„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017668
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
10/02/2026
ვებგვერდი, 10/02/2026
140030000.22.034.017668
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2026 - 12/02/2026)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №11

2026 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №81 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/09/2019; 140030000.22.034.016906) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგამოძიებო სამმართველო;

ბ) დეტექტივების (ოპერატიული) აღმოსავლეთის სამმართველო;

გ) დეტექტივების (ოპერატიული) დასავლეთის სამმართველო;

დ) საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და ანალიტიკური სამმართველო.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. დეტექტივების (ოპერატიული) აღმოსავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და მის შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება.

2. დეტექტივების (ოპერატიული) დასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე, მის შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება.

3. დეტექტივების (ოპერატიული) აღმოსავლეთის სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) დასავლეთის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) ოპერატიული/აგენტურული საქმიანობის განხორციელება, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ვ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით;

ზ) ძებნილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება;

თ) ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, პატრულირების განხორციელება;

კ) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ლ) დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება;

მ) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე თარჯიმანთა, გარეშე პირთა მოძიება და მოყვანა;

ნ) ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიება;

ო) გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა ადგილსამყოფლის დადგენა;

პ) მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფა;

ჟ) დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამომძიებლის მიერ მითითებულ ადგილზე მიყვანა;

რ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ს) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დანაშაულის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ტ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

უ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით;

ფ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა;

ქ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ღ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;

ყ) ნარკოტიკული დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა;

ც) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ძ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება;

წ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ჭ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;

ხ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;

ჯ) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ჰ) დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;

1) სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის წარმოება და გამოყენება, კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის წარმოება;

2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე სატრანსპორტო, ტექნიკური საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

5. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14

1. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე