ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 13/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 200130000.36(1).010.010087
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
176
06/03/2007
სსმ, 33, 13/03/2007
200130000.36(1).010.010087
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/03/2007 - 29/03/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.010.087

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №176

2007 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, მე-40 თავის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ინსტრუქცია ქონების გადასახადის გა­მოან­გარიშებისა და გადახდის წესის შესახებ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანება ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2005წ., №53, მუხ. 572).

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ინსტრუქცია

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ

ინსტრუქცია შემუშავებულია საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქონების გადასახადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და გადახდის წესს.

    მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებები

1. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა და რომელთა ფლობა, განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

2. უძრავი ქონება – შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

3. შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან ნაგებობა (ან მათი ნაწილი) მიწის ნაკვეთით, რომელზედაც იგი არის დამაგრებული.

4. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

5. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონე­ბა – ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქ­ტი­ვები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე დაუმონტაჟებელი მოწყობი­ლო­ბები და დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებები, რომლებიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობისათვის.

6. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოების დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები.

7. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი ერთ წელზე მეტი ხნით იყენებს სა­ქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახუ­რების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინის­ტრაციული მიზნებისათვის.

8. აქტივების ღირებულება – აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა გადახდილი მოსაკრებლისა ან/და საბაჟო გადასახადისა.

9. ლიზინგის საგანი – ლიზინგით მიღებული ძირი­თადი საშუალებები. ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღნიშნული ძირითადი საშუალებები აისახება იჯარის მიმღების ბალანსზე.

10. პირის ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას.

11. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი – ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება ადგილი, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს, ან მისი ფაქტობრივად ყოფნის ადგილი. თუ ფიზიკურ პირს რამდენიმე საცხოვრებელი (ბინა ან საცხოვრებელი) აქვს, მის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ამ ფიზიკურ პირთან შეთანხმებით.

12. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მიეკუთვნება:

ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;

გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;

დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულო­ბის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლებით;

ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლებით გამოყენება ნებართულია კანონმდებ­ლობით დადგენილი წესის მიხედვით;

ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;

ზ) სხვა მიწა, რომელიც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.

13. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მი­წა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწა.

14. ორგანიზაცია – ორგანიზაციებად ითვლება შემდე­გი წარმონაქმნები:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;

ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

15. კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი საანგარიშო წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად დაფუძნებული საწარმოო-ორგანიზაციებისათვის (მეწარმე ფიზიკური პირები­სათვის) – დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. ქონების გადასახადი წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს, რომლის შემოღების (გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული გადასახადის გაუქმების) უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობით ორგანოებს. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული ქონების გადასახადის გადახდა სავალდებუ­ლოა შესაბამისი სუბიექტის ტერიტორიაზე.

2. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

3. საგადასახადო ორგანოებს, საგადასახადო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, უფლება აქვთ დამოუკი­დებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგა­დასახადო ვალდებულების მოცულობა, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორ-ციელებლად საჭირო დოკუმენტა­ციას.

4. საგადასახადო ორგანო გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, ამ მიზნით:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე დანართი №7 ფორმით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს მონაცემები საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი) და მათი მესაკუთრეების შესახებ;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ევა­ლებათ ყოველი წლის 1 ივნისამდე დანართი №8 და №9 ფორმით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ მონაცემები საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებულ იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე და მათი მესაკუთრეების შესახებ;

გ) თანანმდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შემოსავლების შესახებ;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური სათანადო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფა­რთობის, შესაბამისი კატეგორიის ან ზონის და გა­დას­ახადის განაკვეთის მითითებით (დანართი №10).

5. მე-4 პუნქტში აღნიშნულის გარდა, მარეგისტრირებელი ორგანოები შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარუდგენენ გასხვისებული ქონების (სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ – მიწის ნაკვეთის) შესახებ მონაცემებს.

6. გადამხდელის მიერ შესაბამისი დაბეგვრის ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება ერთ ლარამდე ნულდება.

    მუხლი 3. ქონების გადასახადის გადამხდელები

1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე:

ა) საკუთრებაში ან ლიზინგით აქვს აღებული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივ მფლობელო-ბაში იგულისხმება სახელმწიფო საკუთრება­ში არსებული მიწის ფაქტობრივი ფლობა ან სარგებ­ლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიე­რი სარგებლობისა.

მაგალითი 1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებმა, სახლის მიმდებარე აუთვისებელი მიწის ფართობი (გარდა მათ თანასაკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთისა) საბოსტნე ნაკვეთებად დაინაწილეს და მისი დამუშავება დაიწყეს.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მობინადრეები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივ მფლობელებად ჩაითვლებიან.

გ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მაგალითი 2

პირის გარდაცვალების შემდეგ სოფლად მის საკუთრებაში არსებული პრივატიზებული მიწის ნაკვეთის დამუშავება და მოსავლის (ნაყოფის) მიღება დაიწყო გარდაცვლილი პირის შვილმა. ამასთან, მან მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ დაირეგისტრირა.

 მოცემულ შემთხვევაში შვილი აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიხედვით განიხილება ქონების გადასახადის გადამხდელად.

მაგალითი 3

ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ბინა გაქირავებული იყო მის დისშვილზე. 2010 წელს პირი გარდაიცვალა, ამასთან მისმა შვილმა ბინა საკუთრებაში არ დაირეგისტრირა. დისშვილმა ბინის ქირის გადახდა განაგრძო გარდაცვლილის შვილის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დისშვილის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება ქირით, იგი აღნიშნულ ბინაზე ქონების გადასახადის გადამხდელად არ განიხილება, ასეთად, აღნიშნული ბინის მიხედვით, განიხილება გარდაცვლილის შვილი.

2. ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად.

    მუხლი 4. დაბეგვრის ობიექტი

1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.

მაგალითი 4

საწარმოს, რომლის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა (საცხოვრებელი ბინების მშენებლობა-მიწოდება), 2007 წელს საცხოვრებელი ბინის პარალელურად საკუთარი საჭიროებისათვის აშენებს საოფისე შენობას. აღნიშნული წლის მიხედვით საწარმოს დაუმთავრებელი დარჩა როგორც საცხოვრებელი ბინის, ასევე საოფისე შენობის მშენებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდებისათვის განკუთვნილი მშენებარე საცხოვრებელი სახლის ღირებულება განეკუთვნება საბ-რუნავ საშუალებებს და არა გრძელვადიან კაპიტალურ დაბანდებას ან ძირითად საშუალებას, 2007 წელს საწარმოსათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება მხოლოდ მშენებარე საოფისე შენობის ღირებულება.

2. უცხოური საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება (მათ შორის, რეზიდენტი პირისათვის იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ქონება).

მაგალითი 5

უცხოურმა ავიაკომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (რეგისტრირებული) საჰაერო ხომალდი იჯარით გადასცა საქართველოს ავიაკომპანიას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საწარმოზე (ავიაკომპანიაზე) უცხოური საწარმოს მიერ იჯარით გადაცემული ქონება (საჰაერო ხომალდი) ქონების გადასახადით დაიბეგრება.

3. ორგანიზაციებისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული ან ლიზინგით აღებული:

ა) უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული, აგრეთვე იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულებით გაცემული ქონებისა;

ბ) იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულებით გაცემული ქონება;

გ) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი);

დ) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები.

5. მეწარმე ფიზიკური პირისათვის, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქონებისა და მიწისა, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებული ან განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.

6. საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) საკუთრებაში არსებული მიწა;

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.

7. ამ ინსტრუქციის მე-3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის დაბეგვრის ობიექტად განიხილება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება.

    მუხლი 5. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე, კერძოდ, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებითა და მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადი გამოიანგარიშება გადამხდელის მიერ.

2. საქართველოს საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის (ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში) და უცხოური საწარმოსათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1%-ის ოდენობით. ამასთან, საანგარიშო წლისათვის აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების ღირებულების ჯამის 2-ზე გაყოფით.

მაგალითი 6

საანგარიშო წლის 1 იანვარს საწარმოს ბალანსზე ერიცხება 50.0 ათ. ლარის ძირითადი საშუალებები (ნარჩენი ღირებულებით); 5.0 ათ. ლარის დაუმონტაჟებე­ლი მოწყობილობა; 10.0 ათ. ლარის დაუმთავრე­ბელი კაპიტალური დაბანდებანი და 9.0 ათ. ლარის არამატერიალური აქტივები (ნარჩენი ღირებულებით), ხოლო საანგარიშო წლის 31 დეკემბერს იგივე აქტივები – შესაბამისად: 55.0 ათ. ლარის, 4.0 ათ. ლარის, 3.0 ათ. ლარის და 9.0 ათ. ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში წლის დასაწყისისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს (50.0+ 5.0+10.0+9.0) 74.0 ათ. ლარს, წლის ბოლოსათვის – (55.0+4.0+3.0+9.0) 71.0 ათ.ლარს. ხოლო საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეად­გენს – [(74.0+71.0) / 2] 72.5 ათ. ლარს.

3. ფიზიკური პირის მიერ იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ ქონებაზე (გარდა მიწისა) და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებულ ან განკუთვნილ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%-ის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში აქტივების ღირებულება გამოიანგარიშება საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აქტივების ღირებულებისა და 183-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. ამასთან, აქტივების ღირებულება საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ამორტიზაციის ნორმებით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდებისათვის, რომელშიც ხდება აქტივების გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს წესი მოქმედებს მიუხედავად იმისა, რომ პირმა შეიძლება გამოიყენოს 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული უფლება და ძირითადი საშუალებების შესყიდვის (წარმოების) ხარჯები სრულად გამოქვითოს დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას, ან გამოიყენოს 183-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა.

მაგალითი 7

ფიზიკურმა პირმა ქალაქში, სადაც ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე ქონების გადასახადის 1%-იანი განაკვეთია შემოღებული, 2005 წლის 1 იანვარს დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა. კერძოდ, მან მის კუთვნილ ერთოთახიან საცხოვრებელ ბინაში დაამონტაჟა ფოტოსურათების დასაბეჭდი მოწყობილობა. ბინა შეძენილი იყო 2002 წელს 12 000 ლარად, ფოტოსურათების დასაბეჭდი მოწყობილობა 2004 წელს – 6 000 ლარად.

მოცემულ შემთხვევაში პირმა ქონების გადასახადის ოდენობა 2005 წლისათვის შემდეგნაირად უნდა განსაზღვროს: საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელ ბინაზე (შენობა-ნაგებობა) ამორტიზაციის 5%-იანი ნორმა ვრცელდება. ამასთან, ამორტიზაციის ნორმის ოდენობით მისი ღირებულების შემცირება მოხდება 1 წელზე გაანგარიშებით (ვინაიდან აღნიშნული ფართი ეკონომიკური საქმიანობისათვის 2005 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა). ფოტოსურათების დასაბეჭდ მოწყობილობაზე ვრცელდება ამორტიზაციის 20%-იანი ნორმა. მის საწყის ღირებულებად აიღება 6000 ლარი, ამ შემთხვევაშიც ამორტიზაციის ნორმის ოდენობით ღირებულების შემცირება მოხდება 1 წელზე გაანგარიშებით.

ამრიგად, საცხოვრებელი ბინის ღირებულება იქნება [12000 – (12000 X 0.05)] 11 400 ლარი, ხოლო სურათის გადამღები მოწყობილობისათვის – [6000 – (6000 X 0.2)] 4 800 ლარი. შესაბამისად, 1%-იანი დასაბეგრი განაკვეთის შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს [(11400 + 4800) X 0.01] 162 ლარს.

5. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად. ამასთან, თუ გადამხდელი რეგისტრირებულია თვის პირველ ნახევარში ან მოხსნილია რეგისტრაციიდან თვის მეორე ნახევარში, მაშინ გადასახადის გაანგარიშებისას სარეგისტრაციო და რეგისტრაციიდან მოხსნის თვე ჩაითვლება სრულ თვედ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება.

მაგალითი 8

პირობა იგივეა, რაც მე-7 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურმა პირმა ეკონომიკური საქმიანობა 2005 წლის 24 აპრილიდან დაიწყო.

 მოცემულ შემთხვევაში საქმიანობის დაწყების თვე (აპრილი) ჩაითვლება როგორც სრული თვე და, შესაბამისად, პირს ქონების გადასახადი 2005 წლისათვის განესაზღვრება 9-თვიან პერიოდზე, რაც 1%-იანი განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს (162 / 12 X 9) 121 ლარს.

6. მეწარმე ფიზიკური პირისათვის თუ სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებული ან განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები შეძენილ ან/და რეალიზებულ (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ქონებაზე საგადასახადო პერიოდი განისაზღვრება გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად. ამასთან, თუ ქონება შეძენი­ლია თვის პირველ ნახევარში ან რეალიზებულია თვის მეორე ნახევარში, მაშინ გადასახადის გაანგარი­შებისას შეძენის და რეალიზების თვეები ჩაითვლება სრულ თვეებად.

მაგალითი 9

პირობა იგივეა, რაც მე-7 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურმა პირმა 2005 წლის 20 მაისს ეკონომიკური საქმიანობისათვის 1000 ლარად შეიძინა კომპიუტერი.

 მოცემულ შემთხვევაში კომპიუტერის შეძენის თვე (მაისი) ჩაითვლება როგორც სრული თვე და, შესაბამისად, პირს 2005 წლისათვის ქონების გადასახადი კომპიუტერთან მიმართებაში განესაზღვრება 8-თვიან პერიოდზე.

7. ამ მუხლით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე, ქონების გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე (დანართი №1).

8. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადი გადაიხდევინება მიმდინარე გადასახდელის სახით გასული წლის წლიური გადასახადის მიხედვით და ბიუჯეტში ჩაირიცხება არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. ამასთანავე, მიმდინარე გადასახდელის სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებულ გადასახადის თანხად.

9. საწარმოს, რომელიც დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ანალოგიური წესი გამოიყენება მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მისი აყვანა განხორციელდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ.

მაგალითი 10

საწარმო დაფუძნდა 2006 წლის აპრილში.

მოცემულ შემთხვევაში მას 2006 წლის 15 ივნისისათვის მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. საწარმო 2006 წლის მიხედვით მის ბალანსზე რიცხულ აქტივებზე ქონების გადასახადს გადაიხდის 2007 წლის 1 აპრილამდე.

10. თუ დასაბეგრი ქონება ადგილობ­რივი თვითმმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტორიაზეა განთავსებული, აქტივების ღირებულება განისაზღვრება ცალკეული სუბიექტების ტერიტორიაზე განთავსებული ქონების მიხედვით. ამასთან, პირი დეკლარაციას საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედ­ვით. თავის მხრივ, შესაბამისი სუბიექტების ადგილობრივ ბიუჯეტებში ქონების გადასახადის გადახდევინება ხორციელდება ამავე საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.

მაგალითი 11

ფიზიკურ პირს, რომელიც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება გააჩნია როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ქუთაისში.

მოცემულ შემთხვევაში პირი ქონების გადასახადის შესახებ დეკლარაციას წარადგენს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. ამასთან, დეკლარაციის VI ნაწილში – ,,ქონების გადასახადის განაწილება ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით“ ცალკე გამოიყოფა ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა, რის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის მიერ ორივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. თბი­ლისის და ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტე­ბი) ქონების გადასახადის გადახდევინება განხორციელდება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით.

    მუხლი 6. ფიზიკური პირის მიერ უძრავ ქონებაზე (გარდა მიწისა), რომელიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული, აგრეთვე იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულებით გაცემული ქონებისა) გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცი­რებულია გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრების მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავ­ლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 60 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები­სათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულე­ბის არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პრო­ცენტისა;

ბ) 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახე­ბისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულე­ბის არანაკლებ 0,2 პროცენტისა და არა უმეტეს 0,4 პროცენტისა;

გ) 100 000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,4 პროცენტისა და არა უმეტეს 0,8 პროცენტისა.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი ქონების ადგილმდებარეობისა და შესაძლო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით. საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება ქონების საბაზრო ფა­სების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმას­რუ­ლებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ნასყიდობის ფასი, აუდი­ტორის დასკვნა და სხვა სარწმუნო ინფორმაცია);

ბ) ფიზიკური პირის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (სარგებელი) საგადასახადო შეღავათების გათვალისწინების გარეშე, მათ შორის:

ბ.ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, გარდა დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;

ბ.ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

ბ.გ) ნებისმიერი შემოსავალი (სარგებელი), რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება.

4. ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების მოცულობების განსაზღვრისას გამოიყენება შემოსავლების მიღების საკასო მეთოდი.

5. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე, ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო, ამ მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელი (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა, უძრავი ქონების ღირებულება და შეღავათი (დანართი №3);

ბ) საგადასახადო ორგანო, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის, ქონების გადასახადს განსაზღვრავს ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“ და ,,საჯარო მოსამსახურეთა თავისი და ოჯახის წევრთა შემოსავლებისა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების“ მონაცემების საფუძველზე. ამასთან, თუ დასახელებული პირებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით ქონების გადასახადში გათვალისწინებულია შეღავათი, მაშინ მათ დეკლარაციაში უნდა მიუთითონ აღნიშნულის შესახებ.

6. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

მაგალითი 12

გიორგის, რომელიც ცხოვრობს ქ. გორში, საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და აგარაკი. გიორგის ოჯახი შესდგება 5 წევრისაგან: პენსიონერი დედა, მეუღლე და 2 შვილი. 2006 წლის განმავლობაში გიორგის მეუღლეს, რომელიც პედაგოგია, ხელ-ფასის სახით დაერიცხა და მიიღო 1500 ლარი; დედამ პენსიის სახით მიიღო 280 ლარი; თავად გიორგიმ, რომელიც ადვოკატია, საადვოკატო საქმიანობიდან მიიღო დასაბეგრი შემოსავალი (ერთობლივი შემოსავალი შემცირებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვებით შეღავათების გარეშე) 31000 ლარი; ამავე წელს გიორგიმ 30000 ლარად გაყიდა აგარაკი, რომელიც 2001 წელს ნაყიდი ჰქონდა 20000 ლარად.

მოცემულ შემთხვევაში, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გიორგის ოჯახის შემოსავალი 2006 წლისათვის იქნება 42780 ლარი (1500+ 280+31000+10000). შესაბამისად, ვინაიდან ოჯახის წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, აღნიშნული პირი, როგორც ქონების მესაკუთრე, ვალდებულია 2007 წლის 1 მაისამდე ქონების გადასახადის დეკლარაცია წარადგინოს ქ. გორის საგადასახადო ინსპექციაში. ამასთანავე, თუ დასახელებულ ოჯახის სხვა წევრთა საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მაშინ ისინიც ვალდებულნი არიან 2007 წლის 1 მაისამდე წარადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაციები.

7. თუ ოჯახის ორ და ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს უფლება აქვს წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია (დანართი №3), რომელშიც აისახება როგორც ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს, ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით, ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება. ამასთანავე, დეკლარაციაზე სავალდებულოა ოჯახის ამ წევრ(ებ)ის ხელის მოწერა.

8. თუ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის ოჯახის სხვა წევრებს გააჩნიათ ქონების გადასახადით დასაბეგრი დამოუკიდებელი ობიექტი და თანამდებობის პირი (საჯარო მოსამსახურე) გადაწყვეტს, რომ მის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებს დაბეგვრის მიზნებისათვის მიეცეს ერთიანი საოჯახოს სტატუსი, მაშინ დეკლარაციაზე სავალდებულოა ოჯახის ამ წევრ(ებ)ის ხელის მოწერა.

9. ამ მუხლით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:

ა) საგადასახადო წლის წინა წელს ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალები 40 000 ათას ლარს არ აღემატება, აგრეთვე, თუ მას საკუთრებაში არ გააჩნია ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

10. საგადასახადო ინსპექცია, ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში ასახული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშებს და საგადასახადო წლის 1 ივლისამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგენს ,,საგადასახადო მოთხოვნას“ ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

11. თუ ქონების გადასახადის გადამხდელი ფლობს ქონებას, რომელიც განთავსებულია ადგილობ­რივი თვითმმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტო­რიაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხდება საგადა­სახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექცია დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გათვალისწინებით განახორციე-ლებს დასაბეგრ ობიექტზე ქონების გადასახადის გაანგარიშებას და მის გადახდევინებას.

მაგალითი 13

ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმია, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება რო­­გორც ქ.ბათუმში, ასევე ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში. პირის ოჯახის წევრთა შემოსავალმა 2006 წელს 40.0 ათას ლარს გადააჭარბა.

მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვალდებულია ქ. ბათუმის საგადასახა­­დო ინსპექციაში 2007 წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გა­­დასახადის წლიური დეკლარაცია. დეკლარაციაში უნდა აისახოს აგრეთვე ქ. ქუთაისის და ქ.თბილისის ტერიტორიაზე პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მონაცემები. ამასთან, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს და სამივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტები) განახორციელოს ქონების გადასახადის გადახდევინება.

 მაგალითი 14

არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელ ადგილს ქ. მოსკოვი წარმოადგენს, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება ქ. ბათუმში.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პირი ვალდებულია ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში.

მაგალითი 15

მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება ქ. რუსთავში. მისი ოჯახის წლიურმა შემოსავალმა 2006 წელს შეადგინა 41 ათასი ლარი. აღნიშნულ პირს საკუთრებაში აქვს (გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონებისა) უძრავი ქონება ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში.

 მოცემულ შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში 2007 წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომელშიც უნდა აისახოს ქ. რუსთავის და ქ. თბილისის ტერიტორიაზე ამ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცემები. თავის მხრივ, აღნიშნულის საფუძველზე ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექცია როგორც ქ. რუსთავის, ისე ქ. თბილისის ბიუჯეტების სასარგებლოდ განახორციელებს გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის გადახდევინებას.

12. ფიზიკური პირი, უძრავ ქონებაზე (გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონებისა) ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა.

13. თუ გადასახადით დასაბეგრი უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი) შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული ან განადგურებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ამ წელს საგადასახადო პერიოდი ამ ქონებაზე განისაზღვრება გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად. ამასთან, თუ ქონება შეძენი­ლია თვის პირველ ნახევარში ან რეალიზებულია თვის მეორე ნახევარში, მაშინ გადასახადის გაანგარი­შებისას შეძენის და რეალიზების თვეები ჩაითვლება სრულ თვეებად.

მაგალითი 16

ფიზიკურმა პირმა მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი) გაასხვისა 2007 წლის 12 თებერვალს და ამავე წლის 18 აპრილს შეიძინა სხვა ბინა.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ პირს, როგორც უძრავი ქონების გადასახადის გადამხდელს, 2007 წლის 1 მაისამდე საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადი გასხვისებულ საცხოვრებელ სახლზე გადახ­დება ერთ თვეზე – იანვარზე გაანგარიშებით, ხოლო შეძენილ ქონება­ზე – 8 თვეზე (მაისი-დეკემბერი) გაანგარიშებით.

