ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110722011, 22/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010330000.10.003.016443
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
284
20/07/2011
ვებგვერდი, 110722011, 22/07/2011
010330000.10.003.016443
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/07/2011 - 17/10/2019)

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 284

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

ოლიმპიური ჩემპიონების , საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების , სახალხო არტისტების , სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

მუხლი 1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :

1. 2011 წლის 1 აგვისტოდან სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 400 (ოთხასი ) ლარის ოდენობით.

2. სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, 2011 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვროთ 400 (ოთხასი) ლარით.

3. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. 2011 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონებისა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

 5. 2011 და შემდგომ წლებში სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილება „ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილება „შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            . გილაური