კომენტარები

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, უშუალოდ სტაჟიორისათვის და არა მოხელისათვის, მინიმუმ დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის გათვალისწინება ეწინააღმდეგება აღნიშნულ ჩანაწერს, რადგან გამოდის, რომ სტაჟიორის მიმართ უფრო დიდი სტანდარტია წაყენებული, ვიდრე უშუალოდ მოხელედ მისაღები პირისათვის:)