    მუხლი 7. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომობილებზე (საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია მათი სახეობის, ძრავის მოცულობის და ხნოვანების მიხედვით და შეადგენს არა უმეტეს:

 

 

 

მსუბუქი ავტომობილის სახეობა ძრავის მოცულობის მიხედვით

მსუბუქი ავტომობილის

ხნოვანება კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

გადასახადის ოდენობა (ლარებში)

1

2000 სმ3-მდე (ჩათვლით) მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი

 

1 წლამდე (ჩათვლით)

50

 

 

1-დან 3 წლამდე (ჩათვლით)

40

 

 

3-დან 4 წლამდე (ჩათვლით)

30

 

 

4-დან 5 წლამდე (ჩათვლით)

20

 

 

5-დან 6 წლამდე (ჩათვლით)

10

 

 

6 წელზე მეტი

5

2

2001 სმ3-დან 3000 სმ3-მდე (ჩათვლით) მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი

 

 

1 წლამდე (ჩათვლით)

150

 

 

1-დან 3 წლამდე (ჩათვლით)

130

 

 

3-დან 4 წლამდე (ჩათვლით)

110

 

 

4-დან 5 წლამდე (ჩათვლით)

80

 

 

5-დან 6 წლამდე (ჩათვლით)

25

 

 

6 წელზე მეტი

5

3

3000 სმ3-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილი

1 წლამდე (ჩათვლით)

300

 

1-დან 3 წლამდე (ჩათვლით)

250

 

 

 

 

3-დან 4 წლამდე (ჩათვლით)

200

 

 

 

 

4-დან 5 წლამდე (ჩათვლით)

100

 

 

 

 

5-დან 6 წლამდე (ჩათვლით)

50

 

 

 

 

6 წელზე მეტი

5

 

2. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადი შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშება და გადაიხდება გადამხდელის მიერ (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა).

3. გადასახადის გადამხდელი (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში საგადა­სახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია (დანართი №3).

4. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე, ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“ და ,,საჯარო მოსამსახურეთა თავისი და ოჯახის წევრთა შემოსავლებისა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების“ მონაცემების საფუძველზე.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (რომელიც არ ექვემდებარება გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას), ქონების გადასახადის გადახდა ხდება ყოველწლიურად არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ხოლო თუ დაბეგვრის ობიექტის გასხვისება აღნიშნულ ვადამდე ხდება – მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს მიმდინარე კალენდარული წლისათვის დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.

6. ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადის კუთხით საგადასახადო ანგარიშგება (ერთიანი საოჯახო დეკლარირება) და გადასახადის ადმინისტრირება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესებით.

    მუხლი 8. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე, (კატარღებზე), თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრი­რებულ იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები დიფერენ­ცირებულია სატრანსპორტო საშუალების სახეობისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით:

 

სატრანსპორტო საშუალების სახეობა

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი

გადასახადის განაკვეთი ძრავის 1 ცხენის ძალაზე წელიწადში

1. იახტა (კატარღა)

8903 10 900 00

8903 92 100 00

8903 92 990 00

8903 99 990 00

არანაკლებ 3 ლარისა და არა უმეტეს 7 ლარისა

2. თვითმფრინავი

8802 20

8802 30

8802 40

არანაკლებ 2 ლარისა და არა უმეტეს 5 ლარისა

3. შვეულმფრენი

8802 11

8802 12

არანაკლებ 2 ლარისა და არა უმეტეს 5 ლარისა

 

2. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადი შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშება და გადაიხდება გადამხდელის მიერ (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა).

3. გადასახადის გადამხდელი (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში საგადა­სახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია (დანართი №3).

4. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“ და ,,საჯარო მოსამსახურეთა თავისი და ოჯახის წევრთა შემოსავლებისა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების“ მონაცემების საფუძველზე.

5. ქონების გადასახადის გადახდა ხდება ყოველწლიურად არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

6. ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე, (კატარღებზე), თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე ქონების გადასახადის კუთხით საგადასახადო ანგარიშგება (ერთიანი საოჯახო დეკლარირება) და გადასახადის ადმინისტრირება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესებით.

    მუხლი 9. მიწაზე ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონე­ბის გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცი­რებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

1. თბილისი, მარნეული

57

31

2. ბოლნისი, გარდაბანი

52

27

3. რუსთავი

51

27

4. ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი

51

27

5. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო

44

24

6. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი

43

22

7. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი

39

21

8. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია

38

20

9. საგარეჯო, ქარელი, ხაშური

36

20

10. ქურთა, წალკა

34

19

11. აბაშა, ზუგდიდი

34

18

12. ახალქალაქი, ახალციხე,

34

19

13. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი

33

17

14. ნინოწმინდა

33

17

15. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი

30

15

16. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი

28

15

17. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ

24

13

18. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი

22

12

19. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი

18

11

20. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა

17

9

21. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, ყაზბეგი, ჯავა

13

8

 

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი

 

6

 

 

3

 

 

8

 

 

4

 

2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო, ახალციხე

 

4

 

 

2

 

 

7

 

 

3

3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა

 

2,5

 

1,5

 

4

 

2

 

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ხარისხისა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით. ამასთან, ეს განაკვეთები არ შეიძლება იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო განაკვეთის 50 პროცენტზე ნაკლები და 150 პროცენტზე მეტი.

3. გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სათანადო ნორმატიული აქტით ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრამდე მონაცემებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის შესახებ მოიპოვებენ საგადასახადო ორგანოები. ასეთი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთების საშუალო არითმეტიკული სიდიდე. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწების ნაკვეთები დაიბეგრება კარგი ხარისხის მიწის ნაკვეთებისათვის განსაზღვრული გადასახადის განაკვეთებით;

ბ) ბუნებრივი სათიბები და საძოვრები დაიბეგრება გაკულტურებული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული გადასახადის განაკვეთებით.

4. ბუნებრივი სათიბებისათვის და საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურ­სებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი სახელმწიფო საკუთ­რ­ებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწა.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონე­ბის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტრებში).

6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადა­სახადის საბაზისო განაკვეთი დადგენილია წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლა­რის ოდენობით.

7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთან, ეს ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1.5-ზე მეტი.

8. ზონის საზღვრების დადგენა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე, დასახლებული პუნქტის განაშე­ნია­ნების გეგმის ან სხვა ქალაქთმშნებლობითი დოკუმენ­ტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკი­ცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი ორგანოები.

9. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტო­რიულ კოეფიციენტსა და მიწის ნაკვეთის ფართობზე, ფორმულით:

მქგ= [(მ/ფ X გსგ) X ტ/კ]

სადაც:

მქგ –მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობა;

გსგ – გადასახადის საბაზისო განაკვეთი;

ტ/კ – ტერიტორიული კოეფიციენტი;

მ/ფ – მიწის ფართობი კვ.მ-ში.

10. ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები (გარდა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №3). ამასთან, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებაში, უფლება აქვთ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგინონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია გამარტივებული ფორმით (დანართი №7);

ბ) ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელი (საწარმო, მეწარმე ფიზიკური პირი) ვალდებულია საგადასახადო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №1);

გ) საგადასახადო ორგანო, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის, მიწაზე ქონების გადასახადს განსაზღვრავს ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“ და ,,საჯარო მოსამსახურეთა თავისი და ოჯახის წევრთა შემოსავლებისა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების“ მონაცემების საფუძველზე. ამასთან, დასახელებულმა პირებმა დეკლარაციაში დამატებით უნდა მიუთითონ (შესაბამის შემთხვევაში წარმოადგინონ დოკუმენტები) მიწის ნაკვეთის დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორიის (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხის (კარგი, მწირი, გაკულტურებული) შესახებ, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობით ქონების გადასახადში კუთვნილი შეღავათის თაობაზე.

11. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით.

12. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწით სარგებლობის უფლებას, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივი მფლობელობა.

