კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 5 მუხლის მე-6 პუნქტი, შესაბამისობაშია მოსაყვანი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტთან. („თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მუხლებშიც შესაბამისი ცვლილებებია შესატანი).

პაპუ (პაპუნა ძიძიგური)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/08/26
ბოლო შემოს: 2013/08/26 05:11:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამონათვალი არ შეიცავს მიწის ნაკვეთებს, რასაც მრავლად ფლობს თვითმმართველი ერთეული

პაპუ (პაპუნა ძიძიგური)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/08/26
ბოლო შემოს: 2013/08/26 05:11:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-5 პუნქტში ჩანს, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ან რეგისტრირებული პირი თვითმმართველი ერთეულის ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს, თუმცა სპეციალური განმარტება ამის შესახებ არ არსებობს. ასეთი განმარტება აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მოქალაქწმ გაითავისოს რა ქონების მფლობელი და მეპატრონეა