კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შებამისად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ანდამატებითი სხვა ტარიფი, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. ამავე, კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის . ამდენად, “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ (სატარიფო რეგულირება) არ შეიძლება განისაზღვროს დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება და შესაბამისი ტარიფიც არ უნდა იქნას განსაზღვრული, ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით უკვე განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის მოთხოვნებს.