13. თუ გადასახადით დასაბეგრი მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი შეძენილი, რეალიზებული (გასხვისებული) ან შეძენილი და რეალიზებული (გასხვისებული) იქნა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, ამ წელს საგადასახადო პერიოდი ამ ქონებაზე განისაზღვრება გადამხდელის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად. ამასთან, მიწაზე ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება პირს ეკისრება მიწის საკუთრების ან მიწით სარგებლობის უფლების წარ­მოშობის, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებუ­ლი მიწის ფაქტობრივი მფლობელობის შემთხვევა­­ში, ფაქტობრივ მფლობელად გახდომის თვის მომდევნო თვიდან.

მაგალითი 17

ფიზიკურმა პირმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა 2007 წლის 12 თებერვალს და ამავე წლის 2 აპრილს შეიძინა სხვა მიწის ნაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ პირს, 2007 წლის 1 მაისამდე საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადი გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე გადახ­დება ორ თვეზე – იანვარი-თებერვალი, ხოლო შეძენილ ქონება­ზე მხოლოდ 8 თვეზე (მაისი-დეკემბერი) გაანგარიშებით.

14. თუ ოჯახის ორ და ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს უფლება აქვს წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია (დანართი №3), რომელშიც აისახება როგორც ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს, ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით, ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება. ამასთანავე, დეკლარაციაზე სავალდებულოა ოჯახის ამ წევრის (წევრების) ხელის მოწერა.

15. თუ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის ოჯახის სხვა წევრებს გააჩნიათ ქონების გადასახადით დასაბეგრი დამოუკიდებელი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და თანამდებობის პირი (საჯარო მოსამსახურე) გადაწყვეტს, რომ მის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებს დაბეგვრის მიზნებისათვის მიეცეს ერთიანი საოჯახოს სტატუსი, მაშინ დეკლარაციაზე სავალდებულოა ოჯახის ამ წევრის (წევრების) ხელის მოწერა.

16. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-10 პუნქტში ასახული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშებს და საგადასახადო წლის 1 ივლისამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგენს ,,საგადასახადო მოთხოვნას“ ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

17. 2007 წელს, თუ ფიზიკური პირი არ წარადგენს ამ მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო საგადასახადო ვალდებულებებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენ-ტოს“ შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.

18. თუ ქონების გადასახადის გადამხდელი ფლობს ქონებას, რომელიც განთავსებულია ადგილობ­რივი თვითმმართველობის რამდენიმე სუბიექტის ტერიტო­რიაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხდება საგადა­სახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნულთა არარსებობის შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექცია დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გათვალისწინებით, განახორციელებს დასაბეგრ ობიექტზე ქონების გადასახადის გაანგარიშებას და მის გადახდევინებას.

მაგალითი 18

ფიზიკურ პირს, რომლის საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმია, საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი რო­­გორც ქ. ბათუმში, ასევე ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში.

მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვალდებულია ქ. ბათუმის საგადასახა­­დო ინსპექციაში 2007 წლის 1 მაისამდე წარადგინოს ქონების გა­­დასახადის წლიური დეკლარაცია. დეკლარაციაში უნდა აისახოს აგრეთვე ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ტერიტორიაზე პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მონაცემები. ამასთან, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გაიანგა-რიშოს და სამივე ბიუჯეტის სასარგებლოდ (იგულისხმება ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტები) განახორციელოს ქონების გადასახადის გადახდევინება.

19. როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდება არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა.

20. ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფარ­თობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვე­თებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას.

21. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ფართობზე, რომელიც რამდენიმე პირის საკუთრებაშია, ქონების გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის, თითოეული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.

მაგალითი 19

მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 150 კვ.მ ფართობის შენობა-ნა­გე­ბობა. აღნიშნულიდან ერთ ფიზიკურ პირს დაკავებული აქვს 70 კვ.მ, მეორეს – 45 კვ.მ, ხოლო მესამეს – 35 კვ.მ-ის ფართი.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი პირი ვალდებულია გადაიხადოს მიწაზე ქონების მთლიანი გადასახადის [(70 / 150) X 100] 46,7%, მეორემ – [(45 / 150) X 100] 30%, ხოლო მესამემ – [(35 / 150) X 100] 23,3%.

22. ამ მუხლით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:

ა) ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის გათვალისწინებით, მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია ან დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

    მუხლი 10. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება

1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებისა) ან/და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს.

მაგალითი 20

200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებულია ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართი 400კვ.მ-ია. შენობა სამი ფიზიკური პირის თანასაკუთრებაშია და მასში ფართი განაწილებულია შემდეგი პროპორციით: პირველზე 150 კვ.მ; მეორეზე – 200 კვ.მ, ხოლო მესამეზე – 50 კვ.მ.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ფიზიკურ პირთაგან თითოეული ქონების გადასახადს გადაიხდის მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართის პროპორციულად, კერძოდ: პირველი პირი გადაიხდის მთლიანი გადასახადის [(150 / 400) X 100] 38%-ს, მეორე – [(200 / 400) X 100] 50%-ს, ხოლო მესამე პირი – [(50 / 400) X 100] 12%-ს.

ამასთან, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია და მესამე პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს მხოლოდ (50/2) 25 კვ.მ-ს, შესაბამისად მესამე პირზე გავრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ასევე აღნიშნულ პირს არ წარმოექმნება მიწაზე ქონების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;

გ) 2007 წლის 1 იანვრამდე ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება;

დ) მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის, მათ შორის, ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომო­ტივო დეპოების, რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტული და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. მიწის გადასახადისაგან აგრეთვე არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობები;

ე) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოე­ბისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა;

ვ) მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტრო­გადამცემი ხაზები;

ზ) საჯარო სამართლის იურდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული საგენტოს საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები;

თ) ორგანიზაციის ქონება, გარდა მიწისა და ეკონო­მიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის ქონების შემადგენლობიდან შეუძლებელია ცალკე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების გამოყოფა (გამიჯვნა), ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავლებში ეკონო­მიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, ასეთ გაანგა­რიშებაში მონაწილეო­ბას ღებულობს მხოლოდ ის ქონება, რომელიც ნაწილობ­რივ გამოიყე­ნება ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო ქონების ის ნაწილი, რომელიც სრულად გამოიყენება ეკონო­მიკური საქმიანობისათვის, გაანგარიშებაში ჩაირთვება მთლიანად.

მაგალითი 21

ორგანიზაციის შენობიდან, რომლის საერთო ფართია 2000კვ.მ და საბალანსო ღირებულება – 1000000 ლარი, იჯარით გაცემული, ანუ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აქვს შენობის ნაწილი, 450კვ.მ ფართით.

 მოცემულ შემთხვევაში, დასაბეგრი ქონების (შენობის) ღირე­ბუ­­ლება შეადგენს [(450 / 2000) X 1000000] 225000 ლარს.

მაგალითი 22

თეატრს, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და საგადასახადო კოდექსის მიხედვით განიხილება როგორც ორგანიზაცია, ბალანსზე ერიცხება 2 მი­ლიონი ლარის ქონება. საგადასახადო წლის განმავ­ლობაში თეატრის შემოსავალმა შეადგინა 250 ათასი ლარი, მათ შორის, ბილეთების რეალიზაციიდან 50 ათასი ლარი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნების სახით დაფინანსებამ 200 ათასი ლარი.

მოცემულ შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ღირებუ­ლება შეადგენს [(50.0 / 250.0) X 100] = 20%, [(2000 X 20%) / 100] 400 ათას ლარს.

ი) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციე­ბის (საქმიანობა) საწარმოებლად გამოყენებული ქონება;

კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუ­ჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანო­ბისათვის გამოყენებული მიწებისა; იმ შემთხვევაში, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გამოყოფილი მიწის ფართობიდან შეუძლებელია ცალკე ეკონომიკური საქმია­ნობისათვის გამოყენებული მიწის ფართობის გამოყოფა, მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით დასაბეგრი მიწის ფართობი განისაზღვრება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავლებში ეკონომი­კური საქმიანობით მიღებული შემო-სავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, გადასახა­დის გაანგა­რი­შებაში პროპორციულ მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ მიწის ის ფართობი, რომელიც ნაწილობრივ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო მიწის ის ნაწილი, რომელიც სრულად გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, გაანგარიშებაში ჩაირ­თვება მთლიანად, პროპორციის გარეშე.

