ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 2000 (ორი ათასი) ლარს.

 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7.არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის  ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. დახმარება გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მერის წარმომადგენელმა  განცხადებით უნდა მიმართოს მერს მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

9. ომის ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის განმცხადებელმა მერიას უნდა მიმართოს ომის ვეტერანის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახების დასახმარებლად თანხა გაიცემა ოჯახის წევრზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების და რეგისტრაციის მიუხედავად.

11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  (დევნილი) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები დახმარებას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის მიუხედავად.

12.პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  ამ დანართის მე-6 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში::

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ექიმის მიერ გაცემული სრულყოფილი ფორმა NIV/ 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია ან ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს);

ი) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში).

2. შშმ, სპეციალური საჭიროების და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მქონე 18 წლამდე ბავშვების მუსიკალური თერაპიის არაუმეტეს ორი კურსის დაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ექიმის მიერ გაცემული სრულყოფილი ფორმა NIV/ 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს პედიატრის, ნევროლოგის, ფსიქიატრის ან ოჯახის ექიმის მიერ);

ე) კალკულაცია ან ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) წამყვანი მუსიკათერაპევტის რეკომენდაცია.

3. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე,   ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება,  ვეტერანები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; საქართველოს საპატიო მსაჯი; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სპორტის საერთაშორისო/საერთაშორისოდ აღიარებული/მსოფლიო ოსტატი; საქართველოს სპორტის რაინდი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა № /100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) კალკულაცია აფთიაქიდან;

ზ) რეცეპტების ქსეროასლები (ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში).

თ) ვეტერანის მოწმობა - ვეტერანების დაფინანსების შემთხვევაში;

ი) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

კ) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,  საპატიო მსაჯის,  სპორტის დამსახურებული მოღვაწის,  სპორტის საერთაშორისო/საერთაშორისოდ აღიარებული/მსოფლიო ოსტატის და  სპორტის რაინდის დამადასურებელი დოკუმენტი.

4. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსებისას(გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლისპირადობის მოწმობის ასლი;

გ) მრავალშვილიანი ოჯახის ან მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, შესაბამისად, შვილების დაბადების მოწმობის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან (სოციალურად დაუცველის შემთხვევაში);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) აბონენტის ქვითარი.

5. 95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისდა მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

6. ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

7. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის ხარჯისათვის:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  განცხადება;

ბ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

დ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი.

8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

9. უსინათლოების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

10. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

11. დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

12. აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

13. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარებისთვის:

ა) განცხადება;

ბ)განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან (მიმდინარე წლის ფაქტი);

დ) ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

14. განსაკუთრებულ შემთხვევებში ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა N/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ზ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი-თანხის გაცემის შემთხვევაში;

თ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან (თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში);

ი) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან.

15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული   ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

16. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე)  ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

19. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაზიანების შესახებ აქტი შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

ე)  ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

20. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბინის მეპატრონის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული აქტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

21. ლოგინს მიჯაჭვული, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დასახმარებლად:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა № 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ /დიაგნოზი შესაბამისი  კლასიფიკატორით და პამპერსის ზომის  მითითებით;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

22.  დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შეძენაში დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა № /100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან (კანონიერი წარმომადგენელი).

23. ა(ა) იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან.

24. 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან:

25. ბავშვიანი ოჯახების კრიზისის პრევენციის ქვეპროგრამის ბენეფიციართა ოჯახების   დასახმარებლად:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

გ) სოციალური მუშაკის დასკვნა/შეფასება;

დ) აქტი (ოჯახის შეფასებისა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით შედგენილი);

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან.

26. ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის: (ყოველთვიურად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის  განმავლობაში:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან (მიმდინარე წლის ფაქტი);

დ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

 

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგია:

ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება;

დ) ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;

ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

 

მუხლი 11. პროგრამის შეფასება

განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2026 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.