მაგალითი 23

საბიუჯეტო ორგანიზაციის შენობიდან, რომლის საერთო ფართია 2500 კვ.მ და განთავსებულია 8000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობ­ზე, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულია შენობის ნაწილი, ფართობით 500 კვ.მ.

მოცემულ შემთხვევაში, დასაბეგრი მიწის ფართობი შეადგენს [(500 / 2500) X 100] = 20%, [(8000 X 20%) /100] 1600 კვ.მ-ს.

ლ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგა­ნიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტუ­რულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;

მ) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდრო­ლო­გიუ­რი ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნი­ცი­პა­ლური პარკებით ან/და სასაფლაოებით, ზოოლოგიუ­რი ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანერიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებით და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;

ნ) ქალაქის წყალსაცავებით და მათი აკვატორიებით დაკავებული ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ო) ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგა­რების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები;

პ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგები­სათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტე­მებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვ-ნი­ლი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;

ჟ) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციე­ბის (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;

რ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვ-რული დაბეგვრის ობიექტისა;

ს) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე­თები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;

ტ) ქურთის, ერედვისა და თიღვის თემები, სოფლები ავნევი და ნული – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამ­დე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;

უ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივა­ციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

ფ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომე­ბის, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგა­ციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნი­კაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექ­ტიუ­ლი განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ქ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნუ­ლების მიწები – მიღებიდან 5 წლის გან­მავლობაში;

ღ) ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახ­ლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;

ყ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

შ) „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემუ­ლი სახელმწიფო საკუთრების სამელიორაციო ინფრას­ტრუქ­ტურა, აგრეთვე 2014 წლის 1 იანვრამდე „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზ­ღვრული სამელიორაციო ასოციაციებისათვის გადაცე­მუ­ლი, მათი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;

ჩ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზაციის წესით მიღე­ბულ მიწის ნაკვეთებზე;

ც) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონო­მიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით;

ძ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება, გარდა მიწისა;

წ) სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება არასამედი­ცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ჭ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან;

ხ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსინათ­ლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების, საჯარო სამართლის იურდიული პირების – ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ჯ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე­თე­ბი, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტიც განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემ­თხვე­ვების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფ­ლე­ბის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტი­ქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;

ჰ) სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებული მიწები.

2. დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი მის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მის ნაწილს) ან/და შენობა-ნაგებობებს (ან მათ ნაწილს) იჯარით გადასცემს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

3. 2009 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირები იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულებით გაცემულ ქონებაზე. ამასთანავე, თუ აღნიშნული ქონება გამოყენებულია დამქირავებლის (მოიჯარის) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება ეკისრება დამქირავებელს (მოიჯარეს), ქონების საბაზრო ღირებულების არა უმეტეს 1%-ისა.

მაგალითი 24

ფიზიკურმა პირმა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი გააქირავა საწარმოზე, რომელიც აღნიშნულ ფართს იყენებს ოფისისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, გამქირავებელ ფიზიკურ პირს 2009 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული ფართის მიხედვით ქონების გადასახადი არ გადახდება. ამასთანავე, დამქირავებლის მიერ აღნიშნული ქონების საოფისე მიზნებისათვის გამოყენება განიხილება ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებად და დამქირავებელი 2009 წლის 1 იანვრამდე ამ ქონების მიხედვით დაიბეგრება ქონების გადასახადით.

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე

ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი

ნაწილი I

1. მიეთითება გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომე­რი. თუ დეკლარაციას ავსებს საქართველოს მოქალაქე (ფიზიკური პირი), რომელიც გადამხდელად რეგისტრირებული არ არის – ამ პირის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. დაკლარაციის გვერდის რიგითი ნომერი; ეკონომიკური საქმიანო­ბის (NACE) კოდი.

2. უჯრაში: ,,დეკლარაციის სახე“ – ჩაიწერება:

ა) ციფრი ,,1“, თუ დეკლარაცია პირველადია;

ბ) ციფრი ,,2“, თუ დეკლარაცია წარდგენილია წინა დეკლარაციის შესწორების (დაზუსტების) მიზნით.

3. უჯრაში: ,,საანგარიშო წელი“ – მიეთითება ის წელი, რომელი წლის მიხედვითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა ან შესწორება (დაზუსტება).

4. უჯრაში: ,,წარედგინა“ – მიეთითება იმ საგადასახადო ორ­­გა­­ნოს სრული დასახელება, რომელსაც დეკლარაცია წარედგინე­ბა.

5. უჯრებში: ,,გადასახადის გადამხდელი“, ,,მისამართი“ – ჩაიწერება გადამხდელის სრული დასახელება და მისამართი მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას, იგი ასევე აღინიშნება. მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჩაიწერება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად, და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

6. უჯრაში: ,,მოცემული დეკლარაცია შედგენილია . . . ფურცელზე“ – მიეთითება წარდგენილი დეკლარაციის შემადგენელი ფურცლების რაოდენობა, მათ შორის, III და IV ნაწილების მონაცემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. უჯრაში: ,,თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები . . . ფურცელზე“ – მიეთითება დეკლარაციით წარდგენილი მონაცემების (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა.

8. დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ხელმოწერით ადასტურებს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი II

ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) დეკლარაციის წარდგენის ფორმა – ფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;

ბ) დეკლარაციის შემადგენელი გვერდების და დეკლარაციის მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა;

გ) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილი – ფოსტაში ჩაბარების თარიღი;

დ) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;

ე) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

ნაწილი III

1. დეკლარაციის მე-3 ნაწილში განისაზღვრება დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის მიხედვით ქონების გადასახადი, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეული“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვით­მმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია (ირიცხება) დასაბეგრი ობიექტი.

3. მე-3 სვეტში: ,,ქონების ღირებულება“ – აისახება:

ა) საწარმოს შემთხვევაში – ადგილობრივი თვით­მმართველობის შესაბამისი სუბიექტის ტერიტორიაზე საწარმოს ბალანსზე რიცხული აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების ღირებულების ჯამის 2-ზე გაყოფით);

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – ადგილობრივი თვით­მმართველობის შესაბამისი სუბიექტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის საკუთ­რებაში არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული, აგრეთვე ლიზინგით აღებული ქონების ღირებულება (გამოიანგარიშება საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აქტივების ღირებულებისა და 183-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით).

4. მე-4 სვეტში: ,,ქონების ღირებულება შეღავათის გათვალისწინებით“ – აისახება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით შემცირებული ქონების ღირებულება.

5. მე-5 სვეტში: ,,შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც დასაბეგრი ობიექტის მიხედვით გადამხდელს უწესებს შეღავათს.

6. მე-6 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის (აღრიცხვის) მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი.

7. მე-7 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – გამოიანგარიშება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად.

8. მე-8 სვეტში: ,,საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახ­დელი“ – აისახება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით საანგარიშო წელს დარიცხული მიმდინარე გადასახდელის ოდენობა.

9. მე-9 სვეტში: ,,ექვემდებარება დამატებით დარიცხვას (+) შემცირებას (–)“ – აისახება საანგარიშო პერიოდის მიხედვით დამატებით დასა­რიცხი ან შესამცირებელი მიმდინარე გადასახადის თანხა, მათ შორის:

ა) ,,+“ ნიშნით დადებითი სხვაობა საანგარიშო პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადსა (სვტ.7) და ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელების (სვტ.8) ჯამურ თანხას შორის;

ბ) ,,–“ ნიშნით დადებითი სხვაობა საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდე­ლების ჯამურ თანხასა (სვტ.8) და ქონების გადასახადს (სვტ.7) შორის.

ნაწილი IV

1. დეკლარაციის მე-4 ნაწილით განისაზღვრება მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მისამართი.

3. მე-3 სვეტში: ,,სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი)“ – მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვ-რები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული).

4. მე-4 სვეტში: ,,ფართობი (ჰა; კვ.მ)“ – კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით მიეთითება:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (ჰექტრებში);

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (კვ. მეტრებში).

5. მე-5 სვეტში: ,,საკუთრებაში ყოფნის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საანგარიშო წლის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაში უძრავი ქონების ფაქტობ-რი­ვი ყოფნის პერიოდი. ამასთან, თუ ქონება საგადასახადო წლის 1 იანვრიდან ირიცხება გადამხდელის საკუთრებაში იწერება ციფრი ,,12“.

6. მე-6 სვეტში: ,,დაბეგვრის ობიექტის ფართობი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

7. მე-7 სვეტში: ,,საგადასახადო შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც დასაბეგრი ობიექტის მიხედვით გადამხდელს უწესებს შეღავათს.

8. მე-8 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

9. მე-9 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხულ ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

10. უჯრაში: ,,წარმოდგენილია მიწის ხარისხის (შეღავათის) დამადასტურებელი დოკუმენტი“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და ა. შ. დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი V

1. დეკლარაციის მე-5 ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და კეთდება აღნიშვნა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით განაწილების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება“ – დეკლარაციის IV ნაწილის მე-2 სვეტის მონაცემების საფუძველზე მიეთითება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია დასაბეგრი ობიექტი.

3. მე-3 სვეტში: ,,ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტ(ებ)ის მდებარეობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი.

4. მე-4 სვეტში: ,,ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა“ – საგადასახადო წლის სავადოს მიხედვით მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდების მიხედვით დაჯგუფებული ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის ოდენობა.

5. ,,ნაწილი V“-ის ბოლოში მიეთითება აღნიშნულ მონაცემებზე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), რაც დასტურდება მისი ხელის მოწერით.

 

 

 

 

 

დანართი №4

ფიზიკური პირის ქონებაზე (გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა) ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი

ნაწილი I

1. მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. აგრეთვე, გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომე­რი; დეკლარაციის გვერდის რიგითი ნომერი.

2. უჯრაში: ,,დეკლარაციის ტიპი“ – ჩაიწერება:

ა) ციფრი ,,1“, თუ წარდგენილი დეკლარაცია ასახავს მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ქონებას;

ბ) ციფრი ,,2“, თუ დეკლარაცია ერთიანი-საოჯახოა.

3. უჯრაში: ,,დეკლარაციის სახე“ – ჩაიწერება:

ა) ციფრი ,,1“, თუ დეკლარაცია პირველადია;

ბ) ციფრი ,,2“, თუ დეკლარაცია წარდგენილია წინა დეკლარაციის შესწორების (დაზუსტების) მიზნით.

4. უჯრაში: ,,საანგარიშო წელი“ – მიეთითება ის წელი, რომელი წლის მიხედვითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა ან შესწორება (დაზუსტება).

5. უჯრაში: ,,წარედგინა“ – მიეთითება იმ საგადასახადო ორ­განოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკ­ლა­რა­ცია. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

6. უჯრაში: ,,გადამხდელი (დეკლარანტი)“ – მიეთითება გადასახადის გადამხდე­ლი ფიზიკური პირის გვარი და სახელი სრუ­ლად (გარკვევით), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

7. უჯრაში: ,,მოცემული დეკლარაცია შედგენილია . . . ფურცელზე“ – მიეთითება წარდგენილი დეკლარაციის შემადგენელი ფურცლების რაოდენობა, მათ შორის, III, IV და V ნაწილების მონაცემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. უჯრაში: ,,თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები . . . ფურცელზე“ – მიეთითება დეკლარაციით წარდგენილი მონაცემების (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა.

9. დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ხელმოწერით ადასტურებს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი II

ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) დეკლარაციის წარდგენის ფორმა – ფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;

ბ) დეკლარაციის შემადგენელი გვერდების და დეკლარაციის მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა;

გ) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილი – ფოსტაში ჩაბარების თარიღი;

დ) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;

ე) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

ნაწილი III

1. მე-3 ნაწილში შეიტანება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრ(ე­ბ)ის და მათ მიერ საგადასახადოს წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ოჯახის წევრის გვარი და სახელი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების გვარი და სახელი გარკვევით.

3. მე-3 სვეტში: ,,პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

4. მე-4 სვეტში: ,,დაბადების წელი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრ(ებ)ის დაბადების წელი.

5. მე-5 სვეტში: ,,ნათესაური კავშირი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ ოჯახის წევრთა ნათესაური კავშირი.

6. მე-6 სვეტში: ,,მიღებული შემოსავალი“ – მიეთითება საგადასახადოს წინა წლის განმავლობაში ოჯახის ცალკეული წევრის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, რაც ჯამში ოჯახის წევრ(ებ)ის მთლიან შემოსავალს განსაზღვრავს.

7. მონაცემთა უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი IV

1. თუ დეკლარაცია საოჯახოა, ,,ნაწილი IV“-ში შეიტანება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული ქონებაც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება.

2. მე-2 სვეტში: ,,უძრავი ქონების მდებარეობა და მისამართი“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი და ა. შ.) და მისამართი.

3. მე-3 სვეტში: ,,სახეობა და აღწერილობა“ – მიეთითება უძრავი ქონების დასახელება (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი და ა. შ.) და მისი აღწერილობა (ფართი). ამასთან, მიწის ნაკვეთის შემთხვევაში მიეთითება მისი დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული).

4. მე-4 სვეტში: ,,დასაბეგრი თანხა (ფართობი)“ – კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით მიეთითება:

ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – საბაზრო ღირებულება (ლარებში);

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (ჰექტრებში);

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (კვ. მეტრებში).

5. მე-5 სვეტში: ,,საკუთრებაში ყოფნის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საანგარიშო წლის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაში უძრავი ქონების ფაქტობ-რი­ვი ყოფნის პერიოდი. ამასთან, თუ ქონება საანგარიშო წლის 1 იანვრიდან ირიცხება გადამხდელის საკუთრებაში იწერება – ციფრი ,,12“.

6. მე-6 სვეტში: ,,დასაბეგრი თანხა (ფართობი) საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით“ – მიეთითება:

ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ღირებულება;

ბ) მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

7. მე-7 სვეტში: ,,საგადასახადო შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც დასაბეგრი ობიექტის მიხედვით გადამ-ხდელს უწესებს შეღავათს.

8. მე-8 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

9. მე-9 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა. რაც ჯამში საგადასახადო წელს უძრავ ქონებაზე დარიცხული ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

10. მე-10 და მე-11 სვეტები ივსება მხოლოდ საოჯახო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში და მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მესაკუთ-რის (მოსარგებლის, ფაქტობრივი მფლობელის) გვარი და სახელი და დასტურდება შესაბამისი პირის ხელის მოწერით.

11. უჯრაში: ,,წარმოდგენილია მიწის ხარისხის (შეღავათის) დამადასტურებელი დოკუმენტები“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და ა. შ. დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

12. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი V

1. თუ დეკლარაცია საოჯახოა, ,,ნაწილი V“-ში შეიტანება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებიც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

2. მე-2 სვეტში: ,,ქონების რეგისტრაციის ადგილი“ – მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის (სატრანსპორტო საშუალების) რეგისტრაციის ადგილი.

3. მე-3 სვეტში: ,,სატრანსპორტო საშუალებათა სახეობა, მარკა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების სახეობა (მსუბუქი ავტომობილი, იახტა, კატარღა, თვითმფრინავი, შვეულმფრენი) და მისი მარკა.

4. მე-4 სვეტში: ,,სასაქონლო ნომენკლატურის კოდი“ – მიეთითება ცალკეული დასაბეგრი ობიექტის სახეობის მიხედვით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი.

5. მე-5 სვეტში: ,,ძრავის მოცულობა (სმ3); ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა)“ – მიეთითება მსუბუქი ავტომობილის მიხედვით – ძრავის მოცულობა (სმ3); იახტების (კატარღების), თვითმფრინავების და შვეულმფრენების მიხედვით – ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა).

6. მე-6 სვეტში: ,,მსუბუქი ავტომობილის ხნოვანება“ – მიეთითება მსუბუქი ავტომობილის ხნოვანება კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

7. მე-7 სვეტში: ,,ქონების გადასახადის განაკვეთი“ – დასაბეგრი ობიექტის (სატრანსპორტო საშუალების) რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

8. მე-8 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა, რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხული ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

9. მე-9 და მე-10 სვეტები ივსება მხოლოდ საოჯახო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში და მიეთითება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მფლობელის გვარი და სახელი და დასტურდება შესაბამისი პირის ხელის მოწერით.

10. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი VI

1. მე-6 ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და კეთდება აღნიშვნა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით განაწილების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება“ – დეკლარაციის IV ნაწილის მე-2 სვეტის მონაცემების საფუძველზე მიეთითება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია დასაბეგრი ობიექტი.

3. მე-3 სვეტში: ,,ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტ(ებ)ის მდებარეობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი.

4. მე-4 სვეტში: ,,ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა“ – მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდების მიხედვით დაჯგუფებული ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის ოდენობა.

5. ,,ნაწილი VI“-ის ბოლოში მიეთითება აღნიშნულ მონაცემებზე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), რაც დასტურდება მისი ხელის მოწერით.

 

 

 

დანართი №6

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი

ნაწილი I

1. მიეთითება გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. აგრეთვე გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაშისაიდენტიფიკაციო ნომე­რი. დეკლარაციის გვერდის რიგითი ნომერი.

2. უჯრაში: ,,დეკლარაციის სახე“ – ჩაიწერება:

) ციფრი ,,1“, თუ დეკლარაცია პირველადია;

) ციფრი ,,2“, თუ დეკლარაცია წარდგენილია წინა დეკლარაციის შესწორების (დაზუსტების) მიზნით.

3. უჯრაში: ,,საანგარიშო წელი“ – მიეთითება ის წელი, რომელი წლის მიხედვითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა ან შესწორება (დაზუსტება).

4. უჯრაში: ,,წარედგინა“ – მიეთითება იმ საგადასახადო ორ­განოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკ­ლა­რა­ცია. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციას წარედგინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაშისაცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაშიდასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

5. უჯრაში: ,,გადამხდელი (დეკლარანტი)“ – მიეთითება გადასახადის გადამხდე­ლი ფიზიკური პირის გვარი და სახელი სრუ­ლად (გარკვევით), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

6. უჯრაში: ,,მოცემული დეკლარაცია შედგენილია . . . ფურცელზე“ – მიეთითება წარდგენილი დეკლარაციის შემადგენელი ფურცლების რაოდენობა, მათ შორის III ნაწილის მონაცემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. უჯრაში: ,,თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები . . . ფურცელზე“ – მიეთითება დეკლარაციით წარდგენილი მონაცემების (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა.

8. დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ხელმოწერით ადასტურებს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი II

ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

) დეკლარაციის წარდგენის ფორმაფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;

) დეკლარაციის შემადგენელი გვერდების და დეკლარაციის მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ფურცლების რაოდენობა;

) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილიფოსტაში ჩაბარების თარიღი;

) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;

) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

ნაწილი III

1. დეკლარაციის III ნაწილით განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია მიწის ნაკვეთი და მისამართი.

3. მე-3 სვეტში: ,,კატეგორია, ხარისხი“ – მიეთითება მიწის ნაკვეთის კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული).

4. მე-4 სვეტში: ,,ფართობი (ჰა)“ – კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიხედვით მიეთითება ფართობი ჰექტრებში. 

5. მე-5 სვეტში: ,,საკუთრებაში ყოფნის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საანგარიშო წლის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრი­ვი ყოფნის პერიოდი. ამასთან, თუ მიწა საგადასახადო წლის 1 იანვრიდან ირიცხება გადამხდელის საკუთრებაში იწერებაციფრი ,,12“.

6. მე-6 სვეტში: ,,დაბეგვრის ობიექტის ფართობი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული მიწის ფართობი.

7. მე-7 სვეტში: ,,საგადასახადო შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, რომელიც მიწის ნაკვეთის მიხედვით გადამხდელს უწესებს შეღავათს.

8. მე-8 სვეტში: ,,გადასახადის განაკვეთი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიწის ნაკვეთის მდებარეობის გათვალისწინებით მიეთითება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამისი სუბიექ­ტე­ბის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.

9. მე-9 სვეტში: ,,ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა. რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხულ ქონების გადასახადს განსაზღვრავს.

10. უჯრაში: ,,წარმოდგენილია მიწის ხარისხის (შეღავათის) დამადასტურებელი დოკუმენტი“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის და ა. . დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

ნაწილი IV

1. ,,ნაწილი IVივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და კეთდება აღნიშვნა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით განაწილების შესახებ.

2. მე-2 სვეტში: ,,ტერიტორიული ერთეულის დასახელება“ – დეკლარაციის III ნაწილის მე-2 სვეტის მონაცემების საფუძველზე მიეთითება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია მიწის ნაკვეთი.

3. მე-3 სვეტში: ,,ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი“ – მიეთითება კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდებარეობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი.

4. მე-4 სვეტში: ,,ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა“ – მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდების მიხედვით დაჯგუფებული ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის ოდენობა.

5. ,,ნაწილი IV“-ის ბოლოში მიეთითება აღნიშნულ მონაცემებზე საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), რაც დასტურდება მისი ხელის მოწერით.

  დანართი №7

მონაცემები

ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილების შესახებ

(სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 8703)

 

მსუბუქი ავტომანქანის მფლობელის/

მესაკუთრის გვარი, სახელი, მამის სახელი

მისამართი

სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 8703

მსუბუქი ავტომობილის ხნოვანება (წელი) კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

შენიშვნა

მსუბუქი ავტომობილის სახეობა

ძრავის მოცულობა (სმ3)

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                 

 დანართი №8

მონაცემები

ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების, შვეულმფრენების შესახებ

 

 

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/

მფლობელის გვარი, სახელი, მამის სახელი

ფ/პ პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

 

მისამართი

სატრანსპორტო საშუალებათა სახეები

ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა)

შენიშვნა

თვითმფრინავი სასაქონლო ნომენკლატურის კოდი

880220, 880230, 880240

შვეულმფრენი სასაქონლო ნომენკლატურის კოდი

880211, 880212

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

-----------------------------------------------------

   ქალაქი (რაიონი)

 

 

დანართი №9

მონაცემები

ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული იახტების (კატარღების) შესახებ

 

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარი, სახელი, მამის სახელი

ფ/პ პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

მისამართი

იახტა (კატარღა) სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 890310900, 89039210000, 89039299000, 89039999000

ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა)

შენიშვნა

1

2

 

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  -------------------------------------

   ქალაქი (რაიონი)

                    

 


დანართი №10         

სია

პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ

200 წლის მდგომარეობით

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება (გვარი,სახელი)

გადასახადის გადამხდელის მისამართი

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი/

პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

დასაბეგრი მიწის ნაკვეთის ნომერი საკადასტრო რუკაზე

მიწის ფართობის ზომის ერთეული (ჰა; მ2)

გადასახადით დასაბგერი მიწის ნაკვეთის

მიწაზე ქონების გადასახადის

განაკვეთი

შენიშვნა

ფართობი

კატეგორიის ან ზონის კოდი

ხარისხის კოდი

ადგილმდებარეობის კოდი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: საგადასახადო ინსპექციას წარედგინება ყოველი წლის 1 აპრილამდე.